ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...{28}--{34}
{28} -აუ რატო დააგვიანდა-წუწუნებდა კატო-სად არის ამდენ ხანს? -საშინელი ამინდია,მანქანა კუსავით დაჰყავს ალბათ-გაეღიმა ნიკუშას.-არ იცი რა ფრთხილიცაა? -კაი რა ნახევარი საათის წინ დამირეკა გამოვდივარო-არ ჩუმდებოდა ის-შორს მაინც იყოს ეს კაფე. -მოვა მალე-უსაყვედურა ნიკამ.-რა სულმოუთქმელი ხარ. -არა უნდა დავურეკო-მობილური აიღო კატომ.თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა,არავინ პასუხობდა. -მუსიკებს უსმენს ალბათ-დაამშვიდა ნიკუშამ. კატომ ისევ გადაურეკა.ყოველ 2 წუთში ერთხელ ცდილობდა ელისთან დაკავშირებას.მაგრამ მაინც არ პასუხობდა,ან კი როგორ უპასუხებდა... {29} -ვინაობა დაადგინეთ?-იკითხა პოლიციის ოფიცერმა. -მანქანაში არანაირი საბუთი არ დევს-უპასუხა მეორე პოლიციელმა. -და მდგომარეობა?-იკითხა კვლავ. -საკმაოდ მძიმე.მისი მობილური რეკავს გაუჩერებლად. -ვინ ურეკავს?-იკითხა გამომძიებელმა. -კატო-უპასუხა ოფიცერმა. -უპასუხეთ,ვინაობაც დაადგინეთ და მომხდარიც აცნობეთ,როგორც ჩანს ახლობელია. -ალო-ბრძანება შეასრულა მან. -რომელი ხარ?-გაისმა კატოს წვრილი ხმა. -თქვენ ვინ ხართ და ეს მობილური ვის ეკუთვნის?-კითხვაზე კითხვით უპასუხა ოფიცერმა. -ელიზაბეტ ასლანიკაშვილის-კატოს ხმა სასოწარკვეთილებას მოეცვა.-მე მისი მეგობარი ვარ.რა მოხდა? -თქვენი მეგობარი...ავარიაში მოყვა-მშვიდად უთხრა პოლიციის ოფიცერმა. -რააა?-შეჰყვირა კატომ.-როგორ არის? -საკმაოდ მძიმედ,ვწუხვარ-მიუგო მან. -რომელ საავადმყოფოშია?-გაჰკიოდა კატო. ოფიცერმა მისამართი უპასუხა და ყურმილი დაკიდა. {30} -ელიი-ტირილი დაიწყო კატომ. -რა მოხდა?-შეშლილის სიფათით ჰკითხა ნიკუშამ. -ავარიაში მოყვა-ამოღერღა ძლივსძლივობით-მძიმედაა. -რაა?-ფეხზე წამოიჭრა ნიკა.-არ არსებობს.წამოდი ჩქარა. -მოიცა-შეაჩერა კატომ.-სოფიომ და ირაკლიმ არ იციან,მე კიდეც ვერ ვეტყვი. -ახლა ელის ვჭირდებით,გესმის?-ხელი ჩაავლო კატოს და ძალით წაათრია.-ხო კარგი,მე დავურეკავ ირაკლის. {31} სანდრო და თემო აგარაკზე ბილიარდს თამაშობდნენ.თემოს მობილურმა დაურეკა. -ვა,ოთო.როგორ ხარ?-ძმაკაცს მიესალმა ის. -მე კარგად,მაგრამ...-გაჩუმდა ოთო.-სანდროსთან ერთად ხარ?არ იცით ხო? -რა არ ვიცით?-გაუკვირდა თემოს. -ელი...-ნერწყვი ჩაყლაპა მან.-ელი ავარიაში მოყვა. -რა ბიჭო?-გაგიჟდა ის.-ღადაობ ტო? -ეს საღადაო თემაა?-გაბრაზდა ოთო.-ნელა შეაპარე,ხო იცი.-ძმაკაცი დაარიგა და გათიშა. -მოხდა რამე?-სანდრო ძმაკაცს მიაშტერდა. -კი..-ძალას იკრეფდა თემო. -და რა?-დაინტერესდა ის. -აუ დაწყნარდი თუ ძმა ხარ-სანდროს მიუახლოვდა ის.-ბიჭო...ელი...ავარიაში მოყვა. სანდროს მეტყველების უნარი წაერთვა,წაბარბაცდა და თვალთ დაუბნელდა.წამსვე წვდა გასაღებს.თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ.თემოც უკან გაჰყვა... {32} ატირებული სოფიო საავადმყოფოში გიჟივით შემოვარდა.უკან სახეალეწილი ირაკლი და Luke მოჰყვებოდა.სოფიომ კატო და ნიკუშა დაინახა,მათთან მივიდა. -როგორ არის?ოპერაციას უკეთებენ?ექიმმა რა თქვა?ეს როგორ მოხდა?-დააყარა წამსვე კითხვები. -დამშვიდდით,სოფო დეიდა-ამშვიდებდა კატომ.-ახლა მძიმედაა,მაგრამ კარგად იქნება.არვიცით.კაფეში ველოდებოდით და დააგვიანდა.ვურეკავდი,არ მპასუხობდა.მერე პოლიციამ დამირეკა და..-ატირდა ისიც. -არ ინერვიულოთ,სოფიო-მხარზე ხელი დაადო Lukeმ.-თუ საჭირო იქნება მსოფლიოში გამორჩეულ ექიმებს ჩამოვიყვან.მაგრამ ელი კარგად იქნება,დამერწმუნეთ. სოფიო ძლიერი ქალი იყო,თუმცა ახლა ისეთ სისუსტეს გრძნობდა ფეხზე ვეღარ იდგა.თავბრუ დაეხვა და სკამზე ჩამოჯდა.ნიკუშა ადგილს ვერ პოულობდა,ირაკლი გაშეშებული იდგა.Luke კი უშედეგოდ ცდილობდა რამე გაერკვია.ყველა გაიძახოდა ექიმს დაელოდეთო.სანდრო და თემოც გამოჩნდნენ. -ბატონო ირაკლი-წაშლილი სახით მიუახლოვდა სანდრო-როგორ არის? -მძიმედ-გაბრაზება სულ დავიწყებოდა მას. კატომ ცივი მზერა ესროლა,ნიკუშამ კი მუშტი შეკრა.დრო გადიოდა,მაგრამ ექიმი არ ჩანდა.ეს ყველასთვის აუტანელი იყო.მოთმინებას კარგავდნენ.ბოლოს ექთანი გამოვიდა.ყველა მას მიცვივდა. -სისხლი ესაჭიროება-განაცხადა მან.-პირველი დადებითი. -მე მაქვს-იყვირა სანდრომ. -მეც პირველი დადებითი მაქვს-თქვა ირაკლიმ. -ერთი შემობრძანდით-უთხრა მათ ექთანმა. -მე შემოვალ-უკან გაჰყვა სანდრო. -როგორ არის?-იკითხა ღონემიხდილმა სოფიომ. -ექიმს დაელოდეთ,მე ვერაფერს გეტყვით-მოაძახა მან. -ერთი საათია ისედაც ექიმს ველოდებით-იყვირა ნიკუშამ. თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ.სანდროც მალე გამოვიდა. -გითხრეს რამე?-მიაშტერდა ირაკლი. -არა-აღმოხდა მას. კიდევ ნახევარი საათი ელოდებოდნენ ექიმს და როგორც იქნა გამოჩნდა. -ძლიერი ორგანიზმი ჰქონია თქვენს შვილს,ბატონო ირაკლი-მხარზე ხელი დაადო მან.-გილოცავთ,მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.შინაგანი სისხლდენაც შევაჩერეთ,მაგრამ... -რა მაგრაამ?-წინ წამოიწია Luke. -დაბეჟილობები აქვს,რამდენიმე მოტეხილობაც..-მდგომარეობა აუხსნა მათ ექიმმა-შინაგანი სისხლდენაც შევაჩერეთ,მაგრამ შეიძლება რამდენიმე დღე გონს ვერ მოვიდეს. -ეს როგორ?რატომ?-სკამზე დაეშვა სოფიო-შეიძლება ვნახო? -ძლიერი ტრამვა მიიღო.სამწუხაროდ დღეს მისი ნახვა არ შეიძლება-ექიმმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა და თავის საქმეს დაუბრუნდა. {33} -აქვე ვიქნები,ბატონო ირაკლი.თუ რამე დაგჭირდებათ დამიძახეთ-უთხრა სანდრომ და გარეთ გავიდა. მანქანას მიეყრდნო,სიგარეტი გააბოლა. -უნდა ვნახო-სახეში მიაშტერდა თემოს. -გაგიჟდი,ბიჭო?-უყვირა მან.-ჯერ კიდევ რეამინაციაშია. -მითუმეტეს,უსიკვდილოდ უნდა ვნახო.-სიგარეტი ძირს დააგდო და ფეხით გასრისა.-უნდა დამეხმარო. -მე როგორ დაგეხმარო?-ვერ მიხვდა თემო. -დაცვა როგორმე გაართე,მე შევიპარები და ექიმის ტანსაცმელს ავიღებ.მერე ჩვეულებრივად შევალ რა.-დაავალა სანდრომ ძმაკაცს. საავადმყოფოს შენობაში შევიდნენ.თემომ დაცვას საუბარი დაუწყო,სანდრო კი კიბეებით აიპარა.პირველივე ოთახში შევიდა და ექთნის ტანსაცმელში გამოეწყო.იქედან ჩვეულებრივად გამოვიდა.დერეფანს ბოლომდე ჩაუყვა და რეამინაციის განყოფილებასთან მივიდა.ირგვლივ მიმოიხედა,არავინ იყო,ამიტომ თავისუფლად გაალაჯა. აპარატზე შეერთებული ელი უგონოდ იწვა.სანდრო მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.თავი გულ-მკერდზე დაადო,მის შენელებულ გულისცემას ყურს უგდებდა. -მართალი იყავი,ელი.ჩემი მოქმედებები სისუსტე და სიმხდალე იყო.მაპატიე,რომ დაგნებდი და ისევ ზურგი შეგაქციე.მაგრამ ახლა,როცა ასეთ მდგომარეობაში მყოფს გიყურებ და მაშინ,როცა შენი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა,თვალი ისევ ამეხილა.ერთადერთი სურვილი რაც გამაჩნია მთელი ჩემი ცხოვრების შენთან ერთად გატარებაა.მინდა ყოველდილით შენთან ერთად ვიღვიძებდე და შენ სუნთქვას ჩემ კისერზე ვგრძნობდე.მინდა მთელი ჩვენი სახლი შენი სურნელებით იყოს მოცული და კიდევ ერთმანეთს ვემშვიდობებოდეთ სიტყვებით "ტკბილი ძილი" და არა "ნახვამდის."გთხოვ,ელი,მალე გაიღვიძე..გთხოვ კიდევ ერთხელ შემომხედე შენი ცისფერი თვალებით.მიყვარხარ..-ჩუმად ჩაჩურჩულა ყურში,კიდევ ერთხელ შეისუნთქა მისი სურნელი და შეუმჩნევლად გაიპარა. {34} -მოვიდა გონს?-ჰკითხა სოფიოს ახლადმოსულმა კატომ. -ჯერ ისევ უგონოდაა-აღმოხდა მას.-დღეს შევძლებთ მის ნახვას. -მართლა?-გაუხარდა ნიკუშას.-ყველას შეგვიშვებენ? -კი..ექიმს კარგად ვიცნობ და ჩემმა თხოვნამ გაჭრა-ჩაერთო ირაკლიც. -მალე დაგვრთავენ ნებას?-ჰკითხა მას კატომ. -ჯერ არა.ალბათ ერთ საათში-უპასუხა ირაკლიმ. -სოფო დეიდა,მთელი ღამე არ გეძინათ და არც არაფერი გიჭამიათ.თქვენ წადით,ირაკლი ბიძია,ჩვენ ვიქნებით აქ.რამე მიირთვით ან გამოიცვალეთ მაინც და შხაპი მიიღეთ.ერთ საათში კი ისევ მოხვალთ-უთხრა კატომ ელის მშობლებს. -ჩემი შვილის ნახვის გარდა არაფერი მინდა-უარი განაცხადა სოფიომ.-არსად წავალ. -ირაკლი ბიძია,კატო მართალია-მეგობარს აჰყვა ნიკუშაც. -სოფიო,რას იტყვი?მგონი უნდა დავუჯეროთ-მეუღლეს მოეხვია ირაკლი.-გპირდები ნახევარ საათში მოგიყვან. -აჰ,კარგი-დიდი ზეწოლის შემდეგ დათანხმდა სოფიოც. მათი გასვლისთანავე Lukeც მოვიდა. -გაიღვიძა?-არც კი მისალმებია მათ. -არა Luke-თავი გააქნია კატომ. -მაპატიეთ,ვერც მოგესალმეთ-ბოდიში მოიხადა მან.-სამწუხაროდ,ერთმანეთი ცუდ სიტუაციაში გავიცანით.ელი ბევრს მიყვებოდა თქვენზე.ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა,თუმცა უკეთეს გარემოებაში. -არაუშავს-გაუღიმა კატომ.-მართალი ხარ..მეც ბევრი რამე მსმენია შენზე. -მთავარია ელი იყოს კარგად.-თქვა ნიკუშამ.-ძმა ხარ,Luke.მადლობა,რომ ელის ყურადღებას აქცევდი. -რას ამბობ-ჩამოჯდა Luke-მალე კარგად იქნება,დარწმუნებული ვარ. -ჩემი გოგოო-სევდამ მოიცვა კატომ.-როდის ვნახავ რაა. -ეს იდიოტი აქ მოსვლას როგორ ბედავს!-მუშტი შეკრა ნიკუშამ. -ახლა გვერდიდან არ გვშორდება და პარტნიორობა კარგად გაწყვიტა.-ჩაილაპარაკა Lukeმ. -რაა?-თვალები დაავიწროვა ნიკამ.-რატო? -არვიცი,უბრალოდ ადგა და წავიდა თათბირიდან.-აუხსნა მან.-და საერთოდ ელას მეგობარია თუ სულ კუდში რატომ დასდევს? -კუდში დასდევს?რამე აწყენინა?-წამოწითლდა ის. -არამგონია,უბრალოდ მე და ელი სადაც ვართ,ისიც სულ ჩვენ სიახლოვესაა-დაამშვიდა Lukeმ.-თითქოს უკან დაჰყვება რა. -მოეთრიე,ბიჭო,შენ აქ-დაუღრიალა მოახლოებულ სანდროს ნიკამ. -ნიკუშ,დაწყნარდი რა-მივარდა კატო.-საავადმყოფოში ვართ. -ანუ შენთან ადამიანური საუბარი არ ჭრის.მე გაგაფრთხილე ელის არ გაეკაროთქო და თურმე კუდში დასდევ.ვერ გადამირჩები დანელია.-დასარტყმელად წაიწია,მაგრამ Lukeმ და კატომ გააკავეს. -შენ საქმეს მიხედე რა-უყვირა თემომ. -თემო-გააჩუმა სანდრომ.-ნიკა მომისმინე,ჯერ დამშვიდდი და მერე გაითავისე-ნიკუშასთან მივიდა და ყურში ჩაჩურჩულა-ელი მიყვარს. -რა ბიჭო?-მოთმინებას კარგავდა ნიკა.-მისგან რა გინდა?რა ტყუილებს ჩმახავ?კიდევ გინდა შენ გამო იტიროს?ის არ გეყო ორი წლის წინ ყველას და ყველაფერს რომ ჩამოაშორე?ნაკუწებად გაქცევ იცოდე. -არა,ძმაო,ცდები-შეეწინააღმდეგა სანდრო.-ამიერიდან ელის თვალებზე მხოლოდ სიხარული ცრემლებს დაინახავ. -ბიჭები,რა ამბავში ხართ?ეს საავადმყოფოა-მიუახლოვდა მათ დაცვა.-ან დამშვიდდით ან კიდევ გარეთ გაბრძანდით. -ნუ ნერვიულობთ,ყველაფერი მოვაგვარეთ-უკან გააბრუნა ისინი სანდრომ. -ჯერ არაფერი მოგვიგვარებია-არ ჩერდებოდა ნიკა.-მაგრამ მოვაგვარებთ,თუმცა ახლა აქ არა.მაგის დროც მოვა დანელია. მათი ჩხუბისგან გამოწვეული ალიაქოთი ექიმების ჩოჩქოლმა ჩაანაცვლა.ყველა რეამინაციისკენ გარბოდა.ვერავინ გაარკვია რა მოხდა.ექიმებს უკან დაედევნენ,მაგრამ არავინ არაფერს უხსნიდათ.სოფიო და ირაკლიც გამოჩნდნენ. -რა ხდება?-იკითხა სოფიომ. -ჩვენ..-დაიწყო კატომ.-არვიცით,უეცრად ყველა რეამინაციისკენ გაიქცა. ირაკლი მიმღებთან მივიდა.ექთნებს კითხვები დააყარა,თუმცა პასუხი ვერ მიიღო.ელის ექიმს დაუწყო ძებნა.ბოლოს როგორც იქნა იპოვა. -რა ხდება?ჩემი შვილი როგორაა?რამე დაემართა?-გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე. -დამშვიდდით,ბატონო ირაკლი-მის დამშვიდებას შეეცადა ექიმი.-თქვენს ქალიშვილს ისევ სისხლი ჩაექცა,სხვას ვერაფერს გეტყვით.ახლა გამატარეთ. -ეს რატომ?-არ ცხრებოდა ირაკლი-ჩემი შვილი კარგად უნდა იყოს,გესმით?ყველაფერი გააკეთეთ რაც შეგეძლებათ. ყელში ბურთი გაეჩხირა და ცრემლები წამოუვიდა.სოფიო გაახსენდა,ამიტომ თავი ხელში აიყვანა და მათთან დაბრუნდა. -ირაკლი-ფეხზე წამოიჭრა სოფიო-ელის რამე დაემართა? -კარგად იქნება-მეუღლე გულზე მიიხუტა.-არ ინერვიულო. -კი მაგრამ რა ხდება?-კითხვები დააყარა მან. -სისხლი ჩაექცა ისევ.ნუ ნერვიულობ..შემომხედე..ელი კარგად იქნება..-ამშვიდებდა ირაკლი. სანდროს შუბლი ცივი ოფლით დაეცვარა და სუნთქვა შეეკრა.თემომ მხარზე ხელი დაადო.ნიკუშა კედელს მიყრდნობოდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.კატოს თავი ხელებში ჩაერგო.Luke ადგილს ვერ პოულობდა.სოფიო და ირაკლი კი ერთმანეთს აკროდნენ. დრო გადიოდა.ყველა უკვე იმედს კარგავდა,სანდროს გამოკლებით.ის გულში ელის ესაუბრებოდა და ამით თავს ინუგეშებდა. ერთი საათი გავიდა.ამჯერად სოფიო სკამზე იჯდა და წყალს აპკურებდნენ.ირაკლიც მის გვერდით იყო,მეუღლის ხელი ეჭირა.სოფიოს თვალებზე ბინდი გადაეკრა,ქუთუთოები უკვე ერთმანეთს ეწებებოდნენ,როცა ექიმი დაინახა.ძალა მიეცა და თვალები გააფართოვა.ყველა გარს შემოეკრა.ექიმი შუბლზე ოფლს იწმენდდა,ამჯერად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. -ნამდვილად რთული ოპერაცია იყო-სიტყვებს ეძებდა ის.-ყველაფერი კარგად მიდიოდა,უკვე ვამთავრებდით,როცა...-დაღლილი ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს. -რა როცაა?-უღრიალა ირაკლიმ. მისმა ყვირილმა ექიმი გამოაფხიზლა. -როცა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.