შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა დიდ ქალაქში (ნაწილი 2)


11-09-2015, 01:04
ავტორი Mina
ნანახია 4 261

კაფედან ბრაზმორეული გამოვვარდი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და იქვე მდგარ სკამდე ჩავიკეცე. არვიიცი იქ რამდენი ხანი ვიჯექი სანამ არ ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც მეჯდა. გავიხედე და ყველაზე ნაკლებად ვისაც ველოდი ის დავინახე
-აქ რამდენი ხანია ზიხართ?
-კარგა ხანია. - მშვიდად მითხრა. ჯიბიდან ბამბის ცხვირსახოცი ამოიღო და მომაწოდა.
-მადლობა
-მე ლუკა მქვია
-შა... მარიამი - ხელი ჩამოვართვი და ნაძალადევად გავიღიმე
-წეღან სანდრომ შაი დაგიძახა, რატომ?
-დედაჩემმა შემარქვა ეს სახელი. - ინსტიქრურად გავიცინე - დედაჩემს შორენა ქვია, მამაჩემს არჩილი, და იმნაძეები ვართ, ინიციალები შეაერთა და შაი გამოვიდა. მარიამი იმიტომ დამარქვეს რომ ბებიაჩემმა დაიჟინა ჩემ შვილიშვილს ჩემი სახელი უნდა ერქვასო, ისე ყველა შაის მეძახის, ბოლოს სანამ გარდაიცვლებოდა ბებომ დამიძახა მარიამი, ისე კი კლიენტები მეზახდნენ ბარში. ოღონდაც იშვიათად. ისე კი „გოგონათი“ მომიხსენიებდნენ - სიმწრისგან გამეცინა, არვიცოდი რა გამეკეთებინა, ბინის პატრონისთვის უკვე სამი თვის ქირა მქონდა გადასახდელი მე კი ჯიბეში მხოლოდ 235 ლარი და 75 თეთრი მედო. მორჩა ეს იყო მთელი ჩემი ქონება. მარტოხელა გოგო დიდ ქალაქში ფულის გარეშე. აი ვინ ვიყავი მე.
-დაიწყებ ჩემთან მუშაობას? - შემომხედა გამომცდელი მზერით ლუკამ
-რაა? - უცებ დავიბენი და ვერ გავიგე რას მეუბნებოდა.
-სამსახურს გთავაზობ - გამიღიმა და მისი მწვანე თვალები შემომანათა
-რა უნდა გავაკეთო?
-აქ შეუფერებელი ადგილია ამაზე სალაპარაკოდ, იქნებ სადმე წავსულიყავით?
-აი იქ შევიდეთ - ვუთხარი და ჩვენი კაფის პირისპირ მდგარ საკონდიტროზე ვანიშნე
-კარგი - ორივე წამოვდექით და იქეთკენ გავეშურეთ, მის გვერდით ალბათ ჰობიტს ვგავდი ისე დაბალი ვჩანდი. არა ძალიან დაბალი არ ვარ უბრალოდ ლუკა ძალიან მაღალი იყო, მე ჩემს ფორმას და სიმაღლეს არ ვუჩივი, საკმაოდ გამხდარი ვარ სულ რაღაც 47 კილო და სიმაღლეშის 1.68, ცხოვრების ჯანსაღი წესი არ მიყვარს და არ ვვარჯიშობ, დილით ძილი მირჩევნია სირბილს და გულის ამოგლეჯვას, მაგრამ მიყვარს ჯანსაღი საკვები, ღმერთო ჩემო ეხლაც კი როცა ამდენი პრობლემა ერთად დამატყდა თავს და იმაზე უნდა ვფიქრობდე სად გავიქცე და თავს როგორ უნდა ვუშველო ვდგავარ და ჩემს ფორმებზე ვფიქრობ, ტყუილად არ მეუბნებოდა საწყალი ბებიაჩემი შენ ხომ დარდი არ იცი შვილო რა არისო. ამას ის ბებია მეუბნებოდა რომელსაც წეღან სამსახურში ჩემი დაგვიანება დავაბრალე, საწყალი კიდევ უკვე მესამე წელია რაც გარდაიცვალა და მას შემდეგ ამხელა ქალაქში მარტო დავრჩი. საკონდიტროში ყველაზე მიყრუებული და წყნარი ადგილი შევარჩიეთ და იქ დავჯექით. ოფიციანტი გოგონა მალევე მოვიდა და გაგვიღიმა
-რას ინებებთ?
-მე კაპუჩინო - უთხრა ლუკამ და შემდეგ მე გამომხედა. იმდენად უხერხულად და უცნაურად ვგრძნობდი მის გვერდით თავს სიტყვები ერთმანეთს ვერ მივადევნე და მხოლოდ „წყალი“ აღმომხდა. მე ხვეული და ჟღალი თმით, ფერადი ყელსახვევითა და ჭრელაჭრულა ტანსაცმლით შემოსილი ვიჯექი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი დახვეწილი მამაკაცის გვერდით, სრულიად შეუსაბამო ტანდემი იყო. ამის გაფიქრებაზე გამეცინა და თავი ძლივს შევიკავე რომ არ ავკისკისებულიყავი.
-არაფერს მეტყვით? - როგორც იქნა დუმილის დარღვევა მოვახერხე და მთავარი კითხვა დავსვი
-რატომ მინდა შენი სამსახურში აყვანა? თუ რა თანამდებობაზე მინდა იმუშაო? ერთ ადამიანს მინდა ის ვაგრძნობინო რაც მე ვიგრძენი როცა ქორწილის დღეს ჩემს საცოლესთან ერთად ვნახე საწოლში. - ამის გაგონებაზე თვალები გამიფართოვდა, ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია? ნეტა ვინაა ის კაცი? ან ლუკას საცოლე ვინ არის ასე როგორ მოექცა მას ვისაც ცოლად მიყვებოდა? - შენ მინდა მისი პირადი ასისტენტი იყო, მინდა ყველა მისი ნაბიჯი მითხრა, სად მიდის, რას ჭამს, რას ფიქრობს, მაგრამ ამის ერთიანად შეტყობინებას თუ ვერ მოახერხებ ერთი რამ მაინც უნდა შეძლო შაი. ერთი რამ რაც დარწმუნებული ვარ გამოგივა
-რა? მეე? რა უნდა გამომივიდეს?
-თავი უნდა შეაყვარო. თავი უნდა შეაყვარო ისე რომ მხოლოდ შენ შეგეძლოს მისი დამორჩილება. ისე როგორც მე მიყვარდა ელენე, ზუსტად ისე, შენზე ჭკუა უნდა დაკარგოს, ბოლოს კი მიატოვებ, წახვალ იქ სადაც გინდა, თუ გსურს რომელიმე კუნძულზე გადახვალ საცხოვრებლად,
-ძალიან დიდი ბოდიში ბატონო ლუკა მაგრამ მე ამაში ვერ გავეხვევი, შეიძლება ძალიან მიჭირს და იმის საშუალებაც არ მაქვს რომ ჩემი და ჩემი დის ცხოვრება უზრუნველვყო მაგრამ ასეთ რამეს ვერ გავაკეთებ, ზედმეტად მყარი პრინციპები მაქვს რომ მათ ვუღალატო. ჩემს პატიოსან სახელს რაღაც თამაშს ვერ შევწირავ
-შენ თუ ფიზიკურ კონტაქტს გულისხმობ ეს შეგიძლია გამორიცხო, შეგიძლია სახელიც შეიცვალო და მას სხვა რამ უთხრა, შენ იქ ვერავინ გიცნობს, მხოლოდ მე მეცოდინება ვინ ხარ. თუ დამთანხმედი არ ინანებ პირობას გაძლევ.
-არ შემიძლია - ვუთხარი და წამოდგომა დავაპირე
-ოცი ათასი
-უკაცრავად?
-ორმოციათასს გადაგიხდი
-მე არ ვიყიდები ბატონო ლუკა
-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, თუ გადაიფიქრებ დამირეკე - მითხრა და თეთრი პატარა ბარათი ხელში ცამიდო
-იმედი მაქვს აღარასდროს შევხვდებით - ვუთხარი და საკონდიტრო აცრემლებულმა დავტოვე, კიდევ ერთხელ არ გამიმართლა, ვამბობ და არავინ მიჯერებს, უიღბლობა ჩემი სავიზიტო ბარათია. საათს დავხედე, ჯერ მხოლოდ თერთმეტის ნახევარი იყო, ამიტომ შემეძლო ამ წუთიდანვე დამეწყო სამსახურის ძიება. დავფიქრდი სად შეიძლებოდა დამეწყო მუშაობა, ისე რომ ხელფასი კარგი მქონოდა და გზაში ბევრი დრო არ დამხარჯვოდა, უცებ მომაგონდა რომ ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან ერთი ქუჩის მოშორებით იყო ერთი საკმაოდ დიდი რესტორანი სადაც მუდმივად ესაჭიროებოდათ მიმტანები, მძიმე სამუშაო იყო, გაცილებით უფრო მეტი დროის გატარება მომიწევდა სამსახურში მაგრამ ანაზღაურებაც შესაბამისი იყო როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა. ჩემს ყვითელ მანქანაში ჩავჯექი და რესტორნისკენ გავემართე, გზაში კი ვცდილობდი არ ავტირებულიყავი, თვალებ დასიებულს სამსახურში არავინ მიმიღებდა. რესტორნის წინ ფრთხილად გავაჩერე მანქანა რამეს რომ არ დავჯახებოდი და რესტორანში შევედი.
-გამარჯობათ - წინ მაღალი ლამაზად ჩაცმული ქალი დამიდგა და ფართოდ გამიღიმა
-გამარჯობათ, იცით მე სამსახურს ვეძებ - ვუთხარი და რაც შეიძლება საყვარელი სახელი მივიღე რომ მისი გული მომეგო რამაც აშკარად არ გაჭრა
-თქვენი სახელი?
-მარიამი, მარიამ იმნაძე - ვუთხარი მან კიდევ დღიურში ქექვა დაიწყო რაღაც იპოვა და წარბები შეჭმუხნა
-სამწუხაროთ ჯერჯერობით მომსახურე პერსონალი საკმარისად გვყავს - უკმეხად მიპასუხა და ზურგი მაქცია. ნიკაპი ამიკანკალდა და ვგრძნობდი მალე როგორ წამომივიდოდა ცრემლები. ისევ არ გამიმართლა, დრეს აშკარად ვიღაცამ დამწყევლა, ყველაფერი უბედურება რაც კი შეიძლება დამმართნოდა დამემართა, ალბათ ეხლა მხოლოდ რაიმე თუ დამეცემა თავში და ეგ იქნება პიკი. კარისკენ შევბრუნდი და ვიგრძენი რაღაც ძალიან მაგარს რომ დავეჯახე და საშინლად ამტკივდა მარჯვენა ხელი, გონს რომ მოვედი ძირს უზარმაზარი კედლის წინ ვიდექი, ხელის ტკივილმა ნელა იკლო მეც ფეხზე წამოვდექი და გარეთ უკვე ატირებული გამოვვარდი სადაც ისევ ვიღაცას დავეჯახე
-ფრთხილად - მიღრიალა ვიღაცამ ისე რომ ჯერ მისი სახეც კი ვერ დავინახე - ღმერთო ჩემო რა დღე გამითენდა, ყველაფერი მე დამემართა
-ბოდიშით - ცრემლები მოვიწმინდე თავი მორცხად ავწიე
-ცუდად ხართ? - აღევებულმა მკითხა და ლურჯი თვალები შემომანათა
-ბოდიშით რომ დაგეჯახეთ - ესღა ვუთხარი და ჩემს მანქანაში ჩავხტი. თითქმის მთელი ქალაქი შემოვიარე და სამსახური ვერსად ვიშოვე. ვერცერთ კაფეში, რესტორანში, დამლაგებლადაც კი არ მიმიღეს სასტუმროში. სადაც კი მივიდოდი რაღაც ბლოკნოტებში იჩხირკნებოდნენ და მერე უარს მეუბნებოდნენ. საათს რომ დავხედე უკვე ექვსი სრულდებოდა, სახლისკენ წავედი, ჩემი უმცროსი დისთვის საჭმელი უნდა გამეკეთებინა, ალბათ მთელი დღე მშიერია და მეცადინეობს. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ 14 წლისაა ძალიან ბევრი რამ ესმის და ყველაზე კარგად მიგებს, ხელს მიწყობს იმისთვის რომ ვიმუშაო და მისი სწავლის ფული დავაგროვო. მანქანა გავაჩერე და ჩუმად ვცადე სადარბაზოში შესვლა მაგრამ არ გამომივიდა. ჩემი ბინის მეპატრონე ვისგანაც მქონდა ნაქირავები სახლი წინ შემეგება.
-ლეილა დეიდა გამარჯობა
-გამარჯობა მარი. გახსოვს დღეს რა დღეა?
-ორშაბათი?
-დრეს ბინის ფული უნდა მოგეცა
-ჰო მაგრამ სამსახურში პრობლემა შემექმნა და ახლა ფული საერთოდ არ მაქვს, ამ დღეებში რამეს მოვახერხებ და აუცილებლად მოგცემთ ფულს
-უკვე მესამე თვეა მაგას მეუბნები. მორჩა, ხვალ ან ფულს მომიტან ან ბინას დაცლით. ბოდიში შვილო მაგრამ ეგ ბინა ჩემი ერთადერთი შემოსავალია და პურის ფული მეც ისევე მჭირდება როგორც თქვენ.
-გასაგებია ლეილა დეიდა. ხვალ ბინას დავცლით.
სახლში აცრემლებული ავედი კარი გავაღე, ჩემი დის ოთახისკენ წავედი, შევიხედე და საწოლზე ტკბილად ეძინა. სამზარეულოში გამოვედი და ლურჯი ქურთუკი სკამზე გადავკიდე, ჩანთა ძირს დავაგდე იქედან კი უცებ ყველაფერი გადმოიყარა, ტელეფონი საფულე, დამტენი, ბლოკნოტი, საწერი კალმები. საფულე გავხსენი და იქ ლუკას სავიზიტო ბარათი დავინახე რომელიც წეღან ჩავკუჭე როცა საკონდიტროდან გამოვდიოდი. სხვა გზა არ მქონდა, თუ ახლა ბინას დავკარგავდი და ჩემი და ქუჩაში დარჩებოდა წასასვლელი აღარ გვექნება და სამუდამოდ დაგვენგრევა ორივეს ცხოვრება. ძირს დაგდებული ტელეფონი ხელში ავიღე და ატირებულმა ლუკას ნომერი ავკრიბე
-გისმენთ - ბოხი ხმით მიპასუხა
-მე ვარ ბატონო ლუკა, შაი
-გისმენ შაი
-თანახმა ვარ.

პ.ს. როგორია? :)



№1 სტუმარი ფლრტგკ

მე მომწონს განსხვავებულია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent