შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე (თავი 3)


11-09-2015, 19:46
ავტორი buzgu))
ნანახია 2 479

დედას ყველაფერი მოვუყევი. ყურადღებით და გაკვირვებული მიყურებდა და ბოლოს უკვე რომ დავამთავრე და მის რეაქციას დაველოდე:
-ოო ღმერთოო-წამოიძახა სასიამოვნოდ, გაკვირვებულმა.
-რა იყო დედა?-წარბაწეულმა შევხედე.
-არაფერი უბრალოდ, ეს ... ეს ძალიან რომანტიულია...
-დედააა!-წამოვიძახე და ოთახიდან სამზარეულოში გავედი.
-არა მართლა მართლა... ამ ხნის მანძილზე არავინ გყოლია... ეს კი... მშვენიერი ვარიანტია-უკან გამომყვა დედა.
-დედა რა გჭირს?-დაეჭვებულმა ვკითხე-ასე კარგად არასდროს განწყობილხარ ჩემი თაყვანისმცემლების მიმართ.
-არა არაფერი უბრალოდ მომწონს ეს ქცევა-ჩაილაპარაკა დედამ და მამას გვერდით მიუჯდა-კარზე ზარიააა!!
-მე გავაღებ-ვთქვი და კარისკენ წავდი-მააარ გაიღვიძეე?-სიცილით ვუთხარი მარის და გადავეხვიე. მის უკან კი ნაცნობი სახე შემომეჩეხა.
-ეს აქ... ეს აქ საიდან გაჩნდა?-ვთქვი გაკვირვებულმა და მარის შევხედე.
-ვინ?-გაიკვირვა მარიმ და უკან გაიხედა, მაგრამ არავინ დახვდა-მეღადავები?
-რაღაც მომეჩვენა ეტყობა, შემოდი შემოდი. მარტო ხარ?
-კი აბა ვისთან ერთად ვიქნები?-გაკვირვებულმა თვალები დამიჭყიტა.
-კაი ხო, რა იყო, არ მცემო-ვუთხარი განაწყენებულმა და სახლში შევიყვანე.
-გამარჯობათ!-უთხრა ჩემს მშობლებს მარიმ
-გამარჯობა მარი!-გაუღიმა დედამ.
-ანი შენთან სალაპარაკო მაქ წამო რაა...
-წამოდი-ოთახში შევიყვანე და სავარძელში დავჯექით ორივე-რა მოხდა?
-გოგო ნიკამ არ გინდათ წვეულება მოვაწყოთოო?
-რა წვეულება?
-რავი გოგო წამო რაა... დაბლა გველოდება და მოვითათბიროთ რაა...
-მოიცა ნიკა ჩამოვიდა?-(ნიკა ჩვენი საუკეთესო მეგობარია, ჩვენზე ერთი წლით დიდია)
-ხო მიდი მიდი მალეე!!-დამაჩქარა მარიმ.
-კაი დაიცა-ოთახში გავედი და დედას ვუთხარი რომ ცოტა ხნით ეზოში ჩავდიოდი და მალე ამოვიდოდი.
კიბეებზე ჩავირბინე და წინ დიდი ტოიოტას შავი ჯიპი დამხვდა.
-მოიცა ეესს...-ვთქვი და მანქანას თვალი ძლივს მოვწყვიტე რომ მარისთვის შემეხედა.
-ხოო, ხოო ეს ნიკას ახალი მანქანაა..
-ვაააა-გავიცინე და წინ ნელი ნაბიჯით წავედი.
რამდენიმე ნაბიჯით ვიყავი მანქანას მიახლოვებული რომ წინა კარი გაიღო და გადმოვიდა მაღალი, ოდნავ სუსტი, მაგრამ ძლიერი ბიჭი. შავი სათვალეები ეკეთა, თვალებს ვერ ვხედავდი მაგრამ ოდნავ სქელ ტუჩებზე მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა.
-ეს ნიკაა?-სერიოზულად მაინტერესებდა და მარის ვკითხე.
-კი კი-სიცილი დამაყარა მარიმ მერე კი გვერდზე გაიწია.
-მოდი ჩემი გოგო-დამიძახა ნიკამ და ხელები გაშალა. მე კი გავიქეცი და დიდი ხნის უნახავ, უსაყვარლეს მეგობარს გადავეხვიე.
-მომენატრეე!-კინაღამ წამოვიყვირე.
-მეც აან, მეც მომენატრე-მითხრა და დამსვა.
-როგორ ხაარ?-უაზროდ ვიღიმოდი
-რა კითხვაა ახლა ეს? ვერ მხედაავ? მოდი მოდი სადმე წავიდეთ კაი გეგმა მაქ.
ხმა ამოუღებლად ჩავჯექით მანქანაში. მანქანა დაიძრა და წავედით.
ჩემს სახლთან ახლოს მდებარე კაფესთან გააჩერა, შევედით და თავისუფალ მაგიდასთან დავჯექით. ყავა შევუკვეთეთ მე და მარიმ და ნიკას ცნობისმოყვარე თვალები მივანათეთ.
-ხო მოვყვები-გაიცინა და დაიწყო მოყოლა-მოკლედ ახალი სახლი უნდა ვიყიდო, უკვე არჩეული მაქ (ნიკა მდიდარი ოჯახის შვილია, მაგრამ თვითონაც მუშაობს და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, ბიზნესმენია), ხო და მინდა წვეულება მოვაწყო ბევრი ბავშვები დავპატიჟოთ და ვიმხიარულოთ. აბა როგორი აზრია.
-მაგარიაა!!-წამოიძახა მარიმ.
-მეც მომწონს წს იდეა...
-მშვენიერია მაშინ ხვალე სახლს განახებთ, თქვენ კი მეგობრებს შეატყობინეთ, ჩემს მეგობრებს კი მე დავპატიჟებ.
-შევთანხმდით!-ხელი მაგიდაზე შუაში დავდე.
-ხო-დამაადო ნიკამ ხელი ხელზე.
-მეც თანახმა ვარ!-სიხარულით წამოიძახა მარიმ და ხელი დაგვადო.
-უუუუუუუ-დავიყვირეთ ყველამ ერთად და ხელები მაღლა ავწიეთ.
ყველა ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ ჩვენ ეს სულ არ გვაინტერესებდა. ყავას არც დაველოდეთ ფული მაგიდაზე დავტოვეთ და კაფიდან გავედით.
ნიკამ საახლამდე მიგვაცილა მე და მარი. მეგობრებს დავემშვიდობე და გადავედი. ცოტა დაღლილი ვიყავი, თავი მტკიოდა სახლში ავედი, სამზარეულოში წყალი დავლიე და ოთახში შევედი... წამოვწექი და ჩამეძინა. მესიჯმა გამომაღვიძა ტელეფონზე. უცხო ნომერი იყო. "ფანჯარაში გაიხედე" ეწერა წერილში. გავიხედე ფანჯარაში და ბარათი დამხვდა გარედან ფანჯარაზე გაკეთებული. ბარათი გავხსენი და ამოვიკითხე "ახლა კი აივანზე გადი". აივანზე გავედი, მაგრამ ვერაფერი შევამჩნიე, შემდეგ თვალი მოვკარი ბარათს, რომელიც ძირს ეგდო. გავხსენი და ხმამაღლა წავიკითხე " გადაიხედე აივანზე იმედია მოგეწონება ". ნელა მივუახლოვდი აივანს და გადავიხედე. მაშინ არ ვიცი რამდენი კითხვა დატრიალდა ჩემს თავში. აივანზე, გარედან, დიდი გვირილების თაიგული დამვხვდა ჩამოკიდებული. "ოო ღმერთოო" ვთქვი ხმამაღლა და თაიგული ხელში ავიღე.
..........................
მადლობა თითოეულ იმ ადამიანს ვინც ამ ისტორიას კითხულობს <3 მიყვარხართ <3 მართალია სულ დიალოგებია მაგრამ გარემოს აღწერა შემდეგშიც მეყოფა ასე რომ დიდ სიახლეებს ელოდეთ. ვცდილობ ორიგინალური გამომივიდეს!

<3 სიყვარულით ბუზღუ <3))



№1  offline წევრი Geek Girl

Sainteresoa male dade da ufro gaapamaze tavebi... Warmatebebi

 


№2 სტუმარი ninia

erti ram ver gavige is nika 18 wlis gamodis da warmatebas rogor miaxwia an swavla raa asakshi daamtabra

 


№3 სტუმარი lana

vaimee adminn arr gadamruoo da exlaa arr tqvaa ess nikamm gaketaoo ..... isee dzann magardaa momwonss ess istoriaa da ravqnaa malee dade gtxovv admin raa miyvarxar shenc da es istoriacc()

 


№4  offline წევრი buzgu))

ninia
erti ram ver gavige is nika 18 wlis gamodis da warmatebas rogor miaxwia an swavla raa asakshi daamtabra

ნიკას ისტორიაც მოვყვეე? belay smile

lana
vaimee adminn arr gadamruoo da exlaa arr tqvaa ess nikamm gaketaoo ..... isee dzann magardaa momwonss ess istoriaa da ravqnaa malee dade gtxovv admin raa miyvarxar shenc da es istoriacc()

love საყვარელო ადმინი არ ვარ მარა ძაან დიდი მადლობა რომ გიყვარვარ და მოგწონს ეს ისტორია wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent