შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -15-


9-09-2015, 21:33
ავტორი ჯია
ნანახია 5 021

-როგორც ვხედავ, დროს უქმად არ კარგავ. - კარებს ზურგით მიეყრდნო, ხელები გადაიჯვარედინა და ირონიული მზერით ამათვალიერა.
-რას გულისხმობ? -ვერ მივუხვდი ნათქვამს.
-იმას, რომ კაცებს არ იკლებ. -ჩაიცინა და ისევ დამცინავად გამომხედა.
აი, ახლა მართლა მოვკლავ! სახეში უნდა გამერტყა, როდესაც ჩემი მოქნეული ხელი ჰაერში დაიჭირა.
-გათამამებულხარ. - ისევ ეს ირონიული სახე, როგორი დიდი სიამოვნებით გავულამაზებდი, მაგრამ სხარტი რეაქცია ჰქონია, ვინ დამაცადა! მაჯაზე ისე მიჭერდა ხელს, სისხლის მიმოქცევა შემიწყდა.
-მეტკინა. -ამოვიხავლე საწყლად. ხელი ოდნავ შემიშვა, მეორე ხელით კი მისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამეწაფა. ვიგრძენი როგორ სწრაფად ფეთქავდა გული და ისევ სითბო ჩამეღვარა, მაგრამ წამში მოვეგე გონს და უხეშად მოვიშორე.
-აღარ გაბედო! მეორედ ჩემი შეხება, აღარ გაბედო! -ვუთხარი მკაცრად და ბიჭისგან ორი ნაბიჯით უკან დავიხიე.
-დედაჩემის დაქალი თუ იყავი რატომ არ მითხარი? - მშვიდად მკითხა, თითქოს წამის წინ არც შეურაცხყოფა მოუყენებია და შემდეგ არც უკოცნია.
-მეც გვიან გავიგე. -უნიტაზზე ჩამოვჯექი და ღრმად ამოვისუნთქე. ისე, როგორი რომანტიკული გარემოა არა?!
-როცა გაიგე, რატომ არ მითხარი?
-რა აზრი ჰქონდა? -ავხედე ბიჭს.
-ის რომ ჩემგან იმას ნუ ითხოვ, რასაც შენ თვითონვე აკეთებ!
-მე რომ თავიდანვე მცოდნოდა სესილიას შვილი იყავი, შენთან ურთიერთობას არ დავიწყებდი! -განრისხებული წამოვხტი ფეხზე. -თავიდანვე რომ მცოდნოდა შენი ასაკი, ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდი! ყველაფერი თავზე დამენგრა, შენი უბოროტო ტყუილით გამანადგურე და ამას ვერც კი ხვდები. -ხმას ნელ-ნელა მაღლა ვუწევდი.
-ნანობ? - ისეთი სასოწარკვეთით მკითხა, თვალებში რომ ჩავხედე გული შემეკუმშა.
-ეგ არის უბედურება, რომ არაფერსაც არ ვნანობ. -ამოვილაპარაკე და ისევ უნიტაზზე დავესვენე.
-მერე რატომ არ გინდა რომ ისევ ვცადოთ? -ბიჭი ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა და ხელებში მოაქცია ჩემი სახე. ახლა უფრო ვიგრძენი, როგორი სუსტი ვარ მის წიმაშე.
-არ შეიძლება. -ამოვიხავლე სინანულით და ხელები მაჯებზე ჩავჭიდე, ბიჭი კი უცებ წამოდგა ფეხზე, უმისამართოდ შეიკურთხა და სიმწრისგან მთელი ძალით მუჭი კედელს მიარტყა. ხელიდან სისხლი წასკდა..
-რას აკეთებ? -დაფეთებული წამოვხტი და მისი ნატკენი ხელი ჩემს ხელებში მოვიქციე. - სულ გაგიჟდი ხომ?
-არ მაქვს მიზეზი?
-მაქსიმე, გეყოს. - ვუთხარი და სარკიანი პატარა კარადა გამოვაღე, სადაც შეიძლებოდა ჭრილობის დასამუშავებლად საჭირო ნივთები ყოფილიყო. სპირტი დავასხი ბამბაზე და ჭრილობაზე გადასმა დავუწყე, როგორც სჩანს აეწვა. ტუჩები ახლოს მივიტანე ჭრილობასთან და დროდადრო სულს ვუბერავდი.
-უკვე 25 წლის ვარ. -მოულოდნელად მითხრა, თან ისე ამაყად მითხრა გეგონებოდა მინიმუმ 10 წლით გაიზარდაო. ბიჭს ავხედე და გამეცინა.
-მაქსიმე, შენც ხომ ხვდები, რომ უნდა შევეგუოთ ამ ფაქტს.. ერთად ვერასოდეს ვიქნებით. -ისევ ჭრილობაზე დავაბრუნე მზერა და ბინტით შეხვევა დავიწყე.
-თვალებში ჩამხედე და ეგ ყველაფერი ისე მითხარი. -მეორე ხელით თავი მისკენ მიმატრიალებინა. ხმა ვეღარ ამოვიღე, არ შემეძლო გამეორება, როდესაც ის ასე მიყურებდა. -იცი რას ვერ ვხვდები? რატომ უნდა შევეგუოთ, როდესაც ერთად ყოფნაში არაფერი გვიშლის ხელს.
-მაქსიმე, კარგი ვთქვათ, ისევ ვცადეთ.. სესილიას რეაქციის წარმოდგენაც არ მინდა! ამას თავი დავანებოთ, ჩვენი ბედნიერება მაქსიმუმ 5 წელი გაგრძელდეს. მერე დაბერებას დავიწყებ და აღარ გენდომება ნაოჭებიანი ქალი. -შევეცადე ბიჭისთვის ჩვენი მომავალი დამეხატა.
-მე შენი თითოეული ნაოჭი მეყვარება.ყოველ დილით თითებით დავითვლი და.. -თითებით დაიწყო ჩემი სახის ნაკვთების შესწავლა. -ეს ჩემთვის იქნება სრულყოფილება. ისევ ისე მეყვარები, როგორც დღეს.. არა, უფრო მეტადაც კი! -ვუსმენდი მაქსიმეს და ცრემლები მახრჩობდა, თვალებში ვეღარ ვუყურებდი. მისგან ასეთ სიტყვებს არ ველოდი, მას ხომ არასოდეს შეეძლო გრძნობების სიტყვებით გამოხატვა. ვგრძნობდი ორივეს გული როგორ გვიცემდა, ამის გაძლების ძალა მართლა აღარ მქონდა. ისე ჩავიხუტებდი გულში, ვერასდროს ვერავინ გამაშვენინებდა ხელს, მაგრამ არ შემეძლო..
-ანამარია გელოდება.. -სახიდან ხელი ჩამოვაღებინე და თავი დავხარე.

ბიჭმა სიმწრისგან მუჭები შეკრა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. რამოდენიმე წუთი ვიდექით ასე გაშეშებულები, ბოლოს ჰაერი აღარ მყოფნიდა, ამიტომ გიჟივით გამოვვარდი და ეზოსკენ ავიღე გეზი.

-ტაისია, სად ხარ ამდენ ხანს? -გზაში კოტეს გადავაწყდი. პასუხი არ გავეცი, გზის გაგრძელება მიმდოდა, მაგრამ მკლავებში დამწვდა და განძრევის საშუალება არ მომცა. ალკოჰოლის სუნი მეცა, როგორც ჩანს ნასვამია. -კარგად ხარ?
-კი. -უღიმღამოდ ვუპასუხე და ხელები მკლავებიდან ჩამოვაშვებინე.
-ახლა სულ დაგიკარგავს ფერი, რამე გიჭირს? -არ მეშვებოდა მამაკაცი. -იქნებ შემიძლია რამით დაგეხმარო?
-შენი ზედმეტი მზრუნველობით, უკვე ყელში ამოხვედი! -ვუთხარი უხეშად, მგონი ცოტა ხმამაღლაც მომივიდა, რადგან ირგვლივ ყველამ ჩვენ გამოგვხედა. -შემეშვი და არ გამომყვე! -გავაფრთხილე მკაცრად და გზა განვაგრძე. ჩემი ჩანთა და მოსაცმელი მოვძებნე და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.



როგორც კი სახლს კარგად გავშორდი, ნაბიჯი შევანელე.. მერე სულ გავჩერდი და ბნელ სივრცეს გავხედე, მთვარეც კი თითქმის არ ჩანს. სად წამოვბოდიალდი ახლა ამ შუაღამეს? ცოტა შემცივდა, მოსაცმელი მოვიცვი და ისევ განვაგრძე გზა. მივაბიჯებდი ქუჩაში ტკივილით დამძიმებული და იმასაც ვერ ვიაზრებდი სად მივდიოდი ან როგორ უნდა ჩავსულიყავი თბილისში.

მანქანის ხმა გავიგონე, მალევე გზაზე შუქიც გამოჩნდა. ცოტა არ იყოს შემეშინდა.. არ გამიჩეროს, არ გამიჩეროს, არ გამიჩეროს.. ვიგრძენი როგორ შეანელა მოძრაობა, უკვე გვერდით მომყვებოდა და ცოცხალი თავით არ ვიხედებოდი მისკენ. უცებ ფანჯარა ჩამოწია და დამიძახა, კოტეა.. ამოვისუნთქე, მე კიდევ როგორ შემეშინდა. კოტემ მანქანა გააჩერა და ჩემთან მოვიდა.
-ხომ გთხოვე არ გამომყვე მეთქი? -წყნარად ვკითხე და თვალებში ჩამხედა.
-ტაისია, რა გინდა? - განრისხებული თვალებით მიყურებდა და ხელებით მლავებში ჩამაფრინდა.
-შენ ხომ არ უბერავ? -მისმა საქციელმა გამაღიზიანა და ხელების დაძვრენა ვცადე.
-წესიერად მელაპარაკე!
-კოტე, მთვრალი ხარ.. ხელი გამიშვი. -ტონი გავიმკარე და უფრო ძლიერად ვცადე ხელების დაძვრენა.
-ამომივიდა ლოდინი ყელში. -ხელები კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა და მანქანაზე მიმახეთქა. ახლოს მოიწია და ტუჩებზე გამხეცებული მეცა. მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ვერაფრით მოვიშორე, ბოლოს მოვიფიქრე და ქვედა ტუჩზე ვუკბინე. გამწარებული მომშორდა და მთელი ძალით სახეში გამარტყა ხელი, ლოყა საშინლად ამეწვა და ვიგრძენი როგორ წამსკდა ტუჩიდან სისხლი. ისევ დამეტაკა, ხელები გამიკავა და ამჯერად ხან კისერში, ხან მკერდზე ხარბად მკოცნიდა. ვცდილობდი თავი დამეხსნა, მაგრამ ჩემზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა.
-კოტე, გაგიჟდი ხომ? - სიმწრისგან ტირილი ამიტყდა, ვერაფრით ვიშორებდი. მანქანაზე ამაკრა, კოცნას არ წყვეტდა, მის ხელებზე კი უმისამართოდ დაატარებდა ჩემს სხეულზე. შემდეგ წამით გაჩერდა და მანქანის უკანა კარები გამოაღო, ჩემი შეგდება სცადა, მაგრამ მთელი ძალ-ღონით ვეჭინააღმდეგებოდი. ვტიროდი, ვკიოდი, ვემუდარებოდი, რომ გავეშვი.. მაგრამ ჩემი არ ესმოდა.. ამ ჭიდაობაში მანქანის სახურავს ძლიერად ჩამოვარტყი თავი, სხეულიდან ძალა გამომეცალა და თავის ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ბოლოს მაინც მომერია და მანქანის უკანა სავარძელზე დამაგდო და ზემოდან მომექცა.. უკვე აღარ შემეძლო, გულს მირევდა მისი სუნი, შეხება. რაღაც მომენტში შემეძლო მომეკლა, სამწუხაროდ ხელი ვერაფერს მივაწვდინე. ქამრის შეხსნა დაიწყო, რაზეც უკვე ისტერიკა დამეწყო.. ვხვდებოდი, რომ ამ უკაცრიელ ადგილას ჩემი გადარჩენი არავინ არ იყო და უკვე აღარაფრის იმედი მქონდა, ძალაც თანდათან მეცლებოდა და ვეღარც ვეწინააღმდეგებოდი, უცებ სხეულზე სიმსუბუქე, რომ ვიგრძენი.

ვერ მივხვდი რა მოხდა.. ნელა გადავედი მანქანიდან, ფეხზე რომ დავდექი უცებ თვალებში სულ დამიბნელდა და მანქანას მივეყრდენი, რომ არ წავქცეულიყქავი. გონს რომ მოვედი, დავინახე მაქსიმე როგორ ცემდა კოტეს. შეშინებული მივვარდი და გაშველება ვცადე.
-მაქსიმე, არ შემოგაკვდეს. -ტირილით ვუთხარი და ხელზე დავეჯაჯგურე. მაქსიმე გამეტებით ურტყამდა, კოტე ძირს ეგდო, დროდადრო წამოწევას ახერხებდა, მაგრამ ადგომის საშუალებას მაქსიმე არ აძლევდა. ბოლოს, როგორც იქნა, მაქსიმე გამოვათრიე, კოტე სულ სისხლიანი იყო, მისკენ გახედვაც არ მინდოდა.. რომ მომკვდარიყო წამითაც არ ვინერვიულებდი, ისე მეზიზღებოდა.

მაქსიმემ გულში ძლიერად ჩამიკრა და თავზე რამოდენიმეჯერ მაკოცა, მთელი სხეული უკანკალებდა.. არანაკლებ მდგომარეობაში ვიყავი მეც.
-მაპატიე, გთხოვ, ვერ მოგისწარი..- ხმის კანკალით ამოიხავლა ბიჭმა. პასუხის გაცემა არ შემეძლო, არადა მინდოდა გაეგო, რომ ბოლომდე საქმის მიყვანა ვერ მოასწრო.. ბიჭმა მანქანაში ჩამსვა და სწრაფად წავიდა თბილისისკენ.

თავის ტკივილი სულ უფრო მიძლიერდებოდა, გულის რევის შეგრძნებაც კიდევ უფრო გამიმძაფრდა. აშკარად ძალიან ძლიერი ტრავმა მივიღე თავის ჩამორტყმით, ან შეიძლება მიღებული სტრესის ბრალია. მალევე ჩავედით თბილისში და მანქანა მაქსიმემ ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა. ვერ ვინძრეოდი, მანქანიდან გადასვლა მინდოდა და ძალა არ მქონა, საქარე მინას ვუყურებდი გაშტერებული და თავის გამოძრავებაც არ შემეძლო. მანქანის კარის გაღებაც ვერ გამიგია, ვიგრძენი როგორ ამიყვანა მაქსიმემ ხელში, თავი მხარზე ჩამოვადე, მგონი გონებას ვკარგავ, მაგრამ თავს ვებრძვი და ვცდილობ ფხიზლად დავრჩე. სახლში როგორც კი შევედით, დივანზე დამსვა, მაგრამ მე ეგრევე წამოვდექი და ჩქარი ნაბიჯით აბაზანისკენ გავემართე. ამ ყველაფრის ძალა საიდან მქონდა, მართლა ვერ ვხვდები, მაგრამ თავს მაქსიმალურად ვებრძოდი..

-არ დაკეტო კარები! -მომაძახა მაქსიმემ, ხმა იმდენად ახლოს იყო მივხვდი, რომ კარებთან იდგა, მაგრამ არ შემოდიოდა.

სასწრაფოდ შემოვიხიე ტანსაცმელი და შხაპის ქვეშ დავდექი. შხაპის ღრუბელს ტანზე მთელი ძალით ვისმევდი, ლამის კანი ავიძრე. მისი ბინძური ხელების გახსენებისას ჭკუიდან გადავდივარ, იმხელა ზიზღს მგვრის მისი ბინძური ტუჩები, მისი მყრალი სურნელი.. სასწრაფოდ უნდა ჩამოვირეცხო, სასწრაფოდ.. ბოლოს ძალა გამოცლილი ჩავიკეცე და ისტერიკული ტირილი ამიტყდა. ხმის გაგონებისას მაქსიმე შემოვარდა და კაბინიდან გამიყვანა. როგორც კი პირსახოცი შემომახვია, ირგვლივ ყველაფერი სწრაფად დატრიალდა, ფეხებით მიწას მოვწყდი, მერე კი ყველაფერი დაბნელდა...


---------------
ესეც მეთხუთმეტე თავი :) ველი შეფასებას..

პ.ს. მადლობა ყველა თბილი სიტყვისთვის!



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუ რა კარგი იყოო მალე დადე რა გთხოოოვ <33 იმედია შერიგდებიან <3 რა კარგი წყვილიაა <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რა საინტერესო მომენტზე გაწყვიტე რა... ახლა მე ამ წყვილის შერიგებას ველოდები... მოკლედ მაგარი წყვილია და ძალიან მომწონს... მაქსიმეს სიყვარულით აღფრთოვანებული ვარ ძლიერი სიყვარული ცოდნია...

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ძალიან ძალიან მაგარი იყო, არ ველოდი ამ ამბების დატრიალებას აქ ო.ო კოტე რა *ირი აღმოჩნდა სუფთა ნა*ირალაა :დ პროსტა მხოლოდ იმან გამახარა ამ ამბავში მაქსიმემ რომ გადაარჩინა და ეხლა უვლისს. ხომ იცი როგორ მომწონს შენი ისტორიები? ხომ იცი ეს ისტორიაც რომ ძაან მიყვარს? შენც ხო ძაან მიყვარხარ? ძააან ნიჭიერიც ხო ხარ და მაგრად წერ? კიდე რაგკიტხო? ხო ველოდები შემდეგ ტავს დიდი მოლოდინით იმედია ესენიც შერიგდებიან? მაგრამ იმედია კიდე რამე განსხვავებული მოხდება და შეძლებ ჩემს გაოცებას, ააპაა ჰეე წარმატებები ჩემო საყვარელო უნივერსიტეტშიც სამსახურშიც და კიდევ იმედია ბევრ ისტორიას შემოგვთავაზებ<3 <3

 


№4  offline მოდერი ლილიანა

უყურე კოტეს,არადა რა ბუნჩულა პატიოსანი მეგონა,მიიღო მისი წილი მაქსიმესგან
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

კოტესგან ამას არ ველოდი.ვერავინ დააბრალებს სიმთრალის ბრალიაო.შესაძლოა,ამან უფრო გაათამამა,მაგრამ,რაც იყო ის გვაჩვენა...ასე როგორ იფარავდა ნამდვილ სახე!
ისე პატიოსნად იქეოდა,მერე კი ..:დ
საინტერესოა,ინტრიგებს არ გვაკლებს.
ველი შემდეგს.
მაქსიმე ისევ გვაოცებს.

 


№6  offline წევრი Ignifex

ჩემი შიში გამართლდა,კოტე საყვარლად არაკაცი აღმოჩნდა :D ტაისია უკეთესს იმსახურებს ბევრად. მაქსიმეს იმსახურებს :D მაგრამ რა ვქნა,რომ ქალბატონ მზიას ვეთანხმები :D არადა,რა ოქრო წყვილია...

 


№7  offline მოდერი ჯია

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და ასე მოგწონთ love მახარებს ყველა თქვენი კომენტარი love

ბავშვებო, ცოტახანი სიახლეებს ვეღარ დავდებ.. საპატიო მიზეზების გამო. უნდა მაპატიოთ და ბოდიში, რომ მოცდა მოგიწევთ.

მიყვარხართ!

 


№8  offline წევრი ნენე

dzalian magaria.
shemdegi tavi minda...
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№9  offline წევრი Iashvili Sofia

Dzaann nela deeb..

 


№10 სტუმარი jhd

რატო აგარ აგრდელებ?

 


№11  offline მოდერი ჯია

დავბრუნდიიი feel ხვალ დავდებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent