შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყეული ღამეები[3]


6-09-2015, 00:07
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 303

-რა ადრე? რას ბოდავ?-ხმის კანკალით მიაყარა კითხვები ელენემ.ვერავინ გაიგებდა რას გრძნობდა ისედაც ზედმეტად სენტიმენტალური გოგონა.
-როგორ აგიხსნა,რომ ჩემს გარშემო ორმოს თავი აეხადა და შიგ ჩავვარდი,როგორ აგიხსნა,რომ ოპტიმიზმით სავსე ახალგაზრდამ არ ვიცი სად ვნახო ნათელი წერტილი.ეჰ,ელენე,იცოდე,ნეტა,რას ვგრძნობ ახლა?-მეგობრის ემოციურობას საკუთარი დაამატა და გულის ამაჩუყებელი სიტყვები ერთმანეთს მძივივით გადააბა.
-ნინი,რაც არ უნდა იყო,მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები და ეს შენ იცი,იცი,როგორ მიყვარხარ და შენს გამო ყველაფერს გავუმკლავდები,ერთად გადავლახავთ ყველა სიძნელეს-დარწმუნებული იყო ნინი,რომ მეგობარი არ სტყუოდა.განა არაერთხელ არ დაუმტკიცა ეს! მას ენდობოდა,თითქმის ბოლომდე,.დიახ,ის მისი საყრდენი იყო,მაგრამ ამჯერად მაინც აკავებდა რაღაც.იქნებ ეს დედის თავმოყვარეობა იყო,რომელიც ნელ-ნელა უფსკრულისკენ მიექანებოდა.ნინი კი ნაპირიდან უყურებდა ამ ყველაფერს და ვერაფრით შველოდა საყვარელ დედას.
-ეჰ,ელენე...სჯობს,რომ აქ დავასრულოთ საუბარი.ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს-დიახ,ამას საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევდა.არავისთან შეეძლო საუბარი აცრემლებულ გოგონას,გოგონას,რომელსაც მუდამ ჰქონდა ყველაფერი,რაც სჭირდებოდა თინეიჯერს გართობისთვის თუ შემეცნებისთვის,მაგრამ მაინც აკლდა რაღაც.ალბათ,ეს ოჯახური სიმყუდროვე იყო,რომელიც გუშინ საბოლოოდ დაინგრა.
-არა,არ სჯობს.მესმის როგორ ტირიხარ და არ შემიძლია ამ ყველაფრის მოსმენა.ნინი,მე დაგეხმარები.ნუთუ,არ გჯერა ამის?-ელენე ცრემლებს ძლივს იკავებდა,ცდილობდა,რომ ბოლომდე ძლიერი ყოფილიყო,რაც მისნაირ სენტიმენტალურ გოგონასთვის სიძნელეს წარმოადგენდა.
-მიყვარხარ,მეც მიყვარხარ და მოგვიანებით დაგირეკავ,შევხვდეთ და ვისაუბროთ .ტელეფონით არ შემიძლია,გესმის?-დამაჯერებლად ეუბენებოდა დაქალს,მაგრამ საკუთარ სიტყვებში თვითონაც კი ეპარებოდა ეჭვი,მაგრამ ფიქრობდა,რომ მომდევნო დღეს ყველაფერი შეიცვლვებოდა.“ხვალ ახალი დღე გათენდება და სხვაგვარად დავინახავ ყველაფერს“-თავს იიმედებდა ნინი,რომელიც ცრემლებს ისევ ვერ აკავებდა და თავისუფლად ასველებდა სახეს.მისმა ტუჩებმაც იგრძნეს სიმლაშე,სწორედ იმ ცრემლების,რომლებიც გოგონას გულიდან ამოხეთქილი სევდის ნაყოფი იყო.
-დამპირდი?-ელენე ეჭვით ეკითხებოდა ნინის.
-გპირდები,ელენიკო-კნინობითი ფორმით მიმართა დაქალს და ცრემლები შეიმშრალა.
-ხვალამდე-ელენეს ხმაში დამშვიდება შეეტყო,ტელეფონი გათიშა და ლეპტოპი ჩართო.ანტალიას ათვალიერებდა „გუგლით“ და მოსალოდნელ დასვენებაზე ფიქრობდა.ზღვა,მზე,გართობა და ნინი,მეტი არც უნდოდა სრულყოფილებისთის.ზოგჯერ ბედნიერება მართლაც წვრილმანებშია.რამდენადაც არ უნდა ვუარყოთ,ასეა!
-ნინი,შემოდი,შვილო-ნამტირალვ გოგონას დედის ხმა მოესმა.მაია ისევ დივანზე მიწოლილიყო და ყავას ისტერიულად სვამდა.
-დედიკო-გვერდით ჩამოუჯდა მაიას და დამაიმედებლად გაუღიმა.დედა-შვილი ერთ საათს მიშტერებოდნენ ერთმანეთს.ათვალიერებდნენ და თითქოს ახალი გრძნობის აღმოჩენას ცდილოდბნენ,გრძნობის,რომელიც ორივე მათგანისთვის გულჩასაჭიდი გახდებოდა.
-კარგი,წადი,შვილო-დედამ გაუღიმა და თვალები დახუჭა-დავიძინებ ცოტას-ქალის ხმაში უწინდელი აღელვება აღარ იგრძნობოდა,მხოლოდ სიცივე და ბრაზი გამოკრთობა მაიას ბაგეებიდან.
ნინი სავარძელზე ჩამოჯდა ფაჯრის წინ და ქუჩა შეათვალიერა.გარეთ არავინ იყო ერთი მოხუცის გარდა.ქალი იჯდა და თითქოს რაღაცას ელოდა.“ისიც მოლოდინშია“-გაიფიქრა გოგონამ და იდაყვს დაეყრდნო.არ იცოდა რითი გადაეტანა ყურადღება.თვლიდა,რომ ეს უკანასკნელი შეუძლებელი იყო,მაგრამ მოხუცი ქალი მის გულისყურს მაინც იპყრობდა.
გოგონამ გადაწყვიტა დაბლა ჩასულიყო,კარები გააღო და ლიფტის ღილაკს მიაჭირა თითი.გარეთ გავიდა და ჰაერი უფრო მძიმედ ჩაისუნთქა,ვიდრე ამას ოთახში ყოფნისას აკეთებდა.შეათვალიერა მოხუცი და მიუახლოვდა,გვერდით ჩამოუჯდა და თბილი მზერით შეავლო თვალი მის ვერცხლისფერ თმებს.
-ბებია,არ გცხელა?-მხარზე ხელი დაადო და ნაღვლიანი თვალებით შეხედა.ქალს გაუკვირდა გოგონას ამგვარი მოპყრობა.რამდენი დღე გაუტარებია ამ ეზოში ჯდომით,რამდენი საათი თუ წუთი მოუკლავს ასე,მაგრამ განა ვინმე გამოხმაურებია! არც არავინ,ახლა კი ნინი იჯდა მის გვერდით,თანათგრძნობით აღსავსე თვალებით უყურებდა.
-შვილო,მცხელა,მაგრამ სად არ ცხელა-გაუღიმა ნინის და ლიყაზე ხელი გადაუსვა.“რა კეთილი გოგონაა“-გაიფიქრა და თვალებით სიყვარული აგრძნობინა.
-ბებია,რამე გჭირდება? რამე გიჭირს?-ამ უკანსკენლი სიტყვის წარმოთქმა ძალიან უჭირდა,მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი.
-არაფერი,უბრალოდ მეუღლე გარდამეცვალა ერთი წლის წინ,ორი ქალიშვილი მყავს,მაგრამ ცალკე ცხოვრობენ,შვილიშვილებიც ვერ მნახულობენ ხშირად..ყველას თავის საქმე აქვს,შვილო..მოვიწყენ ხოლმე და აქ ვჯდები.აიხდე,მეათე სართულზე ვცხოვრობ..აი,იქ-თითით აჩვენა ნინის და მადლობის ნიშნად გაუღიმა.
-მესმის,ასე ხდება ხოლმე,მაგრამ მაინც ხომ გნახულობენ-ახალგაზრდული ოპტიმიზმი ნინიში არ ჩამკვდარა და ეს არც მოხდება.გოგონას არ წარმოუდგენია,რომ სხვაგვარად ცხოვრება შესაძლებელია.
-პირველად გხედავ აქ,შვილო-თვალებში ჩახედა ნინის და,ალბათ,ამოიკითხა კიდეც ის ტკივილი,რომელსაც გოგონა თან ატარებდა იმ უშველებელ იმედთან ერთად,რომელიც სილამაზემ დაბადა მასში.
-დეიდაჩემთან არასდროს დავრჩენილვარ,ადრე მხოლოდ ვსტუმრობდით ხოლმე.ამჯერად ხანგრძლივი გამოგვივიდა ეს უკანსკნელი-ნაღვლიანად შეხედა მოხუცის დამჭკნარ ხელებს და გაიფიქრა,ერთ დროს მეც ასეთი გავხდებიო.ასაკოვანი ხალხი კი უყვარდა,მაგრამ სიბერის ეშინოდა,ეშინოდა,რომ აღარ იქნებოდა ისეთი ლამაზი,როგორიც ახლა იყო.
ნინი ბავშვობიდან ტანვარჯიშზე დადის და რეზინასავით წელვადია,საკმაოდ მოხდენილი და ლამაზი სხეული აქვს და არ უნდა,რომ როდესმე დაუნაოჭდეს,არ უნდა,რომ კანი ჩამოეძენძოს და ახალგაზრდობა დაკარგოს.არც მაღალია და არც დაბალია,საშუალო სიმაღლისაა,მაგრამ ეს უკანასკნელი სავსებით აკმაყოფილებს.ქერა თმა წელის ქვემოთ წვდება და ცისფერი თვალების კიაფი კიდევ უფრო ლამაზს ხდის.
-შვილო,მე ახლა უნდა წავიდე,მაგრამ დაიმახსოვრე,რომ,როცა რამე გაწუხებს საყვარელ ადამიანს აუცილებლად უნდა გაანდო.უთქმელად დარჩენილი ფიქრი ყველაზე მძიმეა-ჩაილაპარაკა ქალმა და სკამიდან ადგა.ნინიმ მოხუცს მადლობის ნიშნად თავი დაუქნია და თან გაკვირვეული აკვესებდა თვალებს,როგორ მომიხვდა ფიქრებსო.
კიბეები უჩუმრად აიარა.დედას ისევ ეძინა.უხმაუროდ შეაღო კარები და ისევ ფანჯრიდან დაიწყო ცქერა.ისევ იმ ადგილს მიშტერებოდა,მაგრამ იქ ის მოხუცი აღარ იყო.“როგორი კეთილია“-გაიფიქრა და მისი თითოეული სიტყვა განმეორებით ჩაესმა ყურში.ისე უკვირდა მისი მიხვედრილობა.“სიბერეს ყველაზე დიდი პლიუსი ისაა,რომ ადამიანების ცნობა უკეთ იცი,მათ გულებში რა ხდება იმასაც კი ამოიკითხავ“-გაიფიქრა და პლანშეტი ჩართო.იმ დღეს ჩანთა კიდევ კარგი წამოიღო,თორემ ელექტრონული წიგნების გარეშე რა ეშველებოდა.ეს უკანასკნელი მისი ერთ-ერთი სუსტი წერტილია!
ამ ზაფხულს არაერთი წაიკითხა,უმეტესად კი არა თითქმის სულ ელექტრონული ვერსიით სარგებლობს.ლით.ჯი რომ არა რა ეშველებოდა! ახლაც ჩართო „აიპადი“ და „ქარწაღებულნის“ მეორე ნაწილის კითხვა დაიწყო.
^^
-ნანი,ვახშამი მომიმზადე რა-მუდარით შემოვიდა ბაჩო კარებში და დაღლილი დივანზე დაეშვა.ნინის მისი მოსვლა არც კი გაუგია.ლოგინზე ნახევრად წამოწოლილი კითხულობდა და გარე სამყაროსგან უკვე ძლიერ შორს იყო.
-ახლავე,ძვირფასო-ნანი საძინებლიდან აჩქარებული ნაბიჯით გამოვიდა,ხმაურიანად აკოცა მეუღლეს და სამზარეულოსკენ წავიდა.
მაია სავარძელზე იწვა და,როგორც კი გაიგო სიძის მოსვლა,ფეხზე წამოვარდა და მოთენთილი სახით მოიკითხა ბაჩო.
-როგორ ხარ,სიძევ?-ცდილობდა,რომ არაფერი შეემჩნია.და შეპირდა,ქმარს არაფერს ვეტყვიო და ესეც აღტაცებული სახით უყურებდა სიძეს,რომელიც „მეძინება“ გამომეტყველებით იდგა ფეხზე და დროგამოშვებით ირწეოდა.
-დავიღალე.ძნელია ამდენი მუშაობა-ამოიოხრა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი,მაგრამ მალევე შემობრუნდა და მაიას სახე დაუწყო დაკვირვება-ისე გამიხარდა,რომ დარჩით-თვალი ჩაუკრა ქალის საქციელით გაკვირვებულმა და ისევ აქცია ზურგი.
-ჩაი მოგიდუღუ-გაუღიმა ნანიმ ბაჩოს.უკვე წლები იყო,რაც საღამოობით ჩაის უკეთებდა,ძილს დამიფრთხობსო,აფრთხილებდა მეუღლე და ესეც ასრულებდა მის სურვილს.ამხელა თანაცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ დავიწყებია,რომ ბაჩო საღამოს ყავის მაგივრად ჩაის სვამს.
-ჩემო პატარავ.დღეს იმდენი საქმე მქონდა,ისე გადავიღალე,რომ შევჭამ თუ არა,დავიძინებ.შხაპის მიღების თავიც კი არ მაქვს.
-ჩემი საბრალო-ქმრის პირდაპირ დაჯდა და ნაღვლიანად გაუღიმა „არც მე მქონდა კარგი დღე“ გამომეტყველებით.
ცოტა ხანში ცოლ-ქმარი დასაძინებლად გავიდა.სამზარეულოში ხმაური შეწყდა,მაგრამ საძინებელში დაიწყო აურზაური.ბაჩოს გაზეთი ვერ ეპოვა და ცოლს ადანაშაულებდა,შენ დაალაგე ოთახიო.ასეთი კინკლაობები მათ ოჯახში ხშირი იყო,მაგრამ ,რაც მთავარია,სერიოზუალ სახეს არასდროს იღებდა.
-აი,ვნახე-მძიმედ ამოისუნთქა ძებნით დაღლილმა ქალმა და ლოგინზე მიწვა.
-დღესაც ხომ არ გვეცადა-ირონიით შეხედა ქმარმა.ასეთი მზერა არ უყვარს ნანის,ჩემს მტრულ საშვილოსნოს დასცინისო,ფიქრობს,მაგრამ ამჯერად გაუღიმა და თვალის ჩაკვრით ანიშნა,შენ ხომ გეძინებოდაო.
-ჯანდაბას-ყურის ბიბილოდან კოცნით აუყვა ქალის სახეს და ზემოდან მოიქცია.
-ოღონდ ჩუმად,სტუმრები გვყავს-გააფრთხილმა ცოლმა ისინი ხომ მესამე პირის სახლში ყოფნასაც კი არ იყვნენ შეჩვეულნი,ასე არასდროს ხდებოდა!
ჩუმი ღამე იყო.ვარსკვლავებიც კი არ ჩანდნენ ცაზე,სრულიად მოწმენდილ ცას მხოლოდ სიჩუმე თუ ურღვევდა საკუთარ სტიქიას.გარემოს ეძინა თუ ეღვიძა ვერ გაიგებდი.დიდი თუ პატარა თავის ნაწილს შერთებოდა.ნუგზარი ორ ქალთან ერთობოდა და თანაც ერთდროულად.ის მეტი არაფერში ხომ არ გამოდგება! მისი ცოლი კი დივანზე მიწოლილიყო და ჩუმად ტიროდა,ჩუმად,რადგან არავის გაეგო მისი ხმა.ბაჩოსა და ნანის „საქმე“ დაესრულებინათ და ქოშინით აკროდნენ ერთმანეთს.ნინი კი ლოგინზე ნახევარად იწვა,ისევ არ ეცვალა პოზა და მომდევნო გვერდებზე გადადიოდა.ისე ჩაითრია წიგნმა,რომ გარე სამყარო სრულიად დავიწყებოდა გოგონას.
ზოგჯერ ილუზია რეალობზე ლამაზია,იტყვიან ადამიანები,მაგრამ მწერალი თამამად განუცხადებს საზოადოებას,რომ ილუზია რეალობაზე ლამაზია და თანაც მუდამ.ცხოვრებას ხომ არ შეუძლია ოცნებას აჯობოს.არ შეუძლია და ვერც ვერასდროს შესძლებს.დიახ,ეს მის ძალებს აღემატება!
მართალია,ოპტიმისტი ადამიანი ვერ ჩასწვდება ხოლომდე ცხოვრების მიერ მონიჭებულ ამ სიკეთეს,მაგრამ მაინც გაეღიმება და იტყვის,რომ ზოგჯერ ოცნება ისეთი ლამაზია,ზმანებისას გაღვიძებაც კი არ უნდა.ერთხელ მაინც აღიარებს,რომ გაღვიებულს უტირია,როცა ცხოვრება დაუნახავს,რადგან ის,რაც მის სიზმარში იყო,ცხადი არ აღმოჩნდა.
^^
-ნინი,გაიღვიძე-ხალათით შევიდა მაია ოთახში,სადაც შვილს „აიპადზე“ მიკრობილს ეძინა და ჩაიცინა.მგონი,იმ ღამის მერე ეს პირველი ღიმილი იყო,რომელიც მის სახეზე აისახა.შეუღუტინა გოგონას და თავი წამოაწევინა.
-უკვე გათენდა?-თვალებში ხელი ამოისვა ნინიმ და ზანტად წამოიწია-ისე ჩამძნებია,რომ ვერც კი გავიგე-ისევ განაგრძო წიგნის კითხვა და დედას ანიშნა,მალე გამოვალო.
-შხაპის მიღება არ დაგავიწყდეს-ნინის ესიამოვნა დედის მზრუნველობა.მიხვდა,რომ ქალი უკეთ იყო.განა ეს უკანსკენლი სახეზე მაინც არ ეტყობოდა! დიახ,ეტყობოდა.მაიას სახეს მუდამ იცნობდა ნინი,ყოველთვის შეეძლო დედა-შვილს ერთმანეთის ტკივილის,სიხარულისა თუ სადარდებელის გარეგანი სახით წაკითხა ისე,თითქოს ორივენი ერთმანეთს გულის წიგნს უშლიდნენ,მოდი წაიკითხეო.
-ნუგზარი ისევ დუმს,არა?-ნანიმ ჩასჩურჩულა დას და ჩაიდანი გზაზე დადგა-ასანთი მომაწოდე-გაუღიმე დას.ახლოს კი იყო საასანთე,მაგრამ მაიას ყურადღება უნდოდა სხვა რამეზა გადაეტანა.არ უნდოდა,რომ იმ კითხვის გამო,რომლის დასვმასაც ნანი ნანობდა,მაიას ხასიათი გაფუჭებოდა.
^^
-რომელი საათია?-ნუგზარს ქალების შუაში გაეღვიძა და უხასითოდ გაიღიმა-ყავა მინდა-შიშველი წამოდგა.“ისინი აქ რომ იყვნენ ასე ვერ ვიცხოვრებდი.ფაშა ვარ“-გახედა უზარმაზარ დერეფანს,რომლის დასასრულიც კი არ ჩანდა.ხუთწუთიანი თვალიერების შემდეგ სააბაზანოში შეაბიჯა და ნელ-თბილი შხაპ მიუშირა პირუტყვული სხეული.
-ჩვენ წავალთ-ქალები ჩაცმულები დახვდნენ ოთახში შესულ ნუგზარს-მგონი,არ გაგვსწორებიხარ,არა?
-უიმე-ამოიხორა უკმაყოფილოდ და საფულეს დასწვდა-ისე ეზარება ხოლმე მეძავებთან გასწორება,რომ ლამისაა თავი სადმე სირაქლემასავით ჩარგოს.“ერთდროული მომსახურების დედაც,გაღლეტავენ კაცს“-იმისდა მიუხედავად,რომ ფული არასდროს უჭირდა და საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობდა,მაინც ენანებოდა მათვის ფული,თან ყოველ ღამე ბორდელებში სიარულმა ისე დაღალა,რომ საშუალოდ რამდენს ხარჯავს გართობაში,თავადაც არ იცის,ამიტომ ზოგჯერ კმაყოფილიც კია მშობლების გარდაცვალებით.ისინი ხომ მუდამ ჭკუას არიგებდნენ.შესაძლოა,მათ გამო იქცეოდა ცოტა ნორმალურად.
-ძალიან კარგი,შეგიძლია კიდევ შეგვეხმიანო-გაუღიმეს ქალებმა და ახლადწასმული წითელი პომადა ლოყაზე დაამჩნიეს.ნუგზარი ხომ მათი საუკეთესო კლიენტია! ასეთი მამაკაცები განა ყოველ დღე სტუმრობენ!
^^
სამზარეულოდან გამოსულმა ისევ კითხვა განაგრძო.რამდენიმე საათიც და ფინალს გაიგებდა.ნერვიულობდა და ისე იყო ჩართული მოქმედებაში,რომ სუნთქვაც კი აჩქარებოდა.დაბნეული აყოლებდა თვალს სტრიქონებს და ზოგჯერ ფანჯრიდანაც გადაიხედავდა ხოლმე.ალბათ,იმ მოხუც ქალს ელოდა,რომელსაც წინა დღეს ესაუბრა.
-მაია,საყიდლებზე გამომყვები? პროდუქტები მაქვს შესაძენი და მარტო მეზარება-მუდარით შეხედა დას და გულში ოცნებობდა,გამოყვეს და მეტი არაფერი მინდაო.
-კარგი-გაუღიმა მაიამ.თავადაც უკვირდა რატომ დათანხმდა,მაგრამ ეს ფაქტი იყო-შენც ჩავიცვამ რამეს-სთხოვა ნანის და მის საძინებელში შევიდა,როცა მისი ტელეფონი აწკრიალდა.“ვინ უნდა იყოს?“-გაიფიქრა და უცხო ნომერს შეხედა.თრთოლვამ აიტანა,მაგრამ მალევე გასწორდა წელში და ტელეფონი ხელში შეათამაშა „ვუპასუხო თუ არა“ გამომეტყველებით.
___
ესეც მე-3 თავი.ველი შეფასებებს,არ დაიზაროთ.მიყვარხართ,ჩემო ლამაზებო.



№1  offline წევრი lamazi gogona

sainteresoa dzaan momwons veli shemdegs ♡♡

 


№2  offline წევრი TIME

dzalian momwons!nini rogori tbili gogoa♥warmatebebi chemo kargo♥

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო.. love

 


მომწონს ძალიან..რას აყვალები არიან. ნინი რა გოგოა<3 love

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
მომწონს ძალიან..რას აყვალები არიან. ნინი რა გოგოა<3 love

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent