შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე შანსი(1)


9-09-2015, 04:13
ავტორი მზე
ნანახია 3 361

ლექციები როგორც კი დამიმთავრდა,სწრაფი ნაბიჯით წავედი აფთიაკისკენ.ცივი ნოემბერი იდგა და სეზონური გრიპი მიტევდა.პირბადე ვიყიდე და ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი, რომ ქუჩაში მას მოვკარი თვალი.შავი ჯიპიდან გადმოვიდა ,მარტო არ ყოფილა 3 ახალგაზრდა მამაკაცი ახლდა.რესტორანში მხიარულად შევიდნენ მე კი თავზარდაცემული დამტოვეს პირბადით და წამლებით ხელში.ბოლოს, ზუსტად 4 წლის წინ ვნახე და ეს შეხვედრა არც ისე სასიამოვნოდ დამთავრდა.
ის ჩემზე 6 წლით უფროსი იყო.მე 16ის ვიყავი ის 22 ის.ერთმანეთს კონცერტზე შევხვდით,სადაც მეც გამოვდიოდი.ორი ნაწარმოები დავუკარი და ,როგორც შემდეგ თვითონ მითხრა,სამუდამოდ შევაყვარე კლასიკური მუსიკაც და პიანინოც.მე სულ ბავშვი ვიყავი,ერეკლეს თქმით ზედმეტად დამჯერი,სადა და სუფთა.მშობლები ადრევე გარდაიცვალნენ ამიტომ ბებია მზრდიდა,მკაცრი,მომთხოვნი,კონსერვატორი ქალი.მეც,მის კალთას გამობმული,ერთ ნაბიჯსაც არ ვდგამდი მისი ნებართვის გარეშე.ერეკლე პირველი იყო რომელმაც ეს დაუწერელი კანონი დამარღვევინა.
-ქეთი შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე?
-კი მარიტა,რა თქმა უნდა,რა ხდება? ნამტირალები ხმა გაქვს.
-მალე მოდი გთხოვ ,ასე ვერ გეტყვი.
ზუსტად 10 წუთში ქეთის მხარზე ვტიროდი და წარსულს ვიხსენებდით.
-მარიტ მაპატიე რომ არ გითხარი.ვიცოდი,რომ ბრუნდებოდა და ისიც ვიცოდი ასეთი რეაქცია რომ გექნებოდა.
-ჩემი ბრალია.ღმერთო ახლა რა ვქნა?სად წავიდე?უეცრად ერთმანეთს რომ შევხვდეთ მაშინ რა გავაკეთო?ვტიროდი და მას ვთხოვდი პასუხს იმაზე, რაც თვითონაც არ ვიცოდი.
ქეთი ერთადერთი ადამიანი იყო,რომელმაც ერეკლეს შესახებ იცოდა.ბებია ყოველთვის მიკრძალავდა ბიჭებთან ურთიერთობას და ამ პრინციპით გაზრდილს არც მე მქონია პრეტენზიები.ყოველთვის თავდახრილი დავდიოდი და უფერულად ვცხოვრობდი.თავისუფლებას მხოლოდ მუსიკაში ვპოულობდი,მაგრამ ერეკლემ დამანახა,რომ მეც შემეძლო მყვარებოდა და თვითონაც ვყოფილიყავი სიყვარულის ღირსი.
კონცერტი დამთავრდა.ხალხი იშლება,ამ დროს კი მესმის ზურგს უკან:
-ყოველთვის ასე გიკანკალებს მუხლები,როცა სცენაზე გამოდიხარ?პატარა შეშინებულ ჩიტს ჰგავდი.ცალ-ყბად ჩაიცინა და ორივე ხელით შემომაბრუნა.
-მე...მე გამიწყდა ხმა,ამდენი ხალხის წინაშე პირველად დავუკარი.ამოვრერღე ,როგორც იქნა.
-ღმერთო,ისე ხმადაბლა ლაპარაკობ არაფერი მესმის.ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა.
-თავი სულ დახრილი რომ გაქვს რამე დაკარგე?თუ ჩემი გცხვენია?იცინოდა და ცემს ნიკაპს ხელს არ უშვებდა.
-მითხარი რა გქვია პატარა ნიჭიერო ქალბატონო?
-მე მარიტა.მარიტა სახელიშვილი.ვუთხარი და პირველად შევხედე თვალებში.ახლაც მახსოვს როგორ გავბრუვდი.ის ,ის ისეთი საოცარი იყო.იღიმოდა და ისე ლაპარაკობდა,მზერას არ მარიდებდა და სულ არ აწუხებდა ის ფაქტი,რომ სახეზე სულ გაწითლებული ვიყავი.ბებიამ დამინახა და მაშინვე სახლში წამიყვანა.მეორე დღეს დილით კი მკაცრად გამაფრთხილა მეორე ასეთი სითამამე შენი მხრიდან და პიანინოს ვეღარ გაეკარებიო.მეც დავნებდი,როგორც ყოველთვის.
-მეგონა აღარასდროს დაბრუნდებოდა.რატომ ჩამოვიდა?რატომ ?ისედაც ყოველ დღე ვიტანჯები იმაზე ფიქრით,რომ შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი და მე ეს შანსი გავუშვი ხელიდან.
-შენ ახლაც შეგიძლია ბედნიერი იყო,თავს ნუ იტანჯავ,გთხოვ.
-მან მითხრა ახლა თუ გამიშვებ ,სამუდამოდ დამკარგავო.ვსლუკუნებდი.გთხოვ არ გამიშვა მარტო,გადაარჩინე ჩვენი სიყვარულიო,მეხვეწებოდა.
-კარგი რაა ფისო,ხომ ხედავ ბიჭები ბუმერანგებივით არიან.გელაც დამიბრუნდა,აკოც და დიმაც .ის ორი ღმერთმა კარგად ამყოფოს და დიმას რაც შეეხება ყოველ დღე ვკამათობთ და მაინც ერთად ვამთავრებთ.მთავარია გქონდეს გეგმა ან იცოდე რეცეპტი.შემომანათა თავისი მწვანე ანთებული თვალები.
-რა რეცეპტი?რა გეგმა?რას ბჟუტურებ ? ჩავიცინე.
-აი ქალები რომ აჭმევენო გოგო რა არ გაგიგია ,:დ
-ქეეთ გთხოვ რაა.ახლა არ ვარ ხუმრობის ხასიათზე.მინდა რომ გავქრე და მას აღარასდროს შევხვდე.
კონცერტის შემდეგ ისე ემთხვეოდა,რომ თითქმის ყველგან ვხვდებოდით ერთმანეთს.სადაც გავიხედავდი ყველგან ის იყო.რამდენიმე თვეში დავახლოვდით.ვიცოდი,რომ ცუდად ვიქცეოდი,ბებიას ვატყუებდი,მაგრამ არ შემეძლო სხვაგვარად.ის ისეთი მზრუნველი და ყურადღებიანი იყო.სულ თავს დამტრიალებდა,ყოველი დღე სიურპრიზებით იყო სავსე,მასთან ერთად უამრავი რამ ვისწავლე და გამოვცადე.ის იყო და არის ჩემი პირველი სიყვარული,პირველი კოცნა.ცხოვრება მშვენიერი იყო,სანამ სკოლაში ჩემმა შეფასებებმა იკლო,ბებიამ ჩემი დაბნეულობა შეამჩნია,ღამით, წყლის დასალევად ამდგარს,აივანზე უამრავი მანათობელა არ დახვდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ,სანამ ერეკლეს დედა არ გარდაიცვალა და მას რუსეთში დაბრუნება არ მოუხდა.
ყველაფერს ძალიან განვიცდიდი და ასეთ დროს მასთან ყოფნა მინდოდა.ჩემს კონცერტზე დაბრუნდა.შეცვლილი,თითქოს დამსხვრეული.მთელი გულით ვეხუტებოდით.ვგრძნობდი,როგორ მიყვარდა,ვგრძნობდი ჩემი სულის ნაწილი რომ იყო.იმ დღეს მითხრა ბებიაშენს მინდა დაველაპარაკოო.ასე აღარ შემიძლიაო.
ეს პირველი გარტყმა იყო.ძალიან მწარე და მტკივნეული.თუმცა ის სიტყვები უფრო მტკივნეული იყო რაც მიწოდეს:გარყვნილი,კახპა,უმადური.დედაშენს დამსგავსებიხარო,ისიც ასე აეკიდა ჩემს შვილსო,მეგონა შენგან მაინც გამოვიყვანდი წესიერ ადამიანსო.შენც დაგიწყია უკვე ძებნა პარტნიორებისო,ვიღაც ჯიბე გაფხეკილი მაწანწალებისო.მთელი თვე წყნეთში გამოკეტილმა გამატარებინა.ვტიროდი და საკუთარი თავი მძულდა იმის გამო,რომ შეწინააღმდეგების უნარიც კი არ მქონდა.ერთი უსუსური არსება ვიყავი და ახლაც ვარ.თავი მძულდა მაშინაც,როცა ერეკლეს უარი ვუთხარი ურთიერთობის გაგრძელებაზე.
-შენ ეს არ შეგიძლია მაარ.გთხოვ, შენ ამას არ გააკეთებ.მარიტა მიყვარხარ.პირველი და ერთადერთი ხარ .გთხოვ.იმ დედ* ქალს როგორ უჯერებ,არა შენ ასე არ დამტოვებ...ტიროდა ,მეც ვტიროდი,მაგრამ მე ის დავტოვე.
მას შემდეგ მე ,ერეკლეს მარიტა,სრულიად წავიშალე,სადღაც გაქრა ღიმილიც და სიცოცხლის აზრიც.სხეული კი კვლავ ბებიაჩემმა ჩაიბარა და თავის ზამბარებზე მომართა.ის რუსეთში დაბრუნდა,შორს ჩემგან და მტკივნეული მოგონებებისგან.
დილით სიცხიანმა გავიღვიძე.თავი საშინლად მტკიოდა.შაბათი იყო და ლექციელი არ მქონდა.მთელი დღე საწოლში გავატარე,არც არაფერი მიჭამია,არც წყალი დამილევია.ქეთო მოვიდა საღამოს და დეპრესია გაქვსო დასკვნა გამოიტანა.ნათელა(ბებია)შემოვიდა შუადღით წამლები დამალევინა და მარტო გადვტოვა გოგოები.არ ვიცოდი როგორ მეკითხა.ბოლოს ისევ თვითონ მიხვდა.
-საქმის გამო.
-მიხვდი,გავუღიმე.
-ეეჰ მარიტ მე ჯერ კიდევ ვერ მაფასებთ,გამოიდო თავი.როგორც გავიგე ვიღაც-ვიღაცებისგან,საკმაო წარმატებისთვის მიუღწევია რუსეთში.აქ თავისი ბიზნესის გასაფართოებლად ჩამოვიდა.მგონი დიდ ხანს დარჩება.საკმაო კაპიტალი უნდა ჰქონდეს,ასე ამბობს ხალხი.
-ბებიაჩემი კი ამბობდა ჯიბე გაფხეკილიაო.ჩავიცინე სევდიანად.
ქეთი ჩემთან კიდევ რამდენიმე საათს დარჩა და შემდეგ დიმასთან ერთად წავიდა სადრაც.მე კი ისევ ჩემს ფიქრებთან დავრჩი მარტო.
მთელი კვირა საწოლში გავატარე.უფრო მეტად გავხდი,დავსუსტდი და გავფერმკთალდი.ბებიას ეგონდა,რომ ეს მხოლოდ ავადმყოფობის ბრალი იყო,მაგრამ მან არ იცოდა,რომ ნამდვილ იარებს სხეულზე სულიერი ტკივილი აჩენს და არა ფიზიკური.ერთი კვირის შემდეგ ფეხზე წამომდგარმა წვეულებაზე წასვლა მთხოვეს.
-ბებია არ მინდა გთხოვ.ხასიათზე არ ვარ.სახლში დავრჩები.
-არავითარ შემთხვევაში.ამ მეგონა ამას რომ გეტყოდი მაგრამ,ის შენი ტუტუცი დაქალიც მოდის ქეთევანი,მთელი ოჯახით არიან დაპატიჟებულნი და თურმე მხოლოდ ის და თავისი შეყვარებული მიდიან.შენც წახვალ ცვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია.მე ვერ ვახერხებ,სონიას უნდა მივხედო საავადმყოფოში დააწვინეს.ასე რომ ზედმეტი ლაპარაკი!
-მარიტ ,ძალიან გამხდახარ,შეხედე ეს კაბას გაგიდიდდა.ჩიოდა ქეთო და კაბებს მირჩევდა.ვუყურებდი ჩემს ანარეკლს სარკეში და მართალი იყო.გაფერმკთალებულს წაბლისფერი თმა უფრო მუქი მიჩანდა,თვალები კი წყლიანი და ამღვრეული მქონდა.შავი მოკლე ,სადა კაბა ჩავიცვი.მაკიაჟი არ გამიკეთებია.ბებიასაც არ მოსწონდა თან არც მე მიყვარდა.ნათელას დასანახად სახეზე წამიერი ღიმილი მოვირგე,რომელიც კარის ზღურბლზევე მოვიცილე თავიდან.
წვეულებაზე დიმას მანანით მივედით.ისიც მიბრაზდებოდა :ძალიან დასუსტდიო.ტირილი მინდოდა,როცა ვხვდებოდი ,რომ ყველასთვის პატარა ბავშვი ვიყავი.გნოლიძის ოჯახი ბებიასთან ძალიან ახლოს იყო,ასე რომ ჩემთანაც.სახლში ბევრ ადამიანს მოეყარა თავი.როგორც კი შევედით მასპინძლები მოგვეგებნენ,ბებია მოიკითხეს და სასიამოვნო საღამო გვისურვეს.ნინა ჩვენი ასაკის იყო,ძალიან მოლაპარაკე და ოდნავ თავხედი.ჩვენთან დარჩა და სტუმრებზე ჭორაობა დაიწყო.
-უი ვინ უნდა გაგაცნოთ.შუა საუბარში უცბად წამოიძახა.
-დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ.დიმ შენ არ იეჭვიანო ოკ ? გაიცინა თავისებურად კეკლუცურად.შემდეგ წინ წავიდა,ორი წუთით დაიკარგად და უცბათ ისევ ჩვენ წინ გაჩნდა.
-გაიცანით ეს ერეკლე ახალკაცია.ახალგაზრდა ბიზნესმენი,ძალიან ნიჭიერი და უკვე საკმაოდ ცნობილი ადამიანი საქმიან წრეებში.ეს ქეთი ნებიერაძეა,ხელი ჩამოართვეს და სასიამოვნოა გაცვალეს.გული მისკდებოდა და დარწმუნებული ვარ ქეთოსაც ჩემ გამო.
-ეს დიმა ბარნოვია,მასთან საქმიანი ურთიერთობაც გექნება.ჩვენი კომპანიის ადვოკატია.
-ეს კი მარიტა სახელიშვილია,ჩვენი ოჯახები მეგობრობენ.
-სასიამოვნოა მარიტა შენი გაცნობა .მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-ჩემთვისაც.ვუთხარი ისე,ჩემი ხმა ძლივს გავიგეთ.მის მიერ წარმოთქმულ მარიტაში კი ძველი სიყვარულით და ფერებით სავსე ჟღერადობის აღარაფერი ისმოდა.
ეს ჩემი პირველი მცდელობაა.იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი Sexy Mädchen

არაუშავდა..გააგრძელე,ვნახოთ,რა გამოვა :3
--------------------
:)

 


№2  offline წევრი Firefly

გააგრძელეე კარგია
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი marisa

მე მომეწონა :) ნამდვილად კარგად დაგიწყია.. იმედია, მეორე შანს გამოიყენებს და ისევ ბებიკოს კალთას ამოკერებული არ დარჩება. მე მოლაქლაქე ხალხი სულაც არ მაღიზიანებს, ნინას ვგულისხმობ. მარიტა კი, მგონი, ისევ ისეთი ჩამოუყალიბებელია, როგორც ადრე.. იმედია, მალე დადებ შემდეგს

 


№4 სტუმარი nia

Me momecona cota simdzapre da egaa

 


№5 სტუმარი ninia

momewonaa kide dadee ogon marita cotaa ragacnairi chaketiliaa

 


№6 სტუმარი სტუმარი დიანა

გაგრძელებას ვერ ვნახულობ დანარჩენს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent