შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელახალი დაბადება (4)


7-09-2015, 14:50
ავტორი divergent
ნანახია 1 988

დილით ადრე გაიღვიძა, დღეს სამსახურში არ მიდიოდა, გადაწყვიტა ერთი კვირით სახლში დარჩენილიყო. ახლა დასვენება ნამდვილად სჭირდებოდა.
სამზარეულოდან ხმაური გამოდიოდა, კარებში იდგა და იაე უყურებდა , თუ როგორ ფუსფუსებდა მარიამი.
-დილამშვიდობის
მის ხმაზე გოგონა უცბად შეკრთა, დანა ხელიდან გაუვარდა და ძირს დაეცა.
-დილამშვიდობის, შემაშინე.
-ჰო, შევამჩნიე. წყალს გადავივლებ და მერე დავულაპარაკოთ. ყავას გამიკეთებ?
-რა თქმა უნდა, ეს ხომ ჩემი მოვალეობაა, - მის ხმაში საოცარი ცინიზმი იგრძნობოდა, რასაც ტკივილიც ერთვოდა
.-მადლობ
უკვე სამზარეულოდან გადიოდა, როდესაც გოგონას მიერ ჩუმად ნათქვამი სიტყვები გაიგონა:
-მთავარია სხვა ცოლ-ქმრული მოვალეობების შესრულება არ მომთხოვო.
ამის გაგონებაზე, ლუკას მწარედ ჩაეცინა, როგორ ეტყობა ლიპარტენიანის ქალს თავის ქმარს კარგად რომ არ იცნობს, თორემ ამას არც კი გაიფიქრებდა.
&&&

-დაჯექი
-ასე ვერ ვილაპარაკებთ, გთხოვ დაჯექი და მომისმინე.
- პირველ რიგში , მინდა იცოდე რომ ჩვენ ცოლ- ქმარნნი მხოლოდ ხალხის წინაშე ვართ, რის გამოც მოგიწევს ჩემთან ერთად შეხვედრებზე და წვეულებებზე სიარული.ეს ერთადერთი რამეა რაც გევალება.
- კარგი , მაგრამ არ მინდა იქ ...
-ნუ ღელავ , რატი ასეთ შეხვედრებს არასდტოს ესწრება. ახლა შენი პირობები მაინტერესებს.
- მინდა სწავლა გავაგრძელო.
-რა თქმა უნდა, ამის შესახებ მამაშენს უკვე ველაპარაკე. მე და შენ მაშინვე გავშორდებოთ, როგორც კი ფეხზე დადგები და საკუთარი ცხოვრების მარტო წარმართვა შეგეძლება. ამას კი სწავლის გარეშე ვერ შეძლებ.
- ძალიან კარგი, ანუ შევთანხმდით?
- კი შევთანხმდით. ხვალ დილით ჩემი მძღოლი წაგიყვანს ექიმთან.
-ექიმთან? კი მაგრამ, რისთვის?
-მარიამ, სასწრაფოდ თუ არ იმკურნალებ, შვილს ვეღარ გააჩენ.
-არც ვაპირებ. ცხოვრებაში კაცთან აღარასდროს მექნება ურთიერთობა, შენი ძმის დამსახურებით მამაკაცთა მთელი მოდგა მეზიზღება.
- გთხოვ , არ გინდა...
- რა არ მინდა, რა ?
-ნუ დაინგრევ ცხოვრებას
- ეს შენ არ გეხება
- დიახ, მეხება . ამიტომ მოგიწევს ხვალიდან ექიმთან იარო,- ლუკამ როგორც კი შეამჩნია მარიამის აკანკალებული სხეული, მაშინვე მიხვდა რომ ზედმწტად ხმამაღლა ლაპარაკობდა.
- მაპატიე.
&&&
მეორე დღეს მარი მართლაც წავიდა ექიმთან,ლუკას დაჟინებულმა მოთხოვნამ შედეგი გამოიღო. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე, მარი უნივერსიტეტში დადიოდა, შემდეგ ექიმთან მკურნალობის ყველა პროცედურას გადიოდა, სამო თვის შემდეგ ექიმმა უთხრა რომ ანალიზის პასუხებით მას დაფეხმიმების შანსი ჰქონდა, მაგრამ არა დიდი. ეს პასუხი ლიპარტენიანს არანაირ ემოციას უღვივებდა, მკურნალობას მხოლოდ იმიტომ დათანცმდა, რომ ლუკამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ონიანი სახლში ყოველთვის გვიან ბრუნდებოდა, ერთმანეთს თითქმის არ ნახულობდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ანა მათი ხშირი სტუმარი იყო, ახლაც სამზარეულოში ისხდნენ და რაღაცას განიხილავდენ, ლუკა რომ დაბრუნდა.
- ადრე მოხვედი
- ჰო, რაღაც ცუდად ვარ, მგნი გავცივდი. ოჰ, პატარა ქალბატონიც აქაა.
-აჰაამ , როგორც ყოველთვის,- ყურებამდე გაიკრიჭა უმცროსი ონიანი,- ხვალ მამას დაბადების დღეა, მთხოვა თქვენთვის მეთქვა.
- ვიცი, წეღან დამირეკა.
- ნანა წვეულებას აწყობს, ასე ამბობს ჩემმა ქმარმა ნახევარი საუკუნე იცხოვრა და როგორ არ ავღნიშნოთო.
- წამოვალთ.
- ჩემი წამოსვლა აუცილებელია?
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ?!
- ვიცი მაგრამ იქ შენი ძმაც იქნება.
- რატი ბაკურიანშია და ჩამოსვლას არც აპირებს.
- ხვალ შენ და ანა ერთად წადით , რამე კაბა იყიდე . წვეულებაზე აუცილებლად უნდა წავიდრთ.
&&&
მეორე დღეს ანამ მთელი ქალაქი მოატარა, თვითონ მალევე იყიდა, შავი სადა კაბა , მაგრამ ანისათვის იდეალური კაბის მოძებნა არც თუ ისე ადვილი იყო.
საღამოს მალევე მოემზადა, ლუკა აღფრთოვანებული იყო ცოლის სილამაზით, მაგრამ ამას არასდროს იმჩნევდა, ახლა კი უბრალოდ ვერ დამალა შთაბეჭდილება:
- ულამაზესი ხარ, შენს სილამაზეს თუ შევეჩვევი , აღარ გაგიშვებ და იქნები ჩემი ცოლი სამუდამოდ.
- არ მივდივართ?
მთელი გზა ლუკას სიტყვებზე ფიქრობდა, მთელი სხეულით კანკალებდა.
-რაზე ნერვიულობ?
- არ ვნერვიულობ
- როგორ არა,კანკალებ.
- არაფერია, შემცივდა ალბათ.
მანქანიდან როგორც კი გადმოვიდნენ, ლუკამ მარიამს ინსტიქტურად მოხვია წელზე ხელი.
- ლუკა !
- აქ ჩვენ ცოლ- ქმარნი ვართ.
პირვრლი შეხვედრისას მარიმ აშკარად იგრძნო დედამთილის მხრიდან ზიზღი, მაგრამ ახლა ისე თბილად მიიღო, გეგონებოდა ძალიან უხაროდა მისი დანახვა.
საღამო მშვიდად გრძელდებოდა , სანამ ოთახში რატი არ შემოვიდა. სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ოჯახის წევრებისკენ. ლუკამ იგრძნო, თუ როგორ ძლიერად უჭერდა ხელზე მარიამი.
- გთხოვ დამშვიდდი, ახლავე წაგიყვან.
კარისკენ წავიდნენ, როცა რატიმ შეაჩერა.
- ჩემო ძამიკო , ჩემო მხსნელო. რატომ გარბიხარ? არ გაგიხარდა ჩემი დანახვა?
- ანა , მარიამმა მთხოვა აბაზანა მეჩვწნებინა, გთხოვ წაიყვანე.
- მიდი წყალი შეისხი, გპირდები მალე წავალთ, - ჩუმად ჩასჩურჩულა გოგინას და საფეთქელთან სველი კოცნა დაუტოვა. სანამ გასცილდებოდნენ, მარიამ გაიგონა ლუკას ნათქვამი სიტყვები.
- რატი, მთვრალი ხარ, ნუ ჩაშლი ამ....
~~~
სააბაზანოდან გამოდიოდა, როდესაც ვიღაცას შეეჯახა. ხელში რატი შერჩა. გოგონა კედელზე ააკრო, ლიპარტენიანი ხმას ვერ იღებდა.
- ხედავ რა იღბლიანი ხარ მე რომ შემხვდი? ახლა ჩემი ძმის ცოლი ხარ, ცნობილი იურისტის ლუკა ონიანის ცოლი. მითხარი საწოლში ჩემზე კარგია?
ოთახში ანა შემოვიდა, მაშინვე მათკენ გაემართა.
-რატი მოშორდი
- უბრალოდ მოვიკითხე ჩვენი რძალუკა
- წადი , დაიძინე

- მარი კარგად ხარ? ლუკა გელოდება.

ასახლში რომ მივიდნენ , მარის სახეზე ფერი არ ედო, ლუკამ გვერდით დაისვა
- მაპატიე დღევანდელისთვის
- სასმელი გვაქვს?
მარიამის კითხვამ ერთდროულად გააოცა და დააბნია ონიანი
- გვაქვს
- დავლიოთ.
სასმელს მიუჩვეველს მალე მოეკიდა სასმელი , არ იცოდა რას აკთებდა... ლუკას პირისპირ რომ აღმოჩნდა, ნელა შეეხო მის სახეს,- შენი და მართალი იყო, არაჩვეულებრივი ხარ.
ამის თქმის თანავე მათი ტუჩები ერთმანეთს შეხვდა. ლუკა ზევიდა მოექცა გოგონას, მაგრამ მალევე აზრზე მოვიდა.
- წამოდი დაიძინე.
გოგონა ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა



№1  offline წევრი kora

უკვე ძალინ შემიყვარდა ეს ისტორია love ლუკა რა საყვარელია <3
მალე გააგრძელეე გთხოოოოოოვ :)
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი malilu

ვგიჟდები ამ ბიჭზეეე <3 <3 <3

 


№3  offline წევრი maridb

ვაიმე ლუკაა რა კარგიაა <3 მომწონს ძალიან.<3 მალე გააგრძელე love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4  offline წევრი kora

აუუუუუუ რატო არ დებ ახალ თავს??? :(
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი maridb

divergent ამდენს უ გვალოდინებ <3 ((
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№6  offline წევრი kora

სად დაგვეკარგეეეეეეე? ამდენს რატო გვალოდინებ, ძალიან გვაინტერესებს გაგრძელებააა :(
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent