დაბრუნება ( თავი 2)
მანქანას გიჟივით მივაქროლებდი ნატახტარის გზატკეცილზე, სიკვდილს დავეძებდი თითქოს, მერე გზიდან გადაუხვიე, მანქანიდან გადმოვედი. - იდიოტი ! - მთელი ძალით დავარტყი მუშტი მანქანას - როგორ მძულხარ, როგორ ?! - ჩავჯექი მინდორში, თავი მუხლებში ჩავრგე და ავქვითინდი - რატომ მიყვარხრა მაინც, რატომ? ცოლი მაინც მოიყვანე, იმედი გადამიწურე, ჩამიკალი... რატომ მტანჯავ, საშვალება მაინც მომეცი ხშირად არ გნახო... მაგრამ არ ისვენებ, არა?! არც ახლოს მიშვებ და არც შორს შორიახლოს გსურს მიტრიალო, ირაკლიი, ირაკლიიი ! - ვყვიროდი ხმამაღლა - შენს თავში ჩამახედა ეხლაა, ათი წელია ერთმანეთს ვტანჯავთ, მე სამი წელი გაკმარე, შენ კი შვიდი წელია სულს-გულს მიწვრილებ... გთხოვ შვილი მაჩუქე, მაჩუქე და გავქრები შენი ცხოვრებიდან გპირდები... - ვზლუქუნებდი მარტოსული... *** - სად ხარ?- დახშული ხმა ჰქონდა - ჩემთან, ბინაში - ხმა ჩაწყვეტით ვუპასუხე - შეიძლება ამოვიდე? - ამოდი... კარებზე ჩუმი კაკუნი გაისმა. -შემოდი - ფართოდ გავურე კარები - როგორხარ? - გეზი სამზარეულოსაკენ აიღო - რავი ვარ - მოგუდულად ვუპასუხე, მუცელში ნერვიულმა სპაზმა დამიარა და ღონემიხდილი დავჯექი სკამზე -ხომ არის მშვიდობა? - მწველი მზერა მსტყორცნა -საქართველში კი ... - პათეტიკურად ვუპასუხე -მაშინ სასმელი მოიტანე და მშვიდობა დავლოცოთ - გამიღიმა, მე კი ალმაცერად გავხედე - რა არ გაქვს? თუ გინდა ჩავალ და ამოვიტან - წამოდგა -დაჯექი - ხელით ვანიშნე - წითელი ღვინო მაქვს - წამოვდექი, სუფრა გავაწყვე და დაბეჭდილი ღვინოც დავდე -WOW ! მიყვარს ეს ღვინო - ხელში შეათამაშა ბოთლი, და მისი მომხიბვლელი ღიმილით გამომხედა. მე იმდენად ვიყავი აფორიაქებული ირაკლის ვიზიტით, რომ ლაპარაკის უნარი წამერთვა, ვერ ვიღიმოდი, თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა... ტრადიცული სადღეგრძელოებით დაიწყო, მე კი ჩუმად ვუსმენდი, ვერ ვხდებოდი რა უნდოდა, აქ რატომ მოვიდა? - რატომ არ სვამ. თარა? - მომანათა მისი მწველი თვალები - ვსვამ, ცოტა ცოტას - ღვინიანი ბაკალი დავანახე - კარგი, მაშინ ამ ჭიქით - ჭიქისთვის თვალი არ მოუცილებია - სიყვარული ვადღეგრძელოთ, ოღონდ - საჩვენებელი თითი ჰაერში აწია = ოღონდა ცალმხრივი სიყვარული ... - ტანში გამცრა, ვგრძნობდი როგორ მითრთოდა მხრები - რადგანჩვენ არცერთს გამოგვიცდია ორმხრივი, ნამდვილი სიყვარული.. რაც გამოგვიცდია იმას გაუმარჯოს... მე სამი წელი ვიტანჯე, შენ?... - გაჩუმდა, თავი ძირს დახარა, თითქოს ითვლიდა - შენი თითქმის შვიდი წელი ხომ? ბევრია... - ჩაიჩურჩულა, მე კი ნერვიულმა სპაზმამ შემომიტია, ხმა წამერთვა, მთლიანად ვცახცახებდი, ავდექი, რათა წყალი დამელია. მაცივარს, რომ ვარებდი ვიგრძენი თუ როგორ შემომეჭდო წელზე ირაკლის ძლიერი მკლავები და კისერში ვნებიანად მაკოცა... -რას აკეთებ? - ვნება მორეულმა ავჩურჩულე, არადა რამდენჯერ მინატრია მისი ჩახუტება -სუუ - ტუჩებზე ხელი დამადო და ჩემი ფერება განაგრძო, მეც მივენდე და ვნების მორევში გადავეშვი... სამი ბედნიერი დღე, 72 ვნებიანი საათი, 4320 ნეტარების წუთი და 259 200 გიჟური წამი მაჩუქა და დაუმშვიდობებლად გაუჩინარდა ერთ დილას... როცა გავიღვიძე, უკვე ჩემს გვერდით აღარ ეძინა, წასულიყო... ძებნა არ დამიწყია, შეტყობინება გავუგზავნ მხილოდ და sim -karta ფანჯრიდან მოვისროლე. ჩემი მესიჯი აეროპორტის გზაზე მიმავალმა მიიღი : "მადლობა". ირაკლის ირონიულად ჩაეღიმა, sim -karta მობილურიდან ამოაგდო და მანქანის ფანჯრიდან უგზო-უკვლოდ მოისროლა... _________________________ მადლობთ ვინც კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.