შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

InkeD #6


11-09-2015, 00:30
ავტორი ელი
ნანახია 3 358

სახლში ღამის სამი საათისთვის მივედით. მთელი გზა მლანძღა მამამ და არც სახლში მისვლისას გაჩერებულა, მთელი ღამით მისაღები ოთახის კუთხეში ვიჯექი და ჩუმად ვტიროდი.დედა უბრალოდ ჩუმად იჯდა და თვალს არ მაშორებდა.
მის ცრემლიან თვალებში ყველაფერს ვკითხულობდი. ვხვდებოდი როგორ უნდოდა ახლა ჩემთან მოსულიყო და მომხვეოდა,მაგრამ იცოდა რომ მამა ამაზე უფრო გადაირეოდა და ერთ ადგილას იყო მიყინული.
როგორც იქნა დილის 6 საათზე მამა გადაიღალა. ერთი გამომხედა
-ოთახში შეეთრიე და სანამ არ გეტყვი ფეხი არ გამოდგაო.-და ოთახიდან გავიდა.
დედა ჩემთან მოვიდა და გულში ჩამიკრა. განა ვერ ხვდებოდა რომ მამას ზედმეტი მოსდიოდა,მაგრამ იმდენი ხანია ერთად ცხოვრობენ შეეგუა მის წესებს და ცდილობს თავს დააჯეროს რომ ეს ყველაფერი ჩემი სამომავლო ბედნიერებისათვისაა საჭირო.
დედას არაფერს ვეუბნები. მაინც მიყვარს. უბრალოდ ისიც მამას მსხვერპლია.
ჩამომართვეს ტელეფონი და შემიშვეს სასჯელ აღსრულების ოთახში.
-ასე არ უნდა მოქცეულიყავი-მომესმა უკნიდან ჩემი ძმის ხმა. მეც მივბრუნდი და მას მივაჩერდი.
-როგორ ასე?-ტირილით ვკითხე მე.
-არ უნდა დარჩენილიყავი ივლიტა იქ, ხო იცი რა ხასიათებისაა არა მამა. შენ არც კი იცი მე რას მიშვრება.-სევდიანად ჩახარა თავი ჩემმა ძმამ და მაშინვე მივხვდი რომ ის ჩემზე ცუდ დღეში იყო. მასთან მივედი და გვერდით ჩამოვუჯექი.
-რა ხდება?-ვკითხე მე.
-კათეტთა სასწავლებელში მგზავნის ქუთაისში.-ტკივილიანად ამოილაპარაკა ჩემმა ძმამ.
არა და ის 7 წლიდან არქიტექტორობაზე ოცნებობდა. ისეთ ნახაზებს აკეთებდა ახლა კი მამა მას სასურველ მომავალს უნგრევს და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
-კი, მაგრამ...-ვთქვი მე და მან საუბრის გაგრძელება აღარ დამაცალა.
-ხომ იცი მამასთან არავითრი მაგრამ არ შეიძლება-თქვა მან და სიმწრიტ გაიცინა.
-შენი ოცნება?-ისევ ვაგრძელებდი ტირილს,მაგრამ ახლა ჩემი ძმის უედურებას მივტიროდი.
-ისევ ოცნებად დარჩება, ხომ იცი ადამიანს ერთი აუხდენელი ოცნება აუცილებელია რომ გქონდეს.-გამოომხედა მან და გამიღიმა.
-როდის მიდიხარ?- ვკითხე მე
-ზეგ-დაიჩურჩულა მან. მივხვდი რომ უკვე ხმას ვეღარ იმორჩილებდა.
მე ტირილს უფრო ვუმატე.
-შენთან დავიძინებ რა დღეს-ვუთხარი ტირილიტ და მის პასუხს დაველოდე.
-მოდი.-მითხრა მან და საბანი გადაწია.
ისევე შევწექით საწოლში დამასზე ჩახუტებულმა გავაგრძელე ტირილი.თავი მის მკერდზე მედო და მისი გულის ბაგა-ბუგს ვუსმენდი.
-ნუ ტირიხარ ივლიტა...-დაიჩურჩულა მან.
-როდის დაბრუნდები?-შიშით ვკითხე.
-სამწლიანია, შაბათ-კვირას შეგიძია სახლში მისვლა ,მაგრამ ამხელა გზაზე არ გატარებო და ზაფხულობით ჩამოხვალო-ტკივილიანად ჩაილაპარაკა გიომ.
-გიო...-ამოვიტირე მე.
-არ იტირო რა... გთხოვ არ იტირო.-თავზე მეფერებოდა და დამეფიცება ისიც ტიროდა.
-არ მინდა რომ წახვიდე-ვსლუკუნებდი მე.
-არც მე მინდა...-თქვა მან.
იმ ღამიტ ტირილში ჩამეძინა. მედარდებოდა გიო და მასთან ერთად ჩემ უბედურებასაც მივტიროდი.
დილით რომ გავიღვიძე გიო გვერდით აღარ მეწვა. საწოლიდან წამოვდექი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. კვლავ მუხლამდე დახურული სამოსი და თმა ნაწნავად. ერთი მივედი კარის სახელური რომ ჩამომეწია,მაგრამ ხელი ზედვე მიმეყინდა და უკან მოვბრუნდი.
დაახლოებით ნახევარ საათში ოთახში გიო შემოვიდა, ზურგჩანთით.
კარი შიგნიდან გადაკეტა და ჩანთიან საჭმელები და სასუსნავები ამოალაგა.
-ეს რა არის გიო?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-მამამ მე და დედას შენთვის საჭმლის შემოტანა აგვიკრძალა.-მითხრა გიომ და სენდვიჩი გამომიწოდა.
-არ მინდა.-ვთქვი მე და ვიგრძენი როგორ გაიკვალეს ჩემ სახეზე ცრემლებმა გზა.
-ივლიტა ჩემი ხათრით ჭამე გთხოვ-მითხრა გიომ და მეც ხელის კანკალით გამოვართვი სენდვიცი და ტირილით ჩავკბიჩე.
-კი ვერაფერს გშველი,მაგრამ მიანც მედარდები ხვალ რომ მივდივარ და მარტოს გტოოვებ.-მითხრა მან და თავი ხლეებში ჩარგო.
-კარგად ვიქნები არ იდარდო ვუთხარი მე.
-არ მჯერა რომ ასე გვიმეტებს.არ მჯერა რომ ამ სულელური აღზრდის მეთოდების სჯერა.-გიო.
-ისიც ასეა გაზრდილი გიო და მის ბრალი არაა.-ვუთხარი მე.
-ხო ვხვდები,მაგრამ...- სათქმელი აღარ უთქვამს.
შუადღისას გიო ვარჯიშზე წავიდა მე კი თავი კვლავ ფიქრს მივეცი. მედარდებოდნენ გეგი,ანო და თემო. ისე მენატრებოდნენ.
თვალებს მალ-მალე ვხუჭავდი რომ კვლავ დამენახა თემოს ნაცრისფერი თვალები. ვეფერებოდი ტუჩებს, გული ვიკრავდი მის ჩაკეტს და მის ჯერ კიდევ შემორჩენილ სურნელს შევიგრძნობდი.
მე ხომ დავბრუნდი ჩემს ჯოჯოხეთში.
უკვე დაღამებული იყო კვლავ გიო რომ შემოვიდა.
-რას შვრები?-მითხრა მან და შუბლზე მაკოცა. ვითომ ჩემზე პატარაა ორი წლით და ჩემზე მაღალია.
-რავი აბა გიო არაფერს. რა ხდება გარეთ?-ვკითხე მე.
-დედას არ უშვებს მამა. მითხრა რომ შენი ტლეეფონი გაუცერებლად რეკავს და შეტყობინებები მოგდის.
-გთხოვ მიწერე ჩემი ტელეფონიდან ანოს რომ კარგად ვარ და არ ინერვილონ გთხოვ-შეევედრე გიოს.
გიომ ერთი შემომხედა მერე კი ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. დიდად არ გამკვირვებია მე და მას ერთნაირი ტელეფონები გვაქვს.
-აიღე ეს შენია. მე დედას ჩემი მივეცი. მამას ვეტყვი რომ ჩემი მომპარეს და რახან შენ აღარ გაძლევენ მე გამატანოს.-მითხრა გიომ.
მის საქციელზე ამეტირა და მაგრად მოვხვიე ხელები.
-მადლობა-ვუცურჩულე და ხელები შევუშვი.
უამრავი ნარეკი და შეტყობინებ იყო ანოს ნომრიდან და კიდევ უცხონომრიდან,რომელიც სავარაუდოდ თემო უნდა ყოფილიყო.
მაშინვე ავკრიფე ანოს ნომერი და პირველი ზარი გავიდა თუ არა მიპასუხა.
-ივლიტა, ღმერთო... ივლიტა როგორ არ?-გავიგე ანოს ნამტირალევი ხმა.
-ანო...-ამოვიცურჩულე მე და მაშინვე ტირილი ამიტყდა.
-კარგად ხარ? ნუ ტირიხარ გთხოვ...-ანოც ამყვა ტირილში.
-მთელი ღამე მეჩხუბა,ტლეეფონი ჩამომართვა,ოთხაში გამომკეტა და საჭმელსაც არ მაჭმევს,, გიომ მომიტანა ჩუმად საჭმელიც და ტელეფონიც.-ვითხარი ტირილით/
-მოგიკვდი შენ. ყველაფერი ჩემი ბრალია-ტიროდა ანო.
-არა ჩემი გოგო ნუ ამბობ მასე. ყველაფერი კარგად იქნბა ხო იიცი რა ტიპია არა... მაინც ვუყვარვარ გადაუვლის და ეგაა გამომიშვებს მერე ოთახიდა. -დავაიმედე ანო
-რატო გიშვრება მასე ვერ ვხვდები რა...-ტიროდა ანო,/
-მე კი არა ანო გიოს რას უშვრება ის უნდა იკითხო.-ვთქვი მე და იქვე მჯდარ გიოს გავხედე
-რა ხდება?-მკითხა ანომ.
-კათეტთა სასწავლებელში აგზავნის ხვალ სამი წლით.-ვუთხარი ტირილით.
-ღმერთო ჩემო...-დაიჩურჩულა ანომ.
-ანუშკ რა ხდება ვის ელაპარაკები?-მომესმა გეგის ხმა.- ივლიტაა გეგი.-უთხრა ანომ.
-ივლიტა...-გავიგე ნაცნობი მა და მთელ ტანში გამაკანკალა.
-თემო...-ამოვიცურცულე მე.
-კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავა?- ხმაზე ჯერ კიდევ ეტყობოდა როგორი გამწარებული იყო.
-არა,კარგად ვარ-ვუთხარი მე.
ნაბიჯების ხმა გაიდე შემდეგ კი კარის მიხურვის.
-შავტუხა...-დაიჩურჩულა თემომ და მის ნათქვამზე უფრო მაგრად ამეტირა.
-თემო...-უფრო ვუმატე ტირილს
-ყველაფერი გამოსწორდება. არ იტირო იცოდე.-გაიმკაცრა ხმა.
-არ შემიძლია-ვუთხარი მე.
-შეგიძია. შენ ჩემი შავტუხა ხარ. გაიხსენე რამდენი წესი დავარღვიეთ. კიდევ დავარღვევთ გესმის? დრო მოვა და საოცრად თავისუფალი ქალი იქნება. გახოსვდეს.-მითხრა თემომ.
-მაშინაც ჩემთან იქნები?-ვკითხე სლუკუნით.
-სულ...-მითხრა მან.
ვერაფერი ვეღარ ვთქვი. უბრალოდ ახლა ყველაფერზე მეტად მინდოდა რომ ჩემთან ყოფილიყო.
-ივლიტა ვიღაც მოდის-დამიძახა გიომ.
-უნდა გავთიშო ვიღაც მოდის. კარგად-დავიჩურჩულე მე და ყურმილი დავკიდე, ტელეფონი დავმალე და კარის გაღებას დაველოდე.
-ოთახში დედა შემოვიდა და მაშინვე ჩმეკენ წამოვიდა და მომეხვია.
-მოგიკვდეს დედა შენ-მიტხრა ტირილით და მე მართლა მომიკლა გული მისმა სიტყვებმა.
-დე, ნუ ამბობ მასე-ვუთხარი მე.
-რა გიშველოთ დე არ ვიცი. ხომ იცით რომ ყველაფერს თქვენ სასიკეთოდ აკეთებს.-თქვა დედამ.
ხმა აღარ ამოგვიღია არც მე და არც გიოს. უბრალოდ არ ღირდა. მთელი ღამე ვისაუბრეთ მე და გიომ თემოზე, რაჭის ამბებზე. ჩავულაგე მარგი და კვლავ მასტან ერთად დავიძინე.
ალბათ მე და გიო ასე ახლოს ერთმანეთთან არასდროს ვყოფილვართ.
დილით ოთახიდან არ გამიშვა მამამ რომ დავმშვიდობებოდი. საძინებელში დავემშვიდობე.
-იცოდე იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის-დამიბარა მან და წავიდა.
მთელი დღე კვავ ოთახში ვიყავი და წიგნს ვკითხულობდი. ვფიქრბდი და დეტალებში ვიხსენებდი თემოსთან დაკავშირეულ ყველა მოგონებას დეტალებში. უკვე ვგრძნობდი რომ ტკივილამდე მენატრებოდა.
მენატრებოდა,მაგრამ ვიცოდი რომ ახლა უფრო გართულდებოდა ჩემი ცხოვრება და თემოზე მხოლოდ მოგონებები შემომრჩებოდა. მოგონებები სადაც მე ვიყავი ყველაზე ბედნიერი ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე.
უკვე ვიცოდი რომ კი არ მომწონდა ან მიყვარდა. არა... მე ის მჭირდებოდა. მართლა მჭირდებოდა.
მაგრამ მე უნდა ვისწავლო ცხოვრება მის გარეშე. არ ვიცი რა იქნება ხვალ,მაგრამ მე უკეთეშის იმედი აღარ მაქვს.
ეს ჩემი ჯოჯოხეთია.

ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისათვის, მართლა არ შემეძლო დაწერა.
მოკლედ ესეც ასე, მე-6 თავი. ჯერ ცოტა მკითხველი ყავს,მაგრამ მაინც არ ვანებებ თავს და ვაგრძელებ,მაგრამ საწყენია ეს ცოტაც რომძალიან პასიურობთ და ავის დაგვიაებისას რომ აკომენტარებთ,ტუმცა რამდენიმე ხართ რომლებიც ყოველთვის გამოხატავთ არს და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ. თქვენ ხართ ისინი ვის გამოც მიცნდება სურვილი დავწერო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. სიყვარულიტ თქვენი ელი. 1111 სიტყვა .



№1  offline წევრი mariamuli

ვაიმეეე როგორრრ ველოდებოდიიიი დამელიაა გულიიიი

 


№2 სტუმარი Mari

Au magari istoriaa male dade ra me da chemi faqali ar dagvagalato

 


№3  offline მოდერი ელი

mariamuli
ვაიმეეე როგორრრ ველოდებოდიიიი დამელიაა გულიიიი

Mari
Au magari istoriaa male dade ra me da chemi faqali ar dagvagalato



დიდი მადლობა ორივეს <3 მალე დავდებ <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ამ საღამოს რომ არ იქნება უეჩველი ვიცი. .. მაგრამ მე რომ მინდა აი დიიიდიიი თავიიი რომ დადოოო.. სასწაული ხარ ჩემი საწყალი

 


№5  offline წევრი milangirl

Axla wavikitxe yvela ertad da dzalian momewona. Ise aseti despoti mamebis ar mesmis ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent