შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყეული ღამეები[4]


7-09-2015, 00:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 153

შიშის მძაფრმა შეგრძნებამ დაუარა ქალს მთელ სხეულში,თითოეული უჯრედი მოიცვა და თითქოს რაღაც ძალამ მთლიანად შეარყია და დაასუსტა მაია.“ვუპასუხე“-ტელეფონი ყურთან მიიდო და ჩაფიქრებით წარმოთქვა-გისმენთ-მოპასუხე თავიდან ხმას არ იღებდა.
-უნდა მოხვიდეთ-დაბნეული ხმა ჩაესმოდა ქალს.კიდევ თავიდან აკანკალდა და დივანი,რომ არა უკან გადაეშვებოდა და თავს რამეს დაარტყვამდა.
-უკაცრავად..ვინ ხართ ან რატომ რეკავთ?-დაბნეულმა ჰკითხა და ჩანთის სახელური თითებზე დაიხვია.ასე იცის ხოლმე,როცა ნერვიულობს.ეს უკანასკნელი კი ამ ბოლო დროს ზედმეტად ხშირად ხდება.
-თქვენი მეუღლე ძალიან ცუდადაა,ზედმეტი მოუვიდა.საავადმყოფოში წევს და მისამართს გამოგიგზავნით-კაცის მაღალმა ბარიტონმა გადაბმულად წარმოთქვა სიტყვები,წინადადებებიც კი ერთმანეთს გადააბა და ბოლოს სიმწრით ამოისუნთქა.
-თქვენ ვინ ხართ?-მხრები აიჩეჩა ქალმა და ცარიელ ოთახში ბრაზით გდააკვესა თვალებბი.მზერა გარემოს მოავლო.უცნობი ეჩვენა ყველაფერი,მაგრამ ძველი სახლიც აღარ იყო მისთვის მშობლიური და ახლობელი.რა უბნებოდა ხმა? რატომ ურეკავდა ეს ვიღაც კაცი?რატომ ურეკავდა,როცა ქალს ნუგზარის ხმის გაგონებაც კი არ უნდოდა?
-ექიმი ვარ,თქვენი მეუღლის ექიმი-დაღლილი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა.ქალს კი მის სიტყვებზე ყელში ისეთი სიმწრით სავსე ბრაზი მოაწვა,რომ ეგონა იხრჩობოდა.“ჩემი ქმარი არ არის!“-უნდოდა ეყვირა,მაგრამ შერცხვა.აბა,როგორ შეეძლო ოჯახური სიბინძურის ასე იოლად გათქმვა!
-კარგით,გამომიგზავნეთ-შეეცადა ხმა დაემშვიდებინა და ისე უპასუხა ექიმს,რომელმაც ტელეფონი მალე გაუთიშა.ეტყობოდა,რომ სადღაც მიიჩქაროდა.უგონოდ დაეშვა დივანზე და ჭერს ახედა.როგორ ძულდა ყველაფერი! როგორ უჭირდა თვალის გახელაც კი! გრძნობდა,რომ მთელი ქვეყნიერების წინაშე მარტო იყო.მალე მეორე შვილს გააჩენდა,ქმარმა კი სახლიდან გამოაგდო! ამაზე უარესი რა უნდა დამართნოდა თავს!
-დე,კარგად ხარ?-ნინის წიგნის კითხვა დაესრულებინა და მაია მოინახულო.
-კი,კარგად ვარ.სუფთა ჰაერზე გავალ და ჭკუით იყავი-გაუღიმა ქალმა და თავზე ხელი აგდაუსვა ნინის.გოგონამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-ანუ მარტო წავიდე?-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნანიმ და ჩასთას ხელი მოკიდა.
^^
-ჩემი დედა მ*****,ხომ გეუბნებოდი გააკონტროლეო-ანდრო მოსაცდელში იდინებოდა და გიორგისთან დაკავშირებას ცდილობდა,მაგრამ ეს უკანსკნელი არც კი პასუხობდა.ტელეფონი გამოურთავს მაგ ნაბიჭვარს-გაცეცხლებული დადიოდა,ხან ვის ეჯახებოდა და ხან ვის.
-შეიძლება ვერ გადარჩეს,ძალიან ბევრი მოუვიდა-ექიმი გამოვიდა წაშლილი სახით და ანდროს შეხედა,რომელის გამომეტყველაბა სისასტიკეს აფრქვევდა,სახეზე კი მიწისფერი დასდებოდა.
-ამის დედაც..-ხმა აუკანკალდა და ფანქრისკენ გაავებული სახით წაიწია,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ ტელეფონს მძიმე ხმით უპასუხა.
-დღეს არ გამოივლით?-ქალის ვნებამორეულმა ხმამ დაიწკრიალა.თქვენობით არ დაუწყებდა საუბარს,უბრალოდ ნუგზარი იგულისმხმა და ამას ანდროც მიხვდა.ისინი ხომ ყველაგნ ერთად დადიან! გიორგი,ნუგზარი და ანდრო,-ეს განუყრელი სამეულია,ახლა კი,შესაძლოა,ნუგზარი ჩამოშორდეს საძმაკაცოს. ამის გაფიქრებაც კი გაჟებს ანდროს,მერე როგორ გაერთობიან ის და გიორგი? განა მარტო შეუძლიათ მსგავსი სიამოვნების მიღწევა! „ამის დედაც..“-გაიფიქრა და ქალზე საშინლად გაღიზიანდა.ისედაც ნერვიულ მამაკაცს,ბრაზი მორეოდა და სიმშვიდეს ერთი პროცენტითაც ვერ ინარჩუნებდა.უნდოდა დაეყვირა ქალისთვის,მაგრამ ძლივს შეიკავა თავი.გაუთიშა და ტეელფონი მაშინვე გამორთო.შემდეგ კუთვნილი ადგილი დაიკავა და გაზეთს უღიმღამოდ დაუწყო თვალიერება.
ისმოდა ექიმების წრიალი,რაც ანდროს სიმშვიდეს საერთოდ ართმევდა.რას განიცდიდა მაშინ? საერთოდ ბოლომდე სხვის განცდას ვერავინ ჩასწვდება,ზოგჯერ საკუთარ ემოციებში თავადაც კი ვერ ვერკვევით ხოლმე,აი,რატომაა ძნელი იყო ფსიქოლოგი და გესმოდეს სხვისი,ანუგეშებდე მას და სწვდებოდე ყველაზე ძნელად აღსაქმელს,გულს.
საქართველოში არაა განვითარებული ფსიქოლოგიაო,ხშირად გაგიგონიათ და გაგიცინიათ კიდეც,ეს იმიტომ,რომ მეგობრის ინსსტიტუტია წინ წამოწეულიო.კარგით რა.განა ევროპელებს არ ყავთ მეგობრები! ზოგჯერ ფსიქოლოგიც ვერაფერს უხერხებს პაციენტს და მეგობარი რას გააკეთებს! მეგობარი რჩევას გაძლევსო.კარგით,რა.გიორგის რომ ეპასუხა განა რას ეტყოდა ანდროს,რომელიც სახეწაშლილი იჯდა და ლუდის ბოთლი ჩაებღუჯა ხელში.
ეს კიდევ არაფერი,მაგრამ თუ მოკვდებოდა ნუგზარი,მაშინ...რა მოხდებოდა მაშინ? მოდით,ამაზე მერე ვისაუბროთ.ჯერ დავუბრუნდეთ საავადმყოფოსა და მასში მყოფ პირებს.
-უკაცრავად,ნუგზარ არაბული,რომელ სართულზეა?-რეგისტრატურაში მყოფმა ქალმა უპასუხა და ისევ კომპიუტერს მიუბრუდა,რაღაცას სწრაფ-სწრაფად კრეფდა,თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია აკანკალებულ მაიას.კიბეები სწრაფად აირბინა და პალატის ძებნა დაიწყო.“როგორი დაქსაქსულია ყველაფერი“-ცივი კოფლი ასხამდა,მაგრამ მაინც აგრძელებდა გზას,გზას,რომელიც არ სრულდებოდა ისე,როგორც ქალის გულის გამგმირავი ფიქრები.“ეჰ,რა ძნელი ყოფილა ცხოვრება..მაშინ კი რა სულელი გოგო ვიყავი..არაფერი გამეგებოდა არც ცხოვრების და არც არაფრის...მართლაც ეს წყეული ღამეები რომ არა..“-გულში ტიროდა ქალი და აგრძელებდა გზას.პალატის ნომერს სანამ შენიშნავდა დაინახა ანდრო.იცნო ქმრის ძმაკაცი და სახეზე ალმურმა დაკრა.არასდროს მოსდიოდა თვალში ის,მაგრამ ყოველთვის ზრდილობიანად ექცეოდა.სხვაგვარად არც შეიძლებოდა!
ერთხელ მიუსწრო როგორ საუბრობდა ნუგზართან მასზე ისე უხამსად,რომ უნდოდა წაელაწუნებინა,მაგრამ რას გააწყობდა! მოიყრუა ყური და წავიდა.მიიმალა თავის ოთახში.ახლა კი,ახლა მის წინაშე იყო მარტო.ხედავდა,მაგრამ არ იცოდა რა ექნა.“წავიდე,გავიქცე?“-ეკითხებოდა თავს გამწარებული ქალი და ფეხები უკან მიურბოდა,მაგრამ რა უნდოდა გულს? გულსაც გაქცევა,მაგრამ,აი,ორი წამიც და ანდრომ გამოხედა.მაიამ იცოდა,რომ ნუგზარს საშინელი რაღაცები ექნებოდა მასზე ნათქვამი.ცოლს ღალატს აბრალებდა და ეუბნებოდა,მუცლით სხვის შვილს ატარებოდა.ნაბიჭვრის დედა ხარო! მაია კი მაინც მის პალატას უახლოვდებოდა,ხოლო მკერდში გული უმწეო ბარტყივით ფართხალებდა.
-ნანი დეიდა,მოგეხმარები-ნინიმ დეიდას ცელოფნები გამოართვა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.გოგონას დედაზე არ ეფიქრებოდა.აბა,საიდან მოუვიდოდა აზრად,რომ ნუგზარი,კაცი,რომელიც ცოტა ხნის წინ უკანასნელ დღეში აგდებდა,სასიკვდილედ გამზადებული იწვა! რომ ცოდნოდა კი მიხვდებოდა,რომ დედამისი მის სანახავად წავიდოდა.მაია ხომ უდრეკი ქალი იყო.ქალი,რომელიც არაფერს ნანობდა,მუდამ წინ იწევდა და არასდროს ყრიდა ფარ-ხმალს.
სადილის დროც მოვიდა და მაია კვლავ არ ჩანდა.ნინი ცოტა ანერვიულდა,ცუდად ხომ არ გახდაო,მაგრამ არ შეხმაინებია ქალს.იცოდა დედის ხასიათი,რომ კონტროლს ვერ ექვემდებარებოდა.“განა თავი რისთვის მაბია?“-მხრებს აიჩეჩავდა ხოლმე მაია და,ვინც შეეწინააღმდეგებოდა,კარგად დაუბღვირებდა და ზურგს აქცევდა ხოლმე.თხუთმეტი წელი გაატარა მაიას გვერდით და განა არ იცნობდა მას!
სულ გადაავიწყდა ელენესთვის დაერეკა.გონება და გული ერთ აზრზე ვერ მიეყვანა და ქათმის სალათს ნელ-ნელა არჭობდა ჩანგალს და აქუცმაცებდა.
-ჭურჭელს მე გავრეცხავს-შესთავაზა მიმავალ დეიდას და თავაზიანად გაუღიმა.ნანი სხვა ოთახში გავიდა,მაგრამ მალევე შემობრუნდა და აღელვებულმა,ნინის დაუბარა დაბლა ჩავალო.გოგონას გაუკვირდა დეიდის ასეთი მდგომარეობდა და უკან გაჰყვა,შემდეგ შეჩერდა და ფანჯრიიდან დაიწყო ცქერა.
-ინფარქტია-გაიგონა ექიმების ხმა და შემდეგ სასწრაფოს მანქანა შენიშნა-ნუთუ,ის მოხუცია,კეთილი ბებია-ჩაილაპარაკა თავისთვის და კარები გააღო,ლიფტში სწრაფად შეხტა და ეზოში დაქაჩული თვალებით დააკვირდა გარემოს.
-ნინი,აქ რა გინდა?-დეიდამ შეხედა გოგონას და თვალებით ანიშნა,მშვიდობაა,მაგრამ ეს ხომ არა იყო მშვიდობა,მეტიც მსგავსი არაფერი!
-ვინაა?-ინტერესით ჰკითხა ნანის და ექიმებს დაუწყო დაკვირვება-ჩამოყავთ-ისმოდა ხმები,ნელა,ნელა!-გოგოა თრთოდა და დეიდის პასუხს მოუთმენლად ელოდა.
-ნელი დეიდაა,აქ იქ ცხოვრობს...საწყალი მოხუცი-ნაღვლიანად თქვა და სახეზე ხელეი მიიფარა-ნეტავ,გადარჩეს.ისე კეთილად გვექცეოდა-ნინის ცრემლები მოადგა,ხელებში ჩარგო თავი.ნანი მას გაკვრვებული და თან აღშფოთებული უყურებდა.ხმას არ იღებდა და არც არაფერს ეკითხებოდა დისშვილს.
ხმები ისევ გამძაფრდა და გოგონამ ამოიხედა.დიახ,ის ნელი დეიდა იყო,ზუსტად ის ქალი,რომელიც წინა დღეს ნახა სკამზე მჯდომი.ახლა სულ გასხვაფეროვნებულიყო,ყბები ჩავარდნოდა და თითქოს სახეზე სიკვდილისფერი დასთამაშებდა.
-არა! არა! ის ხომ გუშინ აქ იჯდა და მესაუბრებოდა..ის ისეთი კეთილი და თბილი იყო..-ტირილი აუტყდა და ქალს მიუახლოვდა.არ იცოდა რა ექნა.მიწა გამისკდებაო,ფიქრობდა.ეცოდებოდა მოხუცი.ადრე ეს გაუკვრიდებდოა,მაგრამ ახლა ეს უკენაკნელი ვერასდროს მიაღწევდა გოგონამდე.
-თქვენ ვინ ხართ მისი? შვილიშვილი?-ახალგაზრდა ექიმმა ჰკითხა გოგონას და მხარზე ხელი დაადო-შვილიშვილის გაგონებაზე აკანკალდა და ლამის იყო ჩაბჟირებულიყო.მთელ სხეულში ჭინკებს გრძნობდა,ეშმაკებს გრძნობდა და უნდოდა ეკივლა,უნდოდა ეკივლა ამ უსამართლო ცხოვრებისთვის.ამ სამყაროსთვის,სადაც მუდამ ტყუილი და ფარისევლობა ზეიმობს.“ოღონდაც ეს არა“-იმეორებდა გულში და აღარაფერი ესმოდა.
-გავყვები..-ახსნა-გარმატების გარეშე შეხტა სასწრაფოს მანქანაში და ქალს დაუწყო დაკვირვება-ყველაფერი კარგად იქნება,ნელი ბებია-უმეორებდა მოხუცს და ცრემლებს ძლივს იწმენდდა.მისი სახელი წინა დღეს ეკითხა კარის მეზობლისთვის.აბა,იმ დღეს მოხუცმა მალევე დატოვა და სხვაგვარად მის სახელს ვერ გაიგებდა.
არ უნდოდა დაეჯერებინა არც ერთი უსამართლობა,რაც ხდებოდა.არ უნდოდა დაეჯერებინა მამამისის ამორალობა და არც ის,რომ ამ უკანსკნელს მის საყვარელ დედას,მაიას სწამებდა.არ უნდოდა თვალებში ჩაეხედა ნაღვლიანი ადამიანებისთვის,მაგრამ ბედნიერი არც არავინ იყო..“ყველას რაღაც აწუხებს“-ამ ფიქრით იჯდა და უცქერდა საბრალო მოხუცს.“მისმა ოჯახმა არ იცის“-ბურტყუნებდა ჩუმად და ჰორიზონტს ადევნებდა თვალს.კიდევ ათას რამეზე ფიქრობდა ნინი,მაგრამ ვინ იცის..ვერავინ მოუყრიდა მის ამგვარ მძაფრ შეგრძნებებს ერთად თავს..ვერავინ,რადგან არავის შეეძლო გაეგო რას გრძნობდა გოგონა..ერთი შეხედვით,ცხადი იყო მისი ტკივილი,მაგრამ,სამწუხაროდ,მასში უარესი გარდაქმნები ხდებოდა..უსახელოდ დატოვებული შეგრძნებები და გრძნობები,რომლის სათავე ერთ შემოდგომის დღეს შეიქმნა,23 სექტემბრამდე რვა თვე ნახევრის წინ,1999 წელს მაშინ,როცა პირველად,მეორედ,მესამედ ან მეათედ ინაწილებდნენ სარეცელს ნუგზარი და მაია,როცა მისი დედისთვის საუკეთესო ღამეები იყო,მაგრამ ღამეები,რომლებიც ახლა საწყევლად ექნა..ღამეები,რომლებსაც ნუგზარი წყეულს ეძახდა...
ნუგზარიც საავადმყოფოში იწვა და,ალბათ,მსგავსი აზრები უტრიალებდა თავში.“წყეული ღამეები და წყეული მაია..კახპა და მოღალატე..“თვითონ ყოველ ღამე და დილა ღალატობდა ცოლს.ეს მისთვის ჩვეულებრივი რამ იყო,ხოლო ქალს ამ ამორალობას უსაფუძვლოდ აბრალებდა.როგორ შეეძლო ატკანივით უცოდველი მაიას ასეთ რამეში დადანაშაულება!
ერთი შეხედვით,გენდერული თანასწორობა არსებობს,ქალი და კაცი მუდამ თანასწორია,შეუძლიათ იმუშაონ მსგავ სამსახურებში,მისცენ ხმა,გახდნენ პრეზიდენტი,თუ პრემიერ-მინისტრი,მაგრამ სექსუალურ საკითხებში მაინც კაცები იწევიან წინ.ღალატი კაც ეპატიება,სულელიაო,ასე გაამართლეენ ერთმანეთს,მაგრამ როცა უნდათ ქალი ბატისტვინა არსებაა,რომელიც ღმერთს კაცის ნეკნისგან შეუქმნია,ჭკუამოკლე და თმა გრძელოო,ეძახიან ცოლებს..რაც არ უნდა იყოს,რაც არ უნდა,მოხდეს,ეს გინდ ერთი ღამის პარტნიორბა იყოს და,გინდ საყვარლობა,მაინც კაცები არიან მართლები.ნუგზარიც მუდამ ასე ფიქრობდა.
ერთი ბინძური საიდმულო ჰქონდა კიდეც,რომელსაც არავის უმხელდა.მისი ახლობლების გარდა ვერავინ გაიგო სიმართლე.არავინ იცოდა რატომ გააგდო ოცდაორი წლის ასაკში წინა დღის მოყვანილი ცოლი.ქალიშვილი არ ხარო და თმების თრევით ისროლა სახლიდან და მერე განაცხადა შეცდომა იყო,ერთმანეთი არ გვიყვარდაო,ვინ იცის უყვარდა თუ არა,მაგრამ ეს სიბინძურე მხოლოდ მისმა ორმა ძმაკაცმა იცოდა.მას მერე მოიყვანა მაია და მას მერე გაიარა მრავალმა წელმა,ჩაიარა მრავალმა წყალმა და ახლა იწვა უგონოდ...
-რეამინიციაში-ხმები ესმოდა მაიას პალატიდან და ქალი უფრო თრთოდა.კედელს ძლიერად ეკროდა ისე,როგორც ერთ დროს ნუგზარს.ქალს თვალებიდან ცრემლები ცვიოდა და ნელ-ნელა იკეცებოდა.
-ამის დედაც..-ანდროს წამოიწია და პალატას გახედა..“ოღონაც ეს არა..ეს წყეული ღამეები და კარკოტიკი..“-გაიფიქრა და ექიმს გააყოლა თვალი-გადარჩება,ჰო?ჰო გადარჩება?-იმ მომენტში ისეთი უსუსური იყო,რომ მაიასაც კი შეეცოდა,შეეცოდა,მაგრამ არ აირებდა მისთვის ნუგეშის მიცემას.ამდენი ხნის მანძილზე გარეთ იცდიდნენ,ერმანეთთან საკმაოდ ახლოს,მაგრამ არც ერთ არაფერი უთქვამს.ანდროს ხმაც ვერ ამოეღო,არც ამის ძალა ჰქონდა.იმ მომენტში ტირილსაც ვერ გაბედავდა და გინდ გაებედა ამისთვის ენერგია არ ეყოფოდა.
მაია პალატაშიც კი არ შესულა.დააპირა,მაგრამ მერე გადაიფიქრა.გილმა უკარნახა,რომ ეს შეუძლებელი იყო.ვერანაირი ძალის მოქმედებით ვერ აღმოჩნდებოდა პალატაში,ეს მან იცოდა.
-სამოცდაათი წლის ქალი,ინფარქტი-მისაღებში აურზაური იყო-პალატა მოამზადეთ.ნინი უკან მიყვებოდა ექიმებს და ცრემლებს ჩუმად იწმენდდა.
-ოჯახის წვერი ხართ?-ისევ ჰკითხეს ნინის,რომელიც საკუთარ თავს ვეღარ იმორჩილებდა.დერეფნებს ჯოჯოხეთად აღიქვამდა და ჩამოკიდებული ილუსტრაციები ეშმაკებს აგონებდა.“არა,ასე არ უნდა იყო“-გოგონა პასუხს ეძებდა.
-მას ოჯახი ჰყავს,მაგრამ მასთან არ ცხოვრობდნენ-ხვდებოდა,რომ მეზობლის სახელის წარმოთქმაც კი უჭირდა.
-თქვენ მისი ვინ ხართ?-მხრებაჩეჩვით უპასუხა ექიმმა,რომელიც პალატის მიღმა დარჩენილიყო და ანერვიულებული ადევნებდა საათის ისრების რიტმულ მოძრაობას.მთელ საავადმყოფოში,მგონი,ეს იყო უკანასკნელი რამ,რაც თანმიმდევრულად აგრძელებდა ცხოვრების რიტმს.სხვა დანარჩენს კი ამის არსებობოს,შესაძლოა,აღარც კი სჯეროდა!
-დეიდაჩამი მისი მეზობელია-ჩაიბურტყუნა და ექიმის გაკვირვებულს სახეს დააკვირდა,მის თვალებში დაიწყო რაღაცის ძებნა და შემდეგ ისევ ჩახარა ქერა თავი.გასაგებიაო და ექიმი დაშორდა,გოგონა კი დარჩა ატირებული და აღელვებული.საკუთარ გულის ცემასაც ვეღარ უსმენდა.ჩაიკეცა და იატაკს დაუწყო ცქერა,მაგრამ მალევე წამოიწია,რადგან ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი.თავი სიზმარშიც კი ეგონა.მის გვერდით მაია იყო,ატირებული ქალი ძლივს იწმენდდა ცრემლებს.
არ ეგონა თუ ასეთ მდგომარეობაში შეხვდებოდნენ ერთმანეთს.ისიც კი იფიქრა ცუდად გახდაო,მაგრამ შემდეგ ფიქრი შეწყვიტა და დედის თვალებს დაუწყო ცქერა.“რა ლამაზია“-გაიფიქრა და სიმწრისგან დახუჭა თვალები,გათენდება და ყველაფერი დასრულდებაო,მაგრამ ცხოვრება ხშირად კოშმარზე მწარეცაა.
-შვილო,ნინი,მე ვარ,მაია ვარ,დედაშენი-ჩაიმუხლა ქალი და ტირილი აუტყდა.მაგრამ გოგონა თვალებს აღარ ახელდა,უსმენდა დედის ქვითინს და მისი გულის ცემაც კი ჩაესმოდა გაბნეულ ხმებს მიღმა...
___
ესეც მე-4..ველი შეფასებებს,ჩემი ტკბილებო.არ დაიზაროთ..



№1  offline წევრი TIME

emociebshi var.. ar vici ragac es istoria gamorcheulad momwons,sityvebi ar myopnis dzalian magari iyoo! ♥♥♥

 


№2  offline წევრი lamazi gogona

Dzaan momewonaveli shemdegs

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო.. love

 


აუუ რა მაგარია ძაან საინტერესომალე დადე

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
აუუ რა მაგარია ძაან საინტერესომალე დადე

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent