შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და წვიმა..(4)


29-03-2015, 23:04
ავტორი American angel
ნანახია 2 647

მარის ხმამ გამაღვიძა..
-ნანი ბებო ეს გოგო გადამრევს,რა დრომდე ძინავს.
-მარი შვილო გუშინ ნასვამი მოვიდა,აზრზე არ ვარ სად იყო.
-ადგეს და მოგვიყვება...აეთრიე ნინა აეთრიეე!!!!
საბანი გადავიძრე და სამზარეულოში გავედი.
-ყავა რააა.
-ნანი ბებო მეც გამიკეთე რა.
მარი მომიტრიალდა ,თავი ხელებზე დადო და მომაშტერდა.
გამეცინა.
-რას მიყურებ?
-მიდი მოყევი.
-რა მოვყვე?
-სად იყავი გოგო?
-არვიცი რაღაც კაფეა,რესტორანი თუ კლუბი.
-ვისთან ერთად?
-ვისთან ერთად გამიშვი?
ისეთი მიაკივლა,ადგილზე შევხტი.
ნანიმ თავი გამოყო.
-რა იყო შვილო რამე ხო არ მოხდა?
-არაფერი ნანი ბებო,გააგრძელე ნინა.
-აუ გოგო არაფერი,დავლიე და სასწაულები ვაკეთე,მოკლედ რა..
-სიყვარული აუხსენი?
-ხო თითქმის.
-თვითონ რაო?
-ერთი სიტყვაც არ მახსოვს.
-აუ მაგრად ვერ ხარ, მოგწონს?
-არა,პროსტა გუშინ რაღაც ..
-არა კი არა მოგწონს.
-ნუ მასწავლი.
-კიდე როდის უნდა შეხვდე?
-არასდროს.
-ფუ რა დებილი ხარ.
ყავაც მოვიდა და წყნარად მოვსვი,ცხელი იყო.
-ნინა გავისეირნოთ რა.
მაგრად მეზარებოდა,მაგრამ ჯობდა გავსულიყავი,ისედაც ჰაერი არ მყოფნიდა..
ჩავიცვი და მარი ავაგდე.
მოღრუბლული იყო და ყველაზე მეტად წვიმა არ მინდოდა.
-მარი დათუნა რას შვება?
-კაია რომ გაგახსენდა.გოგო მოკლედ გუშინ შენ რო დაგტოვე იმ მაგარ ბიჭთან, რა ქვიაა?ხო ნიკუშა, მერე ხო სახლში ფეხით წავედი და ძაან წვიმდა,ხოდა გზაში შემხვდა და ქოლგაში შემომიძვრა.
-არ მითხრა რო არ გააგდე.
-გოგო რა მექნა?
-აუ მაგარი იდიოტი ხარ.
-იდიოტი კი არა უგულო არვარ, შენგან განსხვავებით.
-უგულო რა შუაშია,ყველაფერს პატიობ.
-მიყვარს.
-კაი კაი.ანუ შერიგდით?
-ხო რავი.
ყველაზე მეტად ახლა აქ ნიკუშას არ ველოდი,მუხლები ამიკანკალდა და ზუსტად ვიცოდი მარის ხელი რომ არ ყოფილიყო დავეცემოდი,მარიმ ჩუმად ჩაილაპარაკა:
-არ შეიმჩნიო.
მეც ეგ მინდოდა,რომ არ შემემჩნია მაგრამ აღელვება აშკარად მეტყობოდა.
-ვა ვააა ნინაა.
-გამარჯობა.
-მარი თუ შეიძლება გავიყვან შენ დაქალს,ერთი წუთით.
-ორით იყოს.
თვალი ჩაუკრა მარიმ.
ისე შევხედე,სიმწრისგან ტუჩზე იკბინა.
-სალაპრაკო გვაქ რამე?მარისთან რა არის დასამალი.
ნიკუშამ ხელი მომკიდა და ”გამათრია”
-მეტკინა!
-რა გჭირს?
-არაფერი.
-გუშინდელი დაგავიწყდა?
-არა არაფერი არ დამვიწყნია,უბრალოდ გუშინ ძაან დავთვერი და რაც ვთქვი ყველაფერი ტყუილი იყო.
არაფრის ლაპარაკი აღარ ვაცადე, წამოვედი და მარიც გამომყვა.
გზაში ვილაპარაკეთ,მერე მე სახლში ავედი და მარიც წავიდა.
არაფერზე ფიქრი არ მინდოდა.
პირველად ვიყავი ასეთ გაურკვევლობაში.
ცოტა ვიტირე და დამეძინა.
******************************



№1  offline წევრი marikooo

Ohooo daidzaabaa...! Yochaaggg! Auu ori satxovari maqvs :D 1) tavebi cota gazarde 2) mal-male Dade xolme Ra...❤ titoeuli wvrilmani momwons am istoriis!kargi weris stili gaqvs!

 


№2  offline წევრი tamoooooooooooooooooooo

მეც მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent