შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -14-


8-09-2015, 03:42
ავტორი ჯია
ნანახია 4 496

მხოლოდ ერთი წრე დავარტყით კუს ტბას, შემდეგ კი კაფეში შევედით. მართალია, ზაფხული მოდის, მაგრამ საღამოობით მაინც ძალიან ცივა, ამიტომ მიმტანს პლედის მოტანა ვთხოვე.
-წითელ ღვინოს უღალატე? -ღიმილით მკითხა კოტემ და ჩემს ცხელ ჩაის დახედა.
-მცივა. -შევიშმუშნე და პლედი შევისწორე.
-მგონი, რაღაცის თქმას აპირებდი. -იმედიანი თვალებით ამომხედა კოტემ. რის თქმას ვაპირებდი? სულ გადამავიწყდა.. ურთიერთობაზე დათანხმება მინდოდა.
-არა, არაფერი. -გავუღიმე და ტბას გადავხედე. რატომ არასოდეს ვსეირნობდით მე და მაქსიმე? ალბათ ბებრული თემაა ეს სეირნობა, პრინციპში არც არასდროს შემითავაზებია. ძალიან ბევრს ვივლიდი მასთან ერთად ვენეციის ვიწრო ქუჩებში..
-ტაისია. - უხალისოდ გამოვაბრუნე მისკენ თავი, ჩემს ფიქრებში შემოპარულ მაქსიმეს ეს-ეს იყო, სადღაც ლამაზ ილუზიაში უნდა წავეყვანე, კოტემ რომ ისევ დედამიწაზე დამაბრუნა. - ალბათ არასდროს გადმოდგამ ჩემკენ ნაბიჯს, ხომ ასეა?
რა დროს ეს კითხვა იყო ახლა? მაქსიმესთან ერთად ვსეირნობდი ვენეციაში. ვენეციიდან, კუს ტბაზე აღმოჩენა და თან კოტესთან ერთად, ცოტა არ იყოს რთული ტელეპორტაციაა. მგონი, ვგიჟდები..
-გესმის? -ჩამეკითხა კოტე. ხმას ისევ არ ვიღებდი, ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი ჩემ წინ მჯდომ მამაკაცს. თვალებში იმედი გაჰქრობოდა.. -კარგი, მაშინ მე ვილაპარაკებ და შენ მომისმინე. -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -ვიცი, რომ ვიღაც სხვა გიყვარს და უარყოფას აზრი არ აქვს. ყოველდღე გნახულობ და გატყობ.. ჩემ გვერდით კი ხარ, მაგრამ ფიქრებით სხვაგან დაფრინავ ხოლმე. მივხვდი, რომ მართლა ვერასოდეს შემიყვარებ.
-მე იმედი არასოდეს მომიცია, კოტე. - სევდიანად გავხედე, მაგრამ კარგია რომ თვითონ მიხვდა და ისევ მე არ მომიწია რაღაცეების ახსნა.
-დამამთავრებინე.. შენგან მხოლოდ პატივისცემაც მეყოფა, არ მინდა სიყვარული. მე მიყვარხარ, ესეც საკმარისი იქნება ბედნიერი ოჯახისთვის, მთავარია პატივს მცემდე და არასოდეს მიღალატო. შვილები კი უფრო გაამყარებს ჩვენს ოჯახს, ვიცი, დარწმუნებული ვარ.. ტაისია, გამომყევი რა ცოლად! -როგორ უნდა მიიყვანოთ კაცი სასოწარკვეთილებამდე? შეგიძლიათ კურსებზე ჩემთან ჩაეწეროთ, არ დაგზარდებით, ყველაფერს დეტალურად შეგასწავლით. ვუყურებდი კოტეს და ვფიქრობდი, რა ვუქენი ამ კაცს ესეთი, ჭკუაც რომ დავაკარგვინე მეთქი.
-დოკუმენტები სად გაქვს? -მართალია, არ ვუბრაზდები ამ ნაბოდვარზე, ჩემი ბრალია ამ დონემდე რომ დავიყვანე, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ ამ ირონიას, რა გავაკეთო..
-რა დოკუმნტები? -გაკვირვებულმა მკითხა კოტემ.
-კონტრაქტი ბედნიერ ოჯახზე. -უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-ტაისია, ხუმრობის ხასიათზე ხარ? -წარბები შეკრა მამაკაცმა.
-კოტე, გეყოს.. სხვა რამეზე ვისაუბროთ. -მამაკაციც აღარ შემეწინააღმდეგა, მიხვდა ალბათ ჩხუბამდე, რომ მიგვიყვანდა ეს ყველაფერი და დანებდა.



სესილიას დაბადების დღე ახლოვდებოდა. მაქსიმე ჩამოვა? არამგონია, მისი აგარაკის მშენებლობის დასრულება მის გარეშე აღნიშნონ, თან დედამისის დაბადების დღეა. უეჭველი იქნება.. მზად ვარ შეხვედრისთვის? რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნები. მითუმეტეს ახლა, როცა კოტე დამიმშვენებს გვერდს.
კარებზე კაკუნის ხმა მომესმა, აივნიდან აუჩქარებლად შემოვბრუნდი და კარები გავაღე.
-კიდევ კარგი სახლში ხარ. -სახლში ლენუკა შემოცქრიალდა.
-აბა სად უნდა ვიყო? -გავიკვირვებული ავედევნე სამზარეულოში შესულ ნათლულს.
-რავი, კოტესთან ერთად სადმე. -მხრები აიჩეჩა ლენუკამ და მაგიდაზე დადებული ლარნაკიდან კურძნის მტევანი აიღო. -ყავას მომიდუღებ?
-ვიჭორაოთ? -გამეცინა, მივხვდი, რომ რაღაცეების მოყოლა უნდოდა.
-ხო რა, მომენატრა. - გამიღიმა და ყურძნის კუმპალი პირისკენ გაიქანა.

ყავის ჭიქებით ხელდამშვენებულები აივანზე გავედით და მაგიდასთან მოვკალათდით.
-ამიკომ ოჯახზე დაიწყო ლაპარაკი. -პირდაპირ მითხრა ლენუკამ, ლამის ხელიდან ჭიქა გამივარდა და დავიდუღრე.
-შენ გინდა? -ვკითხე ნათლულს.
-არა ვთვლი, რომ ადრეა. ჯერ პატარები ვართ ოჯახისთვის.
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ. -გავუღიმე ლენუკას და ამჯერად მშვიდად მოვსვი ყავა.
-მაგრამ ამიკოს ეს ვერ შევაგნებინე.
-რას გეუბნება?
-აიკვიატა, რომ უკვე 24 წლის არის და ცოლ-შვილი უნდა. -თვალები მობეზრებულად გადაატრიალა გოგონამ. -მეტყობა ახლა მე რამე რომ მზად ვარ ცოლობისთვის და დედობისთვის? მე გაგზრდით ორივესო და სისულელეებს მებოდიალება.
-როგორ კაცობენ ეს 24 წლის ბიჭები რა. - ირონიულად გავიხუმრე, რაზეც ორივეს სიცილი აგვიტყდა. - შვილისთვის მართლა პატარა ხარ. -შუბლი შევჭმუხნე, რომ წარმოვიდგინე ლენუკა ბავშვით ხელში. -უბრალოდ ერთად რომ გადახვიდეთ თავიდან არა?
-კარგი რა, ტაისია! მამაჩემი მაგაზე, რომ არ დამთანხმდება ხომ იცი? არც ამიკოს უნდა ეგ.. გინდა თუ არა სახლიდან უნდა წაგიყვანო თეთრი კაბითო.
-იქნებ ერთი წელი მაინც, როგორმე გადააფიქრებინო, მეორე და მესამე კურსი ყველაზე დატვირთული გექნება. მესამე შედარებით ნაკლებად..
-შევეცდები.. იმედია არჩევანის წინაშე არ დამაყენებს, ან ოჯახი ან კარიერაო.
-არ არსებობს. პირიქით, ერთი სული აქვს თავისი კომპანიის მთავარი არქიტექტორი როდის გახდები. -გავუღიმე ნათლულს.
-ადგილს თმობ, ნათლი? -წარბები ამითამაშა ლენუკამ.
-ჩემი მემკივდრე ხარ. -გამეცინა და ფეხზე წამოვდექი.- ყავა ხომ გინდა ისევ?
-კი, ოღონდ სამზარეულოში დავლიოთ რა. შემცივდა. -ლენუკაც ადგა და სახლში შემომყვა.

-ვნანობ.. -უცებ ჩაილაპარაკა გოგონამ.
-რას? -მისკენ ინტერესით მოვტრიალდი და ჭიქა წინ დავუდე.
-კოტესთან შეხვედრას, რომ გაძალებდი. -დამნაშავესავით გამომხედა. -არ უნდა ავყოლოდი ანეტას.
-არ გვინდა მაგ თემაზე ლაპარაკი, გთხოვ. -მის წინ დავჯექი და მუდარით გავხედე ნათლულს.
-გვინდა! გულში ნუ იკლავ ყველაფერს, დამელაპარაკე, ტაისია! - კი არ მთხოვა, მიბრძანა ლენუკამ.
-რა უნდა გითხრა?
-ის, თუ რატომ არ გინათებს თვალები? ვიცი, რომ საერთოდ არ გსიამოვნებს კოტესთან ურთიერთობა და ვერ ვხვდები რატომ აგრძელებ ისევ შეხვედრებს. ჩემი გერიდება თუ ანეტასი? რატომ არ აკეთებ არაფერს, რომ თვალები ისევ აგიციმციმდეს?
-ლენუკა, ნუ მირევ ისევ ტვინს.
-ტვინს მაშინ გირევდი, როდესაც კოტეს კანდიდატურას განვიხილავდით. ახლა კი 100 პროცენტით დავრწმუნდი, რომ შენ მაქსიმეს გარდა ვერავინ გაგაბედნიერებს.
-საით მიგყავს ლაპარაკი?
-მინდა, რომ სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის იბრძოლო. შენ ყველა ბარიერს გადალახავ. -გამიღიმა ნათლულმა.
-ბარიერი.. -ჩავილაპარაკე ჩემთვის. -არა, ლენუკ, რთულია ამ ყველაფრის გადალახვა. არ გვინდა რა თავიდან დაწყება..
-სესილიას დაბადების დღეზე, რომ იქნება მაგაში ეჭვი ხომ არ გეპარება? დავიჯერო, ისე უბრალოდ ჩაუვლი გვერდს? მითუმეტეს, თითქმის ერთი წელია არ გინახავს.
-ლენუკა, შენს პროვოკაციაზე არ წამოვეგები! -მკაცრად ვუთხარი ნათლულს და წარბი ავუწიე.


კოტეს ვთხოვე რომ სესილიას დაბადების დღემდე აღარ ვენახე, დაფიქრება მჭირდება მეთქი. ფიქრით კი ვფიქრობდი, მაგრამ არა კოტეზე. ამ დღეების განმავლობაში, გონებაში ალბათ მილიონი ვარიანტი განვიხილე ჩემი და მაქსიმეს შეხვედრის. ყველაფერი დავუშვი, ისიც კი რომ უკვე ცოლი ყავს და წინასწარ ვიეჭვიანე და მოვიშალე ნერვები. შემდეგ კი ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე და ჩემს თავთან პირობა დავდე, რომ ყველაფერს მშვიდად და ცივილურად მივიღებდი, პანიკის გარეშე. არა, რაებს ვბოდავ.. სულაც არ ეყოლება ცოლი.



-ჩამოდი, სადარბაზოსთან ვარ. -დამირეკა კოტემ.
აი, დადგა ის დღეც.. ზუსტად ვიცი, რომ დღეს მაქსიმეს ვნახავ. რამდენიმე დღე ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად, მაგრამ მაინც ვღელავ. მუხლების კანკალით ჩავიაე კიბეები და მანქანაში მოვთავსდი.
-ძალიან ლამაზი ხარ! -გამომხედა კოტემ და გამიღიმა.
-მადლობა. -ძალით მიხატული ღიმილით გადავხედე მამაკაცს.. ეს ღიმილი დღეს მთელი საღამო არ უნდა მოვიშორო. მანქანა დაიძრა და საგურამოსკენ დავიძარით, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს და ახლა მის აღსრულებას ველოდები.
კოტემ ეზოსთან ახლოს გააჩერა მანქანა, გადასვლა არ მინდა, არც სახლისკენ გახედვა მინდა და საერთოდ თბილისში მინდა დავბრუნდე.
-ტაისია, ყველაფერი რიგზეა? -მკითხა მზრუნველად კოტემ.
-კი. -ისევ იმ ღიმილით გავხედე და მანქანიდან გადავედი.. კოტე გვერდით ამომიდგა, ხელმკლავი ამოვდე და სახლისკენ გავემართეთ.
ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მაქსიმეს უნდოდა. როგორც ჩანს, არაფერი შეუცვლია ირაკლის და კვალდაკვალ შეუცრულებია ყველა ნახაზი. ეზოში შევედით, ფეხები აღარ მემორჩილება, ნაბიჯს ვერც წინ ვდგამ, ვერც უკან. ყველაფერი დატრიალდა გონებაში, პირველი დღე.. დილის 7 საათზე, რომ გამაღვიძა, სახლში, რომ ამომიხტა, აქ რომ ამოვედით.. მისი ღიმილი, გამოხედვა.. ტუჩები, თვალები. ყველაფერი ეს ერთიანად დატრიალდა გონებაში და გულში.
-ტაისია! - სუსტმა ნჯღრევამ გამომაფხიზლა. კოტეს ხელები ჩაეჭიდა ჩემს მკლავებზე და ნერვიულად მიყურებდა.
-რა ხდება? -მოვედი უცებ აზრზე.
-კარგად ხარ? ფერი არ გადევს სახეზე და რამოდენიმე წუთი ჩემი საერთოდ არც გესმოდა..
-კი, კი.. კარგად ვარ. -ამოვილაპარაკე და ჩვენკენ წამოსულ სესილიას გავხედე.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. -ბედნიერი შემოგვეგება იუბილარი. მეც მოჩვენებითი სიხარული გადავიკარი სახეზე, მივულოცე მეგობარს და საჩუქარი გადავეცი, შემდეგ კი სახლში შევყევით.
ბევრი ხალხი ირეოდა, როგორც იქნა თვალი ანეტას და დემეტრეს მოვკარით და მათთან მივედით.
-ლენუკა და ამიკო არ მოსულან?
-კი, ტერასაზე არიან. წამო.. -მითხრა ანეტამ. ოთხივე ტერასაზე გავედით და წყვილს შევუერთდით.
-დალევთ რამეს? -გვკითხა კოტემ და გოგონებს გადმოგვეხდა.
-სიამოვნებით. - გავუღიმეთ სამივემ. მამაკაცებმა სასმელს მოვიტანთო და დაგვტოვეს.
-ტაისია, თავს ცუდად ხომ არ გრძნობ? -მკითხა შეშფოთებულმა ანეტამ.
-არა, რატომ მეკითხები? -გაკვირვებულმა გავხედე დაქალს.
-ფერი არ გადევს სახეზე.
-არაფერია, ალბათ გეჩვენება. -ხელი ავიქნიე უდარდელად და სივრცეს გავხედე. მართლაც რა ლამაზი ხედია ამ ტერასიდან.
-ხომ არ მოიწყინეთ? -ღიმილით შემოგვიერთდა სესილია. -ჩემი შვილი მინდა გაგაცნოთ. -უცებ გვითხრა და ხელი დაუქნია „ვიღაცას.“ - იმ გოგოსთან ერთად არის, რომ გიყვებოდი. -ჩურჩულით გახედა ანეტას და მერე ისევ გაღიმებულმა გახედა ჩვენკენ მომავალ „წყვილს“.
ისეთი სახით გადავხედე ანეტას, მიხვდა რომ არ ვურჩევდი ჩემთან განმარტოვებას. ახლა მივხვდი, თურმე რას მიმალავდა ამდენი ხანი. მაგრამ რა დროს ეს არის, ჩემკენ მაქსიმე მოდის.. ჩემი მაქსიმე. გული შემეკუმშა, სუნთქვა შემეკრა.. ახლა მე მის ხმას გავიგონებ, მის ღიმილს დავინახავ, მის თვალებში ჩავიძირები.
როგორც კი შემამჩნია, ღიმილი შეადნა სახეზე და გაოცება ვერ დამალა. ესეც ერთით ერთი მაქსიმე, არ მოგწონს სურპრიზები?
-მოდი დე, ჩემი გოგოები უნდა გაგაცნო. -გაუღიმა სესილიამ ჩვენთან მოსულ ბიჭს და შემდეგ ჩვენ გადმოგვხედა. -ესენი ჩემი ბავშვობის დაქალები არიან, ანეტა და ტაისია. ეს კი ანეტას შვილი, ლენუკაა.
-სასიამოვნოა. -გაგვიღიმა ბიჭმა და თავი დაგვიკრა. უცებ ეშმაკურმა ღიმილმა გადაუთამაშა ტუჩებზე. -ეს ჩემი საცოლეა, ანამარია. -გოგონას წელზე მოხვია ხელი და კმაყოფილმა გადმოგვხედა.
ამაზეც ხომ ვიფიქრე უკვე, რატომ მაქვს ასეთი მძაფრი რეაქცია. ხელით ჩავებღაუჭე ლენუკას, რომ არ დავვარდნილიყავი და ემოციების დაფარვა ვცადე, ისევ ამ მიხატული ღიმილით. ამასობაში ბიჭებიც დაბრუნდნენ სასმელებით.
-წითელი ღვინო არ იყო და შამპანური წამოგიღე. -ღიმილით მომაწოდა ჭიქა კოტემ და გვერდით ამომიდგა. ღიმილითვე ვუპასუხე და რაც შემეძლო მოსიყვარულე თვალებით ავხედე მამაკაცს. არ გამომპარვია მაქსიმეს კმაყოფილი სახე, განრისხებამ როგორ ჩაანაცვლა. ესეც ორით ორი, ამჯერად მე გადამირბინა კმაყოფილმა ღიმილმა სახეზე.

აღარ შემეძლო იქ გაჩერება, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, სასწრაფოდ ემოციებისგან დაცლა და მოსულიერება მჭირდება. ბოდიში მოვიხადე და 2 წუთით დაგტოვებთ მეთქი გავაფრთხილე მეგობრები. როგორც იქნა მივაგენი საპირფარეშოს, ის იყო კარები უნდა მიმეხურა, როდესაც ვიგრძენი როგორ დაიკავა ხელით ვიღაცამ და წამებში ჩემ წინ მაქსიმე გაჩნდა, კარები ჩაკეტა და ჩემკენ მობრუნდა.


------------
ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით და შეფასებებთ! ძალიან მიხარია ისიც, ასე რომ გულშემატკივრობთ პერსონაჟებს და ასე ელოდებით ახალ თავებს.. ვიცი, რომ ხშირად გალოდინებთ ეს ბოლო ერთი კვირაა, მაგრამ რა ვქნა.. აგიხსნით დაგვიანების მიზეზებს და იმედია გამიგებთ.
1. სამსახურში მომემატა სამუშაო, რადგან უკვე სექტემბერია
2. დამეწყო მასწავლებლები (ინგლისური, ესპანური)
3. 21 სექტემბრიდან უნივერსიტეტიც მეწყება..
ამ ყველაფრის გამო ძალიან ვიღლები და ხანდახან თავი არ მაქვს რამე დავწერო, ხანდახან დროც არ მრჩება ამისთვის, მაგრამ ხანდახან არის მომენტი, როდესაც ძალიან შემომაწვება (როგორც ახლა) და ნახევრად მძინარე ვწერ.
კიდევ ერთი ფაქტორიც არის და ვინც წერს ის უფრო გამიგებს.. ყოველთვის წერის ხასიათზე არ ხარ, მუზას ასე შენს ჭკუაზე ვერ აკონტროლებ :))).. ამიტომ გთხოვთ, რომ გამიგოთ და მომიტოვეთ ჩემი დაგვიანებები.

პ.ს. ვგიჟდები მე თქვენზე!



№1 სტუმარი derre

ძალიიან კარგია ,კარგი სტილი გაქვს,ოგონდ მალე დადე რა გაგრძელება love

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ჰო ვთქვი..ვერ ეწყობა კოტეს.არ არიან ერთმანეთის შესაფერისნი..
კიდევ სჯობს მაქსიმესთან ააწყოს ურთიერთობა...სხვაობა არ მომწონს,მაგრამ ბარიერს გადალახავს,ალბათ,ტაისია.
ამიკოს რა ოჯახი აუტყდა :დდ რა დროს ოჯახია :დდ
ველოდები შემდეგს.

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

magaria velodebi shemdeg tavs

 


№4  offline მოდერი ლილიანა

ველოდებოდი,ვგჰლშემატკივრობ ტაისიას თუმცა გამოქვეთილად არცერთ მამაკაცს ვუჭერ მხარს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი marisa

მე ტაისიას და მაქსიმეს ვგულშემატკივრობ. გთხოვ, ნუ გაუმყარებ ამ საიტის მომხმარებლებს მოსაზრებებს იმაზე, რომ ამხელა სხვაობა როცა არის წყვილებში, ბედნიერები ვერ იქნებიან. შენ ხარ სუპერ გოგო! ამდენ რამეს ასწრებ და მართლა ვაფასებ, რომ დებ შემდეგ თავებს ასეთ რეჟიმში. მე ისე მაგრად დავისვენე და ისე მიჭირს რეჟიმში ჩადგომა.. ფსიქოლოგიურად ვემზადები. ესპანური მეც ძალიან მაინტერესებს და იმედია, ვისწავლი. დღეს წავიკითხე ეს რომანი მთლიანად და ძალიან მომწონს. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და იმედია, კოტესნაირს კიდევ არ გამოჩხრიკავ, ან იყვნენ, სათადარიგოს ვარიანტში არა. მე ვისზე უნდა ვილაპარაკო, ჩემზე 11 წლით უფროსი ბიჭი მიყვარს

 


№6  offline მოდერი ჯია

მარისა, მეც ვცდილობ რომ ხალხისთვის მიუღებელი რაღაცეები მისაღები გავხადო request რამდენად გამომდის არ ვიცი.. მაგრამ მე მაინც ვცდილობ.
ძალიან ლამაზი ენაა ესპანური და თან ადვილია, აუცილებლად ისწავლი!
სხვათაშორის, უფროსი მამაკაცის შემთხვევა უფრო მიღებული თემაა.. და საერთოდ თუ გიყვარს და ბედნიერი ხარ, მართლაც რა მნიშვნელობა აქვს რამდენის არის? (30ით და 40 წლით უფროსებს არ ვგულისხმობ, ეგ მარაზმია)


ძალიან დიდი მადლობა ყველას რომ არ იზარებთ და მიფასებთ ნაჯღაპნს და სითბოც არ გენანებათ love love

 


№7  offline წევრი marisa

ჯია
მარისა, მეც ვცდილობ რომ ხალხისთვის მიუღებელი რაღაცეები მისაღები გავხადო request რამდენად გამომდის არ ვიცი.. მაგრამ მე მაინც ვცდილობ.
ძალიან ლამაზი ენაა ესპანური და თან ადვილია, აუცილებლად ისწავლი!
სხვათაშორის, უფროსი მამაკაცის შემთხვევა უფრო მიღებული თემაა.. და საერთოდ თუ გიყვარს და ბედნიერი ხარ, მართლაც რა მნიშვნელობა აქვს რამდენის არის? (30ით და 40 წლით უფროსებს არ ვგულისხმობ, ეგ მარაზმია)


ძალიან დიდი მადლობა ყველას რომ არ იზარებთ და მიფასებთ ნაჯღაპნს და სითბოც არ გენანებათ love love


აბსოლიტურად გეთანხმები :) მადლობა გამხსნევებისთვის :D love კი, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ. ასე ერთიანად ადამიანს აზროვნებას ვერ შეუცვლი, მაგრამ რაც უფრო ხშირად იქნება წამოჭრილი ასეთი თემები, უფრო მეტად დაფიქრდებიან :)

 


№8  offline წევრი buubbuuu)))

ვაიმე ჯია ეგ ჯმიხი კოტე ან ჩაკალი ან მე ჩაგიკლავ აი ეგრე არცერთი შენი პერსონაჟი არ შემძულებია პირიქით ყველა პერსონაჟზე ვგიჟდები მაგრამ აი ეს კოტე ისე მაღიზიანებს გული მისკდება რა უუუუფ :/ :/ :/
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№9  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
ვაიმე ჯია ეგ ჯმიხი კოტე ან ჩაკალი ან მე ჩაგიკლავ აი ეგრე არცერთი შენი პერსონაჟი არ შემძულებია პირიქით ყველა პერსონაჟზე ვგიჟდები მაგრამ აი ეს კოტე ისე მაღიზიანებს გული მისკდება რა უუუუფ :/ :/ :/


რაღაც მსგავსს ვაპირებ :დდ :*

 


№10  offline წევრი buubbuuu)))

ჯია
buubbuuu)))
ვაიმე ჯია ეგ ჯმიხი კოტე ან ჩაკალი ან მე ჩაგიკლავ აი ეგრე არცერთი შენი პერსონაჟი არ შემძულებია პირიქით ყველა პერსონაჟზე ვგიჟდები მაგრამ აი ეს კოტე ისე მაღიზიანებს გული მისკდება რა უუუუფ :/ :/ :/


რაღაც მსგავსს ვაპირებ :დდ :*


Xedaav? Etyoba gulma migrdzno :D
--------------------
♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent