შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა საროსკიპოდან_ ''არც ისე მშვენიერია ცხოვრება'' (4)


3-09-2015, 11:50
ავტორი lisebeth
ნანახია 4 578

გიორგიმ მანქანა ელვის სისწრაფით დაძრა. ერთი მხარე სრულიად შემოიარა. ყველაფერს კარგად აკვირდებოდა და ფარებს ანათებდა. იმ მიდამოებზე არც ხშირი მოსახლეობა იყო და არც რამე დაწესებულება. მხოლოდ მიტოვებული ველები. არაფერი იყო. იძულებული გახდა უკან მობრუნებულიყო და სხვა მხარეს წასულიყო. ნოდარს თავიდანვე არც ქონია მისი პოვნის იმედები. გიორგიმ მანქანა მოაბრუნა და ახლა სხვა მიმართულებით წავიდა.
-ძმაო ვეღარ ვიპოვნით სჯობს სახლში დავბრუნდეთ. ან მიაგნეეს ან სადმე იმალება და ელოდება შესაფერის დროს.
-ფეხით ასე შორს ვერ წავიდოდა...
-ქებ გზად ვინმე გააჩერა?
-არ გააჩერებდა ესინია ,რომ დაედევნებიან
ნოდარი იძულებული გახდა გაჩერებულიყო.
-უკან ვბრუნდებით. ყველგანს ადაც კი რამე დაწესებულებაა შევალთ და ვიკითხავთ.
-უკვე ყველაფერი დაკეტილია.
-სადაც დაკეტილია იქ ხვალ მოვალთ
გიორგიმ მანქანა მოატრიალა და მობრუნდა. ყველგან სადაც კი ადამიანს და კარს ხედავდა გადმოდიოდა და კითხულობდა. მარკეტშიც კი შევიდა ,მაგრამ არაფერი არ იყო. ბოლოს ბენზინ გასამართ სადგურთან შუახნის კაცი შენიშნა და იქ გააჩერა. ჭაღარაშეპარულმა კაცმა ზრდილობიანად კითხა რომელი ჩავასხაო და პასუხის მიღების მერე თავის საქმეს შეუდგა. ამჯერად ნოდარმა დაიწყო საუბარი. გიორგი უკვე ძალიან გადაღლილი იყო.
-უკაცრავად თქვენი სახელი ?
-ლადო. რით გემსახუროთ?
-თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება იქნებ...
-ბრძანეთ.
-ერთ გოგოს ვეძებთ მთელი დღეა და ვერ ვიპოვნეთ. იქნებ დაგვეხმაროთ
-სასუალო სიმაღლის სუსტი გოგონაა.გრძელი ტალღოვანი წაბლისფერი თმებით _ დააზუსტა გიორგიმ
-იქნებ დაინახეთ. იქნებ აქ მოვიდა და დახმარება გთხოვათ.
-არც კი ვიცი რაზე მელაპარაკებით_ ენა დაება კაცს.
-გთხოვთ გაიხსენოთ იქნებ ასეთი გოგონა მართლა დაინახეთ ,მაგრამ არ გახსოვთ_ შეევედრა გიორგი
-რა გინდათ იმ გოგოსგან? რატომ დაეძებთ?
-ჩვენ არა. მას ძალიან საშიში ხალხი დაეძებდა მისი ასე თავისუფლად ყოფნა არ შეიძლება.
-ჩვენ მისი დახმარება გვინდა. აუცილებლად უნდა ვიპოვოთ სანამ ჯერ კიდევ არის დრო
-ის გოგონა თქვენი ვინ არის?
ნოდარმა გიორგის გადახედა. არც კი იცოდა რა ეთქვა .
-ის ჩემი საცოლეა ..._ გაბედულად თქვა გიორგიმ. იმ წუთას მეტი ვერაფერი მოიფიქრა. არადა მიხვდა,რომ რაღაც იცოდა.
-რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს და მას მერე ვცდილობთ ვიპოვოთ. დღეს გავიგეთ ,რომ აქ ყოლიათ და გაქცეულა. აუცილებლად უნდა ვიპოვოთ თორემ თუ დაგვასწრეს მოკლავენ _დაამატა ლევანმა
-თუ თქვენთანაა დამიჯერეთ ახლა ორივეს საფრთხე გემუქრებათ. სჯობს ის გოგონა გამოაჩინოთ. ჩვენთან ერთად წამოვა და ჩვენ შევძლებთ დავიცვათ...
-გიორგი მართალია. ამ წუთას ერთადერთი ვართ ვისაც მისი დახმარების ძალა შესწევს. გთხოვთ გვენდეთ და გვითხარით რაც იცით
-დაახლოებით 4 საათი იყო რომ მოვიდა. სირბილისგან ძლივსღა სუნთქავდა. ლამის გული წაუვიდა. შიგნით შევიყვანე და წყალი დავალევინე. მომიყვა ,რომ მისი მოკვლა უნდოდათ და ამიტომ მოზდევდნენ. შემეშინდა ,მაგრამ ისე საცოდავად გამოიყურებოდა გარეთ ვერ გავაგდე. ცოტა ხანს იქ იყო,მაგრამ უცებ ორი შავი ჯიპოთ მოცვივდნენ და ძებნა დაუწყეს. მივხვდი ,რომ მაგას ეძებდნენ. ვუთხარი თვალით არ მინახავსთქო. შიგნით ისე შევარდნენ ვერც კი გავიაზრე. ლამის გული გამისკდა მაგრამ რა მექნა ხუთ იმხელა კაცს მე რას გავაკავებდი. ვერაფერი იპოვეს. თურმე უკან ეზოში წყლის ბაკზე აცოცებულა. ერთი სიკვდილი გამოვიარე. კარგა ხანს იდგნენ აქ და აკვირდებოდნენ არემარეს,მაგრამ მერე წავიდნენ. ცოტა ხანს მესინოდა და შიგნით ფეხი არ შემიდგამს. დაახლოებით შვიდი იქნებოდა დაწყებული ჩემს ვაჟს დავურეკე მოდითქო. სიტუაცია ავუხსენი და ვკითხე როგორ დაგეხმაროთთქო. მითხრა თბილისში წამიყვანეთო. ცემი შვილი დამთანხმდა. მანქანა მეგობარს გამოართვა და მოვიდა. დაველოდეთ სანამ დაბნელდებოდა . იმ გოგოს ერთ-ერთი მუშის ტანსაცმელი ჩავაცვი და ისე გავაპარე აქედან.
-დიდი ხანია რაც წავიდნენ?
-დაახლოებით ორმოცი წუთი იქნება. ადრე მისი გაშვება შემეშინდა ვიფიქრე ახლომახლო არ იყვნენ ჩასაფრებულითქო...
-თქვენი ვაჟის ნომერი არ გაქვთ?_იკითხა გიორგიმ
-მაქვს მაგრამ ზეპირად არ ვიცი. ჩემს ოთახსი კედელზე მაქვს მიწერილი. ახლავე მოვიტან_კაცი გაიქცა და ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ნომრით ხელში დაბრუნდა. გიორგიმ ნომერი აკრიფა და კაცი შვილს დაალაპარაკა.
-უთხარი სადაც არიან იქ გაჩერდნენ. დავეწევით ...
-ხო მაგრამ...
-ახლავე უთხარით ... თქვენს შვილსაც საფრთხე ემუქრება იმ გოგონას გვერდით...
კაცმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ბიჭების ნათქვამი და გათიშა.
-გმადლობთ..._თქვა ორივემ. გიორგიმ ბენზინის ფული გადაიხადა
-აქ ბევრია_მოაძახა კაცმა
-შვილიშვილებს რამე უყიდეთ _დაარიგა ნოდარმა
-უნდა დავეწიოთ _ღვედი გადაიკრა გიორგიმ და ნოდარსაც ურჩია.
-ნუ გეშინია არამგონია ის ბიჭი ''ბეემვეთი'' გარბოდეს.
გიორგი გაზს დააწვა და ქარივით გავარდა.
-დაურეკე იმ ბიჭს და ზუსტად გაიგე სად გაჩერდნენ _სთხოვა მეგობარს
ნოდარმა ნომერი გაამეორა და ყველაფერი გამოკითხა.

ბიჭმა მანქანა გზიდან ,რომ გადააყენა მარის ცუდად ენიშნა. ლამის გული გაუსკდა შიშისგან. გრძნობდა როგორ კარგავდა უკანასკნელ იმედს. მიუხედავად ყველაფრისა ვერ გაბედა ბიჭისთვის ეკითხა რა ხდებაო. ისიც სიგარეტს აბოლებდა და ჩამოწეულ ფანჯარაში იყურებოდა. ნერვიულობისგან გოგონა სავარძელს ებღაუჭებოდა და ცდილობდა ღრმად ესუნთქა. სადღაც გულის სიღრმეში სჯეროდა ,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ეს ხალხი არ უღალატებდა. მერე გაიფიქრა იქნებ დააშინეს ან მოისყიდესო. იქნებ გამყიდეს და გამწირესო. არანორმალურად მოუნდა გაქცევა. საფეთქლებში ტკივილი იგრძნო. ხელი კარის სახელურისკენ გაიშვირა და გამოჰკრა. მის და გასაკვირად გაიღო. წამით გაიფიქრა თუ მიღალატეს კარს ხომ ღიას არ დამიტოვებდნენო. ბიჭმა მხოლოდ ერთხელ გამოხედა,მაგრამ მარი ძირს გადმოხტა. ის იყო გაქცევას აპირებდა თვალები ფარების შუქმა დაუბრმავა. ხელები აიფარა ,მაგრამ მოულოდნელად ჩაქრა. კარი გაიღო და ორი სილუეტი გამოჩნდა. ნაცნობი სახის დანახვამ მხოლოდ მხიარული რიმილი მოჰგვარა. გიორგისკენ გაიქცა და გადაეხვია.
-მაპატიე ,რომ არ დაგიჯერე და გავიქეცი...
-არაუშავს შეიძლება სხვანაირად შენი იქედან გამოყვანა გამჭირვებოდა...დამეხმარე...
-მადლობა ძმაო _ხელი ჩამოართვა ბიჭს ნოდარმა და მარის წამოყვანისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგიმაც იგივე გააკეთა.
-გმადლობთ. ამ სიკეთეს არასდროს დავივიწყებ_გაუღიმა მარიმაც
კაცმა შინდისფერი ''ოპელი'' დაძრა და უკან დაბრუნდა. დარჩენილები ქუჩაში იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ.
-რაღას უცდით დასხედით მანქანაში და წავედით_დაიყვირა ნოდარმა.
-მე რა უნდა ვქნა? სად წავიდე...იქნებ დედაჩემთან დავბრუნდე _თქვა მარიმ
-გაგიჟდი გოგო ? პირველ რიგში იქ მოვლენ.
-იმ შენს მეგობარს დაურეკავენ და სახლში მოგაკითხავენ. ხომ იცის სად აც ცხოვრობ?
-კი იცის
-ჰოდა მითუმეტეს...სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ_თქვა გიორგიმ და მანქანა დაძრა
-მე უკვე მოვიფიქრე... _ხელები გაასავსავა ნოდარმა . ორივე სმენად იქცა_ჩემტან წამოვიდეს...
-რაა?ასე ვერ შეგაწუხებ..._თავი გააქნია მარიმ
-კარგი რა მე რას შემაწუხებ. დედაჩემი და მამაჩემი საზღვარგარეთ არიან. მე მთელი დღე სახლში არ ვარ... მე როგორ უნდა შემაწუხო? იყავი სახლსი და როგორც გინდა ისე გაირთე თავი...ეგაა ძაან მოგწყინდება თუმცა თუ დაგაინტერესებს ჩემი მოახლე სერიალებს გაყურებინებს...გიჟდება სერიალებზე ...
-არა გმადლობ _თავი გააქნია მარიმ...
-რა არა ...სერიალებს არ უყურებ თუ ჩემთან არ წამოხვალ ?
-მგონი სხვა გზა არ გვაქვს მარი. უნდა დათანხმდე. ნოდარის სახლზე უსაფრთხოდ ვერსად ვერ იქნები.
-კარგი ..._დაეთანხმა გოგონა
კარგა ხანს მოუხდათ იქედან სიარული. უკვე თორმეტს გადაცილებული იყო სახლამდე ,რომ მიაღწიეს. ნოდარის სახლი ისეთი საოცარი იყო მარის მხოლლოდ სიზმრებში თუ ენახა მსგავსი რამ. დიდი ეზოთი და გრანდიოზული სიდიდის.
-თავი ისე იგრძენი ,როგორც საკუთარ სახლში..._თქვა ნოდარმა და მანქანა ჩაკეტა
-მიჩვეულია აქ ყველა ასე იქცევა..._დააკონკრეტა გიორგიმ
-დედაჩემის დიდი დამსახურებით. დედაჩემი რომაა იმიტომ კი არ ვამბობ ,მაგრამ ეკა სასწაული ქალია... გასაგიჟებელია...
-ეკაა?_გაიკვირვაა მარიმ
-ეკას ეძახის...დედისერთა და განებივრებულია
-დედას ვერ იტანს ...განსაკუთრებით კი დეიდას ...არასდროს დაუძახო ეკა დეიდა თორემ კარს კი არ გაგიღებს პირდაპირ ფანჯრიდან გაგისვრის ქუჩაში ...ასაკს არ იმჩნევს _გააფრთხილა ნოდარმა. _ჩამოვა ერთ-ორ კვირაში და გაგაცნობ. შეგიყვარდება ...
-მგონი აქ ვიღაცაა _თქვა ნოდარმა და ჭიქით ხელში სანდრიც გამობანცალდა
-ბიჭებო მოხვედით ...
-ბიჭო შენ კიდე სვამ ?_გაბრაზდა ნოდარი და ჭიქა გამოგლიჯა
-მერე რა მოხდა?
-მერე ის მოხდა ,რომ ...რას დაემსგავსე? _დაუყვირა გიორგიმ...
-ეს ის კახპაა შენ ,რომ იყიდე? _მიანიშნა მარიზე
-გეყოფა ბიჭო რას იძახი ?
-რა ის არაა? ისე ლამაზია ხომ იცი ? _ბანცალით მივიდა და მხარზე ჩამოეკიდა გოგონას
-მე არავინ მიყიდია და არც კახპაა. სახლში შედი და ცივი შხაპი გადაივლე. იქნებ გონს მოხვიდე ...
-წამოდი ბიჭო ხელი წაავლო ნოდარმა ,მაგრამ სანდრი ისევ მარისკენ გაიწია .
- მითხარით სად იპოვეთ? იანამ დღეს მითხრა გაიქცაო ...სახლში რატომ მოიყვანეთ ეს კახპა?
ამის თქმა და ბიჭს მუშტი ისე ძლიერად მოხვდა ცხვირში წაბანცალდა და მინდორზე გაიშხლართა.
-ხომ გითხარი წესიერად მოიქეცი მეთქი შენ სულ შეიშალე ? რაც გავხარ ბიჭო?
სანდრი ძლივს წამოდგა . ხელი სისხლმა დაუსვარა.
-ამის გამო მეჩხუბები ? ვინაა ასეთი ,რომ ძმაკაცს ხელს ურტყამ ?
-ქალის პატივისცემა ისწავლე...
-წამოდი სანდრი ...წამოდი _წაათრია ნოდარმა
მარის თვალზე ცრემლი მოადგა. ეს ის იყო რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. მას აღარასდროს აღარავინ არიქვამდა იმ მარიდ რომელიც ადრე არსებობდა. ახლა მხოლოდ სარისკოპოდან გამოქცეული გოგონა იყო. ერთი ჩვეულებრივი მეძავი.
-უნდა წავიდე აქედან გიორგი. არ მინდა პრობლემები შეგიქმნა. მადლობელი ვარ იმისთვის რაც ჩემთვის გააკეთე ,მაგრამ...
-მაგრამ რა...ახლა შენი მარტო ყოფნა ისეთი საშიშია როგორც არასდროს ...
-მე მათ თვალში ერთი ჩვეულებრივი საროსკიპოს გოგო ვიქნები ყოველთვის . არ მინდა ასე მიყურებდნენ. ეს ძალიან მტკივნეულია.
-ნუ სულელობ. სანდრი უბრალოდ მთვრალია ...ამ ბოლო დროს ვერც კი ვცნობთ რა სჭირს. ნოდარი კი სულ სხვანაირია. აი ნახავ აქ ,როგორ მოგეწონება . ნოდართან პრობლემა არ გექნება. დამშვიდდი.
მარიმ უკან დაიხია და თავი გააქნია. თან სახელოებით ცრემლებს იწმენდდა.



№1  offline წევრი Firefly

ძალიან კარგია მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს
--------------------
M.T

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

განსხვავებული და საინტერესოა. ცოტა ნაჩქარები დაწერილია,მაგრამ ეგ არაფერი.
მეგონა,სრულად დადებდი.ვერ იპოვე?
ველოდები შემდეგს.იმედია,ასე გაგრძელდება.

 


№3  offline წევრი lisebeth

♥მარიამი♥
ძალიან კარგია მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

მადლობა...
drunkinlove
განსხვავებული და საინტერესოა. ცოტა ნაჩქარები დაწერილია,მაგრამ ეგ არაფერი.
მეგონა,სრულად დადებდი.ვერ იპოვე?
ველოდები შემდეგს.იმედია,ასე გაგრძელდება.
ვერ ვიპოვე სამწუხაროდ მეორე ფაილი... ნაჩქარევი დაწერილი არაა ზუსტად ისეთია როგორიც ადრე იყო... როცა რამეს ვწერ სამუდამოდ მამახსოვრდება სად რა და რატომ დავწერე... ფაქტობრივად კოპიააა
მადლობა რომ კითხულობ <3

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

lisebeth
♥მარიამი♥
ძალიან კარგია მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

მადლობა...
drunkinlove
განსხვავებული და საინტერესოა. ცოტა ნაჩქარები დაწერილია,მაგრამ ეგ არაფერი.
მეგონა,სრულად დადებდი.ვერ იპოვე?
ველოდები შემდეგს.იმედია,ასე გაგრძელდება.
ვერ ვიპოვე სამწუხაროდ მეორე ფაილი... ნაჩქარევი დაწერილი არაა ზუსტად ისეთია როგორიც ადრე იყო... როცა რამეს ვწერ სამუდამოდ მამახსოვრდება სად რა და რატომ დავწერე... ფაქტობრივად კოპიააა
მადლობა რომ კითხულობ <3

შინაარსზე არ მიგულისხმია,აკრეფა ვიგულისხმე(მხოლოდ რამდენიმეგან ,ისეთი არაფერი)
არა,ადრე რა იყო არ ვიცი.არ ვიცოდი,თავიდან თუ წერდი.კარგი,მაშინ ველოდეი შემდეგს.

 


№5  offline წევრი მარუშკა

კააააარგიიი ხარ ძააალიააააან❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი nini :)

მომეწონა ეს თAვიც კარგი იყო მალე დადე შემდეგი გელოდები

 


№7  offline წევრი lisebeth

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent