შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისულელე არის ახლა გეძახდე და...


8-09-2015, 03:23
ავტორი Anna)))
ნანახია 2 766

მშვიდი საღამოა ახლა შემოდგომის.
გარეთ ნიავი კი ფოთლებს ეფერება,
აზრსაც ვეღარ ვხედავ შენით ცუდად ყოფნის,
ისევ ვეწევი და ისევ მეწერება.

სისულელე არის ახლა გეძახდე და
სრული აფსურდია ახლა აქ მოხვიდე,
შენ ხომ ჩვეულებრივ ერთი მეძავი ხარ,
გულზე ტკივილები ტვირთად რომ მომკიდე.

ფეხზე ,რომ ისევ ჩემზე ფიქრობ,
ფეხზე , რომ ახლა ისევ ტირი,
შენგან აღარაფერს მეტად აღარ ვითხოვ,
მორჩა ყველაფერი უკვე აღარ მიღირს-

შენზე წერა და შენი სიყვარული,
სისულელე არის ახლა ყველა ფიქრი,
მორჩა აღარა ვარ შენზე მიჯაჭვული,
მორჩა,უშენობა უკვე აღარ მიჭირს.

მალე დეკემბერი კარებს შემოაღებს,
ისევ სუსხიანი მოვლენ ამინდები,
წამით არ დავზოგავ- დავწვავ მემუარებს
და კვლავ ჩემებურად ისევ გავგიჟდები.

ფეხზე ,რომ დაგსდევს ქალის სუნი,
ყელში გიტრიალებს მისი თბილი კოცნა,
შენ ხომ სიყვარული წამში დამიწუნე,
ჰოდა ამოვწურე ჩემში ყველა გრძნობა.

ყელი უნდა მოვჭრა შენზე ჩემს ოცნებას,
უნდა მივაბარო ცეცხლს ეს ნაწერები,
მორჩა შენზე ფიქრში მეტად არ მოვცდები,
უნდა დავივიწყო ღამის გათევები.


სისულელე არის ახლა გეძახდე და
სრული აფსურდია ახლა აქ მოხვიდე,
შენ ხომ ჩვეულებრივ ერთი მეძავე ხარ
გულზე ტკივილები ტვირთად რომ მომკიდე.
ანა ზეიკიძე
8/09/15




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent