შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა საროსკიპოდან_ ''არც ისე მშვენიერია ცხოვრება'' (5)


4-09-2015, 02:38
ავტორი lisebeth
ნანახია 5 125

მარიმ თავი გააქნია. სახლში შესვლა არ უნდოდა. თავს ისე უხერხულად და შეურაცხოფილად გრძნობდა როგორც არასდროს. გიორგი მიხვდა ,რომ შეიზლებოდა მართლა წასულიყო და მის გადარწმუნებას ყველანაირად ეცადა.
-მარი მომისმინე. ახლა თუ წახვალ შესაზლოა ეს შეცდომა ვეღარასდროს გამოვასწოროთ.
-არ აქვს მაგას მნიშვნელობა. არ ხართ ვალდებული ჩემს გამო ასე გარისკოთ. არც იმაში ხართ ვალდებული ჩემზე ასე იზრუნოთ. მით უფრო მეგობარს ეჩხუბოთ.ის მართალია.
-რას ამბობ მარი რა მართალი... ამ ბოლო დროს სულ გააფრინა და გამოშტერდა. იმდენს სვამს მგონი ჩვენც ვეღარ გვცნობს.გამოფხიზლდება და ბოდიშს მოგიხდის რათქმაუნდა თუ ემახსოვრება რა გითხრა. შიგნით შემოდი და დაისვენე. დღეს მძიმე დღე გქონდა _ ხელი მოხვია გიორგიმ და სახლში შეიყვანა.
-მსახური მაგიდას აწყობს. _გამოვიდა ნოდარი._წამოდი მარი შენს ოთახს გაჩვენებ _წინ წაუძღვა ბიჭი და ზედა სართულში აიყვანა._აქ ჩემი მშობლების საზინებელია. აქ ჩემი ...და ესეც სტუმრების ანუ ამჯერად შენი. როგორც გინდა ისე გამოიყენე. როცა გინდა დაიძინე და გაიღვიძე. არავინ შეგაწუხებს .თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
-გმადლობ ნოდარ
ბიჭები მარისთან ერთად სუფრას მოუსხდნენ. სანდრი თითქოს გონს მოსულიყო. ნამდვილად უკეთესად გამოიყურებოდა.გიორგი მალევე წავიდა.არ უნდოდა ნიას ისევ სცენები გაემართა.
-ნია მომიკითხე გიო _მიაყვირა ნოდარმა
მსახურმა სუფრის ალაგება დაიწყო. მარიც ფეხზე წამოხტა მისახმარებლად ,მაგრამ ნოდარმა გამოუცხადა დაისვენეო.
გოგონა ისე რბილად და სასიამოვნოდ ჩაეშვა საწოლში თითქოს საუკუნე იყო არ სძინებია. რამდენი დრო გავიდა მას მერე რაც ასე მშვიდი ძილი არ ღირსებია. როგორც კი თავი ბალიშზე დადო მაშინვე ჩაეძინა.
დილით ,რომ ადგა თორმეტი ხდებოდა. ნოდარი უკვე გასასვლელად ემზადებოდა. კომპიუტერში რაღაცას იქექებოდა.
-დილამშვიდობის_მიესალმა გოგონა
-გამარჯობა. მე გავდივარ ნია უნდა ვინახულო .შენ ეცადე რამით გაერთო თუნდაც კომპიუტერით.
-კარგი...ნია ვინაა?
-ნია გიოს ცოლია. ორსულადაა და ჯერ არ მინახავს და მიმილოცია. აუცილებლად უნდა წავიდე. მოკლედ შენ იცი_გასაღებს სტაცა ხელი და გარეთ გავიდა.
-არც კი ვიცოდი ,რომ ცოლი ჰყავდა _გული შეუტოკდა მარის და დივანზე ჩამოჯდა. რაღაც უცნაური იგრძნო ,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. მით უფრო ,რო მსახური წამოადგა თავზე რა მოგართვათო. მარიმ რაღაც მსუბუქი სთხოვა და დახმარებაც შესთავაზა ,მაგრამ ქალმა უარი განუცხადა.მერე ლეპტოპი აიღო და ფეისბუქზე შეიხედა. მხოლოდ ლელას მოეწერა ჩვიდმეტი შეტყობინება.სთხოვდა მისი ამბები შეეტყობინებია.გადაწყვიტა მიეწერა:

''გამარჯობა ლელა. მე კარგად ვარ. ბევრი პრობლემა მქონდა ,მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები ,რომლებმაც დამეხმარნენ. გთხოვ ჩემზე არ ინერვიულო. მიყვარხარ. შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. ''

მიუხედავად ყველაფრისა გიორგის ნიასთან ჩხუბი არ ასცდა. გოგონამ დილას გაღვიძებისთანავე გამართა სცენები.
-წუხელ შუაღამემდე გელოდე. შეგეძლო დაგერეკა მაინც.
-ნოდართან ვიყავით და სევყევით.
-ვერ ვხვდები ნოდარია შენი ცოლი თუ მე. საერთოდ არ გაღელვებს რა მომივა?ნუთუ ასე გკიდივარ ფეხებზე?
-კარგად იცი ,რომ მასე არაა ,მაგრამ ახლა უკვე შენს გადარწმუნებას აღარ ვაპირებ. უკვე ძალიან დამღალე ...უნდა წავიდე. _ გიორგიმ პიჯაკი მოიცვა და გარეთ გავარდა.
-გაიქეცი ხო...ყოველთვის გარბიხარ როცა საქმე მე მეხება ... _ძირს რაღაც დაახეთქა და საწოლზე ჩამოჯდა. ცოტა ანში დედამთილმა დაურეკა და მოიკითხა. უხალისოდ უპასუხა კარგად ვარო და გიორგიზე საყვედურებით აავსო. ტელეფონი ,როგორც კი გათიშა მანქანის ხმა გაიგო ეზოდან და ფეხზე წამოხტა. ეგონა გიორგი მობრუნდაო ,მაგრამ სანდრი შერჩა. ქვემოთ არ ჩასულა . იფიქრა იქნებ წავიდესო ,მაგრამ არ გამოუვიდა.
-რა გადაწყვიტე ეტყვი შენს ქმარს ,რომ ჩემთან იწექი?
-ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა...
- ეს არ გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას ,რომ ბავშვი ჩემი არაა.
-არაა. ეს გიორგის შვვილია. გაეთრიე ცემი ოთახიდან და დაივიწყე რაც ჩვენს შორის მოხდა.
-არასოდეს
-გიორგიმ იცის ,რომ მისი ცოლი იმ დღიდან გიყვარს როცა გაიცანი ?
-გიორგიზე ადრე მე გაგიცანი. მანამდე შემიყვარდი ,მაგრამ მე განზე გავდექი როცა თქვენ დაქორწინება გადაწყვიტეთ.
-რის მერეც გალოთდი...
-და რითიც შენ გადასარევად ისარგებლე.
-ვიღაც მოვიდა_ყური მიუგდო ახლადმოსულ მანქანას ნიამ.
-ნოდარი...იცოდე მე არ გავჩუმდები თუნდაც გიორგის დაკარგვა მომიხდეს.
-გიორგის მშობლებმა გაგზარდეს როცა შენები დაიღუპნენ. ამას როგორ აკეთებ? გინდა ცხოვრება დაგვინგრიო.
-აღიარე ,რომ ჩემი შვილია...
-მოკეტე ნოდარი მოვიდა.
-სანდრი აქ ხარ?_კარი შემოაღო ნოდარმა
-ჩემს მოსანახულებლად მოვიდა_გამხიარულდა ნია
-გილოცავ ჯანმრთელი და ბედნიერი დაიბადოს. ესეც შენ გემრიელი შოკოლადები ..._პატარა კალათი გამოუწოდა ბიჭმა
-ამდენი? გავსუქდები ...
-არაუშავს ...გიორგი?
-როგორც ყოველთვის არაა...
-სანდრი წამოხვალ?
-არა მე სხვაგან მივდივარ.
-გაგიყვან...
-მანქანით ვარ ვერ დაინახე გარეთ? საღამოს შემოგივლი ...
-როგორც გინდა. თავს მიხედე ნია _მოეხვია ნოდარმა და წავიდა.

მარი მთელს დღეს ელოდა ლელას შემოსვლას ფეისბუქზე ,მაგრამ არა და არ ჩანდა. არადა როგორ უნდოდა ყველაფრის მოყოლით მოეოხებინა გული და ბოდიშიც მოეხადა ,რომ არ დაუჯერა. გოგონა არსად ჩანდა. პირველი საათი ხდებოდა და ალბათ უნივერსიტეტში იყო. ყველა მასავით ხომ არ იჯდა სახლში. ახლაღა მოაგონდა რამდენი დრო დაკარგა. ალბათ როგორ ჩამორჩა პროგრამას...მალე გამოცდები მოახლოვდებოდა ის კი არაფრის აზრზე არ იყო . დევნილი სხვის სახლში იმალებოდა. ამ ფიქრებში იყო გართული მინის კარი ვიღაცამ გადასწია. გოგონას ისე შეეშინდა ლამის ნოუთბუქი ძირს გადმოუარდა.
-გიორგი?
-ნოდარი არ არის?
-არა შენი ცოლის სანახავად წავიდა. თქვა ჯერ არ მიმილოცნია ბავშვიო...
-ხოო?
-რომ მცოდნოდა მეც მოგილოცავდი.იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.
-მეც მაგის იმედი მაქვს.
-ბავშვი ღვთის წყალობა და სიხარულია.ცხოვრებას რადიკალურად ცვლის...
-გმადლობ მოლოცვისთვის. _თვალი გაუსწორეს ერთმანეთს_ მინდოდა მე და ნოდარი ბარში წავსულიყავით.
-რაა?
-ჰო თუ ასე უბრალოდ გავქრებით მაშინვე მიხვდებიან ,რომ რაღაც მოხდა. მივალთ და მოგიკითხავთ.
-არ წახვიდეთ მეშინია იმ ხალხის. რამე შარს არ გადაეკიდოთ_ შეევედრა მარი
-შენ მაგაზე არ იჯავრო...ვგავარ იმ ადამიანს ასე ,რომ ეშინია? არაფერი მოხდება დამიჯერე. ნოდარს დავურეკავ და ვთხოვ მოვიდეს.
მარიმ ნერვიულობისგან ხელების ფშვნეტა დაიწყო,მაგრამ ვერაფერი თქვა და დივანზე ჩამოჯდა. უყურებდა როგორ ელაპარაკებოდა ძმაკაცს ტელეფონზე და შიში უფრო მეტად იპყრობდა.
-რა მოხდა?
-დაველოდები ცოტა დამაგვიანდება საქმეებზე ვარო.
-დალევ რამეს? ყავა ან ჩაი?
-მხოლოდ ყავა
-კარგი მოგიტან
მარი სამზარეულოში წავიდა და მალევე გამოჩნდა. ხელში თეთრი ფინჯანი ეკავა.
-მარი ხვალ მოვიცლი და წაგყვები ან ნოდარს ვთხოვ და გამოგყვება. ტანსაცმელი უნდა იყიდო. ასე ვერ იქნები...
-ხო მაგრამ...
-ფულზე არ ინერვიულო. ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ.
-ხო მაგრამ...
-არანაირი მაგრამ...
ამის მერე წყვილი კარგა ხანს ისხდა გაჩუმებული. ერთმანეთისთვის მანამ არაფერი უთქვამთ სანამ ნოდარი არ მოვიდა. დაახლოებით ოთხი იქნებოდა.
-სანდრიზე ვარ გაბრაზებული_მიახალა მეგობარს
-რა სჭირს?
-შენთან ვნახე ისიც მოსალოცად მოსულა ,მაგრამ წესიერად არც კი დამელაპარაკა.
გიორგის რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ ნოდარის ტელეფონმა დარეკა და გგაჩერდა.
-გისმენთ?...კი მე ვარ...მოხდა რამე? კი მაგრამ ჯერ ხომ ადრეა?რააა?_აღმოხდა ნოდარს და სახე ეცვალა._კარგი...გასაგებია ახლავე მოვალთ....
-მოხდა რამე?_მიეფეთა გიორგი. მარის ჟრუანტელმა დაუარა.
-კი მოხდა წავიდეთ ახლავე.
-ბიჭებო ეს მეც მეხება?_მორიდებით იკითხა მარიმ ,მაგრამ ნერვიულობის პიკზე იყო.
-არა შენ არა _დარწმუნებით თქვა ნოდარმა. ჩვენი ერთი მეგობარია ავარიაში მოყოლია და საავადმყოფოსი უნდა წავიდეთ.
გიორგიმ ვერ გაიგო რა მოხდა. ნოდარი გარეთ გავარდა და თან გაჰყვა.მარის გულმა ცუდი უგრძნო.
-რა მოხდა ბიჭო?_დაუყვირა გიორგიმ მანქანაში,რომ ჩასხდნენ.
-სანდრი
-რა სანდრი ...ავარიაში მოყვა?
-ბარშია...ქეთინო იყო...ან ახლავე მოხვალთ ან არა და თქვენნს თავს დააბრალეთო.
-რაა?
-სანდრი ყავთ ...ვერ გავიგე რა მოხდა ,მაგრამ იციან მარი ჩვენ რომ ვიპოვეთ

ნოდარმა გიჟივით გააქროლა მანქანა და მანამ არ გაჩერებულა სანამ ბართან არ მივიდნენ. გარეთ სრული სიმშვიდე იყო. ალბათ ჯერ ისევ ადრე იყო ხალხმრავლობისთვის. დაცვის ბიჭებმა არ გაატარეს, მაგრამ როცა გაიგეს ბოსი ელოდებოდათ კარი ფართედ გაუღეს. იქაურობა ცარიელი იყო. გოგონები არსად ჩანდნენ. ოთახის ცენტრში მაგიდასთან შლაპიანი ნაცნობი კაცი იჯდა. გვერდით სკამზე სანდრი ,რომლისთვისაც ფისტოლეტი დაემიზნებიათ.იქვე იდგა ქეთინოც. ბიჭებს ალმაცერად გახედა და გაუღიმა.
-რას აკეთებთ?_გაიწია ნოდარმა ,მაგრამ გიორგიმ გააკავა.
-როგორ გაბედეთ ჩვენი გოგოს წაყვანა?
-რაა?_შეიცხადა ნოდარმა
-ყველაფერი ვიცით. წუხელ მთვრალი მობრძანდა პირველ საათზე და ჩვენს ერთ-ერთ გოგოსთან წამოსცდა._გიორგიმ თვალები დაუქაჩა მეგობარს. მას კი არც იცოდა რა მოემოქმედებინა.
-გოგონა უნდა დააბრუნოთ _ამოთქვა შლაპიანმა დინჯად _ვიცით , რომ თქვენთანაა
-გოგონა ჩვენ არ წაგვიყვანია. ჩვენ ის ვიპოვეთ...
-ის ამ ბარის საკუთრებაა. ვინც აქ შემოვა უკან ვეღარ გავა...ეს კანონია...
-ის გოგო უკვე ჩემია...მე მასში უზარმაზარი თანხა გადავიხადე. მე ის ვიყიდე. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი.
-ასე ვერ მოვრიგდებით. გოგონს მოიყვან და ამას წაიყვან _მიანიშნა სანდრიზე.
-გოგონას არ მოვიყვან. ის ჩემთან დარჩება. ამას კი ახლავე გაუშვებთ_თქვა გიორგიმ და თვალი გაუსწორა.
-მართლა?
-მართლა...თქვენ ვინ გგონივართ? ვიღაც ვიგინდარა ,რომელსაც მოატყუებთ? იცით ვინ ვარ და რას წარმოვადგენ ან მე ან ჩემი ოჯახი ?
-ფეხებზე ა
-რომ გაიგებთ არ დაიკიდებთ. მამაჩემი ეს ესაა საარჩევნო კამპანიას იწყებს. სხვათაშორის არაჩვეულებრივი რეკლამა იქნება როგორ დაამხო უკანონო პროსტიტუცია ქალაქის მომავალმა მერმა.როგორ იხსნა გოგონები მონობისგან.არ დაგავიწყდეთ ,რომ მოწმე სახლში მიზის.
-მიწვევ?
-გაფრთხილებთ თავი დაანებეთ იმ გოგოს. დაივიწყეთ მისი არსებობა. ის თქვენ აღარასდროს შეგაწუხებთ და ....
-ასეე არ გამოვა...მან ბევრი რამ იცის...
-ის არაფერრს იტყვის.
-როგორ ვიყო ამაში დარწმუნებული?
-სიტყვაზე უნდა მენდოთ
-სიტყვაზე?_გადაიხარხარა კაცმა
-ან ახლავე გაუშვებთ ჩემს ძმაკაცს ან არა და ნახევარ საათში აქაურობას მთელი ქალაქის პოლიცია აიღებს.
-როგორ ბედავ?
-ჩვეულებრივად. შენი არ მეშინია და არც ვაპირებ რამე დაგითმო. იცოდე იმ გოგოს დევნას თუ არ შეეშვები ყველანი ცუდად დაასრულებთ. ეს ამბავ გადაგიყოლებთ. იცოდეთ არ დაგითმობთ ... ჩემს ოჯახთან პრობლმებს კი არ გირჩევთ. ახლა კი თქვენის ნებართვით _გიორგიმ მზარში ხელი წაავლო სანდრის და წინ გამოიგდო. ბიჭი თავჩარუნული იყო და ხმას ვერ იღებდა.
-ეს შენი საბოლოო გადაწყვეტილებაა?
-ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვაა_გადაჭრით თქვა გიორგიმ_მარი ამ კედლებს ვეღარასდროს ნახავს. თუ გგონიათ რომ გეხუმრებით გამომცადეთ. ახლა სჯობს დაგტოვოთ ..._გიორგიმ სანდრის ხელი უჯიკა და კარისკენ გამოაგდო. ნოდარი გაოცებული უყურებდა მეგობრის საქციელს. ხმა ვერ ამოიღო თავჩაღუნული გაჰყვა უკან. ოთახში არავინ განძრეულა. ქეთინოს სიტყვაც არ დაუძრავს. მხოლოდ ერთხელ გაიგონეს ზურგს უკან მსხვრევის ხმა. ეტყობოდა რაღაც გატეხეს თუ ისროლეს



№1  offline წევრი tatuli)

მთელი დღე ამას ველოდები რა კარგი ხარ და რა კარგად წერ :* :* :*

 


№2  offline წევრი მარუშკა

ძალიან მომწონს❤️გამიხარდა სათაური რომ წავიკითხე❤️

 


№3  offline წევრი nini :)

აუ მაგრი იყო ძაან მომეწონა აუ მალე უთხრან რა გიოეგის რომ ნია სანდრისგანაა ფეხმძიმედ

 


№4 სტუმარი თინათინ

კიდეა გაგრძელებაა? ერთ ამოსუნთქვად წავიკითხე...

 


№5  offline წევრი Just give me a Hand . . .

მალე დადე რაა :(((

 


№6 სტუმარი marlene

Sabedisweroebs rodis dadeb?momwons dzalian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent