შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელახალი დაბადება (2)


4-09-2015, 22:48
ავტორი divergent
ნანახია 2 015

ლუკამ გზად სამსახურში გაიარა, თანაშემწეს მითითებები მისცა , დაუბარა რამდენიმე დღე არ ვიქნებიო და შემდეგ საავასმყოფოში წავიდა. მისაღებში ნელი სვლით შევიდა, კარგად თუ დააკვირდებოდა ვინმე მისი ნაბიჯების ხმას , მიხვდებოდა თუ რამდენად სერიოზული პიროვნებაა ლუკა ონიანი.
მედდას ზრდილობიანად მიესალმა და ჰკითხა თუ სად შეიძლებოდა ენახა გუშინ ღამით შემოყვანილი გოგონას მკურნალი ექიმი.
ახალგაზრდა ქალი შეუზღვა ლუკას ექიმის კაბინეტში..
-ბატონო ირაკლი, მეჩვიდმეტე პალატის პაციენტთან დაკავშირებით არიან თქვენთან .
-მადლობ, თამარ! უთხარი, შემოვიდეს.
-გამარჯობა! მე...
-ვიცი ბატონო ლუკა ვინც ბრძანდებით.. ნიკომ დამირეკა და გამაფრთხილა...
-როგორი მდგომარეობაა?
-თვითონ ნახეთ

***
ლუკა სახლში განადგურებული დაბრუნდა. ზურგს უკან კარი მძიმედ დახურა. მისაღებში შევიდა და იქ გასაოცარი სანახაობა დახვდა.
-რატი, კი მაგრამ, აქ რას აკეთებ..
-შენ რომ თქვი ჩემზე უარი ძამიკო, მერე დედას დავურეკე...
- ნანას ამბავი ხომ იცი- ლაპარაკში ლევანი ჩაერია- დედაშენმა ისტერიკები გამართა, სხვა გზა არ მქონდა.
- ახსნა არაა საჭირო, მამა...
-ლუკა,როგორც იქნა მოხვედი-ოთახში ნანა შემოვიდა ოჯახის ადვოკატთან ერთად- ბატონმა ზურაბმა ყველაფერი გაარკვია, ნახევარი საქმე გაკეთებულია.
-რა გაიგეთ ბატონო ზურაბ?
- მარიამ ლიპარტენიანი, 20 წლის.. მშობლები სვანეთში ცხოვრობენ, გოგონა სასწავლებლად იყო ჩამოსული.. აქ მამიდა ჰყავს და მას შეატყობინებენ გოგონას ამბავს... მშობლები ვერ ჩამოდიან... დრდა ავადმყოფობს , მამა კი უარს აცხადებს ქალაქში ჩამოსვლაზე... ხვალ წავალ და ფულს შევთავაზებ, რათა...
- მე წავალ- წამის მეასედში მზერა ყველამ ლუკასკენ მიაპყრო- მე წავალ და დაველაპარაკები ოჯახის წევრებს, ფულს არ შევთავაზებთ, უბრალოდ ბოდიშს მოვიხდი მთელი ოჯახის სახელით.
- გაგიჟდი? შენს ძმას დაიჭერენ
- დაიჭირონ ნანა , დაიჭირონ...
-რას ამბობ , შვილო
- თქვენ არ გინახავთ ის გოგო, თქვენ არ გინახავთ რა დღეში ჩააგდო ამ ნაძირალამ... ფულს არ შევთავაზებთ გასაგებია? მეყო რაც გისმინეთ ამის უმსგავსობებთან დაკავშირებით, აქ ფული ვერ გიშველით

***
სვანეთში დილით ადრე გაემგზავრა. ექვს საათიანი მგზავრობის შემდეგ ლიპარტენიანები სახლის წინ მდგარმა რამდენიმე წუთი. დაჰყო... არ იცოდა იქ შესულს რა ინდა ეთქვა, როგორ ჩაეხედა მარიამის მშობლებისთვის თვალებში...
* * *
კარი ორმოციოდე წლის კაცმა გაუღო, წამებში მამაკაცის თვალები მძვინვარე ცეცხლის ალებმა მოიცვა :
- აქ რამ მოგიყვანათ- კაცი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, ეტყობოდა დიდი ძალისხმევის ფასქდ რომ აკეთებდა ამას...
-შეიძლება დავილაპარაკოთ?
-მობრძანდით...

^^^
-მე ლუკა ონიანი ვარ, რატი ონიანის ძმა...
-გინდოდათ გეთქვათ ის ჩემი ძმაა, რომლმაც შენი შვილი გააუბედურა და საქვეყნოდ შეგარცხვონათო...
-ბატონო...
- ჯარჯი
-ბატონო ჯარჯი, აქ მე ბოდიშის მოსახდელად ჩამოვედი, ვიცი ამით ვერაფერს შევცვლი, მაგრამ უნდა მოვსულიავი...
- ეჭვი მეეპარება აქ მხოლოდ მაგიტომ იყოთ, იცოდეთ თქვენი ფული...
- მერწმუნეთ ფულის შემოთავაზებას ვერც კი გაკადრებთ, სიმართლეს გეტყვით ეს პირველი იყო , რაც გავიფიქრე ჩემი ძმის დასახმაებლად, მაგრამ მას შემდეგ რაც მარიამი ვნახე - ლუკას ხმა ჩაუწყდა , არ იცოდა როგორ გაეგძელებინა - საუბარი, თავი აწია და კაცის ცრემლიან თვალებს წააწყდა...
- სოფლის ცხოვრება ძნელია, აქ ჩმი შვილის ამბავი მალევე ჩამოაღწევს , სოფლიდან მომკვეთენ შერცხვენილ შვილს უკან თუ მივიღებ...
-შეგვიძლია ისე გავაკეთოთ ყველაფერი,რომ
-უკვე გითხარით , თქვენი ფული არ გვჭირდება. იმ ნაბიჭვარს ეს არ შერჩება.ლ
მის გამო ჩემი შვილი ვეღარ დაუბრუნდება თავის მხარეს, ვეღარ აისრულებ ბავშვობის ოცნებას, ვეღარ გახდება დედა...
- ექიმს ველაპარაკე, მისი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება...
- რა აზრი აქვს, როგორღა გათხოვდება...
- ასე რატომ გგონიათ?!
-ქალაქელო ბიჭო, იქ რასაც იძახიან მხოლოდ გოგოების მოსატყუებლად.. შერცხვენილი ვის რად უნდა?
ლუკა ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა, კარის ზღურბლზე შეჩერდა , კაცისკენ შებრუნდა და უთხრა:
-როგორც კი გამოჯანმრთელდება, მარიამს ცოლად მოვიყვან...
ლუკა თბილისისკენ გაემართა, მთელი გზა თავის გადაწყვეტილებაზე ფიქრობდა... მოადგილეს დაურეკა, დაავალა მისთვის სახლი მოეძებნათ და რატის ანგარიში გაეუქმებინათ...



ბავშვებო!
ვიცი პატარა თავი( მეთვითონ ვერ ვიტან პატარა თავებს რომ დებენ), მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ბევრისაქმე მაქვს საუნივერსიტეტოდ და უნდა ამიტანოთ ცოტახანი...


გთხოვთ შემიფასოთ...



№1  offline წევრი cisa

ძალიან კარგი არიის.. მომწონს ლუკა..მაგრამ ის რატი მოკალით რაა :დდ გაგრძელე წარმატებებიი :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent