შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილი(დან) სიყვარულამ(დე) (ნაწილი2)


6-09-2015, 17:22
ავტორი cacu
ნანახია 2 056

შევკრთი და ხმამაღლა ვკითხე,
-ვინ ხაართ?აქ რას აკეთებთ.
-გოგო შენ ნორმალური ხაარ?!არა,პრინციპში აქ ნორმალურს ვინ გამოუშვებდა,ან კიდევ ვინ წამოვიდოდა საღ ჭკუაზე მყოფი.შენ თვითონ ვინ ხაარ?მე აქ,ამ სახლში ვცხოვრობ.შენ,შენ რას აკეთებ ააქ?
ამ გაცხარებულ კამათში ვიყავით როცა კიდევ ერთი ადამიანი შემოუერთდა ჩვენს დიალოგს.
-გამარჯობათ ტასო.თქვენ ალბათ ჩვენი სტუმარი ხართ.
მეც დაბნეული ხმით ვუპასუხე.
-დიახ.
-სტუმარი ღვთისაა,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სვანეთში და ჩვენს ოჯახში.
-კიმაგრამ ვინმემ მითხარით აქ რა ხდება?ვინ ხაართ.მე მეგონა აქ მხოლოდ...
სიტყვა შემაწყვეტინა ისევ უცნობის ბოხმა და ამაყმა ხმამ.
-მე დაჩი მქვია.გიორგი ჩემი ძმაა.იმედი მაქვს თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილეთ.გაიგეეე?
-გავიგე,გავიგე და ხმას დაუწიე,ყრუ არ ვარ.
არც მე დამიკლია სიუხეშე,თუმცა ამ ადამიანის უხეშმა საუბარმა დამაბნია და გამაოცა.მისმა გარეგნობამ და სივაჟკაცემ კი სხვაგვარად დამიარა გულსა თუ გონებაში.
-საღამო მშვიდობის,
-მშვიდობა მოგცეს შვილო ღმერთმა,
ბებო თქვენ შვილიშვილები გყოლიათ და მე მათ შესახებ არაფერი ვიცოდი,
კი შვილო,მყავს.ორი ვაჟკაცი მყავს,დაჩი და გიორგი.მამა ომში დაეღუპათ.შვილი ადრე დავკარგე.დედა კი ნინოა.არაჩვეულებრივი ბიჭები მყავს.განათლება დედაქალაქში მიიღეს,თუმცა იქ არ დარჩნენ და ისევ ძველ კერას დაუბრუნდნენ.აქ პატარა ბიზნესი წამოიწყეს.სასტუმრო ააშენეს და საკუთარი საქმით დაკავდნენ.შრომა არ ეზარებათ.საუკეთესო შვილები და ადამიანები არიან.
გულში ვფიქრობდი რა უნდა დამართნოდა დაჩის ესე,რომ იყო გაცხარებული.არაფერი მითქვამს ბებოსთვის.გავუღიმე და საოჯახო საქმეების მოგვარებაში დახმარება შევთავაზე.
საღამოს ცხრა საათი იქნებოდა სავახშმოდ,რომ დავსხედით.ყველა იქ იყო.სუფრას ოჯახის ერთი წვრი აკლდა და ეს არ გამომპარვია.დაჩიც მალევე შემოგვიერთდა და ჩუმად ჩაილაპარაკა:იმედი მაქვს საჭმელი ამ გოგოს არ გაუკეთებია და ამ საღამოს შემდეგ არ მოვიწამლებით.
ყურადღება არ მიმიქცევია,ისე ხარბად და გემრიელად მივირთმევდი სახელდახელოდ ჩემთვის მომზადებულ კუბდარს, ვინმეს ეგონებოდა პირველად ვჭამდი.საოცრად გემრიელი იყო,მთის სურნელი და მწვერვალების გემო სდიოდა.ოჯახის წევრებს დავემშვიდობე,მადლობა გადავუხადე ვახშმისთვის და ოთახისკენ გავემართე.არ მინდოდა ისევ მეკამათა დაჩისთან.
სკოლაში წასასვლელად მოვემზადე და ბალიშზე თავის დადებისთანავე ჩამძინებოდა.მე ხომ ჩემი მისია მქონდა შესასრულებელი.ამხელა გზა ტყუილად როდის გამოვიარე.
დილით მზის სხივების სიმხურვალემ და კაშკაშა,სითბოთი სავსე სხივებმა გამაღვიძა.ფანჯრები შევაღე და ყინულივით ცივი ჰაერი ჩავისუნთქე,დილა მშვიდობისა ვუსურვე საკუთარ თავს,მოვწესრიგდი და სკოლისაკენ გავეშურე.სკოლას ორი კილომეტრი მაშორებდა და მეც ადრიანად გავუყევი გზას.ისე მიმიღეს, მეგონა წლები იყო გასული რაც მათთან ერთად მემუშავა.გავეცანი სკოლის წესებსა და "შიდა სამზარეულოს".მთელი შემართებით ვემზადებოდი ახალი სასწავლო წლისთვის და შესაბამისად ახალი ცხოვრებისთვის.სკოლის დირექტორი დაჩის დედა,ქალბატონი ნინო იყო.სკოლიდან გახარებული დავბრუნდი.გზად დაჩის მოვკარი თვალი,ისე ჩამიარა გვერდით არაფერი უთქვამს.თითქოს უცნობები ვიყავით ერთმანეთისთვის.
მესამე დილით ადრიანად ავდექი,ბებოს ოთახის კარზე მივუკაკუნე და ბებო წინ შემომეგება.
-დილა მშვიდობის ბებო,
-იცოცხლე შვილო,
-ესე ადრიანად რამ აგაყენა?
გაკვირვებას ვერ მალავდა,
-პირუტყვის მოვლაში მინდა დაგეხმარო,
-რას ამბობ შვილო,გადაირიე?!
გაკვირვება და აკრძალვა ერთად იგრძნობოდა ბებოს ხმაში,
-არა ბებო,კარგად ვარ.მინდა სანამ აქ ვიქნები და დრო მექნება ყველაფერში დაგეხმარო.რაც არ ვიცი ვისწავლი და გვერდით დაგიდგები.
ბებოს გაეღიმა.არ ეტყობოდა,რომ ჩემი წაყვანა სურდა,თუმცა უარი ვეღარ მითხრა.მეც გავუყევი ბებოს,ორი დიდი ვედრით ხელში მივაბიჯებდი ცვარიან ბალახზე.მასწავლიდა როგორ გამომეწველა პირუტყვი.ცოტახანში კი დარწმუნდა,რომ ჩემითაც მშვენივრად გამომდიოდა ეს საქმე.
-კი მაგრამ საიდან იცი შვილო?
გაკვირვებას ვეღარ მალავდა.წინ მივაბიჯებდი უშველეელი ვედრით ხელში.თავდაჯერებული და ამაყი ვიყავი როგორც ყოველთვის.მინდოდა დაჩის დავენახე და არ ვგონებოდი ისევ გატუტუცებული და განებივრებული გოგო.ამ ფიქრებში გართული ფეხი ვკარი კარის ზღურბლს და რომ არა დაჩი რძე იატაკს მორთავდა მარგალიტებად.
-თვალებიდან გამოიხედე და ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვი პატარა ქალბატონო.
ეს თქვა და ხელი გამიშვა.გზა სამსახურისკენ კი მშვიდად განაგრძო.ჩემთვის ხმადაბლა ჩავილაპარაკე:თავდაჯერებული იდიოტი.რძე სამზარეულოში ავიტანე,მაგიდაძე შემოვდგი და ოთახისკენ გავსწიე საბანაოდ.მოვწესრიგდი და ბებოს დასახმარებლად მივაშურე.საღამოსთვის დიასახლისობა დავიჩემე და ვახშამი მოვამზადე.სუფრას ყველა მივუსხედით.შეფასებას ველოდი,ყველამ შემიქო ნახელავი,თუმცა დაჩი დუმდა.ბოლოს ამოილუღლუღა და თქვა:იმედი მაქვს ცუდად არ გავხდები და საავადმყოფოში არ ამოვყოფ თავს.
მეწყინა,თუმცა არ შევიმჩნიე.ან კი რა მქონდა სათქმელი.შაბათ-კვირამაც განვლო.ახალი სასწავლო წლის,პირველი დღეც დადგა.ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. სახლში გახარებული დავბრუნდი.დაჩიმ კი ისევ შეძლო და გამიფუჭა ხასიათი.
-შენ რა პროფესიონალი გგონია თავიი?განათლებული და მცოდნე აქ არ მოვიდოდა,არც გამოუსვებდნენ.
ეხლა კი მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და რაც ხმა მქონდა ვიყვირე,
-მე ხომ აქ იმიტომ ჩამოვედი,რომ ბავსვებისთვის განათლება მიმეცა?!მესწავლებინა ინგლისური ენა და ყველაფერი ის რაც ვიცოდი.გამოვექეცი თბილისის ბუღსა და გაუსაძლის სიცხეს.მოვწყდი აქტიურ ცხოვრებას და დავემშვიდობე მშობლებს,ოჯახის წევრებს,მეგობრებს.ავირჩიე ის გზა რომელიც სწორად მივიჩნიე.შენ,შენ რა უფლება გაქვს ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი შეგეპაროს.განათლების მისაღებად ბევრი ვიშრომე,ეხლა კი დრო დადგა ჩემი განათლება სხვისთვისაც გამეზიარებინა და ახალგაზრდებს სურვილი დარჩენოდათ მთაში დარჩენის...
-გეყოფა,გასაბრაზებლად არაფერი მითქვამს.
-ეს შენ ხარ განებივრებული ბიჭი.ეს შენ გაქვს თავში ავარდნილი,დღეს ერთი მანქანა გყავს, ხვალ მეორე და აღარ იცი რა აკეთო.აი მეკი ვიცი,ვიცი ყოველი ნაბიჯი.
უკან მოვტრიალდი და ცრემლები მისით მოგორავდნენ თვალებიდან.იმ დღის შემდეგ პირველად ვიტირე.ისევ ვიტირე მას შემდეგ რაც თავს პირობა მივეცი,რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი და ჩემს ცხოვრებას ბავშვების განათლების მიცემაში გავატარებდი.
დღეები გადიოდა,ყველაფერი ნორმალურად იყო,შესანიშნავად მიმასპინძლა მთამ და მეც შესანიშნავი სტუმარი აღმოვჩნდი მისთვის.მხოლოდ იმაზე ფიქრი მიღღრნიდა გულს,რომ დაჩის არასწორი წარმოდგენა ჰქონდა ჩემზე.ან კი რატომ?რისთვის? წარმოდგენაც კი არ მქონდა.

-------------------------------------------------------------
ესეც მეორე თავი.გმადლობთ,რომ კითხულობთ...



№1 სტუმარი teo

აგარ გაგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent