შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჭედილები (თავი 5)


10-09-2015, 15:06
ნანახია 2 187

****
სამნი იყვნენ.ქურდულ სამყაროში კარგად ვერ ვერკვევი თუმცა დარწმუნებით შემეძლო მეთქვა,რომ აქედან უფროსი არცერთი არ იყო.სამივეს ინდივიდუალური ქცევის მანერები,ხმა და ჩაცმულობა ქონდათ.მანამ, სანამ ისინი ნედის გაკოჭვით და ლიფტიდან გამოთრევით იყვნენ დაკავებულნი,დრო ვიხელთე და ძირს დაგდებული მავთული შარვლის ჯიბეში სწრაფად შევინახე.
-ესეც გამოათრიეთ და წავედით-ერთ-ერთმა ბრძანება გასცა.ყველაზე დაბალი ჩემსკენ წამოვიდა და ხელების შეტყუპება მთხოვა.
-იცით,რომ ეს სამოქალაქო დანაშაულია? და თანაც უკვე გაუქმებული.სასამართლო ამისთვის უმკაცრესი სასჯელით დაგსჯით-ჩემი ბრძნული თეორია ჩამოვაყალიბე და გამარჯვებული სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი.
-ზედმეტად ბევრს ლამპარაკობს.პირი აუკარი-თქვა პირველმა.
მეც ცოტახანში ღრუ დახშული,ყოველგვარი საინფორმაციოს გარეშე მივიწევდი ბნელ სარდაფში,სადაც უამრავი ქვა და შუშის ნამსხვრევი ეყარა.ჩემთვის ვბზუოდი და ვცდილობდი რაიმე მეთქვა თუმცა,არაფერი გამომდიოდა.ბუნდოვნად,მაგრამ მაინც შევამჩნიე ჰორანის უკმაყოფილო სახე.მხრები ავიჩეჩე,მას ყოველთვის ასეთი გამომეტყველება აქვს.
რაღაც დიდ კარს მივუახლოვდით.რიგით პირველმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მაშინ,როდესაც კარისთვის უნდა მოერგო,ხელიდან გაუვარდა და ძირს დავარდა.“ესეც ჩვენი გაქცევის შანსი“ გავიფიქრე გულში,თუმცა გაჩნდა პრობლემა : როგორ მეთქვა ნედისთვის,რომ გაქცეულიყო.
-ფანრით გაანათე-ჩემს გვერდით მდგარმა რჩევა მისცა.
-არ წამომიღია-ღიად აღიარა პირველმა და კვლავ ტელეფონის შუქით სცადა იქაურობის განათება.ჩავიფხუკუნე.
-რა გაცინებს?-ყველაზე უფროსი წინ დამიდგა. მხრები ავიჩეჩე მე და იმის იმედით,რომ ნედის რაიმე დეტექტიური ფილმი მაინც ექნებოდა ნანახი,გადავხედე.
ჩემდა გასაკვირად თავი დამიქნია და ხელები ისე შემოიქნია,რომ ჩემს წინ მდგარს მუშტი გასცხო და ისიც ძირს გაწვა.გააზრება ვერ მოვასწარი ისე ავწიე ჰაერში ფეხი და ნედისკენ წასულ „პირველს“ ფეხებ შუა ამოვცხე.დაიკვლანჩხა,ამოიზმუვლა და ძირს დაეცა.დავიჭყანე,წარმომიდგენია,როგორი მტკივნეული იქნებოდა.

ზუსტად არ მახსოვს,იმ მესამეს რა მოუვიდა,მხოლოდ ბუნდოვან გამოსახულებებს ვხედავდი და მაინც ჯიუტად ვცდილობდი სარდაფიდან გამოსვლას.
-აქეთ წამოდი-ჩემს გვერდით დაიყვირა ნედიმ და გასასვლელი დამანახა.თავი დავუქნიე,რადგან კვლავაც ნაჭერი მეკრა პირზე და მთელი ძალით გავიქეცი კარისკენ,რომლის მიღმაც სინათლე იყო.ყველაფერი ჩაფლავდა,მაშინ,როდესაც რაღაცას ფეხი წამოვდე და დავეცი.ჰორანმა ამოიზმუვლა,ერთი გემრიელად შეიკურთხა და ჩემსკენ წამოვიდა.დერეფანში ნაცნობი ხმები გაისმა.ნედის თავით კარადისკენ ვანიშნე და როგორც კი ფეხზე წამოვდექი მაშინვე შიგნით ჩავიკეტეთ.პირველად ვინატრე ცხოვრებაში,რომ კარადის მიღმა „ნარნია“ ყოფილიყო,თუმცა ობისა და შმორის სუნის გარდა აქ არაფერიც არ იყო.
-ჯანდაბა ნელი,ნუ მოძრაობ-ღრმად ჩაისუნთქა.
კარადაში დიდი ადგილი ნამდვილად არ იყო.ნედი ისე მეკვროდა,რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი,მისი ნიკაპი კი შუბლზე მეხებოდა.დამბურძგლა.ხელი ნელ-ნელა მაღლა ამოსწია და პირიდან ნაჭერი ჩამომაშირა.
-მადლობ-დავიჩურჩულე მე და ავხედე.
-არაფერს-უეცრად მოაყოლა და ლამის გული წამივიდა,როდესაც პირიდან ამოსული მისი ცხელი ჰაერი ტუჩებზე მეცა.ქვედა ტუჩს იმდენად მაგრად ვუკბინე,რომ ვიგრძენი სისხლი წამომივიდა.შემდეგ გონებაში კადრები თავისით გადამეხვია და გამახსენდა,რომ უკანა ჯიბეში მავთული მედო.
-ნედი.
-მმმ-ამოიზმუვლა მან.
-უკანა ჯიბეში მავთული მიდევს.
-რა?-მაშინვე გამოფხიზლდა-აქამდე რატომ არ მითხარი?
-მაპატიე,მაგრამ თავის გადარჩენით ვიყავი დაკავებული-არც მე დავაკელი ირონია.
-კარგი ამოიღე და მომეცი,ხელებს გაგიხსნი.
-არ შემიძლია,ხელები მაქვს შეკრული-ცხვირთან ჩემი გაერთიანებული ხელები დავუტრიალე.
-კარგი,შემობრუნდი.
-რა? რატომ?-თავი გამოვიშტერე მე.არადა ზუსტად ვიცოდი რის გაკეთებასაც აპირებდა.
-უბრალოდ შემობრუნდი.ვნანობ,რომ პირიდან ნაჭერი მოგაშორე.
აღარაფერი მითქვამს,ნელი მოძრაობით შემოვბრუნდი და ზურგით ავეკარი.
-ჯანდაბა ხომ გითხარი ასე ნუ მოძრაობ-თქო?
-გასაგებია,მაგრამ თუ ჯერ არ დაბრმავებულხარ გეტყვი,რომ აქ პატარა ადგილია.
-კარგი-ჩაიბურტყუნა და ხელები საჯდომზე შემახო.
-ნედ,მე შენ ჯიბე გითხარი-ჩავისისინე მე.
-მაპატიე,მაგრამ საშინლად დიდი უკანალი გაქვს-ტუჩებით თავზე მაკოცა.
-ცუდი დრო შეარჩიე ჰორან.კონცენტრაცია მოახდინე და სწრაფად ამოიღე ეგ დაწყევლილი რაღაც ჯიბიდან,მერჭობა.
-ვერ ვახდენ კონცენტრაციას,როდესაც ჩემს წინ ასეთი ქალბატონი დგას-კვლავ იმავე ხმით განაგრძო.
ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ წვალებით შევბრუნდი.
-რას აკეთებ?-თავი გააქნია ნაილმა.
მე ისე,რომ არც კი ვიცოდი რა ჯანდაბას ვაკეთებდი,თითისწვერებზე ავიწიე და მის ტუჩებს მსუბუქად შევეხე.შემდეგ ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა,კვლავ მივბრუნდი.
-ახლა კი ძალიან გთხოვ,ამოიღე ჯიბიდან მავთული-ვგრძნობდი,რომ ხმა საგრძნობლად მიკანკალებდა.
-კარგი.
რამოდენიმე წამში ხელები თავისუფალი მქონდა.
-მგონი წავიდნენ,არა?-სიჩუმეს მივაყურადე მე.
-მგონი.
კარადის კარები ნელა გავაღეთ.ძველმა ხემ დაიჭრიალა და მაშინვე,არც ისე ახლოდან, ნაბიჯების ხმა გაისმა.
-გაიქეცი ნელი-დაიყვირა ნედიმ.
გავიქეცი.ისე გავიქეცი,მეგონა სირაქლემას გავასწრებდი.კარებში ისეთი გავვარდი,ვეღარაფერს ვგრძნობდი.მოშორებით ტყეში შევვარდი და ხის ძირში ჩამოვჯექი.აქედან თითქმის ვეღარ ვხედავდი შენობას.მხოლოდ მაშინ,როდესაც ოდნავ მოვსულიერდი,მივხვდი,რომ ნედი ჩემთან არ იყო.
-ნედ-დავიყვირე მე,თუმცა მისი ხმის ნაცვლად,თითქოს მაცნეთ,მიტოვებული შენობიდან,გასროლის ხმა გაისმა.



№1  offline წევრი nini :)

მალე დადე შემდეგი რაა საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent