შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის და ცნობილის ისტორია


11-09-2015, 23:14
ავტორი kato2324
ნანახია 2 452

დილით 5ს რომ 27 წუთი აკლდა გამეღვიძა, ნახევარი საათი ვკოტრიალობდი და ვერ ვიძინებდი. უეცრად ჩემი ტელეფონის ხმა მომესმა წერილი მომივიდა. გამიკვირდა ამ დილაუთენია ვინ უნდა ყოფილიყო. ტელეფონი ავიგე და უცხო ნომერი დავინახე. ვიღაცამ მომიკითხა. ყურადგება არ მივაქციე და სარბენლად წავედი. სახლში რომ დავბრუნდი 8 საათი იყო და გამახსენდა, რომ დღეს შაბათი იყო და ჩემი ოჯახი უნდა გამეცილებინა. უცბათ ჩავიცვი, მანქანის გასაღები ავიღე და გარეთ გავედი. მანქანაში ჩავჯექი დავქოქე და წავედი. სახში აღარ მივსულვარ პირდაპირ აეროპორტში მივედი ისედაც ვაგვიანებდი დედა, როგორც ყოველთვის ნერვიულობდა :
-სად ხარ გოგო ამდენ ხანს? –დედა
-დამავიწყდა დღეს, რომ მიდიოდით. –გავიღიმე
-კარგი ნახევარ საათში ჩვენი რეისია , ის წიგნი რომ გთხოვე მომიტანე? –დედა
-კი მოგიტანე. ჩანთაში ჩაიდე! –მე
20 წუთში ჩვენი რეისი გამოაცხადეს. დედა მამა და ჩემი ძმა თვითმფრინავში ავიდნენ და 10 წუთში თვითმფრინავი აფრინდა.
მანქანაში რომ ვიჯექი ტელეფონმა დარეკა. ჩემი საუკეთესო მეგობარი მირეკავდა :
-გოგო საჭესთან ვარ და გადმოგირეკავ! –მე
-აუუ გეხვეწები დროზე მოდი ჩემთან თორე გავაფრენ –მითხრა ატირებულმა ელენემ.
-კარგი ნუ ტირიხარ მოვდივარ!-მე
ელენესთან, რომ მივედი საშინელ მდგომარეობაში დამხვდა : სახლი სულ არეული იყო. ელენე გამწარებული ტიროდა და მე მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ ტიროდა ელენე.

-ელენე აქ რა ხდება , რატო ტირიხარ ? რა მოხდა? –მე
-ნიკამ მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ – ელენე
-და მაგიტომ ტირიხარ? – მე
-სერიოზულად მითხრა და ხო იცი როგორ მიყვარს! –მიყვირა ელენემ
-კარგი დაწყნარდი, და ნუ მიყვირიხარ. ხო იცი რომ შენი ერთი ცრემლი უფრო ძვირფასია ვიდრე ნიკა?!
-იცი მართალი ხარ ვინ არის ნიკა არავინ! მორჩა დამთავრდა! მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ – ელენე
-რაზე? –მე
-მომიყევი როგორ გააცილე შენები? –ელენე
-ჩვეულებრივად. მოდი რამე დავლიოთ და დავიძინოთ! –მე
-მოდი!
ელენეს არ ეძინებოდა და ისევ ტიროდა! დილით ძლივს ჩაეძინა მე კი ვეღარ ვიძინებდი! ავდექი და ყავის გაკეთება დავიწყე, უეცრად აღმოვაჩინე, რომ ყავა აღარ იყო! საათს დავხედე და 9ს აკლდა 5 წუთი. სანამ მაღაზიის გახსნას ველოდი ტანსაცმელი გამოვიცვალე და ისე ჩავედი! მაღაზიიდან, რომ ვბრუნდებოდი სადარბაზოსთან ვიღაც უცნობი იდგა! ყურადღება არ მივაქციე! მაგრამ გვერდი რომ ავუარე უცბათ რაღაც მითხრა:
-პატარა, წერილზე პასუხის გაცემა არ იცი? –უცნობი
ვერაფერს მივხვდი და ვუპასუხე:
-ვიღაცაში გეშლებით! –მე
-მიდი! მიდი! სახში ადი გაცივდები პატარა! – მითხრა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა!
სახლში, რომ ავედი მაშინ მივხვდი, რომ ეს უცნობი იმ წერილის მფლობელი იყო! სახლში გაღვიძებული ელენე დამხვდა :
-სად იყავი? –ელენე
-მაღაზიაში ვიყავი, ყავა ამოვიტანე და იცი რა მოხდა?! –მე
-რა მოხდა? გამყიდველი ბიჭი იყო და შეგიყვარდა? –დამცინა ელენემ
-ნუ ღადაობ შტერო ! –ყველაფერი ელენეს მოვუყევი და ელენემ მითხრა რომ უცნობი თაყვანის მცემელი გამომიჩდა მერე ერთად ვიცინეთ და ყავა დავლიეთ. საღამოსკენ ორივეს გაგვახსენდა რომ ინსტიტუტის დავალებები გვქონდა მოსამზადებელი და ერთად მოვამზადეთ! კინოს ვუყურეთ და დავიძინეთ!
იმ დღეს ისევ ელენესთან დავრჩი. დილთ, რომ გავიღვიძე ელენეს ეძინა. მე ელენეს სპორტულები ჩავიცვი და სარბენლად წავედი. ზღვასთან ავედი, და უეცრად ნაცნობი ჟაკეტი შევამჩნიე. ვერ ვიხსენებდი სად ვნახე ეს ჟაკეტი და უცბათ დამარტყა თავში, რომ ეს ჟაკეტი იმ უცნობს ეცვა. სანამ ვფიქრობდი გაქვრა. სირბილი გავაგრძელე და უკნიდან ხმა მომესმა :
-როგორ ხარ პატარა? –უცნობი
-უკაცრავად დარწმუნებული ხართ, რომ მიცნობთ? –ვიკითხე მე
კაპიშონი მოიხსნა და სახე გამოაჩინა, ჩვეულებრივი ბიჭი იყო რომელსაც მეტი საქმე არ ქონდა და მიპასუხა :
-თქვენობით ნუ მომართავ და ნუ გეშინია მალე გამიცნობ. –უცნობი
-მე... –შემაწყვეტინა!
-კარგი პატარა ეხა უნდა წავიდე, ჭკვიანად! -უცნობი
მთელი გზა მის სიტყვებზე ვფიქრობდი, სახლში გაკვირვებული მივედი. ელენემ მკითხა :
-რა მოგივიდა? რა შეშინებული ხარ? –გაღიმებულმა მითხრა ელენემ
-გოგო ისევ ის უცნობი შემხვდა! –ვუთხარი გაკვირვებულმა
-მართლა?! მომიყევი დროზე! –ელენე
ყველაფერი მოვუყევი და ელენემ სიცილი ატეხა :
-რა გაცინებს შტერო? –მე
-აუუ რა მაგარია რა! –ელენე
-რა არი გოგო მაგარი? –მე
-გოგო უცნობი თაყვანისმცემელი გყავს მაგას რა ჯობია –სიცილით მითხრა ელენემ
-ელე ხო არ გააფრინე იქნებ ვინმე მანიაკია? –მე
-კატო მომისმინე მანიაკი რომ იყოს აქამდე იმოქმედებდა , ეს კიდე ნახე რა საყვარელია პატარას გეძახის –იღიმოდა ელენე
-ისე მართალი ხარ! –მე
-საყვარელია? –ელენე
-რავი გოგო ჩვეულებრივი ბიჭია კი არ დავკვირვებულვარ –ჩავიცინე მე
-კაი წამო! წამო! ყავა დავლიოთ! –ელენე
საღამოსკენ მე და ელენე სახში ვიჯექით. გარეთ საშინელი წვიმა იყო! მე და ელენე ვუყურებდით კინოს და უეცრად ჩემმა ტელეფონმა დარეკა, დედა მეგონა მაგრამ ტელეფონს რომ დავხედე ის უცნობი ნომერი იყო, ელენეს ვუთხარი :
-გოგო ისაა! –მე
-ვინ? –იკითხა გაკვირვებულმა ელენემ
-ის უცნობი! –მე
-უპასუხე დროზე –ელენე
-არა გოგო ! –ვუთხარი ელენეს, მაგრამ ელენემ ტელეფონი წამართვა უპასუხა და ხელებში მომაჩეჩა ტელეფონი! სხვა გზა არ მქონდა და ვუპასუხე :
-ალო? –მე, ელენემ მიკროფონი ჩამართმევინა.
-რას შვები პატარა? –უცნობი
-რომელი ხარ? –მე
-კაი რა ვიცი, რომ მიცანი. რაღაც სერიოზული საქმე მაქ ჩამოდი შენ კორპუსთან ვარ! –და გამითიშა ტლეფონი.
-დროზე ჩაიცვი და ჩადი! –ელენე
-აუ ვერ ხარ სად უნდა ჩავიდე? –მე
-ვაიმე ჩადი რა ნახე იქნებ რა უნდა? –ელენე
-რამე რო მიქნას? –მე
-იდოტი ხარ რამის გაკეთება, რომ უნდოდეს უკვე იზამდა! მიდი დროზე –ელენე
-კარგი ხო! –მე
დაბლა ჩავედი და სადარბაზოსთან დიდი დათვით ის უცნობი დამხვდა! :
-აბა აქ ვარ რა საქმე გქონდა? –მე
-აი ეს დათუნია აიღე ჯერ პატარა! –უცნობი
-არა ვერ ავიღებ თუ საქმე გაქ თქვი! –უხეშად ვუპასუხე
-კარგი! მოდი მაშინ ჩვენი ურთიერთობა დავიწყოთ სხვანაირად კარგი? –უცნობი
-არა! –ისევ უხეშად ვუთხარი და გავტრიალდი მაგრამ ხელი ჩამავლო დათუნია მომაჩეჩა და მითხრა: - ხვალ კაფე “სამყაროში” გელოდები თუ არ მოხვალ სახლში ამოგივარდები!
გათენდა მეორე დილა. მე უკვე სახში ვიყავი და ელენეს დიდი მუდარის მიუხედავად მაინც არ ვაპირებდი იმ უცნობთან შეხვედრას! უეცრად ტელეფონის ზარი გაისმა, რეკავდა ელენე :
-გაგაღვიძე? –ელენე
-არა მეღვიძა –ღიმილით ვუპასუხე
-გოგო კაფეში რო წახვალ მითხარი რა მაინტერესებს რის ჩაცმას აპირებ –გახარებულმა მითხრა ელენემ
-რა კაფეში? ხო არ გაგიჟდი? არსად წასვლას არ ვაპირებ! –მე
-რატოოოო? –გაკვირვებულმა მკითხა ელენემ
-აუუ ელენე უკვე ნერვებს მიშლი! კარგად! –მე
-აუუ... -ელენე
ტელეფონი გავთიშე და საღამომდე სახში ვიჯექი. 9საათისკენ საღამოს ელენეს ზარი შემოვიდა :
-გოგო კაფეში ვიყავი, რა საყვარელი ვინმეა, მაგრამ ძაან გაბრაზებული იყო და მემგონი შენთან მოდის! -ელენე
-ელენე დაწყნარდი და ამიხსენი ყველაფერი თავიდან ბოლომდე! –მე
-კაფეში ვიყავი და ის უცნობი ვნახე –დაწყნარებულებმა მითხრა
-რაააააააააააა? –ვიყვირეე მე
-კაი დაწყნარდი რა მოხდა ? მაინც არ მიცნობს! –ელენე
-კაი მერე? –გაბრაზებულმა ვუპასუხე
-გელოდა, გელოდა და ბოლოს გაბრაზებული ადგა და სადღაც წავიდა. მგონი შენთან მოდის! –ელენე
-ნუ სულელობ! ჩემი მისამართი არც ეცოდინება! –ვიწყნარებდი თავს
-არვიცი კატო შენთან ხომ არ მოვიდე? –ელენე
-არა დაწყნარდი და დაიძინე გვიანია! ტკბილი ძილი! –მე
-შენც კატ! –ელენე
ტელეფონი გავთიშე და ყოველ წუთს შიშით კარის კაკუნს ველოდი!
11ს აკლდა 23 წუთი, როდესაც ჩემი შიშები ახდა! ისმის მძიმე კაკუნი, მივუახლოვდი კარს და შეშინებული ხმით ვიკითხე :
-ვინ არის? –მე
-მე –მკაცრი ბოხი ხმით მიპასუხეს
-ვინ შენ? –ვიკითხე და იმავე წამს ვინანე
-ეხლა, მაინც არ გამაბრაზო და კარი გააღე პატრა! –ისევ მკაცრად მიპასუხა
დაუფიქრებლად გადავატრიალე საკეტი და კარი თვითონ გაიღო!



№1  offline წევრი kato2324

ჩემი პირველი ისტორია და იმედია მოგეწონებათ, თუ მოგეწონებათ აუცილებლად გავგრძელებ <3

 


№2  offline წევრი marikooo

ძალიან
ძაალიან
ძააალიიან
მაგაააააარიიი
გოოოგოო ხარ,
ძააალიან
მაგაარი
ისტორიიით!
წარმატებები <3 !
მიიიყვააარხაააარ <3 ! <3 ! <3 !

 


№3  offline წევრი kato2324

მადლობა <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent