შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგო, მიყვარხარ! (10)


7-09-2015, 01:07
ავტორი მარუშკა
ნანახია 3 682

-მოიცა გააფრინეთ, მე ამ ბანაკში წამოსასვლელად, არც გამოცდა დამჭირვებია, არც არაფერი, მამაჩემმა მოაგვარა საქმე, მხოლოდ იმიტომ რომ, ამ გოგოსთან ერთად ვყოფილიყავი! ეხა მეუბნებით რო, საავადმყოფოში მარტო უნდა იყოს? იმდენი თქვენი კარგი...
-ახალგაზრდავ, სიტყვები შეარჩიეთ. არა, მარტო არ იქნება, ხან მე მივალ სანახავად და მოსაკითხად, ხანაც ელე. ექიმთან მუდმივი კონტაქტი გვექნება და, თქვენც დამშვიდდებით, გასაგებია?
-არ არი გასაგები!
გიგამ ნინეს გახედა რომელიც, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად ქვითინებდა. გიგა მაშინვე დაიხარა და პატარა გოგოს ხელები სახიდან ჩამოაწევინა.
-ნუ ტირი რა, იცი როგორ მტკენს გულს შენი ცრემლები...
-მ... მე...
-გიგა, თანატოლებს შეუერთდით. ჩვენ ნინეს საავადმყოფოში წავიყვანთ.
-და თანატოლები რომ არ მყავს აქ, მთელი უბედურებაც მაგაშია, ბატონო... ბატონო.
-კარგი. მაშინ ასე მოვიქცეთ. ზეგ, როცა მოსაკითხად მივალ, თქვენც წამომყვებით, თუმცა, ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა და მეტი არცერთი!
-აუ, აუ გაიხარეთ რა! გიგა ისე გადაეხვია უფროსს, ძვლებმა ჭახანი დაუწყეს.
-რა ქვია საავადმყოფოს?
გიგამ პასუხი რომ მოისმინა, ნინეს მიუბრუნდა.
-გესმის ნი? ზეგ მოვალ, კარგი?
-კარგი... ჩუმად ჩაილაპარაკა ნინემ.
გიგამ თავი მის ყელში ჩარგო და უთხრა:
-ფისო, ტელეფონი აქ მაქვს შენიც ხო მუშაობს?
-კი.
-ხოდა დღეს მთეეეეელი ღამე დაგელაპარაკები სანამ არ დაგეძინება კაი?
-მართლა?
-მართლა.
-კარგი. შევთანხმდით. ნინემ გიგას ლოყაზე აკოცა და შემდეგ იმავე ადგილზე ხელით მოეფერა. გიგამ მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და უფროსს ახედა. უფროსმა დასჭექა:
-აბააა! წავედით?
-ხოო... წავიდეთ.
-ნი, გახსოვდეს რაც გითხარი და შუა სამ თითმოხრილი ხელი, ყურთან მიიდო.
-აჰაამ. არ დაგავიწყდეს.
-არაა.
ნინეს გზაში ჩუმად მოსდიოდა ცრემლები, სულ რამდენიმე წამში მოენატრა გიგა. უფროსს გახედა, რომელიც ელეს ელაპარაკებოდა.
-გიგას ხომ მართლა მოიყვანთ?
-კი, მეგობარო, აუცილებლად მოვიყვან.
-კარგი.
საავადმყოფოში რომ მივიდნენ, ნინე საკაცეზე დააწვინეს რადგან, სიარული აღარ შეეძლო. ექიმი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ნინეს წარმოედგინა, ქერა, შუახნის სათვალიანი კაცი. 10 წუთი მხოლოდ ფეხის დათვალიერებას მოუნდა.
-მეგობარო, ფეხი მოტეხილი გაქვს, აუცილებლად უნდა იწვე.
-მაგრამ... ეს გოგონა ბანაკში იმყოფებოდა და რეგულარულად შემოწმებაზე ვერ ივლის, აქ დარჩება ხომ?
-დიახ, აქ იქნება და ჩვენი კეთილი ექიმები თვალისჩინივით გაუფრთხილდებიან.
-ძალიან კარგი.
-მოკლედ, ახლა ფეხს შეგიხვევთ და ხვალ დილამდე თავისუფალი ხარ, ყოველ შემთხვევაში ჩვენგან.
ფეხის შეხვევამ დიდხანს გასტანა. საწყალი ნინე, ისე დაიღალა რომ, განძრევის თავიც აღარ ჰქონდა. პალატაში იწვა და გიგას ზარს ელოდებოდა. ზარმაც არ დააყოვნა და ნინესაც თვალები გაუბრწყინდა მისი ნომრის დანახვისას.
-ალიო.
-ნინ, ფისუნა, აბა როგორ მიდი საქმეები?
-ფეხი შემიხვიეს და საწოლზე ვწევარ, პალატაში. სულ მარტო ვარ გიგა.
-რატო ხარ მარტო, მე ხო გელაპარაკები? კამერას ჩართავ?
-კიი. ერთი ჩემი ფეხი განახა.
-მაჩვენე. სიცილით სთხოვა გიგამ.
ნინემ კამერა ჩართო და შეხვეული ფეხის ქნევა დაიწყო.
-ჰაჰაჰაჰა. გიგას სიცილი აუტყდა
-რა გაცინებს? გიხარია, რომ მტიკვა?
-ნინე, გაილახები შენ. ეხა მანდ რო ვიყო, იმდენს გაკოცებდი რო დაგახრჩობდი.
-გიგა, ეგრე ნუ ლაპარაკობ თორე, ვიტირებ.
-კაი რა. ზეგ ხო უნდა მოვიდე.
-მანამდე მოვკვდები აააააქ.
-ნინ, ერთ საათში დაგირეკავ კაი?
-ეეეეეე... ხო, კარგი.
-არ მოიწყინო პატარა. დაგირეკავ.
ცოტა ხანში პალატის კარზე კაკუნი გაისმა. ნინეს ძალიან შეეშინდა. ამ შუაღამისას, არც ერთი ექიმი არ დაუკაკუნებდა, არც მნახველი იქნებოდა ვინმე. თანაც თვითონაც ვერ მიდიოდა რომ, გაეღო. ცრემლები წამოუვიდა შიშისგან. ამ ფიქრებში იყო გართული როცა, პალატის კარი გაიღო და ნინემ გიგას მომღიმარი სახე დაინახა. გიგამ თავისი ფისოს ცრემლები რომ დაინახა, გიჟივით შევარდა პალატაში და ლოყაზე ფერება დაუწყო:
-პატარა, შეგაშინე? აპატიე დებილ გიგას კაი? რა გატირებს?
ნინე განცვიფრებისგან, შიშისგან დ. სიყვარულისგაბ ტიროდა.
-ნინეე... გეწყინა ჩემი მოსვლა? შენ გამო გამოვიპარე და ეგრევე შენთან წამოვედი. რატო შეგეშინდა ჩემო ლამაზო. სიცილით უთხრა გიგამ, პატარაა, ნუღარ ტირიხარ. ჩემი სულელი გოგო. ბიჭმა ნინეს მოკანკალე სხეული გულში ჩაიკრა და ხელები მჭიდროდ შემოხვია.
-გიგაა, როგორ გამიხარდა რომ მოხვედიიიი. სლუკუნით უთხრა ნინემ.
-მერე, რა გატირებს, ჩემო პატარა.
-არ ვიცი, შემეშინდა რომ, სხვა იქნებოდა.
-პატარა, შენ როგორ გეგონა რო აქ მარტოს დაგტოვებდი?
-მერე, რომ უნდა წახვიდე?
-ჯერ არსად არ მივდივარ.
-როდის წახვალ?
-ეგ მე ვიცი. მოდი ეხა დაწექი და დაიძინე. გიგამ ნინე სხეულზე მიიკრო, როცა ნინეს კვნესა გაიგონა.
-ფისო, რატო კრუსუნებ? გატკინე რამე?
-გიგა, ესე ვერ დავწვები, ფეხი მტკივა.
-კაი, შენ როგორც გინდა ისე დაწექი. მე ჩაგეხუტები.
-ხო.
ნინე ზურგზე დაწვა და გიგამაც წელზე შემოაჭდო ხელი, მეორე, ქვემოდან, მხარზე შემოხვია და თავი მის ყელში ჩარგო.
-ჩემი ანგელოზი...
-გიგა, რომ გაიგონ რომ წამოსული ხარ, გეჩხუბებიან. და აქ აღარ მოგიყვანენ.
-დღესაც არ მოვყავდი, მარა, ხო მოვედი?
-შენ ჩემი სუპერმენი ხარ.
-შენ კიდე, ჩემი პრინცესა.
-შენ ჩემი პრინცი.
-შენ ჩემი ფისუნია.
-შენ ჩემი ბიჭი ხარ!
-შენ კიდე ჩემი გოგო! და ჩემი ყველაფერი ხარ!
ნინე ლაპარაკით რომ დაიღალა, მთქნარება აუტყდა და მაინც ჯიუტად ფხიზლობდა, უნდოდა გიგასთან ერთად ჩახუტებული ყოფილიყო რადგან იცოდა რომ, როცა დაიძინებდა, გიგა მაშინ წავიდოდა.
-ნი, ესე ნუ იქცევი.
-როგორ?
-ნუ ფხიზლობ. დაიძინე.
-არ მეძინება და!
-არა, მე ვამთქნარებ ამდენი ხანი! იცოდე აღარ მოვალ ხოლმე!
-მართლა აღარ მოხვალ? აკანკალებული ხმით ჰკითხა ნინემ.
-ხო! აღარ მოვალ და აღარ ჩაგეხუტები!
-აუ გიგაააა! უკვე ტირილში გადადიოდა. გიგა მიხვდა რომ, ნინეს აწყენინა და ზემოდან მოექცა.
-ნინე, მიპასუხე, შენი აზრით, მე შენ გარეშე 1 დღე მაინც გავძლებ?
-არ ვიცი.
-სამაგიეროდ, მე გადასარევად ვიცი რო, ვერა! ამიტო, როცა გეხუმრები, ცუდად ნუ იღებ კაი?
-შენ ხომ მითხარი...
-მერე, გეხუმრები, ცხოვრება. შენ მასე ნუ განიცდი, მე რო შენ გარეშე შემეძლოს, ეხა აქ არ ვიქნებოდი! ხო იცი რო, ძაან მიყვარხარ?
-ვიცი და, მეც მიყვარხარ.
-ჩემი სულელი. ხოდა, თუ გინდა რომ კიდევ მოვიდე ხოლმე, დაიძინე და მეც მოგეფერები, სანამ დაგეძინება.
-მომეფერები?
-ხო, აბა რას ვიზამ.
-კარგი.
ნინემაც დახუჭა თვალები და სასიამოვნოდ დაეხორკლა კანი, როცა გიგას ტუჩები იგრძნო ყელზე...

***
აი, ესეც მეათე თავი!❤️ იმედია მოგეწონებათ❤️
მეგობრებო, შეიძლება, რამდენიმე დღე, ვერ შემოვიდე საიტზე, ახალ სახლში გადავდივარ და ერთი ალიქოთია. ხოდა, მაქსიმალურად ვეცდები, მაინც დავდო❤️ კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ, ვინც უთმობთ დროს ჩემ ნაშრომს და უდიდეს სტიმულს მანიჭებთ❤️❤️❤️



№1  offline წევრი Tako Tsiklauri

ძალიანნ კარგიააა... უმაგრესიაა... გილოცავ ახალ სახლში გადასვლას ))) ♡♡ ეცადე მალე დადოო ახალი ტყაბი

 


№2  offline წევრი ანრის გოგო

კარგია ძაან lol აუ ესენი საქართველოში რომ ჩავლენ მერე იქნება მაგარი wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent