შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაჭა ჩემო სიყვარულო 3


9-09-2015, 11:44
ავტორი sopiko
ნანახია 3 014

-მაკო როდის იწყებ მუშაობას?-საქმეში გართულმა მკითხა ბებიამ.
-დღეს რა დღეა?-პირის ღლაჭუნით წამოვიძახე.
-კვირაა შე გადარეულო...-გაეცინა დიდედას.
-მაშინ ხვალ, ხვალ?-წამოვხტი ფეხზე, კიბეები ავირბინე და ჩემს ოთახში შევვარდი. კარადა გამოვაღე და ლამის შიგნით შევხტი.
-რა ჩავიცვა, რა ჩავიცვა...-ვიმეორებდი ერთი და იგივეს-კაბა თუ ბლუზი და შარვალი თუ კაბა... თუ ბლუზი და შარვალი... თუ...
დაბნეული ვიჯექი საწოლზე და ნერვები მეშლებოდა გადაწვეტილებას რტომ ვერ ვიღებდი. პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მინდოდა თანამშრომლებს მკაცრ და სერიოზულ პიროვნებად გავცნობოდი, ჩემი ქარაფშუტობა და ბავშვურობა საიდუმლოდ უნდა შემენახა.
-ბებიააა, ბებიაა...-შეშლილივით ჩავირბინე კიბეები. ერთ ხელში ლურჯი კაბა მეჭირა მეორეში კრემისფერი ბლუზი და თეთრი შარვალი.-რომელი ჯობია? ხვალ მაინც პირველი დღეა და...
ბებომ ორივე კარგად შეათვალიერა და შარვალზე მიმითითა, თანამშრომლებს თუ ასეთი იმიჯით გაეცნობი, უკეთესი იქნებაო. ,მეც მისი რჩევა ჭკუაში დამიჯდა და ასკინკილით დავბრუნდი ოთხში. როცა ყველაფერი მოვამზადე დამშვიდებულს წიგნის კითხვა მომინდა. მაშინვე ოჯახის ბიბლიოთეკას მივაშურე, თაროები გადავქექე და ბოლოს ორი წიგნი ავარჩიე, დოსტოევსკის ''დანაშაული და სასჯელი'' და დიუმას ''ქალი კამელიებით''. ორივე ძალიან მაინტერესებდა ამიტომ პატარა ბავშვივით ''ესა-მესა'' გავითვალე და ''გამარჯვებულ'' დიუმას დავტაცე ხელი. ბუხრის წინ გემრიელად მოვკალათდი და უხილავ სმყაროში გადავეშვი. წიგნის კითხვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, მახსოვს ჰიუგოს ''პარიზის ღვთისმშიბლის ტაძარი'' რომ წავიკითხე, მთელი კვირა ესმერალდასა და კვაზიმოდოდზე ვფიქრობდი, მერე ფილმსაც ვუყურე, თუმცა საერთოდ არ მომეწონა, ყოველთვის ასე იყო, წიგნის ეკრანიზება ყველანაირ იმედს მიცრუებდა_ხოლმე.
ნამდვილად ძალიან ემოციური და ჩამთრევი რომანი ამიჩევია, ისე შემიყოლია თავს ვეღარ ვანებებდი. ბებომ მიყურა, მიყურა და... როცა ატირებული დამინახა მომვარდა და წიგნი ხლიდან გამომტაცა, სანიშნი იმ ადგილას ჩადო სადაც შევჩერდი და იქვე მაგიდაზე შემოდო. მეც მივხვდი რომ ცოტა განტვირთვა მჭირდებოდა და ტელევიზორი ჩავრთე, სადაც მხოლოდ რამდენიმე არხი აჩვენებდა, არც ტელეფონი იჭერდა. მოვიწყინე და ახალი გასართობის ძებნა დავიწყე.
-ბები WiFi აქ იჭერს?-ვკითხე და მალევე მივხვდი რამხელა სისულელე წამოვროშე.
-ვაი... რა?-დაიბნა ბებო.
-არა, არაფერი.-გამიხარდა რომ ვერაფერი გაიგო, თორემ ახლა ამაზე დამცინებდა.
ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე დასაძინებლად ჩემს ოთახში ავედი. საწოლში ჩავწექი და თვალები დავხუჭე. აქაური ჰავა ძალიან მთენთავდა. ისე მალე ჩამეძინა ხვალინდელ დღეზე ფიქრიც კი ვერ მოვასწარი.

-გაიღვიძე მაკუნა, გა-იღ-ვი-ძე!-ძლიერად მარყევდა ვიღაც და აშკარად ჩემს გაღვიძებას ცდილობდა, მე კი არასდიდებით არ ვახელდი თვალებს, ტკბილ ძილთან გამოთხოვება არ მინდოდა.
-შვილო სამასახურში გაგვიანდება, უკვე ცხრა საათია.
ისევ დავაიგნორე ბებიას ყვირილი, თუმცა როცა გავაანალიზე რას მეუბნებოდა საწოლიდან რასაც ჰქვია გადმოვფრინდი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, მერე მივხვდი რომ ჯერ პიჟამოები უნდა გამეხადა, ისევ თავიდან გადავიცვი ბლუზი, სკამზე უყურადღებოდ დაგდებული ჩანთა მხარზე გადავიკიდე, ბებოს ლოყაზე ვაკოცე და კიბეები ჩავირბინე.
-გესაუზმა მაინც...-დამაწია დიდედამ, მაგრამ ისეთი სიჩქარით მივრბოდი შეჩერება არც მიფიქრია.
''10-ის ნახევარზე სამსახურში უნდა გამოცხადდე''-მიტრიალებდა თავში ჩემი ლექტორის სიტყვები და მოუთმენლად ველოდებოდი ტრანსპორტს, ბოლოს როგორც იქნა ისიც გამოჩნდა და ჯერ არ გაჩერებულიყო, 9 წლის ონავარი ბავშვივით შიგნით რომ შევხტი. 10 საათზე როგორც იქნა მუნიციპალიტეტთან მიბობღდა და მეც თავჩაღუნული შევედი დირექტორის კაბინეტში.
-გამარჯობა, თქვენ ალბათ მაკა ლობჟანიძე ბრძანდებით...-ღიმილით მკითხა სამუშაო მაგიდასთან მჯდომმა ასაკოვანმა მამაკაცმა.
-დიახ,-გავთამამდი მე.თქვენი ახალი ექთანი.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მაკა. მე ამ მუნიპიციპალიტეტის დირექტორი, გურამ ჯოხაძე ვარ.-გამეცნო ისიც, მოულოდნელად ტელეფონი აიღო და თანაშემწეს ჩასძახა-ბექა მაისურაძეს შეტყობინე რომ სასწრაფოდ შემოვიდეს ჩემს კაბინეტში.
მსწრაფლ წამეშალა ღიმილი სახიდან. მაშინ ბექამ რომ მითხრა ამ რაიონის მთავარო ექიმი ვარო, არც მიფიქრია რომ შეიძლებოდა ჩემი თანამშრომელი ყოფილიყო, ახლა კი მისი სახელი და გვარის გაგებამ ძალიან დამაბნია. კარზე კაკუნის ხმა რომ მომესმა, თვალები მაგრად დავხუჭე და აქედან გაქრობა ვინატრე.
-ბექა, გაიცანი, შენი დამხმარე ექთანი მაკა ლობჟანიძე.-ჩემზე ანიშნა დირექტორმა. მეც მომბეზრდა სირაქლემას პოზაში ყოფნა და ღიმილაკრული შემოვტრიალდი. ბექა ჩემს დანახვაზე შეცბა, მერე გონს მოეგო და ხელი გამომიწოდა.
ოფიციალური მხარის მოგვარების შემდეგ კაბინეტიდან გამოვედით და ორივემ შვებით ამოვისუნთქეთ.
-ესე იგი შენ ხარ ჩემი ახალი დამხმარე...-ხელები გაშალა ბექამ.
-ვიცი ეს დიდად სასიამოვნო ფაქტი არ ყოფილა შენთვის, ეს სახეზე შეგატყვე, თუმცა რატომ, ამას ვერ ვხვდები, მაგრამ დამიჯერე არც მე ვიცოდი შენთან ერთად თუ უნდა მემუშავა. ანდაც რა პრობლემაა, ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და უცნაური დამთხვევები თავიდან ამოვიგდოთ.-ჯიქურ მივუგე მე და გვერდის ავლა გადავწყვიტე.
-მოიცადე, სად მიდიხარ? ბატონმა გურამმა შენზე ზრუნვა მე დამავალა, თანამშრომლები უნდა გაგაცნო, შენი კავბინეტი განახო...-ირონიული ღიმილით მითხრა მან.
-ბატონ გურამს ის არ უთქვამს რომ სარკაზმი არ გიხდებათ? გუშინ ასეთი ირონიით არ საუბრობდით, პირიქით ძალიან ზრდილობიანი კაცის შთაბეჭდილება დატოვეთ, დღეს კი მგონია სხვა ადამიანს ველაპარაკები.
-გუშინდელის შემდეგ ბევრი რამ მოხდა... თანაც როგორც ვიცი ქალებს ზრდილობიანი კაცები არ მოსწონთ, ამას ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ.
-გასაგებია. ჩემს მოხიბლვას თუ ცდილობ ამ უხეში ლაპარაკით და სიველურით ვერაფერს გააწყობ, ეს დაიმახსოვრე! ახლა კი ძალიან გთხოვ შენი გამოცილება სამსახურებრივ საქმეში დამანახე, არ არის საჭირო ქალებთან ურთიერთობაში პროფესიონალიზმის გაზიარება.-მშვიდად მივუგე მე და ''ბატონი'' ბექასთვის განკუთვნილ ოთახში თამამად შევაბიჯე.
-ეს არის ჩემი სავარძელი?-მივუთითე კართან მდგომ სავარძელზე, ბექამ ძალაუნებურად დამიქნია თავი.

საღამოს ავტოავარიაში დაშავებული ქალი შემოიყვანეს.
-სწრაფად საოპერაციოში!-წამოიძახა ბექამ და მეც მომზადება დავიწყე. მთლად სისხლში ამოსვრილ ქალს რომ შევავლე თვალი ცრემლები გადმომცვივდა. ძალიან... ძალიან ჰგავდა დედაჩემს, ისე დავიბენი, ხელიც ვეღარ გავანძრიე.
-მაკა, რა გჭირს?-მკითხა ბექამ.
იმ წუთას მიზნად ამ ქალის გადარჩენა დავისახე, თითქოს მასში საკუთარ მშობელს ვხედავდი.
-პულსი შეუმოწმე...
-სკალპი...
-მაკრატელი...
მორჩილად ვასრულებდი ბექას მითითებებს და როცა მაისურაძემ შუბლზე ოფლი მოიწმინდა და ღრმად ამოისუნთქა, მივხვდი რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
-პირველ ჯერზე კარგი იყო მაკატერინე.-ლოყაზე ხელი დამისვა და გარეთ გავიდა.

.................................................
ჩემო კარგებო, თქვენი თბილი და დადებითი კომენტარები ძალიან მახარებს. სამწუხაროდ გუშინ დადება ვერ მოვახერხე მაგრამ დღეს გაგახარებთ დიდი თავით. ველოდები თქვენს შეფასებებს <3 სიყვარულით სოფიკო...



№1  offline მოდერი ლილიანა

მეტი მინდოდა:( კარგი იყო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი sopiko

კომენტარი
ლილიანა
მეტი მინდოდა:( კარგი იყო

მეტი ხვალე :-D მიხარია თუ მოგწონს

 


№3  offline წევრი qetusia

რაჭა <3 აიი იცი როგორი განწყობა გაქ გადმოცემული მგონია იქ ვარრ :D მალე მალე... ჩემ მონატერებულ რაჭაზე რომმ ვკითხულობ რაც აუხსნელი განცდა მაქ... საინტერესოაა <3

 


№4  offline მოდერი sopiko

qetusia
რაჭა <3 აიი იცი როგორი განწყობა გაქ გადმოცემული მგონია იქ ვარრ :D მალე მალე... ჩემ მონატერებულ რაჭაზე რომმ ვკითხულობ რაც აუხსნელი განცდა მაქ... საინტერესოაა <3

მადლობა საყვარელო <3 ვდილობ ჩემი განწყობა თქვენც გადმოგდოთ, თითოეული მაკას ემოცია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent