შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაჭა ჩემო სიყვარულო 2


7-09-2015, 14:31
ავტორი sopiko
ნანახია 3 220

პირზე ღიმილი ავიკარი და მის პასუხს დაველოდე.
-მე საწინაამღდეგო არაფერი მაქვს, თანაც ზუსტად ხიდეშლებში მივდივარ, მეც იქ ვცხოვრობ.-დაგვთანხმდა უყოყმანოდ დ გვერდითა სავარძლისკენ მანიშნა. მეც ბევრი აღარ მიფიქრია, თემო გადავკოცნე და მანქანაში რასაც ჰქვია ჩავხტი. რადენიმე წუთში ჩემი ექვსივე ჩემოდანი საბარგულში ეწყო და როგორც იქნა გზა გავაგრძელეთ. აღფრთოვანებული ვაკვირდებოდი არემარეს და თან გვერდით მჯდომის მწველ მზერას ვაიგნორებდი.
-რა გქვია?-მკითხა მოულოდნელად.
-მაკა... მაკა ლობჟანიძე, თავად?
-ესე იგი მაკატერინე...-გადაასხვაფერა ჩემი სახელი, თან დაამატა-ბექა მაისურაძე, ამ რაიონის მთავარი ექიმი.
-სასიამოვნოა-გავუღიმე მე და ისევ ფანჯრისკენ ვიბრუნე თავი.
-აქ დასასვენებლად ჩამოხვედით?-ისევ ალაპარაკდა ბექა.
-არა, საცხოვრებლად.
-სწორად მოქეულხართ, ჩვენი სოფელი დაცარიელდა, მხოლოდ მოხუცებს თუ შეხვდებით აქ. მეც ქალაქში ვისწავლე მაგრამ მშობლიურ მხარეს მაინც ვერ ვუღალატე-მომიწონა საქციელი მან.
-მეც არ ვფიქრობდი აქ ჩამოსვლას მაგრამ გარემოებების გამო...-ჩავიჩურჩულე და თავი შევიმაგრე, აღარ მინდოდა ამ სიტყვების გამეორება. ჯერ თემოს ავუხსენი სიტუაცია, ახლა ეს ცნობისმოყვარე ბრეტ პიტი...
-გასაგებია. არ არის საჭირო რამე მომიყვე...-გამამხნევებელი ღიმილით დამასაჩუქრ ბექამ და გზას გახედა.
მანქანაში სიჩუმემ დაისადგურა. არც ერთი არ ვიღებდით ხმას, თითქოს რაღაცის გვეშინოდა... რაღაცას ვუფრთხოდით მაგრამ რას? ეს მე ნამდვილად არ ვიცოდი.
მალე სოფელში შევედით და მეც მოსვენება დავკარგე.
-ახლა თქვენ მითხარით სად ცხოვრობთ...-განაპირად მდგომ სახლებზე მიმითითა და გამიღიმა.
-ხო... დიახ...-დავიბენი მე და თვალები დავძაბე. ლამის ავტირდი როცა ჩემი დარგული ვარდები დავინახე. ბოლო სტუმრობის დროს ხომ თავად ჩავიტანე სოფელში ეს ჯიში, ძალიან მინდოდა ეხარათ და ემოციები ვეღარ შევიკავე.
-აი, ეს არის ჩემი სახლი.-გადავიკისკისე ბედნიერმა და ბექამაც მანქანა გააჩერა.
-დიდი მადლობა.
-რას ამბობ, მეც აქვე ვცხოვრობ.-მიმანიშნა მოპირდაპირე მხარეს და მანქანიდან გადავიდა, მერე მე გამომიღო კარები, მეც აღარ დავახანე და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
სწრაფად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მეც მარტო დავრჩი საკუთარ თავთან. ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ეზოში შევედი,.
-მასპინძელო!-დავიძახე სიცილით და გარეთ გამოსული მოხუცი ბებიის დანახვაზე მისკენ გავექანე. არ ვიცი რამდენ ხანს ვეხუტებოდით და ვეალერსებოდით ერთმანეთს...
-ჩემი პატარა, გადარეული გოგო...--ჩურჩულებდა დიდედა და მთელ სახეს მიკოცნიდა.
სულ ''შენ გენაცვალეს'' ძახილით შემიყვანა სახლში, ოთახში შესვლისთანავე ვიგრძენი სითბო და სიამოვნებისგან გამაკანკალა. ხომ არ შეგცივდა ბებიაო და მატყლის შალი გამომირბენინა საძინებლიდან, მერე დაფაცურდა, ცომი მოზილა და სამზარეულოში ტრიალი დაიწყო.
-რას აკეთებს ჩემი ტკბილი ბებო?-სიცილით ვუთხარი და უკნიდან მივეხუტე.
-ქადახაჭო უნდა გამოგიცხო ბები, მოგენატრებოდა რაჭული სამზარეულო.
ახლა რომ მეთქვა უნივერსიტეტის ბუფეტის პიცის შემდეგ არავითარი ქადახაჭო არ გამხსენებია_მეთქი, კარგი დღე არ დამადგებოდა, ამიტომ ხმა არ ამოვიღე და კანტურით დავუქნიე თავი.
-ნინა ბებია, როგორც მახსოვს სახურავი კრამიტით არ გვქონდა გადახურული.-გამახსენდა უცებ.
-ხო შვილო, ისედაც არ ეტყობა რომ ახალია?-თავმომწონედ თქვა ბებომ. ბექუშამ გადამიხურა, იმან გაიხაროს თავის ოჯახში, შარშან წვიმები რომ იყო კინაღამ თავზე ჩამომენგრა და...
შემრცხვა და თავი ჩავხარე. რაც მამა გარდაიცვალა არც ბებია მომიკითხია და არც ჩვენი სახლ-კარი. ჩემი მშობლები აქაურობას ყურადღებას არ აკლებდნენ, ამიტომაც იყო სახლი ყოველმხრივ კეთილმოწყობილი, მე კი დეპრესიიდან ვერ გამოვდიოდი და კინაღამ წყალში ჩავუყარე ამდენი შრომა დედას და მამას.
-შენ ნუ იღელვებ შვილო. ჩემზე უკეთ ვინ იცის რას გრძნობდი მაშინ. მეც პატარა ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა და მეგონა კარგი აღარაფერი მოხდებოდა, მაგრამ პაპაშენს შევხვდი, შვილები გვეყოლა და მეტი რა მინდოდა მეც ბედნიერებისთვის. არ უნდა მოდუნდე შვილო, თორემ ხალხი ბრბოა და ისე გადაგთელავს არც კი დაფიქრდება.-დამარიგა ნინა ბებომ და თავზე ხელი გადამისვა. მე გული უფრო ამიჩუყდა, კისერზე ხელები მოვხვიე და ცრემლები გადმოვყარე.
-ჩუ ბები... ჩუუ-ჩურჩულებდა მუხუცი და მისი დუდუნი ჩემს გულს მალამოდ ედებოდა. ცოტა ხანში სლუკუნს მოვრჩი და დავმშვიდდი.
-ქადახაჭო დაგეწვება ბეე...-გამოვაფხიზლე ჩაფიქრებული ქალი და მანაც ''ვაიო''რომ შეჰყვირა, კინაღამ გული გადამიქანდა. სწრაფად მივარდა ელექტროღუმელს, თან სულს უბერავდა თავის ნახელავს, თითქოს ამით რამეს უშველისო. საბედნიეროდ რაჭული სამზარეულოს შედევრი მხოლოდ ერთ ადგილას დაიბრაწა და მე და ბებომ გემრიელად მივირთვით.
-ისე ხომ იცი მართლა მომნატრებია ეს ქადახაჭო თუ რაღაცა...-ჩავიჩურჩულე მე და სავარძელზე არხეინად წამოვგორდი. ვერც კი გავიგე როდის ჩამეძინა, ნანასავით ჩამესმოდა შუშის ტკაცუნი და ოთახში დატრალებული სითბო თავბრუს მახვევდა.
-ადექი ბე, შენს ოთახში აგიყვან...-გამომაღვიძა ბებომ და ფეხზე წამომაყენა. მოხუცს მხარზე ჩამოვეკიდე და მანაც ძვლივსძვლივობით ამათრია მეორე სართულზე. საწოლში რომ ჩამაწვინა უკვე გონზე აღარ ვიყავი. ტკბილ ზმანებნას ვხედავდი და ბედნიერი ვიშმუშნებოდი.
-ბექა მაისურაძე...-წამოვიძახე სიზმარში და რა ვიცოდი რომ ჩემს ხმას გვერდით მდგომი ბებიაც გაიგებდა.
-ბექაო?-განცვიფრდა ქალი და ბუტბუტით გავიდა გარეთ.

დილაადრიან ვჭყიტე თვალები და გემრიელად გავიზმორე. დარწმუნებით შემეძლო მეთქვა რომ ასე გემრიელად არასდროს მძინებია. რომელ გვერდზეც დავიძინე, იმავეზე გავიღვიძე. ფეხზე წამოვხტი და ფანჯარა გამოვაღე.
-მმმ რა კარგი ვქენი აქ რომ ჩამოვედი...-ტუჩები სიამოვნებისგან გავბუშტე და კართან დაწყობილ ჩემოდნებს მივუახლოვდი. ძალიან მეზარებოდა ყველა ნივთის თავის ადგილას დაბინავება მაგრამ ორშაბათს სამსახურში გავდიოდი და ჯობდა ეს დამღლელი პროცედურა სხვა დროისთვის არ გადამედო.
ტანსაცმელი რომ კარადაში შევკიდე გული დამწყდა, რადგან რამდენიმე კაბა თბილისში დამრჩენია. არა! რა საკაბე ამინდი იყო რაჭაში, მაგრამ ჩემი სიჯიუტის ამბავი რომ ვიცოდი შემეძლო შუა ზამთარში ტიტლიკანა გამევლო რუსთაველის მოედანზე. სიცილ-კისკისით ამოვალაგე დანარჩენი ნივთებიც და გულისფანცქალით ჩავიბინე კიბეები, რაღაც გემრიელობის სურნელმა მიმახვედრა რომ ბებია ახლაც დილის 6 საათზე ადგა და ჩემს სასიამოვნებლად ახალი კერძი მოამზადა.
-ჰმ, მე არ უნდა მასწავლო ამ მის უგემრიელესობისგაკეთება?-დავადექი თავზე.
-რა იცი ნეტავი გემრიელია თუ არა?-სიცილით მითხრა ბებომ-ჯერ არ გაგისინჯავს და...
-როცა ნახავ რომ ამ საჭმელს შენი ტკბილი ბებია ამზადებს მაშინვე იგრძნობ მის გემოს.-მაგიდას მივუჯექი და თითები გავატკაცუნე.
-უჰ შე მაიმუნო...-მომიღუტუნა დიდედამ და მაცივრიდან კარაქი გამოიღო.
-ისა და... ბექა მაისურაძეს საიდან იცნობ?-მკითხა მოულოდნელად და ეჭვით გამომხედა. ლუკმა კინაღამ გადამცდა, ხველება ამიტყდა და წყლის დასალევად წამოვდექი. ძვლივს ამოვისუნთქე და ჩავფიქრდი. გუშინ ნამდვილად არაფერი დამილევია, არც გულახდილი საუბარი გაგვიმართავს მე და ბებოს, აბა, საიდან იცის ბექას შესახებ?!
-რა იყო შვილო, რატომ გაწითლდი?-გაეცინა ბებოს, ჩემს სახეს რომ შეავლო თვალი.
-გუშინ ბექასთან ერთად ვიმგზავრე.-გამოვტყდი ბოლოს.
-დავიჯერო მხოლოდ იმგზავრე? რა ვიცი, სიზმარშიც მის სახელს ბოდავდი და...-წარბები სასაცილოდ აწკიპა მოხუცმა.
-ბებო რა თინეიჯერი გოგოსავით აცეტდი. -გაბრაზებულმა ვუთხარი მე, თუმცა მაინც გამეპარა ღიმილი-მართლა გუშინ გავიცანი.
-კარგი, მჯერა შვილო, ვიხუმრე უბრალოდ...-დათმო პოზიციები ჩემმა ეჭვიანმა ბებიამ, ცხვირზე ხელი დამკრა და ''მიირთვიო'' შემახსენა.

.........................................................აამაზე დიდი თავის დადება მართლა ვერ შევძელი. თქვენმა თბილმა კომენტარებმა გუშინ ძალიან გამახარა. იმედია დღესაც არ დაიშურებთ ჯანსაღ შეფასებებს <3 სიყვარულით სოფიკო...



№1  offline მოდერი ლილიანა

მაკას განწყობა გადამდე,ერთი ზაფხული გავატარე რაჭაში და დრემდე ტკბილად ვიხსენებ,
რაც შეეხება ნაწერს,კარგი ხარ love
მომწონხარ love
მომწონს love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი sopiko

ლილიანა
მაკას განწყობა გადამდე,ერთი ზაფხული გავატარე რაჭაში და დრემდე ტკბილად ვიხსენებ,
რაც შეეხება ნაწერს,კარგი ხარ love
მომწონხარ love
მომწონს love

მადლობა საყვარელო. მიხარია თუ მაკას ემოციები კარგად გადმოვეცი.

 


№3  offline წევრი qetusia

ვაიმეე რაჭაოო <3 აიი ისტორიის სათაური რომ ვნახე უკვე ცრემლები წამომივიდა... რაჭა <3 არვიცი რა ვთქვა მეც რაჭაში ვიპოვე ჩემი სიყვარული სულ პატარა, რომ ვიყავი მაშინ და დღემდე მიყვარს და ვუყვარვარ... მიუხედავად ბევრი პრობლემისა ის დღემდე ჩემია <3
აიი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი ისტორიის დაწერა დაიწყე და ჩემს უსაყვარლეს რაჭას შეეხე... შენ მე წარსულში დამაბრუნე... კითხვა, რომ დავიწყე მეგონა ისევ რაჭაში ვიყავი... <3
მალეე მალე ახალი თავები :D <3 :*

 


№4  offline მოდერი sopiko

qetusia
ვაიმეე რაჭაოო <3 აიი ისტორიის სათაური რომ ვნახე უკვე ცრემლები წამომივიდა... რაჭა <3 არვიცი რა ვთქვა მეც რაჭაში ვიპოვე ჩემი სიყვარული სულ პატარა, რომ ვიყავი მაშინ და დღემდე მიყვარს და ვუყვარვარ... მიუხედავად ბევრი პრობლემისა ის დღემდე ჩემია <3
აიი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი ისტორიის დაწერა დაიწყე და ჩემს უსაყვარლეს რაჭას შეეხე... შენ მე წარსულში დამაბრუნე... კითხვა, რომ დავიწყე მეგონა ისევ რაჭაში ვიყავი... <3
მალეე მალე ახალი თავები :D <3 :*

ძალიან გამახარე <3 აუცილებლად დავდებ შემდეგ თავებს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent