რაც გინახავს, კიდევ ნახავ! (თავი 5-6)
-მმმ...ჯანდაბა... უფერული ბურუსი თვალებზე გაუკვალავი ტყესავით მეფარება. ბალიშიდან თავის წამოწევა და მბურღავი ტკივილი ერთია. ტუმბოზე მდგარი საათი მაცნობებს რომ თორმეტი ხდება. როგორც ჩანს ზედმეტად გამეწელა ძილი, მიუხედავად იმისა რომ არც ღამე ყოფილა ძალიან მოკლე. ოთახს ვათვალიერებ, თუმცა ვერაფერს და ვერავის ვერ ვპოულობ ამიტომ კმაყოფილი სახით ვუბრუნდები ფიქრს, როდესაც ჩემ მზერას მაღვიძარასთან ქაოსურად მიგდებული თეთრი ფურცლის ნახევი იზიდავს. მის გვერდით ოქროსფერ სითხეს, როგორც ჩანს ვაშლის წვენსა და ორიოდე თეთრ ტაბლეტს უჩენია თავი. მეღიმება. თავში რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ამბავი ტივტივებს: ჩემი და არჯეანიძის პირველი შეხვედრა რომელიც ზუსტად ასეთივე ტემპით დაიწყო, ტუმბოზე შემომდგარი ვაშლის წვენითა და თავის ტკივილის საწინაღმდეგო აბებით. მაგრამ ერთადერთი რაც იმ დღეს და ამჯერად დილას განასხვავებს წერილია, რომელიშიც საკმაოდ უცნაური სიტყვები წერია. „მკაცრი უფროსის შიშით, რომელსაც ჩემი ‘დასჯა’ ყოველ წამს შეუძლია, ადრე მომიწია ცხელი ლოგნიდან გამოძვრომა. რაც შეგეხებათ თქვენ ქალბატონო ამილახვარო, ალკოჰოლთან მიკარება, სხვა მამაკაცების კომპანიაში, სასტიკათ გეკრძალებათ! პ.ს რაც გინახავს, კიდევ ნახავ... ... და ამის შემდეგ გეცოდინება როგორი ყოფილა ჩემთან თამაში. შეხვედრამდე, ფისო. „ ლოყები მწიფე ვაშლებივით მიფერადდება წაკითხულის გადახარშვის შემდეგ. გუშინდელი ჩევნი ლაპარაკი, მუსიკა, ღამე... ამ ყველაფერმა დიდად დასვენებული დილა მაჩუქა. ტვინში მომხდარის ალაგ-ალაგი კადრები ტივტივებენ. მკერდზე და მუცელზე თითქოს რაღაც მეწვის, რაღაც ძალიან სასიამოვნო რომელიც არჯევანიძის ტუჩებს მომაგონებს. დაფუფქულ ყელზე გაყინულ თითს გატრუნული სახით მივასრიალებ, აზროვნებაში კი უფერული თვალების გამჭოლი მზერა მიტრიალებს. „მორჩი ნებივრობას ამილახვარო და საათს გახედე. იგვიანებ!“ მეორე მეს ჩუმ ხმას ჯერ ყურადღებას არ ვაქცევ, ისევ გუშინდელზე ვფიქრობ, ვიხსენებ მისი მამაკაცური ტუჩების მწვავ გემოს, დრაკონივით ცხელ სუნთქვას ჩემ კანზე... მაგრამ სამწხაროდ ყველაფერი მალე მთავრდება და დარეტიანებულივით მიწევს წამოხტომა ლოგინიდან, როდესაც მაღვიძარა მატყობინებს რომ თორმეტი საათია, რაც იმას ნიშნავს რომ ისევ ვაგვიანებ. გეზს აბაზანისკენ ვიღებ თან ვცდილობ გზადაგზა ტანსაცმელში ჩავძვრე. როგორც იქნა, მოწესრიგებულ-გამზადებული უნდა დავიძრა კარებისკენ როდესაც კორიდორის სარკეში ჩემ თავს ვაკვირდები. -იდიოტი! უტაქო ხეპრე! ამ სიტყვებს კიდევ ძლივს ძლივობით შეუძლიათ ჩემი გაბრაზების...არა. გაცეცხლების გამოხატვა! ყელზე, მფეთქავ არტერიასთან ახლოს, მოლურჯო-მოიისფრო ლაქას გამოუჩენია თავი. გაშმაგებული ვიქნვევ ხელებს იმის იმედით რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჰალუცინაციაა, რომელიც ორგანიზმში შემორჩენილმა ალკოჰოლმა გამოიწვია. „არა მარგო, არ გეჩვენება!“_ბოროტული სიცილით მამკობს ალტერ ეგო, მერე კი ბნელი გულის კიდევ უფრო ბნელ კუნჭულებში იკარგება. -ზასოსი! იდიოტი! რა ჯანდაბა ვქნა ეხლა?! შარფს ხომ არ მოვიხვევ ამ სიცხეში! ლანძღვით ვარტყავ წრეს კორიდორს, მერე კი როგორც იქნა საღი აზრი მაწვება ტვინზე. სწრაფი ნაბიჯებით მივემართები აბაზანისკენ და სულ ცოტა ხანში ამაყადაც გამოვდივარ იქიდან. ტონალური კრემის ხარჯზე აღარც ჩალურჯება არ მეტყობა, არც აწითლებული კანი... მალე ავტომობილშიც კომფორტულად მოვკალათდი და როგორც იქნა, შედარებით დაწყნარებული გულით გავუდექი ოფისის გზას. გაცეცხლებული ხასიათის მიუხედავათ მაინც ღიმილით მახსენდება მომხდარი. მხოლოდ ახლა ვწვდები ვაჟბატონი არჯევანიძის მიერ დაწერილი წერილის არსს და ფრაზას რომელიც მასში ამოვიკითხე. „...ამის შემდეგ გეცოდინება როგორი ყოფილა ჩემთან თამაში...“ მიხვდა ესეიგი ყველაფერს. მიხვდა იმასაც რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საკუთარი პრინციპებისა და სიამოვნების გამო გადავდგი გუშინდელი ნაბიჯი. როგორც ჩანს ბატონი ტატოც გავუშვი ხელიდან, ისევე როგორც ყველა ის მამაკაცი ვისაც ადრე ვიცნობდი... სწორს ამბობს დინა, კაცები ჩემგან გარბიან... მაშ რაღა გაეწყობა, ესეიგი მხოლოდ ლაილას კომპანიაში მომიწევს სიბერის გატარება... *** პირველი საათია. როგორც იქნა მოვაწესრიგე ყველა საბუთი. საჭირო მასალა ჩანთაში ჩავდე და ამაყი ნაბიჯებით გავედი კაბინეტიდან. -რომელ საათზე გავიდნენ? -თერთმეტისკენ. მაგრამ ყველა, ცხრა საათზე უკვე აქ იყო. -გასაგებია. კარგი თინი, მეც დავიძრები ნელ-ნელა. იქნებ საღამოსკენ მაინც ჩავაღწიო იქ. გაუფრთხილდი თავს და დამირეკე რაიმე სასწრაფო თუ იქნება. თინისთან დამშვიდობებას ცოტა ხანს ვანდომებ ამიტომ მალევე ვტოვებ „მწვანე სხივის“ შენობას. მხოლოდ ახლა ვახერხებ ტელეფონის ნახვას, სადაც დინას გამოტოვებული რადმდენიმე ზარი მხვდება. აინტერესებდა ალბათ სად ვიყავი ამდენ ხანს. „ეჰ ჩემო დინა, სად ვიყავი და ბატონი არჯევანიძის მკლავებში კომფორტულად ვატარებდი ღამეს, მიუხედავათ იმისა რომ მარტო ვარ მიჩვეული ძილს.“ ნაცნობი სახელის გახსენებაზე ისევ მისი სიტყვები მახსენდება: „რაც გინახავს, კიდევ ნახავ“. მართლაც რომ ასეა. უკვე მერამდენე შემთხვევითობამ შეგვახვედრა ერთმანეთს სრულიად მოულოდნელ სიტუაიაში. „მაინც რა არის ადამიანის ბედი, რასაც ერთხელ ნახავ ცხოვრებაში, კიდევ ძალიან ბევრჯერ მოგიწევს მასთან შეხვედრა..“_ტკბილი ხმით ამბობს ქვეცნობიერი მარგო, მერე კი არჯევანიძეზე ფიქრში დებილივით აგრძელებს ღიმილს. *** -მადლობა შენს გამოჩენას! ვინერვიულე ვინმეს ხომ არ დამართა რამე თქო ისევ._ბაკურიანში ძლივს-ძლივობით ჩაღწეულს, ანა ბებოსთან მომხდარ ინციდენტს მახსენებს დინა, თან მეგობრულად მეხუტება მკლავებზე. -რა ქენით, დაბინავდით უკვე? -ვაიმე არც გამახსენო რა. სასტუმროები კი არა, სულ არ ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი._გაბზარებული ქალი მანქანიდან პატარა ჩანთას იღბს და წინ მიმიძღვება . -აი, მივალთ და შენთვითონ ნახავ. ავტოსადგომის გავლით ჯერ ჩაბნელებულ განიერ ჩიხში ვყობთ თავს, მერე ერთიანად განათებულ მოზრდილ შენობას ვუახლოვდებით რომელიც ორი ძირითდი ბლოკისგან შედგება. სასტუმრო საკმაოდ თანამედროვე სტილითაა კონსტრუქტირებული. მეტალის კარკასს ალაგ-ალაგ ხის მასიური ნაჭრები აქვს ჩაყოლილი. კედლების ძირითად ნაწილს შუშა შეადგენს რომელიც გარედან სარკეს ზედაპირივით ირეკლავს არემარეს, ისე რომ შენობის შიდა ნაწილის დანახვა შეუძლებელია. ვერ ვხვდები რა არ მოსწონს დინას, ძალიანაც ლამაზია აქაურობა. -ეხლა ფიქრობ რით ვარ უკმაყოფილო არა?_გაბრაზებული ქალი ჯუჯღუნით აღებს მინის კარებს და ულამაზესად მოწყობილ პატარა ფოიეში შევყავარ. როგორც ჩანს სასტუმრო კერძოა ამოტომ, ძალიან დიდი ფართიც არ უჭირავს. -ქალბატონო ია, იმედია კიდევ ერთი ოთახიც მოგეძებნებათ. ერ-თი თავისუფალი ოთახი მა-ინც!_გაღიზიანებული სახით გაჰყურებს დინა მუქ ლურჯ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდას, რომელიც ასეთივე გაღიზიანებული ხმით პასუხობს ბარანოვსკას, მაგრამ მაინც ცდილობს თავის დაჭერას. -ქალბატონო დინა ხომ იცით წარმოქმნილი პრობლემების გამო, პირველი ბლოკი მიუწვდომელია, ამიტომ ოთახებით სარგებლობა ხოლოდ მეორე ბლოკში შეგიძლიათ. -გასაგებია..._ღრმა ამოსუნთქვით იფარგლება დინა. -მაშ ასე, გაიცანით ქალბატონი მარგო ამილახვარი. ჩვენი ფირმის მფლობელი, რომელსაც ძალიან ესაჭიროება ერთადერთი ცარიელი ოთახი მაინც!_ერთ მომენტში დაწყნარებული ქალი ისევ უწევს ხმას. მე კი გაკვირვებული სახით ვდგავარ და უხმოდ გავყურებ მოკამათე ქალებს. თავში ორი მოჩხუბარი ბებია მიტივტივებს, რომელიბიც ერთმანეთს ჩანთებს ურტყავენ. მეცინება. ბოლოს როგორც იქნა თავს ხელში ვიყვან და ჩვეულად მკაცრი ხმით ვებმევი საუბარში. -ქალბატონო ია... დინა... არ ღირს ხმამაღალი ლაპარაკი. ოთახს რაც შეეხება, შეგიძლიათ მომცეთ ისეთი რომელიც ტყის მხარეს გაჰყურებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი მოგეძებნებათ._თბილი ღიმილით კი გავყურებ ქერა ქალს მაგრამ, დარწმუნებული ვარ იცის, ჩემი მზერის უკან სულაც არაა კეთილმოსურნე პიროვნება. -რათქმაუნდა არის ასეთი ოთახი, მაგრამ ის უკვე დაკავებულ... -ეგ მე მომანდეთ._თბილი ტონი წამის მეასედში გამყინველ ხმაში მეზრდება და წინ გამოწვდილი ხელიდან სწრაფად ვართმევ ოთახის გასაღებს. *** -დინ, რა პრობლემებზე ლაპარაკობდა ია?_კორიდორში მიმავალ მეგობარს ინტერესით ვეკითხები, როდესაც თავისი ოთახის კართან ჩერდება და შესვლას აპირებს. -ზუსტად არ ვიცი მაგრამ, ვფიქრობ იმ ბლოკში ელექტროენერგიასთან აქვთ რაღაც პრობლემები. ამიტომ ყველა, სასტუმროს ამ მხარეს დაგვასახლეს. ინვესტორებმა კი მხოლოდ იმით იმართლეს თავი რომ, რადგან ტურისტული პერიოდი ჯერ არ დაწყებულა, ძალიან ცოტა სასტუმრი მუშაობს ამიტომ ყველაზე კარგი ამოვარჩიეთ და აქ გადმოგიყვანეთო._შუბლზე ნერვიულად იდებს ხელს, თან უკმაყოფილოდ აქნევს გრძელ თმებს. -ჯანდაბა მო, მაინც და მაინც უჟმურ მაკოსთან შემომიშვეს._ჩურჩულით მიმანიშნებს ოთახისკენ, მერე აგრესიულად აღებს კარს და გაბუტული გამომატყველებით მემშვიდობება. მეც რაღა დამრჩენია, მომღიმარი სახით მივუყვები გრძელ კორიდორს, სანამ ბოლო სართულს არ ვაღწევ და განკუთვნილი ოთახის კარს ვაღებ. სანახაობა შესანიშვავია. მარცხენა კედელი მთლიანად შუშისაა, საიდანაც მწვანედ აფეთქებული ხეების ულამაზესი ხედი მოჩანს. კი ამბობდა ქალბატონი ია დაკავებულიაო, მაგრამ როგორც ჩანს ჩემს მეტი ამ ოთახში არც არავინაა. ჩანთას ლოგინზე ვაგდებ და დაღლილი ტანით რბილ მატერიას ვეხეთქები. „ორი დღეც და დაისვენებ მარგო“ ალტერ ეგოს სიტყვებზე მალევე მახსენდება, რომ სულ ცოტა ხანში ოფისს ვკეტავთ საზაფხულოდ. -როგორც იქნა, მეღირსება სიწყნარე. თბილისიდან ბაკურიანამდე მგზავრობამ ძალიან დამღალა. თითქმის ცხრა საათია, ამიტომ ნელ ნელა დასაწოლადაც ვემზადები. წამოვგორდები ლოგინზე და ვუყურებ რაიმე ფილმს, პლაზმური ტელევიზორი ამისთვის ზუსტად შემეფერება. მკერდზე მომჯდარ მოვარდისფრო პერანგსა და შავ ქვედა ბოლოს ერთი ხელის მოსმით ვიძრობ ტანიდან. იმ ფაქტით დაწყნარებული რომ გარედან ვერავინ ვერ მხედავს, ჩვეულებისამებრ ლიფსაც ვიშორებ მხრებიდან და მოთენთილად ვეხეთქები გაუშლელ ლოგინზე. გემრიელად ვიზმორები, ისე რომ ხერხემლის მალებს სულ ტკაცა-ტკუცი გააქვთ... მაგრამ ჩემი ნებივრობა სულაც არ გრძელდება დიდ ხანს. შეშეინებულად ვხტები როდესაც დიდი ოთახის რომელიღაცა კუთხიდან ნაცნობი სხეულის, წყლისგან დაწინწკლული სილუეტი გამოდის. მკერდზე ხელებ აფარებული ვზივარ საწლზე და გაკვირვებით გავყურებ ტატოს რომელსაც ისე უჭირავს თავი, გეგონება სულ ვერ მხედავდეს ან სულაც არ ვარსებობდე. ლოგინის წინ, მოპირდაპირე კედელთან მდგარი სკამისკენ იშვერს მადიან მკლავებს, იქვე გადაკიდებული ტანსაცმლის ასაღებად. „ჯანდაბა...როგორ ვერ დავინახე ეს ყველაფერი... „ -დიდი ხანი აპირებ მანდ ჯდომას და ჩემით ტკბობას?_მოუტრიალებლად მეუბნება არჯევანიძე, თან თავის საქმეს აგრძელებს. -და საიდან მოიტანე რომ შენით ვტკბები? -თვალს არ მაშორებ...თუ ვცდები?_იკადრა შემობრუნება. განიერ გულ მკერდზე მადიანად მოგორავენ წყლის წვეთები, მერე კი იატაკს ეხეთქებიან მთელი ძალით. არჯევანიძე ჯერ ცბიერად გამომყურებს, მერე თავიდან ბოლომდე მწველი მზერით მამკობს. ვხედავ როგორ ეყოფა ბაგე აზარტული ღიმილის გარბენისას. -ნუ ღელავ, დარწმუნებული ვარ, არ გაქვს ისეთი არაფერი რაც აქამდე არ მინახავს._ჩემს სიშიშვლეზე ცბიერად მიმანიშნებს. ვბრაზდები. „ხომ ვამბობდი უტაქტოათქო!“ -რა გინდა აქ?_გაკვირვებული სახით გავყურებ, თან ვცდილობ კონცენტრაცია მის სახეზე მოვახდინო და არა...სხეულზე. -მინდა მოგახსენო, რომ დარჩენილი ორი დღის განმავლობაში აქ მომიწევს ცხოვრება. -მინდა გახარო, რომ ამ ორი დღის განმავლობაში აქ მე ვცხოვრობ,_მისივე ცინიკური ტონით ვუბრუნებ პასუხს. -ასე რომ შეგიძლია ჩაიცვა...და გახვიდე ოთახიდან._ვცდილობ ვაჟბატონის სიშიშვლე არ შევიმჩნიო, ვითომც არაფერი არ ხდება. მაგრამ როგორც ჩანს ბატონ ტატო არჯევანიძეს, ჩემი არა მარტო აღტაცება, არამედ აზრების კითხვას შესძლებია. -ლოყები გაგიწითლდა თუ მეჩვენება?_ეშმაკური ღიმილით გამომყურებს და ისე იქცევა თითქოს სულ არაფერი არ მეთქვას. „ასე არა?! თუ გგონია რომ მხოლოდ ისაა ყველაზე გახსნილი და უკომპლექსო, ძალიან ცდება!“_აზარტული ალტერ ეგო, თამაშის ხასიათზე წამში მოდის. მეც, მისით წაქეზებული, მკერდზე მიბჯენილ ხელებს უდარდელად ვუშვებ დაბლა, ხერხემალს კომფორტულად ვათავსებ ლოგინზეე და ფეხი-ფეხ გადადებული ვიწყებ ტელევიზორის ყურებას. ნამდვილად უდარდელად მიჭირავს თავი და მიკვირს ჩემი თავის კიდეც. ყოველთვის ვიყავი ამაყი, ანდაც იგივე გახსნილი მაგრამ ასეთ დონემდე რომ გადავრეულიყავი, არა. ვგრძნობ როგორ მეწვება კანი მფუფქავი მზერით. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ჩემმა ქმედებამ გააოცა და არა... ჩემი სხეულის ხედმა. თვალებს ძერასავით ვაქანებ არჯევანიძისკენ, როდესაც მუცელზე შორიდან ნასროლი თხელი პლედი მეფინება. -მიფარე, შეგცივა._ცივი ხმა, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, სასიამოვნო ჟრუანტელს მაყრის კანზე. დიახაც, მსიამოვნებს რომ მეც ვიწვევ ამ ადამიანში ორიოდე გრძნობას მაინც! -არ მინდა გმადლობთ. სიცხისგან ლოყები ამიწითლდა. „აბა ეხლა რას იტყვი არჯევანიძევ?!“_დაცინვით გამოკივის მეორე მე. -მარგო... არ გინდა..._თვალებდახუჭული მამაკაცი ზანტი, ძალიან მომთმენი ხმით მელაპარაკება. ახელს თუ არა თვალებს, მის მზერაში უზარმაზარი ჩაბნელებული ურჩხულის დანახვა შემიძლია, რომელიც შესაფერის მომენტს ელოდება გარეთ გამოსახეთქად. -პირიქით ტატო, ძალიანაც მინდა..._ თამაშის მოსურნე ცბიერი მელა, წამის მეასედში იღვიძებს ჩემში. ისევ მჯდომიარე პოზიციას ვუბრუნდები და მკერდზე ჩამოყრილ ნახშირივით თმებს ზურგს უკან ვაგდებ, თან უვნებელი ქალის გამომატყველებას ვიდებ სახეზე. „კარგად იცი, რომ უვნებელი ქალის სტატუსი დაბადებიდანვე შორს იყო შენგან, მარგო“_ალტერ ეგოს მორიგი კომენტარი უფრო მეტად მიღვიძებს თამაშის სურვილს... მითუმეტეს როდესაც წინ ასეთი მადისაღმძვრელი მამაკაცი მიდგას. ველურივით მოვარდნილი არჯევანიძის ხელებს რიტმულად ვაყოლებ ტანს. უხეში, ძალიან სასიამოვნო ტკივილისგან გამოწვეულ გრძნობებს გასაქანს ვაძლევ თუ არა, ყელიდან კვნესა მვარდება. მომთხოვნად აცურებს ხელებს მკერდიდან მუცლისკენ, ქვემოთ და ქემოთ სანამ ბარძაყებს არ წვდება. გაშლილ მუხლებს ძლიერად უჭერს ხელს, თან მოშიშვლებული ყელის კბენას აგრძელებს. -ეს გინდოდა არა?!_ღენით ამოთქვავს დაქანცული მამაკაცი. შუალედებში მკერდზე ისევ მჭრელი კბილების შეხებას მივლის, რომელიც თანდათნ მუცლისკენ ინაცვლებს. სასიამოვნო ტკივილი ძვლებამდე ატანს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცხელი ტუჩების შეხება მალევე მცილდება სხულიდან. გააზრებასაც ვერ ვასწრებ იმდენად სხარტი მოძრაობით მშორდება ჟღარი. გაკვირვებული გავყურებ ლოგინის კიდესთან მდგარ, მკვრივ მასას რომელიც გაშავებული თვალებით ერთიანად მწვავს. რამდენიმე წამი გაუნძრევლად მაკვირდება სხეულის გავლით სახეზე, მერე მალი რეაქციით ზურგს მაქცევს და სკამზე მიგდებულ მაიკას ეჯაჯგურება. გაურკვევლობაში მყოფი, ტანს ჯერ მჯდომიარე პოზიციას ვუბრუნებ, მერე კი ლოგინს საერთოდ ვაცილებ შიშველ სხეულს. ზურგშექცეული მამაკაცი აგრესიულად ცდილობს მასურის საყელოს მოძებნას, თუმცა აკანკალებული ხელების გამო შედეგს არც თუ ისე კარგად აღწევს. განიერ ზურგზე ნაზად ვუსმევ ნატიფ თითებს. შეხებას ნელ ნელა თეძოებისკენ ვაპარებ, როდესაც ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო გრძნობებს იწვევს მამაკაცში. -მარგო არ გინდა. -რატომ? ნუთუ არ გინდივარ?_ვცდილობ მოთამაშე ხმით მაინც განვტვირთო გარემოება, მაგრამ წამში შემოტრიალებული სახის დანახვა მალევე მაჩერებს. ვიცი, ეშინია ჩემი. ეშინია ჩემით გამოწვეული გრძნობების, ჩემით მონიჭებული სიამოვნების, ეშინია იმისიც, რომ ახლანდელი ურთიერთობის შემდეგ საფეხურზე ატანას მოვთხოვ. „ნუთუ აქამდე ვერ მიხვდა, რომ არ ვარ მისი წინანდელი სათამააშოების მსგავსი ქალი?“ მომწონს...არა უფროსწორედ მაგიჟებს ის ფაქტი რომ ადამიანში ასეთ ემოციებს ვიწვევ. მაგიჟებს ისიც, რომ მასში, ჩემდამი საოცარი სურვილი და ვნება ტრიალებს... და ზუსტად ეს არ მაძლევს იმის საშუალებას რომ ასე ადვილად მოვცილდე დავნებდე... ზანტი მოძრაობით ვკრავ ხელს, ამიტომ თვალის დახამხამებაში არჯევანიძეც ლოგინზე მთელი ძალით ეხეთქება. მის თეძოებზე შემომჯდარი, ცოტა ხანს ჩუმად გავყურებ მოღუშულ თვალებს, რომლებშიც მხოლოდ ვნების გარჩევა შემიძლია. ყურზე კბილების ოდნავი გამოკვრით ვაგრძნობინებ რომ საოცრად მომწონს ამჟამინდელი გარემოცვა. ნელ-ნელა, კოცნა-კოცნით მივასრიალებ ტუჩებს დაძარღვულ ყელზე, წვერმოდებული ნიკაპის კბენით, სანამ მომწვანო თვალებს არ ვაწყდები. -გპირდები, არანაირი გულები და რომანტიკა... მხოლოდ სექსი. როგორც ჩანს ისედაც ზედმეტად აღგზნებულ ტატოზე, ჩემი სიტყვები ძლიერი აფროდიზიაკივით მოქმდებენ. სიძლიერით სავსე მოძრაობაში მისი მკერდის ქვემოთ ვჩნდები და აი, ზუსტად მაშინ იწყება ყველაზე გამაგიჟებლად სასიამოვნო, აგრესიული ვნების თამაში... *** თავი 6 *** „ამილახვარო..მარგოო, გაღვიძების დროა!“ ზანტად დაჭყეტილ თვალებში მამაკაცის მთვლემარე სახე მერეკლება. შუბლზე ჩამოყრილი თმები საყვარლად ეფინებიან გრძელ წამწამებს, რაც ჩემ ღიმილს იწვევს. რატომღაც მინდება მისი არსებობა რეალურად შევიგრძნო, არა კოცნის ან სექსის დროს, არამედ ახლა, ამ წამს როდესაც ასე უდარდელად ძინავს. გაყინულ თითებს ნაზად ვადებ ტუჩებზე, ოდნავ დაჭორფლილ მკვეთრ ყვრიმალებზე, თვალებზე.ჩემი ქმედებების გამო, ისევ მეღიმება. გუშინდელი ღამის შემდეგ კიდევ ერთხელ მაკითხავს ჟრუანტელი, როდესაც უეცარი მოძრაობით მამაკაცის მკერდზე ვჩნდები. -რაო ქალბატონო ამილახვარო, გგონიათ თქვენი გემრიელი თითები ძილში ვერ მომაკითხავენ?_მისი სიცილი მეც უაზროდ მეკრობა სახეზე. მადიანად ვკოცნი ჩემი გუშინდელი კბენისგან გახეთქილ ტუჩზე. ისიც ვითომდა მტკივნეულად ოხრავს. წამწამების ფახუნით ვაკვირდები არჯევანიძის სახის მიმიკებს. ღიმილიანი და აზარტული გამომტყველება ეტაპობრივად იცვლება, დაღვრემილ მზერაში. „ნუთუ რამე არ მოსწონს?“ -რა მოხდა?_გადიდებულ თვალებში მისი ირონიული ღიმილი ჩამდის. ვერ ვუგებ ვერაფერს... -მაგიჟებს... -ვინ? -მარგო ამილახვარი...ქალი რომელმაც თავიცი უდრეკი ხასიათით მომაჯადოვა... *** -დათო?! აქ რას აკეთებ ადამიანო?! -შენც გაგიმარჯოს მარგო. -მაპატიე. უბრალოდ გაოგნებული ვარ. ობიექტის არეალი მშვიდობიანად დავათვალიერეთ და შევაფასეთ კიდეც. ყველაფერი შესანისნავად მიდიოდა, სანამ კიდევ ერთ ნაცნობ სახეს არ გადავეყარე, რომლის აქ ყოფნას სულაც არ მოველოდი. -დასასვენებლად ჩამოხვედი?_მეგობრული ჩახუტების შემდეგ, ფართო ღიმილით გამომყურებს მაღალი მამაკაცი. „ნეტა მართლა ასე იყოს. არაუშავს მარგო, ხვალაც და მერე როგორც იქნა დაისვენებ სულ ცოტა ხნით მაინც!“_მეორე მე როგორც ყოველთვის თავისებურად მიჭერს მხარს. -არა, არა. უბრალოდ სექტემბრიდან ამ ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს აშენება იგეგმება. ჰოდა, აი ჩვენც ადგილის შესაფასებლად მოვედით._დათოს გაურკვეველი სახის მიხედვით, დიდათ ვერ მიხვდა რაზე ვლაპარაკობ. -ვიცი, არ მითქვამს შენთვის. სამშენებლო კმპანიის მფლობელი ვარ._მის სახეს კიდევ უფრო დიდი გაკვირვება ედება ჩემი სიტყვების გაგებისას. ჩემდაუნებლიედ მეღიმება. -არ ვიცი ეს უბრალო დამთხვევაა თუ ბედი მაგრამ...ვფიქრობ, სახელი ერეკლე ერისთავი გსმენია? -რათქმაუნდა. ერთ ერთი პრესტიჟული კომპანიის მფლობელია. -...და ბიძაჩემიც._დათოს სიტყვები ამჯერად მე მაბნევენ. ესეიგი ბატონი ერეკლეს დავალებითაა აქ? -სექტემბრიდან, როგორ უკვე თქვი, მშენებლობა იწყება ამიტომ ჩვენც ყველაფრის მოსაგვარებლად ჩამოვედით. „რაო რა თქვა?! ვერ გავიგე რაღაც...“ -ანუ თქვენ აშენებთ ამ სასტუმროს?_მეგობრული ტონის მიუხედავათ ხმაში ცინიზმი მერევა. -იმედი მაქვს.. -ვფიქრობ რაღაც გაუგებრობა მოხდა. ინვესტორებს ელაპარაკეთ? იცი, არ მინდა ცუდათ იფიქრო რამე, მაგრამ შენობა უკვე დაპროექტებულია..._ვფიქრობ მიხვდა რომ მშენებლობას „მწვანე სხივი“ გეგმავს და არა ერისთავების კომპანია. ძალიან არ მომწონს ეს ამბავი. არ მინდა რომ ჩემს საქმეში ისინი ერეოდნენ! -მოდი ამ დღეებში დამეკონტაქტე და ყველაფერს გავარკვევთ. ბატონ ერეკლეს კი გადაეცი, რომ გახსნილად შეუძლია შეხვედრის დაგეგმვა როცა კი მოესურვება. მოკლე დიალოგისა და დამშვიდობების შემდეგ, ობიექტიც მალევე დავტოვეთ. მორჩა დამთავრდა ჩემი წვალება! ხვალინდელი დღეც და როგორც იქნა დავისვენებ ორი კვირით მაინც! რაც შეეხება დათოს, მასთან შეხვედრამ დიდად გამაკვირვა.თავის საქმიანობაზე არასდროს არაფერი არ უთქვამს, ახლა კი, როდესაც ჩევენს ობიექტზე მეცხადება, ამბობს რომ ერისთავების კომპანიის წარმომადგენელია. არ შეიძლება ერთ ობიექტზე ორი სამშენებლო კომპანია იყოს ჩართული. მეუცნაურება ეს ყველაფერი.... ბაკურიანიც როგოც იქნა დავტოვეთ. თბილისში დაახლოებით ღამის ათი საათისკენ ჩამოვაღწიე და როგორც კი სახლის კარები გავაღე, მაშინვე ტელეფონს ვეცი. -თინ დაკავებული ხომ არ ხარ? -თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ცანცარა ლექსოს გროძნობების ტალღამ გადაუარა, მაშინ არ ვარ დაკავებული._თინის გახარებული ხმა მეც მიხალისებს გულს. ყურმილის მეორე მხრიდან მამაკაცის ხმამაღალი სიცილიც მესმის, არ დაუჯერო ამ ქალს, ყველაფერს აზვიადებსო. -კარგით ჰო, აღარ მოგაცდენთ ტკბილი საღამოსგან. -მოიცა არ დაკიდო გოგო! ხომ კარგად ხარ? -კი თინ კარგად ვარ. უბრალოდ მეგონა თავისუფალი იყავი, მექთი გამომივლიან ეგ და თავისი ქმარუკათქო. -მერე რაღას იყავი ჩუმათ ამდენ ხანს ქალო? ლექს, ჩაიცვი და ჩემი ჩანთაც გამოაყოლე!_თინის ყვირილისგან ყური მიბუჟდება. როგორც ვხვდები მალე ჩემი გიჟებიც მეწვევიან... *** -მო, კიდევ ორი ჭიქაც გამოაყოლე! თაზო და ლილეც მოვიდნენ!_მისაღებიდან სამზარეულოში გამომყვირის დინა. კიდევ ორ არყის ჭიქას ლანგარზე ვათავსებ და მხიარული სახით მივემართები ოთახისკენ. -ჰა, რას შვებით ხვალე?_ლაილასთან მოთამაშე თაზო ინტერესით კითხულობს ჩემთვის გაურკვეველ კითხვას. -საღამოს რვაზე გავდივართ. ალბათ დიმას სახლთან შევიკრიბებით. -რაზე ლაპარაკობთ, მეც გამარკვიეთ რა._ხვეწნის ტონით ვეკითხები ერთმანეთში მოსაუბრე ბიჭებს. -აუ, ამ ქალს ადრეული სკლეროზი ემართება უეჭველი_დაცინვით გამომყურებს ლექსო, ამიტომაც მალევე იღებს მტკივნეულ მუჯლუგუნს მხარში. -გოგო მერამდენეთ უნდა გითხრათ მე და ლილემ, რომ თიანეთში მივდივართ, დიმას და ტატოს აგარაკზე._დინას წიკვინა ხმა მაშინვე მაბრუნებს რეალობაში. ჯანდაბა, ეს როგორ ამომვარდა თავიდან? ნეტა ვინმემ მაინც იცოდეს როგორ არ მინდა იქ წასვლა გუშინდელის მერე... *** ბინიდან გამოპარული ჩქარი ნაბიჯებით მივემართები მეზობელი სადარბაზოსკენ. დარწმუნებული ვარ ლექსოს და თინის ტიტინშიმ დანარჩენები ვერც კი შეამჩნევენ ჩემს არ ყოფნას. ყოველშემთხვევისთვის ცოტა ხნით მაინც... გულ-აფანცქალებული ვდგავარ ნაცნობ კარებთან და ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია ღირს თუ არა დაკაკუნება. ბოლოს და ბოლოს ტატო ჩემი მეგობარი თუ არა ნაცნობი მაინცაა, თანაც ბიჭების ძმაკაცია. -ჯანდაბას ყველაფერი მომხდარი... როგორც იქნა ძალას ვიკრებ. მოკლე კაკუნის შემდედ ჯერ ოთახიდან გამოსული წვრილი ხმის სიცილი მესმის, მერე როგორც იქნა ურდული იწევა და... „ესეც ბედის ირონია..." მოკლე შორტებში გამოწყობილი ქალის ცივი სახე, გაკვირვებულად გამომყურებს. მოყავისფრო თმა გამოყვანილ მხრებზე ჩამოყრია, დიდი თვალებით კი ჩემს დათვალიერებას აგრძელებს. ტვინში მალევე ამომდის აივნის კადრები, მაშინ როცა ჯერ კიდევ უცნობ არჯევანიძესა და ვიღაც ლამაზმანს წავასწარი. „ნუთუ მართლა ისაა?“ -რამე გნებავთ?_მეგობრული მაგრამ მაინც უნდობი ხმით მომმართავს ქალი. რომ ვთქვა გული მეტკინა არჯევანიძის საქციელითთქო, ტყუილი იქნება...თუმცა, მაინც არ ვიცი რატომ ვარ ამ დონემდე დაბნეული... -შეგიძლიათ ტატოს დაუძახოთ, დიდად დაკავებული თუ არაა?_აგუგუნებული გული ცივათ მიცემს მკერდში. ქერა ლამაზმანი ჯერ ეჭვის თვალით გამომცქერის, მერე კარგი ბატონოს ძახილით მიემართება ოთახისკენ და სულ მალე მამაკაცის ბოხი ხმაც მესმის. -გამარჯობა ტატო..._უდრეკი ხმით კი ვცდილობ ლაპარაკს მაგრამ, ასი პროცენტით ვიცი, მიხვდა რომ ამ ხმის უკან მოწყენილობა იმალება. -ქალბატონო მარგო..._თავაზიანად მიქნევს თავს მოსალმების ნიშნად. „აჰჰ, ვხედავ ისევ ფორმალურ ტონს მიუბრუნდა..“_ექიდნური სიცილით მეჩურჩულება მეორე მე. -თაზო, ლექსო და გოგოები არიან მოსულები. ვიფიქრე ბატონ არჯევანიძესაც თუ სცალია შემოგვიერთდებათქო... მაგრამ როგორც ვხედავ დაკავებული ყოფილხარ._ცინიზმი მერევა ხმაში, როდესაც ქერა ბრუნდება და მამაკაცს იდაყვით ეყრდნობა მხარზე. -მარგო..._წამოსასვლელად შებრუნებულს მისი ხმა მეწევა. ნელი მოძრაობით ვტრიალდები, თვალებში კი მამაკაცის ნაღვლიანი სახე მიდგება. მის გვერდით მყოფი ქალის გამომეტყველება ჯერ გაკვირვებით იფარება მერე კი ფართე ღიმილით. -მარგო...ქალბატონი მარგო ამილახვარი? ლეგენდარული „მწვანე სხივის“ მფლობელი! _მიუხედავათ აღტაცებული ტონისა ხასიათი წამითაც არ მიკეთდება. ქალი ისევ აგრძელებს ლაპარაკს. -თქვენი არქიტექტურული დიზაინები მაოცებენ! არც კი მეგონა თუ როდესმე მაინც შეგხვდებოდით._რამდენიმე ნაბიჯით ჩემსკენ იწევა თან ხელს მიწვდის ჩამოსართმევად. მეც რაღა დამრჩენია, როგორც კულტურულად აღზრდილი ქალი მეგობრულად ვესალმები. -მაპატიეთ, ჩემი სახელი არც კი მითქვამს. სოფო... სოფო არეშიძე. „ვითომდა ‘სილიკონის ტურფა’ ჩემი სიტყვებით. არადა ძალიანაც ლამაზი ქალია...“ -ძალიან სასიამოვნოა სოფო._თბილად გამოვყურებ ტანად ქალს მაგრამ, აი გაკვირვებულ არჯევანიძეს, ცბიერ მზერას ვურტყავ. -სოფო, მინდა ჩვენი ნაცნობობის ნიშნად ჩემთან დაგპატიჟო. ტატ..ბატონი ტატო თუ არ იქნება წინააღმდეგი. -ვფიქრობ არაა ყველაზე კარგი იდეა._დაბღვერილი მამაკაცი სერიოზული ტონით მეუბნებ, მაგრამ ხომ ვიცი მის ასეთ ხმაში უფრო ბრძანება დევს ვიდრე მეგობრული თხოვნა. „დესპოტი!“ -კარგი რა პუპს, ნუ ხარ უჟმური._“პუპსიკი“ აღრენილი სახით კი გაჰყურებს ქალს მაგრამ ჩემი გაღიმებული სახის დანახვისას თითქოს გული ულბება. თუმცა ხომ ვიცი, ძალიან კარგად ხვდება რომ ეს ღიმილი სულაც არაა მეგობრული... *** ბიჭებს ძალიან გაუხარდათ თავისი ძმაკაცის მოულოდნელი ვიზიტი. როგორც ვხვდები, ახალი ბინის შეძენის მერე, ტატოს ადგილსამყოფელი არც თაზომ და არც ლექსომ არ იცოდა. კიდევ ორი საარყე ჭიქის გამოტანა მომიწია, ვაჟბატონი „პუპსიკისა“ და მისი მზეთუნახავისთვის. „რატომ ვგრძნობ ასე უცნაურად თავს? ბაკურიანში, მისი აღიარების შემდეგ, მეთვითონ არ მოვახსენე ყველაფერი დავტოვოთ ისე როგორ ადრე იყო მეთქი?“ გულზე უეცრად მოწოლილი სევდა, მაიძულებს რომ ცოტა ხნით დავტოვო მეგობრების მხიარული ჯგუფი და აივანზე გავიდე გონზე მოსასვლელად. გულს ისევ ნაღველი ფარავს, თავში კი გუშინ მომხდარი ამბავი მიტივტივებს. -მო? მოხდა რამე?_აივანზე გამოპარული ლილეს ხმა, ცოტათი მაბნევს. -არა ლილ არაფერი უბრალოდ... „აღარ შემიძლია მეტი! ვეღარ დავაკავებ ცრემლებს...“ მართლაც. თვალები უაზროდ მებინდება, ლოყებზე ნელ ნელა ჩამოღვენთილი თბილი სითხით. -არ იტირო ჩემო ლამაზო... აი ნახავ ყველაფერს გაარკვევთ შენც და ტატოც..._მეგობრის მიერ ნათქვამი სიტყვები უსაზღვროდ მაბნევენ. საკუთარი უსუსურობის გამო ცრემლების ნაკადი კიდევ უფრო მატულობს. -ნუ მიყურებ ასე. რადგან ცანცარა ვარ, იმას კი არ ნიშნავს რომ ვერაფერს ვერ ვხედავ და ვერ ვხვდები._დაბინდული მზერიდან ლილეს მომღიმარ სახეს მაინც ვარჩევ. -გიყვარს მო? -არ ვიცი ლილ. მართლა არ ვიცი._საკუთარი ატირებული ხმა არასასიამოვნოდ მხვდება ყურებზე. ღმერთო, რა დაბალ დონემდე დავეცი... -ეგ სიყვარულის ნიშანია მარგო... ყველა გრძნობა რომ გერევა ერთმანეთში, საერთოდ აღარ იცი რა ან როგორ უნდა იფიქრო._ლილე როგორც ყოველთვის ღრუბლებში დაფრინავს. -ნეტა ყველაფერი ეგეთ ადვილი იყოს, ლი. -რას გულისხმობ?_გაკვირვება ერევა ხმაში. -იცი? თავიდან მეგონა რომ მის მიმართ სულ არაფერს არ ვგრძნობდი, ამიტომ სულ გაუაზრებლად დავწექი მასთან. მეგონა სექსის მეტი არაფერი არ დაგვაკავშირებდა. მაგრამ... -მარგო... -არ გინდა. არ თქვა არაფერი, უბრალოდ მომისმინე. არასდროს არავინ არ მიზიდავდა მაგრამ, გულით მინდოდა მყავრებოდა მამაკაცი, რომლისთვისაც ყველაფერს გავცემდი. დღემდე არ გამომდის არაფერი, ლი, მიუხედავათ იმისა რომ ბაკურიანში თითქოს ყველაფერმა დაიწყო დალაგება. იცი რა მითხრა ტატომ? მაგიჟებო, უდრეკი ხასიათით მომაჯადოვეო. იცი როგორ შემეშინდა? ჩემი საკუთარი თავის შემეშინდა, იმის რომ ვიღაცის მიმართ გულში ის საზიზღარი გრძნობა გამიჩნდა... -მო, რატომ გგონია რომ შენი მშობლების ამბავი ისევ უნდა განმეორდეს შენზე? არ იქნება ასე. დროა ვიღაც შეიყვარო. ოცდაცხრა წლის ხდები მო. ოჯახი საჭიროა... -ვიცი ლილ ვიცი მაგრამ... იცი, რომ მითხრა მაგიჟებო, თავიდან გამიხარდა. მეცხრე ცაზე ვიყავი. მერე და მერე დამიარა შიშმა. ასე ვუთხარი მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის მეთქი. -მარგო, არ შეიძლება ასე. ხომ იცი, რომ ნამდვილად ჭკუა ეკეტება შენზე? როცა არ უნდა ვნახო, სულ გადიდებული თვალებით გიყურებს. -ვიცი მაგრამ, ისიც კარგად მესმის რომ მასაც აშინებს ურთიერთობები. რატომ არ შეიძლებოდა ყველაფერი ისე დაგვეტოვა როგორც იყო ჰა? -იმიტომ რო უყვარხარ ადამიანო, შეიგნე!_როგორც ჩანს ზედმეტად გავაცეცხლე ლილე. მწვანე თვალები გიჟივით აენთო. -რომ ვუყვარდე თავის სოფოსთან არ წავიდოდა._სლუკუნით ვამტკიცებ ჩემსას, მაინც არ ვიტეხ იხტიბარს. -ჩემი და ლექსოს ამბავი დაგავიწყდა? არ გახსოვს ერთმანეთის საეჭვიანოდ რას არ ვაკეთებდით? ნუ ტირი მო. დამიჯერე, მალე სულ ყველაფერი დალაგდება... ლილეს დარიგებას როგორც იქნა დავუგდე ყური და ნელ ნელა აგუგუნებული გულიც დამიწყნარდა. ოთახში გასულებს ჩვეულებრივი სანახაობა დაგვხვდა. თაზო და ლექსო როგორც ყოველთვის გიჟების ამპლუაში არიან. დინა, თინი და სოფოც არანაკლებ ხალისობენ. ერთადერთი რაც თვალში არასასიამოვნოდ მეცემა, არჯევანიძის დაღვრემილი ღიმილია, რომლითაც აჩვენებს რომ ვითომდა ლაპარაკშია ჩართული. სულ რამდენიმე წამით, ჩვენი მზერა ვაზის ტოტებივით იხლართება ერთმანეთში. თვალებს წამის მეასედში ვაშორებ მის ულამაზეს სახეს. ოქროსფერი ტონის ჟღარი თმა ქაოსურად ჩამოყრია მაღალ შუბლზე, რომელიც ჰარმონიულად უერთდება სწორი ფორმის მამაკაცურ ცხვირს. ყბებზე მოდებული დაბალი წვერი გემრიელად აჩენს აწითლებულ ტუჩებს... როგორ მინდა კიდევ ერთხელ მაინც მაკოცოს ისე როგორც ადრე მკოცნიდა, თავისებურად, ერთდროულად რბილად მაგრამ მაინც უხეშად, კბენა-კბენით... მის ხანმოკლე მზერაში, ჩვეული სიტყვების ამოკითხვა შემიძლა: „არაუშავს ფისო, მალე ყველაფერი მოგვარდება...“ ნაღვლიან ღიმილს ვუგზავნი, და როგორც იქნა, გულში იმედის ოდნავი ელვა ხალისიანად იწყებს სირბილს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.