შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (თავი 3)


11-09-2015, 01:31
ავტორი chica sol
ნანახია 7 600

დილით წამოვხტი თუ არა, ქარბორბალასავით დავიწყე სირბილი. ვაგვიანებდი "ბიბლუსში".
სამზარეულოში გავვარდი, ყავა გავიკეთე და საძინებელში გამოვიტანე. თან ვსვამდი და თან ვიცვამდი. გიჯივით გავვარდი ქუჩაში და სამსახურის გზას გავუყევი სწრაფი ნაბიჯით. მაღაზია ჩემს უბანშია და არ მჭირდებოდა ტრანსპორტი. 5 წუთში ადგილზე ვიყავი. ვერ ვიტან დაგვიანებას.
მთელი დღე უაზროდ გავლიე. აქამდე თუ სამუშაო საათებში წიგნებიდან არ ვყოფდი თავს ან გვერდით მარკეტიდან დაცვის თანამშრომლის, ლაშას მოგერიებით ვიყავი დაკავებული, ახლა ერთ წერთილს მიშტერებულმა დავაღამე.
რაც უფრო ახლოვდებოდა საღამო, მით უფრო მემატებოდა ნერვიულობა. არ ვიცოდი, რას მიქადდა დღევანდელი საღამო. ვნახავდი თუ არა "ჩემს" ბიჭს. ან იქნებ ისევ კოკას "ჯოჯოხეთური" სამეული დამატყდეს თავს?
-ელიი... კარგად ხარ?- უკვე მეასედ მკითხა ლაშამ.კარიდან თავი სასაცილოდ შემოეყო.
-კი, კარგად ვარ.-მეც მეასედ ვუპასუხე იგივე.
-ვინმემ გაწყენინა?- ჩამეძია.
-არა,ლაშა საიდან მოიტანე? იცოდე, სამსახურიდან გაგიშვებენ, ასე ხშირად რომ ტოვებ შენს ადგილს?-დავაშინე გაბეზრებულმა.
მაღაზიაში კლიენტი შემოვიდა და ლაშამაც გაიხურა კარი, როგორც იქნა...
სახლში რომ მივედი, ნია წასული დამხვდა. დილანდელი ჩემი დანატოვარი "ქაოსი" ჩაუწყნარებია. ყავა გავიკეთე და მეორე სამსახურისთვის დავიწყე მზადება.
კლუბშიც დროულად მივედი. ტატო მხიარულად დამხვდა. გოგონებიც გასახდელში კისკისებდნენ.
-შენი გუშინდელი "უნიფორმა" კარადაშია, თუ ისევ მისი ჩაცმა გინდა. თუ არა და მოდი ჩემთან ახალს მოგცემ.- დანახვისთანავე მითხრა ელენემ.
- ახალი მირჩენია.- გავუცინე მეც და ფორმა გამოვართვი. ძნელია მათთან ხასიათზე არ მოხვიდე, წუთში გამახალისეს.
მთელმა საღამომ კარგად ჩაიარა. ხალხი ბევრი იყო, მაგრამ არა ის, ვინც გულით მინდოდა. საბედნიეროდ, არც კოკას ხილვის ბედნიერება მქონია.
სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ტატომ ვისკიანი ჭიქები დაგვინაწილა.
-გაგვიმარჯოს.- წამოიძახა ლიზამ. ჭიქები ერთმანეთს მივაგებეთ და მოვიყუდეთ.
-ამისთვის ძალიან პატარა ვარ.- წამოვიძახე ხველებით. ვისკის სიმაგრემ ლამის დამახრჩო. თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე.
-ოო, კარგი რა...-დამტუქსა ტატომ და წლიანი ჭიქა მომაწოდა. სულმოუთქმელად დავლიე.
-ასე თუ გავაგრძელე, მალე ღვიძლი დამეშლება.- ვითომდა ვიხუმრე თავის კანტურით.
-გეყო რა, შეირგე...- იდაყვი მომკრა ქეთიმ.


ასე გრძელდებოდა ერთი კვირა. არ გამოჩენილა არც "ჯოჯოხეთური სამეული" და არც "ჩემი" ბიჭი. ვცდილობდი მათ თავიდან ამოგდებას, მაგრამ როგორ გინდა ასე უბრალოდ დაივიწყო "ჩემი" სიმპატური ბიჭის სახე, ხმა, აღნაგობა... დავივიწყო ის მუხტი, რაც მისი შეხებისას ვიგრძენი? ადვილი სულაც არაა. თუმცა ვცდილობდი...
გავიდა კიდევ სამი დღე უცვლელად. აი, მეოთხე დღეს კი, ლანგრით მაგიდებს შორის მორბენალი გავშეშდი. კოკა ისევ იმ მაგიდასთან იჯდა, სადაც წინა ვიზიტზე და ხელით თავისთან მიმიხმო.
ვიგრძენი ფერი როგორ წამივიდა. მისი მაგიდისკენ წავედი, მაგრამ ვგრძნობდი, ფეხები უკან მრჩებოდა.
-რას ინებებთ? -ახლოსაც არ ვიყავი ნორმალურად მისული, ისე შევძახე. ხელები ერთმანეთს ჩავკიდე კანკალის დასაფარად.
-ახლოს მოდი ძვირფასო, ცუდი მომსახურებისთვის უნდა დაგსაჯო.-მითხრა ცინიკურად და ამათვალიერა. -შენი წინანდელი ჩაცმულობა უკეთესი იყო.- აღნიშნა წარბის აწევით.
-კარგიი...-ჩავიცინე ნერვიელად. - მაგიდას სხვა გოგონა მოემსახურება, ორი წუთი მოიტმინეთ და აიგებს შეკვეთას.-გამობრუნება დავაპირე, რომ უცებ წამოვარდა ფეხზე და ხელი ჩამავლო ხელში.
-არა. მაგიდას შენ მოემსახურები. უკარებასავით ნი იქცევი გოგო და ვისკი მომიტანე მალე. იცოდე, შეკამათება არ გაბედო, თორემ ენას ამოგაცლი პატარა ქალბატონო. ხედავ? არც შენი გმირია აქ, რომ დაგიცვას...- გული ჩამწყდა ამის გაგონებაზე. კოკამ ჩემი სახის დანახვისთანავე ჩაიქირქილა ნიშნის მოგებით და სახეში საკუთარი ამონასუნთქი მომაფრქვია.
გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა. ხელი გამიშვა თუ არა, არეული ფეხით ტატოს დახლისკენ გავაბოტე.
-ტატოო.-შევძახე ხმამაღლა. მერე კი ხმის გაკინტროლება ვცადე.- შეიძლება ჩემი მეოთხე მაგიდა ქეთის გავუცვალო?
-რატომ?- გაკვირვებული ტონი მაშინვე დაუსერიოზულდა, როგორც კი კოკა დაინახა. -ქეთიი...- გასძახა გოგონას და მოსვლისთანავე მიახალა.- ელის მეოთხე მაგიდა შენ გადაიბარე, კოკა მოვიდა.
ქეთიმ თვალები აატრიალა.
-აუუ, რა ჯანდაბა უნდა, ვიცოდე მაინც რა... ვერ ვიტან ხომ იცი მაგ ნაბი*ვარს.- აბუზღუნდა.
-მიდი გოგო ,ნუ დუდღუნებ_ დატუქსა ტატომ. მეც ბოდიშის თვალებით გადავხედე და თხოვნაც დავურთე ზედ.
-ხო კარგი, კარგი. ნუ მიყურემ ასეთი საცოდავი თვალებით. ხელი მომითათუნა და "მე მას მოვდრეკ"გამომეთყველები წავიდა კოკას მაგიდისკენ.
ტატოსკენ შევბრუნდი მადლობის სათქმელად, მაგრამ ის ტელეფონზე ლაპარაკობდა და ჩემთვის არ ეცალა:
- კი აქაა... ის არა... დაწყნარდი... ქეთი... კარგი, მოდი...-ტელეფონი გათიშა.
მაგიდებს შორის დავდიოდი და ვცდილობდი კოკასკენ არ გამეხედა, რომლის მზერას სულ ვგრძნობდი.
შეკვეთა ავიგე მეორე მაგიდიდან, დახლთან მივედი და ტატოს გადავეცი.
ლოდინის დროს მარჯვნიდან დაჯინებული მზარა ვიგრძენი. თავი შევაბრუნე და ნერწყცი სასულეში გადამცდა. ხველება ამივარდა.თუმცა, ამას ვინ ჩიოდა? ჩემს გვერდით ხომ ის იდგა... "ჩემი" ბიჭი...

აი, ბავშვებო, მესამე თავიც დავდე. ვერ დაგპირდებით თქო კი გითხარით, მაგრამ რა დამაძინებდა თქვენი თხოვნა რომ არ შამესრულებინა? ცოტა გვიან კი ვდებ და ცოტა პატარა თავია მაგრამ...
დიდი მოუთმენლობით ველი თქვენს შეფასებებს. იმედია მოგეწონებათ.
გთხოვთ, დავაიგნოროთ ბეჭვდითი შეცდომები. ფაქტიურად მძინავს კლავიატურაზე. love



№1  offline წევრი kora

არ ველოდი ესე მალე თუ დაამატებდი ახალ თავს love მომწონს ეს ისტორია, რაღაცნაირია, საინტერესოა <3
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი mariko_2001

აუუ საყვარლებიი❤❤

 


№3  offline მოდერი Kira

Kira
დზედაა ეს რა დავინახე არ ველოდი და უცებ .. ვაიმე ეხლა ვიქყებ წაკითხვას <3 <3 როგორ შემიყვარდი ავტორ შენ არიცი მაგრამ შენი ისტორია უფრო მიყვარს მე <3


ძალიან ჩქარობ.. გარბიხარ სადღაცა .. ასე სად გეჩქარება?? ეს ხუმრობით კიდე გეტყვი რო ვგიჟდები შენზე ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია მაგრამ ძაან ჩქარი ხარ.. (ნეტა მე ვის ვეუბნები ჩქარი ხართქო ) მაგრამ ეს უბრალო რჩევაა. წარმატებები ველოდები სემდეგს მოუთმენლად❤️❤️
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline მოდერი nicol

კარგი ხარ მარიამ ♥♥♥♥♥
მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ♥♥♥
გამიხარდა დილას ახალი თავის დანახვა ♥♥♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5  offline ახალბედა მწერალი MariamG

მეოთხე თავი უფრო დიდი დადე! ძალიან მაგარი გოგო ხარ

 


№6  offline მოდერი ლილიანა

მომწონს ძალიან,თუმცა სიუჟეტი ერთ მოთხრობას გავს თუმცს ესეც კაია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ცოტა პატარა, კი არა უნამუსოდ პატარა თავია, მაგრამ მაინც კარგი გოგო ხარ ეს მაინც რომ დადე:*. გამდლობ

 


№8 სტუმარი nia

Dzalian kaia, magrat momcons magram tavebi gazarde, mugamshi shevdivar kitxis da ik mtavrdeba... Gazarde gtxoovvv.<3 <3 <3

 


№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

უფრო დიდი თავები დადე რა:დ კითხვის მუღამში რომ შევდივარ მაშინ ამთავრებ. ველოდებით შწმდეგ თავს <3

 


№10 სტუმარი Mari kopaladze

Kaia^^ male Dade ra ❤❤❤

 


№11  offline წევრი nestanuka13

ცოტა ზედაპირულად არის დაწერილი ჩემი აზრით კარგი იქნება უფრო დაწვრილებით თ აღწერ მოვლენებს

 


№12  offline მოდერი chica sol

ბავშვებო.. რა კარგები ხააართ რომ იცოდეთ და როგორ მიყვარხააართ. მთელი დღეა სიხარულით გაჯღენთილი, ყურებამდე გაღიმებული დავდივარ. ვეცდები დავდო დიდი თავებიი.
დიდი მადლობა ყველას. love

 


№13  offline ახალბედა მწერალი MariamG

მარიამ ზაქარაშვილი
ბავშვებო.. რა კარგები ხააართ რომ იცოდეთ და როგორ მიყვარხააართ. მთელი დღეა სიხარულით გაჯღენთილი, ყურებამდე გაღიმებული დავდივარ. ვეცდები დავდო დიდი თავებიი.
დიდი მადლობა ყველას. love

მარიამ დღეს არ დადებ?

 


№14  offline მოდერი chica sol

MariamG
მარიამ ზაქარაშვილი
ბავშვებო.. რა კარგები ხააართ რომ იცოდეთ და როგორ მიყვარხააართ. მთელი დღეა სიხარულით გაჯღენთილი, ყურებამდე გაღიმებული დავდივარ. ვეცდები დავდო დიდი თავებიი.
დიდი მადლობა ყველას. love

მარიამ დღეს არ დადებ?

კი. დავვდებ რამდენიმე წუთში... smile

 


№15  offline წევრი mariam m.k

Sainteresoa?!?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent