შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯი წინ (თავი 7)


9-09-2015, 21:59
ნანახია 2 654

-ნინა დე,ტელეფონზე გეძახიან-მისაღები ოთახიდან გამომძახა დედაჩემმა და მეც სააბაზანოდან ახლად გამოსულმა ტილოშემოხვეული გავტანტალდი.

-გისმენთ.
-ნინა ნატა ვარ,გამოდი რა დღეს ჩემთან-ტელეფონს მიღმა ნატას მოწყენილი ხმა გაისმა.
-დღეს არ წამოვედი სახლში?-გაკვირვებულმა ვკითხე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ნინაა-გაწელა და დავიფიცებ ზუსტად ის სახე მიიღო,რომელსაც ვერ ვიტან.
-ხო მშვიდობაა?-ავფორიაქდი მე.
-თუ ჩემთან მოხვალ გეტყვი,თუ არადა მეყოლე ვარდივით.
-არ მიყვარს მე ვარდები-წავებუზღუნე ბავშვურად.
-ნინა,ასეთი გამოთქმაა-ჩაიხითხითა უმცროსმა ამირეჯიბმა.
-კარგი ჰო,ვიცი რაცაა.გამოვალ ჯანდაბას შენი თავი-დავნებდი ბოლოს და ოთახისკენ გავნარნარდი.

-დე ნატუკასთან მივდივარ-კარებთან მისულმა დავუყვირე.
-დედა,ხომ მშვიდობაა?ბავშვს ხო არაფერი დაემართა?-აღშფოთდა დედაჩემი და ოთახში აქეთ-იქით სიარული დაიწყო თავზე ხელებშემოლაგებულმა.
-მშვიდობაა დე,ხომ იცნობ არა,რაღაც წამოუქროლებდა და მთხოვა ჩემთან მოდიო.დღესაც იქ დავრჩები.არ დამელოდო და კარები კარგად ჩაკეტე იცოდე.მე კი ვიხუმრე,მაგრამ ქურდებმა მართლა ხელს არ გაგაყოლონ და გამოსასყიდი თანხა არ მომთხოვონ მერე.
-მოიცა და მაგაზე,როდისღა მოასწარი ხუმრობა?-დოინჯშემორტყმულმა წარბი ამიწია.
-წავედი-ლოყაზე სწრაფად ვაკოცე და კიბეებზე დავეშვი.

-იცოდე თუ სერიოზული მიზეზი არ გაქვს და აქ ტყუილად გამომიყვანე ჩემი ხელით დაგახრჩობ და მიწაში ისე ჩაგდებ,რომ იაფფასიან კუბოსაც კი არ გაღირსებ-სახლში შესვლისთანავე მივაყარე და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე, სადაც უკვე მელოდა ჩემი ძვირფასი შოკოლადები.
-ნერვები დაიწყნარე-სიცილით გამომეკიდა ნატა.
-იცოდე,ეს ყველაფერი ვერ გიშველის-შოკოლადებით სავსე მაგიდას სიყვარულით გადავხედე და „ტვიქსი“ გავხსენი.
-ჰო,როგორ არა.მომისმინე ნახევარ საათში სერგო გამოივლის და იცოდე მზად უნდა დავხვდეთ.
-და სად მივდივართ რო?-ინტერესით ჩავეძიე.
-კაფეში.
-სერგომ დავგპატიჟა?
-არა,მირზამ-ხმადაბლა წარმოთქვა ამ უკანასკნელის სახელი,თითქოს გელოვანი აქ იყო და უსმენდაო და თვალი ჩამიკრა.
-არა,არა,არა,არა და არა.
-ვიცი,რომ გიყვარვარ ამდენი სიყვარულის ახსნები რა საჭიროა ვერ გავიგე?ტანსაცმელიც კი გაგიმზადე,ვიცოდი,რომ არაფერ ისეთს არ წამოიღებდი.
-სერიოზულად?ამას მართლა მე მიკეთებთ?-ვიგრძენი,როგორ მომიცვა პანიკამ.
-კარგი რა.მას ცოლი ჰყავს,ეს ჩვენთვის უკვე პრობლემა აღარაა.
-დიახ, არის.ჩემთვის არის არ მინდა,რომ მას ვნახულობდე.არ მინდა,რომ მის სიახლოვეს ვტრიალებდე.ყოველ მიზეზგარეშე.ასე,რომ რამდენიც არ უნდა მელაპარაკო და რამდენი ტკბილეულობაც არ უნდა შემომტენო,იცოდე,რომ დღეს ვერაფრით ვერ მომთაფლავ.ვამბობ და ასეც იქნება,გასაგებია?-ლაპარაკით დაღლილმა ძლივს ამოვისუნთქე და ნატალის ავხედე.მან უბრალოდ წარბი აწია და...

-მშვენიერია,ზუსტად შენთვისაა.ვიცოდი,რომ ძალიან მოგიხდებოდა.ერთიც დატრიალდი და წავედით.სერგო უკვე გარეთაა-ხელები ერთმანეთს შემოკრა უმცროსმა ამირეჯიბმა და მანიშნა დატრიალდიო.
-ვერ გიტან-თვალები გადავატრიალე და დავტრიალდი.
-შესანიშნავი ხარ და გიმეორებ ამდენჯერ ნუ მეუბნები,რომ გიყვარვარ.თავში ამივარდება და შენი ბრალი იქნება-პატარა გოგოსავით წაიკეკლუცა,ენა გამომიყო და ოთახიდან გავიდა.მე სარკის წინ ვიდექი კოპებშეკრული და გეგმებს ვაწყობდი,თუ როგორ დამეღწია თავი მოსალოდნელი ვახშმისაგან.
-ნინა,ნარცისიზმით ხარ დაავადებული?გამოდი ახლავე-ჩემს ყურთასმენას ამირეჯიბის ხმა მიწვდა.მოსაცმელს დავწვდი,სარკეში ჩემი თავი ბოლოჯერ შევათვალიერე,გულში ერთი გემრიელად შევუკურთხე ჩემს ძვირფას დაქალს და ოთახი ნელი ნაბიჯით დავტოვე.
მანქანის კარი სერგომ გაგვიღო.ძალზედ მოხდენილად გამოიყურებოდა თავისუფალ სტილში,რასაც ვერ ვიტყოდი მძღოლის მხარეს დასკუპებულ მირზაზე.ის სრულყოფილებას განასახიერებდა.
-მშვენივრად გამოიყურები ნინა.იქნებ მეფიქრა შენთან ურთიერთობის დასერიოზულებაზე, ჰა?-ხუმრობა სცადა სერგომ.
-სერგო.
-გისმენ.
-პრადას ჩანთა თუ მოგხვედრია თავში?-სრული სერიოზულობით ვკითხე.გავიგე,როგორ ჩაიცინა გელოვანმა.სერგომ თავზე ხელი წაივლო და უარყოფის ნიშნად გააქნია.
-ხოდა თუ არ გაჩერდები მოგხვდება-დააბოლოვა ნატამ და როგორც კი მანქანა გაჩერდა მაშინვე გადავიდა.
-ის მაინც მითხარით რას ავღნიშნავთ- ფარ-ხმალ დაყრილმა საქმეში გარკვევა ვცადე.
-ჩემ ამბავშია-მირზა ხმის გაგონებისთანავე გამაჟრიალა.მანქანაში ჩვენ ორნი ისე შემოვრჩით,რომ მე ვერც გავაცნობიერე.
-ქვეყნიდან მიდიხარ და ეს გამოსამშვიდობებელი ვახშამია?-მხიარულად წამოვიძახე.
-არა,მამა ვხდები-სერიოზული ტონით მითხრა და ჩემკენ მობრუნდა.
მე უეცრად არც კი ვიცი რატომ,მაგრამ სული შემეხუთა.ვიგრძენი,როგორ გაიბერა ჩემი ფილტვები ჰაერით.მანქანაში ყველაფერი დატრიალდა,მირზა ამოყირავდა და უნებურად თვალები დავხუჭე.
-კარგად ხარ?-ტონის უცვლელად მკითხა.
მხოლოდ თავი დავუქნიე.ვიცოდი ხმა,რომ ამომეღო გული წამივიდოდა.
-ისუნთქე ნინა-ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა,ისე სხვას,რომ არ გაეგო და მანქანიდან გადავიდა.მხოლოდ ამის შემდეგ ამოვისუნთქე.ირგვლივ ყველაფერი ადგილს,რომ დაუბრუნდა ნება ვიბოძე და მეც გადავედი.ნატალია შესასვლელთან მელოდებოდა.
-მომისმინე.რაღაც უნდა გითხრა-საუბარი წამოიწყო მან.
-ვერ გიტან-სწრაფად გავაჩუმე.
-ნინა,ამის დრო არ..
-ისევ ვერ გიტან.
-ნინა დამაცადე ერთი წუთ..
-არა მაინც ვერ გიტან-უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ნინა-თითქმის დამიყვირა.გავჩერდი.-აქ მირზას ცოლია.თუ შეგიძლია ნორმალურად მოიქეცი და პანიკებში ნუ ჩავარდები.გასაგებია?
-მაინც ვერ გიტან-გავუღიმე და კაფეში შევაბიჯე.
მერე მართლა ვისურვე,რომ მანქანაში გული წამსვლოდა და აქ არასდროს შემოვსულიყავი.ის რაც მაშინ ჩემმა გულმა იგრძნო,არ იყო ბრაზი,ეს დიდი ტკივილი და ტანჯვა-წამება გახლდათ.ჩემს თვალწინ ის გოგო იდგა,რომელიც ერთ დროს რატის უახლოესი მეგობარი იყო.ნატას გადავხედე,ისიც ჩემს მდგომარეობაში იყო.
- რა მოგივიდათ?-ფიქრებიდან სერგოს ხმამ გამომიყვანა.
-ნინა?-გაისმა საკმაოდ ნაცნობი ხმა და წამში ნელის მკლავებში აღმოვჩნდი-ვერც კი წარმოვიდგენდი,თუ აქ გნახავდი.
-მე საერთოდ ვერ წამოვიდგენდი,რომ კიდევ გნახავდი-ღიმილი შევაგებე და მაგიდასთან მოვთავსდი.
-საიდან იცნობთ ერთმანეთს?-გაოცებულმა მოგვავლო თვალი მირზამ მე და ნელის.
-ნელი,მე და ნინა ერთსა და იმავე სასწავლებელში დავდიოდით.ერთმანეთი სწორედ იქ გავიცანით.
-რას ამბობ ნატა-გადაიკისკისა ნელიმ.ოხ,როგორ მაღიზიანებდა მისი სიცილი-ჩვენ საერთო ნაცნობმა დაგვაახლოვა ერთმანეთს.
-ნელი არ გინდა-ჩუმად გადაულაპარაკა ნატამ,მაგრამ ნელიმ მხარი აუქნია და ისევ მე გადმომხედა.
-ნინა,რატი ჟივადინოვიჩის ყოფილი ცოლია.ხომ იცნობ მას მირზა?
-ის რატი,რესტორნიდან?-ბრაზმა მოიცვა მირზას სახე.
-დიახ,ზუსტად ის. საწყალი რატი,როგორ იცემა.მაგრამ რას ვიზამთ ეს უკვე წარსულია.ახლა მომიყევი რას შვები?გათხოვებას აღარ აპირებ?
მე ისევ გელოვანს ვუყრებდი.მის თვალებში მოცეკვავე ჭინკები მაფრთხობდნენ.ვხედავდი,როგორ ებერებოდა ძარღვები ხელებზე.იმასაც,ვამჩნევდი,როგორ არ მოსწონდა ნელის ეს გამოხტომები.მერე მახსენდებოდა, ნელის მომცინარი სახე,რატის გახსენებისას და მომინდა უწყინარი ხერხით,რაღაც დოზით მისთვისაც შემეხსენებინა წარსულის კადრები.
-ნელი ძვირფასო,ის გახსოვს,როგორ ცდილობდი ჩემთვის რატის წართმევას,ექვსი წლის წინ?მაშინ,როდესაც ჩვენს არათითს,ჯერ კიდევ ამშვენებდა ოქროსფერი კალიცო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent