შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი 6


14-07-2015, 17:37
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 300

დილით დედას ძახილმა გამაღვიძა. სწრაფად გავახილე თვალი და საათს შევხედე. ჯერ კიდევ რვის ნახევარი იყოო. მშვიდად გავაგრძელე კიდევ რამოდენიმე წუთი ძილი და შემდეგ ზლაზვნით ავდექი ფეხზე. ნახევრად მძინარი შევედი აბაზანაში დილის პროცედურები ჩავიტარე და სამზარეულოში გავედი
-დე საჭმელი რა გვაქვს?-ვკითხე და მაგიდაზე თავი ჩამოვდე
-აჰა ჭამე-წინ შემწვარი კვერცხი და სოსისი დამიდო და 1 ჭიქა რძეც მოაყოლა
-რძე არმინდა. კოლა მომე-ვუთხარი და საჭმელი პირში ჩავიტენე
-ნუ გამაბრაზებ და წვეთი არ დავინახო დატოვო-მკაცრად მითხრა და რძეზე მანიშნა. ცხვირი ავიბზუე და საჭმლის ჭამა გავაგრძელე.
-ჩავიცვავ და მერე გავაგრძელებ-სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ოთახში გავვარდი. ჯინსის შარვალი და შავი ბიჭის უბრალო მაისური გადავიცვი. პოსაცმელი მოვიცვი და გარეთ და კვლავ სამზარეულოში დავბრუნდი. უცებ მოვამთავრე დარჩენილი საჭმელი და რძე ნიჟარაში ჩავასხი. ჭიქა მაგიდაზე გავაბრუნე და იმით გახარებულმა რომ დედას არ დავუნახივარ სახლი დავტოვე. სადარბაზოსთან ნაცნობი მანქანა შევნიშნე თუმცა ისე ავუარე გვერდი ვითომ არ შემიმჩნევია და ყურსასმენები მოვირგე. მალევე გადამიგდა წინ სილუეტი, თავი ვეღარ შევიკავე და პირდაპირ მის მკერდს შევასკდი. ყურსასმენები მოვიხსენი და გაოცებულმა ავხედე ჩემს წინ მდგომ ვაჩეს.
-აქ რაგინდა?-გაკვირვებულმა დავუსვი კითხვა
-წამო სკოლამდე მიგაცილებ. მეორედ გვერდი აღარ ჩამიარო
-არდამინახიხარ-სიცილით ვუთხარი და ზურგზე ჩანთა შევისწორე.
-მოდი წამოგიღებ-ჩანთა მომხსნა და თვითონ მოიკიდა ცალ მხარზე-ბოლოს სკოლაში როდის მქონდა ჩანთა არ მახსოვს-სიცილით მიითხრა და ხელი გადამხვია
-გაიწი-ხელი ვკარი და გვერდით გავაგდე
-ჰო კარგი. -ეხლა ხელკავი გამომდო და ისე გავაგრძელეთ სვლა
-1 კვირა არ ვიქნები. იცოდე ჭკვიანად იყავი გაიგე?-მკაცრად მითხრა და თვალებში შემომხედა
-კარგი-ჩუმად ვუთხარი, მინდოდა მეკითხა სად ან რატომ მიდიოდა მაგრამ ვერ გავბედე. არაფერი უთქვამს სკოლასთან ვიყავით მისულები რომ გავჩერდი
-კარგად-ვუთხარი და წასვლა დავაპირე მაგრამ შემომატრიალა და ჩამეხუტა
-ჭკვიანად-დამარიგა, შუბლზე მაკოცა და მანამ არ დაიძრა ადგილიდან სანამ სკოლაში არ შევედი. სკლასში ავედი და ელენეს გვერდით მივუჯექი. გაკვეთილი ჯერ კიდევ არ იყო დაწყილი
-როგორ ხარ ელე-თბილად ვკითხე და ჩანთიდან წიგნი ამოვიღე
-რავი გოგო. დღეს ბოლო ორიდან გავეთავისუფლოთ რა და სანამ მათემატიკაზე ავალთ გავერთოთ ცოტა-მაცდური წინადადება შემომთავაზა ელემ
-რა გვაქვს ბოლო?-ღიმილით ვკითხე
-ბიოლოგია,გეოგრაფია-მითხრა სიცილით,იცოდა ამ ორ საგანს ყველაზე მეტად რომ ვერ ვიტანდი.
-და სად წავიდეთ?-ეშმაკურად ვკითხე
-სადმე დავჯდეთ გოგო ვიჭორაოთ,-თავის წინადადებით აღფრთოვანებულმა თქვა და გახარებულმა დაიწყო რვეულში ხატვა
-ჰო კაი.-დავენთანხმე და ფეხზე წამოვდექით მასწავლებელი რომ შემოვიდა. 4 გაკვეთილი სწრაფად გავიდა. 4 გაკვეთილის შემდეგ სკოლიდან სიცილით გამოვედით და ჩვენი საყვარელი კაფისკენ წავედით.
-იმ დღეს რა გქონდა მოსაყოლი?-წამოიწყო ელემ და ნამცხვარი გემრიელად შეჭამა
-ჰო გოგო. ვაჩეზე რა-სიცილით ვუთხარი და თავიდან დაწყებული დღემდე დამთავრებული ყველაფერი მოვუყევი.
-ანუ შენ დიტოს ძმა გევასება?-გაფართოებული თვალებით მკითხა
-ხო.. შენსკენ რახდება-დავინტერესდი და ნამცხვრის ბოლო ლუკმა ყელში გადავუშვი
-რავი ისეთი არაფერი-სიცილით თქვა და უცებ ფეხზე წამოდგა. თვალი გავაყოლე და დავინახე როგორ გადაკოცნა კაფეში ახლად შემოსული დიტო და ჩვენი მაგიდისკენ უხმო. ისიც ღიმილით წამოვიდა. გადამკოცნა და ჩემს გვერდით სკამი დაიკავა
-როგორ ხართ გოგოებო? ამ დროს აქ რაგინდათ?-დაგვაყარა კითხვები
-გავაცდინეთ ბოლო 2-გაიცინა ელემ
-რაო ხატი როგორ ჩაიარა პაემანმა ჩემს ძამიკოსთან?-ირონიულად მითხრა და მუქი მწვანე თვალები მომანათა
-მშვენივრად-მეც ირონიულად ვუპასუხე და გაბრაზებული ფეხზე წამოვდექი
-რომ დაამთავრებ ლაპარაკს მომწერე და მასწავლებელთან ერთად წავიდეთ-ელეს მივაძახე და კაფე დავტოვე, მეც არ ვიცი რამ გამაბრაზა ესე ძალიან მაგრამ მის ირონიულ ტონზე საშინლად გავცოფდი. სწრაფად წავედი იქვე პარკისკენ და ძელსკამზე დაჯექი. ყურსასმენები გავიკეთე თან სიმღერებს ვუსმენდი და თან ტელეფონზე ვთამაშობდი გვერდით რომ ვიღაც მომიჯდა. ხელში რომ გაღიმებული დიტო შემრჩა ოდნავ დავიბენი.
-აქ რაგინდა?-ვკითხე და ტელეფონზე თამაში განვარგრძე.
-რატომ წამოხვედი?
-ნამდვილად არ მქონდა და მაქ სურვილი შენი ირონიული საუბარი ვისმინო ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით-გაბრაზებულმა მივახალე რასაც ვფიქრობდი
-აჰა. გასაგებია. არ გინდა გავისეირნოთ?
-არა არმინდა.-თავი გავაქნიე და ისე ვუპასუხე
-კარგი მაშინ აქ ვიყოთ. მითხარი ვაჩე მოგწონს?-სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელეგი გულზე გადაიჯვარედინა
-ვინ გითხრა რომ შენთან ამ თემაზე საუბარს ვაპირებ?-მივუბრუნდი და ალმაცერად გავხედე
-უბრალოდ მაინტერესებს ვაჩეზე სახელის და გვარის მეტი რა იცი როდესაც მას ენდობი და სასეირნოდ შუა ღამით დაყვები. მე კი არა-გაბრაზებულმა მითხრა და ფეხზე წამოდგა, ვერაფერი ვუპასუხე. ალბათ იმიტომ რომ ის მართალი იყო მაგრამ საქმე სხვაგვარად იყო მე მომწონდა ვაჩე.
-რაიყო? პასუხის გაცემა არ შეგიძლია?-ხმა კვლავ ირონიული გაუხდა
-არა იმიტომ რომ მე შენთან ერთად წამოსვლა არ მინდა-უხეშად ვუთხარი და ფეხზე ავდექი. გზას გავუყევი და არც კი ვიცოდი სად მივდიოდი. უკან კვლავ გამომეკიდა დიტო.
-სად მიდიხარ?-მკლავში ხელი ჩამავლო და მისკენ შემატრიალა
-შენგან შორს-ვუთხარი და ვეცადე მკლავი გამეთავისუფლებინა
-მაგაზე არც იოცნებო. ტელეფონი დაგივარდა-ჩემი ტელეფონი მომაწოდა, მეც უხეშად გამოვართვი
-მადლობთ-ირონიულად ვუთხარი და გზა გავაგრძელე. აღარ გამომკიდებია. მალევე აწკრიალდა ტელეფონი. ნომერს დავხედე ვაჩე მირეკავდა.
-გისმენ-გაბრაზებულმა ვუპასუხე
-რაგჭირს?-თბილად მკითხა
-არაფერი. რატომ მირეკავ?-მინდოდა ეს საუბარი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო რომ გონზე მოვსულიყავი. დავფიქრებულიყავი რატომ გამოჩნდა ვაჩე და დიტო ჩემს ცხოვრებაში ესე უცებ.
-მითხარი რა მოხდა-მის ხმასაც დაეტყო ბრაზი
-უბალოდ გაბრაზებული ვარ და არ ვარ საუბრის ხასიათზე
-რატომ ხარ გაბრაზებული?-არ ეშვებოდა ჩემს დაკითხვას
-მეგობარმა გამაბრაზა-უტიფრად მოვატყუე
-ხატია. იცოდე ნუ მატყუებ. ან მეტყვი და ან იძულებული ვიქნები მეთვითონ გავარკვიო. ეხლა კი მაგისთვის ნამდვილად არ მცალია-გაბრაზებულმა იყვირა ყურმილს იქით
-ნუყვირი-წყნარად ვუთხარი
-ჯანდაბა. მითხარი ხატია-დაიყვირა კვლავ
-რა გითხრა? დიტოს შევხვდი და იმან გამაბრაზა, დაგაწყნარა პასუხმა?-გაბრაზებულმა თავი ვერ შევიკავე და ოდნავ ხმამაღლა მომივიდა კიდევ კარგი ბევრი ხალხი არ იყო ქუჩაში.
-ჯანდაბა რა გითხრა?-ცდილობდა სიწყნარე შეენარჩუნებინა მაგრამ მგონი არ გამოდიოდა
-არაფერი. წავედი მე მასწავლებელთან, ვთიშავ-სწრაფად მივაყარე და ტელეფონი მანამ გავთიშე სანამ რამეს მეტყოდა. ცოტა ამოვისუნთქე მაგრამ ტელეფონზე ისევ ზარი შემოვიდა. სწრაფად გავთიშე და მასწავლებლის სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი.ტელეფონს ხმა დავუწიე და შევეცადე ვაჩეს ზარი დამეიგნორებინა. მასწავლებელთან მისულს ელე უკვე იქ დამხვდა
-სად ხარ გოგო ამდენხანს?-მკითხა ელემ
-არსად, ცოტა დამაგვაინდა-გვერდით მივუჯექი და წიგნები ამოვიღე. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და თვალი ავარიდე. ვაჩე კვლავ რეკავდა
-უპასუხე ვინაა?-ელემ ჩემს ტელეფონს დაავლო ხელი და როცა სახელი წაიკითხა გაეღიმა
-მას ხატიას ურეკავენ დაერიდება თქმა შეიძლება გავიდეს?-მიმართა მასწავლებელს ელემ და ჩემს დაბღვერილ სახეზე გაიცინა
-კარგი გადი-თქვა მასწავლებელმა და კარისკენ მანიშნა. გაბრაზებულმა დავავლე ტელეფონს ხელი და ვუპასუხე
-გისმენ-უხეშად ვუპასუხე
-აღარ გაბედო და მეორედ ჩემი ზარი არ დააიგნორო-განრისხბულმა იყვირა
-ნუყვირი და მალე მითხარი რაგინდა მათემატიკაზე ვარ-წყნარად ვუთხარი
-მეორედ როცა დიმიტრი შეგხვდება დამირეკავ. არ მაინტერესებს. მეტყვი ყველაფესს ნუ მაიძულებ ვინმეს ვუთხრა რომ დღე და ღამ კუდში გზდიოს.
-რა? არგაქვს უფლება. რატომ უნდა გითხრა ყველაფერი? უბრალოდ თავი დამანებე რა.-ამდენი ემოციისგან ყელში ბურთი გამეჩხირა. ხმა ამიკანკალდა
-გთხოვ პატარა ეხლა არ იტირო. 1 კვირა მოიცადე და მერე გავარკვიოთ კარგი?-ხმა დაუთბა
-არვტირი. კარგი შევალ მე-უხეშად ვუთხარი
-კარგი მიდი და ჭკვიანად-გამაფრთხილა და ტელეფონი გათიშა. თავი ხელებში ჩავრგე და ჩამოგორებული ცრემლი მოვიშორე. ღრმად ჩავისუნთქე და კლასში შევედი.
-რაო?-მკითხა აღტაცებულმა ელემ
-არაფერი, უბრალოდ დამირეკა-ვიცრუე და მასწავლებლის მოსმენა დავიწყე..


პატარა თავისთვის ბოდიში! :*



№1  offline წევრი დადუ♥♥

Kaia ele dzaan<3 ase gaagrdzele

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzalian karhia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent