შეშლილი-სულებთან მოსაუბრე (თავი 1)
შეჯახება, ავარია, უბედური შემთხვევა, პატარძეულის ხიდიდან გადავარდნა, ასე დაიწყო ყველაფერი.. ასე დავკარგე დედა და მამა, ამის შემდეგ ჩემი ბიძაშვილი მათე მზრდიდა, 16 წელი გავიდა რაც დედა და მამა აღარ მყავს, სულ პატარა ვიყავი, როდესაც საშინელმა წვიმამ შეიწირა ისინი.. ყოველი წელი მათ გარეშე გადის, მინდა მათ ჩავეხუტო და ერთხელ მაინც დავუძახო "დედიკო, მამიკო" მაგრამ ვიცი ეს აღარასიდეს მოხდება, ამიტომ მიწევს ბედთან შეგუება.. ახლა 17 წლის ვარ, მაღალი, შავთვალება წაბლისფერი თმით,სახელად ანამარია.. ბიძაშვილმა, რომელმაც გამზზარდა გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს, 22წლისაა, თვეში ერთხელ ჩამოდის და ჩემი სწავლის საქმეებს ამოწმებს.. ჩემი დილაც ხომ მისით იწყება.. -დილამშვიდობისა პატარა, გაიღვიძე სკოლაშ გაგვიანდება -აუ მათე კარგი რა, ჯერ 7საათია -ნახევარი საათი იცმევ, ნახევარი ჭამ, ნახევარი საათი კი მე მელაპარაკები და წასვლისთვის ცოტა დრო დაგრჩება.. მიდი დროზე -კარგი კარგი ვდგები -ჩემი ბუზღუნა.. დღეს რა გეგმები გაქვს? -არაფერი, სკოლა სახლი ვსო -ჩამოვალ მალე და შევეცდები გაგართო.. -აუ დედა მენატრება და მამა -საფლავზეც წაგიყვან.. -მადლობა.. (ამდროს ჩუმი ჩაცინება) -ანამარია ვინ იცინის? -ააჰაჰაჰაჰჰაჰ მეეე -რაგაცინებს? -ტელევიზორში ტომი ჯერი გადის -კარგი, კარგი მოემზადე მიყვარხარ და ჭკუით! ----- -კინაღამ მიხვდა, ნუ იცინი! -მაპატიეთ! -არაუშავრს.. ვის ველაპარაკებოდი მეც არ ვიცოდი, ხმებიმესმოდა, ან მხოლოდ მე მეგონა ასე.. მაგრამ ფსიქოლოგთან მისვლას არც ვაპირებდი, მე ეს მომწონდა.. გავემზადე და სკოლის გზას დავადექი, ამდროს გავიგონე ბოხიხმით! -ანამარია! სადმიდიხარ პატარა? -სკოლაში, ვინხარ! ის არ ხარ ვისაც დილას ველაპარაკე -მამა ვარ -რა? მამა? მამიკო მენატრები -.............. -მამიკოო, მამიკო სადხარ, მოდი გთხოვ, კიდევ დამელაპარაკე.. კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი ჩემთვის ბუტბუტს მაგრამ დაქალი მოვიდა და შემაწყვეტინა.. -რა დაგემართა? -ამ არაფერი ცუდად მეძინა -გასაგებია -ფსიქოლოგთან მიდ.... -არააა, ხოხედავ არც გამთავრებინებ, არ მჭირდება ფსიქოლოგი.. წინ წავედი, არ დავლოდებივარ, სულ იმ ბოხ ხმაზე ვფიქრობდი, ნუთუ მართლა მამა იყო, ჩემი მამიკო, კლასსშიც იგივე დამემართა, ღრმა ამოსუნთქვა ჩამესმა, არავინ ყოფილა ჩემი კლასელი, ეს ისევ ის იყო, ჰო რომ იძახდა შენი მამიკო ვარო, გვერძე მივიხედე მაგრამ ვერაფერი დავინახე.. დღემ კარგად ჩაიარა, სახლში წასვლისას ისევ მომესმა.. -შვილო(და მსუბუქი სიცილი) -მამა? მამ შენხარ? მამა დედა სადაა, დილას დედა იცინოდა? დედიკო იყო? -არ ვიცი, როცა დაგელაპარაკება ჰკითხე -და შენ მამაჩემიხარ? შეგიძლია ჩამეხუტო? -მაპატიე პატარა არ შემიძლია, სახლში არ დაგაგვიანდეს.. სახლში შესვლისთანვე დავიძახე "დეე მოვედი" კარები თავისით დაიხურა, ან მე არ მახსოვს როგორ დავხურე.. "დედა აქ ხარ?" გამუდმებით ვიმეორებდი ამ სიტყვებს.. მაგრამ არავინ მპასუხობდა.. რამოდენიმე წუთში კი მათემ დარეკა.. -აბა ჩემო პატარა დღემ როგორ ჩაიარა? -ნორმალურად, მენატრები როდის ჩამოხვალ? -მალე .. -(ისევ ჩუმი ჩაცინება, ქალის ხარხარი) -ანა ვინ იცინის? დილითაც ეგ ხმა იყო.. -მე ვიცინი, სულელოო.. კარგი უნდა წავიდე დავიღალე უნდა დავისვენო.. -კარგი.. გავთიშე და ისევ დავიძახე "დედა აქხარ? დედიკო დამელაპარაკე!!" მაგრამ ისევ სუსტი სიცილი მეტი არაფერი.. მე კი გამუდმებით ვიძახდი "დედა მამა მჭირდებით, თქვენიხმა მჭირდება, მიშველეთ.!!!" ------------- შემდეგი დღე, ისევ 7 საათი, ტელეფონზე ზარი.. -გაიღვიძე -არ მივდივარ დღეს სკოლაში -რატომ? -სიცხე მაქ -გინდა გაგახარო? -კი -დღეს ჩამოვფრინდები -ვაუ კაია, კაი წავედი უნდა დავიძინო.. გავთიშე და სამზარეულოში გავედი, მაცივრიდან სალათი გამოვიღე,ისევ ხმა ისევ სიცილი, ღმერთო ვგიჯდები..დე აქ ხარ? ეს შეკითხვა პასუხი კი დუმილი.. მერე ისევ ბოხი ხმა, ბოხი ჩაცინება, სახელი ანამარიას განმეორება.. ცოტახნის შემდეგ სიცხე გავიზომე, არ მქონდა, გამიკვირდა რადგან მთელს ტანში მაციებდა, სულ ვკანკალებდი, თავბრუ მეხვეოდა.. უეცრად კი ტკბილი ხმა გავიგე "ეს შიშია!" -რაა? რისი სიში? დე აქხარ? -არვარ დედაშენი! -აბა ვინხარ? -ეს ჩვენი შიშია, შენ ვერც კი ხვდები რას აკეთებ!!! -მე თქვენი არ მეშინია.. -შენ გიჟი ხარ, არაანორმალური,შეშლილი, -აარა დე არა ნუ ამბობ მაგას, მე თქვენთან მინდა.. თმაში ხელი მოვიკიდე და ტირილის შემდეგ უგონოდ დავეცი.. არ ვიცი რამდენი ხანი ვეგდე ასე, სანამ ცივმა ცყალმა არ გამომაფხიზლა.. -მათე?? უკვე აქ ხარ? -კი, რა გჭირს? უგონოდ იყავი და ძალიან შემეშინდა -ა არაფერი სიცხის ბრალია.. -სულ ცივი ხარ, არგაქ სიცხე, ან ძალიან დაბალიგაქ.. -გესმის?? -რა? რამესმის? -სიცილი -ვისი? არავინ იცინის -კიი როგორ არა... -ეხლა უკვე შენ იცინი -არა მე არვარ -შენხარ ჩემოსიცოცხლე, დაბალი სიცხე გაქ, ალბად ბოდავ.. არ ვბოდავდი, მე არ ვიცინოდი, ის ის ქალი იყო, დედაჩემი მაგრამ ამას ვერავის ვეუბნებოდი, მეშინოდა, მეშინოდა რომ სიგიჟეში ჩამითვლიდნენ.. მოსაღამოვებულს როდესაც საძინებელში ორივე ერთად ვისხედით და ვლაპარაკობდით ბოხი ხმა მომესმა.. -მათე! -ჰო ანა რამოხდა? -არც ეხლა გესმის ხმა? -რისი? -ა არაფერი კარგი.. ამდროს კი ცივი ნიავი ვიგრძენი, თმები ამეჩეჩა და ყვირილი გავიგე, წვიმის ხმაც იყო, კაცის ყვიირილი მესმოდა, ქალი კი ქვითინებდა.. მაგრამ გარეთ არც წვიმდა და არც ციოდა.. მათე აღარ შემიშინებია და აღარაფერი მიკითხავს.. *** მორიგი დღე, დილის 7 საათი, მაგრამ ამჯერად მათეს მაგივრად "დედა" მაღვიძებს.. ეკატერინე ადექი, ადექი საქმე გვაქვს -დე? მა? რახდება? -ჩვენთან უნდა მოხვიდე, დრო მცირეგაქვს -მინდა თქვენთან, ძალიან მინდა.. -ჰოდა დღეს, ღამე როგორც კი 12ს გადაცდება მოდი.. -და სად? სად იქნებით.. -ხიდდთან.. იქ დაგელოდებით...! ბევრი არ გამიგრძელებია, სასწრაფოდ ჩავიცვი, სამზარეულოში ჩავედი, მათეს ვუთხარი რომ მეგობართან ვრჩებოდი და სახლიდან გავიქეცი.. -ნუ ჩქარობ გოგონა..! -მამა??? -ნუ ჩქარობ პატარავ, დრო გაქვს.. -ჰომაგრამ მე მინდა თქვენთან.. - .... მალე მოსაღამოვდა, 12იც მალე მოვიდა, ზუსტად ხიდდთან ვიდექი.. -ახლა რა ვქნა მამა? -ახლა მოემზადე და სამამდე დაითვალე... -1...2...3... ისევ წვიმის ხმა, ისევ ძლიერი ქარი, ხიდიდან გადავარდნა, უგონოდ დაცემა, ისევ სიცილი და საშინელი ყვირილი, სასწრაფო, ექიმები, ატირებული მათე და საოპერაციო... ----- პ.ს ესეც ახალი ისტორია.. დამდარადაამ იმედიმაქვს მოგეწონებათ და ბევრი მკითხველი ეყოლება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.