შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და ბაკურიანი


9-09-2015, 15:21
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 913

რა მინდოდა რა? მოვინდომე თხილამურიბი რაც არ იცი დაეტიე შენთვის ეგდე ეხლა ქალბატონო თოვლში.მოვინდომე შეჯიბრი..ღირდეს მაინც ამად? არც კი შეჩერდა რომ ენახა მოვკვდი თუ მოვრჩი?რას შეჩერდებოდა წინ მისი ახალი ტურფა ეგულებოდა...არც მიცდია წამოდგომა თვალები დავხუჭე და ფიქრებში გადავეშვი..ბოღმა მახრჩობდა სიბრაზიდან ვეღარ ვგრძნობდი ვეღარც ტკივილს და ვეღარც სიცივეს...

-დაშავდით?

-არა ზაგარს ვიღებ...თვალები არც გამიხელია ისე ვუპასუხე ცნობისმოყვარე უცნობს...

–ცოტა თბილად გაცვია...

-ხო საუცურაო კოსტუმი დამრჩა და...წარმოიდგინე რომ მაცვია...მივხვდი რომ სისულელე წამომცდა და ტუჩზე ვიკმინე...

-წარმოგიდგინე და ღირს ნახვა...ხელი მომკიდე დაგეხმარები ადგომაში..

-არმინდა მადლობთ აქაც კარგად ვარ...სხვას ველოდები..

-მართლა? მე აქ ვერავის ვხედავ ხელები ჩამჭიდა და ფეხზე წამომაყენა მხოლოდ ეხლა გავახილე თვალები და უცნობს შევხედე არ ვიცი რატომ მაგრამ მისი შემრცხვა და თავი დავხარე..

- სიარული შეგიძლია?

-ცოტა მიჭირს..

-დამეყრდენი დაგეხმარები...

-არმინდა..

-ნიკა...

-თეკლა...მადლობთ ...კარგად...

-იქნებ ყავა დაგველია და გვესაუბრა?

-არამგონია ეხლა კარგი მოსაუბრე აღმოვჩნდე...

-აგიტან ნუ ღელავ..

-კარგი..

პატარა კაფეში შევედით ყავა მოგვიტანეს მეც ლღობა დავიწყე..

არ ვიცი რა დამემართა მაგრამ თავი კარგად ვიგრძენი ნიკა ძალიან თავისუფალი და მხიარული აღმოჩნდა..თუმცა ხასიათი მალე შემიცვალა ჩემი ტელეფონის ხმამ...გავახსენდი?გავთიშე და ტელეფონი სულ გამოვრთე...

-იეჭვიანებს?

-ვინ?..

-არ გინდა ვისაუბროთ?

-ვისზე?

-ვისაც აეჭვიანებ და ანერვიულებ..?

-არამგონია ეჭვიანობდეს და მითუმეტეს ნერვიულობდეს...

-ესე იგი მართალი ვყოფილვარ..ეს ლამაზი გოგო შეყვარებულია .და ვინა ის ბედნიერი?

-ის სულაც არ თვლის ამას ბედნიერებად...

-სულელი ყოფილა..

- ეხლა უკვე მაბავ...

-სიამოვნებით შეგაბამდი...

-არაფერი გამოგივა..თვალი ავარიდე და კაფე მოვათვალიერე..ამას ვის ვხედავ ჩემი მეტოქე დაქალებთან ერთად..აი თურმე რატომ მოიცალა დათომ ჩემთვის..ძალიანაც კარგი ეხლა მიყუროს როგორ უნდა ეჭვიანობა...

–ვის უყურებ?

- არავის?

-მას უყვარხარ?

-არვიცი...თითქოს ცივი წყალი გადამასხესო..ძლივს ამოვილუღლუღე..

-გასაგებია..მეგობარია ხო?

-ჩემი ძმის მეგობარია..

-აეჭვიანე და როგორც კი იგრძნობს შენი დაკარგვის საფრთხეს აუცილებლად გამოგიტყდება თუ უყვარხარ...

-ვაეჭვიანო?

-ხოო..

-კუთხეში მაგიდა რომ დგას ხედავ..

-კი.. ოთხი ლამაზი გოგო ზის...

-მადლობა, როგორ გამიხარე გული.. ერთ-ერთი ჩემი მეტოქეა..

-ოჰო..

-მაკოცე..

-რა?

-მაკოცე მეთქი, შენ არ მითხარი აეჭვიანეო..

ჩემსკენ დაიხარა და ჩუმად მიჩურჩულა "არა"

-შენთვის ვინმეს უთქვამს რომ იდიოტი ხარ..

-არა...

-ხოდა მე გეუბნები...ავდექი და კარისკენ წავედი სულ დამავიწყდა რომ ფეხი მტკიოდა გიჟივით გამოვარდი გარეთ..

"თეკლა გაჩერდი" წინ გადამიდგა ნიკა...

-რატომ წამოდი?

-მეკითხები კიდეც?

-თეკლა იმისთვის მიბრაზდები რომ არ გაკოცე?

არ მინდოდა ისეთი რამე გაგეკეთებია რასაც ხვალ ინანებდი..მე მინდა შენთან მეგობრობა გავაგრძელო კარგად გაგიცნო..და თუ გაკოცებდი ხვალ შენ ვიცი რომ სირცხვილის გრძნობა არ მოგცემდა საშვალებას ჩემთან ურთიერთობა გაგეგრძელებია...მირჩევნია ეხლა გაბრაზდე ვიდრე ხვალ ჩემი შეგრცხვეს..

-არანაირი ხვალ არ იქნება...

-იქნება თეკლა, კოცნაც იქნება მაგრამ არა იმისთვის გამიზნული რომ ვიღაც აეჭვიანო? ნამდვილი გულიდან წამოსული კოცნა იქნება...

-უნდა წავიდე...

- კარგი..მაგრამ ჯერ ტელეფონი მათხოვე...

-კარგი...

-ეს ჩემი ნომერია არ გაბედო და არ წაშალო...საღამოს დაგირეკავ...

- მშვიდობით...

უკანმოუხედავად გავეცალე ნიკას..ღმერთო რა იდიოტი ვარ, რაებს ვაკეთებ..ფიქრებში გართულმა ვერც გავიგე როგორ მივედი სასტუმროში...

კიბეებზე დათო შემხვდა

-სად დადიხარ ტელეფონს რატო მითიშავ?

-ოღონდ ეხლა არა რა, მერე ვილაპარაკოდ.

-კარგად ხარ?

-კი

-კლუბში მივდივართ..

- თქვენ წადით მე ფეხი მტკივა..

-კარგი..როგორც გინდა...


ჩემს ოთახში ავედი ლოგინზე დავემხვე და ავტირდი.. მაგრამ არ ვიცოდი რატომ ვტიროდი... ნიკას მცხვენოდა თუ დათო რომ არ უყვარდი?

ამ ფიქრებში ჩამეძინა...

ტელეფონზე მესიჯი მოვიდა ხმამ გამაღვიძა ...

"სიბრაზემ გაგიარაა?"

ტელეფონი ლოგინიდან გადმოვაგდე და რატომღაც კმაყოფილმა გავაგრძელე ძილი....
ბედნიერს გამეღვიძა...მოვწესრიგდი და სასტუმროს ბარში ჩავირბინე ჩემი სამეგობრო ერთად შეკრებილიყვნენ და ყავას მიირთმევდნენ...პირველი ჩემს ძმას გადავხედე როგორ ხასიათზე იყო..ყავა ავიღე და მათ შეუერთდი...

-აბა საღამოს რა გეგმები გვაქვს?

-კლუბში წავიდეთ სადმე...დიდი ხანია არ დავმთვრალვარ მიპასუხა ქეთიმ(ქეთი ჩემი ძმის შეყვარებულია)

-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთან მაინც არ ხარ

-შენ ამჩნევ ჩე არ ყოფნას?

-სად იყავი გუშინ?

-რატომ მეკითხები ხომ იცი ისედაც...

-ვინმეს ხომ არ დაუძახო რომ გაგაშველოთ სცადა ქეთიმ ჩვენი გაჩერება..

-მე არ ვაპირებ მაგასთან ჩხუბს...წავედი საღამომდე დავიძინებ...

ტელეფონზე მესიჯი მომივიდა "ყავა არ დავლიოთ?" ნიკა იყო არვიცი რატომ მაგრამ ძალიან გამიხარდა..ეს ჩემს ძმას არ გამოპარვია.

-თეკლა რახდება?

-არაფერი.ყველაფერი კარგადაა..

-ხო მართლა და სად იყავი გუშინ?

-კურსელი შემხვდა და ყავა დავლიეთ..

ჩემი ტყუილის შემრცხვა ქეთიმ გამიღიმა შეეტყო რომ ტყუილს მიმიხვდა...

ოთახში ავედი მესიჯის წერა დავიწყე მაგრამ წავშალე ისევ.არა არ მივწერ ცოტა შემეხვერწოს...ვიჯექი და სულგანაბული ველოდი მის მესიჯს და ისიც მოვიდა...

"მესიჯით დაპატიჯებას არ მითვლი? გნახავ და პირადად დაგპატიჯებ"

ნატავ ჩემს პოვნას როგორ აპირებს?

"კარგი თუ მიპოვი დავფიქრდები"

დრო ძალიან გაიწელა როგორც იქნა კლუბში წასვლის რო მოვიდა დათომ ნომერში მომაკითხა.ის იყო სასტუმროდან უნდა გავსულიყავი ტელეფონმა დარეკა ნიკა იყო..

-შენ დამპირდი ყავაზე დაგეპატიჟებიო..

-და სად ხარ რო?

-მე გხედავ თუ მოინდომებ შენც მიპოვი..

ტელეფონი გავთიშე დათო მანქანაში დამელოდე ოთახში რაღაც დამრჩა.დათო გავიდა მისაღებს თვალი მოვავლე კუთხის მაგიდასთან ნიკა იჯდა და იღიმოდა..

-გაგიჯდი?

-არა?

-როგორ მიპოვე?

-სულ იოლად.გუშინ სასტუმრომდე მოგაცილე

-აუტანელი ხარ..

-კუთვნილ ყავას ველოდები..

-წადი გთხოვ, მელოდებიან..

-სანამ არ დამთანხმდები არ წავალ..

-კარგი ჯანდაბას ოღონდ შენ წადი და ხვალ დავლიოთ ყავა...

-სხვა დრო არ იქნებაო ვინ თქვა..

-ეგ პაემანი არააა..

-რათქმაუნდა...

საღამო ძალიან კარგად გავატარეთ დათო და მისი ახალი გატაცება უკვე აღარც მადარდება...ქეთი და ჩემი ძმა თავს ბედნიერად გრძნობდნენ მხოლოდ მე და ზურა ვიყავით ცალად მაგრამ ზურა ამას სულაც არ დარდობდა მგონი ყველა ლამაზ გოგოსთან იცეკვა ვინც კი კლუბში იყო..( სულ დამავიწყდა ზურა არ გამიცვნია თქვენთვის, ზურაც ჩემი ძმის ძმაკაცია, ყველაზე სიმატიური და მხიარული ბიჭი და თან იურისტი ვისაც კი მე ვიცნობ. ქეთი, ზურა, დათო და ჩემი ძმა ერთად მუშაობენ )სასტუმროში გვიან დავბრუნდით...ფიქრებში ნიკასთან შეხვედრას ვგეგმავდი და ტკბილად ჩამეძინა..

დილით კარგახან ვიტრიალე სარკის წინ და ის იყო რომ ჩუმად უნდა გავპარულიყავი დერეფანში ქეთა შემეჩეხა ბორჯომით ხელში ..

-სად მიდიხარ?

-არსად გავისეირნებ..

-კარგი მე ცოტა უნდა დავიძინო თორემ თავი მისკდება..ისე ძალიან მოგინდომებია, ძალიან ლამაზად გამოიყურები ვინმე იფიქრებს პაემანზე მიდისო...

-სადაა პაემანი და უფლისწულები.

სასტუმროდან გავედი ქუჩის კუთხეში ნიკა მელოდა..

-დილამშვიდობის...

-რა ძალიან ლამაზი ხარ...აბა პაემანი არ არისო?

-არც არის...

ხო, რაც შეეხება პაემანს ნამდვილად არ იყო..ისეთ საკითხებზე როგორზეც ჩვენ ვსაუბრობდით პირველ პაემანზე კი არა მეათე პაემანზეც არ საუბრობენ...არანაირი მორიდება ალბათ ვინმეს ჩვენი საუბარი რომმოესმინა ვერ დაიჯერებდა რომ ეს ადამიანი მეორედ ვნახე დღეს..ნიკა აქაურია მაგრამ ოჯახით ათი წელია უკვე თბილიში ცხოვრობს.. აქ ხშირად ჩამოდიან რადგან ბებია და ბაბუა აქ ცხოვრობენ..

საათს დავხედე.

-რა დრო გასულა.უნდა წავიდე..

-ვერც გავიგე დრო ისე გავიდა..

-კარგად გავერთე შენთან არ მოიწყენს ადამიანი.სულ ასეთი მხიარული ხარ?

-შენ წარმოიდგინე არა..ძალიან მკაცრი და აუტანელი ვარ..

-ვერ დავიჯერებ..

-ვმეგობრობთ?

-მეგობრობას არ გეგმავენ თავისით მოდის..მე წავედი..

-გაგაცილებ...

იმედი მქონდა ჩემს გასვლას ვერავინ გაიგებდა მაგრამ დათო და მისი ტურფა მისაღებში დამხვდნენ

-თეკლა, გასული იყავი..

-ხო, გავისეირნე..

-შემოგვიერთდი, ყავა არ გინდა?

-არა მადლობთ დავლიე..

-მარტომ?

-ხო..

ჩემი ძმის ოთახში შევედი მინდოდა ყველაფერი მომეყოლა მაგრამ დავმუნჯდიანდა რა მქონდა მოსაყოლი ბიჭი გავიცანი და ვმეგობრობთქო?გაჩუმება ვარჩიე.თემო მიყვარხარ ლოყაზე ვაკოცე და ოთახიდან გამოვარდი..

-გაგიჯდი შენ?მომაძახა თემომ...

საღამოს არსად გავსულვართ ყველა გუშინდელ დალევას გლოვობდა სასტუმროს ბარში ვიჯექით და ყველა საცოდავი სახით ვსვავდით ჩაის..თქვენი გასაცოდავებული სახეების ყურება აღარ შემიძლია წავედი გავისეირნებ ვინ შემომიერთდებით?

ჩემდა გასაკვირად სურვილი დათომ გამოთქვა თუმცა ტურფამ მალე გადაფიქრებია რომელმაც ზუსტად ამ წამს გადაიფიქრა დაქალებთან ერთად წასვლა..

-თემო მალე მოვალ მუსიკას მოუსმენ და სუფთა ჰაერზე გავივლი..

-კარგი თეკო..

-შენ და ქეთი არ წამოხვალთ?

-არა თე, ცუდად ვარ..

გარეთ გამოვედი თუ არა ცრემლები წამსკდა...ბრაზი მახრჩობდა დათოზე ვბრაზობდი მაგრამ უფრომეტად ჩემს თავზე..მუსიკა ჩავრთე და ფიქრებში გადავეშვი..ფიქრებიდან მესიჯმა გამომიყვანა

-"თეკლა აბა როგორ ატარებ დროს?"

-"ვსეირნობ"

-"ვისთან ერთად?"

-"მარტო"

-"მარტო საშიშია, არ გინდა შემოგიერთდე?"

-"არა, მალე უნდა დავბრუნდე"

-"კარგი.მშვიდობიან საღამოს გისურბებ"

-"შენც"

ძალიან შორს გამოვსულვარ, უნდა დავბრუნდე... მოვბრუნდი კიდეც და დათოს შევეჩეხე

-აქ რა გინდა?

-დაგაგვიანდა..

-არ დავიკარგებოდი..

-მე მაინც შემეშინდა..

-სულ ტყუილად..

-თეკო არ გინდა ვსაუბროთ?

-რაზე?

-ვინ არის?ვის ხვდები?

-არ მესმის რატო უნდა გითხრა რამე?

-იმიტომ რომ...

-რატომ?არ არის სავალდებულო ყველა მეგობარმა გაიგოს ვის შევხვდები..

-არ უარყოფ...

-რაც გინდა ის იფიქრე..მე წავედი შენც მალე წამოდი თორემ რომ დაგაგვიანდება ინერვიულებენ...

ორივენი გავჩუმდით უსიტყვოდ მივედით სასტუმრომდე ბარში აღარ გავჩერებულვარ ოთახში ავედი..ვერაფერს ვიტყვი მშვენიერი საღამოა ორივე გავაბრაზე..ერთიც დუმს და მეორეც...
როცა ძალიან მაგრად ერთობი და მაშინაც კი გაკლია რაღაც ან ვიღაც ამას რა ქვია ვიცი... მაგრამ ვცდილობ თავს არ გამოუტყდე როგორც იქნა დათო თავს დამტრიალებს მე კი სულ ტელეფონს დავშტერებივარ მესიჯს ველოდები ის კი ჯიუტად იგვიანებს.სასტუმროში ძალიან დაღლილები და პლიუს ნასვამები მივედით ყველა დასაძინებლად ავიდა.მე ბარში დარჩენა ვარჩიე ..კუთხეში ვიჯექი ყავას ვსვავდი და ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი ...საერთო ჯამში კი ვერაფერსაც ვერ ვფიქრობდი..ტელეფონის ზარმა ჯერ შემაშინა მერე კი გული უცნაურად ამიჩქარა ტელეფონს დავწვდი...

-გისმენთ..

-როგორ ხარ?

-კარგად...

-უცნაური ხმა გაქვს..

-ზარმა შემაშინა ..

-რატომ? გეძინა?-

-არა, ვფიქრობდი...

-გავისეირნოთ?..

-ეხლა?დაძინებას ვაპირებ..

-გთხოვ..

-კარგი.. სად ხარ?

-გამოხვალ თუ მე შემოვიდე..

-გამოვალ...

გარეთ გავედი ნიკა მართლაც სასტუმროს წინ იდგა...

-რა გარანტია გქონდა რომ წამოგყვებოდი?

-არ წამოხვიდოდი და სერენადას გიმღერებდი ფანჯრის წინ..

-როგორ გამაცინე..არ გავხარ შენ მაგის გამკეთებელს...

-მეც ეგრე მგონია.თუმცა არ ვიცი იქნებ ოდესმე გავაკეთო კიდეც..

-სიყვარული თავიდან ბოლომდე სიგიჟეა..

-ალბათ ეგრეა, შენ გამოცდილი ხარ მაინც ...

-თუ ეგეთია სიყვარული როგორიც მე ვიცი მაშინ დამიჯერე სჯობს არასდროს შეიყვარო..

-შენ არ გიყვარს..უბრალოდ გინდა რომ გიყვარდეს..

-ან შევეჩვიე...ან მთვრალი ვარ და სისულელებს ვლაპარაკობ...

-თეკლა საერთოდ სიმთვრალეში მარტო სიმართლეს ლაპარაკობს ადამიანი..

-შეიძლება..და შენ?

-რა მე?

-გყვარებია?

-არა..

-ნიკა დავბრუნდეთ, არ მინდა გაიგონ ჩემი გამოსვლა...

უსიტყვოდ მოვბრუნდით ორივე სასტუმრომდე უსიტყვოდ მოვედით..

-წავედი ნიკა ღამემშვიდობის..

-ღამემშვიდობის..

უკან არ მომიხედავს ისე წავედი სასტუმროსკენ"თეკლა" ნიკას ხვა მომესმა და ადგილზე გავჩერდი..

-ხვალ გავისეირნებთ..

-არვიცი ვნახოთ..მეგობრები გამიბრაზდებიან..

-კარგი რა მერე ორი დღით მივდივარ ვნახოთ ხვალ ერთმანეთი..

-მოვიფიქრებ...

ჩუმად ავირბინე კიბეები ისე რომ არავის გაუგია ჩემი არც წასვლა და არც მოსვლა.უარის თქმა არ მიფიქრია დილით როგორც კი გათენდა ჩემს ძმას დავადექი თავზე დასაკერად.

-თემო ჩემი კურსელები არიან ჩამოსულები დღევანდელ დღეს იმათთან გავატარებ შენ და ქეთის ხომ არ გეწყინებათ?

-არა არ გვეწყინება“ჭკუით და ეცადე არ დაიგვიანო..

-თემო მიყვარხარ...

კიბეები ისე ჩავირბინე გეგონებოდათ ვიღაც მოსდევსო ბარში დათოს შევეფეთე..

-თეკლა საით?

-მეგობრებთან...

– ჩვენი გეგმები დაგავიწყდა?

-დღეს უჩემოდ წადით..საღამომდე..

-თეკლა საუბარი მინდა შენთან...

-ეხლა არა რა გთხოვ, მეჩქარება საღამოს ვილაპარაკოთ...

ნიკა ქუჩის კუთხეში მელოდა ...ყოველდღე უფრო მესიმპატიურება...

-გამოიშვი თავი..

-კი საღამო მაქვს რთული, გამიჭედეს...

- შენმა ძმამ?

-არა..

-წამო ყავა დავლიოთ და რამე მოვიფიქროთ..

-კარგი...

ის იყო ყავა მოგვიტანეს რომ ნიკას ტელეფონმაც დარეკა..

ვიღაცას ესაუბრა და ჩვენი ადგილსამყოფელი უთხრა თან დაჟინებით სთხოვა მოსულიყო...

-ვინ დაპატიჯე...

-ერთი გოგო უნდა გაგაცნო?

-გოგო ვინ არის?

-შეაფასე ჩემი მეგობრის თვალით..

-ესე იგი მოგწონს..ძლის მოვაბი თავი...

-ძალიან..

ორივე გავჩუმდით.ამას ნამდვილად არ ველოდი დარწმუნებული ვიყავი რომ მეგობრობა საბაბი იყო..ვფიქრობდი რომ ნიკას ჩემთან ყოფნა სურდა...უცნობი იდუმალი გოგოც გამოჩნდა იმდენად ლამაზი იყო რომ კიდევ უფრო გავბრაზდი..

-გამარჯობათ..მე ნინი ვარ..

-თეკლა ფეხზე წამოვდექი და ხელი გაუწოდე უცნობს..

-დაჯექი ნინ ყავას მოგიტან...წამოდგა ნიკა

- არა ძამიკო შენ იჯექი მე მოვიტან და მოვალ, თქვენ გინდათ რამე?

- არა გმადლობთ ზრდილობიანად ვუპასუხე ნინის...

გაოგნებული გავხედე ძამიკო..მივხვდი რომ ნიკამ მომატყუა...ნიკას გაეღიმა

-იდიოტი ხარ რა გაცინებს..

-მართლა დაიჯერე?

-და დაუჯერებელი რა იყო?რატომ მომატყუე?

-შენი რეაქცია მაინტერესებდა..

-და რას ელოდი?რატომ უნდა მწყენოდა მეგობრის ბედნიერება?

ხო მართლა დღეს ნინისთან ერთად გვესტუმრეთ მე მართლა გაგაცნობ ჩემს შეყვარებულს..შემიფასე როგორია მეგობრის თვალით..

-აუცილებლად..

ეხლა ნიკამ ამარიდა თვალი აშკარად შეეტყო რომ ჩემმა სიტყვებმა გააბრაზა.ამასობაში ნინიც დაბრუნდა.ნინი მართლა კარგი გოგო აღმოჩნდა ძალიან მხიარული და საყვარელი..კაფეში კარგახანს ვიჯექით.შევთანხმდით რომ საღამოს შევხვდებოდით.გაცილებაზე უარი ვთქვი.სასტუმროში მარტო ქეთი დამხვდა ბიჭებს მოუხერხებიათ გაპარვა..

-ქეთ შენ რატომ არ წადი..

-დამეზარა, ეხლა კი ძალიან მომწყინდა რა კარგია რომ მოდი..

-ქეთ აქ ახალი მეგობრები შევიძინე საღამოს აქ მოვლენ ყავა დავლიოთ და გაგაცნობთ..მინდოდა ჩვენებიც ყოფილიყონ მაგრამ არაუშავს.რათქმაუნდა ბიჭები ძალიან გვიანობამდე არ დაბრუნებულან ამიტომ ყავის დალევა მე, ნიკამ ქეთიმ და ნინიმ მოვახერხეთ საღამომ მშვიადად ჩაიარა..წასვლისას ნიკამ ჩუმად მიჩურჩულა..

-დასანანია რომ სენი შეყვარებული ვერ გავიცანი...

-აბა..

-ისე სულაც არაა საჭირო გაცნობა ისე შევაფასებ.."ნამდვილუი იდიოტია"

-და რატო?

-სანამ დაიძინებ იფიქრე და მიხვდები..

ხო, მართლა ხვალ საღამოს გამოგივლი ხუთისთის და მზად დამხვდი..-რახდება?

-სურპრიზია...

მთელი ღამე ვუმტკიცებდი თავს რომ ხვალ არ უნად შევხვედროდი, უკვე ეგ ურთიეერთობა მართლა მაშინებდა სულ მასზე ვფიქრობდი საკურორტო რომანია გაივლის ორი კვირა და ყველაფერი დამთავრდება..მაგრამ სანამ აქ ვარ რატომაც არაა..რა საჭიროა თავის დაფასება თუ მაინც დამთავრდება ყველაფერი?ხვალ აუცილებლად ვნახავ, დათოს ყურებას და ნერვების მოშლას სჯობს გავერთო..ნიკა ისევ ძველ ადგილას მელოდა ოღონდ ამჯერად მანქანით..

-დაჯექი მივდივართ..

-სად?

- უნდა მოგიტაცო..

-სულ არ ვხუმრობ..

-არც მე სერენადა თუ რომანტიულია არც მოტაცება ნაკლები..

ტელეფონმა დაურეკა კი მოვდივართ ნახევარ საათში მან ვიქნებით..კი მოდის..

-და სად მოვდივარ?რა სისულელეა ორ საათში სახლში უნდა ვიყო.თუ სადმე აპირებ წასვლას შენ წადი..მე არ მეწყინება

-თეკლა გთხოვ..ნინიც იქ არის და გელოდება

- კარგი ხო ორი საათით..

-კარგი გპირდები 12 საათზე უკან დაგაბრუნებ

- არა

-კი

მივხვდი რომ აზრი არ ქონდა წინაღმდეგობის გაწევა თან დიდი სურვილიც არ მქონდა მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავზეც ვბრაზობდი..ვხვდებოდი რომ ძალიან დიდ სისულელეს ვაკეტებდი...
მივდიოდით ირგვლივ ყველაფერი თეთრად იყო შემოსილი..ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო საუბარი ნამდვილად არ მსურდა ვიყურებოდი ფანჯრიდან სახლების მხოლოდ სახურავები ჩანდა საიდანაც ბოლი ამოდიოდა ესეთი ადგილი მხოლოდ ჩემს ოცნებებში მქონდა ნანახი.. გზა კი არადა არ ილეოდა..ნელნელა შიშმა შემიპყრო ვერ ვხვდებოდი სად ან რატომ მივდიოდი..

-ნიკა სად მივდივართ?

-ხუთ წუთში გაიგებ

ნიკამ მანქანა გააჩერა მანქანის კარები გამიღო წავედით აქედან ცოტა ფეხით გავიაროთ ეზოში ადგილი აღარ არის უკვე ჩემი მანქანის..

-ნიკა დავიტანჯე სად ვართ?

-დაჩაზე..

-რატო? ვინ არის აქ..

-ნინი, რამოდენი მეგობართან ერთად და და ჩემი ორი ძმაკაცი..

-რა სულელი ხარ მერიდება.

სახლსაც მიუახლოვდით...

-წამო ნინის ეწყინება გელოდება.ხო მართლა დღეს იუბილარია

-არა რა ნამდვილად ვბრუნდები.

-მართლა? მარტო?

-ხო, არა რა მარტო შენც მოდიხარ..გთხოვ

-წავალთ ორონდ ჯერ ნინის მიულოცავთ..

სახლში შევედით ნინი ძალიან მხიარულად შემხვდა სამზარეულოში გამაქანა და თავისი დაქალები სათითაოდ გამაცნო..ნებისიერი მიხვდებოდა რომ ნინის დაქალებს სულაც არ მოვეწონე, ერთ ერთს უკვე მოესწრო და ნიკას ჩამოკიდებოდა კისერზე..

-ნინ ცოტახნით ნინის წაგართმევ თუ შეიძლება

? მისაღებში გავედით ბუხართან ბიჭები მწვადს წვავდნენ ..

როგორც გავიგე ისინი ნიკას ბავშვობის მეგობრები იყვნენ..სახლში მხოლოდ რვა ვიყავით სიმორცხვემ მალე გამიარა და კარგადაც ვგრძნობდი თავს..მხიარულად დრო მალე გავიდა.

-ნიკა წავიდეთ..

-სად?

-ნუ მაწვალებ უკვე გვიანია..

-ნინის ვკითხოთ თუ გაგვიშვებს...

ცოტახნით დაგტოვებ ნინის ვნახავ არ მინდა ეწყინოს კარგი?

თავი დაუქნიე ორივენი ოთახიდან გავიდნენ მე კი გოგოებმა დამიმარტოხელეს და კითხვებიც დამაყარეს ძირითადი თემა კი ჩემი და ნიკას ურთიერთობა იყო უკვე ამათი აუტანლები გახდნენ რაც არ გამოპარვია ნიკას ძმაკაცს რომელიც ნიკას მოსაყვანად გავიდა...ნიკაც მალე მოვიდა და გადამარჩინა სრული ამ სიტყვის მნისვნელობით..თეკო წავედით..ნინიმ და ნიკას მეგობარმა გაგვაცილეს მანქანამდე..

-მინდოდა დარცენილიყავით..

-ნინ ბოდიში ძმა რომ წაგართვი, არც კი მითხრა სად მოვდიოდით თორემ არ წამოვიდოდი..

-რას ამბობ ძალიან გამახარეე

-მადლობთ.ხო მართლა ნინ ეს შენ გილოცავ კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს..ყელიდან ჩემი მედალიონი მოვიხსენი და ნინის გაუწოდე

-რასამბობ შენ გაგიჟდი, არა ვერ გამოგართმევ..

-გამიხსენებ ხოლმე როცა წავალ, კარგი მეგობრები შევიძინე ...

-კარგი ავიღებ..მადლობთ ეხლა თქვენი წასლვლის მეშინია ნიკა ნასვამია..

-ნინ ნუ ჯავრობ, აი თეკლა ფხიზელი და იმას დავსვამ..

დაჯდები?

-რატომაც არა..

ეხლა ნიკა იყო ჩუმად არაფერს ამბობდა და მე ეგ მაღიზიანებდა მაინტერესებდა რას ფიქრობდა..

-ნიკა ჩუმად რატომ ხარ?

-ბედნიერი ვარ..

-ძალიანაც კარგი..გთხოვ ჩანთა მომაწოდე უკანა სავარძელზე დევს.მანქანა შევანელე და კევი ამოვიღე ..

-ხო მართლა მართვის მოწმობა მაინც თუ გაქვს?

-კი.

-არ მჯერა

ნახე საფულე გაუწოდე.

-თეკლა ეს შენი ძმაა?

-არა... რატომღაც ძალიან შემრცხვა ნიკასი აღარ გამახსენდა რომ საფულეში ნიკას დათოს სურათი მედო...სიმწრისგან ტუჩზე ვიკმინე..ნიკა ამჯერად საერთოდ დამუნჯდა..

-თეკლა ცოტახნით გააჩერე მანქანა...

უსიტყვოდ გავაჩერე ნიკა მანქანიდან გადავიდა კარგახანს მარტო ვიჯექი მერე გულმა არ მომითმინა და მეც გადავედი...

-მეგონა არ ეწეოდი..

-არც ვეწევი..

-ხო?მე სხვა რამეს ვხედავ..რამე მოხდა?

-კი.თუმცა არ ვიცი რა.

-იქნებ ერთად გავარკვიოთ..

-ალბათ გიჟად ჩამთვლი..

-მიყვარს გიჟები მეც გიჟი ვარ და იმიტომ..წავიდეთ მცივა

წასვლა დავაპირე მაგრამ ნიკამ ხელი ჩამჭიდა და მისკენ მიმაბრუნა..

-რომ გითხრა მომწონხართქო რას მიპასუხებ?

-გიპასუხებ რომ მეც მომწონხარ თორემ ჩემი მეგობარი ვერ გახდებოდი..

–თუ თუ ეხლა გეტყვი რომ შენს მიმართ იმაზე მეტს ვგრძნობ ვიდრე მეგობრის მიმართ რას მიპასუხებ?

-გაგიჟდი..

-არა, მაგრამ ეხლა თუ არ გაკოცებ ნამდვილად გავგიჟდები.. მინდოდა მეტხოვა გაჩერდი აღარ გაგრძელოთქო მისმა ტუჩებმა არ მომცეს ამის ნება..არ მიცდია წინაღმდეგობის გაწევა არც სილა გამიწნია როგორც ფილმებში მინახავს."შენ ყველაფერი გაფუჭე"

როგორც კი ადგილი მეცნო თავი საიმედოდ დავიგული

-აქ გამიჩერე, აქედან თავად წავალ...

- მიგიყვან ..

-არა გააჩერე..

ნიკამ მანქანა გააჩერა..და ისიც გადმოვიდა მანქანიდან

-კარგი ფეხით წავიდეთ ..

-მარტო წავალ..

-მარტო არ გაგიშვებ..

-დღეს ამაზე მეტი აღარაფერი მომივა..

-მაპატიე, არ მინდოდა..უბრალოდ ის სურათი..არ ვიცი რატომ მაგრამ ვიეჭვიანე

-მე კი ვერ ვხვდები რატომ უნდა იეჭვიანოს ადამიანმა რომელთანც ვცდილობ ვიმეგობრო?ტან რა გრძნობაზეა საუბარი როცა სულ რაღაც ხუთი დღეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ

-კარგი მაპატიე.მე შენ მომწონხარ როგორც გოგო..ვიცი სისულელეა მაგრამ ეს ფაქტია..

-გაპატიებ იმას რომ მოგწონვარ მაგრამ იმას რომ მაკოცე არა..

-თეკლა ნუ იბუტები..დაივიწყე დღევანდელი კოცნა შენ უკვე იცი რომ მომწონხარ და მინდა შენტან ურთიერთობა გავაგრძელო..

-არა ..

-რა არა?

-პირველ კოცნას ვერ ივიწყებენ..

ხო მართლა აღარ დამირეკო აღარასდროს...სასტუმროსკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი..თან ვნატრულობდი რომ არ დაეჯერებინა ჩემთვის და ეხლავე მოეწერა..ჩემებს ჩემი დაგვიანება არ გაუგიათ რადგანაც არ იყვნენ სასტუმროში.ეგ კიდე კარგი ამბავი არავინ გამიბრაზდებოდა.ტელეფონი გავთიშე და კმაყოფილმა და ბედნიერმა დავიძინე..
დილით როცა ტელეფონი ჩავრთე და ნიკას მესიჯი დამხვდა ლამის შევკივლე სიხარულით მაგრამ ეიფორიამ მალე გამიარა..არ უპასუხებ..ცოტა გაწვალდეს არაუშავს...მთელი დღე ვაიგნორებდი მის ზარებს და გზავნილებს..მთელი დღე ჩემებთან გავატარე ვცდილობდი დროს სრულიად გამომეყენებია რათა არ მეფიქრა ნიკაზე..მხოლოდ ეხლა აღმოვაჩინე რომ დათოს და მის ტურფას დაძაბოდათ ურთირთობა ერთმანეთს ვერც კი ამჩნევდნენ...როგორც იქნა დაღამდა მარტო დარჩენილს დიდხანს მებრძოდა საკუთარი მე, მაგრამ მაინც ვაჯობე და ისე გავთიშე ტელეფონი რომ ნიკას მესიჯზე არ მიპასუხია...ხოლო როცა დილით ისევ დამხვდა ნიკას მესიჯი უკვე ამან გაამათამამა და გავაგრძელო მისი დაიგნორება...ქეთიმ შემომიარა და სასაუზმოდ გავედით თან ცოტაც გავისეირნეთ..ნიკა კი დაიკარგა მე კი ნერვიულობა დავიწყე, მოვიწყინე რაც დათოს არ გამოპარვია..ყველაფერი გააკეთა რომ მარტო დავეგულებიე..

-თეკლა იქნებ ჩემთვისაც მოიცალო?

-გისმენ დათო მცალია მაინც ყავის დალევას ვაპირებდი..ისე ისედაც შენს გვერდით არ ვარ..

-ხო, გხედავ რომ ჩემს გვერდით გხედავ და მიკვირს..

-რატომ?

-ნუ იოცებ, ვინ არის?

-ვინ?რა შენი საქმეა?

-შენზე ვნერვიულობ..

-მართლა? ეხლა ნერვიულობ?

და სამი წელი სად იყავი შენს გამო რომ ვიტანჯებოდი?

-მე არასდროს მდომია შენი ტანჯვა..უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რას ვგრძნობდი შენს მიმართ..

-რა?

-რა მიშვნელობა აქვს რამის თქმას შენ ხომ უკვე იპოვე ჩემი შემცლელი.მე კი იდიოტს მეგონა რომ ჩემს გამო იტანჯებოდი..

ეს უკვე ზედმეტი იყო.ყავის ჭიქა ლამის ლამის ხელიდან გამივარდა ზედაზე გადავისხი და სწორედ ამან უშველა დათოს...

-იცი რა დათო..ჩემს თავს ვერ ვიტან იმიტომ რომ შენ მიყვარდი...კიბეები ავირბინე სანამ კარებს გავაღებდი დათოც დამეწია..

- თეკლა მე არ დამიმთავრებია საუბარი..

-არ ღირს უფრო მეტ სისულელეს იტყვი..

-თეკლა, მაპატიე ვიეჭვიანე გაბრაზებულმა სისულელეები ვთქვი..

ვიცი სულელი ვარ, ბედნიერებას სხვაგან ვეძებდი, ეხლა როცა ვხვდები რომ გკარგავ მივხვდი რომ იმაზე მეტად მყვარებიხარ ვიდრე მე მეგონა..

-ეს სუტყვები ცოტა ხნის წინ რომ გამეგონა ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა..

ეხლა როცა ვიცი რომ შენც გიყვარვარ უკვე აღარ ვიცი მჭირდებოდა კი შენი სიყვარული?უკვე შენი სიყვარული დაგვიანებულია

-თეკლა, ეხლა გაბრაზებული ხარ და სისულელეს ამბობ წყენა რომ გაგივლის მერე ვისაუბროთ..

-არა დათო ვიცი რასაც ვამბობ..არ ვიცი მიყვარდი თუ უბრალოდ მინდოდა მყვარებოდი მაგრამ ის კი ვიცი რომ ყველაფერი დამთავრდა...

ეხლა კი შენი ნებართვით შევალ და ზედას გამოვიცვლი..

ოთახში შევედი კარი გადავკეტე და კარებიდანვე დავიწყე ზედის გახდა.

-ხო მართლა გახდა აღარ გააგრძელო მე თვალების დახუჭვას არ ვაპირებ...

ჩემს წინ ნიკა იდგა და ეშმაკურად მიღიმოდა..

ზედა სასწრაფო წესით უკუღმა გადავიცვი და ნიკას შეუბღვირე..

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ..როგორ შემოხვედი?

-როცა სიმპატიური ხარ იოლად კერავ გოგოებს..

-რაებს ბოდავ..

-დაგავიწყდა აქ ვცხოვრობდი შენი სასტუმროს ადმინისტრატორი ჩემი მეგობარია..

-ხო?აბა ეხლა თუ არ გინდა შენმა მეგობარმა სამსახური დაკარგოს ეხლავე აქედან წადი..

- არსადაც არ წავალ, შენ კი დაჯდები და მომისმენ..

-ან ვიყვირებ...

-იყვირებ და სიამოვნებით გაგაჩუმებ კოცნით.ისედაც ძლივს ვიკავებ თავს..ხო მართლა ზედა შეგიძლია გამოიცვალო მე შევბრუნდები..

მივხვდი რომ ნიკა თავისას არ მოიშლიდა კარადიდან ზედა გამოვიღე და და აბაზანაში შევედი გამოსაცვლელად..ვისაც უნდა გიჟი მიწოდოს მაგრამ ეს ბიჭი ყოველ წამს უფრო მეტად მიყვარდება..

დასჯილი ბავშვივით გამოვედი აბანოდან და ლოგინის კუთხეში ჩამოვჯექი..

-თეკო კიდევ მებუტები..

-რომ გითხრა არათქო შემეშვები..წახვალ?

-არა..მარტო მაშინ წავალ თუ შენც წამოხვალ..

-არც იოცნებო..

-კარგი მაშინ აქ ვიჯდები..

ორივე გავჩუმდით ველოდებოდით რომელი გავტყდებოდით პირველი სიჩუმე კარზე კაკუნმა დაარღვია ოღონდ ეგ არა..კარებთან ქეთა იყო..

-ეხლა რა ვქნა?უნდა გავაღო, ჯანდაბა დაიმალე..

ნიკა თვალის დახამხამებაში შევაგდე სააბაზანოში და ქეთის კარი გაუღე..-რა გჭირს ადამიანო რა სახე გაქვს მოჩვენება დაინახე..

- მე და დათომ ვიჩხუბეთ გამაბრაზა..მაგიდასთან მივედი და წყალი დავისხი..

-ჰე, ეხლა დაფქვი როგორია?მაგარი კოცნა იცის?

ქეთას კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო წყალი გადამცდა და ლამის დავიხვრჩვი ხველება ამივარდა...

-რა ბიჭი გაგიჟდი?

-გაგეხუმრე ...შენ კი გამოტყდი..ესეიგი მართალი ვარ..

-ნუ სულელობ ..აუტანელი ხარ..

-ხო ვიცი...უი მართლა ჩვენი თანამშრომელი ხო გახსოვს მაია თბილიში რომ გათხოვდა.დღეს დამირეკა ზეგ ბავშვს ნათლავს ყველა დაგვპატიჟეს..მე და დათო კი ნათლიებად ..ხვალ წავალთ ორი დღით მაგრამ ვეჭვობ რომ შენ არ მოგინდება წამოსვლა...

-არა რატომ არ მომინდება წამოვალ..

-კარგი საყვარელო როგორც გინდა..ეხლა კი მომიყევი ..

-აუ რას სულელობ ქეთ არავინ არ არის..საიდან მოიტანე..

მესიჯი მომივიდა "თუ არ გინდა რომ ეხლავე გამოვიდე დამპირდი რომ თბილიში არ წახვალ.."

მივხვდი რომ ნიკა აუცილებლად გამოვიდოდა და მეც იმ წამს მივწერე.."კარგი დავრჩები"

კარგი წავედი შენ არ გცალია ჩემთვის..მართლა ნუ გეშინია არ ვეტყვი თემოს თუ გინდა დარჩი“რამე ერთად მოვიფიქროთ..

მითხრა ქეთიმ და ოთახიდან გავიდა..

- ეხლა სასწრაფო წესით წადი აქედან..

-საღამოს მნახავ?

-არა ამ საღამოს ავად უნდა გავხდე..

-მადლობა..

-საკუთარი თავის მცხვენია ისეთ რამეებს ვაკეთებ ნიკა..

-სისულეელებს შეეშვი..არასდროს გაკადრებ ზედმეტს..

ხვალამდე..შენი და დათოს საუბარი მოვისმინე..

-ვიცი...მერე?

-ბედნიერი ვარ....

საღამოს ავად გავხდი ქეთის დახმარებით, დათო ხმას არ მცემდა..ჩემმა ძმამაც იოლად დაუჯერა შეყვარებულს და პატარა დას...თუმცა ეხლა მე ვეხვერწებოდი რომ არ მინდოდა მისი დარჩენა და აუცილებლად უნდა წასულიყო დიდი ომის შემდეგ ჩემები წავიდნენ მე კი დავრჩი...

იმ წამსვე ავადმყოფობამ გამიარა ნიკა ისევ ქუჩის კუთხეში ჩვენს ძველ ადგილას მელოდა...
წავედით თეკლა..

-სად?

-არვიცი სადმე..მოვიფიქროთ..

-და ვიაროთ ასე უაზროდ ...

-რა გჭირს?

-არვიცი..ცუდად ვარ, სისულეელებს ვაკეთებ..ალბათ ოდესმე ამ ყველაფერს ვინანებ..

-ვიცი, ვხვდები რატომაც ამბობ ეგრე...არ ვიცი რა იქნება ხვალ მაგრამ გპირდები რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ შენ რომ ინანო..

-არვიცი...ვერაფერს გეუბმები..

-და მე თუ გეტყვი რომ მიყვარხარ..

-პირველი ეგ არ უნდა მითხრა იმიტომ რომ არ დაგიჯერებ მეორე ალბათ აზრი არ ექნება მე ერთ კვირაში წავალ და შეიძლება ვეღარც ვნახოთ ერთმანეთი..

-ალბათ მართალი ხარ..მაგრამ ეხლა ამ წუტას ყველაზე მეტად რაც მინდა შენთან ერთად ყოფნა, მინდა მაგრად ჩაგიკრა გულში და არასდროს დაგშორდე...

-ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი რომ მე არ ვგრძნობ თავს შენთან კარგად მაგრამ ვიცი რომ აზრი არ აქვს ამ ისტორიას ამიტომ სჯობს აქ გავჩერდეთ ვიდრე ისე მოვიქცეთ რომ მერე ვინანოთ..

შენც მშვენივრად ხვდები რომ უკვე ერთმანეთთან ურთიერთობა გვიჭირს თავს ვერ იკავებ რომ არ შემეხო და არ მაკოცო..მე კი ეს არ მინდა გესმის...

-თეკლა გაჩუმდი გთხოვ ...შენ ეხლა ყველაფერს ართულებ.მე შენ დაგპირდი არასდროს არ გაკოცებ შენ თუ არ გექნება ამის სურვილითქო..

-ვიცი, მაგრამ ვერც ეგ მაიმედებს..უკვე საკუთარ თავსაც ვერ ვენდობი..სჯობს ერთმანეთს მეტად აღარ შევეჩვიოთ..

-რისი თქმა გინდა?

-აღარ შევხვდეთ.

-გთხოვ ეგ არ გააკეთო.იქნებ შევძლოთ და ...

-მე შენს დავიწყებას უფრო იოლად შევძლებ ვიდრე შეყვარებას...

-და მე თუ შემიძლია შენი გაშვება და დავიწყება ასე იოლად არ მეკითხები...

-შეძლებ..

ნიკას ზურგი შევაქციე და ჩქარი ნაბიჯით წავედი მეშინოდა თუ დამიძახებდა ვეღარ შევძლებდი წასვლას...

არ ვიცი რას ფიქრობდა იმ რამეს ნიკა მაგრამ მე სრულიად ვიყავი ჩემს არჩევანში დარწმუნებული..თუმცა გული მაინც მტკიოდა..ტირილში როდის ჩამეძინა ვერ გავიგე..დილით თვალი გავახილე თუ არა ყველაფერმა თვალწინ გამიელვა და ღრიალი მომინადა...ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა ერთი კვირის წინ დარწმუნებული ვიყავი რომ დათო მიყვარდა რას არ ვაკეთებდი რომ შევყვარებოდი.. საწადელს მივაღწიე... მაგრამ იმის მაგივრად რომ ამ სიყვარულით ვტკბებოდე ერთი კვირის გაცნობილი ბიჭისთვის ლოგინში ვაგდივარ და ვტირი...საწოლიდან წამოვდექი მინდოდა წყალი დამელია, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა მაგიდაზე ყვაილების უზარმაზარი თაიგული დავინახე."შენ გადაწყვეტილება მიიღე და წადი..ჩემს პასუხს არ დაელოდე.. ხო და იცოდე რომ მე არ შემიძლია გაგიშვა"

ტელეფონი ავიღე და ნიკას დაურეკე.

-დილამშვიდობის ლამაზო.

-დილამშვიდობის ნიკა..ყვავილებისთვის მადლობთ..

-არაფრის..და წერილზე რას მეტყვი..

-წერილზე?იმას რომ გიჟი ხარ..

-ეს იმას ნიშნავს რომ?

-წინ ერთი კვირა გვაქვს...

-თეკლა, იცი როცა გძინავს ანგელოზს გავხარ..

-რა?შენ ოთახში იყავი?მეგონა შენი მეგობარი დაგეხმარა და მან ამოიტანა ეს ყვავილები..

როგორ შემოხვედი..

-სხვა დროს ფანჯარა დაკეტე ასე აჯობებს..

-რატომ არ გამაღვიძე..

-ვერ გაგიმეტე..

-სულელი ხარ...

-მომენატრე..საღამოს ჩემთან ერთად წამოხვალ?

-სად?

-როცა მივალთ გაიგებ..

-კარგი საღამომდე..

-ოთზე გამოგივლი..

ტელეფონი გავთიშე და სიხარულისგან ოთახში გიჟივით დავხტოდი...რაც იქნება იქნება..დრო ნელა მაგრამ მაინც გავიდა და ნიკამაც მომაკითხა..

-საღამომშვიდობის..

-წავედით...ხო მართლა ჯერ სადღაც უნდა გავიაროთ..შენი ჩაცმულობა არამგონია იმ ადგილს მოუხდეს სადაც ჩვენ მივდივართ..

-ოღონდ ეგ არა..

-როგორ არა კი...ისე იმედია ერთი საათი გეყოფა საშოპინგოთ..

-მითხარი სად მივდივართ თორემ არ წამოვალ..

-ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე..

-მცხვენია...

-ნინიც იქ იქნება..

-კარგი და შენს მეგობრებს რას ეტყვი ჩემზე?

-რამეს მოვიფიქრებ..

-კარგი..წავიდეთ მაღაზიაში..ისე როგორი გემოვნება გაქვს.გენდო?

-საკმაოდ კარგი..

-კარგი აბა გენდობი..

კაბა ნიკამ შემირჩია სიმართლე უნდა ვაღიარო რომ ჩვენი გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა..დანიშნულ დროს რესტორანში მივედით..ნიკას მეგობრების დაჟინებული მზერა უხერხულობის შეგრძნებას მიჩენდა მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია...მაგრამ ეგ არ იყო მხოლოდ პრობლემა...რესტორანში ნაცნობი სახე შევნიშნე რომელსაც არც მე დავრჩენივარ შეუმჩნეველი..

მე და გიორგი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს ერთ ანსაბლში ვცეკვავთ ...

და გაინტერესებთ ალბათ რატომ არ მესიამოვნა მისი დანახვა?

დამელოდეთ და აუცილებლად მოგიყვებით
საღამო არც თუ ისე კარგი გამოვიდა..ნიკას გოგოები არ ასვენებდნენ ჩემს ირგვლივ კი გიორგი ტრიალებდა..ასე რომ მე ნიკაზე ვეჭვიანობდი ხოლო ნიკა ჩემზე..რაც ნიკამ ვეღარ აიტანა და სასწრაფო წესით დავტოვეთ რესტორანი..არც მე ვიყავი წინააღმდეგი ნიკასთან ერთად მერჩივნა ყოფნა ოღონდ მარტო...

ისე მივედით სასტუმროსთან ხმა არცერთს არ ამოგვიღია..

-წავედი ...

-არა არ წახვიდე თეკლა, არ მინდა ეს დღე ასე უაზროდ დამთავრდეს..

-აბა მანქანაში ვიჯდეთ დილამდე?

-არა მე უკეთესი აზრი მაქვს...

მერე ნინის დაურეკა მე და თეკლა დაჩაზე მივდივართ და შენ და ლექსო ამოდით საღამოსო..

-არა ნიკა უთხარი არ ამოვიდენ, მე არ მოვდივარ..

-მოდიხარ..დღეს მაინც არავინ დაგიწყებს ძებნას..

-არა ... თუმცა ჩემს არას უკვე აღარანაირი აზრი არ ქონდა ნიკამ მანქანა მოაბრუნა და ჩვენც წავედით..ნიკა არაფერს არ ამბობდა მაგრამ მის გამოხედვაში ჩანდა დიდი სიხარული..ტყუილი იქნება რომ ვთქვა მე მწყინდათქო მაგრამ ამავდროულად მასთან მარტო ყოფნის მეშინოდა..ვცდილობდი ჩემი გრძნობები დამემალა...მანქანიდან გადმოსულს ისე შემცივდა კანკალი დავიწყე ნიკამ თავის ქურთუკი გაიხადა და მომახვია..მერე თვითონაც მომხვია ხელები და სახლში შევედით მდივანზე დამსვა პლედი მომახვია და თვითონ შეშის მოსატანად წავიდა...გარეთ თოვამ დაიწყო..ნიკამ ბუხარი აანთო და ოთახშიც დათბა ფანჯარასთან მივედი და თოვას ვუცქერდი ვფიქრობდი ყველაფერზე და ამავდროულად ვერაფერზე...

ნიკა მომიახლოვდა..ჩემთან იმდენად ახლოს იდგა მისი სუნთქვა მესმოდა, შემაჟრჟოლა..მისმა სიახლოვემ შემაშინა..

-თეკო კიდევ გცივა?

-არა, ხო ბუხართან წავალ ..სწრაფად გავეცალე ნიკას...

-თეკო ყავა დავლიოთ..

-კარგი მე მოვადუღებ..

-არა შენ მანდ იჯექი მე მოგიტან..

ნიკამ რადიო ჩართო დაბალ ხმაზე, ისმოდა წყნარი მუსიკა გარეთ ისევ თოვდა ოთახში ბუხარი ენთო და მასთან ერთად ვიყავი ვისთანაც მინდოდა..ძირს დავჯექი ბუხრის წინ სახე ხელებში ჩავმალე და ფიქრებში წავედი...ნიკაზე იმდენი რამ მომაგონდა რომ მეგონა თითქოს საუკუნეა ვიცნობ..ნიკამ ყავის ფინჯანი მომაწოდა და თვითონაც გვერდით მომიჯდა ინსტიქტურად პლედის ნახევარი ნიკას გაუწოდე ნიკამაც გამომართვა და უკვე ჩახუტებულები ვიჯექით ბუხრის წინ მე და ნიკა..

-ნიკა აქ ყოფნა ბედნიერება....

-კი, მაგრამ ეგ დღეს ვიგრძენი მხოლოდ...

-დღეს?

-ჰო, დღეს შენთან ერთად ვარ აქ...ისევ გავჩუმდით ორივე..ანდა რა მქონდა სათქმელი..სიჩუმე ისევ ნიკამ დაარღვია..

-ისე რესტორანში ვინ იყო?

-შენ რა ეჭვიანობ?

-სულაც არა საიდან მოიტანე?უბრალოდ მაინტერესებს..

-ჩემი მეწყვილეა ერთად ვცეკვავთ..

-მეტი არაფერი?

-ერთ დროს მომწონდა..

-მერე?

-გრძელი ისტორია..

-წინ მთელი ღამე გვაქვს..

სკოლას ვამთავრებდით როცა გიო მშობლებმა წელიწადნახევრით იტალიაში წაიყვანეს როცა ერთმანეთს დავშორდით ორივემ აღმოვაჩინეთ რომ ერთმანეთის მიმართ იმაზე მეტს ვგრძნობდით ვიდრე მეგობრობა იყო..სულ ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული..არავის არაფერს არ ვეუბნებოდით ჩვენს შესახებ გადავწყვიტეთ რომ როცა დაბრუნდებოდა ყველას ერთად ვეტყოდით მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც ჩვენ გვინდოდა..

-რა მოხდა?

-ის მოხდა რომ მისმა საუკეთესო ძმაკაცმა სიყვარული ამიხსნა..ჯერ ისტერიკული სიცილი ამიტყდა ხოლო შემდეგ ტირილში გადამეზარდა.ჩვენს შორის აღარაფერი მომხდარა შევხვდით ერთმანეთს ისე როგორც დავშორდით..ასე რომ ბიჭებში არ მიმართლებს მერე ავიჩემე დათო, მეგონა მიყვარდა, მაგრამ ეხლა ვხვდები რომ უბრალოდ ეგ მიზეზი იყო ყურადღება გადამეტანა გიორგიდან..

-ეხლა რას გრძნობ?

-ვისზე გიორგიზე? არაფერს ...ეხლა აღარ ვაპირებ არც ვინმეს მოწონებას და არც ვინმეს შეყვარებას..მაინც ვიცი რომ ცუდად დამთავრდება..

-შენს ადგილას ეგრე არ ვიტყოდი..

-შენ გყვარებია ვინმე?

-ორი დღით ადრე რომ ეკითხა ვინმეს დარწმუნებით ვეტყოდი არათქო ეხლა კი არვიცი..არ გინდა მეცეკვო?ჩემი საყვარელი სიმღერაა..

-ვიცეკვოთ..ალბათ ბევრს უყვარდი?

-ალბათ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ გართობით შემოიფარგლებოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც რომლებიც არ მიყვარდა მაგრამ პატივს ვცემდი და თავისთვის ზედმეტის უფლება არ მიმიცია..

-ხო, და მე რომელ კატეგორიას მივეკუთნები?

-შენ? შენ ვერავის შეგადარებ..

-და ეგ კარგია თუ ცუდი?

-ძალიან კარგი..

თავი ნიკას მხარზე დავდე და გავჩუმდი...

-თეკო..

-რა ნიკა?

-მიყვარხარ..

თავი ავწიე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეფეთა.

-არ გინდა გთხოვ გაჩერდი..

-თეკო ნუ მაჩერებ..ეხლა იმას ვამბობ რასაც ვგრძნობ..

ხელი გაუშვი და ბუხართან მივედი..თვალებიდან ბედნიერების ცრემლი წამომივიდა..მეც მიყვარდა ნიკა და სწორედ ამ სიტყვების გაგონებაზე ვოცნებობდი მაგრამ მეშინოდა, ვერ ვიჯერებდი რომ შესაძლებელი იყო ასე ცოტა ხანში ადამიანის შეყვარება..არ მინდოდაგული მეტკენოდა..

ნიკამ ხელები წელზე მომხვია და მისკენ შემომაბრუნა..

-ტირი?

ვცადე სახე ამერიდებია მისთვის მაგრამ მან ამის საშვალება არ მომცა თვალები დამიკოცნა და შემდეგ ტუჩებისკენ დაიხარა ის იყო უნდა ეკოცნა მანქანის ხმამ შეაჩერა..

-ნინი და ლექსო მოვიდნენ, გარეთ გავალ თან შენს პარკს ამოვიღებეს კაბა გაიძვრე თორემ მაგიჟებს...

-დამპალო, აუტანელო...შენი ნაყიდია ხომ არ დაგავიწყდა..

ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა, აბაზანაში გავედი პირი დავიბანე თმები გავისწორე..სარკეში ის ბედნიერი გოგო დავინახე რომელიც ლამის დამავიწყდა..

ნინი და ლექსო კარგად იყვნენ ცოტახანს ვისაუბრეთ და დასაძინებლად წავიდნენ მე და ნიკას კი ცალცალკე სავარძლებში ჩაგვეძინა..დილით ნინიმ გაგვაღვიძა ყავის ფინჯნებით გვედგა თავზე..პირის დასაბანად გავედი ნიკას და ნინის ჩემი შემოსვლა არც გაუგიათ.."რა მაგარია ჩემი ძმა შეყვარებულია"ვერ მაალვდა ნინი სიხარულს ჩემს დანახვაზე კი ორივე გაჩუმდნენ...

საღამომდე იქ დავრჩით მშვენივრად ვერთობოდით ოთხივე მაგრამ უნდა დავბუნებულიყავით თუმცა ეს არცერთს არ გვინდოდა..

ფრთები არ მქონდა მაგრამ შეგრძნება კი მართლა მქონდა რომ დავფრინავდი..ნიკასთან მესიჯობაში არც კი ვიცი როდის ჩამეძინა...

დღეებს ბედნიერად ვატარებდით და ისინიც მიქროდენ..ხვალ უკვე ამ დროს სახლში ვიქნები სასტუმროდან გასვლა ვერ მოვახერხე ნიკაც გამიბრაზდა და ტელეფონი გამომირთო..თერთმეტ საათზე უკვე ვიწექი.ნიკას კიდევ გამორთული ქონდა ტელეფონი..ნინის დაურეკე

-ნინი, როგორ ხარ?

-კარგად შენ?გავიგე ხვალ მიდიხარ...

-ხო მივდივარ..ნინი ნიკა სად არის?..

-არ ვიცი დაჩაზე წავიდა არც მე მელაპარაკა, ლექსოდან გავიგე..

-ლექსოც იქაა?

-არა მარტოა.კარგი წავედი ნინ საქმე მაქვს..

არა უნდა ვნახო ისე ვერ წავალ..თუნდაც ბოლოჯერ ვნახულობდე..მაგრამ როგორ გავიდე? ჩემები ჯერ კიდევ ბარში არიან.რატომაც არა? სასწრაფო წესით ჩავიცვი ოთახის კარები გადავკეტე და ფანჯრიდან გადავხტი..ქუჩაში გავედი პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და ნიკასთან წავედი..ნიკას მანქანა ეზოში იდგა ესე იგი აქ არის..

-დაგელოდოთ?მკითხა ტაქსის მძღოლმა

როდესაც მანქანიდან გადმოვდიოდი

-დამელოდეთ..

კარებზე ჯერ გაუბედავად შემდეგ კი გაბედულად დავაკაკუნე კარი გაიღო და მე ნიკას წინ ვიდექი დასჯილი ბავშვივით ...ვერ წავიდოდი რომ არ მენახე ჩუმად ძლივს გასაგონად ჩავიბურტუნე.

-ჩემის სულელი გოგო...ნიკამ გულში ჩამიკრა

-დაგემშვიდობები და წავალ..ტაქსი მელოდება..

-გაუშვი მე წაგიყვან..

-არა არ მინდა გაიგონ ჩემი გამოსვლა...

-ესეიგი მიდიხარ?ვერ გთმობ..არ მეგონა ასეთი ძლიერი სიყვარული თუ შემეძლო

-ხო მივდივარ..მაგრამ ჩემს სიყვარულს გიტოვებ.

-თეკო..

-გაჩუმდი გთხოვ ..ნურაფერს მეტყვი ვაღიარებ მეც შემიყვარდი..ეს წასვლა ჩვენთვის ორივესთვის კარგი იქნება..მხოლოდ მაშინ მომძებნე თუ მართლა იგრძნობ რომ ჩემს გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია..

-მე ეხლაც ვგრძნობ რომ უშენოდ აღარ შემიძლია..

მიუახლოვდი ტუჩებში ვაკოცე პირველი იყავი ვინც მაკოცა და პირველი მინდა იყო ვისაც მე ვაკოცე..

-მე კი მინდა რომ უკანასკნელი ბიჭი ვიყო ვინც გაკოცებს......

მეტი აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.....სასტუმროში ამჯერად ადმინისტრატორის დახმარებით შევიპარე..

მეორე საღამოს უკვე ჩემს საწოლში ჩემს სახლში მეძინა.ნიკა არ ჩანდა არც მე ვახსენები თავს..მონატრება კი უფრო ძლიერდებოდა და ისეტი სახით დავდიოდი ვინც შემხედავდა ყველა იფიქრებდა რომ საწამებლად ვიყავი და არა დასასვენებლად..როცა დაქალებს მოუყევი ყველაფერი კარგადაც მიმალანძრეს..

დღეს პირველად წავედი ლექციებზე...ვიჯექი ლექციაზე მაგრამ ფიქრებით ისევ ნიკასთან ვიყავი..ლექციაზე დაცვის ბიჭი შემოვიდა ლექტორს ბოდიში მოუხადა.

-ბოდიშით სამდივნოდან დარეკეს ბიწაძე გამოცხადდესო..

- წავიდეს.მაინც ცაში დაფრინავს..

დარცხვენილმა გამოვედ აუდიტრიიდან ალბათ უწყისებიშთვის მიბარებენ..მდივანი კიბეებზე შემხვდა.

-ქალბატონო ლალი მე თქვენთან მოვდიოდი..

-ვიცი თეკლა ეხლავე ამოვალ შენ კაბინეტში დამელოდე

-კარგით..

კაბინეტსი შევედი და სიხარულისგან შევყვირე..ფანჯარასთან ნიკა იდგა მისკენ გავიქეცი და ყელზე მოვეხვიე..

-შენ მე მომძებნე..

-და გიპოვე კიდეც...

-და როგორ? ლალი დეიდაჩემია..

-და შენ რომ არ გითქვამს?

-არ გიკითხავს....

-გამიხარდა შენი სახვა..

-მიყვარხარ...

-მეც მიყვარხარ...

და მერე როგორ გაგრძელდა?

მერე იყო ჩხუბები, შერიგებები, სიშორე, მომანატრებები და დიდი სიყვარულები..ეს ყველაფერი ერთი წელი გაგრძელდა..

მერე რა მოხდა?არ მითხა დავშორდითო?

არა, სწორედ იმ დღეს როცა ერთი წლის წინ ნიკას ვაკოცე და დავემშვიდობე მეორედ ვეღარ შევძელი იგივე და დავრჩი მასთან სამუდამოდ...



№1  offline წევრი Ce Ce

აუუ რა მაგარიაა love

 


№2 სტუმარი Nene

Ar vici akamde rato ar mkonda es istoria wakitxuli zalian visiamovne kidev ertxel bravo liliana vamayob rom arsebob da rom gicnob

 


№3  offline მოდერი ლილიანა

Nene
Ar vici akamde rato ar mkonda es istoria wakitxuli zalian visiamovne kidev ertxel bravo liliana vamayob rom arsebob da rom gicnob

შენ გენაცვალე მე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent