დამპალი ქალი
„ზოგჯერ არსებობს ისეთი რაღაც საკუთარ თავსაც ვერასდოს ეტყვი“ არ ვიცი ეს სიტყვები ვისია ,მაგრამ ვფიქრობ სიმართლეა.დილით კარგ ხასიათზე გამეღვიძა,კარგად ვიყავი .გავიხედე ჩემთვის ორი ძვირფასი ადამიანი ჩემს გვერდითაა და სძინავთ.საბანი გავუსწორე და წამოვდექი საუზმე რომ მომემზადებია მათთვის.მივხვდი რა ძალიან ბედნიერი ვიყავი მათ გვერდით.მეუღლემ და შვილმა ერთად გაიღვიძეს ვისაუზმეთ,დღეს არ ვმუშაობდით ყველანი ერთად ვისვენებდით ოჯახში.საღამოს წავედით სასეირნოდ ყველანი.მეორე დღეს დილით ადრე ავდექი სამუშაოზე ვიყავი წასასვლელი,ბავშვი სკოლაში უნდა წამეყვენა .მოვემზადეთ და წავედით.ერთ-ერთ ფირმაში ადვოკატად ვმუშაობდი სამოქალაქო სამართლის განხრით.დილით რომ მივედი სამუშაოზე ახალი თანამშრომელი დამხვდა, გამაცნო ჩემმა უფროსმა გაიცანი ეს ბაქარია ჩვენი ახალი თანამშრომელი და ერთ კაბინეტში მოგიწევთ მუშაობაო.შევათვალიერე არც ისე სიმპატიური ,მაღალი,მხარ ბეჭიანი არ მესიამოვნა ,მაგრამ რა გზა მქონდა სასიამოვმოა თქო ვუთხარი და გამოწვდილ ხელს მეც გავუწოდე ხელი ანიტა. თავიდარ არაფერი ჩვენთვის ვმუშაობდით ჩვენ საქმეს ვაკეთებდით და ასე გადიოდა დრო.ცოტათი გავიცანით ერთმანეთი,როგორც გავიგე უცოლო იყო და არც აპირებდა დაოჯახებას ,თითქმის ყველას კომპლიმენტით ამკობდა.ხშირად ყავასაც ვსვამდით ერთან ,ერთნაირი ყავა გვიყვარდა,ყოველთვის მოჰქონდა ჩემი საყვარელი მწვანე alpen gold .ერთხელ მეუღლემ გამომიარა და გავაცანი ჩემი ქმარ შვილი.ხშირად ვიჯექით და ვსაუბრობდით, თითქმის ყველა თემაზე,რჩევებს ვაძლევდით ერთმანეთს,რა როგორ სჯობდა ცხოვრებაში..ბავშვობიდან სულ ვოცნებობდი მეგობარი მყოლოდა ისეთი ვისაც ყველაფერს მოვუყვებოდი,რჩევას ვკითხავდი,მასაც რაიმე რომ დაჭირდებოდა მის გვერდით ვიქნებოდი და არ შემხედავდა როგორც ქალს,უბრალოდ ვიმეგობრებდით.ჩემთვის ვფიქრობდი ალბათ სწორედ ის ადამიანია,მე რომ ბავშვობაში დავხატე.ერთხელ მკითხა: -ანიტა გჯერა ქალის და მამაკაცის მეგობრობის? -კი -რაღაც არ მგონია რომ გჯეროდეს.ისე რომ იცოდე ვისურვებდი შენნაირი ცოლი რომ მყავდეს, -მართლა? მოგიძებნი ვინმეს სანათესაოში მეყოლება და გაგირიგებ.ისე რომ იცოდე სიძეთ მეც კარგი ბიჭი მინდა; -რა არ ვარ თუ?სად ნახავ ჩემნაირ კარგ ბიჭს? და გაიცინა მეც გავიღიმე და ყურადება აღარ მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის გავაგრძელე მუშაობა.სახლში დავბრუნდი მოვესიყვარულე ჩემს ქმარ შვილს და დავიწყე სახლის დალაგება,უცებ გამახსენდა ბაქარის სიტყვები შენნაირ ცოლს ვისურვებდი გულში თითქოს რაღაცამ გამკრა , ნუთუ ცდილობს შემაბას?არა მან ხომ იცის რომ ოჯახი მაქვს,თან ჩვენ მეგობრები ვართ, არა ამოიგდე ეგ სისულელებიი თავიდან ვესაუბრებოდი ჩემს თავს. დილით როგორც ყოველთის მოვწესრიგდი, მეუღლეს ვაკოცე და ბავში წავიყვანე სკოლაში,მე კი გავწიე სამუშაოსკენ.რომ მივედი ცოტა ხანში ბაქარიც მოვიდა ,ჩვეულებრივად მივესალმეთ ერთმანეთს.ფანჯარასთან ვიდექი და გავყურებდი როგორ წვიმდა,უცებ მომიახლოვდა, -გიყვარს წვიმა?ისე ახლოს იდგა ჩემთან არ მესიამოვნა და უკან გადავდგი ერთი ნაბიჯი, -შენ რა გეშინია ჩემი სიახლოვის?უცებ შევკრთი, -არა უბრალოდ დავიხიე რომ დაგენახა როგორ წვიმდა.და რაც შეეხება წვიმას საერთოდ არ მიყვარს, მზე და კარგი ამინდი მირჩევნია თქო ვუპასუხე და დაუბრუნდი ჩემს ადგილს.ვგრძნობ რომ თვალს არ მაშორებს.ისევ თვითონ დაიწყო საუბარი. ისე რომ გიყურებ ,მაგარი ჩაცმის სტილი გაქვს,რაც არ უნდა ჩაიცვა ყველაფერი გიხდება,და როცა რაღაცაზე იცინი სულ ბავშვური ღიმილი გაქვს.გავშრი უცებ უკმეხად ვუპასუხე შენ რა მეჩალიჩები?ხომარ დაგავიწყდა ოჯახი რომ მყავს? -არა რა იყო რას ავარდი უბრალოდ კომპლიმენტი გითხრი თან ჩვენ ხომ მეგობრები ვართ სიხარულო? -მეორეჯერ სიხარულო აღარ დამიძახო და იცოდე? -ანიტა,შენც ხომ იცი რომ ჩემი სიხარულო ვერ გახდები არა ? უცებ გამიარა გულში არ მოვინდომო თორე სიხარულოც გავხდები და მეტიც და თან საკუთარმა ფიქრებმა შემაშინა.უკვე თითქმის ყოველ დღე ვჩხუბოდით,ვებუტებოდი პატარა ბავშვივით,მერე ვრიგდებოდით.თუ არ იყო სამუშაოზე თავს ცუდად ვგრძნობდი,დარეკვაც მერიდებოდა ,არ გაიგოს სხვანაირად.,მისი კომპლიმენტები მომწონდა ,მსიამოვნებდა ,მაგრამ მისი ახლოს ყოფნა მაშინებდა.არა მე ხომ მიყვარს ჩემი ქმარი? მსოფლიოში ყველაზე მზრუნველი მამაკაცი შემხვადა,ყველა ჩემს სურვილს მისრულებდა,ისეთია ყვლას რომ შურდა.მე და დათო,ერთად როცა ვიყავით სადმე ყოველთვის ყურადღებას ვიქცევდით.უკვე ვგრძნობ რომ საკუთარ თავს ვებრძვი,არ მინდა ცუდმა აზრებმა გამიელვოს. 4დღე არ იყო ბაქარი სამუშაოზე,რომ დაბრუნდა საყვედური მითხრა -რა იყო,რომ დაგერეკა და მოგეკითხა მეგობარი არ შეიძლებოდა? -რავი აბა ისვენებდი და არ მინდოდა შენი შეწუხება. -მე შენი ზარით არ ვწუხდები. და ნაწყენი თვალებით შემომხედა.უბრალოდ მინდოდა მივსულიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი.ჩემს თავს ვეკითხები ეს რა იყო? რა განცდა?შემრცხვა საკუთარი სურვილის.შემატყო,რომ ხასიათი უცებ შემაცვალა,რამე მოხდა?მკითხა მოულოდნელად.არა არაფერი თქო და გავაგრძელე კომპიტერში რაღაცეების კითხვა.მეორე დღეს ბავშვი ავად მყავდა და არ წავსულვარ,უფროსს დავურეკე ვერ ვიქნები თქო.მთელი დღე სახლში გავატარე ნუცას სიცხე ჰქონდა,დათოც სახლში იყო,ბევრ ყურადღებას უთმობდა ბავშვს ,ძალიან მზრუნველი მამაა,რაც ისურვა ნუციკომ ყველაფერი მოუტანა,ვეჩხუბებოდი ნუ ათამამებ ბავშვს თქო. 2დგის შემდეგ წავედი სამუშაოზე .ვგრძნობ გული,როგორ მიცემს ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ,ან რას მეტყვის.შევედი სამუშაო ოთახში თანამშრომლები იქ იყვნენ საქმეზე საუბრობდენენ,მივესალმე ყველას,ბავშვის აბავი მკითხეს კარგად არის თქოდა და საქმეს შევუდექი,საკმაოდ ბევრი დაგროვილიყო ამ ორი დღის განმავლობაში.როგორც იქნა დავრჩით მარტო. -ანიტა,იცი აქაურობა შენს გარეშე არაფერია,ვერ ვიტყვი,რომ ლამაზი ხარ ,მაგრამ რომ შემოდიხარ რაღაც ნაირად ასხივებ, -ჰოო?არ ვიცოდი? -ეხლა ხომ იცი? -მერე რა, ვიცოდე. -ბაქარ,შენნაირ მექალთანე კაცებს კარგად ვიცნობ,ყველა კაბიანს რომ კერავს,მაგრამ ჩემთან არაფერი გამოგივა.და კარგად დაიმახსოვრე.მივახალე რასაც ვფიქრობდი. მთელი დღის განმავლობაში ხმა აღარ გაგვიცია ,ერთი თვე ასე გავიდა ვგრძნობდი როგორ მაკლდა მისი კომპლიმენტი,სულ კი ვეჩხუბებოდი,მაგრამ მივხვდი,რომ გულის სიღრმეში მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა მომწონდა. როგორც იქნა,დაამთავრდა სამუშაო დღე,მაგრამ ისე წვიმს გარეთ არ გაისვლება. -არ მიდიხარ? მკითხა მოულოდნელად, -კი წვიმა ცოტას გადაიხებს და წავალ ტაქსით, -წამო გაგიყვან, -არ არ შეგაწუხებ, -წამოდი,თუ ჩემთან ყოფნის გეშინია?მკითხა ირონიულად, -რატო უნდა მეშინოდეს?ვამპირი ხარ?არ მეშინია,კარგი წამოვალ. და წავედით ორივე მანქანისკენ,მე უკან ჩავჯექი, ასე უფრო კარგად ვიგრძნობ თავს თქო,მართალია რაღაც მაკომპლექსებდა,მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია.გარეთ ისე წვიმდა ერთი მეტრის იქეთ გზა ძლივს ჩანდა.ბინა გარეუბანში მქონდა.ისე მივდიოდით ხმა არ ამომიღია.მოულოდნელად გზიდან გადავიდა და მანქანა ერთ მყუდრო ადგილას გააჩერა,მივათვალიერე და ირგვლივ არც დასახლება და არც კორპუსებია,რაღაც მიყრუებული ადგილი. -ბაქარ აქ რა გვინდა ?რატო გავჩერდით? სანამ წინადადებას ვიტყოდი მანქანა ჩააქრო და უკან გადმოჯდა ჩემს გვერდით. -რა ხდება? -არაფერი ანიტა,მაინც ადრე გამოვედით სამუშაოდან იქ წესიერად ვერ გელაპარაკები,ხან ვინ არის ჩვენს გვერდით და ხან ვინ?ამიტომ ცოტა ხანი ვისაუბროთ,ხომ იცი როგორ მჭირდები? -მე გჭირდები?ნეტა რაში? -თავს შენს გვერდით კარგად ვგრძნობ,რაღაც ვივსები შენით,ერთი მთლიანი ადამინი ვხდები. გაჩუმებული ვიყავი,არაფერს ვეუბნებოდი,მარტო ერთს ვფიქრობდი გაქცევა,რომ დამჭირდეს სად წავიდე რომელ მხარეს თქო.უცებ ვიგრძენი,როგორ მაკოცა ჯერ ერთ ლოყაზე,მერე მეორეზე,მერე შუბლზე და ისევ ლოყას დაუბრუნდა,ვგრძონბ რაღაც ბურუსში ვეხვევი,უცებ გავაჩერე; -ბაქარ,რას აკეთებ ხო არ გაგიჯდი?თან შინაგანად ვგრძნობ როგორ ვკანკალებ. -რა მოხდა მეგობრულად რომ გაკოცო ლოყაზე? -არ მინდა.წავიდეთ რა. ხმაში მუდარა და შიში გამერია. -წავალთ,ცოტა ხანი მომეცი უფლება ვიყო შენს გვერდით,თავი ამაწევია და თვალებში ჩამხედა,ანიტა შენ რაც არ გენდომება მე იმას არ გავაკეთებ. მომხვია ხელები და ჩამიკრა გულში,თმებზე მომეფერა, თვალები დამიკოცნა, ლოყაზე ადგილი არ დაუტოვებია და ვგრძობ როგორ ჩაყვა ყელს ,არ ვიცი რა მემართება,წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევ,მაგრამ მოვიკრიფე ძალა და მოვიშორე სხეულიდან,არ გაბედო და მეორეჯერ არ შემეხო მკაცრი ხმით უთხარი. -ალბათ ბაქარ გართობა გადაწყვიტე ჩემთან?რაიმე შემეშალა შენთან ურთიერთობაში,მე მოგეცი მაგის მიზეზი რომ გეფიქრა,რომ არ ვარ წესიერი ქალი?თუ ფიქრობ, მაინც გათხოვილია და არაფერი შეემჩნეაო?ვკითხე ნაწყენი ხმით. -არა ანიტა ,ვიცი როგორიც ხარ ,გიცნობ,მე შენი ყოველი გამოხედვიდან შემიძლია წავიკითხი რა გწყინს რა გიხარია,მეც მიხარია შენ რომ იღიმი.ზუსტად ისეთი ხარ ანიტა,მე რომ იდეალური ქალი დავხატე,ყველა ის თვისებ აგაქვს რაც მე ქალში მომწონს.ხანდახან მეშინია არ შემიყვარდე ანიტა. -მაგარამ,ბაქარ მე ხომ გათხოვილი ქალი ვარ და ოჯახი მყავს? -ვიცი,ეგ ყველაფერი,მაგარამ იმდენად მინდა შენთან ყოფნა ,რომ ეგ აღარ მაინტერესებს. მითხრა და ჩემს კალათაში ჩადო თავი. -მშვენივრად მოკალათდი არა?აბა მე მკითხრე მეტკინა ფეხი . არ განძრეულა იყო ასე და ჩემი ხელი ეჭირა ხელში და ვგრძნობდი,როგორ ეფერებოდა თითებს ,მერე თუჩებით,როგორ შეეხო.მერე თმებზე დაუწყო თამაში და თან ფერება,ამომხედა -იცი რა ბედნიერი ვარ ეხლა?სულ სხვაგან ვარ სხვა სამყაროში შენთან ერთად,მინდა რომ დრო გაჩერდეს,სულ ესე მინდა რო ვიყოთ,უცებ წამოდგა და ცხვირი ცხვირზე მიმადო და მიყურებდა თვალებში. ვგრძნობდი ტუჩებში,რომ უნდოდა კოცნა ,უბრალოდ აინტერესებდა მე თუ გადავდგამდი ამ ნაბიჯს,თვალებში ჩავხედე და ისე ვუთხარი: -იცოდე არ გაბედო.თან სიბრაზე გამერია ხმაში, -ასე ახლოს ქალთან ვყოფილიყავი და არ მეკოცნა არ მახსოვს ,მაგრამ შენ სულ სხვა ხარ ჩემთვის,გამორჩეული.ცოტა ხანი ვიქნები რა ასე,ჯანგბადი მჭირდება. -ბაქარ უბრალოდ შოკში ვარ, -შოკში მყოფი ადამიანები არ ლაპარაკობენ,ტუჩებზე მიმადო ხელი,გაჩუმდი და მომენდე. ამ დროს ტელეფონის ხმა გაისმა დათო რეკავდა,უცებ შევკრთი მე ხომ ის 10წლის მანძილზე არასდოს მომიტყუებია,ყოველთვის იცოდა სად ვიყავი და რას ვაკეთებდი,ერთხელაც არ გამვლებია მისი ღალატი გულში,მაგრან ეხლა სად ვიყავი რას ვაკეთებდი? -სად ხარ ანიტა,როგორ უნდა წამოხვიდე,რომ წვიმს? -ბაქარს მოვყავარ მანქანით,გზაში ვარ უკვე, -კარგი გელოდები. უცებ ვიგრძენი,როგორ მიმიზიდა მეგონა წელში უნდა გადამტეხოს თქო და ყურში ჩამჩურჩულა მინდებხარ შენ გემრიელო ქალოო და ვიგრძენი ყურზე როგორ მაკოცა.შინაგანად უკვე განადგურებული ვარ,და წამომივიდა ცრემლები ,ვგრძნობ,რომ ვეღარ ვიკავებ ტირილს , -გთხოვ რა არ იტირო,ოღონდ არ იტირო,შენს ცრემლებს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ,გემუდარები ანიტა მაპატიე ,რომ ესეთი ბინძური სულის პატრონი ვარ,გთხოვ რა. -კარგი არ ვტირივარ.ოღონდ,წავიდეთ. -წავიდეთ,მაგრამ ერთი მაკოცე ლოყაზე რომ გამყვეს დიდხანს და მომიშვირა ლოყა, ინსტიქტურად წავედი მისკენ და ვაკოცე ლოყაზე,შემრცხვა საკუთარი საქციელის და თავი ჩავღუნე.შემომხვია ორივე ხელები, თავზე მაკოცა და საჭესთან გადაჯდა.კორპუსის წინ გავაჩერებია მანქანა ,კარგად თქო და წამოვედი.სანამ მეხუთე სართულზე ავიდოდი ვგრძნობდი რომ დათოს მრცხვენოდა ,ეს რა გავაკეთე ,როგორ უნდა შევხედო თვალებში ,ამ ფიქრში ვიყავი რომ შევაღე კარები და შევედი,ასე მეგონა ყველაფერი მაწერია შუბლზე თქო,ქმარ შვილი გადავკოცნე,წყალი უნდა გადავივლო თქო და პირდაპირ აბაზანაში წავედი.დიდ ხანს ვფიქრობდი რა მექნა,ხო არ წამოვიდე სამუშაოდან?ან რა ვთქვა რატო წამოვედი?არა მეტს აღარ ჩაუჯდები მანქანაში და სამუშაოზე ვერაფერს დამიშავებს.შაბათ კვირას დავისვენე და ორშაბათიც დადგა თუმცა არ მინდა სამუშაოზე მისვლა,მრცხვენია მის თვალებში ჩახედვა,მართალია ჩვენს შორის არაფერი მომხდარა ,მაგარმ რაც მოხდა ჩემთვის ისიც საკმარისია. შევაღე კარები და დამხვდა თავის მაგიდასთან ,ჩვეულერივად მივესალმე ,საღამომდე მარტო არ დავრჩენილვალთ,სულ ვიღაც იყო კაბინეტში.როგორც კი მარტო დავრჩით საუბარი თვითონ წამოიწყო; -მინდოდა დამერეკა,მომეკითხე,როგორ იყავი,მაგარმ მეუღლესთან პრობლემები არ შეექმნას თქო აღარ დაგირეკე.მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს ,შენზე ვფიქრობდი,გაწყენინენე არა? -უბრალოდ,მართლა მეგონა,რომ მეგობრობა გინდოდა ჩემთან და მეტი არაფერი.ვუთხარი ნაწყენმა და თავი ჩავხუნე,აღარაფერი მითქვამს. -არ მინდოდა შენი წყენინება,განზრახ არ გამიკეთებეია,უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე.გპირდები მსგავსი რამ აღარ განმეორდება. -მე აღარც მეგობრობა მინდა შენი და აღარც შენი დანახვა, -ანიტა გულს მტკენ.. -ეგ ჩემი პრობლემა არაა,ჩემს გულისტკენაზე ხომ კარგად იზრუნე? -კარგი რაა,არ თქვა ჩემს მეგობრობაზე უარი. -ნეტა რა გინდა ჩემთან გამოგელია საყვარლები? -ნუ მედამპლები.. -დამპალი ხარ და რა ვქნა. ავიღე ჩანთა და გავწიე სახლისკენ.ეს მე არ ვიყავი,რა მომდიოდა ,საკუთარ თავს ვერ ვცნობდი,რაღაც მაშინებდა.არა მე ხომ ძლიერი ვარ, საკუთარ თავს ვამხნევებ,ბაქარმა რაც არ უნდა გააკეთოს ვერაფერს მიაღწევს ჩემთან,რა მაშინებს,აქეთ ეშინოდეს ჩემი.ამ ფიქრებში ვიყავი,რომ სახლში მივედი,შეუდექი ჩემს საქმიანობას ისევ.საგამოს სასერნოდ წავედი ოჯახთან ერთან ,დათომ ხელი გადამხვია,შენ რომ მყავხარ დიდი ბედნიერებაა ჩემთვის ,ძალიან მიყვარხარ.მეც ძალიან მიყვარხარ თქო და საკუთარი საქციელის შემრცხვა.არადა მართლა მიყვარს ,ბედნეირი ვარ მის გვერდით,მაგარმ ბაქარი ამეკვიატა,მასზე ვფიქრობ,რატო არ ვანებებ თავს. ბაქარი ისევ აგრძელებდა ჩემთან ფლირტაობას,სულ თბილი სიტყვებით მამკობდა.არადა კარგად ვიცოდი თუ ფლირტში ვინმეს აჰყევი,მერე უკან დახევა რთული იქნება,ისე გაგიტაცებს ვერც კი გააცნობიერებ,ისე ჩაეფლობი ამ ჭაობში,გონს რომ მოხვალ გვიან იქნება.გათხოვილი ქალი ამას არ უნდავა ვაკეთებდე გონებით ეს ყველაფერი ვიცი,პატარაც არ ვარ რომ ვერ გავარჩიო ცუდი და კარგი,მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ცუდად ვიქცევი და ეს უფრო მტანჯავს.არ მინდა მოღალატე მერქვას. ერთ კვირიანი შვებულება ავიღე და მე და ნუცა წავედით სოფელში.თანამშრომელ გოგოებს კი ვუთხარი,რომ შვებულება მაქვს და ბავშვთან ერთან სოფელში მივდივარ,დათო ვერ მოდის მუშაობს თქო.ბაქარისთვის არაფერი მითქვია.არ ვარ ვალდებული მას რაიმე ავუხსნა. სოფელში ბაბუა მყავდა მარტო.დათომ აგვიყვანა და თვითონ იმავე საგამოს დაბრუნდა.ისე გაეხარდა ბაბუას ჩვენი დანახვა,გავამზადე ვახშამი,ცოტათი მივილაგე და დავწექით.როგორც კი მზე ამოვიდა ავდქე და შეუდექი სახლის დალაგებას,ნუცამაც გაიღვიძა,ვისაუზმეთ.ბაბუამ წაიყვანა სტუმრად სახლში მარტო დავრჩი.უცებ მომინდა ბაქარის ხმის გაგონება,მაგრამ არა ,არ დავურეკავ,ან რომ დაურეკო რაუნდა ვუთხრა ნეტა.5დღე ისე გავიდა არც მას მოუკითხივარ და არც მე.ბოლოს მაინც ვერ გავძელი და დავურეკე; -გამარჯობა ბაქარ,რგორა ხარ? და შემრცხვა -კარგად შენ როგორ ხარ? -მეც არა მიშავს,სოფელში ვისვენებთ მე და ნუცა. -დათო არ გახლავთ? -არა მუშაობს,რა ხდება სამუშაოზე,ისვენებ ჩემსგან? -ხო აბა ,შენ არ ხარ და ნერვებს ვინ მომიშლის? -აბა,კარგია თუ კარგად ხარ.კარგად იყავი. -კარგი შეხვედრამდე. სიჩუმე იყო ტელეფონში არ მინდოდა ,რომ გამეთიშა ,ისიც ელოდებოდა როდის გამოვრთავდი ტელეფონს.გავთიშე და გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა,სახეზე აწითლებული ვიყავი,ნეტა,რას იფიქრებს რო დავურეკე და მოვიკითხე,ალბათ ფიქრობს ,რომ დამკერა.ადგილს ვერ ვპოულობდი.სანამ მე ეიფორიაში ვიყავი სმს მოვიდა გავხსენი და ბაქარისგან იყო შეტყობინება. „აი თურმე რა მაკლდა მთელი დღის განმავლობაში,შენ მაკლდი და ამ ყველაფერს შენი ხმის გაგონების შემდეგ მივხვდი“ ერთ ადგილზე ვიდექი და უაზროდ იმდენჯერ წავიკითხე სმს რომ ვინ მოთვლის.არფერი მიმიწერია ,რა უდა მეთქვა მეც თქო ხო არ მივწერდი.ცოტა ხანში დავწექით დასაძინებლად.მალევე ჩამეძინა ,უცებ სმს ხმამ გამომაფხიზლა.როგორ ხარ?მწერდა ბაქარი -კარგად.შენ? -მე როგორ ვიქნები უშენოდ? -ბაქარ ისევ დაიწყე?აბა ვიმეგობროთო?ვიცი შენ ვერ შეძლებ ჩემთან მეგობრობას,ისიც ვიცი რომ მატყუებ. -ყველაფერს გავაკეთებ,რომ ვიმეგობრო. -ოღონდ გთხოვ გული არ მატკინო. -ანიტა,მე შენი გულის ტკენა არასდროს გამეხარდება.უბრალოდ მინდა რომ შენთან ახლოს ვიყო,რაც შეიძება ახლოს და რაც შეიძლება დიდ ხანს.შენს გვერდით მავიწყდება ყველა პრობლემა. -მერე გაიჩინე საყვარელი ,ქალების მეტი რაა არი.რაღა მე გადამეკიდე გათხოვილს და ბავშვიანს,მაინც და მაინც გინდა რომ ცხოვრება დამინგრიო.? -არა შენი ცხოვრების დანგრევა ნამდვილად არ მინდა.უბრალოდ მათთან მარტო სექსი მექნება და მეტი არაფერი,შენთან კი სულ სხვა ურთიერთობა ,მინდა რომ შენს ბედნეირ თვალებს ჩავხედო ერთხელ მაინც. აღარ ვიცოდი რა მეპასუხა.ცოტა ხანი არაფერი მიმიწერია.მერე მივწერე უნდა დავიძინო თქო და კარგიო.თვალი არ მომიხუჭავს ,ვგრძნობ როგორ ვებრძვი საკუთარ თავს ,მაგარმ მისკენ რაღაც უხილავი,როგორ მიზიდავს იმასაც ვგრძნობ.მინდა გავჩერდე წერტილი დაუსვა ამ ყველაფერს,ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე სადაც მარტო ოჯახი იყო სადაც მარტო დათო იყო,ეხლა კი ეს ბაქარი გამოჩნდა რა მაინც და მაინც მე ამომიღო თვალში,გასათხოვარი გოგოებიც ხომ არიან სამუშაოზე. რაც სოფელში ვიყავი თითქმის ყოველ დღე მწერდა სმს,მიყვებოდა თავის ამბებს მეც ვუყვებოდი სად ვიყავი რას ვაკეთებდი,ხან ვებუტებოდი,ხან ვჩხუბობდით.მოკლედ გადამავიწყდა ყველაფერი. დათომ ამომაკითხა სოფელში უკვე მიმთავრდებოდა შვებულება და ქალაქში უნდა წავსულიყავით.მომენატრეთ ორივეო და ორივე ჩაგვიკრა გულში. -აბა როგორია მარტო ცხოვრება ხო არ მოგეწონა,ვაჯბატონო/?შენს გემოზე?და გავუღიმე -არა რა მარტო ,რა მაცხოვრებს თქვენს გარეშე არა შემიძლია,სხვა დროს ამდენი ხნით ახარ გამოგიშვებ.მითხრა და ჩამიკრა გულში. -ანიტა,ისე მომენატრე ერთი სული მაქვს როდის მოგეფერები, -კარგი ეხლა აქ არ დაიწყო,ბაბუა რას იტყვის ჩავალთ სახლში და მერე თქო.გავუხიმე და მანქანაში ბარგის ჩალაგება დავიწყეთ.როგორც იქნა მოვედით თქო,როგორ მომნატრებია სახლი. დილით ადრე ავდექი,მოვწესრიგდი ,ნუცა გავაღვიძე და წავედი ჯერ სკოლაში,მერე სამუშაზე,არ ვიმჩნევდი,მაგარმ მიხაროდა ბაქარს რომ ვნახავდი.კაბინეტი შევაღე,გოგოებიც იქ იყვნენ,ყველას გაეხარდა ჩემი დანახვა,გადავკოცნე ყველა,თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი და შევუდექით სამუშაოს.კარგა ხანს არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.ანიტა ისე ყავა ხო არ დაგველია სადმე? თან დავილაპარაკებდით! ვაიმე ,როგორ გამაცინე,ხო არ დაგავიწყდა რომ გათხოვილი ქალი ვარ და ეხლა ვინმემ რომ დამინახოს ყავას ვსვამ ვიღაც არა სიმპატიურ ბიჭთან ,ხომ მომეჭრა თავი? ვუთხარი ირონიით. -ე.ი.ასე ფიქრობ ჩემზე.? -კი არ ვფიქრიბ მასეა.და თვალი ჩაუკარი.მივხვდი რომ არ მოეწონა,მაგრამ არ შემიმჩნევია. -ანიტა ,წარმოიდგინე,რომ ხვალ ახარ ვიქნები,მერე ხომ გული დაგწყდება,რომ არ შემხვდი? -რატო უნდა დამწყდეს ,ერთს მოვალ გასვენებაში და მორჩა. -კარგად გიცნობ,ბავშვი არ ვარ.და მეც ვგრძნობ რაღაც,რაღაცეებს.ცოტა ხანი ჩემი ხათრით იყავი ჩემთან,შენს გვერდით სულ სხა ადამიანი ვარ,სულ მავიწყდბა ყველაფერი,თითქოს არვარ დედამიწაზე. -გეყოფა რა.. -გეხვეწები,რა.მომენატრე...აქ კიდე იმდენი ხალხი ირევა მოახლოებასაც ვერ ვბადავ,რომ შენი სურნელი ჩავისუნთქო.წავიდეთ სადმე. -ოღონდ არ შემეხები.თვალებში ვუყურუბდი ,ისე რომ თვალი არ მომიშორებია, -კარგი გპირდები. -ბაქარ არ მომატყუო.მუდარა გავურიე ხმაში. -არ თქო ხო გითხარ? -კარგი. -ანიტა სად წავიდეთ? -არ ვიცი . -კარგი, მე ვიცი ერთი მყუდრო ადგილია ბუნებაში.ბევრი ხალხი არა იქ,თან ეხლა ისეთი სეზონია არ მგონია იქ ვინმე იყოს. სამუშაოდან მე ცოტა ადრე გავედი,ცოტა ხანში თვითონ გამოვიდა,არ მინდოდა ერთან გასული დავენახეთ ვინმეს.სამუშაოდან მოშორებით ჩავუჯექი მანქანაში.ხელი მომკიდა ხელზე და ისე ატარებდა ცალი ხელით,გთხოვ რა ბაქარ საჭეს მოჰკიდე ორივე ხელი და გავაშვებიე.სადღაც მთაზე ამიყვანა,მართლაც ჩვენს გარდა იქ არავინ იყო.ძირს რაღაც ძველი ჰქონდა მანქანაში და ძირს ის დააგო. გამიკვირდა,შენ რა მომზადებული წამოსულხარ?საბანიც ხო არ გაქვს წამოღებული?ვკითხე ირონიულად. -არ მე გაგათბობ არ დაგჭირდება. -ჰმ. -დავჯექი ძირს და თვითონაც მომიჯდა გვერდით. -ბაქარ არ დაგავიწყდეს რასაც დამპირდი? -კარგი გადამხვია ხელი და გულზე მიმიკრა,მესმოდა მისი გულის ცემა,ნეტა ჩემი გულის ცემა თუ ესმის მას.დიდიხანს ვიყავით ჩახუტებულები,ხან თმებზე მეფერებოდა ,ხან თვალებს მიკოცნიდა,მერე კისერში მაკოცა.ვიგრძენი როგორ დავიბურჯგლე,როგორ დამიარა სასიამოვნოდ ტანში ჯრუანტელმა,მინდოდა მეც მიმეცა ჩემი თავისთვის გასაქანი,მეც დამევიწყებია ცოტა ხანი ყველაფერი,მაგრამ ვერა... -ბაქარ გაჩერდი!გთხოვ. ვნება მორეოდა,რომ შევხედე მის ანთებულ თვალებს,მაშინ მივხვდი რა ძლიერ უნდოდა ჩემი მოფერება,უკვე აღარ ესმოდა ჩემი.ხელით მოვიშორე.გეყოფა ისე დავუყვირე ჩემმა ხმამ შემაშინა. -კარგი გავჩერდი.და ხელები აწია.იცი ?სამყაროში ყველაზე მთავარი სუნი მგონია სუნი, რომელსაც ჩახუტების დროს გრძნობ კისერში. ვიქნები რა ასე ცოტა ხანი შენს კისერში ჩახუტებული,და ამომხედა,კარგი თქო თვალებით ვანიშნე და თმებზე დაუწყე ფერება. -იცი რა მიკვირს?ქალს რომელსაც ერთხელ მაინც უგრძვნია,მამაკაცის შეხება,როგორ შეუძლია იყოს კაცის გვერდით ისე რომ მასთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდეს? -მე არ გიყურებ როგორც პარტნიორს,ჩემთვის უბრალოდ მეგობარი ხარ,რომელმაც დახმარება მთხოვა,მე კიდე არ შემიძლია უარი ვუთხრა ამ დახმარებაზე. -იცი მიფიქრია,ცოტა ადრე,რომ შევხვედროდით ერთმანეთს! -ალბათ ,არც შემოგხედავდი,ჩემი სტილის არ ხარ,თან მძიმე ხასიათი გაქვს. -რა არ მოგწონს ჩემს ხასიათში?ისე დიდიხან ვერ ძლებენ ქალები ჩემს გვერდით. -ჰო,რა ძნელი ასატანი იქნები. -რა იყო ესე მძიმე ვარ?გამიღიმა მოდი მივგორდეთ ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ,ხომ დაგპირდი და გადამაწვინა თვითონ კი ისე მოკალათდა ,რომ ჩემთვის ეყურებია,მეც მოვდუნდი.ვგრძნობდი,მეც როგორ კარგად ვგრძნობდი მის გვერდით თავს ,როგორ მსიამოვნებდა მისი ლოყაზე კოცნა,მეც გავთამამდი და ერთი,ორჯერ მეც ვაკოცე ლოყაზე თან დავუყოლე ისე მეგობრულად თქო.ისე სხვანაირადაც რომ მაკოცო არ მეწყინება,აი მაგალითად ასე და უცევ ვიგრძენი,როგორ შემეხო თუჩებზე ნაზად,მაგრამ არ გაუგრძელებია კოცნა და უცებვე მომშორდა.წამოვდექი,ხომ დამპირდი არა ,ფუ რა სულელი ვარ,როგორ გენდე,ჩემს თავზე მეშლება ნერვები,ხომ ვიცი რომ ჩემთან სხვა ურთიერთობა გინდა,ისე ვიყავი გამწარებული ვეღარ ვჩერდებოდი,ხმა არ ამოუღია ,შენ გასართობს ეძებ და მისამართი,შეგეშალა ბაქარ!ხომ აგიხსენი არ ვგავარ სხვებს. -სხვებს რომ არ გავხარ და სხვანაირი,რომ ხარ მაგიტომაც მინდა შენი დაგემოვნება.რა არის ამაში ცუდი? -ტვინს მირევ ! -შენც ხომ გინდა ჩემთან ყოფნა,მაგარმ გიშლის რაღაც რაღაცეები ხელს. გავჩუმდი კარგა ხანს ვიყავით ასე ჩუმად ,წავიდეთ მომშივდა, -მაქვს რახაცეები წამოღებული,ვჭამოთ და წავიდეთ. -კარგი. ასე არ წავალთ იცოდე სანამ არ შემირიგდები ანიტა ესეთს არ გაგიშვებ,მინდა რომ სულ ბედნიერს გხედავდე. -მერე იზრუნე ჩემს ბედნიერებაზე,რომ დამპირდები შეასრულე. -ისე დამპალი ქალი ხარ. -რატო ვითომ, -ჩემთან ყოფნა,რომ არ გინდა,თან იცი რა ძლიერ მომწონხარ,ისიც იცი რომ მეგობრობაზე მეტი მინდა შენსგან, და სხვა რომ არავინ მინდა შენს გარდა. -ბაქარ მომისმინე,ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს მე და შენ გავხდეთ საყვარლები,მერე შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ვიღაც უფრო ახალგაზრადა,თავისუფალი მე კიდე შენთან ურთიერთობისგამო შეიძლება ოჯახი დამენგრეს,და მარტო დავრჩე. -რატო ხატავ ტრაგედიას ყოველთვის ანიტა? -არ ვხატავ მე გეუნბნები,რაც რომ შეიძლება მოყვეს ჩვენს ურთიერთობას.ეხლა კი წავიდეთ.და აღარასდროს მთხოვო შეხვედრა.პირველი თვითონ ადგა და ხელი გამომიწოდა რომ წამოვეყენებიე,უცებ მისკენ მიმიზიდა,რომ წამოვდექი უკან გავიწიე მაგრამ მაგრად ვყავდი ჩაკრული გულში.ცოტა ხანი ვიდექით ესე -ანიტა ,მართლა გასაოცარი ქალი ხარ.შენს გგვერდით ყოფნა არასდროს მობეზრდება ვისურვებდი ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი რომ შენნაირი ყოფილიყო. -სად მოგიძებნო? -აგერ არ ხარ?გიპოვე.. -მაგრამ გვიან. კარგი ეხლა წივიდეთ,არ მინდა სახლში რომ დავაგვიანო ვუთხარი..შუბლზე მაკოცა და ჩავჯექით მანქანაში. აღარ გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა,შენ რასაც მთხოვ ვერ გავაკათებ მაგას არ შემიძლია. -და რას გთხოვ ამისთანას ადამიანო?ისე გაიკვირვა,მივხვდი მისთვის არაფერი იყო. გავმწარდი, რას მთხოვ და ქმარს ,რომ უღალატო და ეგ შენთვის არაფერია,როგორც ვხედავ,არ შემიძლია ბინძური სულით ვერ ვივლი და დამანებე თავი. -კარგი,როგორც გინდა მე ძალას არ დაგატან. აღარ გაგვიცია ხმა ერთმანეთისთვის,ისე დავემშვიდობეთ. ერთი თვე ისე გავიდა არც დავლაპარაკებივართ ერთმანეთს წესიერად,ჩემი ცხოვრება მიდიოდა ჩვეულებრივად სახლი ,სამუშაოა.ერთ დღესაც ისევ მკითხა ბავშვი,როგორ გყავს,კარგად არის თქო -ისე შენს ქმარს გაუმართლა შეენნაირი მზრუნველი ადამიანი რომ შეხვდა, -არ იდარდო,შენც იპოვი ისეთს როგორსაც ეძებ. -ლამაზი თვალები გაქვს იცი?მაგრამ ხანდახან სევდიანი ხარ,პრობლემა ხომ არ გაქვ რაიმე? -ბაქარ ჩემს პრობლემებს ყოველთვის მე ვაგვარებ და არ მჭირდება არავის დახმარება. -არც ვაპირებ შენი პრობლემის მოგვარებას ,უბრალოდ დავილაპარაკებთ თქო, -იცი უამრავი დაქალი მყავს და დალაპარაკბით მათ დაველაპარაკები, -მაგრამ მე ხო სულ სხვა ვარ შენთვის? -სხვა ხარ აბა რაა.ვუთხარი ირონიულად.მომიახლვდა და რაც შეიძლებოდა ახლოს დადგა ჩემთან, -აბა,ანიტა ფეხები ხო არ გიკანალებს ,ან გული ხომარ ფიქრობს გადმოხტომას? -ჩემთან სიმშვიდეა ალბათ შენხარ ესეთ დღეში ჩემს სიახლოვეზე.ისე ბაქარ გინანია ? მიმიხვდა შეკითხვას. -რა ძალა,რომ არ გამოვიყენე? -ხო! -არა ,ანიტა არსდროს მინანია,ცუდად რომ მოგქცეოდი მერე უფრო ვინანებდი,არაკაცი ვიქნებოდი შენს თვალში და შენც შეგზიზღდებოდი,შენც კარგად იცი როგორ გაფასებ,და ჩემთვის ერთად ერთი ხარ უბრალოდ შენ არ გინდა ჩემს გვერდით ყოფნა ,მე კიდე არ მინდა შენი ნების საწინაახმდეგოდ რომ მოვიქცე.მე იმითაც ბედნიერი ვარ ყოველ დღე რომ გხედავ,რომ არსებებ,მინდა რომ ბედნიერი იყო . -ბაქარ,მადლობელი ვარ რომ ჩემზე ძალა არ გამოიყენე,ვიცი როგორ გაგიჭირდა თავის შეკავება,მაგრამ ჩემი ხათრით გააკეთე. -შემხვდი ერთხელ რა? -არა ხომ გთხოვე აღარ მთხოვო მეთქი, -მარტო ჩაგეხუტები,გპირდები,მიდი რა ,მომენატრა შენი სუნი, -არ მოდის დუხის სუნი შენამდე? -კარგად იცი დუხის სუნს რომ არ ვგულისხმობ,შენი სუფთა კანის სუნი მომენატრა, -არააა -გთხოვ რა. -ხო არ მიზედმეტია ,ხომ გისრულებდი რასაც მთხოვდი? -ტუჩებზე,რომ მაკოცე ეგ რა იყო? -ეგ?შენმა თვალებმა მთხოვეს და უარს ხომ არ ვეტყოდი?და თვალი ჩამიკრა ოთახში გოგოები შემოვიდნენ და გავაჩერეთ საუბარი.მორჩა სამუშაო დღე და კაბინეტიდან უნდა გავიდე,რომ ვგრძნობ თავზე როგორ მსუნასვ,მივტრიალდი სულ გაგიჯდი,რას აკეთებ? -მომენატრა შენი თმების სურნელი და უნდა ჩავისუნთქოო.გამოვახე კარები და კიბეზე დავეშვი როგორც იქნა მივედი სახლში,ამ ბოლო დროს მე და დათო ხშირად ვკამათობთ,სახლში გვიან ბრუნდება ,თითქოსდაგვეძაბა ურთიერთობა,მაგარამ ვცდილობ საუბრით მოვაგვარო,მეოირე დღეს ჩვეულებრივად ვრიგდებით. დილით გამომიცხადა ბაქარმა ცუდად ვარ და დღეს რომ არ შემხვდე სადმე არ ვიცი ალბათ გავაფრენო. -კარგია,რა მაგარი იქნება რომ დაგინახავ როგორ მიფრინავხარ ცაში.და გავუხიმე. -ანიტა,მართლა გულით გთხოვ შევხვდეთ რა,შენს თავს გეფიცები დაგელაპარაკო მინდა რაღაც საკითხზეე და მინდა რომ დაფიქრდე რაა. -რაზე? -აქ არა, ჩავფიქრდი,ნეტა რა უნდა მითხრას ,რომ აქ ვერ მეუბნება,ალაბათ უნდა რომ დამითანხმოს შეხვედრაზე და მერე რაიმეს მოიფიქრებს. -ცოტა ხნით და მარტო დავილაპარეკებთ. -ისევ იქ სადაც ვიყავით მაშინ , -კარგი საგამოს ცოტა ადრე გავედით სამუშაოდან. როგორც იქნა მოვედით ჩვენს მყუდრო ადგილას ,და მანქანიდან ამოიღო ძირს დასაგები.ორივე დავჯექით.გულზე მიმიხუტა. -ანიტა,მინდა რომ მარტო ჩემი იყო და ჩემთან იყო,მინდა რომ მთელი სხეული დაგიკოცნო,მინდა რომ მთელი ღამე შენს სხეულს ვეალერსებოდე და ალერსში დაღლილს ჩემს მკერდზე გეძინოს,არასდროს მომბეზრდება შენი ფერება. უცებ ეს ყელაფერი,რომ წარმოვიდგინე გავშრი,ავილეწე სახეზე,გულის ცემას ვგრძნობდი და სადღაც ნისლსი ვიყავი ჩაფლული ირგვლივ ბურუსია და ვერ გამოვდივარ ამ ბურუსიდა. -ეს ხომ შეუძლებელია ბაქარ? უცებ მომიტრიალდა და თვალეში ჩამხედა -ცოლად გამომყვები? -ბაქარ ხო არ გაგიჯდი შენ ?ოჯახი მყავს,შვილი?ან შენ რად გინდა გათხოვილი ქალი ცოლად?ბავშვიანი და მაგ ყველაფერს უამრავი პრობლემა რომ მოყვება დავიჯერო არ იცი? -ვიცი მაგრამ,მინდებხარ და მარტო სექსისთვსი არა ,ჩემთვის მინდებხარ შე გემრიელო ქალო.სულ მინდა რომ გვერდით მყავდე,რაც დაგინახე იმ დღიდან მინდა რომ შენს ბედნეირ თვალებს ჩავხედო. -ჩემი ბრალია, -მორჩი რა საკუთარი თავის დადანაშაულებას, -რატო,შენც ხომ კარგად იცი რომ არ ვარ არავისთან მართალი და ცუდად რომ ვიქცევი ესეც ხომ იცი? და შენ რად გინდა ესეთი ცოლი?შენ ყოველთვის შეგაწუხებს ეჭვი ჩემს მიმართ და ჩემი ნდობა გაგიჭირდება,რადგან იფIქრებ რომ შეიძლება სხვასთანაც გავაკეთო იგივე?კარგად გიცნობ -ნუ სულელობ რაა,მეე შენ კარგად გიცნობ და თან ძაან ვგავართ ერთმანეთს -უფ. -რა -არაფერი ცოტა ხანი ვიყავით გაჩუმებულები.თვითონ მიგორდა მე კი ვფიქრბდი. საერთოდ არ უნდა წამოიწყო ურთიერთობა,თუ იცირომ განწირულია,მაგრამ ამ ყველაფერმა შეიძლება ისე გაგიტაცოს,რომ სადღაც უფსკრულისკენ წაგიყვანოს,ფიქრობ ეხლა გავჩერდები ,ეხლა შევწყევტ,მაგრამ პირიქით უფრო გიპყრობს სურვილი,რომ შენი ფიქრები განახორციელო,შენს ოცნებას ფრთები შეესხას,რაღაც არა ბუნებრივი ცხოვრებით გინდა ,რომ იცხოვრო და რაღაც სულ სხვა განცდა გქონდეს,სუფთა შეუხებელი,მაგრამ ეს შეუძლებელია,გვიან მივხვდი,რომ ეს ყველაფერი ვერ იქნება რეალობა.მივხვდი,რომ ფლირტი ნარკოტიკივითაა,რომ შემოგაკლდება უკვე ლონკაში ხარ,გინდა თავის დანებება ,მაგრამ უკვე გვიანია,არადა თავიდან გეგონა რომ მაგარი იყავი და ყველაფერს გაუმკლავდებოდი.მე ასე დამემართა ,თავიდან არ მიდარდია ბაქარი რას მეუბნებოდა და რას აკეთებდა,მაგრამ ნელა-ნელა მივეჩვიე მის კომპლიმენტს,მასთან ჩხუბს, მის ჩახუტებას,ეხლა კი მინდა ამ ყველაფერზე უარი ვთქვა და ვიცი ამყველაფრის გამო როგორ დავიტანჯები. მიგორდი ,მეც მივგორდი.არ გინდა ჩემი ცოლი რო გახდე? -მოვრჩეთ მაგ თემაზე საუბარს კარგი. უცებ ვიგრძენი,როგორ წამომიწია მაიკა და როგორ შემეხო ტუჩებით,გავიყუჩე ხმა არ ამომიღია,მერე აყვა კოცნით მკერდამდე,ვგრძნობ,როგორ შემიცურა ხელი მკერდზე ,მინდა გავაჩერო,მაგარამ ვერ ვეწინაახმდეგები,ხმასაც ვერ ვიღებ,ვიგრძენი როგორ დაეწაფა ჩემს ტუჩებს და ხელით როგორ მიხსნის შარვალს ,გთხოვ გაჩერდი რა,ჩემს თავს გაფიცებ გაჩერდი,გეხვეწები არ გააგრძელო,მაგარამ იმდენად იყო ჩემი სხეულით გატაცებული არაფერი ესმოდა.შარვალიც გამხადა უკვე და ფეხებიდან დაიწყო ჩემი კოცნა ,აყვა წელამდე არ დაუტოვებია ადგილი,ვგრძნობ მსიამოვნებს ეს ყველაფერი,მაგრამ ამ ყველაფერს რაც მოჰყვება ის უფრო მაწუხებს ,როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება.ცალი ხელით მეფერება ,თან მიკოცნის სხეულს,ვგრძნობ მისი ტუჩების სიმხურვალეს, და ცალი ხელით მისი შარვლის გახსნას ცდილობს,უკვე შემეშინდა.გაჩერდი რა ,ხელი გავაწევიე და წამოვხტი,მეგონა შეეცდებოდა ძალით მიეყვანა ყველაფერი სისრულეში,შეშინებული ველოდი,რომ თავო დამეცვა,მაგრამ არა შეძლო თავსი შეკავება,მისი ვნებების დაოკება,მიკვირდა როგორ ახერხებდაჩემი ხათრით მის სურვილებზე ეთქვა უარი. უცებ ამოვიცვი შარვალი.მაპატიე არ შემიძლია .თავი ჩავღუნე დამნაშავესავით. -კარგი ,დავმშვიდდი,ოღონდ არ იტირო.ბოდიში,მეგონა შენც გინდოდა. -რომ არ გაჩერებულიყავი რა უნდა მექნა?ვგრძნობ როგორ მომდის ცრემლები,მაგრამ მას არ შეუმჩნევია. -ანიტა,შენ ჩემთვის ვიღაც არ ხარ ,რომ მასე მოგქცეოდი.მეც გამიგე რა ,კაცი ვარ და ვეღარ შევიკავე თავი,მაგრამ როცა მთხოვე ხომ გავჩერდი?როცა შენ იქნები ამ ყველაფრისთვის მზად მაშინ კარგი? და მისი მწვანე თვალები შემომანათა.შენიშნა,რომ ცრემლები მქონდა თვალებზე,აენთო უცებ თვალები დამიკოცნა,მის შეხებაზე უფრო ამიჩუყდა გული,ჩუ რა არ იტირო ჩამჩურჩულა ყურში.ხომ არაფერი დამიშავებია შენთვის.მომიწმინდა ცრემლები და თავი ამაწევია,გაიღიმე ღიმილი უფრო გიხდება და მეც გამეცინა. დიდხანს ვიჯექით ასე ჩუმად ,ისე ვიყავი შეშინებული,რომ არ ვიცოდი რა მექნა ,ან საერთოდ რა მეთქვა მისთვის. წავიდეთ რა სახლში,გავურია ხმაში მუდარა.შეგაშინე არა? -არა უბრალოდ წასვლა მიდა , -კარგი ოხონდ ცოტა ხანი ჩამეხუტე რა , და ესე ვიყავით ჩახუტებულები,ბოლოს ავდექი და ჩავჯექი მანქანაში ,წასვლის დროა. კარგიო და ვნებიანად დამეწაფა ტუჩებზე,არ მიყვარს მე ეგეთი კოცნა და შენ ვერ გაგაგებიე რაა. -ანიტაა აღარ ვიცი რა ვქნა ,რა გავაკეთო,რომ ჩემთან იყო,ვიცი შენც ისე გიზიდავს ჩემი სხეული,როგორც მე .უბრალოდ მიკვირს როგორ ახერხებ თავის შეკავებას,მართლა მიკვირს.ისიც იცი რომ ჩემი სასურველი ქალი ხარ .რა გავაკეთო მითხარი? -ბაქარ,მე ის ვიცი რომ ცუდად ვიქცევი.ეხლა წავიდეთ. უხმოდ მივედით სახლში. დიდლით ავდექი,ჩვეულებბრივად წავედი სამუშაოზე ,დირექტორთან მივედი და განცხადება დაუდევი წასვლის თაობაზე.ვუთხარი პირადულია თქო.ნივთებიც არ ჩამილაგებია ისე წამოვედი სამუშაოდან,არც ბაქარი მინახავს .დათოს ვუთხარი შემცირებაში მოვყევი და გამომიშვეს სამუშაოდან თქო.აღარ ჩამძიებია. უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე თუ ადამიანს ვერ აბედნიერებ,უნდა გაუშვა თუ კი იცი რომ შენს გარეშე ბედნიერი იქნება,ეს ადვილი არააა,მაგრამ თუ ძვირფასია უნდა გაუშვა.თუ მიხვდება,რომ შენ მისთვის ყველაფერი ხარ,იბრძოლებს რომ დაგიბრუნოს.მაგრამ შეიძლება იმანაც იფიქროს ხელი გამიშვა არ ვჭირდებიო,თუმცა ეს ასე არაა.ხანდახან ხელი იმიტომ უნდა გაუშვა რომ გაერკვეს რა აუნდა ან შენ რა გინდა..დანარჩენი კი მის გულისთქმაზეა დამოკიდებული. 2დღის შემდეგ დამირეკა ბაქარმა,ისე ჩვეულებრივად მომიკითხა,ქმარ შვილი როგორ გყავსო,კარგად თქო -მარტო ხარ? -კი -რატო წახვედი სამუშაოდან? -არც გრცხვენია რომ მეკითხები?ერთად ერთი ადამიანი ხარ ვიცნ სიმართლე იცის და მაინც მეკითხები.ჩემი მომავლისთვის ასე ჯობდა, -მართალი ხარ მე ხომ ვერ მოგცემდი იმდენს რასაც შენი ქმარი გაძლევს. -გეყოფა ,კარაგდ იცი რომ ეგ არაა მიზეზი.მე ესე გადავწყვიტე და აზრის შეცვლას არ ვაპირებ. -ანუ დათოს ირჩევ? -კი -კარგი ,ანიტა მინდა ბედნიერება გისურვო.შენი კარგი ყოველთვის გამეხარდება,მერე რა რომ ჩემს გვერდით არ ხარ ვის გვერდითაც ხარ ,მთავარია ბედნიერი იყო. -დიდი მადლობა ბაქარ.შენც ბედნიერებას გისურვებ. -ისე ხანდახან თუ მომიკითხავ კარგი იქნება ანიტა. -ხო შევეცდები.კარგი აბა კარგად ბაქარ, -ისე,მაგარი დამპალი ქალი ხარ.! -რატო ვარ დამპალი? -3ჯერ შემხვდი და არც ერთხელ არ გახდი ჩემი. -მეოთხედ რომ შეგხვდები აი მაშინ გავხდები შენი,ვუთხარი ირონიულად -შენ ისეთი ჯიუტი ხარ მაშინაც არ გახდები ჩემი,ალბათ არ ვიმსახურებ შენს თავს. -აბა ვინ იმსახურებს? -შენი ქმარი და ალბათ იმიტომაც ხარ მის გვერდით. -უნდა გავთიშო.პკ.პკ. -კარგად ანიტა. მთელი ღამეები არ მეძინა სულ მისი შეხება მახსენდებოდა, მისი ჩახიტება მისი კოცნა.ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი,რომ ეს არ იყო სიყვარული,ეს ვნება იყო,რომელიც ჩემში ბუდობდა ,ის ვნება რომელიც ბაქარი მიიზიდა,რომლითაც თამაში მე თვითონ წამოვიწყე და ამიტომაც მე დავისაჯე ამ ყველაფრის გამო. მეორე დღეს დათოს ვუთხარი ახალი ნომერი მინდა თქო,რა იყო ვინმე ხო არ გაწუხებს?დაეჭვდა.არა რაღაც არ მომწონს ეს ნომერი და მინდა რომ რამე მაგარი ნომერი ვიყიდო. ვგრძნობ ,რომ ადგომა აღარ მინდა ლოგინიდან,ხალხთან ურთიერთობა აღარ მინდა ,მარტო მინდა ყოფნა,თითქოს აღარაფერი მახარებს ,მაგრამ მაინც უნდა გაიღიმო,საქმე ესე სჭირდება.ჩემს საქმეს სხვა არავინ გააკეთებს ,ამიტომ უნდა მოვიკრიბო ძალა.ვფიქრობდი,თუ არ დავურეკავ ,არ ვნახავ ყველაფერი უფრო ადვილი იქნება თქო,მაგრამ პირიქით რაც უფრო დრო გადიოდა სული უფრო მტკიოდა,უფრო მაწუხებდა ეს ყველაფერი და ყველაზე ცუდი ის იყო,რომ ვერავის ვერ ვუყვები,აბა ვის მოუყვე გათხოვილი ქალი სხვას შევხვდი თქო.მე ხომ ყველა სხვანაირს მიცნობს.დრო გადიოდა ,ვიყავი სახლის საქმეებით დაკავებული,მინდოდა დრო არ მქონოდა მასზე საფიქრად,მაგრამ მაინც გამოვნახავდი დროს .ნეტა როგორაა,ნეტა ვახსოვარ?სულ მტანჯავდა ეს ფიქრები. ამბობენ,დრო კურნავსო,არა მგონია უბრალოდ ეჩვევი ამ ტკივილს და იმდენად ახლოსაა შენთან ფიქრობ განვიკურნეოAთუმცა კარგად თუ დაფიქრდები მიხვდები,რომ ის ისევ შენშია არსად წასულა.თუმცა უნდა შეეცადო ამტკივილის ცოტა ხნით მაინც დავიწყება და დააფასო ის რაც არსებობს შენს გვერდით რეალურად. გინდა იყო ბედნიერი?......ნუ იქექები მოგონებებში.ხშირად მიფიქრია,რომელი უფრო რთულია ოცნების ასრულება თუ შენს ოცნებაზე უარის თქმა? მინდა მრავალ ადამიანს დაუსვა ეს შეკითხვადა ვნ რას მიპასუხებს საინტერეესოა.როდესაც ოცნებისკენ მიიწევ რაღაც მიზანი გაქვს,იბრძვი,თუნდავ დაეცე წამოდგები და თავიდან გააგრძელებ ამ გზას,ერთხელ ეგებ გაგიმართლოს,მაგრამ როდესაც შენს ოცნებებზე ამბობ უარს ეს ყველაზე რთულია ,აქ მარტო საკუთარ თავს უნდა ებრძოლო და ყველაზე რთული დასამარცხებელი საკუთარი თავია.ვფიქრობ ომი,მოვუგე საკუთარ თავს ,ვფიქრობ დავძლიე ეს ყველაფერი,ვფიქრობ გავიმარჯვე,მაგრამ როგორიც ვიყავი ისეთი ვეღარ გავხდები,ჩემი სურვილის მიუხედავად არ გამომდის.თითქოს სული დამიმძიმდა,შემხედავ გარეგნულად არაფერი,მაგრამ ამ ყველაფერმა ჩემი შინაგანი სამყარო დააზიანა,და თან ისე რომ აღარაფერი უშველის.სხვებისთვის მაინც ისეთი ვარ როგრიც წლების წინ ვიყავი.როცა ვერ არჩევ ცუდას და კარგ ეგ ერთია და როცა არჩევ და მაინც ცუდად იქცევი ეგ სულ სხვა. ერთი წელი ისე გავიდა ,არც არაფერი გამიგია მის შესახებ ,უკვე იმდენსაც აღარ ვფიქრობდი,ვაკეთებდი ყველაფერს რაც მომწონდა,დავდიოდი ხშირად სასეორნოდ ,ვცდილობდი მეტი დრო გამეტარებია.ცხოვრება არ პატიობს შეცდომებს,არ არსებობს წარსულში დაშვებული შეცდომის გამო მომავალში ფეხი არ წამოიკრა,და სადღაც ვიღაცამ არ გაგხსენოს შენი სულის ტკივილი,რომლის დავიწყებასაც მთელი გულით ცდილობ.ფიქრობ კიდეც მივაღწიე დავივიწყე ყველაფერიო,შევიცვალე,კარგად ვარ,უცებ გამოჩნდება ვიღაც ვინც ამ მივიწყებულ ბნელ ადგილს გაგიახლებს,მერე ხვდები რომ თავს იტყუებდი,ვერაფერი შეძელი გარდა იმისა რომ გაანადგურე საკუთარი თავი.. გაჩერებაზე ვიდექი,ხშირად მიყვარს მანქანის ნომრის წაკითხვა,უცებ წავიკითხე ნომერი და რაღაც თითქოს გული გამიჩერდა,გავშრი ავწიე თავი და საჭესთან ბაქარი იჯდა,წვერებით და სათვალებიით,ზუსტად ისეთი,მე რომ მიზიდავდა მას არ შეუმჩნევივარ და მეც გვერდზე გავიხედე,არ მინდოდა დავენახე.ისედაც ცუდად ვიყაი.მივხვდი რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემში არფერი შეცვლილა,ისევ ისე მტკიოდა გული,როგორც მაშინ,ისევ ისე მიზიდავდა მისკენ სხეული,მივხვდი როგორ მენატრებოოდა მის გვერდით ყოფნა,მისი გამოხედვა,მისი ანთებული თვალები,მისი ვნებიანი შემოხედვა,ყველაფერი მენატრებოდა რაც მას ეხებოდა. მგარამ.... არაფერი ...გავაგრძელე ცხოვრება....მის ცხოვრებაში ვეღარ გამოვჩნდებოდი....მე ხომ ჩემი გზა ავირჩიე...დათო და ნუცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.