შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით [19]


8-09-2015, 01:32
ავტორი lisebeth
ნანახია 3 057

რატიმ ირგვლივ მიმოიხედა. ელენე არსად ჩანდა. რაც შეეძლო მთელი ხმით დაიღრიალა მისი სახელი ,მაგრამ არავინ გამოპასუხებია. ხრამში გადაიხედა და ყველაფერს თვალი მოავლო ,მაგრამ არაფერი.
-ვინმე უნდა გამოვიძახოთ საშველად. საკმაოდ ღრმაა_მიმართა ვიღაც ბიჭმა ,რომელიც უცხოებების გუნდს გამოეყო და წინ წამოვიდა.
-ქართული იცი ?
-უცხოელი არ ვარ ამათი გიდი ვარ. დავყვები და ყველაფერს ვათვალიერებინებ.
-მაშველებს გამოვიძახებ ,მაგრამ ვერ დავიცდი მათ მოსვლამდე. შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. _რატიმ ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
-ჩასვლა სახიფათოა ძმაო. მიწა ,რომ ჩაინგრეს თან ჩაგიტანს.
-მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უნდა ჩავიდე. თუ აქ იქნებით მაშველების მოსვლამდე უთხარით ,რომ ქვემოთ ორნი ჩავედით._რატი შეტრიალდა და ფრთხილად სცადა ქვემოთ ჩასვლა
-მოიცა_დაუძახა გიდმა.
-რა მოხდა ? დრო არ მაქვს უნდა ჩავიდე. შესაძლოა მერე გვიან იყოს.
-მეც მოვდივარ შენთან ერთად.
-რას ამბობ ახლა არ თქვი სახიფათოაო?
-და შენ არ თქვი მაგას რა მნიშვნელობა აქვსო ? ხოდა წავიდეთ _ბიჭმა უცხოელებს თავიანთ ენაზე მიმართა და სიტუაცია აუხსნა. მერე ხეს ჩაებღაუჭა და ქვემოთ ჩასვლა დაიწყო. რატიმაც იგივე გააკეთა.უკვე ისე ნერვიულობდა ლამის მუხლები უკანკალებდა.
-ამას რატომ აკეთებ? არ ხარ ვალდებული...
-ვალდებული ვარ როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე.
-ჩემი შეყვარებულია. ჯერ სულ პატარაა.. უკვე რამდენიმე თვეა ერთად ვართ და ამის შესახებ არავინ იცის. აქ მარტო წამოვიყვანე ისე ,რომ მამამისს არ ვუთხარი რა ხდებოდა. მას , რომ რამე დაემართოს... ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ.
-ნუ გეშინია ვიპოვით. მე ლადო ვაარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა_ხელი გაუწოდა უცნობმა
-რატი...გმადლობ ყველაფრისთვის
ბიჭებს ქვემოთ უფრო მეტად უჭირდათ ფეხის მოკიდება. თან ელენეს ეძახდნე ,მაგრამ არაფერი ჩანდა. არც ისე შორს არ იყვნენ ჩასულები მისი მწვანე ქურთუკი ,რომ დაინახეს.
-აქ არის _დაიძახა ლადომ და რატიც იქეთ გაიქცა. გოგონა პირქვე იწვა და ისე გამოიყურებოდა თითქოს არ სუნთქავდა. რომ გადმოაბრუნეს სახე სულ დაკაწრული ჰქონდა ეკლებისგან და სილისგან.
-ელენე...ელენე შემომხედე..._ლამის ტირილით წარმოთქვა რატიმ და შუბლზე აკოცა. საღაციდან სისხლი სდიოდა. ბიჭებმა ფეხზე დახედეს და ხის ტოტი ჰქონდა შერჭობილი საიდანაც სისხლი თქრიალით სდიოდა.
-ღმერთო ჩემო ეს რაარის?_შეიცხადა ლადომ
რატიმ ქამარი გამოიძრო და ფეხზე ძლიერად გადაუჭიმა.
-ეს სისხლდენას შეაჩერებს.
-დროზე უნდა ავიყვანოთ მეგობარო. რამე არ ქონდეს მოტეხილი.
-ჰო ახლავე. _ხელში აიტაცა გოგონა რატიმ და მკერდზე მიიხუტა.
-მე წინ წავალ და გზა და გზა ერთმანეთს მივაწოდოთ. მარტო ერთი ამხელა ფერდობზე ვერ ავიყვანთ.
რატი დაეთანხმა და მთელი გზა სწორედ ასე იქცეოდნენ. უკვე თითქმის ამოსულები იყვნენ ფორმიანი ხალხი ,რომ დაინახეს. სასწრაფოს სიგნალების ხმაც გაისმა. ექიმი პირდაპირ მისკენ გაიქცა. გოგონა ლამის ხელიდან გამოსტაცა და საკაცეზე დასვა. კარგა ხანს სინჯავდა და ისე თქვა:
-ხელი აქვს მოტეხილი და ჭრილობიდან ისევ სდის სისხლი. სასწრაფოდ საოპერაციოა. რატი სასწრაფო დახმარების მანქანაში შეხდა. თავისი მანქანის გასაღები ლადოს გაუწოდაა და წამოიყვანეო სთხოვა. მანაც თავისი სამი ტურისტი მანქანაში ჩაისვა და უკან გაედევნა. გზად სასტუმროსთან ყველა ჩამოსხა და საავადმყოფოსკენ აიღო გეზი.
რატიმ თამუნასთან დარეკა. ცოტა დაიგვიანა პასუხმა მაგრამ ბოლოს მაინც გაისმა.
-თამუნა რატი ვარ.
-ძალიან კი დაიგვიანეთ სად ხართ?
-თამუნა არ ინერვიულო ,მაგრამ ელენეს უბედურება შეემთხვა და ახლა საოპერაციოში შეჰყავთ
-რაა?_შეიცხადა თამუნამ და გული წაუვიდოდა ვანდას ,რომ არ დაეჭირა
-საავადმყოფოში მოდით და ყველაფერს აგიხსნით
-რა ხდება თამუნა გამაგებიე?_დაიბნა ვანდა
-ელენეს რაღაც შეემთხვა.
-ვინ იყო?
-რატი...
-რა შეემთხვა?
-არ ვიცი ,მაგრამ საოპერაციოში შეყავთო. რაღა მაინც და მაინც ახლა წავიდა გია თბილისში. ვანდა გთხოვ დაურეკე მობრუნდეს უკან.
ქალმა ასეც მოიქცა. ქურტუკი მოიხურა და მეგობარს უკან გაჰყვა. თამუნა ლამის მთელი გზა გიჟს გავდა. ვანტამ შეტყობინება მისწერა ნინის და მოუყვა რაც მოხდა. გოგონა ლევანთან ერთად პიცას ჭამდა სასტუმროს კაფეში წერილი ,რომ მოუვიდა. მასაც მაშინვე ეცვალა ფერი და ფეხზე წამოხტა. სირბილით გავარდა კიბეებზე და ლევანიც უკან მიჰყვა. მარი ლუკასთან იყო ოთახში და საწოლში ჩაწოლილ ბიჭს კარტს ეთამაშებოდა.
-მმგონი ორი მოთამაშე ვიპოვეთ..._გაიღიმა ლუკამ.
-ბავშვებო მგონი ელენეს რაღაც სერიოზული შეემთხვა. დედამ მომწერა საავადმყოფოში ვართ ელენე საოპერაციოში შეჰყავთო. ეტყობა იქ მწვანე კონცხზე რაღაც მოხდა. რატიც იქაა.
-რაა?ახლავე წავიდეთ_წამოხტა ფეხზე მარი და ლუკამაც სცადა ადგომა.
-ლუკა შენ არ ადგე სიცხე გაქვს. ყველაფერს გაგაგებინებთ._დაარიგა ნინიმ და საბანი წააფარა. ბიჭი იძულებული გახდა დამორჩილებოდა რადგან წამოდგომისთანავე თავბრუ დაეხვა. ბავშვები ქუჩაში გამოვიდნენ და ტაქსი გააჩერეს.
თამუნა და ვანდა მისაღებში ,რომ შევიდნენ რატი ხელებში თავჩარგული იჯდა და არ ირყეოდა.
-რა მოხდა რატი?_მივარდა თამუნა
-მაპატიე თამუნა ვერ დავიცავი.
-რა მოხდა?_უფრო ხმამაღლა დაიყვირა ქალმა...
-ძაღლმა შეაშინა, ფეხი აუცდა და ხრამში გადავარდა._ქალმა შესაბრალისად დაიკივლა.
-დაწყნარდი თამუნა ყველაფერი კარგად იქნება_გაამხნევა ვანდამ
-ღმერთო გია მაინც არ წასულიყო. ეს რა დაგვემართა. ჩემი ლამაზი გოგო...
-კარგად იქნება აი ნახავ თამუნა. გეფიცები კარგად იქნება_დაარწმუნა რატიმ ქალი და ხელებზე ხელი მოუჭირა. თამუნას ეჭვის მარცვალი გაუღვივდა გულში მის ასეთ საქციელზე.
-ქალბატონი რატი თავისი ფეხით ჩავიდა იმ ხრამში და ისე ამოიყვანა თქვენი ქალიშვილი_ საღაციდან გაჩნდა ლადო და თამუნა გაამხნევა.
-მართლა?_ იმედით სავსე თვალები მიაპყრო ბიჭს
-მხოლოდ ეს იყო ის რისი გაკეთებაც შემეძლო. მისთვის ყველაფერს გავაკეთებ რაც არ უნდა იყოს. გპირდები თამუნა._ რატი ქალს მოეხვია და იმანაც მეტად უმატა ქვითინს. ექიმის ნახვას ითხოვდა ,მაგრამ ხმა არავინ გამოსცა.
-ბავშვები მოვიდნენ_თქვა ვანდამ და ისინი მართლაც გამოჩნდნენ დერეფანში
-ელენე როგორაა?_დაიყვირა სამივემ ერთდროულად
-ჯერ არ ვიცით_ამოიკნავლა თამუნამ_გია სად არის ღმერთო...
-დიდი ხნის წასულია თამუ უკვე შორს იქნება. შეიძლება ქუთაისშიც იყოს.
ამ დროს საოპერაციოს კარი გაიღო და მწვანე ხალათში გამოწყობილი ექიმი გამოვიდა. თამუნა პირდაპირ იქეთ გავარდა და მიახალა მდგომარეობა როგორიაო.
-ფეხზე სისხლდენის შეჩერება ვერ მოვახერხეთ და ბევრი სისხლი დაკარგა. დასუსტებულია და თუ სისხლს არ გადავუსხამთ ოპერაციას ვერ განვაგრძობთ. სისხლი გვჭირდება.
-გია სადაა..._აღმოხდა თამუნას.
-დამშვიდდი თამუნა ნერვებს ნუ აყვები. ყველაფერი გამოსწორდება
-გიას შეუძლია მისცეს სისხლი.გია აქ რატომ არაა? ის მამამისია...
-არა მარტო გიას..._წასჩურჩულა ვანდამ და მარისკენ გააპარა თვალი.
-არა...არა..._თავი გადააქნია თამუნამ
-სხვა გზა არ გაქვს. ბავშვი მოკვდება...
-რა ვუთხრა საიდან ვიცი ,რომ თქვენი სისხლის ჯგუფი ედრებათქო. ან რატომ ედრებათქო...რა ვუთხრა?
-თავიდან მხოლოდ ის უთხარი ,რომ მარის სისხლი მისცეს დანარჩენს მერე აუხსნი. დრო მოვიდა თამუნა...სიმართლის დრო მოვიდა... ნუთუ ვერ ხვდები ამას.
-სისხლი გვინდა ქალბატონო. ჩვენთან დავრეკეთ ,მაგრამ ეს ჯგუფი აღარ გვაქვს.
თამუნა ფეხზე წამოვარდა და მარისკენ გაიქცა. გოგონა კედელთან აზუტულიყო და იცდიდა.
-შენ...შენ უნდა მისცე ელენეს სისხლი. ელენეს გადარჩენა შეგიძლია...
-სიამოვნებით ,მაგრამ მე არც კი ვიცი ჩემი სისხლის ჯგუფი.
-სამაგიეროდ მე ვიცი. მე ვიცი ,რომ ჩემი შვილის გაადარჩენა შეგიძლია. თუ ოდნავ მაინც გიყვარს დაეხმარე.
-რათქმაუნდა ,მაგრამ მე არ მესმის როგორ...
-ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ მას მერე რაც ელენე გამოკეთდება. გპირდები ... კითხვების დასმის უფლება გაქვს და დასვამ კიდევაც ,მაგრამ ახლა არა როცა ყოველი წამი მნიშვნელოვანია.
-აქეთ მობრძანდით_მიანიშნა ექთანმა გოგონას მერე კი ქალს მოუბრუნდა_დარწმუნებული ხართ რომ შეთავსებადია?
-ისინი დები არიან. მათი სისხლის ჯგუფი ერთი და იგივეა. დარწმუნებული ვარ.
ექთანმა თავი დაუქნია და იქედან გაქრა. რატი დერეფნის ბოლოდან მოდიოდა მარი შიგნით ,რომ შეიყვანეს . გაუკვირდა.
-რა მოხდა შიგნით? მარი რატომ შეიყვანეს??
-ელენეს სისხლი სჭირდება_თქვა ვანდამ
-მდგომარეობა გართულდა? როგორაა?
-სისხლს გადაუსხამენ და უკეთ გახდება. დამშვიდდით ყველამ.
-რატი შენ რომ იქ არ ყოფილიყავი..._ატირდა თამუნა
-ელენეს განსაცდელში არასდროს მივატოვებ. დამშვიდდი თამუნა. ლადომაც ძალიან დამეხმარა. ის საოცარი ვინმეა.
-მადლობა ორივეს...
მარი ის იყო ბლოკიდან გამოვიდა ,რომ გიაც გამოჩნდა. კი არ მოდიოდა მორბოდა. პირდაპირ თამუნას დაეტაკა.
-რა დაემართა ჩემს გოგოს?
-ხრამში ჩავარდა.
-ახლა უკეთაა_გაიღიმა მარიმ
-ნაწე?_ფეხზე წამოსცვივდნენ ნინი და ლევანი
-ძალიან ფერმკრთალია. გადარჩება ნუ გეშინიათ.
-შენ იქ რას აკეთებდი?_გაიკვირვა გიამ
-მარიმ ელენეს სისხლი მისცა.
-რაც არ მესმის და მინდა გავიგო ,მაგრამ ახლა როცა თქვენი შვილი სიკვდილს ებრძვის არაფერს ვიკითხავ.
-ჩემი შვილის ნახვა მინდა ექიმო_მიახალა განერვიულებულმა თამუნამ
-დაელოდეთ სანამ ნარკოზიდან გამოვა.
-უნდა ვნახო და დავრწმუნდე ,რომ ცოცხალი და უვნებელია. ჩემი შვილი მაჩვენეთ. გთხოვთ ექიმო...
ექიმმა თხოვნა შეასრულა და გოგონა მინის აქედან დაანახა დედას. კარგა ხანს იდგა ასე. რამდენმე საათში ელენემ თვალები გაახილა.
-კარგად ხართ?
თამუნას ტვალები გაუნათდა და კართან მივარდა შემიშვებენო. ექთანი გარეთ გამოვიდა. თამუნამ სცადა შიგნით შესვლა ,მაგრამ გოგონამ უთხრა სხვისი ნახვა სურსო.
-ვისი ნახვა სურს ჩემზე მეტად? დედამისი ვარ...ჩემი შვილია...
-რატის...მითხრა ,რომ რატის ნახვა უნდა. რომელია რატი?
-მე ვარ მოვარდა ბიჭი და ექთანს გაუღიმა. გოგონა ლამის დადნა მის დანახვაზე.
-შეგიძლიათ შეხვიდეთ.
რატიმ კარი შეგლიჯა და შიგნით შევიდა. გოგონა ისე სუსტი და დაუცველი ჩანდა საწოლში ლამის გული გაუსკდა.
-გისმენ საყვარელო_ჩუმად თქვა რატიმ
-დაჯდომა მინდა. დამეხმარე წამოვჯდე გთხოვ
რატიმ ხელები შეაშველა და წამოაყენა.თავქვეს ბა;ლიში ამოუდო.
-მაპატიე ჩემო ყვავილო ,რომ ვერ დაგიცავი. ლამის გავგიჟდი რომ დაგინახე როგორ გადავარდი.
-რატი...
-ჰო
-ჩემები სად არიან?
-გარეთ. ყველა გარეთაა.
-გთხოვ ჩამეხუტე და მაკოცე. ასე მგონია ყველაფერი მტკივა. შენ მჭირდები...ძალიან. ასე მგონია ფოთოლივით ვცახცახებ. მეშინია...გთხოვ.
რატიმ წამოსწია და მკერდზე ძლიერად მიიკრა. მერე კი მთელი გრძნობით აკოცა. მინის იქედან მდგარ თამუნას ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა ამის დანახვაზე. ვანდას გაოცებისგან პირი დარჩა ღია.
-სისხლი მარიმ გადაგისხა_თქვა რატიმ
-მარიმ გადაგარჩინა და ახლა კითხვები აქვს რას ნიშნავს ეს ყოველივე,მაგრამ შენ მარიმ გადაგარჩინა



№1  offline წევრი მარიამი ))

ლიზბეტ, შესანიშნავი ხარ! ძალიან მიყვარს შენი ნაწერებიი.. ეს თავი სრული შოკი იყოო.. ძალიან გთხოვ ნუ დააგვიანებ რაა.. :))

 


№2  offline წევრი cancara

კაია კაია მალე დადე და იმედია მარის სიმარტლეს ეტყვიან

 


№3  offline წევრი yvavi

ჩემი ელენე და რატი ^^

 


№4  offline წევრი nini :)

აუ მაგარია მალე დადე შემდეგი მაინტერესებს რა მოხდება

 


№5  offline წევრი mani156

აუუ love შემდეგგიიი არ დააგვიანოო რაა :დდ ძააან მაგარიიაა ^_^

 


№6  offline წევრი გიჟი გოგონა :)

ააიი დროზე... გამიზარდე თავები wink
კარგი იყო, მაგრამ პატარა wink

 


№7  offline წევრი lisebeth

მარიამი ))
ლიზბეტ, შესანიშნავი ხარ! ძალიან მიყვარს შენი ნაწერებიი.. ეს თავი სრული შოკი იყოო.. ძალიან გთხოვ ნუ დააგვიანებ რაა.. :))

cancara
კაია კაია მალე დადე და იმედია მარის სიმარტლეს ეტყვიან

yvavi
ჩემი ელენე და რატი ^^

nini :)
აუ მაგარია მალე დადე შემდეგი მაინტერესებს რა მოხდება

mani156
აუუ love შემდეგგიიი არ დააგვიანოო რაა :დდ ძააან მაგარიიაა ^_^

nini :)
აუ მაგარია მალე დადე შემდეგი მაინტერესებს რა მოხდება

მადლობა დიდი ყველას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent