ფიქტიური (თავი 1)
-მარიამ ადექი - ნინოს ხმა გავიგონე და ლამის კივილი დავიწყე. -მაცადე მეძინება - ხმა დაბოხებულმა ამოვილაპარაკე და საპირისპირო მხარეს გადავბრუნდი. -მარიამთქო! ადექი საქმე მაქვს - უცნაურად დასერიოზულებული მომეჩვენე მსოფლიოში ყველაზე ცანცარა ადამიანი და ამიტომ იძულებული გავხდი ავმდგარიყავი.ბურტყუნით ჩავიცვი და მოვწესრიგდი.უკმაყოფილო სახით ჩამოვჯექი საწოლზე და კიდევ უფრო უკმაყოფილო ნინოს დავაკვირდი. -რამოხდა? -შენთან რომ მოვედი კარზე დავაკაკუნე ახლა ისე ხოარ შემოვიდოდი,არავინ გამიღო ამიტომ ჩემითგავაღე კარი და დედაშენის ოთახიდან ხმა გავიგონე,მამაშენი და დედაშენი ლაპარაკობდნენ.ეკა ეჩხუებოდა პარატაა არ შეიძლებაო დათო კიდე იძახდა მისთვის უკეთესიაო არვიცი რაზე ლაპარაკობდნენ მაგრამ კარგზე ნამდვილად არა - დაძაბული მიყვებოდა და თან ხელებს უმისამართოდ იქნევდა - ვიცი უზრდელობა სხვისი საუბრის მოსმენა მაგრამ სხვანაირად ვერ გამომივიდა.. -არაუშავს - დაძაბულმა დავამშვიდე - უბრალოდ მიკვირს რა არის ჩემთვის კარგი და რატომ თვლის ეკა რომ პატარავარ - დაბნეულმა ამოვილაპააკე და სივრცეში გავიხედე. -მარიამ გაარკვიე რა ! -კაი შენ რა განერვიულებს გოგო - სწრაფად გავმხიარულდი და ნინოს გამხიარულებასც ვცადე - წამო გავიაროთ სადმე თორე ვიწვი სახლში - სწრაფად წამოვდექი და კარადა გამოვაღე - შექალო ნუგაქ მასე სახე - ნინოს მოწყენილ სახეზე მივუთითე და კაბა ვესროლე - ეს კაბა ჩაიცვი თორე მაგ ჯინსში დაიწვები. არ ვიმჩნევდი მაგრამ ფაქტია მეც სერიოზულად ვნერვიულობდი. ... -დედა სალაპარაკო მაქვს - მორიდებულად დავიწყე,ყველაფერი უნდა გამერკვია. -მოდი მარიამ ჩვენც საქმე გვაქვს - დედამ დაძაბულმა ამოილაპარაკა და მამას გახედა.რაღაც ხდებოდა!.. -ვიცი უზრდელობა არის სხვისი საუბრის მოსმენა მაგრამ დღეს შემთხვევით გავიგონე თქვენი საუბარი და მაინტერესებს რახდება - ნინოს ხსენება საჩიროდ არ ჩავთვალე. -მარიმ დაჯექი და ყველაფერი ისე გაიგე როგორც საჭიროა და ისტერიკები არ გამართო - გამაფრთხილა მამამ და ნერვიულად ხელები დაჭიმა. -რახდება? - დაზაფრულმა ვიკითხე და სკამზე ჩამოვჯექი. -ვიცით რომ ძალიან ადრეა შენთვის მაგრამ რავქნათ?! სხვა გზა არ გვაქვს! უნდა გაგახოვოთ! - გონებამ რამოდენიმეჯერ გაიმერა მამას სიტყვები „უნდა გაგათხოვოთ“.მეგონა მეხი დამეცა.მეხუმრებოდა! სერიოზულად მეხუმრებოდა! -კაი რა მამა ღადავისთვის მცალია? - ნერვიულად გავიცინე და თმა გვერძე გადავიწიე. -მარიამ არავინ არ ღადაობს! საქმე იმაზე სერიოზულადა ვიდრე შენ გგონია.ერთ კვირაში სახლიდან წასვლა მოგიწევს - დედამ მკაცრად გამომხედა და ოთახი დატოვა. -რა? - ორი ასო ძლივს გადავაბი ერთმანეთს,ახალი ამბით იმდენად ვიყავი „აღფრთოვანებული“. ერთი კვირის გასვლა ორი დღის წინ იმდენად მინდოდა რომ კალენდარზე დღეებს ვხაზავდი.ახლა კი... ერთი კვირის განმავლობაში ნორმალურად არ მიცხოვრია.ყველაზე საშინელი ერთი კვირა მქონდა.დედა ემზადებოდა როგორც ჩანს სასიძო ძალიანაც მოსწონდა მე კი ნანახიც არ მყავდა.მამაც არ იყო უკმაყოფილო.ჩემს წუწუნს ყურადღებას არავინ აქცევდა.კვირა დღე შემძულდა.საფხულიც.დასვენებაც.ყველაფერი გაშავდა.ყველაფერმა აზრი დაკარგა.ყველაზე უგრძნობი ადამიანი გავხდი.ჩემი მწარე რეპლიკების გამო ატირებულ დედას ვტოვებდი.გამწარებულ მამასაც და ყველას ვინც კი მიყვარდა.ყველა ფეხებზე *ეკიდა,გარდა ერთისა.ნინო იყო ადამიანი რომელსაც ვერ ვივიწყებდი და ვერც გულს ვტკენდი.ვიცი დედა უნდა ყოფილიყო ასეთი ჩემთვის მაგრამ მათმა „სისასტიკემ“ ბოლო მომიღო. ... -მარიამ გამოდი თორნიკე და მისი მშობლები მოვიდნენ! - ოთახის კარზე დედამ დააკაკუნა. -ხო. -დროზე ჩამოდი - ისევ იგივე. -ხო-თქო ხომ გითხარი? - გაცოფებულმა გამოვგლიჯე ოთახის კარი და გაცეცხლებული თვალებიდ დედას წინ დავდექი. -რას გიგავს თვალები? წადი მაკიაჟი გაიკეთე! -აააჰჰ გიკვირს ? მადლობა მაგრამ ჩემ „ქმარს“ ბუნებრივი უნდა წარვუდგე! - უხეშად ვუპასუხე და კიბებზე დავეშვი.სასტუმრო ოთახში შესვლამდე ღრმად ჩავისუნთქე და სახე დავალაგე.ოთახში შესვლისთანავე მივიქციე ყურადღება.სამი უცხო პიროვნება იყო.მაღალი,შავგრემანი და შავთვალება ბიჭი როგორც ჩანს თორნიკე იყო.მის გვერდით მჯდომი მამაკაცი კი მამა და ქალი ალბათ დედა. -გამარჯობათ - ზრდილობა შევინარჩუნე და მივესალმე. 2 საათი უაზროდ გაიწელა.ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამომიღია.არც თორნიკე საუბრობდა მხოლოდ მშობლები.ნერვები მეშლებოდა მაგრამ თავს ვიკავებდი. -კარგით,მარიამი თუ მზად არის წავალთ უკვე - გადმომხედა თორნიკეს დედამ და გამიღიმა. -კი მარიამი მზად არის - დედამ უპასუხა ჩემს მაგივრად და ხელზე ხელი დამადო. -ძალიან კარგი მაშინ წავალთ უკვე. ... სახლში კი არა სასახლეში ვიყავი - ასე მეგონა.უზარმაზარი სახლი იყო,უზარმაზარი ეზოთი და ლამაზი ყვავილებით.ძველ-თანამედროვე სტილში მოწყობილი საოცრად ლამაზ სანახაოას ქმნიდა. -შენი და თორნიკეს ოთახი მეორე სართილზეა - გამიღიმა ნანამ - ნუ ადრე თორნიკესი იყო და ახლა შენიც იქნება. რაა?!მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი? რა სისულელეა! -თუ შეიძლება მაჩვენეთ რომელი ოთახია დავიღალე უნდა დავისვენო - საშინელი წინააღმდეგობის მიუხედავად მას ვერ შევეპასუხებოდი.ემოციებისგან მართლაც რომ საშინლად დაღლილი ვიყავი,დასვენება და ყველაფრის დალაგება მჭირდებოდა. -წამოდი საყვარელო და ძალიან გთხოვ თქვენობით ნუ მელაპარაკები - თბილად გამიღიმა ნანამ - ბოლოსდა ბოლოს მეორე დედა ვარ .. უკვე - ისევ გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა,როგორი თილი იყო ეს ქალი. ოთახი მუქ ფერებში იყო მოწყობილი.მუქი ლურჯი ჭარბობდა ყველა დეტალში.ჩემი „ქმრის“ გემოვნება ნამდვილად მაღალ დონეზე იყო.საწოლზე ლურჯი აბრეშუმის გადასაფარებელი იწონებდა თავს.ყველაფერი მომეწონა მაგრამ უნდა დამესვენა.საწოლზე წამოვწექი.თავი საშინლად მტკიოდა.15 წუთის შემდეგ კარი გაიღო ოთახში თორნიკე შემოვიდა.ისიც საწოლზე მოთავსდა. -თორნიკე ფილფანი,23 წლის,ვმუშაობ მამაჩემის კომპანიაში,ცოლად მოვიყვანე ორი წლის ბავშვი და ვარ საშინლად - დაღლილი ხმით ლაპარაკობდა და გულს და თავს უარესად მტკენდა მისი სიტყვებით. -შეგეძლო უარი გეთქვა და ცოლად არ მოგეყვანე.დამერწმუნე უდიდეს ტკივილს ამაცილებდი და არც შენ იქნებოდი საშინლად - გაბრაზებულმა გვერდი ვიცვალე და მისკენ გადავბრუნდი.არაფლის მთქმელი თვალებით მიყურებდა.ვერაფერი დავინახე მის მზერაში. -აააა უი შემეძლო? დარწმუნებული ხარ რომ შემეძლო? არაფერიც არ შემეძლო! - გამწარებულმა გადმომხედა და კიდევ უფრო მატკინა გული.ცუდად ვხდებოდი.აღარ შემეძლო.ვერ ავიტანდი მთელი ცხოვრება მოძულე თვალებით შემყურეს.მის ყოველ დანახვაზე ცუდად გავხდებოდი და სიცოცხლეს მოვისწრაფებდი.სრულიად უცნობი იყო ჩემთვის მაგრამ ვერ ავიტანდი მის მოძულე მზერას. -ვიცი ვიცი რომ უკვე გძულვარ და ვერ მიტან მაგრამ ჩემი ბრალია? შენ გგონია მე ჩემი სურვილით გამოგყევი ცოლად? არა,არა და ისევ არა.! ხო მართალი ხარ 17 წლის ვარ მაგრამ იმდენად ბავშვიც არ ვარ რომ შენი სიტყვები ვერ გავიგო და ამან გული არ მატკინოს - უღონოდ ამოვილაპარაკე და საწოლიდან წამოვდექი - თხოვე ვინმეს სხვა ოთახი გამომიყოს შენს ზიზღით სავსე თვალებს ვერ ავიტან - აცრემლებულმა წამოვიძახე და ოთახი სწრაფად დავტოვე.კიბებზე დავეშვი და უზარმაზარ ბაღში გავედი.მიწაზე დავჯექი და ტირილი დავიწყე.მომკლა!გამაცამტვრევა!მისმა სიტყვებმა,მზერამ.არაფერს წარმოადგენდა ჩემთვის მაგრამ მაინც მეტკინა!.. -ქალბატონო მარიამ მობრძანდით,ვახშმის დროა - გვერდით მდგომმა გოგონამ ტირილი შემაწყვეტინა - უი უკაცრავად! - მობოდიშებით გადმომხედა და გამიღიმა. -არაუშავს და ძალიან გთხოვ ქალბატონო არა რა! შენ წარმოიდგინე და შესაძლოა შენზე პატარაც ვიყო - სანდომიანად გავუღიმე - შენი სახელი? -ანა -მოდი შენ ჩემთვის ანა იყავი მე კიდე შენთვის მარიამი კარგი? -კარგით...კარგი. სასადილო ოთახში ნანა და ირაკლი იყვნენ,თორნიკე არსად ჩანდა. -მოდი მარიამ მოდი - ირაკლიმ დამიძახა,მეც დავემორჩილე. -ქალბატონო ნანა თორნიკეს ნუ დაელოდებით 10 წუთის წინ გავიდა.ბარში მივდივარ და თუ დამაგვიანდა არ დაპანიკდეთო - ანამ წვენი დამიდო წინ და თან ნანას ესაუბრებოდა. -კარგი შვილო მაშინ მოგვიტანე ვახშამი ჩვენ და ვაჟბატონი რომ მოვა იმას მერე ავახშმე. უხმაუროდ ვივახშმეთ.ბევრი არაფერი მიჭამია.გემოს მაინც ვერაფერს ვუგებდი და რა აზრი ქონდა? - არანაირი! ირაკლიმ და ნანამ სასადილო ოთახი დატოვეს.ანამ მაგიდის დასუფთავება დაიწყო. -ანა მოგეხმარები - სრაფად წამოვდექი და თეფშებს ხელი დავავლე. -არა,არა როგორ გეკადრებათ - ცივად იუარა და ხელზე დამეჯაჯგურა. -კარგი რა ანა ხომ გთხოვე? - ნაწყენმა გავხედე - პრინცესულად არასდროს მიცხოვრია,ყოველთვის ვაკეთებდი სახლის საქმეებს დ აძალიანაც მომწონდა ასე რომ გთხოვ მოგეხმარები...თან საქმეც არაფერი არ მაქვს! - გავუღიმე და თხოვნით სავსე თავლებით შევხედე. -კარგი - მანაც გამიღიმა - ძალიან კარგი გოგო ხარ ! ოთახი მივაწესრიგეთ.ცოტა ვისაურეთ.ისევ თორნიკეს ოთახში ავედი სხვა გზა არ მქონდა.12 საათი სრულდებოდა და ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო თორნიკე.ჩემოდნიდან თეთრეული ამოვიღე და აბაზანაში შევედი თავი მოვიწესრიგე და ისევ ოთახში დავბრუნდი.საწოლში მოვთავსდი და ისევ ფიქრები მომაწვა.სრული ერთი დღეც არ გამიტარებია „გათხოვილის“ სტატუსით და უკვე ცუდად ვიყავი.2 ორი საათი სრულდებოდა კარის ხმა რომ გავიგე მაგრამ იმდენად მოთენთილი ვიყავი თვალებიც ვერ გავახილე მაგრამ ნაბიჟების ხმა ნათლად მესმოდა.ოთახში სწრაფად გავრცელდა ალკოჰოლის მძაფრი სურნელი და ცუდად გახდომამდე წამები მაკლდა.როგორც ჩანს საწოლს უახლოვდებოდა რადგან სურნელი უფრო მძაფრად შევიგრძენი. -გძინავს ? - ზურგს უკან ჩურჩული გავიგე ხმასაც დასტყობოდა ალკოჰოლი. -არა. -სხვა ოთახში რატო არ გძინავს? ჩემ ოთახში შენ რაგინდა? - მოვკვდი.უკვე ვეღარ ვიტანდი თორნიკე ფილფანს. -შენ რომ უთხარი სხვა ოთახი გაუმზადეთო მიტომაც მძინავს აქ - ხმა გამიტყდა.აღარ იყო ისეთი მყარი. -ტირი? - შეუმჩნევია. -არა -აბა რახმაგაქ? - ინტერესის ნოტები შეეპარა ხმაში და ზურგზე ხელის დადებაც ვიგრძენი. -ჩვეულებრივი - უხეშად ვუპასუხე და ხელი მოვიცილე. -უკვე ნერვებს მიშლი და მთელი ცხოვრება აზზრზე ხარ რას მიზამ ? - ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ოო როგორ ნერვებს მიშლიდა ეს ბიჭი.როგორ ავიტანდი? - არვიცი! ... ერთი კვირა იყო გასული რაც „გათხოვილი“ მერქვა და უკვე ვეღარ ვძლებდი.ყოველი დღე იწყებოდა ჩხუბით,გრძელდებოდა ჩხუბით და მთავრდებოდა ჩხუბით.გაბრაზებული ადგებოდა ბარში წავიდოდა მოვიდოდა მთრალი და აშკარა კვალი ეტყობოდა რომ „ნაგულავები“ იყო,ეს კი კიდევ უფრო მტკენდა გულს.იმისდა მიუხედავად რომ არ ვუყვარდი,პატივსაც კი არ მცემდა და ყველანაირად ნოლი ვიყავი მისთვის.ერთი კვირა ნინო არ მინახავს და ცუდად ვარ. -ნინო როგორხარ ? - როგორც კი ზარს უპასუხა მაშჳნვე მივაყვირე. -კარგად შენ როგორხარ ? კარგია მანდ? -რავი ამას თუ კარგად ყოფნა ქვია მაშინ კარგად ვარ,კარგია კი არა სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის უკვე.მკლავს ეს ბიჭი ყოველ დღე,გთხოვ შემხვდი სადმე თორე გული ვეღარ გაუძლებს და მოვკვდები - ამოვიტირე და ცრემლებს გასაქანი მივეცი. -ორზე ჩვენ კაფეში - ჩამყვირა და სწრაფად გამითიშა. პირველი საათი იყო ამიტომ მომზადება დავიწყე.სრაფად მოვემზადე და ოთახი დავტოვე.კიბეებზე ჩავდიოდი თორნიკე რომ სახლში შემოვიდა და გაკვირვებულმა გამომხედა. -სადმე მიდიხარ? - წარბ აწეულმა მკითხა და ტელეფონი გაანათა. -კი -სად? -სადღაც! - ვუპასუხე და გვერდის ავლა დავაპირე ხელში რომ მწვდა და ერთ ადგილას გამაშეშა. -რომ გეკითხები უნდა მიპასუხო და თუ არ მიპასუხებ მოგიწევს სახლში ყოფნა - გაცეცხლებულმა მიყვირა და სავარძელში „ჩამაგდო“ -ფუუ უხეშო,დეგენერატი ხარ ამხელა კაცი,სუფთა ვირი ხარ - მეც ავყვირდი და თან ჩაწითლებულ ხელს ვიზელდი. -მოგხვდება ახლა და ნახავ მერე - დამემუქრა და ისიც სავარძელში მოთავსდა ჩემს წინ - სად მიდიხარ? -დაქალს უნდა შევხვდე -რაა? და მაგის გამო დამალურჯებინე ხელი - უკვე გალურჯებულ ხელზე მანიშნა და გაცეცხლებულმა გადმომხედა - გეპასუხა ნორმალურად გიშლიდა ვინმე წასლას თუ რა? ვაფშე ბიჭებს შეხვდი შენ ასაკში მაინც ხო იცი გოგოებს შეყვარებულები ყავთ და შენ მარტო ცოდვა ხარ - საწყლად გადმომხედა.ტვინმა წამებშჳ გაიაზრა ნათქვამი და გულმაც წამებში იგრძნო ტკივილი. -როგორი სადისტი ხარ!როგორ ვერ გიტან რომ იცოდე - გამწარებულმა წამოვიყვირე და კიბებზე ავედი ოთაახის კარი რასაც ქვია შევგლიჯე და საწოზე ტირილით დავარდი.მისგან განსხვავებით ოდნავ მაინც ვცმედი პატივს და ასეთ უმსგავსოას არ ჩავიდნედი.ეგონა ნამდვილი ბო*ივით მოვიქცეოდი და სხვას შევხვდებოდი? - ღმერთო რა დონის აზროვნება აქ.ათი წუთი ალბათ ცრემლების ნაკადული მომდიოდა სახეზე მერე შეხება ვიგრძენი და დაფეთებული წამოვარდი. -არ მომეკარო! არ მომეკარო გაფრთხილებ! ნუ მაიძულებ მკვლელობა ჩავიდინო ნუ მაიძულებ! იმდენად საშინელი ხარ რომ გგონია ყველა შენსავით მოიქცეოდა!შენგან განსხვავებით მცირეოდენი პატივისცემა გამაჩნია შენს მიმართ და ასეთ საშინელებას არ გკადრებდი და შენ რასაკეთებდი ერთი კვრის განმავლობაში თუ გახსოვს? - გამწარებულმა გავხედე - გახსოვს გახსოვს თან ძალიან კარგადაც ! -ნუ პანიკიორშობ გოგო ! -კიდევ ის ყვიროდა?! -რა დონის უნამუსო ხარ თუ ხვდები მაინც? - ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და კარისკენ წავედი - გავითვალისწინებ შენს რჩევას.დღეს დაქალს ვნახავ და ცოტახანში ბიჭებსაც შევხვდები - კარი გამოვაღე და კისრის ტეხით ჩავირბინე კიბეები.დიახაც შევხვდებოდი ვინმეს და ცხოვრებას ისე გავაგრძელებდი როგორც ადრე.სახლის ეზოდან გასული არ ვიყავი ხელზე დაქაჩვა რომ ვიგრძენი,სწრაფად შემაბრუნეს უკან და ცხელი რაღაც ვიგრძენი ტუჩებზე.რაა? მაკოცა? თორნიკემ ? შანსი არაა! -შენ გაბედე და ვინმეს შეხვდი! მერე მე ვიცი! ....... გამარჯობათ ყველასსსს :დდდ ვიცი რომ ამ სტილის ისტორიები ბევრი არის საიტზე განთავსებული მაგრამ მაინც მომინდა რაღაცნაირად დამეწერა თან ცოტა რეალური ფაქტებიც გამოვიყენე.ვიცი ვინც წაიკითხავს პირველ თავს დასასრულს ეგრევე გაშიფრავს მაგრამ მაინც დავწერეე :დდდდ მადლობა ყველას ვინც ჩემი წინა ისტორიები წაიკითხა და ოდნავ მაინც მოეწონა <3 :დდ ხოკიდეეე :დდ თავებით რამდენი ისტორიაც დავიწყე არ დავამთავრე არცერთი მაგრამ ამას აუცილებლად დავამთავრებ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.