შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაჭა ჩემო სიყვარულო 1


6-09-2015, 15:59
ავტორი sopiko
ნანახია 3 154

განა რომელიმე ჩემი ნაცნობი წარმოიდგენდა რომ თბილისში დაბადებული და გაზრდილი მშობლიური რაჭის გზას დავადგებოდი?! ვერც მე ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ქალაქს დავტოვებდი და მივიწყებულ სოფელში ''გადავცხოვრდებოდი''. თუმცა რომ არა ის საშინელი ავტოკატასტროფა არც არასოდეს მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. მშობლების დაკარგვის შემდეგ ერთი წელი ძვლის გავძელი უზარმაზარ სახლში, რომელშიც უწინ ბედნიერების სურნელი ტრიალებდა. სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა და მეც თავზე ჩამომენგრა მომავლის გეგმები. უნივერსიტეტში სწავლა დავამთავრე თუ არა, დიპლომს ხელი დავტაცე და გამოვაცხადე რაჭაში გადავდივარ საცხოვრებლად_მეთქი. რასაც ჰქვია პირი დაღო ყველამ, მაგრამ ჩემთან ვერაფერი გააწყვეს, ლექტორს შევებრალე და სოფლის მუნიციპალიტეტში ექთნის ადგილი გამომიძებნეს. იქ ჩასვლისთანავე შემეძლო მუშაობის დაწყება, ისე რომ პრობლემა არ შემექმნებოდა. ამ ამბავმა ძალიან გამახარა, რადგან ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი, მართალია ეს ოცნება ვერ ავიხდინე მაგრამ მედიცინასთან უშუალო კავშირი მექნებოდა, ამ სიტუაციაში ჩემთვის ესეც დიდი შვება იყო.
როცა თბილისში ყველა პრობლემა მოვაგვარე, რაღას უნდა დავლოდებოდი. იმ საღამოსვე შევუდექი ჩაბარგებას. შუაღამისას დაღლილ-დაქანცული საწოლზე წამოვწექი, ხელ-ფეხი ვარსკვლავივით გავშალე და ფიქრებში გადავეშვი.
ერთი წლის წინ რა იყო მარტოობა არ ვიცოდი... ბედნიერი ვიყავი... ოჯახური სითბოთი ვიყავი გაბრუებული... საყვარელი ადამიანებით ვცოცხლობდი და უცებ ეს ყველაფერი ხელიდან გამომეცალა. მართალია ამ დროის განმავლობაში ასე თუ ისე გონს მოვედი, მაგრამ ჩემს გულში ყოველთვის იცოცხლებდა მშობლების ხსოვნას. ეს ის ტკივილია, რომლის მოშუშებაც შეუძლებელია, დროც კი ვერ კურნავს, მაგრამ ეჩვევი... გგონია რომ ეს ასე უნდა იყოს და აღარ ცდილობ წარსულის დავიწყებას... ეგუები ასეთ ყოფას და სხვანაირად ცხოვრება ვერც კი წარმოგიდგენია. ვერავინ მაჩუქებდა იმხელა სითბოს და სიყვარულს, ვერავინ იზრუნებდა ჩემზე ისე როგორც დედა და მამა. მინდოდა ჩემი წარმატებით ისინიც დამტკბარიყნენ, ამისთვის ვშრომობდი... ამისთვის ვიბრძოდი... ამისთვის ვიტანდი ''შკოლნიკის'' წოდებას. როცა ჩემი თანაკლასელები ე.წ. ''შატალოზე'' მიდიოდნენ მე კლასში ვრჩებოდი, დირექტორის ყვირილს თუ სად წავიდნენ ბავშვები ვაიგნორებდი და იმ დღეს ველოდი, მაგისტრატურას რომ დავამთავრებდი და დედის შექებას დავიმსახურებდი. რას არ გავიღებ ოღონდ ისევ ვიგრძნო მამის ძლიერი ხელი, ყოველთვის მფარველობას რომ მიწევდა... სამწუხაროდ ეს შეუძლებელი იყო... უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება ახალ გარემოში, ახალ ნაცნობებთან ერთად.

მეორე დღეს ჩემს ბარგი-ბარხანას რომ გადავხედე, მივხვდი რაჭაში სამარშრუტო ტაქსით ვერ წავიდოდი. ბევრი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე ჯერ ყველაფერი ეზოში ჩამეზიდა და მერე მეჭყლიტა ტვინი გამოსავლის ძებნაზე, დაბლა ძვლივსძვლივობით ჩავათრიე ჩემოდნები და წელმოწყვეტილი იქვე სკამზე ჩამოვჯექი.
-მაკუნკულა სად მიცუნცულებ?-უკნიდან მომეპარა ჩემი მეზობელი თემური და მეც შეშინებული წამოვხტი ფეხზე.
-კარგი რა თემო, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი, ტრანსპორტი ვერ მიშოვია...-წამომცდა გულისტკივილი. ახარხარებულ ბიჭს გვერდში ვუჩქმიტე და ისვ ჩემი ადგილი დავიკავე.
-მერე მე აქ არ ვარ? ოღონდ შენ მიბრძენე და საითაც ისურვებ იქით გავაქროლებ ჩემს ვერცხლისფერ რაშს.-თავი დამიკრა თემომ.
-შენ იცინე, იცინე და რაჭაში ფეხით რომ ჩავცუნცულდები, მერე შენს გაოგნებულ სახეზე მე გავიცინებ.-ხელი ჩავიქნიე მე.
-სერიოზულად გეუბნები. არ ვიცოდი ასე მალე თუ აპირებდი წასვლას, ხომ იცი როგორ მინდ მაგ ლამაზი კუთხის დათვალიერება, ჩაგიყვან და მე უკან დავბრუნდები.
-არა, რას ამბობ თემო, ასე ვერ შეგაწუხებ...-ვიუარე მე.
-იცოდე მეწყინება...-თვალები მოჭუტა მან.
ბევრი კამათისა და ''ნუ შეწუხდების'' შემდეგ შევთანხმდით რომ მუნიციპალიტეტამდე ჩამიყვანდა, მერე კი მე ვინმეს დავემგზავრებოდი. გზაში ბევრი არ გვილაპარაკია. ორივეს ჩვენ-ჩვენი საფიქრალი გვქომდა. თემო ალბათ იმ გოგოზე ფიქრობდა ამდენი ხანი რომ ვერ მოარჯულა, მე კი... მე სადარდებელი ნამდვილად არ გამომლეოდა. ნეტავ როგორ დამხვდებოდა მონატრებული ბებია, სოფელი, რომელშიც ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ, გული უცნაურად მიფრთხიალებდა, რაც უფრო ვუახლოვდებოდით მშობლიურ მხარეს მით უფრო მემატებოდა ღელვა.
უეცრად თვალი მოვკარი წარწერას ''ონის n3 მუნიციპალიტეტი''
-აი, მოვედით-გახარებულმა შევძახე მე და ისევ დამასხა ოფლმა.
თემომ მანქანა გააჩერა ,ორივე გადმოვედით ავტომობილიდან და სუფთა ჰაერი ღრმად შევისუნთქეთ.
-ულამაზესი ბუნებაა... რა მთები, რა ტყე...-ჩაიჩურჩულა თემომ.
-ხო, ვნანობ რომ ამდენი ხანია აქ არ ჩამოვსულვარ, აღარც კი მახსოვდა როგორი იყო, რომ არა ის შემთხვევა....-ამ სიტყვებზე თვალებზე ცრემლი მომადგა-არც კი მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას.
-შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ მაკა, ხელი არ ჩაგიქნევია, ფეხზე მალევე წამოსდექი და აი, მალე მუშაობას დაიწყებ, ბებიასაც გაახარებ და ამ სამოთხითაც დატკბები.-თვალი ჩამიკრა თემომ.
-ახლა მართლა დავრწმუნდი რომ სწორად მოვიქეცი-გავიღიმე და მოახლოებულ ავტომობილს ხელი დავუქნიე, მძღოლს ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევია, ისე გააგრძელა გზა.
-თემო მგონი მარტო უნდა დამტოვო, თორემ მამაკაცთან ერთად რომ მხედავენ მანქანას არ მიჩერებენ.-ვითომ წყენით ვუთხარი მე და გადავიკისკისე. თემომაც სიცილით დამიქნია თითი და შავ ტოიოტას ანიშნა გამიჩერეო, მანაც მორჩილად შეუსრულა თხოვნა, თემომ ნიშნისმოგებით გადმომხედა და მანქანისკენ გაემართა, მეც უკან მივყევი.
-გამარჯობა ძმაო-წინა კარები გამოაღო ჩემმა თანმხლებმა და საჭესთან მჯდომ ახალგაზრდა მამაკაცს მიესალმა, მამაკაცი რომ იყო ამას კი მივხვდი, მაგრამ მისი წესიერად დანახვა ვერ მოვახერხე უამრავი მცდელობის მიუხედავად, ამხელა მუტრუკი მეფარებოდა წინ და...
-გამარჯობა.
-თქვნთან ერთი თხოვნა მექნება. თუ სოფელ ხიდეშლებს გაივლით, შეგიძლიათ ეს გოგონა იქამდე მიიყვანოთ?-თემომ უკან დაიხია და მხოლოდ ახლა შევძელი უცნობის ხეირიანად შეთვალიერება. რამდენიმეწუთიანი დაკვირვების შემდეგ დასკვნა გამოვიტანე. შავი ტოპიოტას მძღოლს 30 წელზე მეტს ვერ მისცემდი. ერთი შეხედვითაც დავრწმუნდი რომ საოცრად სიმპათიური იყო. შავი, ჭროღა თვალები, ნატიფი ცხვირი და ოცნავ მოზრდილი წვერი შეუძლებელი იყო თვალში არ მოგხვედროდათ.

.........................................................
რამდენიმე დღე ისევ დავისვენე და ახალი ძალებით ახალი ისტორიით შემოგიერთდით. ძალიან გამიხარდება თუ თქვენი თბილი კომენტარებით გამახალისებთ ხვალ უფრო დიდი თავი რომ დავდო. ამ მოთხრობაზე დიდ იმედებს ვამყარებ და იმედია მოგეწონებათ. თქვენი სოფიკო (ბევრი, ბევრი გული)
პ.ს. მართალია ჩემს მოთხრობას ქართული ფილმის სახელი აქვს მაგრამ ამ ორს საერთო არ აქვთ...



№1  offline წევრი Be_the_ONE

სოფი დასრულებამდე არ უნდა წამეკითხა, მაგრამ შემომეკითხა wink ძალიან მომეწონა, დამაინტერესა უცნობმა სიმპათიურმა და მაკას ახალი ცხოვრების დაწყებამ რაჭაში. feel აბა შენ იცი, რაჭის შესახებ შორიდან ვიცი და უნდა შემაყვარო lol love გკოცნი :* love :love

 


№2  offline მოდერი sopiko

Be_the_ONE
სოფი დასრულებამდე არ უნდა წამეკითხა, მაგრამ შემომეკითხა wink ძალიან მომეწონა, დამაინტერესა უცნობმა სიმპათიურმა და მაკას ახალი ცხოვრების დაწყებამ რაჭაში. feel აბა შენ იცი, რაჭის შესახებ შორიდან ვიცი და უნდა შემაყვარო lol love გკოცნი :* love :love

ხომ არ იცი როგორ გამახარა შენმა კომენტარმა <3 უცნობი სიმპათიურუს შესახებ დაწვტილებით გაიგებ მომდევნო თავებში.... რაჭის შესახებ მეც შორიდან ვიცი და ინტერნეტში შევისწავლე მისი წეს-ჩვეულებები <3 ვოცნებობ რაჭაში მოგზაურებაზე და იმედია ეს ოცნება ამუხდება. შემდეგ თავს ხვალ დავდებ...

 


№3  offline წევრი Be_the_ONE

sopiko
Be_the_ONE
სოფი დასრულებამდე არ უნდა წამეკითხა, მაგრამ შემომეკითხა wink ძალიან მომეწონა, დამაინტერესა უცნობმა სიმპათიურმა და მაკას ახალი ცხოვრების დაწყებამ რაჭაში. feel აბა შენ იცი, რაჭის შესახებ შორიდან ვიცი და უნდა შემაყვარო lol love გკოცნი :* love :love

ხომ არ იცი როგორ გამახარა შენმა კომენტარმა <3 უცნობი სიმპათიურუს შესახებ დაწვტილებით გაიგებ მომდევნო თავებში.... რაჭის შესახებ მეც შორიდან ვიცი და ინტერნეტში შევისწავლე მისი წეს-ჩვეულებები <3 ვოცნებობ რაჭაში მოგზაურებაზე და იმედია ეს ოცნება ამუხდება. შემდეგ თავს ხვალ დავდებ...


აუცილებლად აგიხდება wink მეც არ ვარ ნამყოფი რაჭაში :( მოუთმენლად ველოდები უცნობის შესახებ ინფორმაციებს lol love

 


№4  offline მოდერი ლილიანა

რა კარგად წერ,ველი გაგრძელებას
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5 სტუმარი gogni

Sxva kutxeebi rato damichagre? :D

 


№6  offline მოდერი sopiko

ლილიანა
რა კარგად წერ,ველი გაგრძელებას

მადლობა... აუცილებლად გავაგრძელებ <3

gogni
Sxva kutxeebi rato damichagre? :D

სხვა კუთხეებს სხვა დროს მივხედავ :-D მიხარია რომ კითხულობ

 


№7  offline წევრი teddy))

ძალიან მომწონს love

 


№8 სტუმარი ლიზზა

როგორ მიყვარს რაჭა love love love

 


№9 სტუმარი Guest გიორგი

ძაან მომწონს. რაჭიდან ვარ და ვიცი როგორია გიყვარდეს რაჭა. ( კარგად წერ like.)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent