შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსკვლავებმა გადაწყვიტონ #1


5-09-2015, 18:41
ავტორი ნათი_
ნანახია 1 473

მედდას წვეთოვანის მილში წამალი შეჰყავს, შემდეგ ჩემსკენ იხედება. ცდილობს გამიღიმოს.
–ცოტახანში დავბრუნდები შესამოწმებლად. ეცადე დაისვენო.–ბალიშს მისწორებს. რბილ თითებს ნაზად ასრიალებს ჩემს თმაზე–ყველაფერი კარგად იქნება.–ღიმილიანი სახით ტოვებს პალატას. დაცარიელებულ პალატაში აპარატის რიტმული წრიპინი უფრო შესამჩნევი ხდება. უკვე მივეჩვიე ამ ხმას. მიყვარს ეს მედდა. ძალიან კარგი ქალია. მისი იმედიანი თვალები ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ძალას და სიმტკიცეს მმატებს. ასეთი თვალებით ძალიან ცოტაღა თუ შემომცქერის. კარი იღება და სწრაფადვე იკეტება. ჩემსკენ ფეხაკრეფით მოდის ირაკლი. ცისფერი ხალათი აცვია, ისეთივე როგორიც მე. აქ ყველა პაციენტს ამ ხალათს აცმევენ.
–იკა, მედდა გაბრაზდება აქ თუ გნახავს.
–არ მაინტერესებს–საწოლის კიდეზე ჯდება და თავის თითებს ჩემს თითებში აჭდობს.–როგორ ხარ?
–კარგად–მიუხედავად ამ არასასიამოვნო შეგრძნებებისა რომელსაც სამედიცინო აპარატთან და წვეთოვანთან მიერთებული მილები იწვევს, ის ჩემს გვერდითაა და ეს საკმარისია იმისთვის რომ კარგად ვიგრძნო თავი. მისკენ ვიწევი
–იწექი.–არ ვემორჩილები. საწოლზე ვჯდები და შუბლს მის მხარს ვაყრდნობ. არ მინდა ოპერაციაზე ლაპარაკი მაგრამ აქ და ახლა სხვა რაზე უნდა ვილაპარაკოთ?– მეშინია ელენე.–ყურში მეჩურჩულება. მიკვირს ირაკლისგან ეს სიტყვები, რამდენი წელია ერთად ვართ და მსგავსი რამ არც არასოდეს გამიგია და არც მიგრძვნია მისგან.
–ყველაფერი კარგად იქნება!–ვინ იცის უკვე მერამდენეჯერ წარმოვთქვავ ამ სიტყვებს, გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ სხვა რა დაგვრჩენია გარდა იმედისა.–ოპერაცია წარმატებით ჩაივლის.
–ოპერაციის კი არა... შენი დაკარგვის მეშინია.–ჩემს სახეს ხელებში იქცევს, ისე რომ პირდაპირ თვალებში ვუყურო– გთხოვ დამპირდი, რომ იცოცხლებ. დამპირდი რომ არაფერი მოგივა.
–იკა...–იმას ვერ დავპირდები რაშიც დარწმუნებული არ ვარ. ეს თვითონაც იცის. უბრალოდ, ემოციების ბრალია.–გპირდები რომ შენს გვერდით ვიქნები.. კარგი? ერთად ვიქნებით.–ყელზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ. მაგრამ ეს სულ რამდენიმე წამით გრძელდება. კარი იღება, ვხვდები რომ მედდაა, ირაკლისგან თავს ვითავისუფლებ და უკან ვიწევი.
–აჰ ირაკლი, შენ აქ არ უნდა იყო.
–არ მაინტერესებს.–გულგრილად პასუხობს. ვიცი აღიზიანებ ეს უაზრო აკრძალვები, მაგრამ არ მომწონს რომ მედდას ეუხეშება. ის ძალიან ყურადღებიანია ჩვენს მიმართ და ამას არ იმსახურებს.
– წვეთოვანის მილი რატომ მოიშორე? ღმერთო ჩემო, ახლავე პალატაში ვბრუნდებით!
ირაკლი მის აღშფოთებას აიგნორებს და ჩემსკენ ბრუნდება.
–იკა უნდა წახვიდე.–ვიცი რომ ამის მოსმენა არ სიამოვნებს, არც მე მომწონს რასაც ვეუბნები. ჩემი ნება რომ იყოს ჩავეხუტებოდი და აღარ გავუშვებდი მაგრამ ამ მომენტში მისი ვენიდან უხეშად ამოგლეჯილი მილი მანერვიულებს.
ჩემსკენ იხრება და შუბლზე ნაზად მკოცნის–მალე გნახავ–ჩემს კანზე ჩურჩულებს.
–მჰჰ...–ღიმილით ვპასუხობ. მშორდება და კარისკენ მიდის, მედდაც უკან მიჰყვება.
–მე თვითონ წავალ!
–მაპატიე ირაკლი, აღარ გენდობი.–მედდა ცდილობს საუბარი არ დაამძიმოს, მაგრამ ირაკლი უკმაყოფილობას არ მალავს. კარი იკეტება. პალატაში ისევ მარტო ვრჩები. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ დავიძინო. მაგრამ მოგონებები... გონების ფსკერიდან ზედაპირისკენ ქაოსურად მოცურავენ და მეც მათ მორევში ვიძირები.
*

მანქანის საბარგულიდან ჩანთები ამოვალაგეთ და სახლში შევიტანეთ. ეზოში ბებო შემოგვეგება, სახეგაბრწყინებული. სულ მარტო ცხოვრობდა და საოცრად ახარებდა ჩვენი ჩასვლა. არდადეგებს ჩემზე მეტად ის ელოდებოდა ხოლმე. (მთვარისა ბებია მამის დედა იყო. ბაბუა რომ დაიღუპა სულ პატარა ვიყავი. დედას მშობლები კი ჩემს დაბადებამდე დაიღუპნენ.) ხმაური მეზობლებს არ გამოპარვიათ, თუმცა მე ტკბილი მოკითხვით დავაღწიე თავი, რასაც დედაზე ვერ ვიტყვი. არც კი ვიცი რამდენ ხანს იდგა ქუჩაში, ეზოს კართან და მეზობლებთან ძველსა და ახალს არჩევდა, მამამ მაშინვე გამონახა საქმე ეზოში, მე კი ბარგის ამოლაგება არც მიფიქრია, მგზავრობით დაღლილი, მონატრებულ, ფუმფულა საწოლზე გადავეშვი და სასიამოვნო ფიქრებში გართულს „რა კარგია სოფელი, სიმშვიდე და სუფთა ჰაერი–მეთქი“ ჩამეძინა კიდეც. მაგრამ ვინ მაცადა ნებივრობა? რატომღაც ჩვენმა მამალმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა, თუ როგორ გულმოდგინედ ასრულებდა თავის მოვალეობას და „ყიყლიყო“ შემოსძახა...არაერთხელ.. თითქოს სანამ ყველა არ შეამჩნევს არ გავჩერდებიო.
–აღარ მოკეტავ?!–ამოვიღრინე და ვცადე ყურები ბალიშით დამეფარა. მაგრამ მალე სუნთქვა გამიჭირდა და იძულებული გავხდი მომეშორებინა. საწოლზე წამოვჯექი. ოთახში დედა შემოვიდა.
–ვის ეჩხუბები?
–აახ აღარ შემიძლია. ეს მამალი რატო არ ჩუმდება?
–ერთი საათიც არ არის რაც ჩამოვედით და უკვე წუწუნებ. რა გჭირს? მამალია და სხვა რა ქნას?
–მე ვწუწუნებ?–ისე მსაყვედურობდა თითქოს ძალით ვინაზებოდი. ასე არ არის! თვითონ ვერ ვიტან „ნაზიკო“ გოგოებს.–სულაც არ ვწუწუნებ! უბრალოდ საღამოა უკვე. ნახე რომელი საათია–საწოლიდან წამოვდექი და ტელეფონზე საათს დავხედე–ექვსი ხდება, რაღა უნდა?
–გეყოფა, მიდი ბარგი ამოალაგე, გულს გადააყოლებ–დაცინვით მითხრა
–საოცარ გამოსავალს პოულობ ხოლმე, ხო შეგიძლია მითხრა „წამოდი ელენე, შოკოლადი შეჭამე, გულს გადააყოლებ“
–და შენ აგრძელებ წუწუნს...–თვალები გადაატრიალა, მამალი კი ისევ აგრძელებდა
–დედა დავფიქრდი და... საჭმელების კეთება უნდა ვისწავლო. დღესვე–ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე.
–როგორც იქნა რაღაც გონივრული თქვი–კმაყოფილმა გამიღიმა–ახლა ვაპირებ საჭმლის გაკეთებას და შემომიერთდი.
–აჰამ, რამე ხორციანი გავაკეთოთ.–დიდი მოყვარული არ ვარ, ამიტომ დედას ახარებდა ჩემი იდეები.
–ხორცი არ გვიყიდია, ლადოს გავგზავი, რომ მოიტანოს.
–მამას გაგზავნა რა საჭიროა? ერთი ხორცი უკვე რახანია გველოდება–ბრაზით გავიხედე ფანჯრისკენ, საიდანაც მამლის ყივილი ისმოდა. დედა რათქმაუნდა მიხვდა რომ ეს ყველაფერი მამლის მოსაშორებელი გეგმა იყო და პირიც გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მის ზუგს უკან ნაცნობი ხმა აყვირდა და ჩვენც ორივემ იქით გავიხედეთ.
–მაკა დეიდა, როგორ ხართ?–ოთახში ანი შემოვიდა, ჩემი ნათესავი. (ჩემი და მისი ბებიები დები არიან.) საოცრად მხიარული გოგოა, სულ კარგ ხასიათზეა.
–კარგად ანუკი, შენ?–დედა გადაეხვია და გადაკოცნა
–კარგად–ყურებამდე იღიმოდა–ქუჩაში თქვენი მანქანა რომ დავინახე ისე გამიხარდა. როგორც იქნა ჩამოხვედი–მომიბრუნდა და ჩემსკენ წამოვიდა
–მომენატრე გოგო–ჩავეხუტე
–მეეც. ამ ზაფხულს ხო აქ ატარებ? აღარ გაგიშვებ იცოდე
–მე დაგტოვებთ... თქვენ ბევრი საჭორაო გექნებათ–დედამ გაგვიცინა და ოთახიდან გავიდა
–დაანებე თავი ამ ტანსაცმელს და მოდი აქ დაჯექი, მომიყევი რა ხდება შენსკენ–საწოლზე მის გვერდით დავჯექი.
–რა უნდა ხდებოდეს, როგორც იქნა დამთავრდა გამოცდები და მეც ბედნიერებით ვტკბები, რომ სამი თვე სკოლას აღარ ვნახავ.
–ეგ ხომ ჩემთვისაც ნაცნობია, მაგრამ პირადში?
–რა პირადში?
–არავინ არის?–ეშმაკურად გამიღიმა „ღმერთო ჩემო, ეს მისი ფავორიტი თემაა“
–არა, არავინ.
–ჰმ...ვითომ?–ეჭვით დააწვრილა თვალები
–კაი რა ანიი, სად მაქ მაგის დრო და გარეგნობა–ვეცადე მეხუმრა, თუმცა ნაწილობრივ მართლაც ასე ვფიქრობდი.
–სულელი ხარ რაა, ორმოცი წლის ქალივით ლაპარაკობ. აბა გიორგის ხომ ხვდებოდი?
–მხოლოდ ერთხელ წავედით კინოში, ყველაფერს სხვანაირად უყურებ. უბრალოდ მეგობრები ვართ.
–ხო მეგობრები, მეგობრები...
–შეყვარებული ყავს.–კმაყოფილმა განვაცხადე– ხომ იცი სალომე, ჩემი კლასელი? ჩემთან გაიცნეს ერთმანეთი და...
ანის იმედგაცრუებულ, უჟმურ სახეს ვეღარ გავუძელი
–ყავას დალევ?
–თუ ცივს გამიკეთებ, კი.
–ნაყინით–ისევ კმაყოფილება გადაეფინა. ოთახიდან გამოვედი, ყავა და შაქარი ვიპოვე და მომზადებას შევუდექი
–შენი და ლაშას საქმეები როგორ მიდის?–სიჩუმის დასარღვევად ვკითხე
–ოხ, ეგ არ გამახსენო–ამოიბუზღუნა
–რატომ?–სიცილისშეკავება ვცადე.
–იდიოტია! ორივემ ვიცით რომ არაფერი არ გამოდის მაგრამ მაინც არ ვამთავრებთ. ვიჩხუბებთ, შევრიგდებით, მერე ისევ ვიჩხუბებთ, ისევ შევრიგდებით. აზრი არ აქვს. დღეს დილიდან მირეკავს. აღარ შევურიგდები... უნდა დავამთავრო ეს სისულელე
–ხომ გიყვარს?
–ხო მარა... არა... არ ვიცი, ხანდახან სიგიჟემდე საყვარელია, ხანდახან კი სიგიჟემდე აუტანელი.
–რატომ იჩხუბეთ?
–ჩემი დაბადების დღე დაავიწყდა. წარმოგიდგენია?
–ბავშვი ხარ რაა!–თავი გავაქნიე
–ხომ იცი ჩემთვის ეს რა მნიშვნელოვანია. შენ რა რეაქცია გექნებოდა, მე რომ დამცინი?
–ყავა დალიე, გაგიცივდება–ჭიქა სწრაფად აიღო ხელში
–ჰა ჰა ჰა–დააყოლა უჟმური სახით და ყავა მოსვა. განწყობა წამში შეეცვალა. ცნობისმოყვრედ ამომხედა–დღეს გარეთ ხომ გამოხვალ?
–ჰმმ.. ტანსაცმელი უნდა დავალაგო
–მე მოგეხმარები, საღამოს გავიდეთ, ჩემს გადარეულ მეგობრებს გაგაცნობ.–თვალი ჩამიკრა.
–––
მთელი გზა ტელეფონში იყო ჩამძვრალი.
–ვის წერ?–მომწყინდა ჩუმად ბოდიალი.
–თაკოს, ისიც მოდის.
–ვინ არის?
–მოვა და ნახავ–ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. მომდევნო ქუჩაზე გადავუხვიეთ. ხალხი ირეოდა, ზოგი სწრაფად მიდიოდა, ალბათ სადმე ეჩქარებოდათ, ზოგი ნელა მისეირნობდა, ჩვენსავით, ზოგიც სკამებზე ისხდნენ და გამალებით განიხილავდნენ რაღაცას. ერთ–ერთი სახლიდან საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი გოგო გამოვიდა, მოკლე შორტი, შორტში ჩატანილი დიდი ზომის მაიკა და კეტები ეცვა. შავი, სწორი თმა მხრებზე ჩამოჰყროდა. საყვარლად გამოიყურებოდა. ქუჩა მოათვარიელა, მზერა ჩვენზე შეაჩერა, შემდეგ კი ტელეფონის განათებულ ეკრანზე გადაიტანა. „როგორც ჩანს ესაა თაკო“. რატომღაც ანის ჩაცმულობა კიდევ ერთელ შევათვალიერე: დახეული ჯინსები, თეთრი მაიკა შავი წარწერებით და კეტები. „აბა მე რატომ გადავწყვიტე კოპლებიანი კაბის ჩაცმა... შავ კეტებზე..მგონი ამ საღამოს უხერხულად ვიქნები“
გამართლდა. თაკო ნამდვილად ის გოგო იყო. ანიმ გადაკოცნა და ჩემსკენ შემობრუნდა
–გაიცანი ეს ელენეა, ჩემი ნათესავი.... ეს არის თაკო
–სასიამოვნოა–გავუღიმე
–ჩემთვისაც–მანაც ღიმილით მიპასუხა.
–შენი ძმა სადაა?
–ჩემი ძმა და ირაკლი წავიდნენ უკვე.
–ვშიშობ დღეს საღამოს გვექნება მათი ხილვის ბედნიერება. წავიდეთ.
ორ მოპირდაპირე სკამს შორის, პატარა მაგიდაზე სიგარეტის კოლოფები, ტელეფონები, კარტი და მზესუმზირა იყო არეული. თაკო უცნობ ბიჭს მიუსკუპდა. ანი კი ვიღაც გოგოს და მეც თავის გვერდით გამომიყო ადგილი.
–გაიცანი, ეს გიორგია, თაკოს ძმა. ეს ირაკლი–მის გვერძე მჯდომ ბიჭზე მიმითითა.–ეს ბექაა და ესეც მილენა–დაამთავრა ანიმ გოგოთი, რომელის მასთან იჯდა.–ეს კი ელენეა ბავშვებო, ჩემი ნათესავი.
–უბრალოდ მილი–შეუსწორა გოგომ, მოჩვენებითი გაღიზიანებით, შემდეგ კი ღიმილით მომიბრუნდა–სასიამოვნოა
მეც გავუღიმე. დანარჩენებმაც იგივე გააკეთეს, მაგრამ შეუმჩნეველი არ დამრჩენია ბიჭი, სახელად ირაკლი, რომელმაც უბრალოდ გულგრილად შემათვალიერა, პირის გაღებას არ იკადრა, თავი გააქნია და გვერძე გაიხედა.
მისმა ქცევამ გამაღიზიანა, მაგრამ რათქმაუნდა გარეგნულად არაფერი შევიმჩნიე. იდიოტითქო გავიფიქრე და ყურადღება გოგოებზე გადავიტანე. როგორც ჩანს წინა დღეს მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან ბიჭები თითქმის მთელი საღამო ამას განიხილავდნენ, გოგოები კი გეგმებს აწყობდნენ მილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც თვის ბოლოს იყო.
–ხვალ რა გავაკეთოთ? არ წავიდეთ სადმე?–როგორც იქნა საერთო თემაზე წამოიწყო საუბარი გიორგიმ
–მდინარეზე წავიდეთ–იდეა მიაწოდა მილიმ
–ხო, ლუდებიც წავიღოთ–კმაყოფილებით წამოიძახა ბექამ
–რას იტყვი?–გიორგიმ მხარი გაჰკრა ირალკის, რომელიც ტელეფონს ჩასჩერებოდა.
–რავი წამოვალ–ტელეფონი დაბლოკა და მხრები აიჩეჩა.
–შენც ხო წამოხვალ?–მე მომიბრუნდა გიორგი. ჯერ კიდევ ირაკლის ვაკვირდებოდი. უემოციოდ, გულგრილად შემომხედა. დაბნეულმა მხოლოდ მხრების აჩეჩვა მოვახერხე.
–კი წამოვა–ჩემს მაგივრად ანიმ უპასუხა. ამან გამაღიზიანა, მაგრამ ეს ხომ ანია.
სახლში როცა ვბრუნდებოდით, გულმა ვერ მომითმინა, რომ ანისთვის ირაკლიზე არ მეკითხა. არ ვიცოდი კითხვა როგორ უნდა დამესვა მაგრამ პირი გავაღე და დავიწყე
–ის ბიჭი... ირაკლი... რაღაცნაირი...–სიტყვებს ვერ ვპოულობდი „ოუუ მიდი რა ანიი, დამეხმარე“
–უცნაურია ხო?–„იეს! მე უფრო ვიტყოდი უხეშს ან უზრდელს მაგრამ ამასაც არაუშავრს“
–ხო... რაღაცნაირი
–კარგი ადამიანია, ძაალიან კარგი.. უბრალოდ, ჩაკეტილია... ორი წლის წინ ძმაკაცი მოუკვდა... უფრო სწორად მოკლეს... –ანის შეძრწუნებული მივაჩერდი.
–ოუ... საშინელებაა... –მხოლოდ ამის ამობუტუტება შევძელი
–ჰო...
–მემგონი მახსოვს, საინფორმაციო გადაცემაშიც იყო ამ მკვლელობის შესახებ, მაგრამ არ ვიცოდი ის ბიჭი ვინ იყო.–იმიტომ დამამახსოვრდა რომ ძალიან მშვიდი სოფელია, აქ მსგავსი რაღაცეები არ ხდება, მისი სახელწოდება სწორედ ამ ტრაგედიის გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში და ამ ამბით ჩაიბეჭდა ხალხის გონებაში.
–სანდროს დაკრძალვა საშინელება იყო...ახლაც ცუდად ვხდები რომ მახსენდება. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. ორივე ერთად ისეთი მხიარულები და გადარეულები იყვნენ. სანდროსთან ერთად თითქოს ირაკლის რაღაც ნაწილის მოკვდა. იმის მერე ჩაიკეტა. ახლოს არავის აღარ უშვებდა. აი ამ ბოლო დროს კი თითქოს ისევ გვიბრუნდება. ისეთი არა როგორიც იყო, მაგრამ მაინც.

და და დაა დაამ ^_^ აი მეც დავბრუნდიი.. აბა რას იტყვით გავაგრძელო? თუ არ მოგეწონებათ, არაფერია, გავიგებ ^_^ და თუ მოგწონთ მაშინ დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში, იმიტომ რომ ეს უუბევრეესს ნიშნავს :დ ფაქტიურად გადამწყვეტია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent