შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი დღეები (III)


6-09-2015, 05:07
ავტორი SiyVaRuli 4 EVER
ნანახია 1 544

ამის შემდეგ რათქმა უნდა აღარავის ქონდა სურვილი, დარჩენოდა აქ და გაენაგრძა
მხირაულება. ყველანი მანქნებში ჩავჯექით, და სახლისკენ წავედით, გზად ყველა ჩუმად იყო არავის ხმა არ ამოუღია, მგონი ყველაფერი გასაგებიცაა თუ რატომ!
ასე იყო თუ ისე მალე ხანში გიოს სახლთანაც მივედით!
-ნიკა 10 წუთი დამელოდე და მე თითონ წაგიყვანთ სახლში.
-არა ფეხით გავივლით ცოტას.
-კარგი როგორც გინდა!
გადავწყვიტე ანი სახლში მე თითონ მიმეცილებინა, მას ჩანთები გამოვართვი და..
-წავედით?(მე)
-კი მაგრამ ეს ხო ჩემი ჩანთებია.(ანი)
-კი ნამდვილად შენია!
-ისევ შენ!
და ორივეს გაგვეღიმა!
-მგონი ვიპოვნე, თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი! (ანი)
-მგონი?
-კარქი ხო ვიხუმრე.
შემდეგ რაღაც თემაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ეხლაც კი მას ვუყურებდი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი, თუ საიდან მეცნობოდა, ამიტომაც ამაზე ფიქრი შევწყვიტე.
-მორჩა, მოვედით.
-კარქი!
-ჩანთები შეგიძლია აქ დატოვო.
ჩანთები იქვე მესერთან დავდე და უკან გამობრუნებას ვაპირებდი:
-ნიკა, მადლობა ყველაფრისთვის!(ანი)
-არაფერს!
და სახლისკენ წავედი, გამახსენდა რომ ტელეფონი აღარ მქონდა ამიტომაც, ახალი უნდა მეყიდა,
სახლში მქონდა საკმაო ფული, ყველაშემთხვევაში ამ ჯერად მეყოფოდა!
კარები გავაღე და ეზოში შევედი, და მაშინვე ჩემს წინ დიდი ძახლი გაჩნდა,
ეს ხომ ჩემი განუყრელი მეგობარი იყო, რექსი!
ცოტახნით მას ვეთამაშებოდი, ძაღლი გაუჩერებლივ ყეფდა, მაგრამ გარეთ არავინ გამოსულა,
ცოტა არ იყოს ამან დამაფიქრა, მაგრამ ამ დროს ხომ სამსახურში უნდა ყოფილიყვნენ,
თუმცა მაინც მაშინვე სახლში შევედი, რადგან ტელეფონის საყიდლად ფული ამეღო,
როდესაც სახლის კარები გავაღე მაინც დავიძახე:
-დედა, მამა სახლში ხართ?
ხმა არავინ გამცა და ამიტომაც მალევე ჩემს ოთახში შევედი ფული ავიღე და უკანვე გამოვბრუნდი.
წავედი და ტელეფონი ვიყიდე, მაშინვე ჩემი სიმ ბარათი ჩავსვი!
10 წუთის შემდეგ, ჩემი ერთი მეგობარი მირეკავს, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ,
და ყოველთვის ერთად ვიყავით ხოლმე.
-ნიკა როგორ ხარ?(ნათია)
-კარგად, შენ?
-უკვე მეც კარგად!
-ეგრე უნდა მეგობრების დავიწყება?
-ხუმრობ მხოლოდ 1 თვით ვიყავი წასული საზღვარ გარეთ, გუშინ დავბრუნდი დავბრუნდი,
და ღმერთმა უწყის ამ 2 დღის განმავლობაში რამდენჯერ დაგირეკე!
-ხო ტელეფონი დავკარგე.
-დღეს დედაშენსაც დაურეკე და ისიც არ მპასუხობდა, უკვე აღარ ვიცი რა მეფიქრა!
-დაწყნარდი,
-კარგი.
-გინდა დღეს მოგაკითხავ და სადმე წავიდეთ?
-კი, როგორ არა!
-კარგი, საღამოსთვის გამოგივლი!
ეს იყო და საუბარი ამით დავამთავრე, წავედი სახლში, ცოტა არ იყოს მომშივდა და იმედი მქონდა რომ, რაიმე დამხვდებოდა მაცივარში, სახლში მივედი და მაშინვე სამზარეულოში შევედი მაგრამ იქ...
-დედა, რა გჭირს?
იქ თეფშები იყო დამტვრეული და დედაჩემი სკამზე იჯდა, პულსი გაუსინჯე, მისი გული ჯერ კიდე ცემდა.
მაშინვე სასწრაფოში დავრეკე, ვგრძნობდი თუ როგორ გადიოდა თითოეული წამი, წამები რომლებიც ბევრს ნიშნავდა, როგორც იქნა სასწრაფო მოვიდა და მათ სავაადმყოფოში გავყევი,
როდესაც დედა რეანიმაციაში დაწვინეს, მამას დაურეკე!
-დედა ის...
-რა არი ნიკა რა ხდება?
-ის ისევ ცუდად გახდა და საავადმყოფოში წამოვიყვანეთ, ისევ იქ!
-კარგი ეხლავე მოვდივარ!
ნამდვილად ვერ გეტყვით რამდენი ხანი გავიდა, მამაჩემიც გამოჩნდა, სკამზე დავჯექით და ექიმს ველოდებოდით, როდესაც ტელეფონმა დამირეკა, ნომერს დავხედე და ნათია იყო,
-ნიკა სად ხარ, ხო არ დაგავიწყდი, შენს სახლშიც მოვედი მაგრამ არავინ დამხვდა, რა ხდება?
-ეხლა სავაადმყოფოში ვართ, დედაჩემი ცუდადაა!(მე)
-რომელში ეხლავე მოვდივარ.(ნათია)
-ცენტრალურში, მესამე სართულზე!
ნათიაც ძალიან მალე მოვიდა, და გადამეხვია:
-დაწყნარდი ყველაფერი კაგად იქნება!
ეხლა მხოლოდ ექიმის პასუხს ველოდებოდით კარგა ხანი ველოდებოდით ექიმის პასუხს, და როგორც იქნდა გამოჩნდა:
-ექიმო რა მოხდა?(მამა)
-როგორც იცით ეს პაციენტს აღენოშნებოდა მეორე სტადიის სიმსივნე, მაგრამ მკურნალობამ ვერ შეაჩერადა სიმსივნე თავში გადავიდა, მესამე სტადიის სიმსივნის განკურნების შანსი კი არარსებობს, მაპატიეთ ამის თქმა რომ მომიხდა, ყველაფერს ვაკეთებთ რომ სიცოცხლე განვუხანგრძლივოთ!(ექიმი)
-რაა ეს ხომ შეუძლებელია?
-როგორც ჩანს არა.
-ის ხომ რამოდენიმე კვირის წინ აქ იყო და დაახლოებით 6 თვის წინ იყო , და მას არაფერი ჭირდა.(მე)
-მაპატიე შვილო, შენთვის უნდა მეთქვა მაგრამ არ ვიცი რა მოხდებოდა, ამიტომაც ასე ვამჯობინე.(მამა)
-როგორ შეგეძლო ამის დამალვა?(მე)
-დაწყნარდი(ნათია)
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სასოწარკვეთილი ვიყავი ამიტომაც, გარეთ გასვლა ვცადე, ნათიამ ჩემი შეკავება სცადა მაგრამ ამაოდ.
მაშინვე გარეთ გავარდი, ნამდვილად არ მეგონა რომ ამი გადატანა მომიწევდა,
იქვე ბარში შევედი, და მთელი ღამე ვსვავდი, მაშინ მეგონა რომ ეს უბრალოდ დამამშვიდებდა, როგორც ჩანს იმ ღამეს ძალიან ბევრი დამილევია, და გონება დავკარგე ბარის მეპატრონემ თავის სახლში წამიყვანა, ხოლო როცა გამოვფხიზლდი, საღამოს 6 საათი იყო, ჩავიცვი და იმ ადგილას წავედი სადაც, პატარაობისას დედას დავყავდი ხოლმე, ქვაზე ჩამოვჯექი, და მასზე ვფიქრობდი, ვერც კი წარმოვიდგენდი მსგავს რამეს,
ცხოვრება ძალიან სასტიკია, არ ვიცოდი რას ვგრძნობდი, და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,
გადავწყვიტე საავადმყოფოში დავბრუნებულიყავი, ნათია და მამაჩემი ისევ იქ იყვნენ
და ექიმებს ელაპარაკებოდნენ, ის შემობრუნდა და მას ცრემები მოსდიოდა, ხოლო როცა მე დამინახა, მაშინვე მოიწმინდა და ჩემთან მოვიდა!
-ნიკა!
მე კიდე ღრმად ამოვისუნთქე!
-ექიმებმა თქვეს რო მას რამოდენიმე ოპერაცია უნდა გაუკეთონ და აქ ყოფნა მას ვერაფერში დაეხმარება ამიტომაც სახლში წასვლა და გამოძინება გვირჩიეს!(ნათია)
-მას აღარასდროს მივატოვებ, საკმარისი დრო გავიდა რაც მის გვერდით არ ვიყავი.(მე)
-კარგი მაშინ მეც შენთან ერთად ვრჩები.
-არა, წადი და გამოიძინე, მე კიდე აქ დავრჩები!
დაახლოებით მამა და ნათია ნახევარ საათში წავიდნენ, მე კიდე სკამზე ვიჯექი და მხოლოდ მასზე ვფიქრობდი.
ხმა მომესმა, რომელიც ჩემი მეგობრებისას მივამსგავსე და გვერდით გავიხედე, ისინი იყვნენ
როგორც იტყვიან ცუდი ამბავი სწრაფად ვრცელდებაო!
ყველანი ჩემს გვერდით იყვნენ, და ამ ტკივილს იზიარებდნენ!
დილით ნათია და მამა მოვიდა! ნებით თუ ისე, წამიყვანეს მეგობრებმა სახლში!
ყოველ წამს, ყოველ წუთს, და ყოველ ღამეს, დედაჩემზე ფიქრებში ვატარებდი.
აბსოლიტურად ყველა დღე მივიოდით იქ!
როდესაც უკვე მისი ნახვის ნებართვა დაგვრთეს, და როცა მე დედაჩემი დავინახე,
არ ვიცი მაშინ რა ვიგრძენი, არ ვიცი რა დამემართა, მისი სახე ის ნაიარევებით იყო სავსე,
ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია!
დაახლოებით 1 თვე გავიდა რაც უკვე საავადმყოფოში იწვა, და სახლში წამოყვანის მება მოგვცეს.
რამოდენიმე დღე მას გვერდიდან არ მოვშორებივარ, როგორ მსიამოვნებდა მისი თითოეული გაღიმება, ეს უბრალოდ ასაღწერად წარმოუდგენელია!
უკვე საღამოიყო:
-ნიკა წადი დაისვენე, გამოიძინე!
-კარგი!
და იქვე ტახტზე დავწექი, მალევე ჩამეძინა, როდესაც გამოვიღვიძე, უკვე დილა იყო და ჩემს წინ ნათია იდგა, რომელიც მე მიცქეროდა, ხოლო როცა დამინახა რო მე გამეღვიძა, მაშინვე გავიდა!
ამ დროის მანძილზე ერთადერთი ადამიანი რომელიც გვერდიდან არ მომცილებია ეს ნათია იყო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩემს ტკივილს იზიარებდა!
რამოდენიმე დღ გავიდა, და სახლიდან მხოლოდ წამლებისთვის გავდიოდი!
ამიტომაც, ნათია წამოვიყვანე და იქვე ბარში რომელშიც სიწყნარე იყო იქ მივედით, სადაც დავდიოდით ხოლმე მე და ცემი მეგობრები სულ!
და რაღაცეები შეუკვეთეთ, სანამ შეკვეთას მოიტანდნენ, ნათია ჩემზე მელაპარაკებოდა და ცოტა არ იყოს გამიკვირდა როგორი შეხედულება ჰქონდა ჩემზე!
შეკვეთა მოიტანეს, და ოფიციანტს ავხედე, პირველ რიგში მისი თვალები მომხვდა მხედველობის არეში და ის მაშინვე ვიცანი, და ეხლა გამახსენდა თუ საიდან მეცნობოდა ის გოგო!
-ანი?(მე)
-ნიკა, როგორ ხარ?(ანი)
-კარგად!
-ესეიგი აქ მუშაობ!
-კი!
-აი საიდან მახსოვდი!
-კარქი, უნდა წავიდე.
-კარგი შეხვედრამდე.
ეს თქვა და მაშინვე წავიდა ანი.
-მოგწონს?(ნათია)
-რა? ვინ?
-ის გოგო, ანი!
-არა ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ.
-კარგია, მაგრამ რაღაც არამგონია!
-მოდი დამიჯერე ეხლა ნამდვილად არ ღირს ამ თემაზე საუბარი!
მალევე მოვრჩით ამ ყველაფერს და სახლში წავედით, ნათიამ გზაში თავის მშობლებს დაურეკა და უთხრა რომ ისევ რამოდენიმე ხანი აქ დარჩემოდა,
2 კვირა გავიდა ამის შემდეგ, და მირჩიეს ცოტა განვტვირთულიყავი ამიტომაც მე და ანი დაგვპატიჟეს, პატარა წვეულებაზე, და ჩვენც წავედით, მთელი საღამო ანისთან ერთად გავატარე, ნათიამ კი თავისი ძველი მეგობარი ნახა და მასთან ერთად იყო თუ არ ვცდები ნინი ქვია!
მეორე დილით სახლში მივედით, წამლები საყიდელი იყო ამიტომაც აღარ დავაყოვნე და აფთიქში წავედი, ნათიაც თან გამომყვა, გზად რაღაცეებზე ვლაპარაკობდით და მან რატომღაც ანიზე დაიწყო ლაპარაკი, ბოლოს კი მკითხა:
-ნოგწონს ხო?
ამ შეკითხვაზე პასუხი არ გამიცია.
-კარქი ყველაფერი გასაგებია!
ეს მითხრა და თითქოს გუნება შეეცვალა,
-მასაც მოსწონხარ?(ნათია)
-შეგიძლია მითხრა რატომ მეკითხები?(მე)
-იმიტომ რომ როცა გაგიჭირდება შენს გვერდით მხოლოდ ის იდგება ვისაც უყვახარ, და არა ის ვინც გიყვარს.
სიმართლე გითხრათ ეს სიტყვები ვერ მივხვდი თუ რატომ მითხრა, მაინც და მაინც ახლა!
და აფთიაქთანაც მივედით, წამლები ვიყიდეთ და უკან ისე დავბრუნდით რომ ხმა არცერთს ამოგვიღია.
შემდეგ წამლები დედას დავუტოვე და ოთახში ავედი, და ლოგინზე დავწექი
სულ ნათიას სიტყვებზე ვფიქრობდი, და როგორც ჩანს ამ ფიქრების დროს ჩამეძინა,
დილით მამაჩემი შემოვიდა და მითხრა დედაშენი გეძახისო, მაშინვე ავდექი და მასთან ჩავედი.
-ნიკა ყველამ ვიცით რომ დიდი ხანი არ დამრჩენია, და მალე მოვკვდები!(დედა)
-მაგას რატო ამბობ?
-უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება, გაუფრთხილდი მათ, ვინც შენ გიფრთხილდება!
-დედა..
-და კიდე შეგიძლია აფთიაქიდან კიდევ 1 წამალი მომიტანო, როგორც ჩანს გუშინ გამით დამთავრდა.
-კარგი ეხლავე.
წავედი რათა წამალი მეყიდა მაგრამ ისევ დედას სიტყვებზე ვფიქრობდი, უბრალოდ ვერ ვივიწყებდი, ამ სიტყვებს!
გზაში ცოტა შევყონდი, სწრაფად ვიყიდე ეს წამალი და სახლში დავბრუნდი,
როცა სახლთან მივედი იქ ბევრი ხალხი იყო, გონებაში უეცრად გამიელვა ცუდმა აზრებმა და მაშინვე სირბილით გავიქეცი სახლისკენ, როცა სახლში შევედი, როგორც ჩანს ეს ცუდი აზრები ნამდვილი აღმოჩნდა.
-არა, ოღონდ ეს არა დედააა...(მე)
-ნიკა დაწყნარდი(ნათია)
-შენ ვერ დამტოვებ.
-ნიკა აზრი არ აქვს, ის მოკვდა...(მამა)
-თავი გამანებეთ ყველამ.
ახლაც კი უბრალოდ ისე ცუდად ვიყავი რომ თითქოს დრო გაჩერდა, მაგრამ ის მძიმე წამები რომელიც ტკივილს ასე მაყენებდა, პირდაპირ გულში მესობოდა!
ნამდვილად არ ვიცი, როგორ გადავიტანე ეს დღეები, ეს გრძნობა უბრალოდ გამოუთქმელია.
მაგრამ ეს ყველაფერი ხომ გარდაუალია, დაკრძალვაზე, როდესაც უკვე დედაჩემი დავმარხეთ, თითქოს ჩემი მთელი სული და გული გავაყოლე, ასე ვფიქრობდი რომ უკვე ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ქონდა, ვერ ვხედავდი მიზეზს თუ რატომ უნდა მეცხოვრა, ამის შემდეგ წავედი საერთოდ მოვცილდი ამ ადგილს, და მხოლოდ და მხოლოდ ვსვავდი,
ვერაფრით დავივიწყე ეს ყველაფერი, რამაც ჩემს ძველ ქმედებამდე მიმიყვანა, ნარკოტიკი, დაახლოებით 2 დღე ვიყავი მთვრალი და კაიფში, შემდეგ სახლში დავბრუნდი, უკვე გვიანი იყო დილის 4 საათი იყო, როგორც ჩანს ნათია ისევ აქ იყო რადგანაც ჩემს ოთახში ძინადვდა, და მე ტახტზე დავწექი!
დილით ხმაური მაღვიძებს, კაიფიდან გამოსული ვიყავი, ჩემს წინ გიო, და ნათია იყო, თვალები გავახილე თუ არა ნათია მოვიდა ჩემთან და მეუბნება:
-ამდენი იმისთვის იწვალე რო ყველაფერი წყალში ჩაგეყარა?
-შენ არაფერი გესმის.
-ცდები ყველაფერი კარგად მესმის ნუთუ არ გცხვენია, ნუთუ ეს უნდოდა დედაშენს?
-დედაჩემს ნუ ახსენებ, და რა გინდა საერთოდ რატო ღელავ?
-ვერ ხვდები?
-რას უნდა მივხვდე?
-მიყვარხარ სულელო, მიყვარხარ!(ნათია)
-რაა?(მე)
და ნათია გაიქცა, გიოც მას გაყვა, ეხლა კი დავრჩი მარტო სრულიად მარტო, ეხლა მივხვდი თუ რას ნიშნავდა სიტყვები რომელიც მაშინ მითხრა! „როცა გაგიჭირდება შენს გვერდით მხოლოდ ის იდგება ვისაც უყვახარ, და არა ის ვინც გიყვარს“

პ.პ.ს.
გაუფრთხილდით ერთმანეთს,
რადგან ცხოვრება დრო უკან
არ ბრუნდება!!!
♥ ♥ ♥




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent