მოიისფრო [2]
- თანახმა ვარ _ ორი სიტყვა და არანაირი ემოცია. - რომ გამოგწერენ, პირდაპირ ჩემთან წავალთ. - თქვენი ოჯახი? - თქვენობით არ გინდა, მშობლები არ მყავს, ბებია და და სოფელში არიან, ყველაფერს მე მივხედავ _ მშვიდად ჩაილაპარაკა და პალატიდან გავიდა. გაუხარდა რომ დათანხმდა.. გეგმებიც დასახა, მომვლელს აუყვანდა. ეცდებოდა ისე მოქცეულიყო როგორც ნებისმიერი ქმარი, რომელსაც მეორე ნახევარი საკუთარ თავზე მეტად უყვარს. იცოდა რთული იქნებოდა, ძალიან რთული, მაგრამ მაინც ეცდებოდა. დანაშაულის გრძნობა, რომელიც ასე უმოწყალოდ წიწკნიდა მის გულს, აიძულებდა ამას. -_-_-_-_-_-_-_- საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში წაიყვანა. ეტლის სახელურებს ჩასჭიდებოდა და ქვიან ბილიკზე ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ. სევდიანი თვალები მოატარა ბაიამ გარემოს. სხვა დროს, სხვა სიტუაციაში რომ მოხვედრილიყო აქ, ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდებოდა. დიდი, ამწვანებული ეზო, სავსე ყვავილებით და უამრავი, უამრავი იასამანი - თეთრი, იისფერი, მოიისფრო.. თვალებში რაღაც სხივი გაუკრთა.. ბილიკი დასრულდა.. ეტლს ხელი გაუშვა ლექსომ და კარებთან მივიდა, იქამდე რამდენიმე კიბე იყო ასასვლელი.. უთქმელად მიუახლოვდა ეტლს, ფრთხილად აიყვანა ბაია ხელში და სახლში შევიდა. დივანზე მიაწვინა და ეტლი შეიტანა. - იწვები თუ გადმოხვალ ეტლში? - ვიქნები _ თითქმის გაუგონრად ჩაილაპარაკა. - ექთანი ხვალ დილით მოვა _ ბაიას არაფერი უპასუხია. ლექსო სამზარეულოში გავიდა. როგორ უჭირდა გოგონას ამ მდგომარეობაში ნახვა, მითუმეტეს, რომ დამნაშავე თვითონ იყო. მაცივარი გამოაღო, წინასწარ შეძენილი მზა საკვები თეფშებზე დაანაწილა.. - ვისადილოთ _ გოგონას მიუახლოვდა. - არ მინდა. - არ შეიძლება, უნდა ჭამო, ისედაც სუსტად ხარ. - კარგი _ სულერთიას ტონით ჩაილაპარაკა. ეტლში გადაიყვანა და სამზარეულოში დასხდნენ. უგემურად ილუკმებოდა ბაია. როგორც კი დაასრულა მადლობაო ჩაიბურტყუნა და ოთახიდან გასვლა სცადა. თუმცა ამ ეტლისთვის ჯერ ვერაფერი გაეგო, შესაბამისად, ერთ ადგილზე იდგა გაუნძრევლად, ან კი მისი სიფრიფანა სხეული შეძლებდა ეტლის მართვას? - დაგეხმარები _ ეტლის სახელურებს ჩაეჭიდა. _ ბაია _ როგორც კი მისაღებში გაიყვანა, მის პირდაპირ ჩამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო _ არ მინდა ასე უცხოებივით ვიყოთ, არ მინდა ასე სტუმარივით იქცეოდა. - ნაცნობები ვართ? _ ირონიულად იკითხა _ ამ სახლის მკვიდრი ვარ? ჯერ ნახევარი საათიც არ არის რაც აქ ვარ.. შეუძლებელ რაღაცებს მთხოვ. - აწ უკვე კი, ნაცნობები ვართ, მალე ცოლ-ქმარიც გვერქმევა, ამ სახლშ მკვიდრობა კი დღეიდან დაიწყე. - იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, შენც კი არ გჯერა _ ვეღარაფერი უთხრა ლექსომ. - ხვალ ბებია და და ჩამოვლენ.. - არ მოვეწონები.. - ჩემი და ზედმეტად პატარაა.. - კარგი, რა მნიშვნელობა აქვს, მეძინება. - შენს ოთახში წაგიყვან _ მსუბუქად აიყვანა და კიბეებზე ავიდა. _ შემიძლია რამით დაგეხმარო? - შეგიძლია დამტოვო.. კიდევ ერთხელ გააანალიზა რა ძნელია, როცა ნახევარი სხეული პარალიზებული გაქვს. ვერ შეძლო ტანსაცმლის გახდა, ბევრი იწვალა, მაგრამ ვერ.. ცრემლები უკვე თავისთავად ცვიოდა. ლოგინზე მიწოლილი კიდევ დიდ ხანს ქვითინებდა. დილით ლექსომ ოთახის კარები რომ შეაღო, ეგონა გული გაუსკდებოდა. ბაიას ეძინა, სახეზე შერჩენოდა ტანჯვის კვალი. გერმანიიდან ანალიზების პასუხების მიღებას რამდენიმე კვირა სჭირდებოდა, ალბათ ყველაზე მძიმე იქნებოდა ეს რამდენიმე კვირა. თითქოს დაჟინებული მზერა იგრძნოო, ბაიამ თვალები გაახილა. - უკაცრავად, არ მინდოდა შენი გაღვიძება _ ბაია დუმდა _ საუზმის დროა და ექთანიც მოვა. - არ მინდა. - უნდა ჭამო, უნდა მოძლიერდე. - მოვძლიერდე? რისთვის? გავსუქდები და კიბეებზე ჩემი ტარება გაგიჭირდება. - ბაია ასე ნუ ამბობ, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. - რომელი ჩვენ? ჩვენ არ არსებობს! აქ იმიტომ ვარ რომ შენ დანაშაულის გრძნობა გაწუხებს, მე კი არ მინდა დედაჩემს ტვირთად დავაწვე. - გასაგებია, სხვადასხვა მიზეზები გვაქვს და არც ერთი არაა სიყვარული ან ბედნიერება, მაგრამ ერთად ვართ და ამას არაფერი ცვლის. - ჰო.. არც არაფერი შეცვლის სანამ ფეხზე არ გავივლი, თუ გავივლი. - ჩემები ჩამოვლენ ორ საათში. - პატარძალივით ფუსფუსით ვერ დავხვდები.. - არაუშავს _ გაუღიმა _ წამო _ ხელში აიყვანა, კიბეებზე ჩაიყვანა, ეტლში ჩასვა და სუფრასთან მიაგორა. - კიდევ ერთხელ აიტანე უგემური საჭმელი და ნელი დეიდაც მოვა მალე. - ნელი დეიდა ვინაა? - აქ ცხოვრობს, სახლს უვლის და მეც.. ......... - ხელს ამ დღეებში მოვაწერთ. - კარგი. - დემნაც მოვა დღეს, შენი გაცნობა უნდა. - კარგი. - შენი მეჯვარე? - ელო. - დაურეკე, მოვიდეს ისიც. - კარგი. - დედაშენიც მოვიდეს. - აჯობებს დედაჩემი ცალკე მოვიდეს, არ ღირს ბებიაშენის შეშინება. სიმართლე იცის? - არ იცის. - უთხარი, მაინც გაირკვევა.. ადვილი მისახვედრია ჩემნაირს სიყვარულით რომ არ მოიყვანდი ცოლად. - ბაია გეყოფა. -_-_-_-_-_-_--_- - ჩამოვიდნენ, სადგურში გავალ და წამოვიყვან, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე, მობილურში ჩემი ნომერი წერია. - კარგი. ვერ ხვდებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, ამ სახლში თავს უხერხულად გრძნობდა. კარებზე კაკუნმა შეაკრთო. ლექსო არ დააკაკუნებდა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენა არ ჰქონდა. ეტლის ბორბლები დაატრიალა და კარებთან მიგორდა. გააღო. - გამარჯობა _ უღიმოდა ბიჭი _ მე დემნა ვარ. - გასაგებია, მობრძანდი. - შენ ბაია ხომ? - კი _ დემნამ კარები დაკეტა და ბაიას დაეხმარა. - სასიამოვნოა შენი გაცნობა ბაია. - ჩემთვისაც.. - ლექსო სადაა? - ბებიას და დას უნდა დახვდეს.. - მოდი შევთანხმდეთ რომ დღეიდან მე და შენ ვიმეგობრებთ. - კარგი.. - ნელ-ნელა გავიცნობთ ერთმანეთს, თან მალე რძალიც გახდები. - დემნა შენ ხომ ყველაფერი იცი? - მერე რა, ოფიციალურად შენ მაინც რძალი იქნები. - დემნაა _ ყოყმანით დაიწყო საუბარი. - გისმენ. - ლექსოს ხომ არავინ ჰყავს? - ვერ მივხვდი.. - ანუ, შეყვარებული ან.. - რატომ მეკითხები? _ გაკვირვებულმა შეხედა. - მაინტერესებს ხელს ხომ არ ვუშლი ბედნიერებაში. - ლექსოს არავინ ჰყავს _ დაბეჯითებით უთხრა. _ მგონი მოვიდნენ _ კარების ხმა გაისმა. _ თოჯინა ჩამოსულა _ პატარა გოგონა ხელში აიტაცა დემნან. უკან მოხუცი ქალი მოდიოდა, სულ ბოლოს კი ლექსო ჩემოდნებით. - გამარჯობა _ ჩუმად მიესალმა ქალს ბაია. - ეს ბაიაა, ბაია გაიცანი თებრო ბებო. - სასიამოვნოა. - ჩემთვისაც _ გაუღიმა ქალმა. - თათუ შენ არ უნდა გაიცნო ბაია? - გავიცნობ _ მორცხვად ჩაიღიმა პატარამ. - ბაია, ჩემი დაიკო თათული. - გამარჯობა _ ხელი გაუწოდა ბაიამ. - გამარჯობა _ ღიმილით შეაგება პატარა თითები. ბაიას ექთანიც მოვიდა, ნატო, ახალგაზრდა გოგონა. კიდეც ერთხელ შეიგრძნო საკუთარი უმწეობა ბაიამ, კიდევ ერთხელ ეტკინა. -_-_-_-_-_- საღამოს თებრონე შევიდა ბაიასთან ოთახში.. ლოგინზე ჩამოუჯდა და ხელზე მიეფერა. - ბავშვობიდან ასე იყო, საკუთარ დანაშაულს ყოველთვის თვითონ ასწორებდა.. - მე მესმის თქვენი, რთულია როცა ინვალიდი რძალი შემოგდით ოჯახში.. მაგრამ მე ლექსოს მორიგი შეცდომა ან დანაშაული არ ვარ.. უკაცრავად მაგრამ მე მსხვერპლი ვარ.. იქნებ ისიც.. მე მართლა მესმის თქვენი, უბრალოდ. - არა, მე ამისთვის არ მოვსულვარ _ შეაწყვეტინა _ ეს საუბარი ახსნა-განმარტებების მოსმენისთვის არ დამიწყია. მე ყველაფერი ვიცი და ვამაყობ რომ ლექსო ჩემი შვილიშვილია, კიდევ უფრო ამაყი ვარ რომ შენ ჩემი რძალი უნდა გახდე. მინდა იცოდე, რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს _ მშვიდად საუბრობდა ქალი. - მადლობა ამ სიტყვებისთვის _ ოდნავ გადაიხარა და ქალს მიეხუტა, თითქოს თავშესაფარს ეძებდა და იპოვა _ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს ჩემთვის.. მე ვიცი რომ რთულია.. - მაგრამ გაუძლებთ, შენ გაუძლებ _ ზურგზე მოუთათუნა ხელები. _______ ესეც მეორე თავი შოკოლადებო.. მადლობა რომ კითხულობთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.