შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Heart


10-09-2015, 22:02
ავტორი Tay194
ნანახია 2 665

_ანა ხომ არ დაგავიწყდა დღეს გიო ჩამოდის და უნდა დახვდე.მაშინვე მომახსენა დედაჩემმა როცა ფურცელზე ჩამოწერილი გეგმა დაინახა
_უი გიო სულ დამავიწყდა.დანანების ნიშნად მსუბუქად შემოვირტყი ხელი შუბლზე და სასოწარკვეთილმა ტუჩისნაწილი მოვიკვნიტე
_ვიცოდი ,რომ დაგავიწყდებოდა. შვილო აბა გამაგებინე შენი ძმის ჩამოსვლა როგორ უნდა დაგავიწყდეს.დედამ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და სამზარეულოში შემოსულ მამას ლოყაზე აკოცა
_კარგი რა დეე,წავალ აბა რას ვიზამ!ოსტატურად დავაელამე თვალები იმ იმედით, რომ დედას გავაცინებდი, მაგრამ არა ,შენც არ მომიკვდე, ისევ ისეთი უკმაყოფილო სახე ქონდა.უცებ დავჭყანე ჩემი სანაქებო სახის ნაქვთები და მამას კარგი ძმაკაცივით გადავხვიე ხელი
_ზურა გამიყვან დღეს აეროპორტში გიოს რომ დავხვდე?!ხმა დავიბოხე და თვალებში ჩავაშტერდი მამას,რომელიც თბილად მიღიმოდა და დედას გამომცხვარ ნამცხვარს გემრიელად მიირთმევდა
_ვინ არის გიო?!გაკვირვებულმა შემომხედა ბატონმა ზურამ
_ახლა არ თქვა, რომ საკუთარი შვილის ჩამოსვლა დაგავიწყდა!უცებ დავიწყე ჩემი აფერისტული სპექტალის დადგმა მამაჩემის წინააღმდეგ.მეტი დამაჯერებლობისთვის ხელები გადავიჯვარედინე და ისეთი სახე მივიღე თითქოს ასეთი დაუჯერებელი რამ ჩემი ცხოვრების მანძილზე მამაჩემს არაფერი ეთქვა
_კარგი ახლა დედაშენს არ უთხრა ,გაგიჟდება ხოიცი..
_20 ლარი!
_შე საზიზღარო ახლად გამოჩეკილო წიწილა, აიღე ჩემს საფულეშია!სიცილი დაიწყო და მაშინვე მაგიდაზე დადებული საფულისკენ მანიშნა.მეც მეტი რა მინდოდა, მაშივე გავიქეცი და ოცი ლარი კმაყოფილმა მოვათავსე შარვლის ჯიბეში_დღეს ეს თანხა ნამდვილად არ მეყოფა!ჩუმად ჩემთვის ვთქვი და დედასკენ გადავინაცვლე
_დეე აბა მამას რა დაავიწყდა ისეთი რაც შენ არ იცი?!ნაწყენმა, გულმოკლულმა ავხედე გაოცებულ დედას და ობოლი ცრემლი უცებ მოვიშორე.ღმერთო ზოგჯერ მეც მიკვირს ამდენს როგორ ვახერხებ
_რამოხდა ანა?მითხარი გისმენ
_მომე 10 ლარი და გეტყვი
_ოხ 20 იყოს შემაიმუნო!მალევე გამომიწოდა დედამ ოცლარიანი, მეც გამოვართვი და მეორე ოცლარიანიც მოვათავსე ჩემს ჯიბეში
_გიოს ჩამოსვლა დაავიწყდა
_ანააა!უცებ მომესმა მამაჩემის ყვირილი.მალევე ჩავიცვი ჩემი თვალისფერი, ცისფერი მანტო, იმავე ფერის შარფიც მოვირგე ყელზე და სიცილით დავტოვე სახლი.ყოველთვის ასე იყო ერთი პატარა სპექტაკლი და შემეძლო სკოლაც კი გამეცდინა.ერთხელ მახსოვს მთელი ორი თვე დამრიგებელს როგორ ვატყუებდი ექიმთან უნდა ვიარო, სახლში გვიან დავბრუნდები და სწავლას ვერ მოვახერხებთქო.ისიც უცებ დატრიალდა, დაბზრიალდა და ყველა მასწავლებელს მოახსენა ჩემი ამბავი.მეც რასაც ქვია ვგულაობდი. არავინ არაფერს მეკითხებოდა, თან ვინ შეიტანდა ეჭვს ისეთ ბავშვში რომელიც მუდამ მომზადებული მიდიოდა სკოლაში და შესანიშნავადაც სწავლობდა.ისე უნდა ვაღიარო,რომ კარგი განტვირთვა მოვუწყე საკუთარ თავს.ახლა აბიტურიენტი ვარ, ცისფერთვალება ანა ჩვიდმეტი წლის, ყველა ასე მეძახის.ჩვეულებრივი გოგო ვარ, ყავისფერი თმით, ცისფერი თვალებით და ბუნებრივი ცხვირით.შესანიშნავი გარეგნობა არ მაქვს მე ასე ვფიქრობ, თუმცა ბევრი მეუბნება რომ ლამაზი ვარ.თაყვანისმცემლების რიცხვს არც ვუჩივი, თუმცა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.არ მაინტერესებს ალბად იმიტომ,რომ თავისუფლება სასტიკად მომწონს. ისე სასტიკად რომ ვერც წარმომიდგენია ჩემს ცხოვრებაში მეორე ვინმე. სხვა რომელიც რაღაცას შემისწორებს, ჭკუას დამარიგებს ან რაღაცის ახსნას მომთხოვს.ჰოდა მეგობრებო ამიტომ ვარ რომ დღემდე არავისთან მქონია სერიოზული ურთიერთობა.როგორც ამბობენ ფლირტის ოსტატი ვარ,მაგრამ როცა საქმე ცოტა დასერიოზულდება მაშინვე სრულდება ურთიერთობაც, რადგან გაგარძელება აღარ მსურს.უცებ შევაღე საკლასო ოთახის კარი და ჩემი ისტორიის მასწავლებელს ხელი ოსტატურად ავუწიე მისალმების ნიშნად.მანაც გამიღიმა და მანიშნა დაჯექიო
_დათო მას მართალია,რომ გულისცემის კავშირი არსებობს?უცებ წამოყო თავი ოცბიჭგამოცვლილმა ნინამ და კევის გამაღიზიანებელი ღეჭვით გადმოაფრქვია თავისი სიბრძნე.საინტერესოა რატომ უნდა დასვა ეს შეკითხვა ისტორიის გაკვეთილზე.ჩუმად გავიცინე და მასწავლებლის პასუხს დაველოდე
_რათქმაუნდა არსებობს!მტკიცედ გამოაცხადა პატივცემულმა
_ამბობენ ძალიან თუ გიყვარს მაშინ გაიგებ მისი გულის ბაგაბუგსო!უცებ დაიყვირა ნიკამ და თავის გოგოს ხელი მაგრად გადახვია
_ ღმერთო რა ამაზრზენია !უცებ გავიფიქრე, ერთი ამოვიოხრე და მერხზე დავდე თავი, ნამდვილად აღარ მსურდა ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ მაინც მესმენინებოდა_ჯანდაბა ეს ყურსასმენებიც მაინცდამაინც ახლა დამრჩა სახლში!ჩემთვის ჩავიბურტყუნე და უკმაყოფილოდ დავმანჭე სახე
_საინტერესოა იმაზე კარგს რას მოისმენდი ყურსასმენებით რასაც ახლა ჩვენ ვსაუბროვთ ცისფერთვალებავ!უცებ წამომადგა თავზე დათო მასწავლებელი და თბილად გამიღიმა
_ეს ხომ არარეალური და ამაზრზენია!როგორ შეიძლება გაიგო მისი გულისცემა მაშინ როცა ის შენს გვერდით არ არის!უცებ წამოვიძახე და დავინახე როგორ გაეცინა მასწავლებელს
_შენ რა იცი,შენ ხომ არასოდეს გყვარებია!უცებ გაწელა სიტყვები ნინიმ
_ვინ დამიტოვა გენაცვალე?ჯერ მარტო შენ ოცი გყავს!მალევე დაიწყეს ბავშვებმა სიცილი და ნინის გადახედეს.ნინის სახის დანახვისას წამით ვინანე ჩემი ნათქვამი,მაგრამ სიცილი მაინც ვერ შევწყვიტე
_ოჰ !ცხვირაბზუებულმა ამათვალიერა და ისევ მიუბრუნდა დავითს
_ანა ბევრს უყვარს, მაგრამ ანას არავინ არ უყვარს!თბილად გამიღიმა ნიკამ ამ სიტყვებით კი მიმახვედრა,რომ თავის უბანში გაჩითულ ჯაან ძერსკ ძმაკაცს ვახოს ისევ ვუყვარდი
_ნურასვიზამთ.მეც არ დავაკელი და რასაცქვია ყურებამდე გავუღიმე.მესამე გაკვეთილზე წამოვედით ყველა
_აი ამიტომ არის მეთორმეტე კლასი კარგი.როცა გინდა წამოდი სკოლიდან ვინ რას დაგიშლის.გვერდით ამოვუდექი ლიკას და ლოყაზე ვაკოცე
_ნეტა შენ ბედნიერებას..ლიკამაც მაკოცა და თმა ამიჩეჩა
_წამო აქვე კაფეში საქმე მაქვს.თბილად გავუღიმე ლიკას და ხელი მოვკიდე.ლიკა ჩემი საუკეთესო დაქალია.ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, მიყვარს ეს დამპალი ისე მიყვარს როგორც და, და რომლის ყოლაც ყოველთვის მსურდა, ლიკა კი ასე შეაზლებისდაგვარად მისრულებდა ჩემს ოცნებას
_დღეს გიო ჩამოდის.წვენი მოვსვი და ლიკას გადავხედე მისი რეაქცია მაინტერესებდა
_კარგია..
_არ გამომყვები?დაწვრილებული თვალებით გავხედე ლიკას, რომელიც დენდარტყმული წამოხტა სკამიდან
_გაგიჟდი ხო ანა?გაკვირვებულმა შემომხედა და თვალიდან ცრემლი მაშინვე მოიშორა
_არ შეგიძლია უბრალოდ აღარ მიაქციო ყურადღება?!შეეშვი რა, არ ღის მის გამო ,ჩემი ძმაა და ვიცნობ ლიკა..შენ კიდე ჩემი და ხარ!არმომწონს მოწყენილს, რომ გხედავ!მეც წამოვდექი და წინ დავუდექი აცრემლებულ ლიკას.ყველა ცრემლი სათითაოდ მოვაშორე მის ლამაზ სახეს და გულში ჩავიკარი ჩემი დაიკო
_კარგი წამოვალ..უცებ მომხვია ხელები და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.ლიკას გარდა კიდევ მყავს მეგობრები.ელენე, მიშკა, გოჩა და საბა.ესენი ის ადამიანები არიან რომლებიც ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს განაგებენ.გოჩა ცოტა განსხვავებული ბიჭია, უბანში საქმეების რჩევით არის დაკავებული. გაირჭობს თავის სანაქებო სიგარეტს პირში და ქუჩაში აღამებს.სულ იმას ვეჩხუბები ესეთი ბიჭები არ მომწონს და მაინც და მაინც შენ რატომ ხარ ასეთითქო, მაგრამ რას ვიზამთ ესაა მისი ცხოვრება სადაც ძალიანაც, რომ გინდოდეს ზედმეტად ვერ ჩაერევი.გოჩა გიოს ძმაკაცია. ჩემმა ძმამ როცა რუსეთში წავიდა მას ჩააბარა ჩემი თავი და რასაც ქვია სისხლი გამიშრო. მამაჩემი არ მაკონტროლებს ისე როგორც ეგ. აი ახლაც მას ველაპარაკები მობილურზე, ამასაც თუ ლაპარაკი ქვია
_ანი სად ხარ!
_იქნებ ჯერ მომესალმო რა იყო?
_მეჩქარება, მე გამოგივლი მანქანით და გიოს ერთად დავხვდეთ!უცებ გამომიცხადა და იმის მოსმენის შემდეგ თუ სად ვიყავი ხუთ წუთში მოვიდა.გაბრაზებულმა შევათვალიერე მისი ჩაცვენილი, გადაღლილი სახე და გაბრაზებულმა გამოვგლიჯე მანქანის სახელური
_კიდე მოწიე ხო?ვეღარ შეიგნე, რომ არ შეიძლება ან როგორ ეწევი იმ შხამ რაღაცას.მაშინვე დავუწყე გოჩას დარიგება და პირში გარჭობილი სიგარეტი მანქანიდან ნაგვის ურნაში მოვისროლე
_რა იყო რა ცოფებს ყრი დილიდან!უცებ დამიღრინა და სიგარეტი ისე ამოიღო
_წავიდეთ მალე რა..ლიკამ სახე დამანჭა და მე მანიშნა გეხვეწები შეეშვიო.მეც გავჩერდი და მთელი გზა ხმა აღარ ამომიღია
_მიდი თქვენ წადით მე მაღაზიაში შევალ და მოვალ!
_მეც წამოვალ რა..მალევე აედევნა გზად მიმავალ გოჩას ლიკა. მივხვდი, რომ ჩემს ძმას გაურბოდა ამიტომ აღარ შევეწინააღმდეგე და თანხმობის ნიშნად თავი მსუბუქად დავუქნიე.როცა შევედი მაშინვე მომხვდა თვალში ბიჭების ჯგუფი, რომლებიც ერთად იდგნენ და ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ.ჩაცმულობიდან გამომდინარე ალბად სპორცმენები იყვნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ.უცებ მოვაშორე თვალი ჯგუფს და ჩემი ძმის ძებნა დავიწყე.მაშინვე გამიბრწყინდა სახე როცა ჩემსკენ მომავალი მაღალი სილუეტი შევნიშნე.მივხვდი, რომ გიო იყო რადგან როცა დამინახა ზურგი მაქცია..სწრაფად გავიქეცი და სწრაფი მოაძრაობით მოვხვიე ხელები
_არ გამოგივიდა ეს თამაში!სიცილით ვუთხარი და მკერდთან მივადე თავი ჩემზე ორითავით მაღალ აყლაყს,რომელიც გაშეშებული იდგა.ვიგრძენი როგორ მომხვდა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე,შემდეგ კი ყურთან
_თუ გინდა სხვა თამაში ვითამაშოთ!გამომწვევად მომიტანა ტუჩები და ჩემი ყურის ბიბილოს ცხელი მოადო.მაშინცე გავშეშდი, გავშრი.სხეულში ცხელმა ტალღამ დამიარა.სირცხვილით ლოყები ამიწითლდა და ორივე ხელი ნელა ავიფარე სიწითლის დასაფარად.არმინდოდა თავი ამეწია და ამეხედა, რადგან ვიცოდი ვიღაც უცხო შემრჩებოდა ჩემი ძმის მაგივრად
_კიდევ დიდხანს ვიდგეთ ასე?!უცებ ისევ მოწვდა ჩემს სმენას მისი ბოხი ბარიტონი
_ბოდიში.ხელები გავუშვი და დენდარტყმული გავიქეცი იქვე მდგომი გოჩასკენ, რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა
_შემეშალა გიო არ იყო!დარცხვენილი ამოვუდექი ხელებდამუშტულ გოჩას და ვანიშნე ჩემი ბრალი იყოთქო.მანაც ხელი გადამხვია და გიოსკენ წამიყვანა.უცებ გავექანე მონატრებული ძმისკენ და მთელი ძალით ჩავეხუტე.მიუხედავად იმისა, რომ ძმის ფერებით ვიყავი გართული მაინც დავინახე უცნობი, რომელიც იმ ხმაურიან ჯგუფს შეუერთდა.უცებ გამისწორა მზერა ,მთელი სახეზე ისევ ავწითლდი და თვალი მოვაშორე.ახლა ნამდვილად მინდოდა სახეზე ცივი წყლის შესხმა.ბიჭებს ვუთახრი მალე მოვალთქო და სასურველი ობიექტისკენ წავედი, რადგან აწითლებული ლოყები დამეფარა
_გიგონავ!შემაჩერა მისმა ბოხმა ხმამ, მეც გავჩერდი და მივბრუნდი.დავინახე როგორ გამოეყო მოხარხარე ჯგუფს და ჩემსკენ წამოვიდა
_მაპატიეთ მე..
_არაუშავს მე მომეწონა ჩახუტება, ალბათ აღარც დამავიწყდება!ირონიულად შემომხედა ტუჩისკუთხე ჩატეხა და თვალებში ჩამაშტერდა
_არაუშავს სამაგიეროდ მე დამავიწყდება!გაღიზიანებულმა გამოვუცხადე და ჩემს გონებაში უკვე ყველაზე თავხედ ბიჭად შევრაცხე უცნობი
_ვერ დაგავიწყდება!უცებ გაიცინა და უფრო მომიახლოვდა
_რატომ?გაკვირვებულმა შევხედე უცნობს რომლეიც ხარბად დასქეროდა ჩემს ცისფერ თვალებს და ადგილზე მაქვავებდა
_იმიტომ,რომ ამბობენ ერთხელ თუ მოისმინე მისი გულისცემა, აღარსოდეს დაგავიწყდებაო!კატეგორიულად გამომიცხადა და ლოყაზე მიჩმიტა
_ზედმეტად ბანალური ხარ!უცებ მოვიშორე მისი ხელი და სწრაფად დავტოვე ადგილი


გამარჯობა მეგობრებო..ჩემი თხოვნა იქება ვინც წაიკითხვთ დაწეროთ თქვენი აზრი გვგრძელო თუ არა



№1 სტუმარი nini

გამარჯობათ.

როდის დაიდება მომდევნო თავი

მომეწონა თქვენი მოთხრობა საინტერესოა და ამავდროულად დამაბნეველიც იმედი მაქვს მალე დადებთ მომდევნო თავს რათა უფრო მეტი გაიგოს მკიტხველმა და მათ შორის მეც wink

 


№2 სტუმარი Guest

Gaagrdzelee dzaan kaiaaaa wink

 


№3 სტუმარი MAKo

Gaagrdzele aulmoutqmelad geli raa

 


№4 სტუმარი Tiko

გააგრძელეთ, კარგი ისტორიაა, მომეწონა ძალიან... :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent