შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

30 წამი შუქნიშანზე


7-09-2015, 11:37
ავტორი Kvaratskhelia
ნანახია 1 641

ჩვენს ცხოვრებაში სულ ყველაფერი იდეალურად ან თითქმის იდეალურად,რომ იყოს გულის სიღრმეში ყველას გვინდა რაიმე განსაკუთრებული მაინც მოხდეს.ამ განსაკუთრებულს იქნებ სულაც სასწაული აჯობებს,რომ დავარქვათ.მაშინ მთელი გულით ისიც დავიჯეროთ,რომ ამბობენ ცხოვრებაში რაც გულით გინდა ყველაფერი ხდებაო.ისე მოხდა,რომ მასაც ჰქონდა "თითქმის" იდიალური ცხოვრება.მოკლედ ასე იყო:
-ასაკი: 30 წელი.
-სახელი გვარი : დიმიტრი ყიფიანი.
-პროფესია: არქიტექტორი.
-მისამართი: ფალიაშვილის ქუჩა N14.
-ტელ.ნომერი(მთხოვა ეს პუნქტი გამომეტოვა)
-მე საიდან ვიცნობ? ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით,თქვენ მასწავლით ყიფიანს.ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ ორივე.
საერთოდ მის ამბავს ის გაგრძელება აქვს,რომ:
"30 წამი შუქნიშანზე"
(ვედცები ყველაფერი დაწვრილებით მოვყვე)
მაშინ თბილისში საშინელი სიცხე იყო.ქალაქში ყველა,აბსოლუტურად ყველა შეწუხებული სახით დადიოდა.საშინელ სიცხეს საცობებიც ემატებოდა.ყველა ქალაქიდან გარბოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში,მაგრამ ქალაქში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობდა.შუქნიშანზე მაინც მანქანების ტევა არ იყო და თანაც ახლა ეს ფეხით მოსიარულე ხალხი.ამ დილას ყიფიანმა მითხრა რაღაც განსაკუთრებული დღეაო,ალბათ იგრძნო მაინც რაღაც.არაფერი მითქვამს,მაგას ყოველი დღე ეგეთი გონია.შუქნიშანზე გააჩერა მანქანა.აქეთ-იქით მიმოხედა და სიცხისგან შეწუხებულმა მძიმედ ჩაისუნთქა.საროჩკის ზედა ორი ღილი შეიხსნა და ისევ თვალიერება გააგრძელა.დრო საშინლად იწელებოდა.გიჯური დღე იყო,რომ იხსენებს ყოველთვის ამას ამბობს.ივნისი იყო,პაპანაქება სიცხე მაგრამ წვიმა საიდან გაჩნდა ასე მოულოდნელად ვერ გაიგო.ეტყობა მარტმა ვადები გაიხანგრძლივა.ესეც ასე ოთხივე ფანჯარა სასწრაფოდ ასწია და ცას შეხედა.წამებში მოიღრუბლა.დრო ხომ მაინც არ გარბოდა.არც მას ეჩქარებოდა და ჰოპ,იდიალი ვიღაც ძალიან სველმა გოგონამ დაურღვია.
მახსოვს,როცა იხსენებდა ყოველთვის სიცილით კვდებოდა მიკა ისეთი სასაცილო იყო პირველად.
სიტუაცია ასეთი იყო:იჯდა თავისთვის მანქანაში სრულიად წყნარად,უსმენდა მუსიკას და რამდენიმე წამის შემდეგ მშრალ მანქანაში სრულიად სველი,უცნობი გოგო აღმოჩნდა.
მაშინვე გამოერკვა.რატომღაც მოულოდნელობამ არ დააბნია.პირიქით ძალიან მხიარული ჩანდა,ზედმეტადაც კი.
-უკაცრაცად,მისამართი ხომ არ შეგეშალათ? როგორც იქნა მანქანაში ადამიანის ხმამ გაიჟღერა.
ორი წამით მიკას ყურადღებაც კი არ მიუქცევია.სველი თმები გაიწურა და მხოლოდ ამის შემდეგ მიუბრუნდა დიმიტრის.
-არა,არა სწორად მოვედი.საბურთალოზე თუ შეიძლება. თავდაჯერებული ჩანდა გოგონა.
საუბარმა მხოლოდ 5 წამი ჩაიტია.შუქნიშანი კი მე-15 წამს ითვლიდა.
-ტაქსის მანქანა გვერდით დგას.
-საბურთალოზე თუ შეიძლება.
-არ შეიძლება.
-რატომ?
-მგონი,რომ ტაქსის მძღოლს არ ვგავარ.
თავდაჯერებას არ კარგავდა არც ერთი.
-რომ დამეხმაროთ არ შეიძლება? მოლბა მიკა.
-შეგეძლო მასე დაგეწყო საუბარი. დაუთმო ყიფიანმა.
-ისე შენს მძღოლს დიმიტრი ქვია.დიმა ყიფიანი. თავაზიანად გაუწოდა ხელი მიკას.
-ახალგაცნობილ მგზავრს-მიკა მელითაური.
-ლამაზი სახელია,უცხოც.
-ბებიას საპატივსაცემულოდ დამარქვეს.
-აქ რას აკეთებ? კითხებს განაგრძობდა ყიფიანი.
-გუშინ მეგობართან დავრჩი,დავლიეთ და მთელი ფული სასმელში დავხარჯეთ.ისე მოხდა,რომ ტაქსის კი არა ავტობუსის ხურდაც არავის არ გვქონდა.შუქნიშანზე,რომ დაგინაზე ვიცოდი დამეხმარებოდი.
-საიდან იცოდი?
შუქნიშანი უკვე აღარ იცდიდა.ათვლა დიდი ხნის დამთავრებული იყო.ქუჩა კი სიგნალებმა აიკლეს.
-მაპატიე,მაგრამ ასიგნალებენ და იქნებ წავსულიყავით.
-მოვითხოვ,რომ ჯერ პასუხი გამცე.
-ზედმეტსაც ნუ მოითხოვ.
-კარგი,მაშინ თავიდან გკითხავ რადგან ვერ გაიგე.საიდან იცოდი,რომ აუცილებლად დაგეხმარებოდი?
მიკას ეგონა გამომიჭირესო,მაგრამ სიტუაციიდან თავი მაინც დაიძვრინა ვითომ.
-მანქანის ნომერი მომეწონა და ამიტომ.
-შუქნიშანზე გაჩერება გეტყობა ძალიან გხიბლავს.განაგრძო მიკამ.
-იცი,რომ ყველაფერი შენი ბრალია? აი პატრულიც და იმას აუხსენი ყველაფერი.გაიღიმა ყიფიანმა და წვიმის მიუხედავად ფანჯარა მაინც ჩამოსწია.
-გეფიცებით,ამის ბრალი თუ არ იყოს. გაეცინა ისევ დიმიტრის. პატრულის თანამშრომელი დაიბნა და ჩვეულებრივ პროცედურაზე გადავიდა.
-ამდენს ხანს რატომ დგახართ? დიდი ხანია უკვე ასიგნალებენ.პატრულმაც გაგაფრთხილათ რამდენჯერმე.
-ქალბატონო პატრულო,აი ამ გოგონას ბრალია.ხელით ანიშნა მიკაზე.ქალი დაიბნა.-ჩემთვის ვიდექი და უცბად შემომიხტა მანქანაში და საბურთალოზე წაყვანას მთხოვს.მეშინია ვინმე მძარცველი არ იყოს?! დასერიოზულდა დიმიტრი.მიკას მართლა შეეშინდა და უკვე გამოსავალზე დაიწყო ფიქრი.
-საყვარელო,დამშვიდდი კარგი. იცით ,მე და ჩემი მეუღლე უბრალოდ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობდით,რომ არაფერზე არ მიგვიქცევია ყურადღება.ახლა ისეთი ბედნიერები ვართ,რომ ამიტომ არის ხუმრობის ხასიათზე.მალე პირველ შვილს ველოდებით და. გაიღიმა ბოლოს მიკამ ბედნიერების ნიშნად. დიმიტრიმ თვალები დაქაჩა,ენა ჩაუვარდა.ნამდვილად არ ელოდა მსგავსს.
-მომილოცავს.უემოციოდ მიმართა ქალბატონმა.საბუთები დაუბრუნა და მოსთხოვა,რომ სასწრაფოდ გაეთავისუფლებინათ გზა.
-წითელი ახლახანს აინთო და წავალთ მალე,ცოტახანს კიდევ აგვიტანეთ. სერიოზული ჩანდა დიმიტრი.მიკას ნათვქმმა ხასიათი შეუცვალა.ფანჯარა ასწია და გოგონას მიუბრუნდა.
-შვილისთვის სახელი ხომ არ შეგვერჩია? ამის თქმას საერთოდ არ აპირებდა.უნდოდა მთელი სიბრაზით წარსმდგარიყო უცნობი გოგონას წინაშე და უცბად ეს.
-მათიასი ბიჭისთვის და ალექსანდრა გოგონასთვის,საყვარელო.არ ჩამორჩა მიკა.
-საიდან იცოდი,რომ დაგეხმარებოდი? მთელი გული და ცნობისმოყვარეობა იყო ჩაქსოვილი ამ სიტყვებში.
-სპეციალურად ამოვედი.გგონია,რომ არ გიცნობ.რამის მთელი თბილისი გიცნობს და ყველა გოგო თუ არა,ყოველი მეორე შენზე ლაპარაკობს.შენი ნომერი ვიცოდი მანქანის და მშვენიერი შანსი მომეცა შენი გაცნობისაც.ამიტომ ვიცოდი,რომ დამეხმარებოდი.
ძალიან ესიამოვნა დიმიტრის ეს სიტყვები,თანაც მიკასგან.
-და შენ რა დაიჯერე? გაისმა მოულოდნელად მანქანაში ხმამაღალი სიცილის ხმა.მართლა დაიჯერე,რომ ისე გამიჭირდებოდა შენ მანქანაში გასაცნობად ჩაგიჯდებოდი? გოგონა გულიანად იცინოდა.ყიფიანი კი უკვე გაბრაზებული ჩანდა.
შუქნიშანზე მწვანე აინთო.წასვლის დრო იყო წესით,მაგრამ დიმიტრი მანქანას არ ძრავდა ადგილიდან.იმ მომენტში ყველაფერი სულერთი იყო მისთვის,მიკას გარდა.
-ადგილზე მიგიყვან,მაგრამ ვალი უნდა გადამიხადო.კილომეტრი 2 ლარი ეღირება.
-კარგი.სიცილი დაასრულა გოგონამ.
-მიმიყვანე სახლამდე და ჩამოგიტან მაშინვე ფულს.
-არა,არა ამდენ ხანს არ მცალია.ვერ დაგელოდები! ხვალ მომაწვდი აუცილებლად.
მანქანა ადგილიდან დაძრა და სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოუღია.მხოლოდ იმ "შპიონ" სარკეში იჭერდნენ ერთმანეთს.
-12 ლარი გაქვს ვალი. შეახსენა თანხა გოგონას გადასვლისას.
-ხვალამდე,როგორმე მოვაგროვებ ნუ ღელავ.ვალში არ დაგრჩები.
გაუღიმა და წავიდა.სინამდვილეში დროც ჰქონდა და სანამ მიკა თვალს არ მოეფარა იქამდე უყურებდა.თვალს ვერ აშორებდა ისეთი კარგი იყო ის მშვენიერი.
და აი ასე...
-ანგარიში თუ შეიძლება.გასძახა ოფიციანტს ყიფიანმა.ოფიციანტმა ანგარიში მიუტანა და ბიჭს გაუწოდა.-გოგონა იხდის.მიკას ჩაეღიმა და ჩანთიდან საფულე ამოიღო.
-რამდენია გადასახდელი?
-12 ლარი. იყო პასუხი ოფიციანტისაგან.
ორივემ ერთმანეთს შეხედეს.
-ნუ ღელავ ვალი გადახდილია.მაგრამ ახალი დაგედო....
და 30 წლის განმავლობაში პირველად მიხვდა,რომ 7 მილიარდ ადამიანს შორის იმ ერთის სიყვარულისთვის იყო დაბადებული...

დასასრული...
30 წამი შუქნიშანზე



№1  offline წევრი brooklynbaby

ძალიან მომეწონაა love love

 


№2  offline წევრი სესილია

კარგი იყო მომეწონა :)

 


№3  offline წევრი Kvaratskhelia

მაადლობა ^_^
მახარებთ ძალიან :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent