შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოიისფრო [3]


4-09-2015, 17:19
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 769

-_-_-_-_-_-_-

ქორწილმა ზედმეტად უბრალოდ ჩაიარა.. თეთრი სარაფანი ეცვა.. წაბლისფერი თმა ზურგზე დაეყარა, არავითარი მაკიჟი, თვალები კვლავ სევდით ჰქონდა სავსე.. ხელი სახლის ეზოში მოაწერეს..
საოცრება იყო ბაიასთვის, ვერ წამოიდგენდა ასე თუ გააბედნიერებდა რამე ამ მდგომარეობაში. ეზოში როგორც კი გავიდა, თვალები გაუფართოვდა, მთელი ეზო იასამნით იყო მორთული, მის გასავლელ ბილიკზე იასამნის ხეივანი გაეკეთებინათ.. ბილიკი გაიარა, მიმოიხედა, ყველა მას უღიმოდა.. თავზე შეხება იგრძნო, იასამნის სურნელი კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნო, თავზე იასამნის გვირგვინი ჰქონდა, მის წინ კი ლექსო იდგა უშველებელი იასამნის თაიგულით.. გაეღიმა..

მოიისფრო [3]


- მადლობა _ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ანიშნა. ოდნავ დაუქნია ლექსომ თავი და გაუღიმა.

იქორწინეს, ქორწილში მყოფი რამდენიმე სტუმარიც მალე წავიდა.. და მაინც დამღლელი საღამო გამოვიდა, ემოციურად დამღლელი..
ოთახში უნდა ასულიყო. ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა ლექსომ ხელში და ოთახისკენ წაიყვანა, ლოგინზე მიაწვინა, კარებისკენ შეტრიალდა ბაიას ხმა რომ გაიგო.

მოიისფრო [3]


- ლექსო, მადლობა დღევანდელი დღისთვის _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- შევამჩნიე იასამნებს როგორ უყურებ ხოლმე..
- ჰო, მიყვარს..
- მიხარია თუ სულ ოდნავ მაინც შევძელი შენი გაბედნიერება _ გაუღიმა _ ძილინების..

ოთახიდან გასულმა, ოთახში იასამნის სურნელი დატოვა. აქამდეც ბევრჯერ მიუქცევია ამისთვის ყურადღება, ბიჭის სურნელი ყოველთვის რაღაც ნაცნობს ახსენებდა და იმ დღეს პირველად მიხვდა რომ იასამანი იყო.. მისთვის ასეთი საყვარელი..

-_-_-_-_-_-_-

დილით რომ გაიღვიძა, იასამნის სურნელი იგრძნო კვლავ.. სარკის წინ იასამნის თაიგული იწონებდა თავს.. გაეღიმა. თითქოს მიხვდა ლექსოს ნამოქმედარი რომ იყო, მაგრამ რაღაც არ აძლევდა ბოლომდე დაჯერების საშუალებას. მოიისფრო იასამანი, თავისი გრილი და ამავდროულად სასიამოვნო არომატით.. ზუსტად შეეძლო ეთქვა, რომ უკვე მოიისფრო იყო ყველაფერი გარშემო.

სამზარეულოში ბაია, ბებია და ნელი დეიდა იყვნენ.. თებრონემ უნდა წავიდეთო..

- იქნებ დარჩენილიყავით _ ჩუმად თქვა ბაიამ.
- არა შვილო, სოფლის საქმეს ამდენი ხნით ვერ მივატოვებ.
- თათუ მაინც დაგეტოვათ.
- თათუ მარტო ჩემთან რჩება, ხანდახან ლექსოსთანაც.
- თქვენთან ცხოვრობს თათული?
- ჩემი შვილი თათულიზე მშობიარობას გადაყვა, რამდენიმე კვირაში სიძეც დაიღუპა ავარიაში _ ხმა აკანკალებოდა ქალს _ ლექსო თათულის ვერ მიხედავდა, მე სოფლიდან ვერ წამოვიდოდი, ამიტომ ჩემთან წავიყვანე.
- რამდენი წლის არის?
- მეშვიდე წელშია.
- რა პატარაა.. სკოლაში დადის?
- ჯერ არა, სექტემბრიდამ დაიწყებს.
- სოფელში უნდა ატაროთ?
- ლექსოს უნდოდა აქ წამოეყვანა, მაგრამ ვერ ხერხდება. მე ვერ წამოვალ და ლექსოც ვერ მიხედავს აქ მარტო.
- არ ვიცი ამას უნდა გეუბნებოდეთ თუ არა, მაგრამ თათუ რომ აქ დატოვოთ? მე შევძლებ მის მოვლას, მეცადინეობას, ნელი დეიდაც დაგვეხმარება.. სანამ აქ ვიცხოვრებ იქამდე მაინც, მერე თვითონაც შეეჩვევა თქვენ გარეშე ყოფნას.
- მოვლას რომ შეძლებ ამაში ეჭვი არ მეპარება, თათულის უნდა ვკითხოთ აზრი, თუ თანახმა იქნება, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ შენი მკურნალობა? ეს ყველაფერი ხომ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს..
- იმედია სექტემბრამდე ყველაფერს მოვასწრებ _ ღრმად ამოისუნთქა _ თუ ვერ შევძელი, მაშინ თათუს წამოყვანასაც ვერ მოვახერხებთ.. ლექსო სახლშია?
- არა, დილით ადრე წავიდა. _ თითქოს საკუთარი ეჭვები დაამტკიცა.

-_-_-_-_-_-_-_-

ყველას გასაოცრად, თათული დათანხმდა ლექსოსთან და ბაიასთან ერთად ცხოვრებას. იმ დღეს ისევ სოფელში უნდა გაეცილებინათ.

- როგორც კი პასუხები იქნება გამაგებინეთ _ გააფრთხილა თებრონემ ლექსო. _ მანამდე თუ მოახერხებთ, სოფელში ჩამოდით ბებო, მოუხდება ახლა სუფთა ჰაერი, დაისვენებთ ცოტას.
- კარგი, პასუხები ორ კვირაში უნდა იყოს, მანამდე იქნებ რამდენიმე დღით ჩამოვიდეთ კიდეც _ გაუღიმა ლექსომ.
- ნახვამდის თათული _ ღიმილით დაემშვიდობა ბაია და ხელები გაშალა მის ჩასახუტებლად. მორცხვი ნაბიჯებით მიუახლოვდა პატარა ეტლს და ჩაეხუტა. გაეღიმა, იმხელა სითბო იგრძნო ამ პატარა არსებისგან.. მისი ობლობაც ტკიოდა.. იგრძნო რომ რაღაც ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში და გაბედნიერდა.

-_-_-_-_-_-_-

ცხოვრება გაგრძელდა.. არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ყოველ დილით ოთახში იასამნის დიდი თაიგული ხვდებოდა ბაიას. ყოველ დილას მოიისფრო ღიმილით იწყებდა..
საღამოებს ელოსთან და დემნასთან ერთად ატარებდნენ. ასე ორივე უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს. აღარ იყვნენ უცხოებივით, მაგრამ მაინც არსებობდა მათ შორის კედელი.. ლექსოს ისევ არ ასვენებდა დანაშაულის გრძნობა და უფრო მძაფრადაც კი განიცდიდა. ყოველთვის, ბაიას სევდიანი თვალების დანახვისას თვითონ უფრო მეტად ტკიოდა.. უმოქმედობა აგიჟებდა, ვერ უძლებდა, ვერ იტანდა, რომ ვერაფერს აკეთებდა..

-_-_-_-_-_-_-

ერთ კვირაში პასუხები იქნებოდა, ყველაზე მძიმე ერთი კვირა ელოდათ წინ. თითქოს გაუცხოვდნენ კიდეც.. ლექსო ძირითადად არ იყო სახლში.. როცა შინ ბრუნდებოდა, ბაიას ვერ ხედავდდა.. ერთადერთი რაც იმ პერიოდში აკავშირებდათ იასამანი იყო, ყოველ დილით..

- ბაია _ ოთახის კარები შეაღო ლექსომ.
- გამარჯობა.
- ბაია, იცი, ვიფიქრე სოფელში ხომ არ წავსულიყავით, თან ბებომ დაგვპატიჟა, ცოტას დაისვენებ, განიტვირთები..
- თითქოს სულ დასვენებული არ ვიყო _ ტკივილიანად გაიღიმა _ რა ვიცი, როგორც გინდა.
- ბაია მე შენ გკითხე, შენი აზრი მაინტერესებს.
- არ ვიცი. ჩემთვის სულ ერთია აქ ვიჯდები ეტლში თუ იქ.
- ბაია გეყოფა.
- კარგი, წავიდეთ თუ ასე მნიშვნელოვანია ჩემი ერთი სიტყვა, წავიდეთ.
- ბაია!
- რა გინდა? რა?!
- ძალიან მარტივად მინდა კითხვაზე პასუხი, მაგრამ შენი აზრი, წვაიდეთ სოფელში თუ არა?
- წა-ვი-დეთ!
- კარგი, ხვალ დილით გავიდეთ.
- კარგი.

მომზადებაში ნატა დაეხმარა, ბარგიც ჩაალაგეს. ლექსომ პროდუქტი იყიდა სოფლისთვის, ეტლი საბარგულში ჩადო. ბაია წინა სავარძელზე დასვა, ღვედიც თავისი ხელით შეუკრა. ვერაფრით აიძულა თავს მისი სურნელი არ შეეგრძნო. დაიფიცებდა, რომ ზუსტად იმ მოიისფრო იასამნის სურნელი ჰქონდა. მოიისფრო სარაფანში გამოწყობილი აგიჟებდა ლექსოს. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, მაგრამ ბაია მართებდა იმ რაღაცას.
ნატასაც შეუთანხმდნენ და ისიც წაიყვანეს რაჭაში.

- რომელი სოფელია? _ იკითხა ნატამ.
- ნიკორწმინდა _ ღიმილით უპასუხა ლექსომ.
- ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო,
სვეტი ნიკორწმინდა.. (გალაკტიონ ტაბიძე) _ ჩაიბურტყუნა ბაიამ.
- რა თქვი? _ გაკვირვებით გადახედა ლექსომ.
- არაფერი, ისე..

რამდენიმე საათი გაატარეს გზაში. დამღლელი იყო, თუმცა ბაია არ დაღლილა, აღფრთოვანებული ათვალიერებდა გარემოს. მართლაც კარგი იდეა იყო იქ წასვლა. არ იმჩნევდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა პასუხებზე. არ უნდოდა სამუდამოდ ეტლს ყოფილიყო მიჯაჭვული, არ უნდოდა სამუდამო ტვირთად დასწოლოდა ლექსოს.. ისევ სურდა ფეხზე გავლა და როგორც კი ამას შეძლებდა, მაშინვე წავიდოდა ბიჭისგან, წავიდოდა და ბედნიერების საშუალებას მისცემდა.
ლექსო ბაიაზე მეტადაც კი ღელავდა.. დანაშაულის გრძნობას ვერაფერს უხერხებდა. ისევ ტკიოდა უმოქმედობა და ბაიას თვალები.. ვერც იმ უცნაურ გრძნობას უძებნიდა წოდებას.. არ იცოდა რა მოხდებოდა, მაგრამ მაინც, თუ პასუხები უარყოფითი იქნებოდა, თუ ბაია ვეღარასდროს შეძლებდა გავლას, მზად იყო მთელი ცხოვრება მასთან გაეტარებინა.. ზუსტად ასე, უსიყვარულოდ, მაგრამ რაღაცნაირი, უსახელო გრძნობით.
_______
ესეც მესამე თავი შოკოლადებო.. ველი შეფასებებს.. მიყვარხართ..



№1  offline მოდერი ლილიანა

რაჭა love
კარგად წერ მომწონს
მხოლოდ ერთი მაგრამააა....

ბაიას დედის გულგრილობა და დამოკიდებულებას მიზეზი აქვს თუ უბრალოდ არ წამოწიე წინა პლანზე?

ჰო ფოტოზე ძალიან საყვარელია

შენ გგავს ხო იცი love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი nestanuka13

ამ სათაურით მე მგონის ადრეც იბეჭდებოდა და ის ისტორია მეგონა, რატომღაც ზუსტად დასასრულზე გაწყრა ავტორი და სულ დაიკარგა და თავიდან რომ დავინახე ის მეგონა, კარგი ისტორიაა მომწონს შინაარსი უბრალოდ ჩემი აზრით თითქოს ცოტა ზედაპირულად წერ და უფრო ემოციებით რომ დაწერო სჯობს, ავტორი შენ ხარ და შენ იცი როგორც სჯობს :)

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

ფოტო ნამდვილად კარგად შეგირჩევია.
რატოღაც ბაიას დედის სახეს ველოდი,განსაკუთრებით,ახლა,როცა ქოწილი გადაიხადეს და ასეთ მნიშვნელოვან დღეს,ვფიქრობ,უნდა გამოცენილიყო,მაგრამ ეს შენი არჩევანი იყო,რომ არ წამოსწიე წინა პლანზე.ალბათ,შემდეგ თავში გამოაჩენ.


ვფიქრობ,სჯობდა ქორწილი გადაეხადათ პასუხის შემდეგ,მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ეს უკანასკნელი უარყოფითი იქნებოდა,დადებითის შემთხვევაშიადრე თუ გვიან დაშორება მაინც მოუწევთ(თუ ზრაპრულმა იასამანთა სურნელმა არ შეაყვარათ ერთმანეთი).
საერთოდ იმაზეც კი დავფიქრდი,რომ რა საჭირო იყო ეს ქორწილი.როგორც და-ძმას,უფრო სწორედ,როგორც მსხვერპლსა და დამნაშავეს ისე ეცხოვრათ ან რა საჭირო იყო რაიმე სტატუსი.თვითონაც ხომ იციან რას გრძნობენ.უბრალოდ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რადგამ მოთხრობაში მხოლოდ ის იყო აღწერილი როგორ ჰქონდათ ქორწილი,რა ეცვათ...და სულ არ იყო გამახვილებული ყურადღება მათ სიახლოვეზე(რატომღაც მეგონა,რომ რაღაც დამალდა კითხვისას),მაგრამ რახან ასე გადაწყვიეტე,შენი არჩევანი.

ველოდები შემდეგს.საინტერესოა სოფელი როგორ იმოქმედებს მათზე.. winked

 


№4  offline მოდერი მარრიამი

ლილიანა
რაჭა love
კარგად წერ მომწონს
მხოლოდ ერთი მაგრამააა....

ბაიას დედის გულგრილობა და დამოკიდებულებას მიზეზი აქვს თუ უბრალოდ არ წამოწიე წინა პლანზე?

ჰო ფოტოზე ძალიან საყვარელია

შენ გგავს ხო იცი love

ჰო, უბრალოდ არ წამოვწიე წინა პლანზე, მაგრამ რადგან დაინტერესება გამოიწვია, აუცილებლად გამოვასწორებ..
nestanuka13
ამ სათაურით მე მგონის ადრეც იბეჭდებოდა და ის ისტორია მეგონა, რატომღაც ზუსტად დასასრულზე გაწყრა ავტორი და სულ დაიკარგა და თავიდან რომ დავინახე ის მეგონა, კარგი ისტორიაა მომწონს შინაარსი უბრალოდ ჩემი აზრით თითქოს ცოტა ზედაპირულად წერ და უფრო ემოციებით რომ დაწერო სჯობს, ავტორი შენ ხარ და შენ იცი როგორც სჯობს :)

კიი იყო ისტორია ამ სათაურით.. მადლობა რომ კითხულობ, ვეცდები გავითვალისწინო ^^
drunkinlove
ფოტო ნამდვილად კარგად შეგირჩევია.
რატოღაც ბაიას დედის სახეს ველოდი,განსაკუთრებით,ახლა,როცა ქოწილი გადაიხადეს და ასეთ მნიშვნელოვან დღეს,ვფიქრობ,უნდა გამოცენილიყო,მაგრამ ეს შენი არჩევანი იყო,რომ არ წამოსწიე წინა პლანზე.ალბათ,შემდეგ თავში გამოაჩენ.


ვფიქრობ,სჯობდა ქორწილი გადაეხადათ პასუხის შემდეგ,მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ეს უკანასკნელი უარყოფითი იქნებოდა,დადებითის შემთხვევაშიადრე თუ გვიან დაშორება მაინც მოუწევთ(თუ ზრაპრულმა იასამანთა სურნელმა არ შეაყვარათ ერთმანეთი).
საერთოდ იმაზეც კი დავფიქრდი,რომ რა საჭირო იყო ეს ქორწილი.როგორც და-ძმას,უფრო სწორედ,როგორც მსხვერპლსა და დამნაშავეს ისე ეცხოვრათ ან რა საჭირო იყო რაიმე სტატუსი.თვითონაც ხომ იციან რას გრძნობენ.უბრალოდ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რადგამ მოთხრობაში მხოლოდ ის იყო აღწერილი როგორ ჰქონდათ ქორწილი,რა ეცვათ...და სულ არ იყო გამახვილებული ყურადღება მათ სიახლოვეზე(რატომღაც მეგონა,რომ რაღაც დამალდა კითხვისას),მაგრამ რახან ასე გადაწყვიეტე,შენი არჩევანი.

ველოდები შემდეგს.საინტერესოა სოფელი როგორ იმოქმედებს მათზე.. winked

მადლობა რომ კითხულობ მარიამ და არ დაიზარე ამხელა კომენტარის დაწერა.. ბოდიში თუ იმედები გაგიცრუე, ვეცდები შემდეგი თავი უფრო საინტერესო იყოს.. ზემოთ ჩამოთვლილ დანარჩენ რამე-რუმეებსაც გავითვალისწინებ.. ვეცდები ^^

 


№5 სტუმარი Ellen

Yo, good loiokn out! Gonna make it work now.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent