შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Jeans (VI ნაწილი)


3-09-2015, 15:26
ავტორი once upon
ნანახია 3 450

***
ადამიანის ცხოვრებაში დიდი გარდატეხები ძალიან მარტივად - ერთი მოვლენით ხდება.
ეს ერთი მოვლენა შემდეგ განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და ცვლის მის შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხებზე.
სწორედ ეს ერთი მოვლენაა რომელიც მას/მის ცხოვრებას, მის ყოველდღიურობას ყირაზე აყენებს.
ჰო და აქაც ყველაფერი ერთი მოვლენით, ერთი მესიჯით დაიწყო.
ცისფერთმიანს, ქერათმიანმა მისწერა, ბერიძეს და ბუნტურს ისევ უჩხუბიათ, ცუდადაა სანდროო.
მაშინვე საავადმყოფოში გაექანა ლურჯთმიანი.
რამდენიმე დაჟეჟილობა ჰქონდა სანდროს და ერთი ნეკნი ჩატეხილი.
ერთი ამბავი იყო კოლიდორში.
ყველა ძალიან დაძაბული, აფეთქებას მყოფი, მაგრამ ცისფერთმიანი-უფრო.
მის ცისფერ თავში, ფიქრებს ბუმი გაუდიოდათ და ბოლი ასდიოდათ ძალიან სწრაფი მოქმედებისგან.
უამრავი კითხვა და არც-ერთი პასუხი.
მაგრამ ყველაზე მეტად მხოლოდ ის აინტერესებდა თუ რატომ მოხდა და გიგა როგორ იყო.
იმ წამს მის მიმართ ძალიან დიდი ბრაზით იყო სავსე, მაგრამ მაინც იცოდა რომ ყველაფერს თავის მიზეზი ჰქონდა და უბრალოდ გულში ნატრობდა, ნეტავ მკვდარი არ იყოსო.
ტანში ცისივისა და უმწეობისგან გამოწვეული ჟრუანტელი უვლიდა და თვალებთან წამოსული ცრემლები შეუმჩნევლად მოსდიოდა.
სანდრო გადარჩებოდა, მაგრამ ის როგორ იყო?!
"რატომ მაინტერესებს. რატომ მაინტერესებს?! ჩემი საუკეთესო მეგობარი ასეთ დღეში მეორედ ჩააგდო. ღმერთო, რატომ მაინც და მაინც ის!" - ფიქრობდა გამწარებით და ცრემლებს ჩუმად იწმენდდა.
-კარგად იქნება სანდრო, ემ. - ხელი გადახვია ელენემ.
-სანდრო ხო მაგრამ... - ამოილულუღა გოგონამ.
-ცოცხალია ეგეც, არ მოკვდება. - ისეთი ხმით თქვა ერისთავმა, თითქოს ძალით ამოქაჩეს პირიდან სიტყვებიო, თუმცა იცოდა რომ საუკეთესო მეგობარს ისინი სჭირდებოდა და ისიც ამბობდა, ძალით მაგრამ მაინც.
-ემა უნდა დამთავრდეს ყველაფერი. მანამ უნდა დამთავრდეს სანამ "რამე" გახდება. შანსი არაა მერე ამათ რო გადაურჩე. - უთხრა როდესაც სავაადმყოფოს უკან გაიყვანა.
ემამ ეს ისედაც იცოდა, მაგრამ არ იცოდა როგორ დაემთავრებინა რაღაც რაც ჯერ კიდევ არ მომხდარიყო.
-ვიცი ელენე. რამდენიმე თვეც და წავალ ამერიკაში, გეფიცები უკან თუ დავბრუნდე.
-ეგ რა შუაშია ახლა?
-შუაში კი არა თავშია ელე! იცი როგორ დავიღალე საავადმყოფოებში სირბილით? როგორ დავიღალე შიშით როცა ღამდება და როგორ მძულს ნუცუბიძე მთელი მოსახლეობით?! წავალ და დავამთავრებ.
-სანამ წახვალ, სხვა რამე იქამდე უნდა დაამთავრო.
-როგორ, არ ვიცი.
-დაურეკე და შეხვედრა სთხოვე.
დაურეკა და შეხვედრაც სთხოვა.
ღამის 2 საათზე, ისევ იმ სკვერში იყვნენ და ისევ თოვდა.
ისევ სკამზე იჯდა ემა და ისევ ჩუმად მიუჯდა გიგა.
თუმცა ამჯერად არც დეკემბერი იყო და არც თოვლი სასაუბრო თემად.
-რა მოხდა ? - იკითხა ემამ.
-რა ვიცი, რა მოხდა? - სულელურად იკითხა გიგამ.
-გეხვეწები თავს ნუ იდებილებ რა! - ზიზღით სავსე ტონით უთხა გოგომ.
-არ ვიდებილებ თავს.
-კი, იდებილებ.
-შენ რო გხედავ სულ მასე მემართება.
-და პეპლებსაც გრძნობ მუცელში ხო? აჰაჰაჰა!
-რა მოხდა ემა?!
-მაინტერესებს რატომ ხარ დალურჯებული და რატომ წევს სანდრო საავადმყოფოში.
-რა ვიცი, დაიმსახურა და იმიტომ.
-ეგრე აგდებულად ნუ ლაპარაკობ, სერიოზულად გეკითხები და სერიოზულად მიპასუხე! - იმაზე მკაცრი და ცივი იყო ემას ხმა ვიდრე ოდესმე.
-აა, მაგას?! მაგას არ აქვს მნიშვნელობა.
-აბა რას აქვს მნიშვნელობა? - ხმას აუწია გოგომ.
-რა ვიცი, მაგარი ამინდია. - გაიბადრა ბიჭი.
ცისფერთმიანში კი სიბრაზე უფრო და უფრო იზრდებოდა და მალე პიკს მიაღწევდა.
-მიპასუხე! - იყვირა.
-არაფერია სათქმელი! - მშვიდად თქვა ბიჭმა.
-დარწმუნებული ხარ? - წარბი აწია ემამ.
-სრულიად. - სიგარეტს მოუკიდა გიგამ.
-ხო გითხარი ვერ ვიტან სიგარეტს თქო? - მდგომარეობიდან გამოდიოდა ლურჯთმიანი.
-კარგი. - გიგამ სიგარეტი თოვლში ჩაწვა.
-არ მეტყვი რა მოხდა, ხო?
-არ მაქვს არაფერი სათქმელი.
-აჰა, ესეიგი არ გაქვს. - ცინიკურად გაეღიმა. - კარგი. შეწყვიტე ჩემთან ყველანაირი კონტაქტი. აღარ დამენახო, შეგიძლია წიგნები დადო, მაგრამ იგივე ადგილას, ხელშუხლებელი დაგხვდება. არ მომწერო და არ დამირეკო, ნომერს შევცვლი და როცა ქუჩაში დამეტაკები, ნურც იმას მოიმიზეზებ რომ "ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები". - ყველაფერი ერთად მიაყარა და წასასვლელად შებრუნდა.
-თუ გგონია ამას სანდროს გამო ამბობ, ჯობია საკუთარი თავის მოტყუება შეწყვიტო. - ემამ ვერ მოთმინდა და შემობრუნდა.
-სანდროს გამო? ჩემი საუკეთესო მეგობარი მეორედ მიიყვანე სიკვდილამდე და იმასაც არ მეუბნები რატომ, საერთოდ, ლოგიკას ხედავ სადმე? რატომ ვდგევარ და გელაპარაკები? აქამდე რატომ მოვედი, არ მესმის!
-გესმის. მეც მშვენივრად ვიცი ეგ და შენც. - ოდნავი ღიმილით თქვა ბიჭმა და მისკენ წამოვიდა.
ემა ადგილზე გაშეშდა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ ციფერჯინსიანის ხელი სწვდა და მასში მოიქცია.
ტანში ისევ დაუარა ნაცნობმა სიცივემ. გაიბრძოლა, ბიჭის მკლავებიდან გამოღწევა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.
-ხომ გახსოვს, გითხარი, რაც მინდა იმას იმიტომ ვაკეთებ რომ ვიცი შენც გინდა თქო. - თქვა ბიჭმა და სახე უფრო მოუახლოვა.
ცისფერთმიანი მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა.
-ჰო და არაფერს არ გავაკეთებდი, რომ არ მცოდნოდა რომ შენ არ გინდოდა. - ემას რაიმეს სათქმელად პირის გაღებაც კი არ აცალა ისე გადაკვეთა მათ შორის დარჩენილი რამდენიმე მილიმეტრი და ემამ იგრძნო ბიჭისთვის ოდნავ დიდი ტუჩები, გიგას დათვალიერებისას რომ შენიშნა და მათზე დარჩენილი სისხლის გემო. არც პეპლები ურგძვნია მუცელში და არც ცხოველთა სამყარო, მიუხედავად იმისა რომ მისთვის პირველი კოცნა იყო. გრძნობდა გიგას ხელებს, რომლებიც მკერდზე მაგრად იკრავდნენ და ტუჩებს რომლებიც მოძრაობას არ წყვეტდნენ.
უეცრად საშინლად დასცხა და ტვინის დარჩენილმა საღმა ნაწილმა, რომელსაც ზედ "გიგა" არ ეწერა, აიძულა რომ კოცნა შეეწყვიტა.
როგორც კი მოშორდა, წამიერად სიცივე იგრძნო მაგრამ ის უკუ აგდო და უკან დაიხია.
-გაქრი ჩემი ცხოვრებიდან! - გამოსცრა და უკან შებრუნდა.
-შენ ჩემი არ გეშინია, ლურჯთმიანო, საკუთარი თავის და საკუთარი გრძნობების გეშინია. შენგან განსხვავებით, მე მათ დამალვას არ ვაპირებ. - ბიჭისგან უკვე კარგად მოშორებულ ლურჯთმიანს მაინც ჩაესმა მისი სიტყვები და წამით გაჩერდა, ცრემლი მოიწმინდა და გზა გააგრძელა.
***
-რა ქენი?
-მორჩა ყველაფერი.
-ყველაფერში რას გულისხმობ?
-იმასაც რაც არ ყოფილა.
კოლიდორში ისხდნენ.
იყინებოდა ათივე, მაგრამ ფეხს მაინც არ იცვლიდნენ.
-ვერ ხარ რაღაც.
-კარგად როგორ უნდა ვიყო ელენე? ძლივს გადაურჩა სიკვდილს სანდრო.
-მეც და შენც კარგად ვიცით რომ მაგის გამო არ ხარ ეგრე.
-არაუშავს, გავუძლებ. - გოგომ თავი ჩახარა.
ტელეფონიდან "უცნობი-ნაცნობის" ნომერიც ამოშალა.
ყველანაირად გააქრო, მაგრამ გონებაში მისი სიტყვები: "შენ შენი გრძნობების გეშინია." მაინც ვერ იშლებოდა და ემამ იცოდა, მათ ამოშლას ვერც ვერასდროს შეძლებდა.
***
რამდენიმე დღეში კარგად იყო სანდრო.
პირველად რომ შევიდა ემა მის პალატაში, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ჰკითხა რა მოხდაო.
არაფერი უპასუხია სანდროს, რაც მოხდა მოხდა, თუ არ მოვკლა ბერიძე ნახავთო.
ძალიან გაბრაზდა ემა.
საერთოდ, ყველა გაბრაზებული იყო.
აბა, როგორია, საუკეთესო მეგობარი სიკვდილამდე რომ მიჰყავთ და მიზეზი არ იცი.
ჰო და ბევრი იყვირეს ერთად თუ ცალ-ცალკე გოგონებმა და მარტო დატოვეს სანდრო პალატაში.
-არა, არ მესმის ტვინში რა უდევთ? - ხმამაღლა ამბობდა ემა საავადმყოფოდან გამოსვლისას.
-ვის და ვის? - ჩაეკითხა ლიკა.
-რა ვის და ვის სანდროს. - უცებ გამოასწორა თავის შეცდომა. - რატო არ ამბობს არაფერს.
-ნეტა როგორაა ის ბიჭი. - დაინტერესდა სალომე.
-გეხვეწები რა, გაინტერესებს კიდეც? - წარბი აწია ელენემ. - ესეთ დღეშია სანდრო.
-ხო ვიცით რო მიზეზის გარეშე არ მოხდებოდა არაფერი. - ამოილუღლუღა ნინიმ.
-ტვინი მიაქვთ უკვე ამ ჩხუბით და მიზეზების ძებნით. - თქვა ემამ და სხვებს რამდენიმე ნაბიჯით ჩამოშორდა.
სახლში ისე ავიდა სიტყვა არავისთვის უთქვამს.
კარებთან დადებულ წიგნს ზიზღით დახედა და ხელიც არ დაადო ისე გადააბიჯა.
ძალიან გაუხარდა რომ მარტო იყო.
ოთახში შევიდა და გიგას დატოვებული 37-ივე წიგნი ერთად ჩაყარა პარკში რომელიც სამზარეულოში იპოვა. რამდენიმეს წაკითხვა ვერც მოასწრო მაგრამ ამაზე წუხილს არ აპირებდა.
ბრაზით მოცული, ყველასგან და ყველაფრისგან გარიყული, მარტო იჯდა ოთახის შუაში, იატაკზე და ძალიან ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა რომლებიც მალე დაუსველებდნენ სახეს.
იცოდა რომ ის და მისი მეგობრები ძველებულად ვეღარასდროს იქნებოდნენ.
უბრალოდ ასე მოხდა, რაღაცები "უბრალოდ ასე ხდება."
ერთი მოვლენა ყველაფერს ცვლის.
ადამიანებს, მათ ქმედებებს.
მათი ცხოვრების წესს.
ყველა ფერს.
და ყველაზე საშინელი ისაა რომ ამის შეჩერება შეუძლებელია. ესეც ცხოვრების დაუწერელი კანონია.
რაც უნდა მოხდეს, ის ისედაც მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ აღუდგება ამას წინ.
ელენეს დაურეკა და უთხრა, მჭირდებიო და ისიც, რაიმე ზედმეტის თქმის გარეშე, 10 წუთში უკვე ეხუტებოდა.
ძირს ისხდნენ და წინ 37 წიგნი ეყარათ.
ემა ტიროდა, ელენე კი ხელებს ხვევდა და გულში იხუტებდა.
-რატომ? არ მესმის რატომაა მაინც და მაინც ის?! ყველა საშინელება ხომ მე უნდა დამემართოს! ცხოვრებაში პირველად მეგონა რო რაღაც სიანტერესოს ნაწილი ვიყავი. მიუხედავად იმისა რომ გიჟ არანორმალურთან მქონდა საქმე, მომწონდა ყველაფერი. მომწონდა რომ მას მოვწონდი, მომწონდა ის რომ მოულოდნელად ჩნდებოდა და არაფერს მეკითხებოდა. მომწონდა ის რომ აკეთებდა ყველაფერს რაც უნდოდა იმიტომ რომ იცოდა, მეც მინდოდა. ყველანაირად მომწონდა ცისფერჯინსიანი, ყველა ასპექტში, ყველა სიტუაციაში, ყველაფერში. - გულამოსკვნილი ქვითინებდა გოგონა და სიტყვებს ელვის სისწრაფით ისროდა.
-რატომ დამავიწყდა რომ ცისფერჯინსიანს ორი სახე ჰქონდა და მეორეს გიგა ბერიძე ერქვა. ესე ძალიან ხომ არ მეტკინებოდა.
-გიყვარს? - ჩუმად იკითხა ელენემ.
-არა. - უცებ გასცა პასუხი გოგონამ.
-აბა, ესე ძალიან რატომ დარდობ.
-ადამიანის ნახევარი ვერ გეყვარება, მთლიანად უნდა გიყვარდეს. მე შეიძლება მყვარებოდა ცისფერჯინსიანი, მაგრამ ვიცი, გიგას შეყვარებას ვერასდროს შევძლებ.
***
შემდეგი ნაწილით დასრულდება.
მადლობა რომ კითხულობთ *-*



№1  offline წევრი nini namicheishvili

ასე მალე ? ძალიან მაინტერესებს რა ხდება სანდროსა და გიგას შორის იმედია გაგვიმხელ belay

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent