InkeD #3
დილით ისევ ადრიანად გამეღვიძა და კვლავ ეზოში გავედი. ისევ წუხანდელზე ვფიქრობდი. დარწმუნებული ვარ რომ არ მომჩვენებია.ეს მართლა იყო.ჩვენს ფანჯარასთან მართლაც იყო ვიღაც. -იუკა!... იუკა ! აქეთ !...-ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ გამომიყვანა. ხმა ტყიდან ისმოდა. ისე რომ ვერც კი გავაცნობიერე ტყისაკენ წავედი.ხმა კვლავ არ წყდებოდა ისევ ეძახდა ძაღლს,მაგრამ მე მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე ძაღლის აქ ყოფნა,როდესაც ჩემ წინ შევნიშნე კვლავ ის უზარმაზარი არსება. შეშინებულმა მხრებზე მოხვედული შარფი უფრო ძლიერად მოვიხვიე და უკან სვლით დავიწყე წასვლა. ძაღლი კი ღრენით მოდიოდა ჩემკენ.ზურგით რაღაცას შევასკდი. უცებ ჩემს ორივე მკლავზე ხელების შეხება ვიგრძენი,რომლებიც ძლიერად მიჭერდნენ. თავი გვერდით მივაბრუნე რათა მისი სახის დანახვა შემძლებოდა. მივიხედე და გავშრი. მათ წავაწყდი ვინც მთელი ღამე არ მომასვენა. იმ ნაცრისფერ თვალებს წავაწყდი და სულ გამაცია. -აქ რას აკეთებ?-გაისმა მისი ბოხი ბარიტონი და ხელები შემიშვა. ძაღლთან მივიდა და ხელი თავზე გადაუსვა,შემდეგ კი ისევ ჩემკენ წამოვიდა და წინ დამიდგა. მისი ნაცრისფერი თვალები მომაპყრპ და... და მე შიგ ჩამძირა. -პასუხს არ გამცემ?-მისი ხმის გაგონება ჩემთვის ორმოში ჩავარდნილისთვის თოკის ჩაგდებასავით იყო. ხო, მისმა ხმამ ამომიყვანა მის უძირო თვალებიდან. -მე... მე...-ვლუღლუღებდი მე და სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი. ან რა უნდა მეთქვა?! რომ მე მის ხმას გამოვყევი და რომ არც კი ვიცი რატომ?! -კარგი კარგი.-თავი გაიქნია მან და ხელი ჩემკენ წამოიღო და ჩემი ხელი მის ხელში მოიქცია.-ვიღაც უნდა გაგაცნო-თქვა თემომ და ძაღლისაკენ წამაჩოჩა. ერთი ნაბიჯი იყო ჩემსა და ძაღლს შორის. თემო ჩვენ შორის იყო ჩაკუზული და ქვემოდან მიყურებდა. -შავტუხა ეს იუკაა... იუკა ეს კი შავტუხა-თქვა მან და გამომხედა.-ახლა შეგიძლია თავზე გადაუსვა ხელი. მისმა ნათქვამმა „შავტუხამ“ გამაოცა,მაგრამ როგორც კი მისი შემდეგი სიტყვები გავიგე კვლავ კანკალმა ამიტანა. -ნუ გეშინია არაფერს გიზავს-მითხრა თემომ და ჩემ მოქმედებას დაელოდა. მას შევხედე და მიყურებდა. ახლა უკვე მომთხოვნი იყო მისი თვალები. მოცახცახე მარჯვენა ხელი წავიღე ძაღლისაკენ. ძალიან ნელა და შიშით შევეხე მას და თავზე გადავუსვი ხელი. იუკამ ერთი ამოიწკმუტუნა და დაბლა დაწვა. მე გაოცებული ვიყავი. უკვე მეორედ გადავურჩი ამ ძაღლის მიერ დაგლევას და ახლა,ასე უბრალოდ თავზე ხელის გადასმით ფეხებთან გამიგორდა. -სულ ესაა. -ფეხზე წამოდგა თემო და ხელები გაშალა-აწი ზედმეტ ხმა სარ გაგცემს. მე ისევ ვერ ვიღებდი ხმას. უბრალოდ ვხვდებოდი რომ მთელი სხეულით ვცახცახებდი. თემომ შემომხედა შემდეგ კი მისი ნაცრისფერი ჟაკეტის ელვა შეიხსნა და გაიხადა.ერთ გამომხედა და ჟაკეტი მხრაბზე მომახვია. თეთრი მაისური ეცვა. უბრალო თეთრი მაისური და ახლა დავინახე. დავინახე მისი სხეული. ორივე ხელზე ქონდა უცნაური,მაგრამ ამავდროულად საინტერესო ტატუები, შემდეგ მზერა ლავიწებზე გადავიტანე,მაისურით დაფარული ფრთების წვერები მოჩანდა და შემდეგ ლავიწის ზემოთ წარწერაც შევნიშნა,მაგრამ არ მიმიქცევია მისთვის ყურადღება,როდესაც მის ყელს გავუსწორე თვალი. ზუსტად ცენტრში ცისფერი დიდი ვარდი ეხატა,მას კი ორივე მხარეს ღამურის ფრთები ქონდა. საოცარი იყო... მართლაც რომ საოცარი. უბბრალოდ თვალს ვერ ვწყვეტდი მის სხეულს. მალე მისი ჩაცინების ხმა გავიგე და დავინახე მის სახეზე ჯერ ისევ შერჩენილი ღიმილი. -ლამაზია...-ჩავიბუტბუტე მე. -ჰო?-მკითხა უცნაურად და ჩემკენ წამოვიდა. მე შემეშინდა და უკან გადავდგი ერთი ნაბიჯი.-გეშინია?-მკითხა მან და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, მეც ანალოგიურად მოვიქეცი და უკან გადავდგი ნაბიჯი.-ასე გეშინია ჩემი?-უფრო და უფრო მოიწევდა ჩემკენ და მეც თავის დაღწევას ვცდილობდი მანამ სანამ კვლავ რაღაცას არ ავეკარი,მაგრამ ახლა ის რაღაც უკვე საკმაოდ მაგარი და უხეში იყო. -ახლა საით წახვალ?-მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლდა ჩემამდე. გული სად მქონდა უკვე აღარ ვიცოდი. საშინლად მეშინოდა მისი, მისი ტატუების და იმ ნაცრისფერი თვალების. ერთი ვიგღძენი მისი სუნთქვა სახესთან და უცებ ნაცნობი ხმა გავიგე. -ივლიტა! - ტყის ნაპირიდან მომესმა ანოს ძახილი და მეც თავი იქეთ გავაბრუნე. -წადი ახლა სახლში-მითხრა თემომ და უკან გადადგა ერთი ნაბიჯი. მეც მაშინვე მოვშორდი ხეს და სახლისაკენ წავედი. ვგრძნობდი როგორ მეწვოდა ზურგი. არ მინდოდა უკან მიმეხედა. გულის ფეთქვა უკვე ყელში მაწვებოდა.ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და უკან მივიხედე,მაგრამ იქ აღარავინ იყო. უცებ ღრმად ამოვისუნთქე და სირბილით წავედი სახლისაკენ. ტყის პირას ანო იდგა ჩემსავით საღამურებში გამოწყობილი. მაშინვე დავინახე მისი აცრემლიანებული ცისფერი თვალები. -ანო...-დავიჩურჩულე მისი სახელი და მაგრად მოვხვიე ხელები. -როგორ შემაშინე სად იყავი.-სრუტუნებდა ანო. -შევიდეთ რა სახლში.-ვუთხარი მე და მუდარით სავსე თვალები მივაბყარი. ანომ ხელი ჩამჭიდა და საძინებელში შევედით. საწოლზე ჩამოვსხედით და მეც საუბარი დავიწყე. - გუშინ დილით გარეთ,როდესაც ვიყავი ტყიდან ხმაური მომესმა და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ვიღაც მიყურებდა. შემდეგ გეგისთან გადასულს იქ თემოც დამხვდა. ეზოში რომ შევედი ძაღლი მეცა და მიყეფდა, ის თემოს ძაღლი იყო და სანამ მან არ დაუძახა არ გაჩერებულა. მთელი იქ ყოფნის პერიოდში უცნაურად მიყურებდა. ძალიან მეშინოდა მისი.წუხელ ვერ ვიძინებდი... გვიანობამდე მეღვიძა და აი იმ კედელს ვუყურებდი,რომელსაც მთვარის შუქი ანათებდა.უცებ კედელზე ადამიანის სილუეტი გამოჩნდა,სანამ სანათი ავანთე და ფეხზე წამოვდექი იქ აღარავინ იყო,მაგრამ შენ თავს გეფიცები იქ მართლა იყო ვიღაც ანო. მართლა იყო.დღეს დილით ისევ ადრე გამეღვიზა და გარეთ გავედი. ტყიდან ხმაური ისევ მომესმა, შემდეგ გავიგე როგორ ეძახდა თემო ძაღლს და ვერც გავაცნობიერე ისე შევედი ტყეში და შემდეგ ისევ იმ ძაღლს გადავაწყდი შეშინული უკან უკან მოვდიოდი როცა თემოს დავეჯახე. ძაღლთან მიმიყვანა და ასე თქვა ეს შავტუხაა ეს კი იუკაო. ვერ მივხვდი ასე რატომ მომიხსენია. შიშისაგან ვკანკალებდი მან კი ჟაკეტი მომცა. ანო მთელი მისი ხელები,მკერიდი ,ყელი... სულ ტატუები აქვს. ისე შემეშინდა... მერე ჩემკენ წამოვიდა და მეკითხებოდა მეშინოდა თუ არა მისი. მერე შენც დამიძახე და მითხრა რომ წამოვსულიყავი. დაჰიპნოზებულივით ვიყავი ანო. არ ვიცი რას მიშვრება მისი ნაცრისფერი თვალები...-ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ნიკაპი. - დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა. -მომეხვია ანო. - მეშინია ანო. მისი მართლა მეშინია.-ამოვისრუტუნე მე. - ნუ გეშინია არაფერია. არაა ცუდი ადამიანი.-ტავზე მისვავდა ანო ხელს. კარზე კაკუნმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება და კარში მდგარი მარო ბებია შევნიშნეთ. -გამოდით ბავშვებო ახლა ჭამეთ საჭმელი-გაგვიღიმა ბებიამ. -ახლავე ბე, ჩავიცვავთ და გამოვალთ-პასუხი გასცა ანომ და თავზე მაკოცა-ადე ახლა არ გადამრიო-გამიცინა მან და ფეხზე წამოდგა. მალე მოვწესრიგდით და გარეთ გავედით. გადავწყვიტეთ,რომ დღს ეზოში გვესაუზმა. სუფრა გავაწყეთ და დავსხედით. უკვე ვრჩებოდით,როდესაც ძახილი შემოგვესმა. -მარუშკააა- -გეგია...-თვალები ჭყიტა ანომ. ბებია თონეში პურებს აცხობდა და ვერ გაიგებდა ძახილს... ის იყო უნდა წამოვმდგარიყავი რომ ბებიასთვის დამეძახა ალა ჩემი სახელის ძახილი მომესმა. -ივლიტა...-იძახდა გეგი. მე მაშინვე ანოს გავხედე. -მიდი გახედე რა უნდა ერთი-მითხრა ანომ და ჩანგლით დაიწყო თამაში. მივხვდი რომ უნდოდა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. მეც კარისაკენ წავედი. ურდული დავწიე და იქ არავიინ დამხვდა.თავი გავყავი და გეგი დავინახე მის უკან კი შავი მანქანა,რომელსაც წინ მინა ჩაწეული ქონდა საიდანაც თემო მოჩანდა. -ჰეი...-უცებ წამოვიდა ჩემკენ გეგი ხელი მომკიდა გარეტ გამიყვანა შემდეგ კი გადამეხვია-როგორ ხარ? -კარგად, შენ?-ვკითხე ცოტა გაკვირვებულმა. საერთოდ ეს ყველაფერი ხომ ჩემთვის ასე უცხო იყო. -მეც კარგად.ის სადაა?-თავი გვერდით გადახარა და ეცადა ღია კარიდან ანო დაენახა. -საუზმობს.-ვუთხარი მე და თვალი მის უკან თემოსკენ გამექცა,რომელიც როგორც ყოველთვის უცნაური მზერით იყურებოდა. -კარგი მიდი ახლა მაროს დაუძახე და ამასობაში ის თხაც დაითანხმე და გაემზადეთ მდინარეზე მივდივართ.-ტაში შემოკრა გეგიმ. -რომ არ დამთანხმდეს?-ვკითხე მე. -გთხოვ როგორმე დაითანხმე, გთხოვ-შემომხედა ნაღვლიანი თვალებით. -კარგი,კარგი დაგველოდე.-ვთქვი მე და ეზოში შევედი. ჯერ მარო ბებიას დავუძახე შემდეგ კი ანოსთან მივედი. -რა ხდება?-შემომხედა ანომ. -მისმინე...ანო გარეთ გეგი გველოდება.-თქმა არ მაცალა მაშინვე წამოიყვირა -რას ქვია გველოდება?-წარბები შეკრა მან. -ანო მაცალე! -ხმას ავუწიე მე-ახლა მე და შენ შევალთ და მოვემზადებით გეგი გველოდება მდინარეზე უნდა წაგვიყვანოს. იცოდე არ გავიგო არაო და რაღაცეები. -დოინჯი დავიჭირე მე. -არა ივლიტა.-გვერდით გაიხედა ანომ. -არა? კაი. მაშინ ასე. იცი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და შენთვის ყველაფერი კარგი მინდა. ისიც ვიცი რომ სულის ტკივილამდე გენატრება. შენ არ იცი რამდენჯერ ლუღლუღებ მძინარე მის სახელს. ახლა კი. ახლა აქაა გესმის?! ნანობს. შენი ნახვა უნდა. იცი ჩემთის ვინაა ის ? ბიჭი. პირველი ბიჭი ვინც ასე ახლოსაა ჩემთან. შენ არ იცი გუშინ რა გრძნობა დამეუფლა გულში რომ ჩამიკრა. ყოველთვის ვოცნებობდი მყოლოდა ასეთი ვინმე. შენ კი... შენ გეგი გყავს ანო და ახლა გინდა ხელი კრა? იცი რამხელა სიმდიდრეა ის? არ მოგცემ ნებას შენი თავიც დატანჯო და გეგიც გესმის?! ახლა შედი საძინებელში და სწრაფად გაემზადე. არ გაბედო და ისევ არ გაჯიუტდე თორემ შენ სიცოცხლეს გეფიცები ჩემი ფეხით დავბრუნდები ჩემ ჯოჯოხეთში, სახლში წავალ იცოდე.-თითი დავუქნიე მე და სახეზე ჩამოსული ცრემლები მოვიწმინდე. ანომ ერთხანს მიყურა მომტირალმა შემგედ კი სახლში შევიდა. მე ღრმად ამოვისუნთქე და რაღატომღაც კარისაკენ გავიხედე სადაც თემო იდგა და მიყურებდა. ვერაფერი ვთქვი. უბრალდო მივბრუნდი და სახლში შევედი. ფიქრებში მყოფი ემზადებოდა ანო მდინარისათვის... თვლაებიდან კი ცრემლები სდიოდა. მე უკვე გამზადებული მივედი მასთან და ზურგიდან მოვეხვიე. -ანო ხო იცი რომ გეგი გჭირდება.გუშინ მომიყვა ყველაფერი ანო.დაელაპარაკე მოუსმინე და ნახავ თუ არ აპატიებ. უბრალოდ მოუსმინე.- -მადლობა ივლიტა.-დაიჩურჩულა ანომ -ჩუ ჩემო პატარავ, ჩუ.-თავზე ვაკოცე და ოთახიდან გავედით. გარეთ გასულებს მერეო მანქანაც დაგვხვდა. გეგი მარო ბებიასთან იდგა არასდროს დამავიწყდება თუ როგორ უყურებდნენ ერთმანეთს ანო და გეგი. ჩუმად იდგნენ და ერთმანეთს თვალებით ესაუბრებოდნენ. -ივლიტა...-მძლივს ამოილაპარაკა გეგიმ და გამომხედა-გთხოვ შენ თემოსთან ერთად წამოდი.ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. ისეთი თვალებით მიყურებდა გეგი რომ ეთქვა სიკვდილსაც კი გავყვებოდი. მხოლოდ მსუბუქად დავუქნიე თავი და თემოსაკენ წავედი,რომელიც მანქანას იყო მიყუდებული. კარი გამიღო და თავით მანიშნა დაჯექიო. მეც დავყევი მის ნებას და მანქანაში ჩავჯექი. დავინახე როგორ ჩასხდნენ გეგი და ანოც და წავიდნენ. მალე ჩაჯდა თემოც და მანქანა დაძრა. ხმას არ ვიღებდი. დავინახე რამდენჯერმე როგორ გამოიხედა ჩემკენ და შემგედ ისევ მიაბრუნა თავი. მის გვერდით ცოტა მეშინოდა. მისი არა უფრო მისი ტატუების და თვალების. -რა ხდება შენს ოჯახში?-სიჩუმე მისმა ხმამ გაფანტა. გაკვირვებულმა გავხედე მას. სუნთქვა შემეკრა. როგორც ჩანს მოუსმენია ჩემი და ანოს საუბარი. -არაფერი. -დავიჩურჩულე მე. -არაფრის გამო უწობ მას ჯოჯოხეთს?--გამომხედა თემომ. ის იყო სიტყვის თქმა დავაპირე რომ ჩემი ტელეფონი ამღერდა. ალბათ იგრზნო გავიფიქრე და ეკრანს კანკალტ გადავუსვი თითი. -გისმენ მამა.-ვუთხარი წართმეული ხმით.-კარგად ვართ კი.მოგიკითხავ აუცილებლად.-თემოს გავხედე-არა მამა...-მზიმედ გადავყლაპე ნერწყვი-არავინ არაა ბიჭი. მარტო ჩვენ ვართ.-დავინახე გაკვირვებულმა როგორ გამომხედა-არა არ გავდივართ გარეთ სულ სახლში ვართ. კარგი მამა ჭკვიანად ვიქნები. კარგად-დავასრულე საუბარი და ტლეეფონი ფრთხილად მოვიშორე ყურიდან. როგორ მინდოდა იმ წამს გავმქრალიყავი... -ანუ არაფერი?-გამომხედა თემომ -არაა ეს შენი საქმე-ვითქვი მე და ჩემ ხელებს დავხედე რომელებიც სულ მიკანკალებდა. -მითხარი რა ხდება...- მომთხოვნი იყო მისი ხმა.-შემომხედე-უფრო გაუმკაცრდა ხმა და მეც შეშინებულმა ავხედე მას. ახლაღა შევამჩნიე რომ მანქანა გაჩერებული იყო. -ეს უბრალოდ მამას აღზრდის მეთოდებია.-ვთქვი მე. -რა შედის ამ მეთოდებში?-არ ცხრებოდა ის. -მაგალითად ის რომ ახლა რომ მხედავდეს მამა სულ თმით მითრევდა.-ვთქვი მე და ვიგრძენი როგორ დამისველდა სახე. -ვერ გავიგე...-გაკვირვება დაეტყო მას. -რა ვერ გაიგე? ჩემთან ყველაფერი სხვაგვარადაა. არ ვიზრდები ჩვეულებრივად. არასდროს მქონია მამას და ძმის გარდა სხვა მამაკაცთან ურთიერთობა,არც კი შევხებივარ არავის. მამა ყოველთვის მიკრძალავას ბიჭებთან ურთიერთობას, მათთან საუბარს. მიზღუდავს ჩაცმულობას. ეს პირველი წელია,როდესაც მათ დასასვენებლად საკუთარი სოფლის გარდა სხვა ადგილას გამიშვეს. არ შეიძლება რომ მე მას არ დავემოჩილო. ის მახრჩობს მე... ამ საზიზღარი მეთოდებით მახრჩობს და ვერ ხვდება... მკლავს..-დავიჩურჩულე მე და ტირილს ვუმატე. ცოტა ხანს მხოლოდ ჩემი ტირილის ხმა ისმოდა. -დღეიდან ყველაფერი შეიცვლება დაიჩურჩულა თემომ და მანქანა დაძრა. მე აღარაფერი მითქვამს. საუბრის თავი ახლა ნამდვილად აღარ მქონდა. მალევე გამოჩნდა მდინარე და ჩვენც გავჩერდით ,მაგრამ გეგის მანქანა არსად ჩანდა. მანქანიდან გადმოვედი და თვალების ცეცება დავიწყე. -ისაუბრებენ და მოვლენ.-შემამჩნია თემომ რომ მათ ვეძებდი. მე იქვე ქვაზე ჩამოვჯექი და მდინარეს დავუწყე ყურება. თემო... თემო არის მეორე ბიჭი ვინც ასე ახლოს მოვიდა ჩემთან,მაგრამ მან... მან ახლა იცის თუ რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. არა და მიხაროდა რომ აქ არავის ეცოდინებოდა ჩემი ჯოჯოხეთის შესახებ. -არ შემოხვალ?-ფიქრებიდან თემოს ხმამ გამომიყვანა,რომელსაც მაისური გაეხადა და მე მიყურებდა. მისმა ტატუებმა კიდევ ერთხელ მომჭრა თვალი. თითოეული განსხვავებული და საინტერესო იყო. -არ მინდა.-ვთქვი მე და თავი დაბლა დავხარე. -ცურვა არ იცი?- მკითხხა მან. -არა.-ვუპასუხე ისე რომ თავი არც კი ამიწევა. -წამოდი მე შეგიყვან ნუ გეშინია-მითხრა თემომ. -არ მინდა...-ვთქვი მედა ფეხზე წამოვდექი. მახსოვს პატარა რომ ვიყავი შემთხვევით ჩავვარდი აუზში და მის შემდეგ მეშინია. -კარგი მაშინ გაიხადე მაინც ეგ სარაფანი,მასე ხომ არ იჯდები-მისი ნათქვამი ჩემთვის ბომბასავით იყო... მაშინვე შევხედე გაოცებულმა. -მამამ რომ გაიგოს...-არ მაცადა ბოლომდე თქმა. -ისე ვერაფერს გაიგებს.-თქმა თემომ და ჩემკენ წამოვიდა. მე თვლას არ ვაცილები. ჩემ წინ გაჩერდა . თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მკერდზე ცივი ხელების შეხბა ვიგრძენი. ჯერ ერთხელ შემდეგ მეორედ... ხელები ნელ-ნელა დაბლა მიიწევდნენ და ჩემი კაბის ღილებიც თანდათან იხსნებოდნენ. მეც კანკალს ვიწყებდი. ბოლო ღილი გახსნა და ხელები მხრებისაკენ წამოიღო.ფრთხილად გადამიწია მხრებზე კაბა და ისიც მაშინვე ძირს დაეცა. მე ვიდექი საცურაო კოსტუმის ამარა მის წინ. ის ხომ მხოლოდ ფორმალობისათვის მეცვა. დავინახე ჩემი თვალებიდან როგორ გადაიტანა მზერა ჩემ სხულზე და გამაკანკალა. მარჯვენა ხელი ჩემ ხელს ჩამოაყოლა... ბოლოს ხელი ჩამჭიდა და მდინარისაკენ წავიდა. -თემო გთხოვ...-მძლივს ამოვიჩურჩულე მე. ცხოვრებაში ასეთი სირცხვილი არ მიგრძვნია,ალბათ იმიტომ,რომ არც არასდროს ვმდგარვარ ბიჭის წინ ნახევრად შიშველი. თემო არ ჩერდებოდა და ვიგრძენი როგორ დამისველდა ტერფები. -თემო-ამოვიტირე მე. -შენთან ვარ... აქ ვარ და ნუ გეშინია.მომენდე-მითხრა მან ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. მე უკვ სულ ვკანკალებდი. თემოს წყალი ჯერ მუხლამდე იწვდა,შემდეგ წელამდე.მერე კი მხოლოდ მისი თავიღა ჩანდა. უფრო შემეშინდა. მე უკვე წელზე ვიგრძენი ცივი წყლის შეხება. -თემო მეშინია-ტირილით ვთქვი მე. ისე ემკენ წამოვიდა და ხელი უფრო მაგრად მომიჭირა. -აქ ვარ. ნახე ფეხს ვადგავთ...-მითხრა მან.წელზე ხელი მომხვია და მასთან უფრო ახლოს მიმწია. ვიცი იყო წყალი...ძალიან ცივი,მაგრამ მე მაინც მეწვოდა ისადგილი დადაც მისი ხელი მქონდა შემოხვეული. წყალი ნიკაპამდე მწვდებოდა. პირდაპირ თემოს სახესთან ვიყავი... თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. ვერაფერს ვამვობდი. -ათვლა დაიწყო. ეს პირველია შენ ერთდროულად დაარღვიე შენი ცხოვრების 5 აკრძალვა : 1. ხარ ბიჭტან ერთად, 2. ესაუბრე მას, 3 შენ ჩემ თვალწინ იდექი ნახევრად შიშველი. 4. შენ ხარ ჩემთან ერთად წყალში და 5. მე შენ გეხები. ახლაღა გავაცნობიერე ეს ყველაფრი და უკვე წარმოვიდგინე განრისხებული მამაჩემი. მე ისევ ვდმუდი. -დროა ავიდეთ ტუჩები გაგილურჯდა- მითხრა თემომ და ნაპირისაკენ მიბიძგა. წყლიდან ამოსულს კანკალი უფრო გამიმძაფრდა... ახლა უკვე მციოდა. თემომ მანქანიდან პლედი მოიტანა და ძირს დააფინა. მე ჩემი კაბისაკენ წავედი და მის ასაღებად დავიხარე. -არ გინდა.-თემოს სიტყვებმა გამაშეშა.-აქ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. შენ აქ შეიცვლები -მითხრა მან. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვერ ვვდებოდი ვერაფერს. მაგრამ გონებაში ჩემი ოცნებები და ფიქრები ამომიტივტივდა. რამდენჯერ მინატრია რომ მქონოდა ჩემი ცხოვრების შცვლის საშუალება და ახლა,ახლა სწორედ ეს დროა.წელში გავსწორდი და თემოსკენ მივბრუნდი,რომელიც პლედზე იჯა. ჩემ საქციელზე დავინახე ოდნავ როგორ გეღიმა. -დაჯექი-ხელით მიმანიშნა პლედზე. მეც ნელა წავედი მისკენ და მის გვერდით ჩამოვჯექი. უცებ ისევ ვიგრძენი წელზე მისი ხელი. შემდეგ კი ვიგრძენი როგორ მიმწია მისკენ და მის მკერდს მიმაყრდნო -ასე ჯობია-ჩაილაპარაკა მან და ხელები უფრო მომხვია. ვერაფერს ვამბობდი... არ ვიცოდი რა უნდა მექნა.თუმცა... თუმცა ვიცოდი ერთი,რომ მე ეს მსიამოვნებდა. რომ ეს ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის. უცხო და აკრძალული. არ ვიცი რამენ ხანს ციყავით ასე... სიჩუმე თემოს ტელეფონმა დაარღვია. -გისმენ... კარგწამოვალთ...-თვა მან და ყურმილი დაკიდა. მე თავი გვერდით მქონდა შებრუნებული და მას ვუყურებდი. მანაც ჩამომხედა და გამიღიმა. -გეგი იყო... სახლში მივდივართ.-მითხრა თემომ და წელზე ხელები შემიშვა. მე წამოვდექი და კაბა ავიღე.მოვიცვი და ღილების შეკვრა დავიწყე. თემომაც აკეცა პლედი . მისი მაისურიც ავიღე და მისკენ წავედი რომ მიმეცა. კიდევ ერთელ შევხედე მის ტატუებს ახლოდან და მივხვდი რომ მომწონდა ისინი. მაისური მივაწოდე და თმის ჩაწვნა დავიწყე. ცოტახანსი ორივე მანქანაში ვისხედთ და სახლისაკენ მივდიოდით. გამიკვირდა როცა ჩვენ სახლს გავცდით და ანქანა გეგის სახლთან გაჩერდა. -აქ არიან-მაშინვე მიმიხვდა თემო. შესავლელ კარში წინა შემთხვევა გამახსენდა და შიშმა შემიპყრო.ადგილზე გავშეშდი. -მოდი ნუ გეშინია.-მხარზე ხელი მომხვია და კარში შემიყვანა. არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ. ეზოში კოცონი დავანთეთ და სიმინდები შევწვით... უნდა გენახათ ანოს და გეგის თვალები. ღმერთო... ორივე ისეთი ბედნიერეი იყო... მიხაროდა მათი ასე ყოფნა. ახლა სხედან ხის მორზე.გეგის მასზე ხელი აქვს გადახვეული. მათ სახეებს ცეცხლის სინათლე ანათებს... ორივე მუდმივად იღიმის და ერთმანეთს სახეს და ხელებს უკოცნიან. თავი გვერდით მივაბრუნე დათემო დავინახე. ცეცხლს მისჩერებოდა... ეტყობოდა რომ ფიქრებით სადღაც შორს იყო. უცებ ამომხედა და შეუმჩნევლად გამიღიმა. მე პლედს უფრო ძლიერად მოვუჭირე ხლეები და ცას ავხედე. ისეთი ლამაზი იყო ცა... სურვილი მიცნდებოდა სულ სათითაოდ შევხებოდი ყველა ვარსკვლალვს... სახლში საკმაოდ გვიან გადავედით... გეგიმ გვითხრა დარჩითო,მაგრამ მარო ბებიას მარტო დატოვება არ გვინდოდა. ანომ და მე საუბარი მომდენო დღისთვის გადავდეტ და ემოციებით აღსავსეება დაძინება გადავწყვიტეთ. ისევ ვერ მოვხუჭე თვალი და კვლავ კედელს ვუყურებდი. სუნთქვა შემეკრა,როდესაც კედელზე კვლავ ბიჭის სილუტი დავინახე.სანათი აღარ ამინთია,წამოვდეი და ფაჯარასთან მივედი. ზუსტად ჩემ წინ იდგა. ზუსტად იმ თვალებით მიყურებდა. ერთხელ გამიღიმა და წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.