შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელახალი დაბადება (3)


6-09-2015, 00:48
ავტორი divergent
ნანახია 1 924

სახლში მოუთმენლად ელოდნენ ოჯახის წევრები... შესვლისთანავე დედა შეეგება:
- შვილო, რა გაარკვიე?
-ნანა, შემოსვლა მაინც დააცადე.
- პრობლემა გადაწყვეტილია, ის გოგო ამ ოჯახში შემოვა როგორც შენი რძალი...
ამის გაგონებაზე რატის წყალი გადასცდა:
-რა?? შანსი არაა, მე და ცოლი?? არა, ჩემო ძმაო, მირჩევნია ციხეში წავიდე
-ვიცოდი რომ ასე იტყოდი. მე მომყავს მარიამი ცოლად, ახლა კი უნდა დაგტოვოთ, დედიკო ნუ დარდობ, აქ არ ვიცხოვრებთ. ეჭვი მეპარება ჩემი საამაყო ძმის დანახვა უნდოდეს .
ყველა გაოგნებული დატოვა, ყველა გარდა დისა, რომელიც ყოველთვის ამაყობდა უფროსი ძმით. ანასტასიამ ნელა შეაბიჯა ძმის ოთახში, საწოლთან ჩამოჯდა და ლუკას შეხედა. დიდხანს ისხდნენ ასე... ლუკა დაღლილი იყო, ანა კი ძმის საქციელით აღფრთოვანებული , აღფრთოვანებული და შთაგონებული. ამ გრძნობას კარგად იცნობდა, ამაყობდა ასეთი ძმა რომ ყავდა, პატარაობაში რომ ეკითხებოდნენ რა უნდა გამოხვიდეო , პასუხობდა ლუკა მინდა ვიყო. მართლაც, ძმის კვალს მიჰყვება და წელს სამართალზე აბარებს. სწავლის დამთავრების შემდეგ ძმის სააგენტოში დაიწყებს ალბათ მუშაობას, თუმცა მაინც სულ იქ არაა?! მოსწონს იურისტების გარშემო ტრიალი, თვლის რომ კარგ საქმეს აკეთებს...
-შენით ვამაყობ!
ლუკას გაეცინა, გაუხარდა დის ასეთი დამოკიდებულება
- შენი გადაწყვეტილება მართლაც საამაყოა, მაგრამ არა საუკეთესო
- ამ შემთხვევაში არის, რატის ცხოვრებას ვერ დავუნგრევ
-მერე შენი ცხოვრება?! იმ გოგოს არც კი იცნობ
- გავიცნობ
- მაგრამ სიყვარული??
- როგორც ჩანს ჩემთვის არ არსებობს, წადი დაიძინე... ანამ ძმას აკოცა და ოთახი დატოვა...
^^^
დილით საავადმყოფოში წავიდა, ნიკოს დახმარებით თავისუფლად შეაღწია პალატაში, გოგონას მშვიდად ეძინა, სახეზე დალურჯებებიც თითქოს გამქრალიყო, ვერც კი გაიაზრა ისე მივიდა საწოლთან და მარიამის ხელს თავისი შეაგება, გონს რომ მოეგო, იგრძნო როგორ უჭერდნენ პატარა უძლური თითები. დაბლა დაიხედა და ხელებზე სახვევებს დააკვირდა, აქამდე არ შეუმჩნევია...
პალატის კარი გაიღო, ოთახში ქალი შემოვიდა, რომელიც საოცრად აგონებდა ვიღაცას
- მე მარიამის მამიდა ვარ
- ლუკა ონიანი, მე..
- მისი საქმრო, ჯარჯის ველაპარაკე.
-ძმიშვილთან მარტო დაგტოვებთ
უკვე პალატიდან გადიოდა, ქალმა რომ შეაჩერა
- ლუკა მადლობა..
პასუხი არ გაუცია ისე დატოვა პალატა, ან რა უნდა ეთქვა ქალისთვის. ექიმის კაბინეტის კარზე დააკაკუნა და შემდეგ შიგნით შევიდა. აინტერესებდა საიდან გაჩნდა სახვევები მარიამის ხელებზე
-ბატონო ლუკა, დღეს დილით პაციენტმა გაიღვიძა. წამოდგომაც შეძლო, შემდეგ აბაზანაში გაყვანა ითხოვა, მედდა პაციენტის ნიცთებდ აწესრიგებდა როდესაც მსხვრევის ხმა გაიგო, გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.
-როდის გამოწერთ?- იკითხა ლუკამ ისე, თითქოს არც გაეგოს ექიმის ნათქვამი ბოლო სიტყვები
- სასურველია არ ვიჩქაროთ პაციენტის გაწერა, მაგრამ ორ კვირაში უკვე შეიძლება.
ლუკას ჯარჯის სიტყვები გაახსენდა, დრო არ იცდის, სოფელი ძნელია, დამეხმარეთ შვილს ჭუჭყი ჩამოვრეცხოო
-იცით, ჩვენ ქორწილი უნდა გვქონდეს მალე , უფრო ადრე ვერ გამოწერთ?
-შემიძლია ერთი კვირით ადრეც გამოვუშვა პაციენტი სახლში , მაგრამ წოლითი რეჟიმი აუცილებელია...
- რა თქმა უნდა , როგორც იტყვით
-კიდევ ერთი, ახალგაზრდავ , არანაირი ინტიმური კავშირი, დიდ სტრესთან ერთად ფიზიკური ტრამვაც მიიღო.

"""
სახლში დაბრუნებული ჯარჯის ელაპარაკა, მშობლების გადაწყვეტილებას მარიამს მამიდა გააცნობდა.

"""
ლუკაც იქ იყო, როდესაც მარიმ თავისი გაბედნიერების ამბავი გაიგო.
ქალის გამიხწდვით ბიჭი გაოგნებული იყო. მისი მზერა არანაირ ემოციას არ გამოხატავდა. უბრალოდ იჯდა და მშვიდად ისმენდა განაჩენს.
- როდის?
- რა როდის?
-როდის უნდა გავყვე ამ კაცს ცოლად?
ეს სიტყვები ისეთი ზიზღით იყო წარმოთქმული , რომლუკას გააჟრჟოლა.
- ერთ კვირაში ხელს მოაწერთ მერე კიმალევე ჯვარს დაიწერთ სვანეთში.
-ჯვარს დავიწერთ ? კი , მაგრამ...
- ამით სამუდამოდ დავუკავშირებთ ჩვენს ცხოვრებას ერთმანეთს, მე ჩემი ძმის ცოდვების გამო ვაგებ პასუხს, შენ კი .. შენ
- ჰოო მე კი, რა მე? მე ვისი ცოდვების გამო უნდა ვაგო პასუხი?
-შენ უბრალოდ მსხვერპლი ხარ, ჩემი ძმის მსხვერპლი...
ლუკასთვის აუტანელი გახდა მარიამის თვალების ყურება, ასეთი სევდის ატანა მასაც კი არ შეეძლო. ბავშობიდანვე ძლიერი ნებისყოფით გამოირჩეოდა, არასოდეს ყოფილა ემიციური, გრძნობებს ყოველთვის მარტივად მალავდა . ახლა , ახლა კი უნდიდა რომ ბოლო ხმაზე ეყვირა, ძმის საქციელით განადგურებულს საკუთარი თავი ეზიზღებოდა.
- ის არ კმარიდა რომ ცხოვრება დამინგრიეს, ახლა ჩემი დამღუპველის რძალი უნდა გავხდე...
ლუკა სწრაფად წამოდგა, კართან მისული უკან მობრუნდა დამარის მისამართით თქვა:
-- ერთი კვირა გაქვს ამასთან შესაგუებლად, კვირის ბოლოს კი სვანეთში ჯვარს დავიწერთ.

---------
მარიამი სვანეთში მეორე დღესვე წავიდა მამიდას თანხლებით, ჩასვლისთანავე იგრძნო მონატრებული გარემომოს სურნელი. სახლის ეზოში შესულს მამა იქ დახვდა. შვილისაკენ ნელი ნაბიჯით გაემართა კაცი:
-მაპატიე მარიამ, გთხოვ მაპატიე...
- ვიცი მამა , ასეთია ცხოვრების წესი, ჩემი თხოვნა ხომ გაითვალისწინე?
- კი შვილო, დედა გელოდება.
----_____-----
კიბეებზე სწრაფად აირბინა, დედის საწოლთან ჩამოჯდ ისე, როგორც მაშინ, როცა პირველად გაიგო მისი ავადმყოფობის ამბავი..
-დე, მოვედი, შენთან მოვედი
-ჩემი მარიამი, ჩემი ლამაზი მარიამი. დრო როგორ გავიდა, ხვალ შენი ქორწილია, მშვიდად მოვკვდები, რომ მეცოდინება ჩემი გოგო ბედნიერია
მარიამს თვალებზე ცრემლი მოადგა, ამ წამს სძულდა საკუთარი თავი,ტყუილი ,დედისადმი ნათქვამიტყუილი გულს უწვავდა. ნატრობდ იმ დღეს რატის ხელით მომკვდარიყო...

~~~
მეორე დღეს ლიპარტელიანებთან დიდი ხალხმრვლკბა იყო, როდესაც ეზოში უცნობი მანქანა შევიდა. მეზობლები მოუთმენლად ელოდნენთბილისელი სასიძოს ნახვას. მანქანიდან ჯერ ახალგალგაზრდა გოგო გადმოვიდა, მას მალევე ლუკა ონიანიც გადმოჰყვა. სასკძოს ჯარჯი , პატარძლის მამა შეეგება:
-ბატონო ჯარჯი, გაიცანით ეს ჩემი დაა, ანასტასია . ჩემმა მშობლებმა ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, ამისათვის დიდ ბოდიშს გიხდით.
ანამ ძმის ხმაში ნერვიულობა ამოიცნო, ხვდებოდა როგორ რცხვენოდა დედის ახირება,ლუკას დასახმარებლად საბარში ჩაერია
- უკაცრავად, შეიძლება მარიამი ვნახო? მინდა დაველაპარაკო.
- რა თქმა უნდა,მომყევი.

^^^
ანამ ნელა შეაღო ოთახის კარი
-შეიძლება?
- მობრძანდით
- მე ლუკას და ვარ, ანასტასია, შენ შეგიძლია ანა დამიძახო , მეგობრები ასე მეძახიან.
- სასიამოვნოა, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ და ჰყავდათ.
- რატომ? - დაუდევრად იკითხა გოგონამ, მაგრამ მარიამის სახის დანხვისას უმალ მიხვდა მიზეზს,- იცი რა, ლუკა გასაოცარი ადამიანი, მე თუ გავდხოვდები, სწორედ მისნაირი ქმარი მინდა.
- შეიძლება სხვა ვითარებაში რომ გამეცნო მეც იგივემეთქვა.

-------------

ჯვრისწერამ მშვიდად ჩაიარა , მეზობლები ბევრი მსჯელობის შემდეგ დაასკვნეს, რომ მარიმის მოწყენილობის მიზეზი დედის იქ არყოფნა იყო. ,,ზეიმი" ლიპარტელიანების ეზოში გაგრძელდა. ნეფე- პატარძალი მალე გამოაკლდა ბედნიერებას , ლუკამ ბოდიში მოიხასა, დილით ადრე წასვლა მოიმიზეზა.
ზურგს უკან კარი მიიხურა თუ არა იგრძნო როგორ. თრდოდა გოგონა.
-ნუ გეშინია.
- - -
დილით გაღვიძებუბულს მარიამი ოთახში არ დახვდა, დაბლა ჩავიდა და გეზი ჯარჯისკენ აიღო.
- დილამშვიდობის, მარიამი სადაა? წასვლის დრო.
- სასაფლაოზეა ანაც მასთან ერთადაა
- გუშინ საკმაოდ დაახლოვდნენ. შეიძლება გავიგო სასაფლაოზე რატომაა?
-ძმას ემშვიდობება.
სწორედ ამ დროს გაიღო ჭიშკარი, ეზოში ანა და მარიამი სიცილით შემოვიდნენ, ლუკას დანახვისას ღიმილი სახეზე შეაშრა. პირველად ნახა ლუკამ მარი ასეთი ბედნიერი, პირველად ამ დროის განმავლობში ინატრა ლიპარტენიანს სხვა დროს შეხვედროდ, ინატრა ეს ქორწინება ნამდვილი ყოფილიყო, სურდა მისულიყო და მაგრად მოხვეოდა, თითქოს მისით ივსებოდა . ფიქრებიდან მარის ხმამ გამოიყვანა:
-დედას გამოვემშვიდობები და წავიდეთ.
-კარგი.
-ბატონო ჯარჯი, ჩემს შემოთავაზებაზე რამე მოიფიქრეთ?
არ ვიცი ლუკა, ჯერ ჩემს მეუღლეს უნდა დაველაპარაკო...
--- თბილისში დაღლილები დაბრუნდნენ, ჯერ ანა მიიყვანა ლუკამ სახლში , შემდეგ კი ახალ ბინაში წავიდნენ.
- ესეც ასე, ეს სახლი ჩემთვისაც ახალია , ამიტომ რომელი ოთახიც გინდაის აირჩიე, მე აბაზანას მოვძებნი.
- ლუკა
-გისმენ,- სწფაფდ მობრუნდა ბიჭი
- მადლობა
- კი მაგრამ, რისთვის?
-შენ არ იყავი ვალდებული ეს გაგეკეთებინა.
-ვიცი, დაისვენე . ხვალ უნდა ვილაპარაკოთ. ბევრი რამეა გასარკვევი...



№1  offline წევრი cisa

სიტყვები არ მყოფნის დზალიიაან კარგიია :*

 


№2  offline წევრი maridb

კარგი ისტორიაა მომწონს ძალიან გააგრძელე მალე <3 love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი kora

განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა... ლუკა მომწონს ძალიან <3
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი divergent

დიდი მადლობა დადებით შეფასებისათვის , love რაგაცნაირად მგონია , რომ მშრალი გამომდის და((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent