შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგო, მიყვარხარ! (5)


31-08-2015, 18:08
ავტორი მარუშკა
ნანახია 3 423

დილით ნინეს ძალიან ადრე გაეღვიძა, თვით ბანაკის უფროსსაც კი არ ეღვიძა. ცოტა ხანს გიგას უყურა, მერე ოდნავ აკოცა ლოყაზე, სპორტულები ჩაიცვა და სარბენად წავიდა. დიდხანს დარბოდა და შესასვენებლად ხის ძირას წამოჯდა. წყალი ერთ ყლუპში გამოცალა. ამ დროს გვერდით აქოშინებული გიგა მიუჯდა.
-ააა!! იდიოტო! შემაშინე!
-რა იყო? ხო კარგი, ვიცი რომ სახეზე წითელი ვარ მაგრამ, ასეთი კივილი საჭიროა?
ნინეს გაეცინა.
-შენც დარბიხარ ხოლმე?
-არაა.
-ეგ უპირატესობა ჩემია! ნინემ ენა გამოუყო ბიჭს.
-მაგრამ იცი რა?
-რა.
-მე ის უპირატესობა მაქვს რომ, ფხიზელი ძილი ვიცი. თვითკმაყოფილი ღიმილი შეაგება გიგამ გოგონას.
-ხოო... მერე რა?
-ოო, ნუ დებილობ რა! კარგად ვიგრძენი რომ მაკოცე.
-ხო გაკოცე, მერე რა მოხდა?
-არაფერი, მომეწონა.
ხელები დანებების ნიშნად აწია.
-კიდე მაკოცებ?
ნინემ თავი დაუქნია და გიგას ლოყაზე აკოცა.
-აუ გიგა!
-რა იყო? შეშფოთებულმა ჰკითხა გიგამ.
-აუ იცი რა მაგარი ადგილი ვიპოვე აქვე? ისეთი სიწყნარეა, თუნდ მთელ ხმაზეც რო გაჰკიოდეს ვინმე, იქ მაინც სიმშვიდეა. მართალია, დიდი ხნით ვერ გავჩერდი იმ ადგილზე მაგრამ, მაინც მაგარია! წამოდი, გაჩვენებ!
-კაი, წავედით.
-მალე რაა!
-ხო მოვდივარ.
10 წუთში იმ ადგილას იყვნენ და ხედს უყურებდნენ. ალბათ გეგონათ რადგან, ლამაზ ადგილას მიჰყავდა, მაინც და მაინც, აუცლებლად ტბასთან ან ზღვასთან მიიყვანდა მაგრამ არა, სინამდვილეში ერთ მაღალ შენობაზე აიყვანა, სახურავზე აღმოჩდნენ და ხედებს გადახედეს. აქ ჩამოჯდომას და ფიქრს არაფერი სჯობდა. თუმცაღა საშიში ადგილი იყო. სახურავს არც მოაჯირი ჰქონდა, არც სხვა რამე. გიგას თავიდან გაუკვირდა, ამ სიმაღლეზე როგორ არ ეშინიაო მაგრამ, რომ დაინახა, როფირ ჩამოჯდა ნინე ზუტად სახურავის კიდეზე, შიშმა შეიპყრო და მაშინვე უკან გამოწია.
-შენ რა გარეკე? მანდ როგორ ზიხარ? არ გეშია რო გადავარდები?
ნინეს ნაღვლიანად გაეცინა.
-შენ თუ არ გადამაგდებ, ჩემით ვერ გადავვარდები.
ნინე ღამით ბევრს ფიქრობდა და მიხვდა რომ, გიგასი სულაც არ უნდა შეშინებოდა, რომ მასში საშიში არაფერი იყო და რომ, მისი შიში უსაფუძვლო იყო. ამიტომ გადაწყვიტა რომ მას დაახლოებოდა. ალბათ იმ ადგილასაც სწორედ ამ მიზეზით მიიყვანა.
-ხო? მაშინ მეც დაგიჯდები გვერდით.
კი უთხრა, დაგიჯდებიო, მაგრამ, გიგა ასეთ სიმააღლეებს მიჩვეული არ იყო და მაინც აკანკალებული დაჯდა იმ ადგილას.
-გიგა თუ არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე.
გიგას აქედან წასვლა ყველაფერს ერჩივნა მაგრამ, იფიქრა რომ, ეს ადგილი ნინესთან დასაახლოებლად საუკეთესო ადგილი იყო. ხოდა მანაც დარჩენა გადაწყვიტა.
-არა, ვიქნები.
ისხდნენ თავისთვის და დუმილს ამჯობინებდნენ.
-გიგა...
-ხო.
-ნამდვილად გეშინია.
-ხო.
-გული გიჟივით გიცემს. მე არ დამიძალებია, დაბრუნდი ბანაკში.
-არა ნინე, გესმის? არსად არ წავალ. აქ ვიქნები, შენს გვერდით.
-კარგი.
ცოტა ხნის შემდეგ გიგამ ჰკითხა:
-ჩუმად რატომ ხარ?
ნინემ თავდახრილმა უპასუხა:
-ვფიქრობ. შენ აქ ამიტომ წამოგიყვანე. რომ გეფიქრა.
-მაინც რაზე?
-ყველაფერზე. დრო თავზე საყრელად გვაქვს. იცი, ეს ადგილი ღამით უფრო ლამაზია. გინდა ღამით კიდევ მოვიდეთ. გახედა, და გიგასაც გაეღიმა.
-მოვიდეთ. ვიყოთ კიდე ცოტა ხანს?
-არა, წავიდეთ.
-წამო. ნინე გიგამ წამოაყენა და ბანაკში მალე დაბრუნდნენ.
-ნინე, მეჩვენება თუ მოწყენილი ხარ?
-არა. რატომ ფიქრობ მასე?
-აზზე არ ვარ.
ნინეს გაეცინა.
ამ დროს ისევ უფროსის სტვენა ატყდა. გიგამ ერთი კარგად შეუკურთხა და მერე ნინეს გახედა რომელიც სიცილისგან გაწითლებოდა:
-ამ სასტვენს ერთ ადგილში გავთხრი.
-გიგა! სიცილით მისცა შენიშვნა ნინემ.
-რა იყო? რამე არასწორი ვთქვი?
-არა მაგრამ, იცი შენც ილოსნაირი ხარ. ეგეც ასე არაკორექტულად გამოხატავს თავის ფიქრებს.
-ხო. მე და ილო კიდე ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს.
-იმედია, მექალთანეობაში არა.
-ხო,მხოლოდ ეგ განსხვავებაა ჩვენ შორის.
-ანუ შენც ყოველდღე პოლიციაში ხარ ატუზული.
-ნუ... ეეე... ვერ ვიტყვი რომ... აა...
-პირდაპირ თქვი რომ პოლიციის ხშირი სტუმარი ხარ.
-ნუ... ხო რა, დაახლოებით.
-ცუდია.
-რატო?
-აბა კაია?
-ხო, კარგი არ არის მაგრამ, მთლად საშინელებასაც ვერ დავარქმევდი. ამ დროს რუპორში გაისმა:
-ყველანი მთავარ შენობასთან.
-აუ დავიტანჯე ამის დედაც!
-წამოდი. ნეტა ეხლა რა უნდათ.



№1  offline წევრი nini abashidze

Kargia <3 Gazardee tavebii da vabshe kanfet iqneba :*

 


№2  offline წევრი მარუშკა

nini abashidze
Kargia <3 Gazardee tavebii da vabshe kanfet iqneba :*

დიდი მადლობა❤️

 


№3 სტუმარი nini tsiklaurii

7 tavii aris???

 


№4  offline წევრი მარუშკა

nini tsiklaurii
7 tavii aris???

არა, ეხლა მეექვსეს ვწერ :)

 


№5  offline წევრი nino(g)

ai sayvarlobaa gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent