შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც გინახავს, კიდევ ნახავ! (თავი 3-4)


5-09-2015, 02:52
ავტორი მანდარინკა
ნანახია 2 265

შაბათი, დღე რომელიც წმინდაა, დღე რომელიც თავისუფლებას ნიშნავს.
ბედნიერი ვარ რატომღაც. პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ დინა ახლაც ჩემს გვერდითაა, მეორე მიზეზი კი იმით განისაზღვრება, რომ ორივე ბებოს მოსანახულებლად მივდივართ.
ნელ ნელა, უაზრო ყბედობასა და ჭორაობაში პატარა კერძო სახლსაც მივუახლოვდით დიდი ჭიშკრითა და ლამაზი ჩუქურთმებით.

-მარგო ბებოოო!_ყვირის სახლში სეუსვლელი დინა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი ტანადი ქალისკენ მიემართება.
-ჩემი ტრიპაჩებიც მოსულაან! მარგო გენაცვალოთ თქვენ. როგორ ხარ დინა, ბე?
-ვაიმე როგორც იქნა გვეღირსა ორ დღიანი დასვენება და ჭკუაზე არ ვარ, ისე მიხარია.
-აი ჩემ შვილიშვილსაც ძაან ეტყობა სიხარული_სარკაზმს ურევს სიტყვებში უფროსი მარგო, ჩემი დანახვისას.
-ეს უჟმურია ხომ იცით._სიცილით მალევე ყვება დინაც. მე კი მათი სიტყვებით გახალისებული მუჯლუგუნს ვთავაზობ ორივეს, მერე კი ბებუკას თბილად ვეხუტები...

***
-ბე, რაო იმათმა, რატო ჩამოვდივართო?_სამზარეულოში ახალგასული, ჯერ კიდევ პიჟამოში გამოწყობილი, მაგიდასთნ კოხტად ვჯდები და გაზთან მოკურკურე ბებოს ვადევნებ თვალს.
-არ ვიცი ბე. ნუთუ ეხლა გაახსენდათ ჩემი დაბადებისდღე? ამდენი წელი არც მე არ ვარსებობდი მაგათთვის, არც შენ...
-ჰო კაი ეხლა, იმიტო კი არ გკითხე რო გაბრაზდე. და არცაა არაფერი სანერვიულო, მე შენთან ვიქნები მთავარია._მშობლებზე მაინც გულნატკენი, ვცდილობ არაფერი არ შევიმჩნიო და ბებოს დილის ერბო-კვერცხი გემრიელად დავაგემოვნო.

ცოტა ხანში სახლშიც წავალ, მოვაგვარებ ზედმეტ საქმეებს ოფისისთვის და ისევ დასვენებას მივუბრუნდები. სამწუხარო მოხლოდ ისაა, რომ მარტო მომიწევს მგზავრობა. დინა გუშინვე წავიდა, ამიტომ მე და ბებუკამ მთელი ღამე მარტოებმა გავატარეთ ჭორაობაში. ნეტავ უფრო ხშირად შემეძლოს მისი მონახულება, ასე ძალიან რომ მომანატრებს ხომე თავს.

-ნელა ატარე ბე! და რომ მიხვალ დამირეკე!_ჭიშკრიდან გამომყვირის მარგო თან ბედნიერი სახით მიქნევს ხელს. მეც რამდენჯერმე ვუსიგნალებ და წყნარი სიჩქარით ვშორდები არემარეს.
ჯერ მთავარ გზაზეც არ ვარ გადასული როდესაც მობილური იწყებს ზუზუნს. უდიდესი სიფრთხილით ვაჭერ მწვანე ღილაკს, მერე კი ხმამაღალ რეჟიმზე ვრთავ ტელეფონს.

-ჰო დათიკ_ხალისით ვპასუხობ მამაკაცს რომელიც იმავე, საყვარელი ტონით მიბრუნებს პასუხს.
-აბა, რაო ქალბატონო მარგო, როგორ არის თქვენი ულამაზესი უდიდებულესობა?
-ულამაზესი უდიდებულესობა ცოტა გაგიწითლდათ სახეზე, ბატონო დავით.თუმცა, მინდა მოგახსენოთ რომ კარგადაა.
-გცალია დღეს?_მალევე უსერიოზულდება რამდენიმე წამის წინ ხალიხსიანი ხმა.
-მცალია.
-რომ მოგაკითხო და სადმე კაფეში ან რესტორანში დავჯდეთ, რას იტყვოდი?
-მმმ, ვიტყვოდი რომ ძალიან გახარებული ვარ.
-შვიდისკენ შემოგივლი.
-ეხლა ბებოსგან მოვდივარ და მოდი შენ შეხვედრის ადგილი მითხარი, ჰოდა მეც მალე მოვალ.
-კარგი ბატონო, მაშინ ჩვენ ადგილზე შევხვდეთ ნახევარ საათში.

დიახ, დიახ არ მოგესმათ. იმ კაფეში, საითაც მე ახლა მივემართები, ჩვენ ადრეც რამდენჯერმე შევხვედრილვართ, იმის მერე რაც პირველად გავიცანით ერთმანეთი. უბარლოდ ამ შეხვედრებიდან ყოველივე ისეთი უბრალოდ და ჩვეულებრივი იყო რომ არც კი ღირდა რაიმეს მოყოლა... თუმცა ვფიქრობ, დღევანდელი გასეირნება ჩემთვისაც და დათოსთვისაც განსაკუთრებბული იქნება...

***

-როგორ ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები მარგო ამილახვარო!
-მადლობა დავით._ქალურ სინაზეს ამჯერადაც ვიჩენ. წინასწარ გაწყობილი მაგიდისკენ მისულს, ახოვანი მამაკაცი მეგებება ფეხზე წამოდგომით. -მე კი შენ გალანტურობაზე ვგიჟდები. აქაურობაზე ხომ საერთოდ._მარგოს თქმით, ნატიფ ტუჩებს ღიმილში ვარხევ და არემარეზე ვანიშნებ. მართლაც რომ ძალიან საყვარელი ადგილია. ნაზი განათება საოცრად ეწყობა რბილ ფერებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.
-რას მიირთმევთ?_მიმტანის რბილი ხმა ფიქრებიდან მაგდებს. შეკვეთის მიცემისთანავე ისევ საუბარს ვუბრუნდებით. დავითი, ალბათ იმ ადამიანთაგან ძალიან იშვიათია ვინც ჩემს ინტერესს იწვევს. მამაკაცი რომელთანაც, უჯრედის სტრუქტურიდან დაწყებული, კოსმოსური ნისლეულების წარმოშობით დამთავრებული, და ფაქტიურად სულ ყველაფერი შეგიძლია განსაჯო.
-მარგო...მინდა გადავიდე იმ თემაზე რის გამოც დაგპატიჟე და ალბათ, უფრო დიდი ხნის წინათ უნდა გამეკეთებინა კიდეც, ეს ყველაფერი.

„ოჰოო, ეს რაღაც საინტერესო ჩანს!“

ოქროს კულულებიანი მამაკაცის დაბნეულობას იდაყვებზე დაყრდნობილი, უხილავი ღიმილით გავყურებ. საოცრად მიმზიდველი თითების ნერვიული დაზელვის მერე, გადაჯვარედინებულ მტევნებს მაგიდაზე მტკიცედ დებს და ძალიან შეცვლილი, დაბოხებული ხმით მომმართავს, საკმაოდ უცნაური წინადადებით.

-მარგო. ჩვენი პირველივე შეხვედრის შემდეგ დიდი ინტერესი გამოიწვიე ჩემში. დამაინტერესა როგორი ადამიანი ხარ, რა გიყვარს, რისკენ მიისწრაფი. ვფიქრობ, დღეს დღეობით, შედარებით კარგად გიცნობ და ახლა უფრო ვრწმუნდები რომ საოცარი ქალი ხარ. შენივე სურვილის მიხედვით, თუ წინააღმდეგი არ იქნები მინდა ერთი შანსი მივიღო რომ ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა მორიგ საფეხურზე ავწიო.

ცივი ოფლი, ესაა ერთადერთი რასაც შეუძლია ჩემი რეაქციის აღწერა. გარეგნულად ალბათ არაფერი არ დამეტყობოდა რომ არა ფეხების გაუჩერებელი კანკალი, რომლის გაკონტროლებას მთელი არსებით ვცდილობ. თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ, მერე კი წყნარი ადამიანის ტონს ვიღებ და როგორც იქნა ორიოდე სიტყვას ვაბავ წინადადებაში.

-დათო...ძალიან მიჭირს ასეთ თემებზე ლაპარაკი და ზოგადად, ფიქრიც. ბავშვობიდანვე განსხვავებული შეხედულებები მქონდა სიყვარულზე და ახლა უბრალოდ ვერ შევძლებ ასე ადვილად ყველაფრის მიღებას. არ მინდა ცუდათ გამიგო უბრალოდ..._შუაში გაწყვეტილ ფრაზას ობოლი ბავშვივით ვანებებ თავს, თან გაყინულ გავარვარებულ თითებს ერთმანეთში ვხლართავ.
-მესმის მარგო...ნება შენია. არ მინდა იფიქრო რომ ჩემს აზრებს თავზე მოგახვევ.
-დარწმუნებული ვარ, არსეთ რამეს არც კი გააკეთებდი ამიტომ სადარდებელიც არაფერია._ნაზი ღიმილით ვპასუხობ.
ვიცი რომ გული ვატკინე, მაგრამ რა ვქნა აბა? რომელი ჯანმრტელი და ნორმალური ქალი მივიდოდამამაკაცთან რომლის მიმართ სულ არ აქვს არანაირი გრძნობა.
დიდი ხანს აღარ დავრჩენილვარ. მიუხედავათ ამისა, დრო საკმაოდ კარგად გავატარეთ, თითქოს არც არაფერი არ მომხდარა.

-იმედი მაქვს ეს ბოლო შეხვედრა არ იქნება.
-გგონია ასეთი მეწვრილმანე ვარ?
-არა, უბრალოდ...
-დათ, ნუ ფიქრობ რომ შენნაირი მეგობრის დაკარგვა უბრალოა. ჰოდა, მეც არ ვაპირებ ამის დაშვებას. მორჩა და დამთავრდა!_ბოსი მარგო იღვიძებს ჩემში და მეც ჩვეულად მტკიცე ხმით ვეუბნები მანქანის გვერდით მდგარ მამაკაცს.
-კარგი ჰო, გნებდები!_ცაში აზიდული ხელებითა და ფართე ღიმილით მანიშნებშ მოვრჩი წუწუნსო...

***
სახლში დაწყნარებულ-დამშვდებული დავბრუნდი, თითქოს ერთი დიდი ლოდი ერთიანადჩამომვარდა სულიდან.
ლიფტში შესული არ ვარ როდესაც კლასიკური შარვლის ჯიბეში ტელეფონი ზუზუნებს.

-მარგოოოოო!_ქალის ბედნიერი ტონი გულს კიდევ უფრო ასხამს ფრთებს.
-თინი?! თინი სად ხარ?! ხო ყველაფერი რიგზე გაქვს?!
-მორჩი პანიკიორობას და მალე მოდი სახლში! ვსო, გელოდები!
ალბათ მართლაც ავფრინდებოდი რომ არა ეს ზოზინა ლიფტი. რამდენიმე წამი საუკუნედ მომეჩვენა. საბოლოოდ როგორც იქნა გაისმა „ძინ-დონ“ ხმა და კარი ფართოდ გაიღო, გარეთ კი ასეთი სანახაობა დამხვდა: კარებს მიყუდებული თინი გაკრეჭილი სახით გამომყურებს, თან ხელებს შლის ჩასახუტებლად. ვეხუტები კი არა, რამისაა მეთვითონ გავიგუდო ჩემ საკუთარ მკლავებში.

-სად იყავი თინ? იცი როგორ მოგვენატრე ყველას? ერთი სიტყვაც არ გითქვამთ შენ და ლექსოს, ისე წახვედით._მოწყენილად ვეუბნები ქალს, მაგრამ მისი გაღიმებული გამომატყველების დანახვისას ყველანაირი ნაღველი გადამდის. სასწრაფოდ ვაღებ კარებს და სამზარეულოსკენ მივაქანებ თინის.
საყვარელი გლინტვეინი რომ არ გადმოვიღო ვერ მოვითმენ. თანაც ჭორაობისას რამით მიანც ხომ უნდა დავკავდეთ. მოზრდილ ჭიქებში კარგა-ბლომად ვასხავ მოყავისფრო სითხეს, ერთს თინის ვუწვდი მეორეს კი მაშინვე პირზე ვიყუდებ.

-არა მო, მე ვერ დავლევ. არ შეიძლება ჩემთვის..._ისევ და ისევ გაკრეჭილი სახით წევს სასმელს გვერდით თან სკამზე კომფორტულად თავსდება.
-რატო? გიყვარდა ხომე დალევა და რავი...
-მო მე...ფეხმძიმედ ვარ მარგო._რამისაა ფუჟერი ხელიდან გამივარდეს. მეგობარი კი მიზის გაღიმებული მაგრამ აბა მე მკითხეთ. მემგონი სახე მიტკალზე უფრო თეთრი მაქვს.
-უმმ...ჰა? რა მითხარი?_პირდაღებული, ხმის კანკალით ძლივს ვაყრი ორიოდე სიტყვას თავს.
-ფეხმძიმედ ვარ მო. მეოთხე თვეზე._ტუჩები ისევ ღიმილსი ეწელება.
-კი მაგრამ შენ ხომ საერთოდ...საერთოდ არაფერი არ...
-არაფერი არ მეტყობა ხო? ვიცი. ვერც კი წარმოგიდგენია, როგორი ბედნიერი ვარ მო. იცი რამდენს ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩემთვის და ლექსოსთვის. უნდა გენახა ექიმთან რომ მივედით და ყველაფერი გავიგეთ რა სახით გამოვიდა. მემგონი ჩემი ტოქსიკოზი მაგას გადაედო სულ ერთ წამში_აჟიტირებულად მიყვება თინი და თან ჩემ ყურებამდე გაწელილ ღიმილს ადევნებს თვალს.
-თიინ! თიინ! გილოცავ! აი იცი როგორ გილოცავ?! არ ვიცი როგორ, მაგრამ ძალიან, ძალიან მიხარია თინ!_სკამიდან წამომხტარი, ხტუნვას ვიწყებ ერთ ადგილზე და კურდღელივით აცუნდრუკებული ვეხვევი მეგობარს. -თინ, გოგოა თუ ბიჭი?!
-გოგოც და ბიჭიც_სულ დამადებილა ამ ფრაზამ. წავბორძიკდი და რომ არა მაგიდის კიდე წავიქცეოდი კიდეც.
-ტყუპები?!
-ხოო. ტყუები, გოგო და ბიჭი. მო, იცი როგორი გახარებული ვარ? ამ რვა წლის განმავლობაში ასე საღად არც ერთხელ არ მიგრძვნია თავი.
-გოგო, კი მაგრამ როგორ მოხდა რომ ოთხი თვე სულ არაფერი არ იცოდი? მუცელიც საერთოდ არ გაქ.
-დაწყნარდი და მოგიყვები ყველაფერს_ღიმილით გამომყურებს ქალბატონი თინია და ამბის მოყოლას იწყებს.
-მითხრეს, ძალიან იშვიათად ხდება ასე, მაჰგრამ სანერვიულო არაფერიაო. ციკლიც თითქოს ნორმაში მქონდა. მერე რაღაც სისულელეები წავიკითხე კიბოზე და ათას დაავადებაზე._ამის გაგებაზე „ვერ-ხარ-ჭკუაზე-თვალებით“ გავყურებ მეგობარს. ისიც მანიშნებ მაცადე მოყოლაო ჰოდა რა ვქნა, მეც ვჩუმდები. -მოკლედ, მივედი ექიმთან, გამიკეთეს ანალიზები ჰორმონებზე და გამომაცუნცულეს, ორ დღეში მოდიო. თითქმის ყველაფერი ნორმაშიაო კი მითხრა ექიმმა მარა რაღაც საეჭვოდ გახარებული ხმა კი ქონდა. მე კიდე, ხო იცი ასეთ რაღაცეებზე ყნოსვა როგორ მაქვს განვითარებული,_ისევ იცინის. -მაინც რომ დავრწმუნდეთ ექო გავიკეთოთო. გამიკეთეს ეს ექოც და აჰა... აბა რას იფიქრებდა კაცი თუ ამ ერთიბეწო მუცელში, კიდევ ორი უფრო პაწაწუნა არსება მეჯდებოდა._ გრაციოზული მოძრაობით იდებს მტევანს მუცელზე. მეღიმება ასეთი ბედნიერი თინის დანახვაზე. -კაროჩე, კლინიკიდან გამოვედი კიარა გამოვფრინდი. ლექსოს მეტქი არაფერს არ ვეტყვი ჯერთქო. წავედი აფთიაქში, ფეხმძინობის ტესტების დახლი მემგონი სულ ავაოხრე. აი, დებილი არ ვარ? ექომ ისედაც ყველაფერი აჩვენა მე კიდე ისევ ტესტებს ვიკეთებდი. დებილკა ნუ. მოკლედ და კონკრეტულად ლექსომ როგორღაც იპოვა ეს ტესტები, არადა სად არ ვმალე, მეთქი სუირპრიზს გავუკეთებ ჩემ ქმარუკას თქო.
-მაგიტომაც გაქრით ამ ხნის განმავლობაში?
-ჰო. შენმა დარეტიანებულმა ლექსომ მაინც ვერ მოისვენა და ვიღაც პროფესოროთან წამიყვანა ბათუმში. თვითონ რომ ნახა ექოს შედეგები რამისაა მოვკვდი იმდენი ვიცინე, ისეთი სახე ქონდა. მერე ზღვაზეც გავიარეთ ცოტა ხნით.
-თინი, აი ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ. გოგოებმა იციან? ლაიზამ და მარგომ?
-არა ჯერ არ მითქვამს არავისთვის. გოგო, ეხლა მარგოს ბარემ დაბადების დღე აქვს და ორივეს იქ ვეტყვი. გოგოებს კიდე მანამდე ვახარებ.
-თინ იცი როგორ ვინერვიულეთ? თაზო უნდა გენახა ჩვენზე მაგრად ეგ ნერვიულობდა მგონი._სიცილი მედება სახეზე. -დინა რო არა მეც, ლილეც და თაზუკაც ჭკუიდან შევიშლებიდით ალბათ. არა რა, მაინც ვიცოდი რომ ყველაფერი სუპერ იყო...

***

-ფეხმძიმედ ვარ.

ამ ფრაზით დაიწყო 20 აგვისტო, მარგო უფროსის დაბადების დღე. შემდეგ მოყოლილ კივილსა და სიხარულის ცრემლებზე აღარაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმას დავამატებ რომ ლაიზა და მარგო ისე გადაირივნენ, გვეგონა მალე კატაბალახას წვეთები გვექნებოდა მოსატანი.
დინას და ლილეს ამბავსაც ხვდებით ალბათ. ცალკე თაზო აძლევდა ამ ორს ბანს. როგორც კი თინის შესახებ გაიგეს, დავყარეთ ფული და გავქანდით რესტორანში აღსანიშნად. ამ კვირაში ორჯერ გამოვთვერით გულის წასვლამდე, (მიუხედავათ იმისა, რომ გამოცდილებიდან გამომდინარე, სასმელს სულ არ უნდა ვეკარებოდე).

რაც შეეხება ჩემ მშობლებს, ისინი არც 20 აგისტოს არ მოსულან და არც მის მერე. მხოლოდ დარეკვით შემოიფარგლნენ და იმით იმართლეს თავი რომ გადაუდებელი საქეები გამოგვიჩნდა და აგვისტოს ბოლოსკენ აუცილებლად ჩამოვალთო. მეც და მარგოსაც რათქმაუნდა გვეწყინა მაგრამ, მაინც მხნედ დავიკავეთ თავები. ბოლოს და ბოლოს თინის ასეთ ამბის შემდეგ მოწყენის უფლება არავის არ გვაქვს!

***

-ბატონებო, ახალი ობიექტის მომავალი ზუსტად ჩვენს ხელშია. დარწმუნებული ვარ, ამჟამად უკვე ყველა გაეცანით პროექტს, ამიტომ მინდა პირდაპირ საქმეზე გადავიდე. როგორც მოგეხსენებათ, ობიექტის მსენებლობა ბაკურიანის ძირითად ტურისტულ ზონაშია გადაწყვეტილი. ინვესტორების ინიციატივით, ჩვენს კომპანიას მიეცა საშუალება შეაფასოს და შეათვალიეროს მომავალი სასტუმროს არეალი. ვფიქრობ, ინვესტორებისგან ეს საკმაოდ პრივილეგირებული და პატივცემული ნაბიჯია “მწვანე სხივის“ მიმართ. ამიტომ, დიდი მედი მაქვს რომ ამ საკითხს ყველა დიდი ინტერესით და ყურადღებით მიუდგებით. რაც შეეხება დაგეგმილ მგაზვრობას ბაკურიანში, ის ზეგ შედგება. დაწვრილებით ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებთ. ახლა კი, სხდომა დასრულებულია, გთხოვთ სამუშაოს შეუდგეთ._საკმაოდ მსუყე მონოლოგის შემდეგ, როდესაც ჩემმა რვა კოლეგამ საკრებულო დარბაზი დატოვა, თვალებდახუჭული მივესვენე ტყავის მოტრიალე სავარძელს, ოვალური მაგიდის თავში რომ დგას.

„ბატონი ტატო არჯევანიძე... ჰმმმ... რატომ მეფიქრება მასზე ასე ძალიან? სამუშაო საათების დროს ვითომც არ მიცნობს...“

-რამე განერვიულებს მო?
-ჰა? არა, არაფერი თინ. უბრალოდ დავიღალე._დარბაზში შემოსულ მეგობარს გაღიმებული გავყურებ.
-კარგი აღარ შეგაწუხებ მაშინ.
-მოიცა, არ წახვიდე. თინ მისმინე... იქნებ ნელ-ნელა დაგესვენა სამსახურისგან?_შეპარვით კი ვიწყებ საუბარს მაგრამ თინის მიხვედრილ ჭკუას მეც ვერაფერს ვერ გამოვაპარებ, მაშინვე მიჭრის აზრებს.
-მარგოოო,_ბავშვობიდანვე, როდესაც თინია გაწელილი სიტყვებით იწყებდა საუბარს ყველამ ვიცოდით რომ საქმე ძალიან სერიოზულად მიემართებოდა. -არ ვაპირებ შენს დატოვებას ასეთ დაძაბულ დროს. თან სასტუმროს მშენებლობასაც მალე შევუდგებით და ჩემი დახმარება დაგჭირდება. მითუმეტეს ჯერ მეოთხე თვეზე ვარ, და არა ბოლო კვირაზე.
-თინ უბრალოდ არ მინდა რომ დაიღალო.
-კარგი რა, მე ხო არ ვარ მშენებელი. ჰოდა ნუ იწყებ ეხლა ნერვების თხრას. ჯობია შენ წახვიდე სახლში დაისვენო. მთელი საათები საბუთებში ხარ ჩაფლული დღეს...

***
თავი 4
***

თინის რჩევია მართლა დავაფასე ამიტომაც ავბარგდი და წამოვედი სახლში რამდენიმე საათით ადრე. ლაილა როგორც ყოველთვის აჟიტირებული კუდის ქიცინით დამხვდა. რა ენაღვლება, სადარდებელი სულ არაფერი არ აქვსჩემგან განსხვავებით. ხვალინდელი დღის გამო ოფისის ატმოსფეროც ცოტათი დაიძაბა, თუმცა ყველა იმ იმედით ვრჩებით სამსახურის ტემპში, რომ სულ ცოტა ხანში საზაფხულოდ ვიხურებით. ორ კვირიანი დასვენება, ვფიქრობ, ყველას შეგვერგება, მითუმეტეს მთელი ჩვენი სამეგობრო დასასვენებლად მიდის. ბატონი არჯევანიძეს ყურება კი მომიწევს მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა პრინციპში კმაყოფილი ვარ მისით. დიდიად არ მაოცებს ის ფაქტი რომ ცოტათი განსხვავებული ურთიერთობა გვაკავშირებს მაგრამ, სამუშაო ადგილზე იქცევა ისე როგორც საჭიროა..

-რაო ლაი, გავისეირნოთ პარკში ცოტა ხნით?_შოკოლადისფერ ლაბრადორს ისეთი ხმით ვეკითხები გარეთ ხომ არ გინდათქო, გეგონება ძაანაც რომ უნდოდეს, მიპასუხებს. აბა რა გიკვირთ? მარტო ცხოვრების დროს ძაღლიც საუკეთესო კომპანიონია.

მეგობრის კუდის ქიცინი დადებით პასუხად ჩავთვალე, სპორტულ ტანსაცმელში სასწრაფოდ ჩავძვერი და მალევე დავიძარით პარკისკენ.
ყურებ აწული ლაბრადორი ჰაერის ყნოსვით მომყვება, მერე დამჯერად ჩერდება, ასფალტზე კალათდება და დაცქვეტილი ყურებით ზვერავს არემარეს. სკამზე ჩამომჯდარი, თბილად ვეფერები თავზე, თან საყელოს ვაძრობ რომ ცოტა ხნით მაინც გაიაროს. გაღიმებული სახით ვადევნებ თვალს, ჩემს წინ ცოტა მოშორებით მორბენალ ლაის, როდესაც სულ უბრალოდ შემთხვევის გამო, მზერა პარკის ბოლოსკენ მეპარება.

დიდრონი ხის ქვეშ მდგარი ჟღარი მამაკაცი, მრგვალი ფორმების ქერა ქალს აღრენილი გამომეტყველებით გასცქერის და, ძლიერად შეკრული მუშტების მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, მთელი ძალით ცდილობს მის უაზრო ხელების ქნევას ყურადღება არ მიაქციოს. მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი ლამაზმანი უეცარი მოძრაობით არტყავს მტევნებს მკერდზე მის წინ მდგარს, მერე კი გაბრაზებული მოძრაობით ტოვებს არემარეს.
მარტოდ დარჩენილი ნაცნობი სახის მქონი ადამიანი, დახუჭული თვალებით ეყრდნობა ხეს, ტითქოს რაღაცის გადახარშვას ცდილობს ტვინში. გამოფხიზლებული, შუშის თვალებს, ჩემ გაკვირვებულ სახეს ახვედრებს თუ არა, ნელი ნაბიჯებით მოემართება წინ.
სულ ცოტა ხანში ვგრძნობ რომ გვერდით კუნთების დიდი მასა მიჯდება, თუმცა ხმას არც ის იღებს, არც მე.

-კარგად ხარ?_მისი დაბღვერილი სახის დანახვისას, ა,ჯერადაც მე ვნებდები და როგორც იქნა ვახერხებ ხმის ამოღებას.
-კი.
-გასაგებია...
-მარგო მისმინე._არჯევანიძის შეცვლილი ხმა ინტერესს იწვევს ჩემში და მეც გულისყურით ვუსმენ. -მაშინ კლუბში... ძალიან ცუდათ გამოვიდა რაღაც.

„ააა, ესეიგი ის დღე ანერვიულებს არა? ძალიან კარგი! ეცოდინება როგორ უნდა ჩემთან საქმის დაჭერა!“

-ვიცი._თავ აწეული ვეუბნები, თან გულში ორმაგ სალტოს ვაკეთებ.
-და რითი შემიძლია ჩემი შეცდომა გამოვასწორო?_ცბიერი ხმა, რაც არ უნდა სერიოზული ვიყო, მაცინებს და თამაშის სურვილს მიღვიძებს.
-შოკოლადის ლიქიორით!
-დარწმუნებული ხარ რომ აიტან?_მისი მოჭუტული თვალები სასიამოვნო მზერას მატანენ ხორცში. -ჩვენი პირველი შეხვედრა იმედია გახსოვს._ასეთი მომნუსხველი ღიმილით რომ გამოგხედავს კაცი, ხომ უნდა დადნე და დაიწვა ერთ ადგილას? მაგრამ მე რისი მარგო ვარ თუ ასე ადვილად ვაჩვენე ყველას ჩემი გრძნობები!
-მახსოვს. ამიტომაც ჩემთან ამოიტან ლიქიორს!
-ასე არაა? კარგი ბატონო! იყოს შენებურად...

***

სირბილით დაღლილ ლაილას თავის ადგილზე არხეინად ძინავს, ვითომ ჩვენი არსებობა სულ აღარ ახსოვს.
სამზარეულოს ბართან შემსკუპებული არჯევანიძე კი, ჩუმი ღიმილით ასხავს ლიქიორის მორიგ ჭიქას, თან ჩემსკენ აპარებს მოჭუტულ მზერას, მამოწმებს, ძალიან დავთვერი თუ არა. მეც ამაყად მიჭირავს თავი მიუხედავათ იმისა, რომ ალკოჰოლმა უკვე მადიანად ამასხა ტვინში.
რა ვქნა, მიყვარს ასეთი მომენტები, როცა ოდნავ დამძიმებული თავით ზიხარ ასე, უნებლიედ და ფიქრობ არაფერზე, ანდაც ვინმეს ელაპარაკები ჰარმოიულ სიტუაციაში. ჩემი და ტატოს მომენტი უფრო მეორე კანდიდატურისაა.
დაახლოებით ერთი საათი იქნება რაც „მთვრალ დიალოგს“ შევუდექით... და ძალიან კარგად გავუგეთ კიდეც ერთმანეთს!

-ჰოდა...რაო რას ვამბობდი?_“სკლეროწიჩკასავით“ მავიწყდება სიტყვები, რასაც შუბლზე მტევნის მიდებით გამოვხატავ. ტატოც სასმელს ჩემგან ცოტა მოშორებით წევს და ჩვეული მომნუსხველი ღიმილით გამომყურებს.
-არა ქალბატონო მარგო, თქვენ და სასმელი არ ხართ ყველაზე კარგი საყვარლები...
-სამაგიეროდ თქვენ და ის სილიკონის ტურფა ხართ, რომ დამადნაშაულა სექსი არ იცის რა არისო_ჩემ წყენას ტუჩ გადმობრუნებულად ვაჩვენებ მომღიმარ მამაკაცს და აივნის შეხვედრას ვახსენებ.
-მერწმუნე მარგო, მე უფრო კარგად ვიცი სად აქვს სილიკონი და სად არა. სექსს რაც შეეხება ისეთი სახე გქონდ, ვითომ მკვლელობას შეესწარი და არა... ნუ, შენც კარგად იცი რას..
-მე რომ არ დაგენახეთ, ალბათ მოკლავდით კიდეც ერთმანეთს._სიცილი მიტყდება რატომღაც. ძალიან მეტყობა რომ ზედმეტი მომივიდა სასმელში, არა? -რა ვქნა მეუცხოვება ეს ყველაფერი მე. გრძნობები და ათასი იდიოტობა.
-ძალიან კარგად მესმის შენი... მაგრამ რატომ არ შეიძლება დაუშვა ის ფაქტი, რომ ყველაფერი შეიზლება გართობის მიზნით მოხდეს, იმისთვის რომ ისიამოვნო, დატკბე ამა თუ იმ მომენტით.
-ჰო, მაგაზე არც მიფიქრია იცი? უბრალოდ, მშობლების ამბავის შემდეგ, ჩემი თავი ამერ-დამერია._უეცარი სევდა მაწვება გულზე, მოგონებებთან ერთად. -გგონია სულ ასეთი ვიყავი? მეც მიყვარდა ერთ დროს, ძალიან მიყვარდა, თუმცა ეხლა შენც ხედავ რომ არც გული არ დამრჩა და არც ის, რაც მასში ინახებოდა... _სევდა თითქოს ტვინში უთვლელ ფესვს იდგავს და წამის მეასედში ქრონიკულ მელანქოლიად იქცევა. ტატოს შუშის სახის დანახვისას კი ყველაფერი უფრო მწვავდება.
-მოვა დრო და შეგიყვარდება. ან უბრალოდ მიგიზიდავს. აი, მე რომ მიზიდავს ისე..._საოცრად ცივი, უგრძნობი ხმით ამბობს შემდეგ სიტყვებს, თითქოს მათ უკან გრძნობების ულევი ტალღის დამალვას ცდილობდესო. სახეზე უნებლიე ღიმილი მედება. მიხარია რომ ვიღაცას მაინც შეუძლია გრძნობა, მიხარია რომ არჯევანიძე მარტო არაა და თუნდაც უსოყვარულოდ, ის გოგო მაინც ყავს გვერდით.

ანდაც ყავდა...

-რატომ იჩხუბეთ?

თვალის დახამხამებაში, შედარებით ნორმალური გამომეტყველება იმდენად ეცვლება, რომ საკუთარ სიტყვებს ვნანობ. უცნობი ემოციებით დაბურულიი თვალები ჯერ მიბღვერენ, მერე მოჭუტული ქუთუთოებიდან გამომყურებენ... თუმცა, როგორც ჩანს, უგრძნობ არჯევანიძესაც სდომებია ვიღაცასთნ ლაპარაკი და გულის გადაშლა...

-ხომ იცი, თქვენ ქალებს ყველაფრის გაზვიადება რომ გიყვართ? ჰოდა, აი იმანაც მეტი მომთხოვა ჩვენი ურთიერთობიდან.
-გულები და რომანტიკა, ჰო?_ირონიის წვეთი მერევა ხმასი, ტატო კი სერიოზული ხმით აგრძელებს ლაპარაკს.
-გულები და რომანტიკა...
-გასაგებია. მაგრა, რატო ფიქრომ რომ ყველა ქალი ერთი და იგივეა, ყველა აზვიადებს საქმეს?
-ასე რომ არ ყოფილიყო, სოფოც არ მომთხოვდა ურთიერთობის მორიგ საფეხურზე ატანას. და არც ისინი, ვისთანაც ადრე მოქნდა კავშირი.

„დათომაც იგივე არ მთხოვა? ახალ საფეხურზე ავიტანოთ ჩვენი ურთიერთობაო? პფფ, და კიდევ ქალები არიან ერთნაირნი...“

-უბრალოდ, შეიძლება ისეთი ქალები გხვდებოდნენ ვისაც მეტი სითბო უნდოდათ ცხოვრებისგან, ამიტომ შენგან ცდილობდნენ ამის აღებას.
-აი ზუსტად ეგაა თქვენი პრობლემა. გგონიათ რომ გულები და რომანტიკა რამეს შეცვლის..._დამცინავი ტონი, ცოტა არ იყოს საეჭვოდ მხვდება ყურზე. თანაც სიტყვა „თქვენი“ ზედმეტად გამაერთიანებელია. თუ იმას გულისხმობს, რომ მეც ჩვეულებრივი სუსტი სქესის წარმომადგენლებს ვგავარ, ცდება.
-იცი, იქნებ იმ ქალებს, გართობის გარდა სხვა რამეც უნდოდათ? მეტი ყურადღება მაგალითად, ანდაც იგივე, სითბო.
-მარგო. სითბოს და ყურადღებას ისინი ლოგინშიც იღებენ. თანაც ისე რომ მერე ლაპარაკის თავიც აღარ აქვთ...

„ისევ ეს გაღიზიანებული ხმა. არა ბატონო არჯევანიძე, შეიძლება სექს-გიგანტი ნამდვილად ხართ, მაგრამ ქალის გრძნობებში რომ ვერ ერკვევით ეგ ფაქტია.“

-ჰოდა იქნებ, როგორმე მიხვდეთ კაცები, რომ ლოგინის გარეთაც არსებობს სამყარო!_კიდევ ქალის სიჯიუტეზე რომ იტყვიან რამეს, ეს ხისთავიანები.
-ერთადერთს გკითხავ და თუ პასუხს გამცემ გავჩუმდები, ვაღიარებ რომ მართალი ხარ ყველა ასპექტში..._აზარტული ჭინკა დახტის მის ხმაში.

"ესეიგი, რაღაც ნამდვილად ჩახლართული კითხვა მოიფიქრა!"

-ქალი რომელიც მხოლოდ იმას გთხოვს თვალებით, გევედრება რომ კაბა შემოახიო და მაშინვე ლოგინისკენ გააქანო, რაიმე სხვას, ახალს რატომ უნდა ელოდებოდეს? რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ხომ იცი...

„ჰოო, როგორც ჩანს ამ საკითხზე ტატოს უფრო მეტი უფიქრია, ვიდრე მე..“

-კარგი გნებდები, ხო._ორიოდე სიტყვის შედეგ, ნახევრად ცარიელი ლიქიორის ჭიქას ბოლომდე ვცლ, მერე კი ნელი მოძრაობით ვდგები მაგიდიდან და დინჯი ნაბიჯებით მივემართები მისაღებისკენ.
თუმცა ჩემი სიტყვა რომ არ ვთქვა ბოლომდე როგორ გავძლებ?!
-მაგრამ ყველა ქალი მაინც არაა ერთნაირი!

დიდი მისაღების მარმალიროსებრი იატაკის გადაკვეთის შემდეგ, მთელი ბინა ჯერ დახშულმა, შემდეგ კი თამამმა ჰანგებმა გაავსეს.
Tito & Tarantula—Strange Face of Love, სიმღერა რომელიც ზუსტად შეეწყობა ჩვენ დიალოგს, სიმღერა რომლის მოსმენისას წამშივე იკარგები მასში და შენი თავიც კი არ გახსოვს. აი ზუსტად ასე მომივიდა მეც, უბელიედ ავარხიე ტანი, ხელები ზანტად ავწიე ზემოთ და უკან გადაწეული თავით დავიწყე თეძოების მოძრაობა საათის ქანქარასავით.

-რას აკეთებ?_ნაცნობად ბოხი და რატომღაც უზომოდ შეცვლილი ხმა შემეჩეხა თუ არა ყურებში, მაშინვე ეკალივით დამაყარა ჟრუანტელმა, თუმცა არც თვალები არ გამიხელია, არც ჰანგებს აყოლილი ტანი არ გამიჩერებია.
-ვვვცეკვავ_გაწელილი „ვ“ უფრო კრუსუნივით მომესმა, ისე რომ, ჩემი ხმა მეთვითონ მესიამოვნა. თუმცა, დივანს ოდნავ წამოკრულმა ფეხა მაგრძნობინა რომ თვალების გახელა მაინც აუცილებელია. ავშალე თუარა ქუთუთოები, მზერაში მონადირე ვეფხვივით მოსიარულე არჯევანიძე ამერეკლა. შავ მაიკასა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი მამაკაცი თეძოების რხევით მოემართება ჩემსკენ. კუთხეში მბჟუტავი სანათის შუქზე, მოწითალოდ მოოქრივილი თმები ქაოსურად ჩამოყრია შუბლზე. დაბალი წვერი კი, ყველაზე მათრობ ღვინისფერ ტუჩებს, გემრიელად ჩასატკბარუნებელი მარწყვებივით მალავს.
საკუთარი ფიქრებით შეშინებული მე, სწრაფი მაგრამ გრაციოზული მოძრაობით ვაქცევ ზურგს არჯევანიძეს. სულისშემკვრელი მუსიკის ჰანგები მალევე მაბრუნებენ რეალობაში, მახსენებენ რომ მე მხოლოდ და მხოლოდ მარგო ვარ, ქალი რომელიც ცივი და უემოციო არსების სახით დაიბადა.

ზურგიდან წამოსული სიცხე არაჩვეულებრივი სიამოვნებით მარტყავს ტანზე. ხერხემლის მალებზე, ნაცნობი სხეულის კუნთის ყოველ შერხებას ვგრძნობ და ზუსტად ეს მანიჭებს ნეტარების პატარა დოზას. დაძარღვული გრძელი თითების შეხება, ნეკნების დათვლით მუცლისკენ მიიწევს, ქვემოთ მისრიალებს და სადისტური ჩაბღაუჭებით თეძოებზე ჩერდება.
ვგრძნობ როგორ მესხმის თავს ადრენალინის უზარმაზარი ურჩხული, მკერდში კი მაზოხისტურად სასიამოვნო გრძნობას იწვევს.
ჟრუანტელი ამჯერად კისრისკენ ინაცვლებს, ისე რომ ცეცხლის სუნთქვა დაწინწკლულ კანზე მერფქვის. ამდენს ალბათ ჩემი „გამოუცდელი“ ტანი ვეღარ იტანს და უნებლიე კრუტუნი მვარდება ყელიდან. ხორცზე მოთამაშე ტკივილი ამჯერად მტევნებს აწვება—არჯევანიძეს მარჯვენა ხელი, ზურგს უკან მიგრიხავს უსაქმურად ჩამოყრილ მაჯებს, მარცხენათი კი უხეშად მკრავს ხელს და გულით კედელს მაჯახებს.

კვნესა... ისევ.

ნამდვილად მაზოხისტივით ვარ, მომწონს როდესაც უხეშად და მტკივნეულად მექცევიან. რომელი ნორმალური ადამიანი იქნებოდა ასე მარგო ამილახვარი თუ არა?
ცივ კედელს გაწითლებულ ლოყას ვადებ და გატრუნული, მორჩილი მონასავით ველოდები მამაკაცის შმდეგ ქმედებას, იმის შიშით რომ მონიჭებული „სასჯელი“ ყოველ წუთს გაწყდება.
მაგრამ არა...როგორც ჩანს ყველაფერი ძალიან შორს შევიდა, რაც, გაგიკვირდებათ და, ძალიან დიდ ნეტარებას მანიჭებს, დანაშაულის გრძნობის გარეშე.

-რაო ფისო, მოგწონს როდესაც სხვა ბატონობს და არა შენ?_ამის თქმა და ჩემი უეცარი შემოტრიალება ერთია. ზურგით ვხვდები ცივ კედელს, ამიტომ ძლიერ მტევნებში მოქცეული ჩემი მაჯები თავს ზემოთ იწევა . როგორც იქნა ვახერხებ ერთადერთი სიტყვის ამოთქმას და მაშინვე მოელვარე თვალების სიბნელეში ვიძირები.
-მომწონს.
-კიდევ რა მოგწონს?_ცივი მაგრამ იდუმალი ხმით ნათქვამი წინადადება, ადრენალინთან ერთად ოქსიტოცინის ტალღასაც მიქსევს. -იქნებ ეს?_მოულოდნელად, ცალი ხელის რბილი მოქნვით, სპორტული ჟაკეტის ელვას მკერდის ღარის ჩაყოლებაზე ხსნის, მაგრამ ბოლომდე არა. -ან ეს?_მერე, თავისუფალ მტევანს შემოხსნილ ჟაკეტში აპარებს, თან წელისკენ მიაცურებს თითებს. -მარგო, მარგო, მარგო..._ყურის ბიბილოზე დაფრქვეული ჩემი სახელი, რაღაც ზედმეტად სექსუალურად მეჩვენება.

აზარტული ტონი წამის მეასედში ისევ სიცივეს უბრუნდება და ამჯერად ყველაზე მბრძანებლურ არჯევანიძეს ვაწყდები, ვინც კი ოდესმე მინახავს.

-ფისო...მინდა მითხრა რა გინდა.._ალბათ ეს სიტყვები ძალიანაც თბილიად და მზრუნველ ტონად გეჩვენებათ მაგრამ, რეალურად იმდენად ცივი, უდრეკი და მბრძანებლური ხმა ჩამესმის ყურებში, რომ უბრალოდ იძულებული ვარ ხმა ამოვიღო. ეჰ, არადა ერთ დროს, მე ვიყავი უფროსი ყველას თვალში, ახლა კი მართლაც რომ მონა მგონია ჩემი თავი.
ვეტყვოდი შენ მინდიხართქო, შენი ტუჩები და ხელები მინდაქთქო, მაგრამ ვშიშობ ამის თქმის თავიც არ მაქვს.
-ტატო...უმმმ, არ ვიცი როგორ გითხრა...მ..მე არასდროს არ..._მამაკაცის გაყინულ სახეს გაკვირვების სხივი ანათებს.

„ხომ ვამბობდი ვერ მიხვდება რისი თქმა მინდა თქო?!“

-არ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში არასდროს, არა!_სიტყვებს აგრესიულად ვაბავ ერთმანეთს და ულევი ენერგიის ზეგავლენის ქვეშ მყოფი, ასეთივე აგრესიული მოძრაობით ვთავისუფლდები გაკვირვებული მამაკაცის სხეულისგან.
-ჰო, რა იყო? რატო მიყურებ ასე? გგონია ყველა შენსავით გამოცდილია ამ საქმეში?!
-მარგო, ანუ შენ არასდრ...
-ხო ტატო! მე არასდროს არ ვწოლილვარ მამაკაცთან!_ხელების ქნევით ვბუზღუნებ, თან ჩემი ყოველი გავლა გამოვლა არჯევანიძეს ახალ, დაფარულ ღიმილს იწვევს. ბოლოს, როდესაც ვნებაში არეული აგრესია ერთიანად მიწვავს ტვინს, ოქსიტოცინის გადამეტებული დოზა კი გულს მიბუგავს, ფსიქიატრიულიდან გამოქცეული გიჟივით ვახტები ჟღარს. ეხლა უკვე მე ვატაკებ კედელს და ნაცნობი სიამოვნებით ვკბენ ტუჩზე.
-თვალებით შეგევედრო თუ მიხვდი უკვე?_ცოტა ხნის წინანდელი საუბრისკენ მიმაქვს მინიშნება.

„რათქმაუნდა მიხვდა რაც გვინდა, მარგო“_აკრუსუნებული ალტერ ეგო ქალურ სოლიდარობას იჩენს და მორიგ საკითხში ისევ მიბავს მხარს.
პასიური ჩაცინების შემდეგ, ჩემდასაკვირველად სხეულიდან მიშორებს, ორიოდე ნაბიჯით იწევს უკან, ისე რომ მფუფქავ მზერას წამითაც არ მაშორებს.

-მართალი ხარ, ყველა ქალი ერთნაირი არ ყოფილა..._აღარ ვიცი მისი ფრაზა უნდა მომეწონოს თუ არა, მიუხედავათ იმისა რომ სიამოვნებით სავსე ტონითაა ნათქვამი.

„იმედია კომპლიმენტი იყო“

-შარვალი...გაიხადე.

„ჰა? რაო, რა თქვა?“

ესეც მორიგი სიურპრიზი ბატონი არჯევანიძისგან. რაღა ვქნა, შარვლის ელვას ვებღაუჭები... მაგრამ ვინ გაცდის, უფროსწორედ პირიქით..

-წყნარად...

ისევ ვემორჩილები— რაც შეიძლება დანჯად მივასრიალებ ნაჭერს, თეძოების გავლით დაბლა.
ჩემს ადგილზე სხვა ალბათ იფიქრებდა, იმის მერე რაც ტატო არჯევანიძემ ქალებზე ილაპარაკა, ასე ადვილად როგორ გადავდგა პირველი ნაბიჯიო. ტატო აჯევანიძე ქალებს ხომ გასართობს ადრის. ტატო არჯევანიძე მათ საკუთარი სიამოვნებისთვის ისევე იყენებს, როგორც უბრალო სათამაშოებსო...
მაგრამ, აბა დაფიქრდით სულ ერთი წამით. რატომ არ შეიძლება მე გამოვიყენო ბატონი ტატო ჩემი სიამოვნებისთვის? რატომ არ შეიძლება მე ვუყურო მას ისე, როგორც ის უყურებს სხვა ქალებს... მე ვითამაშო მისით. ხოლო მერე, როდესაც მომბეზრდება (თუ საერთიდ მოხდა ასეთი რაღაც) ისევ მე გადავაგდო.

აბა, დედამიწა ყოველთვის მხოლოდ ერთი ადამიანის გარშემო ხომ ვერ იტრიალებს? ნატურალური სელექცია—ძლიერი სახეობა ცვლის მეორეს, რასაც მივყავართ ევოლუციისკენ...

-საკმარისია._ჟაკეტისკენ წაღებულ თითებს მტევნით მიჩერებს. ვერც კი გავიაზრე, როგორ ან როდის მომიახლოვდა...

ჩაბნელებულ არემარეს მხოლოდ მისი ბნელი თვალები ანათებენ. ქვედა საცვალსა და სპორტულ მოსასხამში დარჩენილი, მის დამმზვერავ მზერას აზარტით ვახვედრებ სხეულს.
ჩემს წინ მდგარი მამაკაცი თვალთახედვიდან წამის მეასედში ქრება. სამაგიეროდ მის თითებს ჯერ ხერხემალზე ვგრძნობ, მერე მხრებზე. ყელზე...
ნაცრისფერი მოსასხამის ქვეშაც მისრიალებს რბილი შეხება, წელის გავლით მოშიშვლებული თეძოსკენ. შავი ქვედა საცვლის რეზინის მაქმანის გამოკვრით, კანზე ოდნავი წვა მივლის.
-მარგო...დარწმუნებული ხარ?_აჰა, როგორც ჩანს ჯერ მსინჯავდა ჩვენი ჟღარი მელია, ელოდებოდა როდის ჩავიკეცებოდი ტირილში ჩემი „დაუფიქრებელი“ ნაბიჯის გააზრებისას.

„ამილახვრები შეცდომებს არ უშვებენ!“

თანხმობის ნიშნად თავს ამაყად ვუქნევ, ხოლო მეორე წამს, გაშმაგებული ტკივილის წელზე გარბენისას, ჩემი სიტყვების კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი მვარდება ყელიდან—კვნესა, რომელიც კიდევ უფრო აქეზებს აზარტულ მამაკაცს მორიგი „სათამაშოს“ გასინჯვისკენ...

...მერე კი მხოლოდ საძინებლის სიბნელე, ვნებაში ჩაფლული ორი სხეულის გმინვა და მოგუდული სიმღერიდან შემთხვევით გაგებული ფრაზები ...

Let go of your love
Ride his pulse and you’ll forget
Slow down your time will come
If not tonight surely by the dawn...

_________________

არ ვიცი ისტორიამ რამდენად მიგიზიდათ ან დაგაინტერესათ, მაგრამ კომენტარების უქონლობა მაინც მიკარგავს სტიმულს. თუმცა რაც არ უნდა იყოს ვეცდები ყველაფერი ბოლომდე ჩავიყვანო...



№1  offline წევრი ukideganod martosuli

dzalian momwons kargat wer

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent