შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყაროს სიყვარული მართავს(თავიII)


9-09-2015, 14:06
ავტორი Lanaa
ნანახია 2 459

-რახდება ანი?ხომ შვიდობაა?
-ვერ წარმოიდგენ რა ხდება!!-იკივლა და გაიცინა.
-მითხარი,მითხარი მალე ძალიან მაინტერესებს.მეც გავიცინე და მოუთმენლად ველოდი პასუხს.
-ვერ წარმოიდგენ,ის აქაა!ალექსანდრე აქაა!გესმის ლიზა?
ეს მითხრა თუ არა,ტელეფონი გავთიშე და სიხარულის ცრემლები წამომივიდა..ის აქაა,ეს ის ადამიანია რომელსაც 3წელზე მეტია ველოდები.ის ჩემი პირველი სიყვარულია!! ალექსანდრე ონიანი ეს ის ადამიანია რომლის სახელიც უსაზღვრო ბედნიერებას მგვრის,მაგრამ მან ხო მიმატოვა!მიმატოვა და წავიდა!არც ერთი სიტყვა,არც ერთი მესიჯი,არც ერთი მოკითხვა..უბრალოდ წავიდა და თან წაიღო ჩემი გული.არ მჯერა!! ის აქაა ის ჩემთანაა...ისევ შემიძლია თვალებში ჩავხედო,ისევ შემიძლია ჩავეხუტო,ისევ შემიძლია ის ვიგრძნო რასაც მისი შეხებისთანავე ვგრძნობდი!!
მთელი ღამე არ მეძინა და ალექსანდრეზე ვფიქრობდი.დილით ადრე ავდექი,მოვწესრიგდი და ტელეფონმაც დარეკა.ანი იყო,ჩემთან გამოდიო მეც უსიტკვოდ შევასრულე იუბილარის სიტყვა სპორტულები ამოვიცვი,თეთრი მაისური და კედები ჩავიცვი და სახლიდან გავედი.20წუთში ანისთან ვიყავი ბუშტებით და შოკოლადით ხელში:გილოცავ ჩემო ერთადერთო დაბადებისდღეს!!ჩემო სიცოცხლე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ..სიტყვები არ მქონდა დამთავრებული,რო ანი ჩემსკენ გამოექანა და ჩამეხუტა.დიდი ხანი ვიდექით ესე,ბოლოს კი ანდრიამ შემოგვათრია სახლში და ყავის მომზადება დაიწყო.
-დღეს ყველაფერს მისრულებს ჩემი ძამიკო.თქვა ანიმ და ანდრიას ჩაეხუტა.
-მხოლოდ დღეს!!ჩაილაპარაკა ჩუმად ანდრიამ და სამზარეულოდან გავიდა..ცოტახანში მოგვესმა ხმა:კი კი სახლში ვართ მიდი ბიჭო ამოდი რა გჭირს?!კაი კაი გნახავ მაშინ მერე.მე და ანიმ ერთროულად გავიხედეთ იქეთ ოთახში და მომავალ ანდრიას მივაშტერდით.
-რას მიყურებთ ესეთი სიმპატიური ვარ?
-ვინ იყო? იკითხა ანიმ.
-ჩემი ძმაკაცი იყო..შენს დაბადებისდღეზე დავპატიჟე,მისი სტუმრობა აუცილებლად გაგიხარდება,თან ჩვენთან რჩება რამოდენიმე კვირით.მე და ანიმ ერთმანეთს ეჭვის თვალით გადავხედეთ და ოთახში ავედით.
-გინდა თქვა,რომ ალექსანდრე შენს დაბადებისდღეზე იქნება და თან შენთან დარჩება რამოდენიმე კვირით?
-არვიცი ლიზა აზრზე არვარ რახდება..შენც ეგ არ გინდა?თქვა და გადაიხარხარა..გავბრაზდი და ბალიში ვესროლე.
-კაი კაი ხო..მაგრამ ჩემზე კარგად იცი რო ყველაზე მეტად გენატრება ლიზა!!
-ვიცი,მართლა ძალიან მენატრება,ერთი სული მაქვს როდის ვანხავ ეხლა კი წავედი იუბილარო და 7ზე მზად ვიქნები.კარები დავხურე და სახლიდან გამოვედი...3საათი ხდებოდა ამიტომ პირდაპირ სალონში წავედი.თმები ლამაზად დამისწორეს,მსუბუქი მაკიაჟიც გამიკეთეს და შემდეგ სახლს მივაშურე.
7საათზე მზად ვიყავი.ლამაზი წითელი კაბა ჩავიცვი,შავი მაღალი ფეხსაცმელები და შავი პატარა ჩანთა.აი უკვე აწკრიალდა ტელეფონი.
-ჩამოდი სახლთან ვართ.მითხრა ანდრიამ და ეგრევე სახლიდან გავვარდი.ანი ულამაზესი იყო ღია ფერის მოკლე კაბა ეცვა თმები დაეხვია და მაკიაჟიც გაეკეთებია..10წუთში რესტორანში ვიყავით ბავშვებიც შეგროვილიყვნენ და მოუთმენლად გველოდებოდნენ..მისვლისთანავე დაბაზს თვალი მოვავლე მაგრამ ალექსანდრე ვერსად დავინახე.
-ცოტა ხანში მოვა.თქვა ანიმ და ბავშვებისკენ წავიდა.
5ჭიქაზა უკვე ბარბაცით დავდიოდი.ბავშვები ერთობოდნენ,ცეკვავდნენ მე კი ვიჯექი და ალექსანდრეს ველოდებოდი თან ცეკვის თავი ნამდვილად არ მქონდა.ამ დროს კარი გაიღო და რესტორანში საკმაოდ სიმპათიური ყმაწვილი შემოვიდაა..ისაა ჩემი ალექსანდრეა.როგორ შეცვლილა,გული კინაღამ ამომივარდა..ერთი სული მქონდა როდის ჩავეხუტებოდი.
ანისთან მივიდა,მიულოცა და ანდრიას დაუწყო საუბარი.შემდეგ მე გამომხედა და ჩემსკენ წამოვიდა.თვალებში მიყურებდა,შემდეგ გამიღიმა,წამომაყენა და ჩამეხუტა.ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა..რამოდენიმე წუთი ესე ვიდექით შემდეგ კი გამომელაპარაკა:
-საერთოდ არ შეცვლილხარ..ისეთივე მშვენიერი ხარ როგორც რამოდენიმე წლის წინ იყავი.ძალიან მომენატრე ლიზა!ყურში ჩამჩურჩულა..ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა.
-მეგონა დამივიწყებდი მაგრამ როგორც ჩანს შევცდი.მითხრა და გამიღიმა..მშვენიერი იყო მისი ღიმილი..სიცოცხლით და სიყვარულით სავსე.
-მეც მეგონა რო დამივიწყე..ისე წახვედი არც დამემშვიდობე შემდეგ გავიგე რომ სწავლობდი.შენ არ იცი როგორ გელოდებოდი..იმედი მქონდა რო მომწერდი ან დამირეკავდი..ჩამოსვლაზე აღარაფერს ვამბობ.ვთქვი და თავი დავხარე.
-ლიზა,ლიზა მომისმინე ჩემო ლამაზო.მე შენ ყოველთვის მახსოვდი.შეიძლება არ დამიჯერო,მაგრამ მეც ერთი სული მქონდა როდის გნახავდი და როდის ჩაგიკრავდი გულში..ყველაზე მაგარია მონატრებულს რომ ნახავ და გულში ჩაიკრავ..ვიცი ცუდად მოვიქეცი, არც კი გაგაფრთხილე,მაგრამ იმედი მაქვს მაპატიებ..შემდეგ მისი ტუჩები ნაზად შეეხო ჩემს ყელს და დარბაზში შემიყვანა.ყველა ჩვენ გვიყურებდა.ანის სიხარულს საზღვარ არ ჰქონდა.
-დღეს ჩემი ხარ!!ხოიცი ყველაფერი უნდა მომიყვე.თქვა ანიმ და ცეკვა დაიწყო.გამეცინა და ალექსანდრეს გავხედე.
-წამოდი ჩვენც ვიცეკვოთ.ხელი წელზე მომხვია და მართლაც საოცრებაა..ჩვენი საყვარელი სიმღერა ჩაირთო,ეს ის სიმღერაა რომელსაც ყველაზე ხშირად ვუხმენდით(ALL OF ME)
-მენატრებოდი.
-მეც!ვთქვი ჩუმად.
-ყველაფერი მენატრებოდა..შენი თმები,შენი ტუჩები,შენი ღიმილი,შენი თვალები რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია.
ეს თქვა თუ არა მხარზე თავი დავადე და თვალები დავხუჭე..მისი ცხელი ტუჩები ისევ შეეხო ჩემს ყელს და გამაჟრჟოლა.ეს მენატრებოდა,მხოლოდ ეს...
უკვე პირველი საათი ხდებოდა..თანდათან დავიშალეთ..მე რათქმაუნდა ანისთან უნდა წავსულიყავი,ალექსანდრეც მასთან რჩებოდა ამიტომ ყველა ერთად წამოვედით სახლში..ძალიან მოვითენთე,მოვიკუნტე და მანქანაში ჩამეძინა.მხოლოდ ის ვიგრძენი როგორ მომკიდა ალექსანდრემ ხელი და ხელზე მაკოცა..

გამარჯობათ ბავშვებო როგორ ხართ? რას მირჩევთ გავაგრძელო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent