შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (დასასრული)


10-09-2015, 20:38
ავტორი luna
ნანახია 4 017

თვალები როგორც კი გაახილა გამომხედა და თითქოს ენა ჩაუვარდა.ალბათ კონსტანტინეს არ უთქვამს ჩემი ჩამოსვლის ამბავი და კარგადაც მოიქცა.მე ადგილიდან ვერ გავინძერი ვიდექი და ვუყურებდი ამ მონატრებულ თვალებს,მზერას.ცრემლები წამომივიდა ჩემდა უნებურად.ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ მის გვერდით ვიყავი,ისე მიხაროდა რომ ცოცხალს ვხედავდი და ისე მიყვარდა,უსაზღვროდ, ახლა უფრო გაორმაგებულად.უფრო და უფრო ვუმატებდი ტირილს,ის კი მიყურებდა და თვალებით მელაპარაკებოდა.შემდეგ რაღაცის თქმას აპირებდა,უცებ მივვარდი და ტუჩზე ხელი მივადე. -არ ილაპარაკო,დაიღლები-ვუთხარი და მის თვალებს უფრო ახლოდან ჩავხედე,მის ღრმა,მშვიდ თვალებს.ჩაეღიმა.ოო,ეს ღიმილი როგორ მენატრებოდა,მისი ღიმილის დანახვა ყველაფერს მირჩევნოდა.
-არაუშავს კარგად ვარ-მითხრა ნაღვლიანი ხმით და თვალი ამარიდა.ცრემლებს ვეღარ ვაკავებდი და სახეზე ხელები ავიფარე.
-ჩამოდი?-გაისმა მისი მშვიდი,ბოხი ხმა.ხელებ აფარებულმა ვუთხარი.
-როგორ შემეძლო არ ჩამოვსულიყავი ცოტნე.
-აუ ნუ ტირი რა,ხო იცი რომ არ მიყვარს როცა ტირი-მითხრა და შემომხედა,მეც ხელები ჩამოვიღე სახიდან და შევეცადე დავწყნარებულიყავი. -ისე ნუკა,აქამდე მოვხვედრილიყავი ავარიაში უფრო მალე ჩამოხვიდოდი-მითხრა და ხრინწიანი ხმით გაიცინა.მე თავი ვეღარ შევიკავე და ჩავეხუტე,როგორაც შემეძლო,შუბლზე ვაკოცე.
-ანუ ახლა უკვე ღადავის ხასიათზეც ხარ არა?!გამიღიმა.
-რომ იცოდე როგორ შემეშინდა,როგორც კი გავიგე მეც იქვე მოვკვდი.მეგონა დაგკარგე ცოტნეე,ვერ დავიჯერე რომ შეიძლებოდა შენ აღარ მყოლოდი-ვუთხარი და კიდევ ამიცრემლიანდა თვალები. -არსად არ წავსულვარ,აქ ვარ,შენთან-მითხრა და გამიღიმა.
-როგორ მომენატრა ეს ღიმილი.
-მე კი შენ,მთელი არსებით მენატრებოდი,ყოველ წუთში,წამში.არასდროს არ დამვიწყებიხარ-მითხრა, დაშავებული ხელი ნელა აიღო და თმა გადამიწია.მე გულზე თავი დავადე.
-ვერ გავძელი უშენოდ,ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყებოდა და ყოველი ღამე შენზე მონატრებით მთავრდებოდა.
-ჩემი პატარა სულელი გოგო-თავი ავწიე და შუბლზე მაკოცა.
-ცოტნე ძალიან შემეშინდა,შენს დაკარგვას ვერ გადავიტანდი.აღარასოდეს დაგტოვებ.
-ვიცი ჩემო ლამაზო,მე კი აღარასოდეს გაგიშვებ.ერთხელ გაგიშვი და ძალიან ვინანე მეტჯერ ამას აღარ დავუშვებ.
-ვიცი ვიცი.-ჩავეხუტე.
-ცოტნე,ასეთ მდგომარეობაში საჭესთან რატომ დაჯექი ან რას ფიქრობდი,კიდევ კარგი რომ ხრამში არ გადავარდი.
-არაუშავს ნუკ,მთავარია შენ ჩემთან ხარ და ახლა საიდანაც გინდა იქიდან გადავხტები-გაეცინა.
-რა არაუშავს ცოტნე,რა არაუშავს გაგიჟდი?!-ვუთხარი გაბრაზებული ტონით.
-კი გავგიჟდი,შენ გამაგიჟე შენ.
-არა რა,მართლა ვერ ხარ.მთაწმინდაზე მიდიოდი ხო,ჩვენ ადგილას?-ვუთხარი და გავუღიმე.
-კი,ყოველ ღამე,შენი მონატრება მკლავდა.აეროპორტშიც ვიყავი მოსული მაგრამ უკვე წასული იყავი.
-ვიცი ლიკამ მითხრა.იცი როგორ გამიხარდა,ძალიან.
-მიყვარხარ,ყველაფერზე მეტად-მითხრა და ხელები შემომხვია.
-მეც მიყვარხარ ცოტნე.
-ისე ერთი წელი არაფერია ხო?!
-არაფერი-ვუთხარი და გავუღიმე.
-ამ ერთმა წელმა უფრო გააძლიერა ჩვენი სიყვარული.-თავი მის ყელში ჩავრგე.ვერ ვძღებოდი მისი ჩახუტებით.
კაი ეხა გავალ დედაშენსაც უნდა შენი ნახვა-ვუთხარი და წამოვდექი.
-ვაა ცოლო დედამთილი გაიცანი?-მითხრა და გაიცინა,მე დავეჭყანე.
-ძალიან კარგი ქალია.
-რათქმაუნდა.აუ ცოტა ხანი დარჩი რა.
-ცოტნეე!!
=კაი მაშინ ერთი მაკოცე და გადი.
-კაი-მივედი,ლოყა მომიშვირა და რომ უნდა მეკოცნა თავი უცებ გამოატრიალა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.ძლივს მოვშორდი.
-გაკლია რა-ვუთხარი სიცილით.
-მეც მიყვარხარ-მითხრა და სიყვარულით სავსე მზერა გამომაყოლა,მე დავეჭყანე და პალატიდან გავედი.
-დედაჩემიც უკვე მოსულიყო და დერეფანში იდგა.ცოტნეს დედას ვუთხარი შესულიყო და ისიც ჩემი გამოსვლისთანავე შევიდა. -დე,ტანსაცმელი მოგიტანე,წამო იმ პალატაშია სადაც შენ იწექი. -კაი დეე-პალატისკენ წავედი.როდესაც კარი გავაღე დავინახე უამრავი ბუშტი და საწოლის უკან ჩამალული ჩემი გიჟი ბავშვები ამოხტნენ.
-სიურპრიზიი-დაიძახა ყველამ ერთად.
-ვაიმეე არ მჯერაა,რა მყავხართ რაა.-ისე გამიხარდაა.ყველა ისე მომენატრნენ რომ ერთი ჩახუტება არ მყოფნიდა.უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.ყველაფერი მიხაროდა.სიტყვებით აღუწერელი გრძნობა მეუფლებოდა.ერთი სიტყვით რაც ვინერვიულე და ვიტირე,ყველაფერი ავინაზღაურე.ეს ხუმრობით რათქმაუნდა მაგრამ უზომოდ გახარებული ვიყავი.ცოტნეს გვერდიდან არ მოვშორებივარ,სულ მასთან ვიყავი.ნელ-ნელა გამოკეთდა კიდეც.უფრო და უფრო გასიმპატიურდა ჩემი დადიანი და მეც ყველანაირად ვცდილობდი "მისი ლამაზი გოგო" ვყოფილიყავი.უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ეს სიყვარული დღითიდღე უფრო იზრდებოდა.
***
ცოტნეს დაბადების დღე იყო,რათქმაუნდა ვქეიფობდით.საავადმყოფოდან უკვე სამი კვირის გამოწერილი იყო.რესტორანში ვიყავით,ვცეკვავდით როდესაც საკი გაიღო და შემოვიდა ცოტნეს მამა.მისი დანახვისთანავე ყველა გაშტერდა.ცოტნეს კი არ ვიცი რა დაემართა,ეს ხომ მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო.იქ იმდენი სიყვარული და სითბო გამოიხატა,ვერ აღწერდი.რათქმაუნდა ცრემლიც დაიღვარა მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლი იყო.და მერე რა მოხდა? მერეე... მე რათქმაუნდა თბილისში ჩავაბარე.ლიკამ,ნუცამ და დემემაც ასევე თბილისში ჩააბარეს,ჩვენი ლუკინო კი იტალიაში წავიდა თავის ოჯახთან ერთად.მართალია ძალიან გაგვიჭირდა გამომშვიდობება მაგრამ მთავარია რომ მანძილი ჩვენს მეგობრობას არ ანელებს პირიქით უფრო და უფრო აძლიერებს როგორც სიყვარულს.მე და ჩემი დადიანი ერთმანეთს არ ვცილდებოდით,ზოგჯერ უმნიშვნელო რამეებზე კი ვჩხუბობდით მაგრამ ბოლოს რათქმაუნდა ისევ ვრიგდებოდით.მე უკვე ბოლო კურსზე ვიყავი და ძალიან მიხაროდა.სასწაულად მაგარი წლები გავატარე და ყველაფერი კარგადაც მიდიოდა.
***
-ალო,ნუუკ.
-ხო ჩემო ერთადერთო.
-რა მოსიყვარულე ხარ-გაეცინა.
-ხო ლექცია გამიცდა და...
- აჰა თურმე რაში ყოფილა საქმე.
-რა ისე არ ვარ მოსიყვარულე?
-კი როგორ არა ჩემო ულამაზესო.-გამეცინა.
-კაი 5 წუთში მოგაკითხავ.
-გელოდები.
-მიყვარხარ ახვლედიანო!
-მეც დადიანო!-მობილური გავთიშე.
7 წუთში მოვიდა,მელოდებოდა მანქანაში და მიღიმოდა იმ მომაჯადოებელი ღიმილით რომელსაც ძალა არასდროს ეკარგება.როგორ მიყვარს ჩემი დადიანი.გავიქეცი და წინ ჩავუსკუპდი.
-აბა სად მივდივართ?
-მთაში.
-და მთაში რა გვინდა?
-მოგიტაცე-გამომხედა და გამიღიმა.
-რა გიჟი ხარ?!-გამეცინა.
-შენი სიყვარულით-ლოყაზე ხელი ჩამომისვა და მანქანა დაქოქა....
***
...და მაინც,რამხელა ძალა აქვს სიყვარულს და ზოგჯერ რა დაუნდობელია.მანძილი? მანძილი არაფერია,მთავარია გრძნობა მონატრების,სინანულის,ნოსტალგიის....ეს ყველაფერი ერთმანეთს უფრო აძლიერებს და შენც ძლიერს გხდის რომ ამ გრძნობებს მოერიო.ჩვენი სიყვარული განსაკუთრებულია.ისეთი გრძნობაა რომელიც ნებას მოგცემს იფრინო,ყველას დაანახო და გაუზიარო შენი ბედნიერება,გადალახო ყველა დაბრკოლება და გადაეშვა იმ სამყაროში სადაც მუდამ სითბოა.ხოო,ასეთია ეს გრძნობა,გარედან თითქოს უბრალო მაგრამ შიგნიდან,ოო უფრო ღრმა და დიდია როგორც ჩემი დადიანის თვალები



№1  offline წევრი nini :)

აუ ვერ ავღწერ ისე მომეწონა მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც love

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargii iyoo ❤️

 


№4  offline წევრი kora

აი ძალიან მიყვარს ეს ისტორია, გულიც კი დამწყდა რომ დამთავრდა, ძალიან თბილი დასასრულია მომეწონა <3
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი ...

დზაან მაგარია <3

 


№6  offline წევრი luna

მადლობა ყველას,ეს ჩემი პირველი ისტორია იყო და ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ love სხვა ისტორიებსაც მალე დავდებ love

 


№7  offline წევრი Psycho1402

Dzaan magari iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent