შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტრობა (ნაწილი 3)


5-09-2015, 15:53
ავტორი crete20
ნანახია 5 077

-ანდრეი როგორ ხარ საყვარელო? ქალი მას კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებში აკოცა. მარის ცეცხლი მოედო, ვერ გაიგეო რა დაემართა. ქალი კოცნას არ წყვეტდა და საწოლისკენ მიჰყავდა ანდრეი, ანდრეი საწოლზე დაეცა, ქალი კი მის ზემოდან მოექცა, მარიმ გარკვევთ დაინახა ქალი როგორ დასწვდა მის ქამარს, ანდრონიკე გონს დროზე მოეგო და ქალი მოიცილა. მერე აპხაზურად რაღაც უთხრა და ქალი თითქმის გაათრია ოთახიდან. კარადიდან გამოსვლას ჯერ არ აპირებდა, ისევ ის ქალი წარმოუდგა თვალ წინ და საშინლად გაცეცხლდა. რა აბრაზებს, თვითო არ იყო რომ ანდროს სილა უთავაზა და ისტერიკა მოუწყო.
-გამოდი წავიდა. მარი ხმის ამოუღებლად წავიდა. -ის ქალი არავინაა.
-მე რატომ მიხსნი ეს შენი ცხოვრებაა. მარიმ აბაზანისკენ აიღო გეზი, ანდრომ ხელი დაუჭირა და გააჩრა, -ეხლა ამ ბო*ის გამო ნუ გამებუტები. მასეთი ჩემს ცხოვრებაში ასი იყო. მარი გონს მოეგო და ირონიულად გაუღიმა
- ასზე მეტი ვერ გაქაჩე? ანდროს გაეცინა და ცხვირზე თითი აჰკრა. -დრო დადგება და გაიგებ ჩემს შესაძლებლობეს.
-გარყვნილი ხარ აფხაზო!
-ანდრო აღარ ვარ? ანდრონიკემ საწყლად მოჭმუხნა სახე. მარის ხმა აღარ გაუცია და აბაზანაში შებრუნდა.


****
საუზმეზე, მარია სხბვანაირად უყურებდა, მარი ცოტა დააკომპლექსა მისმა მზერამ. საუზმეს მარია ადრე მორჩა და განაცხადა რომ ჩვენ ოთახს დაალაგებდა. გაეცინა "ჩვენს" ოთახზე.
-არაა საჭირო მე დავალაგებ, თქვენ არ შეწუხდეთ
-არ ვწუხდები შვილო. მისი შვილოც რაღაცნაირი იყო. მერე ანდრონიკემ რაღაც უთხრა აფხაზურად და მარიაც უკან დაბრუნდა მაგიდასთან.
-რა ხდება?
-არაფერი უნრალოდ ინტერესი ამოძრავებს?
-კი მაგრამ რის? ანდრეის გაეცინა, არა არაფერი. ანდრეიმ გადაიხარა და გაუზრებლად მარის თავზე აკოცა. მარი , წამოწითლდა და იქ მჯდომებს გახედა. ახლა ნატრობს რომ მიწა გაუსკდეს და ჩაიტანოს. ანდროს მამას ისევ ისეთი ცივისახე აქვს, დედა კი ღიმილით უყურებს. ეს ქალი დღეს რაღაც დათბა მის მიმართ. რატომ აკოცა თვაზე, რას უნდანიშნავდესმისი ეს საქციელი?

-მარი, მე წავალ და ყველაფერს დავაზუსტებ. მარი გაშრა, პირველად მიმართა მას სახელით. ანდროს ღიმილზე საპასუხო რიმილით უპასუხა და ოთახში ავიდა. დაახლოვებით ოცი წუთი იყო გასული რაც კარზე კაკუნი გაიგო, ეგონა ანდრო დაბრუნდა, კარი კი მარიამ შემოაღო.
-მე არ მეხერხება ემოციების გამოხატვა, “მარტო თქვენ არა მთელი ოჯახი მასეთი ხართ ცივები, პატარა ბიჭის გამოკლებით, გონბაში გასცა პასუხი მარიმ". - ანდრეი შეიცვალა შენი გამოჩენის მერე, დღეს დილას კი თვალები უბრწყინავდა, შენც სხვანაირად გიყურებდა..
-ო, არა, არა ჩევენ ერთად არ ვწოლილვართ
-ვიცი, თავიდან მასე მეგონა მაგრამ მერე ასე ვთქვათ იმედი გამიცრუვდა, გაეცინა ქალს. მოკლედ ანდრეი შეიცვალა, უკვე დიდია და ოჯახზე არ უფიქრია აქამდე, მის გვერდით კი სულ ისეთი ქალები იყვნენ რამდენიმე საათი უკან რომ ნახე აქ, შენ განსხვავებული ხარ, ანდრეის თვალებში არ შესციცინებ, ჯიუტი ხარ, საერთოდ კავკასიელები ჯიუტები ვართ და თავმოყვარეობაც გაგვაჩნია, რუს ქალებს კი ეს არ გააჩნიათ. გესმის რასაც გელაპარაკები, რუსული კარაგდ იცი? მარიმ თავი დაუქნია, - მე ძალიან მომწონხარ, რაც მთავარია ანდრეის ძალიან მოსწონხარ და იქნებ...ქალს თქმა უჭირდა, იქნებ არ წასულიყავი.
მარისთვისმისი სიტყვები მეხის გავრდნასავით იყო, არ მოელოდა, ერთხან ხმა ვერ ამოიღო, ჯერ მარიას სიმპატიები მის მიმართ და რაც მთავარია ანდროს სიმპატიები.
-იცით მარია, არ მგონია რომ ანდრონიკეს მოვწონდე.
-ცდები, ქალი ხარ და უნდა ამჩნევდე ვის მოსწონხარ და კაცი როგორ გიყურებს.
- არა, არ მჯრა. მადლობელი ვარ თქვენი კეთი განწობილებისთვის. მოდით ეს დროს მივანდოთ. "როგორ გინდა უთხრა ახა რომ ანდროს მხოლოდ მასთან დაწოლა უნდა და ამის მერე საერთოდაც არ შეხედავს ზედ".

მთელი დღე აფორიაქებული იყო, ფიქრობდა მარიას სიტყვებზე და ადროზე, როგორ არ მოსწონს მაგრამ ვერ ენდობა, არც მისი ზრახვები იცის. საერთოდაც არ იცის რა ამოძრავებს ანდროს. ანდრონიკე კარგი ამბით დაბრუნდა, აცნობა რომ ერთკვირაში გადაიყვანდა. ყველაფერი მოგვარებუი იყო, თანხაც გადაიხადა და დროზეც და ადგილზეც შეთანხმდნენ. ამბავი უთხრა და სახლი დატოვა, შეუთანხმდა რომ გამზადებული დახვედრიყო. ანდროს გარეშე ეს ერთი კვირა კოშმარი იყო, უიმისობა იგრძნო და არ უნდოდა აქედან წასვლა. აქაც ტყვე იყო, დარჩენილოყო აქდა მთელი ცხოვრება სახლსი გაეტარებინა? ჰა, სახლში ვინ იყოვებდა? ანდროს საერთოდ უნდოდა მისი აქ დარჩენა?
დადგა დღც როცა უნდა წასულიყო, ანდრო შეწუხებული შემოვიდა, სევდიანად გაუღიმა მარის და ოჯახი მოიკითხა. სადილის მერე ანდრომ საიწყო:
- შენი გადაყვანა ეხლა ძალიან გაჭირდება
-კი მაგრამ რატო?
- იმისთვის გამომიძახეს რომ ინფორმაცია გავრცელდა: ქართველებმა ჯაშუშები გამოუშვეს აფხაზეთშიო. ყველაფერი გამკაცრდა, დაქირავეული ჯარი რუსეთიდან ჩამოვიდა, რამდნეიმე ასეული, ჩეჩნებიც მოიშველიეს. ყველგან ეძებენ ქართველებს. ყველა დანაყოფში თუ ჯგუფში ერთი ჩეჩენი მაინც არის, ამიტომ იმის მტკიცება რომ ჩეჩენი ხარ და ვერ ლაპარაკობ ან ამისმაგვარი ტყუილი არ გამოგვადგება. რუსულის გარდა რა ნეაზე საუბრობ? ასეთი სერიოზული ანდრონიკე ჯერ არ ენახა.
-ინგლისურად და გერმანულად. ეგ ენები შეიძლება გამოსადეგი ყოპილიყო მაგრამ არ გამოგვადგება, ქერა არ ხარ და ვერავის დავაჯერებთ შენს ინგლისელობას.
- ინგლისელები შავგვრემნებიც არიან.
-არა ამათ ვერ მოატყუიებ, თან თუ ევროპელი ხარ იფიქრებენ რომ ქართველებს ეხმარები.
- რა ვქნათ ანდრონიკე? ანდროს მამა ჩერთო საუბარში
-არ ვიცი მამა, ვერ გავრისკავ.
- რა ხდება რას ამბობენ?
-ზუსტად არ ვიცი, ამბობენ საქართვლოს აფხაზეთის დაბრუნება უნდა და ეხმარებიანო. არ ვიცი მართლა არიან თუ არა ჯაშუშები საქართველოდან. რუსეთმა ჯარი შემოიყვანა. საქართველოში კი პლონეთმა გაგზავნა საბრძოლო აღჭურვილობა ჯარისკაცებთან ერთად. უკრაინამაც იგივე გააკეთა. ქართველებმა თავისი ჯარისკაცები უკან მოიხმო ერაყიდან, რააღაცას აპირებენ. ხვალ ჩვენთან ორასი ოსი ჯარისკაცი ჩამოვ, მე უნდა დავვხდე და ადგილზე მივიყვანო.
-მართლაც რომ რაღაც სერიოზული ხდება.
-სასწრაფოდ უნდა წავიყვანო სანამ უფრო გართულდება სიტოაცია. ამ წუთას ჩემს სახლს არავინ შემოანგრევს მაგრამ მერე რა მოხდება არ ვარ დარწმუნებული. მარი გაემზადე მივდივართ. მარი ყველას დამემშვიდობა, მარიას ჩაეხუტა, ქალს თვალზე ცრემლი მოადგა, ანდროს მამამ კი არც განძრეულა, სორიდან დაუძახა გმერთი იყოს შენთანო. პატარა მაქსიც კი დიდხანს ყავდა ჩამოკიდებული კისერზე, პატარას არ ეთმობოდა მარი და დარჩენაც კი შეეხვეწა.
მანქანით დიდ ხანს იარეს, საბედნიეროდ არავის გაუჩერებიათ. მარი ღელავდა იმაზე რომ არავის დაეჭირათ, ღელავდა იმაზეც რომ ანდროს ვერ ნახავდა, ეს მათი უკანსაკნელი შხვედრა იქნებოდა. არ უნდოდა ანდროს დაკარგვა იმისდა მიუხედავად რომ არ იცოდა ანდრო მასზე რას ფიქრობდა. ამ კაცთან საშინლად უნდოდა, თან ახომ ვერ იცხოვრებდა ასე გამოკეტილი ოთხ კედელს შუა. ანდროს გახედა, ეყობოდა კაცს რომ ღელავდა და არ უნდდა მარის შეემჩნია. ხელბს საჭს სიძლიერით უჭრდა და შუბლი შეჭმუხვნოდა.
-ღელავ?ჩუმად კიტხა მარიმ. კაცმა გამოხედა და არაფერი უკასუხა. - თუ ვერ გადამიყვან და ყველაფერი ცუდად წავა შენი ბრალი არ იქნება, შენ ყველაფერი გააკეთე ჩემს დასახმარებლად, შენ სრულიად უცხო ადამიანს დაეხმარე, თანაც ქართველს, მარიმ ნერვიულად ჩაიცინა.
-შენ გგონია მამხნევებ?
- უბრალოდ..
-მომისმინე გაჩუმდი რა. მე თავს დავიდანაშაულებ თუ არა მაგაზე ნუ ფიქრობ და საერთოდ მოეშვი ჩემზე ფიქრს.
-რატომ ხარ ესეთი აგრესიული?
-მე ესეთი ვარ
-არ ხარ. დღეს ძალიან გაღიზიანებული ხარ?
- შემეშვი ქართველო!
მარის ხმა აღარ ამოუღია, კიდევ ცოთა ხანი იარეს, მანქანა ტყეში გააჩრა ანდრომ, მანქანიდან ზურგჩანთა გადმოიღო და მარის ანიშნა გამომყევიო. ორი საათი ისე იარეს ხმა არცერთს არ ამოუღია. ორივე თავისთვის ფიქრობდა და არცერთს არ უნდოდა ერთმანეთის გაშვება. ორივეს ერთიდაიგივე კითხვა უტრიალებდა თავში "კიდე თუ ვნახავ ოდესმე". პასუხი ამ კითხვაზე არცერთს ქონდა. მარის საშინლად მოუნდა ტირილი, მაგრამ თავს იკავებდა. ეს რამდნეიმე კვირა ძალიან მიეჯაჭვა ანდროს, მის გარდა ამ უცხო მხარეში არავის იცნობდა, ის იყო მის მფარველი იყო მთელი ეს დრო.
კიდე იარეს, მარი ანდროზე ფიქრებში ისე იყო გართული ვერ გაოგო როგორ დაეცა ძირს. ანდრო საკმაოდ წინ იყო და ხელს ვერ შეაშველებდა. ტკივილისგან ხმადაბლა წამოიყვირა, მუხლი საშინლად ეწვოდა.
-წინ რატომ არ იყურები? რაზე იქრობდი? გაბრაზებით უთხრა ანდრომ.
-შენზე! დაუყვირა მარიმ
- ჩემი დაჭერის გეგმას ხომ არ სახავდი გონებაში? როგორ დააჭერინებ ჩემს თავს ქართველებს.
-შენი წამეის გეგმას ვსახავდი.
-მანახე ფეხი, ვნახო რა დაგემართა. ანდრომ ფეხზე ფანარი დაანათა, მუხლიდან სისხლი ჟონავდა. მარის ყელიდან შარფი მოხსნა და მუხლი შეუხვია. -მომეცი ხელი და ჩემს გვერდით იარე. კიდევ ცოტა ხანს იარეს, ანდროს მისთვის ხელი არ გაუშვია, ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს ხელზე ცეცხლი ეკიდა, ანდროს გარდა ვერაფერს ფიქრობდა, როგორ უნდოდა ეხლა ანდრო ჩახუტებოდა და ეკოცნა მისთვის. რადენიმე დღის წინანდელი სცენა ამოუტივტივდა თავში, ანნდროს გამწარებული სახე იმის შემდებ რაც მარიმ სილა გაარტყა, მარის ხმამაღლა გაეცინა.
-ქართველო გაგიჟდი?
-სახელს რატომ აღარ მეძახი?
-მინდა და იმიტომ
-პატარა ბავშვივით რატომ მცემ პასუხებს?
-მინდა და იმიტომ
- რა გაწუხებს მითხარი, მთელიეს დრო რაც ჩემთან ხარ სულ ცდილობ მიკბინო.
-შენი არსებობა მაწუხებს! მკაცრად უთხრა ანდრომ.
-ვერ გავიგე?
-ხედავ იქ სოფელი ჩანს,ანდრომ დააიგნორა მისი შეკითხვა, - სადღაც ათი წუთი უნდა იარო და მიხვალ. მე აქ დაგელოდები და გიყურებ გაიგე. მიდი წადი ეხლა.
ეს მათი საბოლოო შხვედრაა, პანიკამ შემოუტია, ანდროს ვეღარასოდეს ნახავს. თვითონ იცის რომ ევრ გადავა აფხაზეთი და დარწმუნებულია ანდრო მის სანახავად არ ჩამოვა. თუ მისადმი რაიმე გრძნობა აქვს არ გაუშვებდა ან კიდევ ასე არ დაემშვიდობებოდა, ეტყოდა რამეს, იმას მაინც რომ მალე ნახავდა ან ამისდამაგვარ რამეს, მაგრამ არა, ანდრო დუმდა და აკვირდებოდა მარის სახეს.
- დიდი მადლობა ყევლაფრისთვის, მადლობა რომ ჩემთვის თავი საფრთხეში ჩაიგდე, მადლობა რომ ამიტანე შენს სახლში და საწოლში. ანდროს სევდიანად ჩეცინა. მარიმ ერთხანს უყურა,ეტყობოდა რომ ორჭოფობდა, ანდრომ წარბი აზიდა და თვალებით კითხა რა ხდებაო. მარიმ მას მიუახლოვდა, მის უკან დადგა ამაღლებულ ადგილას, ჯერ უყურა თვალებში, ეტყობოდა რომ ღელავდა, ანდროც ღელავდა, ეს მისი სუნთქვიდან ჩანდა. მარიმ მისი თავი ხელებში მოიქცია და აკოცა, არ ახსოვს რამდენი ხანი კოცნიდა, მისთვის დრო გაჩრდა, გული გაუჩრდა და ანდროს ტუჩების გარდა აარაფერზე ფიქრობდა. უკვე სუნთქვა რომ გაუჭირდა ანდროს მოშორდა, გული ამოვარდნას ქონდა, ანდროს მოსცილდა და გაიქცა. მაგრამ შორ წასვლა ვერ შეძლო, ფეხი ხის ტოტს წამოკრა და ძირს დაეცა. ნატკენი მუხლი უფრო ასტკივდა და ახლა უფრო ხმამაღლა წამოიყვირა. ანდრო მასთან გაჩნდა, წმაოაყენა და იქვე მიწაზე ჩამოსვა, ელოდებოდა სანამ მარი დაწყნარდებოდა, მერე შარფი მოხსნა და ახლიდან შეუხვია მუხლი. ამ დროის განმავლობაში მას არცერთი სიტყვა არ უთქვია მარისთვის, არც შეუხედავს, მარი კი მის ქმედებებს აკვირდებოდა და ვერ გაეგო ასეთი მშვიდი როგორ იყო.
-საშინელი კოცნა იცი ქართველო! მის ხმაში თითქოს ირონიამ გაიჟღერა, მაგრამ სიამოვნებსი კვალსაც მიაგნო მარიმ.
- შენ უკეთესი იცი აფხაზო?
-დარწმუნებული იყავი!
-საქმით დამტკიცება უნდა მაგას და არა ტრაბახი. მარიმ ვერც გაიაზრა როგორ აღმოჩნდა ანდროს ტუჩები მისაზე, ანდრო ნაზად კოცნიდა, მერე მისი კოცნა უფრო მომთხოვნი გახდა. მარიც გათამამდა და კოცნაში აჰყვა შეძლებისდაგვარად. ანდრომ მიწაზე გადააწვინა და ისე განაგრძო კოცნა, მარიმ ანდროს ხელებმა მაისური ქვეშ ერთ ადგილას გააშშა, საერთოდ დაკარგა მოძრაობის უნარი. ალბათ დიდხანს ვერ გამოფხისლდებოდა რომ არა ანდროს ნათქვამი "მინდიხარ ქართველო".

ბოდიში დაგვიანებისთვის. მინდა გავიგო რა ასაკის ხალხი კითხულობს ჩემს ნაწერს და თუ არ გეზარებათ თქვენი ასაკი დააკომენტარეთ.
მადლობა



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მოკლედ რაღაც ცუდად მიდის აქ მოვლენები ძალიან იძაბება სიტუაცია... კარგია ნელ-ნელა ასე რომ ძაბავ მოვლენებს...
ხო მართლა მე 22 წლის ვარ...

მალე დადე რა შემდეგი თავი და ასე აღარ დააგვიანო

და თავებსაც თუ გაზრდი ძალიან გამახარებ

 


№2 სტუმარი llll

male dade shemdegi... 24 wlis varr

 


№3 სტუმარი lizazu

ძალიან მომწონს, არ გვალოდინო მალე დადე რა. მე 25 წლის ვარ

 


№4  offline წევრი crete20

უცნობი ქ
მოკლედ რაღაც ცუდად მიდის აქ მოვლენები ძალიან იძაბება სიტუაცია... კარგია ნელ-ნელა ასე რომ ძაბავ მოვლენებს...
ხო მართლა მე 22 წლის ვარ...

მალე დადე რა შემდეგი თავი და ასე აღარ დააგვიანო

და თავებსაც თუ გაზრდი ძალიან გამახარებ


ჰაჰაჰა მე ვფიქრობდი რომ დიდი თავი დავდე. საღამოს დავდებ ახალ თავს.

გამიხადა რომ თქვენი ასაკი დაწერეთ, დარწმუნეული ვიყავი ის ვისაც ჩემი ნაჯღაპნი მოეწონებოდა თვრამეტი სლის მაღლა იქნებოდა და პატრაა გოგოებს ჩემი ნაწერი სულ არ მოეწონებოდათ.

 


№5  offline წევრი cqnafucha

Rato me momewona :D 15 is var :D

 


№6  offline წევრი crete20

cqnafucha
Rato me momewona :D 15 is var :D


ბოდიში დამავიწყდა აღმენიშნა უმეტესობა. ანუ უმეტეს დიდი ასაკის მქონე მკითხველს მოეწონებოდა.

მიხარია რომ მოგწონს :*

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

crete20
უცნობი ქ
მოკლედ რაღაც ცუდად მიდის აქ მოვლენები ძალიან იძაბება სიტუაცია... კარგია ნელ-ნელა ასე რომ ძაბავ მოვლენებს...
ხო მართლა მე 22 წლის ვარ...

მალე დადე რა შემდეგი თავი და ასე აღარ დააგვიანო

და თავებსაც თუ გაზრდი ძალიან გამახარებ


ჰაჰაჰა მე ვფიქრობდი რომ დიდი თავი დავდე. საღამოს დავდებ ახალ თავს.

გამიხადა რომ თქვენი ასაკი დაწერეთ, დარწმუნეული ვიყავი ის ვისაც ჩემი ნაჯღაპნი მოეწონებოდა თვრამეტი სლის მაღლა იქნებოდა და პატრაა გოგოებს ჩემი ნაწერი სულ არ მოეწონებოდათ.


რა ჩემი ბრალია ასე კარგად რომ წერ და არ მყოფნის თავები... სულ მინდა რომ ვიკითხო და ვიკითხო... ძალიან გთხოვ მალე არ დაამთავრო ეს ისტორია და ანდრონიკეს და მარის ერთად ყოფნის მომენტებით კიდევ უფრო გაავსე ძალიან ცოტა მეჩვენება ასეთი მომენტები ეს ალბათ იმიტომ რომ ეს წყვილი მომწონს ძალიან... მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ძალიან მაგრად წერ...

 


№8 სტუმარი მარო

ძალიან დავიძაბე. რატომ დააგვიანე? გაგრძელებას ველოდები მოუთმენლად.
მარო, 58 წლის. წალენჯიხა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent