შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყეული ღამეები[1]


4-09-2015, 00:20
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 6 040

ოთახიდან მამაკაცის ხმამაღალი გინება ისმის,რომელიც,ვგონებ,ცოლისკენ უნდა იყოს მიმართული.კაცი ხელებს უმისამართოდ იქნევს.ორი წუთის წინ სკამიც კი დაადგო ძირს,ლარნაკიც კი დაამტვრია.არადა,ის ხომ სიდედრის საჩუქარია,თაფლობის თვის შემდეგ აჩუქა მარინამ მასა და მაიას.მაშინ როგორ უხაროდათ,ეს ჩვენი პირველი განმარტოებითი მოგზაურობააო,მაგრამ ახლა,როგორც ჩანს,რაღაც შეიცვალა.ნუგზარს პირიდან სასმლის მყრალი სუნი ამოსდის.ოთახი სულ სიგარეტის გამონაბოლქვს მოუცავს.მგონი,ცოლ-ქმარი ერთმანეთის სახეებს ძლივს არჩევს.
-ნუგზარ,გეყო,მეზობელბი გაიგებენ!-ჩურჩულებს ქალი და თან მთელი სხეულით კანკალებს,ხმაც კი არ ემორჩილება.ეშინია,რომ ნუგზარი უარესად გაავდება.
-მაია,დააყენე ტრა*ი-იბდღვირება და სკამის ფეხს ჰკიდებს ხელს.მგონი,ამას პირველად აკეთებს.ადრე ჯერ ასე არ დაუკარგავს თავი.
-იმ ნებსებმა გიყო ეს ყველაფერი-ცოლი სახეზე ცხვირსახოცს იფარებს და სლუკუნით ეუბნება პირიპირ მყოფ ნუგზარს.
-ქალო,რა გითხრა მე შენ?-ქალი ჩუმად აგრძელებს ტირილს,თან გული უკვდება,რომ ერთ დროს საყვარელი ქმარი ასე გამოეცალა ხელიდან.
-მომბეზრდი,იცი,როგორ?-ეტყობდა,რომ ნასვამი ბორდელს ხშირად სტუმრობს,არადა,როგორ ოცნებობდა ერთ დღეს მაიას დაუფლებას.მისი ხელიც ხომ დიდი ამბით ითხოვა.შეცბუნებული ქალი ხმას ვერ იღებს,მას უკვე ქმრისთვის თვალის გასწორებაც კი არ შეუძლია.ნუგზარი უკვე თვეებია,რაც გაღიზიანებული ბრუნდება შინ და ჯავრს ცოლზე იყრის.ერთი-ორჯერ იჩხუბა თავისნაირებთან,მაგრამ მერე შეეშვა და ქალზე იყრის ხოლმე ჯავს.
გვერდითა ოთახში 15 წლის ნინი ქვითინებს.გული ეწვის,რომ მამა ასე ექცევა საყვარელ დედას.“ნეტავ,მალე მორჩებოდეს“-გულში ვიღაცას ან რაღაცას შველას სთხოვს,მაგრამ არც არაფრის იმედი აქვს.
-შენი დედაც მო****-აგინებს ცოლს და ბალიშს ესვრის.კიდევ კარგი უფრო მძიმე ნივთს არ ჰკიდებს ხელს.მალე ამასაც იზამს,ალბათ,ისეაა გააფთრებული,რომ არაფერს და არავის მოერიდება!
რატომ იქცევა ასე,ალბათ,დაგებადებათ კითხვა? რატომ და ცოლმა გაუმხილა,რომ ორსულადაა,ხოლო ეს „სცენები“ მისი რეაქციის გაგრძელებაა.დიდი ხანია სარეცელი არ გაგვიზიარებია და რაღაცას ჩმახავ,დედაკაცო,მიღალატეო,ცილი დასწამა ქალს და მერე თმებითაც კი ითრია საწყალი ქალი.თვეებია ბორდელში დადის,კარგი ნაშები იყიდებიანო,მაგრამ ერთხელ,დაახლოებით,ერთი თვის წინ,როცა გალეშილი მთვრალი დაბრუნდა,ცოლთან ცოტა გაერთო,რაც აღარ ახსოვს,მგონი.არადა,თვითონ ამტკიცებდა,მთვრალ კაცს არ ახსოვს ნასვამზე რასა იქმოდაო.
არა,მაია,რაც არ უნდა იყოს,ქმარს არ უღალატებდა.პატიოსანი ქალია და ხალხის დასაცინად არ აიგდებს თავს იმის გამო,რომ ქმარს აღარ აინტერესებს და სხვა ქალებთან იოკებს ჰორმონებს.ჰორმონებს,აბა,ნუგზარმა რა იცის ვნება რა ხილია?უკვე მას ადამაინურის,მგონი,აღარაფერი სცხია.სულ გამოჩერჩეტდა და გაფლიდდა ამ ბოლო დროს.რაც წამლებსა და სასმელს დაუმეგობრდა,სულ დაკარგა თავი.ახლა მხოლოდ ცხოველური ჟინითაა შეპყრობილი.იმაზეც კი არ ფიქრობ,რომ მისი ცოლი პატიოსნებასა და მორალს არ გადააბიჯებდა.
-მამა,გეყო-ნინი თავჩაღუნული შემოდის ოთახში და დედის გამოსარჩლებას ცდილობს.იცის,რომ ნუგზარი გაუგებარია,მაგრამ მაინც თავისას აკეთებს.დედა ისე უყვარს,რომ მისთვის ყველაფერზეა წამსვლელი,არც მაია დაზოგავს თავს ქალიშვილის გამო.
-გაეთრიე ოთახიდან,შენც იცოდი ამ დედაკაცის ორსულობის ამბავი და მოკეტილი გქონდა არა? მთელი თვე მიმალავდით ამ ამბავს,ახლა კი იმის აღიარებაც არ უნდა ამ ქალბატონს,რომ მღალატობდა-ბოლო სიტყვას გამწარებით ამბობს და ხმას ისე უწვს,რომ მეზობლებსაც ესმით.
-კარგი წარმოდგენა გქონია საკუთარ ცოლზე-ქალი თავს ვეღარ იკავებს და,ალბათ,გულში თავბედსაც იწყევლის.
-წყეული ღამეები-ოხრავს ნუგზარი და ლოგინზე ჯდება-ეგ თმები რომ შეგრჩა მადლობა თქვი-მაია თავზე ხელს იკიდებს და სიმწრისგან მანჭავს სახეს.ერთ დროს კი ეგონა ბედნიერი იქნებოდა.
-რას იტყვი კიდე?-ფეხზე დგება ქალი და შვილს ანიშნებს,ოთახიდან გადიო.
ნუგზარს ცხოვრებაში არ უმუშავია,ახლაც მამამისის ფულებით გულაობს კაცი.როცა საშუალება გაქვს მხარ-თეძოზე იწვე,რატომ უნდა გაატოკო ხელიო.ცოლი დიასახლია,არც მაიას ამუშავებდა.ცოლად რომ მოიყვანა,მაშინვე გამოატანინა უნივერსიტეტიდან საბუთები,სწავლა რა ხილიაო!ნუგზარის აზრით კაცი ბორდელსა და ბარში უნდა იყოს,ზოგჯერ დივანზეც შეიძლება იწვეს,როცა კაიფშია,ხოლო ქალი მუდამ კუხნაში და ზოგკჯერ ლოგინში,როცა ქმარს მრავალფეროვნება მოწყურდება.
-გაეთრიე ჩემი სახლიდან-ცოტა ხანში ფეხზე ვარდება ნუგზარი და ცოლს უყვირის.ქალი მხრებს იჩეჩს და კუთხეში დგება-მე სერიოზულად გეუბნები.თუ გინდა,რომ კიდევ შეგეხო?-მუქარაზე გადადის ნუგზარი და თვალების ტრიალს იწყებს.
-ჩემს ნივთებს ავიღებ-ქალი ბედს თანხმდება და ცრემლებს იწმენდს.
-ამ სახლში შენ არაფერი გეკუთვნის-აპროტესტებს ნუგზარი ცოლის გადაწყვეტილებას და ხელს ძლიერად უჭერს-წაეთრიე -მეთქი,ქალო.რა გითხრა მეტი?-უფრო შორს სად უნდა შეტოპოს! ისე გაცოფდა,რომ უკვე თვალებიდან ცეცხლებს ყრის.
ქალი ჩანთას იღებს და კარებისკენ მიდის,მანამდე დიდი დერეფანი უნდა გაიაროს.ნინიც იგებს დედის გაგდების ამბავს და ქალისკენ აქვითინებული მიდის.
-დედაჩემია-მის წინ დგება და ეხვევა აკანკალებულ ქალს.
-დედაშენია და შენც მიყვები-კაცი ხარხარს იწყებს და სიგარეტს აბოლებს.
-მაღალ ელიტის ნაშებს გ******* -მიმავალთ უკან სიტყვებს ადევნებს და თან ამაყად ათვალიერებს გარემოს.
მის მოდევნებულ „იმედზე“ ქალი უფრო მწარედ იწყეს ტირილს და შვილს ეკვრის.
გვიანია,მაგრამ ჰაერი მაინც ჩახუთულა,რადგან ივლისის შუა რიცხვებია და მზე ძლიერად აჭერს დედამიწას.განსაკუთრებით,მტანჯველი ამინდი იმ დღეს იყო.ტემპერატურა 38 გრადუს აღწევდა და ღამითაც არაა გასაკვირი,რომ ყველაფერი ქუხს.ასფალტს სიმხურვალე ჯერ კიდევ შეუნარჩუნებია,მაგრამ მაის გულს ეს უკანასკნელი დიდი ხანია,რაც დაუკარგავს.
-ახლა რა ვქნათ?-ათრთოლებულ ხელს ხვევს დედას წელზე და გონებას ძაბავს.
-არ ვიცი,ასეთ მდგომარეობაში სად უნდა წავიდე.თან არაფერი წამოგვაღებინა მაგ უნამუსომ-ადრე დედას კი საყვედურობდა,რატომ უთმენ ამდენსო,მაგრამ ახლა ხვდება ნინი ამის მიზეზს.გოგონა მაინც ახალგაზრდული ოპტიმიზმითაა აღსავსე,იმედი,აქვს მამა სულ მცირე სახლში მაინც დაგვაბრუნებსო.
შვიდი თვე იქნება,რაც ნუგზარი ხელიდნა წავიდა,გალოთდა და რეალობას მოწყდა იმ წამლების საშუალებით,რომელთა ყიდვისთვისაც სახლიდან ფული გააქვს.ადრე არაფერს აკეთებდა,მაგრამ არც აფუჭებდა,ახლა კი ორი უმწეო ქალი გარეთ გამოაგდო.
-ჩემს დასთან მივიდეთ-ჩაილაპარაკა მაიამ და შვილის შეშინებული სახე აათვალიერა.ნინიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია დედას და ნაბიჯს აუჩქარა.
^^
-ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას?-პერანგის ამარა წამოდგა ნანი და თან ქმარს გადახედა,რომელსაც ჯერ კიდევ არ ეძინა.
-ზარი იყო?-ბაჩო წამოიწია და სმენა დაძაბა-მეც,ავდგები-წამოდგა და ცოლს უკან გაჰყვა.
-ვინ არის?-ქალმა ჭრილში გაიხედა და დის დანახვაზე გაკვირვებულმა წამოიძახა-ამ შუაღამისას რა უნდა გარეთ?-შემდეგ კარები გააღო და დისშვილის დანახვამ უფრო გააკვირვა.
-ასე მოგენატრეთ,ხალხნო?-მიმართა მოსულთ და სკამზე ჩამოჯდა-დავიღალე ძალიან-ამოიოხრა.ეტყობოდა,რომ მათი დანახვა არ ესიამოვნა.ახლა ხომ მხოლოდ ძილი უნდოდა! ცოტა ხნის წინ ქმარსაც კი უარი უთხრა ცოლ-ქმრულ მოვალეობაზე,ახლა კიდევ ესენი დაადგნენ თავს!
-მოდით,ხვალ ვისაუბროთ-ნინიმ ჭკუა იხმარა,შეეცადე დედა უხერხული მომენტისგან გაეთავისუფლებინა-ჩევნი მოსვლის მიზეზი ისაა,რომ ნუგზარმა დალია და ჩაეძინა,ვერა და ვერ გავაღვიძეთ! გასაღები არ გვქონდა და რა გვექნა!-დედის უკმაყოფილო მზერა იგრძნო,მაგრამ თავის სათქმელი მაინც განაგრძო.სახეც რომ შეიცვალა!
-მართალი ხარ-ძუნწად ჩაილაპარაკა ნანიმ და ბაჩოს აედევნა,რომელიც გაბრაზებით აკვესებდა თვალებს.
მაიამ დივანი გამოშალა,თეთრეული გადააფარა,ზეწრებიც კი მოამზადა და შვილს ანიშნა,დავწვეთო,თვითონაც კი მიწვა გაუხდელად,მაგრამ ვერა და ვერ დაიძინა.ან რა დააძინებდა იმ ღამის მერე.“წვეული ღამეები“-ო,ქმრის სიტყვები კვლავ ჩაესმოდა ყურში.თითქოს ნუგზარი მის წინ იდგა და ისევ აგრძელებდა „დღესასწაულს“.იმდენ რამეზე დაფიქრდა ქალი ამ ღამეს,რომ ვინ დათვლის.მგონი,ცაზე ნაკლები ვარსკვლავია,ვიდრე სევდა მის ფიქრებში.რამდენი რამ აწუხებს საწყალს,მართლაც ვინ დათვლის.ნინის კი ჩაეძინა,მაგრამ კოშმარებმა არ მოასვენეს გოგონა.ისედაც ხომ არ აქვს მშვიდი ძილი და ახლა ეს აკლდა.შეშინებულს გამოეღვიძა და დედას ჩაეკრა გულში.მაიას ხომ მისთვის მუდამ ეცალა და კვლავ ცალია.ნუგზარს თუ შესწირა ახალგზარდობა და სილამაზე, ეს იმას არ ნიშნავს,რომ ამ უღელს ნანობს.გაღიმებული სახით ეუბნება ხოლმე შვილს,შენ ხომ მაინც მყავხარო და მთელ სახეს უკოცნის.
დილას დედის გულის წინ გაეღვიძა ნინის.ესმოდა,როგორ ფართხალებდა მაიას მუჭისხელა მფეთქავი ბურთი.ან როგორ შეეძლო მოსვენება,როცა ამდენი რამ ჰქონდა სადარდებელი.პირველ რიგში,დისთვის უნდა გაემხილა გამოგდების ამბავი.ნანიმ კი იცოდა დის ოჯახში არსებული უსიამოვნების ამბავი,მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.არავის ეგონა თუ ასეთ სერიოზულ სახეს მიიღებდა ეს ყველაფერი.რა მაიას ბრალია,რომ დაორსულდა,ის გიჟი რომ ეძგერა,სუნთქვის თავისუფლებასაც კი არ აძლევდა.ქალი მეტი შვილის გაჩენას არ გეგმავდა,მაგრამ ნუგზარი როგორ იკადრებდა თავის დაცვას.
ერთხელ მოხდა და მაშინვე დაფეხმძიმდა ქალი.“ბედი არ მაქვს“ სახით წამოდგა ფეხზე გამწარებული მაია და შვილმაც მიბაძა.ერთად მიალაგეს ნალოგინარი და დივანზე მოკალათდნენ.ერთმანეთის გვერდით ისხდნენ კიდევ კარგი,თორემ ვერც ერთი გაუსწორებდა ერთმანეთს თვალს.ორივენი ფიქრთა ღრმა ქსელში გახვეულიყვნენ და,მგონი,გამოსვლის გზას ვერ პოულობდნენ.
მეზობელ ოთახიდან ხმები გაისმა.ბაჩოს ადგომა ეზარებოდა,არადა,სამსახურში იყო წასასვლელი.ნანი კი,როგორც ჩანდა,ქმარს წამოდგომას აიძულებდა.ათი წლის ცოლ-ქმარი არიან,მაგრამ ჯერ შვილი არ უჩნდებათ,გინეკლოგმა დიდი ხანია,რაც დაუსვა დიაგნოზი ქალს,მტრული საშვილოსნო გაქვსო,მაგრამ,მგონი,იმედი ჯერ კიდევ აქვთ.შვილი ძალიან უნდა წყვილს,ამიტომ მოთმინებას ჯერ კიდევ ინარჩუნებენ,ზოგჯერ კი წაიკინკლაობენ ხოლმე,მაგრამ მათი უთანხმოება მალე სრულდება.
-ძლივს წამოვაგდე-თავზე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა აბაზანიდან ნანი და დას გვერდით მიუჯდა.
-დღესაც მუშაობ?-მეტი ვერაფერი მოიფიქრა მაიას დაბინდულმა გონებამ.
-კი,დღესაც,მაგ უბედურს ვინ მისცა შვებულება-მხრები აიჩეჩა და სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა სახეზე,როცა გაახსენდა საკუთარი სამსახური.ბუღალტერია და უკვე ორი კვირაა,რაც შვებულება აიღო,მაგრამ რად უნდა,ვინ მისცა თბილისის სიცხეებისგან დაღწევის ნება.ბაჩოს გარეშე არ მიდის,ხოლო ქმარს უფროსი არ უშვებს,შენნაირი ადვოკატი მუდამ მზაობაში უნდა იყოსო.რაც არ უნდა იყოს,ნანის ოჯახი განსხვავდება მაიას ოჯახისგან.ზოგჯერ დის შურს ხოლმე,მაგრამ ისიც ხომ საინტერესოა რას ფიქრობს ნანი,როემლიც ათი წელია გინეკოლოგებში დარბის,ათას პრეპარატს იღებს,მაგრამ შვილის ჩასახვას მაინც ვერ ახერხებს.ბაჩო სრულიად ჯანმრთელი ამ მხრივ და ზოგჯერ ცოლს წამოაყვედრებს ხოლმე,როცა გაბრაზდება,შენი ბრალია,რომ ბავშვი არ გვყავსო.
-გამარჯობათ,გუშინ ვერ დაგხვდით ნორმალურად-ბაჩო სამსახურისთვის გამოწყობილი გამოვიდა მისაღებში და სტუმრებს მოუბოდიშა.
-არაფერია,მესმის-მაია ფეხზე წამოდგა და დას აედევნა,დაგეხმარები რამეშიო.
-ყავა მომიდუღე,მეტი არაფერი მინდა-გასძახა ცოლს და ტელევიზორს მიუჯდა.ტელევიზორის გიჟია.ამასწინათ გამოცვალა,უფრო დიდი ეკრანი მინდაო.იმხელა ადგილს იკავებს ეს უშველებელი ეკრანი,რომ შენი ადგილი აღარ რჩება სახლშიო,აჯავრებს ხოლმე ნანი.
-შენ თვითონ რომ მოიდუღო,არა?-სამზარეულოდან ნანის გამომწვევი ხმა ისმის.
-სალათს მე დავჭრი-დანას ართმევს მაია დას და მეორე ხელით პომიდორს რეცხავს-ხახვს არ აჭრი ხოლმე?-ეკითხება დას,რომელიც რაღაცას დაკვირვებით მიშტერებია და ყავის ადუღებას უცდის.
-არა,არ მიყვარს,დაგავიწყდა?-უკმაყოფილო მზერას ესვრის დას და მადურალას რთვას,,უნჯანს იღებს,ყავს ასხამს და ქმარს ეძახის.
-აქ შემომიტანე-მუდარით აღსავსე ხმით ეძახის ბაჩო,რომელიც ტელევიზორს ვერ წყვეტს თვალს.
-რა ხდება მანდ ასეთი?-გადმოკაკლული თვალებით შემოდის ოთახში ნანი და ქმარს ყვას აწოდებს.
-გუშინ ფეხბურთის დასაწყის რომ ვერ მივასწარი,ახლა გადავახვიე და ნამდვილად ვერ წავალ სამსახურში მისი ნახვის გარეშე-პასუხობს ისე,რომ ცოლისკენ არც კი იხედებება და ფინჯანი პირთან მიაქვს.
-განმეორება კი არა არ დააგვიანო სამსახურში!-ტუქსავს ქმარს და სამზარეულოში ბუზრუნით მიდის.დეიდას ნინიც მიჰყვება უკან და სამზარელოს სკამზე ჯდება.
-კარგი,წავედი-დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ დივანიდან ზლოზვნით დგება ბაჩო და ფუნჯანს ტელევიზორის მაგდიაზე დებს.
ქმრის გასტუმრების შემდეგ ნანი ფინჯნის წასაღებად მისაღებში გადის და წივილ-კივილით ბრუნდება უკან,ტელევიზორის მაგიდაზე როგორ დადოო.ის ხომ ყველაფერს შვილივით უფრთხილდება,ძალიან სუფთა ქალია და ყველა ამბობს,რომ სახლში ყველაფერი დაწკრიალებული აქვს.
დედა-შვილი ერთმანეთს უხერხულად უყურებს საუზმის დროს,ორივემ იცის,რომ რაღაც უნდა გადაწყვიტონ.რაც არ უნდა იყოს,როდემდე უნდა უმალონ ნანის ეს ყვეალფერი.ადრე თუ გვიან მაინც ხომ გაიგებს.პირველ რიგში,თავშესაფარი სჭირდებათ,მუდმივი თუ არა დროებითი მაინც.ნანი და ბაჩო კი მათი ერთადერთი გამოსავალია!
—----
ესეც ახალი ისტორია.
შეფასება თქვენს ხელთაა.მიყვარხართ,ჩემო ტკბილებო...



№1  offline წევრი lamazi gogona

au kaiaa dzaan gansxvavebuki iko dzaan veli shemdegs ♡♡

 


№2  offline მოდერი ჯია

საინტერესოა ❤️

 


საინტერესო იყო ველოდები გაგრძელებას..

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ.... love

 


№5  offline წევრი TIME

ai dzalian momewonaa,velodebi shemdeg tavs.rogor mecodebian maia da misi shvili.nana ratomgac aramgonia mtlad kargi adamiani agmochndes nu ar vici vnaxot ,vnaxot.warmatebebi chemo kargo♥♥♥

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

TIME
ai dzalian momewonaa,velodebi shemdeg tavs.rogor mecodebian maia da misi shvili.nana ratomgac aramgonia mtlad kargi adamiani agmochndes nu ar vici vnaxot ,vnaxot.warmatebebi chemo kargo♥♥♥

მადლობ... love

 


№7 სტუმარი nnn

:)))))))))))))))))

 


№8 სტუმარი Riski

Nothnig I could say would give you undue credit for this story.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent