წყეული ღამეები[5]
„ნუთუ,ეს დედაჩემია,ჩემ წინ მდგარი.არა,არ არსებობს! არ არსებობს,რომ მაია აქ იყოს.რა უნდა.ნუთუ,ცუდად გახდა? ასეთი რა უნდა მოსვლოდა? გზაზე ხომ არ წაუვიდა გული?მაგრამ ავადმყოფს არ ჰგავს,თანაც როგორ თავისუფლად დადის დერეფნებში...“-გოგონა თვალებს ვერ ახელდა,მაგრამ იჭყიტებოდა ხოლმე თითებიდან,რომლებიც ოფლისგან ლამის იყო ერთმანეთზე მიწებებოდა. -შვილო,შემომხედე.მე ვარ დედაშენი.რამ შეგაშინა ასე?-აკანკალებული ხმით საუბრობდა,ხელებს ჰარში ასავსავებდა,მაგრამ შვილისთვის შემოხვევას ვერ ბედავდა,თითქოს რაღაც უხილავი იყო მის წინააღმდეგ და საშინლად აშინებდა. -დედა,ნელი დეიდა,იცი?-დაიწყო ატირებული ხმით,რომელიც სადღაც მიდიოდა,რაღაც გაუგებრისკენ და გოგონას ნებას არა თუ ემორჩილებოდა,არამედ გაურბოდა.მეზობელია,უპასუხა დედამ და უფრო დაკვირვებით შეაბიჯა შვილის თვალებში,რომლებიც სულ გათეთრებულიყო,ფერი ეცვალა,როგორც გახუნებულ ქსოვილს. -ისეთი კეთილი იყო,იმ დღეს ვისაუბრეთ და...ის ისეთი გამგები და კეთილშობილი ...-სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს და სიმებგამწყდარი გიტარასავით ქვითინებდა-მას ინფარქტი აქვს და,ალბათ,აღარ იქნება. -მოდი,საუკეთესოზე ვიფიქროთ-გაუღიმა დედამ და გულში ჩაიკრა.მისი სხეულიც ხურდა,შვილს ზურგზე ხელს უსვამდა და ამ უკანასკნელს გადასცემდა ნინის.გოგონა გრძნობდა დედის გულის ცემას,უნდოდა ეყვირა,მაგრამ ისევ ჩუმად იყო,უნდოდა ებღავლა ლომივით,მაგრამ არც ამის ძალა ჰქონდა. -შენ აქ რა გინდა?-ამოსწია თავი და გაკვირვებით მიაჩერდა დედის თვალებს,რომელიც წამწამებს დაბლა აფახულებდა და შვილს თვალს ვერ უსწორებდა.ალბათ,ეშინოდა არ ამოეცნო მისი ახალი ტკივილი.მაია ხომ ამის დამალვას აპირებდა შვილისთვის.“მერე ვეტყვი..“-იიმედებდა თავს და ცდილობდა სევდა არ შეემჩნია.“ნეტავ არ გამოვაშკარავდე..“-გულში ფიქრობდა ქალი და თვალებს ძლივს უსწორებდა შვილს. -ჩემი ძველი ნაცნობი გახდა ცუდად,საშინლად იყო და უეცრად დამირკეს,არ მინდოდა გამენერვიულებინა,ნინ-შვილს თავი მხარზე ჩამოადო და კარებზე არსებულ წარწერას შეხედა. -ამ პალატაშია,ექიმი გამოვიდა-ფეხზე წამოდგა ნინი და დედას ხელი გაუწოდა,დაგეხმარებიო.ექიმს მიეგება და მის სახეს დააკვირდა.მგონი,კარგი არაფერი უნდა ეთქვა.გოგონა ათრთოლდა,სახეზე ხელი აიფარა. -ის..გარდაიცვალა..ვერაფერი შევძელით..-აკანკალებული ხმით უთხრა ექიმმა სიტყვები,რომლებიც ორივე მხრისთვის საშინლად სასტიკი იყო.პირბადე მოიხსნა და გოგონას ნუგეშის მომცემი ხმით უთხრა,იქნებ დაურეკოთ მის ოჯახსის წევრებს და შეატყობინოთ ეს ამბავიო.ნინიმ თავი დაუქნია და დედისკენ გაექანა. -გარდაიცვალა..-ძირს დაეშვა და თავი კედელს მიაყრდნო.“უსამართლობაა,ღმერთს კარგები მიჰყვას...“_გაიფიქრა და გაახსენდა,როცა პირველ კლასში იყო რა ჰკითხა დამრიგებელს.აინტერესებდა,კეთილი ადამიანები რატომ მიჰყავს ღმერთსო,მან კი უპასუხა მინდორში,როცა გადიხარ ლამაზ ყვავილებს კრეფ თუ ულამაზოსო...მაშინ პირველკლასელი ნინი გაჩერდა,შეხედა და გაუღიმა,არაფერი უპასუხია,დაჯდა მერხთნ და იდაყვდარნობილმა სახელმძღვანელოში ჩარგო თავი.ზუსტად არ ახსოვს მაშინდელი განცდები,მაგრამ იცის,რომ ეს მართალია. ნანიმ დაურეკა ნელი ბებიას ოჯახის წევრებს,რომლებმაც მაშინვე მიაკითხეს საავამდყოფოში და მწუხარებით გამოიტირეს ქალი.ნინი მათ არ შეხვერია,არ ჰქონდა ამის არც თავი და არც სურვილი,არც პანაშვიდზე მისულა და არც დაკრძალვაზე.სახლში გაოცნებული იჯდა და არც ტელეფონის ზარებს პასუხობდა,ბოლოს გამორთო ეს უკანასკნელი და ელენეც კი აღარ ახსოვდა. -არ წამოხვალ?-მაიამ ჰკითხა შვილს და დას გაუღიმა,რომელიც დაკრძალვისთვის ემზადებოდა.არაო,თავი გაუქნია ნინიმ და თავის სტიქიას დაუბრუნდა.იმ დილას ყველანი წავიდნენ და გოგონა მარტო დარჩა.გაუხარდა,რომ საკუთარ თავში უფრო იოლად გაერკვეოდა,რადგან არავინ შეუშლიდა ხელს და საკუთარ თავს სარკეში გაუღიმა. ისევ ფიქრობდა დაუკმაყოფილებელ ცხოვრებაზე,ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეთავსებაზე ოჯახურ ურთიერთობებში,მეგობრობაზე,ტყუილზე,სიმართლეზე,უმწეობაზე...ფიქრობდა ოჯახს დანგრევაზე და ამდენი ხნის სიყვარულის განადგურებაზე.იქნებ არც არასდროს ყვარება ნუგზარს დედაჩემიო,ესეც კი გაიფიქრა ხმამაღლა.არა,დედა,რომ შინ ყოფილიყო ასეთ რამეს ვერც კი მოისაზრებდა.როგორ შეეძლო დედისთვის გული ეტკინა,ისედაც დამტვრეული და ნამცეცებად ქცეული გული. გულები იმსხვრევა,ტკივილი მძაფრდება...იქნებ სიყვარულიც ქრება? თუ გაქრა,არც არასდროს ყოფილაო იტყვიან,მაგრამ არც ამის სჯერათ,არ სჯერათ,რადგან უბრალოდ არაფერი იციან.მათ ხომ ვერც აწმყოს გაუგეს რამე,არც წარსული აქვთ და ვერც მომავალში ხედავენ იმედს.დიახ,მათთვის დაბინდული ეს უკანასკნელი და მუდამ მისტირიან რაღაც არარსებულს... -ოცნებაში ყველაფერი სხვაგვარად რატომაა? რატომ არ მიდის ცხორვება ისე,როგორც დავგეგმეთ...რატომ გვიცრუვდება იმედები და ბოლოს უკანასკნელი ნაპერწკალიც,რატომ გვიქრება? რატომ გვიქრება მანუგეშებელი სხვივი,რომელიც გულში ძლივს შემოვიტყუეთ?-ხმამაღლა ეკითხებოდა ვიღაცას,მაგრამ ვის თავადაც არ ესემოდა,თავადაც არ იცოდა... მაია იდგა საფლავის წინ,უყურებდა როგორ იყრებოდა შიგ მიწა და შიშისგან კრთოდა.იცოდა,რომ მალე ნუგზარსაც მსგავსი რამ ელოდა.ქალს გული უგრძნობდა,რომ ეს მოხდებოდა! ეს დღეები რეამინიციაში მიდიოდა და ნახულობდა ქმარს,მაგრამ ანდრო ერთხელაც არ უნახავს.სალხში ვერ მიოდიდა ხოლმე,მაგრამ ერთი რამ მისთვის ცხადი იყო-ანდრო ფარავდა საავადმყოფოს ყველა ხარჯს.ქალს არ უჭირდა,მაგრამ თან არაფერი ჰქონდა,ამიტომ ეს ფაქტი რაღაცნაირ სიამოვნებას ანიჭებდა კიდეც. ქელეხიდან გვაინ დაბრუნდნენ.მართალია,მაიას არ უნდოდა დარჩენა.არ უყვარს მსგასი რაღაცები,მაგრამ დამ დაიყოლია,მარტო ვერ ვიქნებიო.ბაჩომ ამისთვისაც ხომ ვერა და ვერ მოიცალა,არადა,რამდენ ხანს უჩიჩინებდა ცოლი,ბოლოს მუდარაზეც კი გდადავიდა,მაგრამ მის უფროს ვინ გააგებინებს რამეს.მართალია,თანამშრომლებს ათავისუფლებს ხოლმე ერთი-ორი დღით,მაგრამ მერე მთელი წელი ამის გახსენება-დაყვედრებაშია,რის გამოც ბაჩო ამ უკანაკნელზე მუდამ უარს ამბობს. -ნინი,როგორ ხარ?-გვიან დაბრუნდნენ სახლში დები და მაშინვე ნინი მოიკითხეს,ერთხმად წამოიძახეს და თვალებით დაუწყეს ძებნა გოგონას-ალბათ,სძინავს-მაიამ ოთახის კარი გააღო და სიგანეზე მიწოლილ შვილზე გაეღიმა,არ შევაწუხოო და მაშინვე მიუხურა კარები. ^^ -გიორგი არ ჩანს?-რიტორიკულად ჩაილაპარაკა ანდრომ იმ მამაკაცებთან,რომლებთანაც ერთად სვამდნენ-ტელეფონზე არ პასუხობს-დასძინა და ლუდი შეუკვეთა.იქაურებმა,არაფერი ვიცითო.ნუგზარზე ხმაც არ დაუძრავთ,რადგან იცოდნენ ანდროს რეაქცია.ესმოდათ როგორ განიცდიდა ის ამას და,ამიტომ უხმაუროდ შეყვნენ სასმელს.ანდრო ორმაგად ცუდად გრძნობდა თავს,გიორგიზეც ღელავდა.მასზე ხომ არაფერი ისმოდა! თურქეთში გადავიდა და მერე ერთხელად არ შეხმიანებია ძმაკაცს,თან რამდენი ხანია ტელეფონი გამორთული აქვს.თბილისში მარტო ცხოვრობდა,მშობლები უცხოეთში ცხოვრობდნენ.ახლა ვერავისგან გაიგებდა ამბავს.აზრზე არ იყო რა გაეკეთებინა. ერთნაირებმა ერთმანეთი იპოვეს და,ნუთუ,ცხოვრება დააშორებს! არ ვიცი,მაგრამ ვნახავთ,ალბათ,გავიგებთ,რა ბედი ეწევა სამ განუყრელ ძმაკაცს,როგორც თავად ამბობდნენ,სამ ძმაზე უტკბეს არსებას. -მაია დეიდა-შეშინებული ხმით დაიწყო საუბარი ელენემ და თან ტელეფონი ლამის იყო ხელიდან გავარდნოდა.მთელი სხეულით კანკალებდა და ღელავდა ნინიზე.არ ესმოდა რა შეიძლება მომხდარიყო და გაუგებრობას ისე აეყვანა ხელში,რომ არაფრის გაკეთების თავის და არც სურვილი არ ჰქონდა. -ელენიკო-თბილად დაიწყო ქალმა,არადა,რამდენი რამ გადაიტანა ამ ბოლო დროს.მაინც როგორ არ იმჩნევს! როგორ შეუძლია იყოს ასეთი ძლიერი! ქმარი,მართალია,რეამინიაციაში ნახე,როცა უგონოდ იყო,მაგრმა მაინც როგორ შესძლო! -როგორ ხარ?-მოიკითხა გოგონა მხიარული ხმით,მაგრამ ეს უკანასკნელი სახეზე სრულიად არ ეტყობოდა.აი,სწორედ ამაში იყო მისი ძალა. -ნინი როგორ არის? ტელეფონი გამორთული აქვს-ნაღვლიანი ხმით დაიწყო და გულაჩუყებული ლოგინზე მიწვა.ნინის რთული დღეები ჰქონდა,მეზობელი გარდაგვეცვალა და შინ არ ვიყავითო,უპასუხა ქალმა. -მე კი ისე ვნერვიულობდი,მერე თქვენი ნომერი ძლივს ვიპოვე,კიდევ კარგი-მხიარულება შეეტყო ხმაში გოგონას-შეგიძლიათ დამალაპარაკოთ?-ჰკითხა მაიას,რომელმაც უპასუხა,სძინავს და,აუცილებლად,გადავსცემ,რომ დაგირეკოსო. -მადლობა,მაია დეიდა-ლამის იყო ხტუნვა დაეწყო გოგონას.მართლაც საუკეთესო მეგობრები იყვნენ,დაქალები,დები...ისე ესმოდათ ერთმანეთის,რომ ნაცნობსაც კი გაუკვირდებოდა.თვალებს უმალავდნენ ერთმანეთს,როცა რამის გამოაშკარავება არ უნდოდათ.ალბათ,ახლაც ამიტომ არ ნახულობდა ნინი,საუბრის უფლებასაც კი არ აძლევდა. მთელი დღის ნასიცხმა ქალმა გაიხადა სამოსი და ღამისპერანგით დივანზე მიწვა.ნუგზართან გატარებულ დღეებს იხსენებდა და ცრემლები ადგებოდა თვალზე.თინეიჯერი ხომ არ ვარო,დასცინოდა თავს,მაგრამ ხვდებოდა რომ უძლური იყო.დიახ,უძლური იყო სიყვარულისა და სიკვდილსი წინაშე.ეს იყო ორი რა,რის წინააღმდეგაც ვერაფერს გახდებოდა ვერც მაია და ვერ ვერც ერთი მოკვდავი ადამიანი.უმისამართოდ მიედინება ცხოვრება,ვერ დაუწესებ ვერც დასაწყის და ვერც დასასრულს.ვერ დაუნიშნავ პაემანს და ვერ ეტყვი,რომ გინდა მოხდეს! ვერაფერს უბრძანებ და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი,ადამიანთა,სისუსტე. -დედიკო,ელენე მომენატრა-მიეხუტა მაკას ელენე,მაგრამ წამიერად მოსწყდა და მთელი სახე დაუკოცნა.როგორ უყვარდა დედის სურნელი,ამითაც კი ერთმანეთს ჰგავდნენ ის და ნინი.მაკამ გაუღიმა შვილს და ტუჩები შუბლზე მიაწება-შენი ძმა დააძინა-საბაზე ანიშნა და გაუღიმა.დიახ,საბა მისი ერთი წლის ძმაა,რომელიც ძალიან უყვარს.ნინიც გიჟდება მასზე,სულ ეთამაშება ხოლმე,ხშირად ერთადაც კი ასეირნებენ.საბა ქერა ბიჭია,პატარა ოვალური სახე აქვს და უზარმაზარი ცისფერი თვალები.თვალები,რომლებიც გამაგიჟებლად დაგიწყებენ ყურებას და წასვლის ნებას არ მოგცემენ.ჯადოსნური თვალები აქვს ბიჭს;ისეთი ჯადოა მათში,რომ მუდამ აბამს უფროსებს,ზიგჯერ სად არ უშვენს და ზოგჯერ სად. -კარგი,დედი-გახარებული წამოხდა და ძმის საწოლს მიუახლოვდა-არ გეძინება,საბა?-პატარა ქოჩორზე წაეთამაშა გრძელი თითებით და შემდეგ მის პაწაწინა ცხვირს შეეხო-რა პატარაა-სიამოვნებით წარმოთქვა. ^^ -ადრე უნდა გავიდე-სამზარეულოში მჯდომნი გადაკოცნა მაიამ და ჩანთას ხელი დასტაცა-მეგობარს უნდა შევხვდე-გაარკვია სიტუაციაში მოლოდინში მყოფი ორი წყვილი თვალი.ნანისა და ნინის არაფერი უეჭვიათ,თავი დაურეკეს მაიას და ჭამა განაგრძეს. -ალაგებაში დაგეხმარები-გაუღიმა დეიდას და ჭიქას დასწვდა,მაგრამ ნანიმ არ დაანება,ახლა ჩემი ჯერიაო და სამზარეულოდან გაისტუმრა დისშვილი. მაია სწრაფი ნაბიჯით გავიდა სადარბაზოდან,გააჩერა ტაქსი და მაშინვე გაემართა საავადმყოფოსკენ,სადაც ნუგზარის საქმეები იყო მოსაგვარებელი.შევიდა თუ არა,ექიმმა კაბინეტში იხმო,სერიოზული საქმე გვაქვსო.შეშინებული ქალი,რომელიც ხვდებოდა რაშიც იყო საქმე,ფეხაკრეფით შევიდა კაბინეტში და სკამის კიდეზე აკანკალებული კიდურებით დაეშვა. -უკვე დიდი ხანია,რაც შეერთებულია აპარატთან,აზრი არ აქვს,ის უკვე..დასრულდა ყველაფერი-დააბოლოვა ექიმმა და ქალის წაშლილ სახეს დააკვრიდა.მაიას ჯერ ცივმა ოფლმა დაასხა და მერე ხელებიც აუკანკალდა.როგორ უნდა ეპასუხა რამე,როცა სასაუბრო სისტემაც კი აღარ ემორჩილებოდა მას. -ტყუილად...აზრი არ აქვს ამას..-ექიმმა ხმა გაიმკაცრა,ქალმა თავი დაუქნია და აქვითინდა.ათიოდე წუთის შემდეგ ოფიციალურად გარდაცვლილი ქმრის წინ იდგა და ცრემლები ახრჩობდა.დიახ,ის უყვარდა,უყვარდა,ყველაფრისდა მიუხედავად. -საბრალო..როგორ გვიმსხვერპლა იმ წყეულმა წამალმა ისიც და ჩვენს..საბოლოოდ გაანადგურა-ვერ იკავებდა ცრემლებს.ეს უკანასკნელი ნიაღვარივით ჩამოსდიოდა.ცოტა ხანში მუხლებზე დაეცა და თავი ნუგზარის მკერდს მიაყრდნო. სახლში გადავიყვანთ საღამოსო,მუდარით შეხედა ექიმს,რადგან იმ მომენტში არაფრის თავი არ ჰქონდა.წარმოიდგინა დაკრძალვა და ის უხერხული მომენტი,როცა თვალებით ჰკითხავდა ხალხი,მართალია,როცა ყველა „მართალია?“ მზერით დაუწყებდა კვლას,თუმცა,შემდეგ დაფიქრდა,გაიზარდა და მიხვდა,რომ ანდროსა და გიორგის გარდა ყველა სრულ ჭკუაზე იყო,ცნობდა ქალს და ამ სიშტერეს ვერც ერთი ვერ დაიჯერებდა.“სხვებს ვის ეტყოდა რო?“-გაიფიქრა და საკუთარ თავს დასცინა.ვინც გისმენს და ვისაც სჯერა შენი მხოლოდ მას ეუბნები იმ ჭორსა და უაზრობას,რომელიც გიღრნის გულს.დიახ,ეს მართალია! მაია ცოტა გამოკეთდა.ამაზე მაინც არ ჰქოდნა სადარდებელი,მაგრამ კვლავ ტიროდა.რატომ? იმიტომ,რომ უყვარდა ნუგზარი,მკვდარიც უყვარდა. წყეული ღამეებიო,ღალატიო,კახპაო..ისევ ჩაესმოდა ქმრის უკანსკნელი სიტყვები,ახსენდებოდა ნუგზარის უკანასკნელი მოქმედება და ტიროდა...“დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი..ასეთი სიკვდილი ერგო...“-სლუკუნებდა,სანამ თავზე მამაკაცის სილუეტი არ დაადგა.მის წინ ანდრო იდგა! -არ მჯერა,რომ..-უკვე აღქმული ჰქონდა,რომ ის მოკვდებოდა,ამიტომ ზემეტი ემოციები არ დაუწყია,მიუსამძიმრა ქალს და გვერდში ამოუდგა,ფეხზე წამოაყენა,რამე უნდა ჭამოო.მაია საკუთარ თავს არ გავდა,დაღლილი და გამოცლილი იყო,როგორც ფიზიკურად,ასევე ემოციურად,ამიტომ გაჰყვა ანდროს.ალბათ,სულ არ ახსოვდა,რომ ის მისი მტერი იყო! ქალი მტერს ეძახდა მას,ვისაც სძულდა. ორი ყავა და ნამცხვარი შეუკვეთა ანდროს და ქალს წინ ჩამოუჯდა.ნასვამი იყო.რაც სახეზე ეტყობოდა მამაკაცს.თვალები ჩასიებოდა სმისგან და სახეც შეცვლლი უჩანდა.ალბათ,სასმელმა შეუმსუბუქა ტკივილი.სულ არ ეტყობოდა,რომ რამეს განიცდიდა.მაიას აკვირდებოდა,რომელიც ჩანგალს ასობდა ნამცხვარს,მაგრამ პირში არ იდებდა. -არ შემიძლია-გვერდზე გადადო და ხელში ტელეფონი აიღო,რომელსაც აქეთ-იქით ატრიალებდა.ერთი ყლუპი ყავა,რომელიც ძლივს მოსვა,თითქოს კუჭს უჭამდა.“ესღა მაკლდა“-გაიფიქრა საბრალო ქალმა და თვალზე ცრემლები მოადგა.ძლივს იკავებდა მათ,რომ ანდროს წინ მაგიდაზე ნიაღვარი არ გაეჩინა. -მესმის,მაგრამ მინდა დაგეხმარო.იცი,რა დაგეხმარება ამაში?-არ ვიციო,თავი გააქნია ქალმა და ისევ ტელეფონს ჩახედა,ნუგზარის სურათებს უყურებდა და გამალებით ფიქრობდა.“არ არსებობს,ის ცოცხალი უნდა იყოს დ არა მკვდარი..“-ანდროს სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.ვინ იცის რას გეგმავდა ეს ბინძური აზროვენბის კაცი! ალბათ,ამ მდგომარეობაში მყოფ ქალსაც კი აშიშვლებდა ფიქრებში იმ გადმოკაკლული შავი თვალებით,რომლებიც კეხიან ცხვირს შორის დაგელაოდნენ-სამაგიეროდ მე ვიცი.ეს ისაა,რაც ყველას სიამოვნებს და,განსაკუთრებით,შენნაირ ქალებს-შენნაირრ ქალებზე შეხტა,მაგრამ შესაბამისი რეაქცია ვერ მოახდინა,კაიფში მყოფ ადამიანივით იჯდა და თვალებს აცეცებდა.“რა უნდა?“ გამომეტყველბეით უყურებდა ანდროს და ხელები უკანკალებდა-ცრემლი უხეშად მოწმინდა მამაკაცმა და ქალის კისერს შეახო უწმინდური გრძელი თითები,კისრის ქვემოთ ნელ-ნელა ჩააცურა და სახეზე რაღაც მუქი ნათება გამოესახა..-ხვდები,არა?-თვალი ჩაუკრა ქალს,რომელიც იმ მომენტში გამორკვეულიყო ფიქრებიდან და რეალობას დაბრუნებული სკამიდან დგებოდა.მაის გვერდით გაიწია და წასვლა დააპირა,როცა ანდრო აეწება და ქალის გახურებულ სხეულს მიუახლოვდა,ტუჩებით ლოყვაზე შეეხო და შემდეგ ქვემოთ ჩააცურა.მაია კიოდა და ხელებს ურტყამდა,მაგრამ ხალხი არ იყო.მამაკაცი ლოშნიდა და ზედის ქვეშ უფათურებდა ხელებს,ეხებოდა ქალის მკერდს და ხელებს უხეშად უჭერდა..ქალი ტიროდა და კიოდა,ხელებს ურტყამდა,მაგრამ საშველი არსაიდან ჩანდა... ____ ველი შეფასებებს.არ დაიზაროთ.ჩემო ლამაზებო.მიყვარხართ. წინა ისტორიაზე უფრო აქტიურები იყავით.ახლა უკმაყოფილო ვარ ასე რომ პასიურობთ..ვინც კითხულობთ კომენტარის დაწერას რა უნდა მაინც,ორი წამის საქმეა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.