შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლორა და გრენუი #1


12-09-2015, 00:00
ავტორი tekka
ნანახია 1 849

ამასწინათ ზღვაზე ვიყავი ასული.ღამით.მარტო.ბოლო დროს უცნაურობები დამჩემდა,რაც შუაღამით გარეთ გასვლებით გამოიხატებოდა.
სიმართლე გითხრათ,არასდროს გამოვირჩეოდი ნორმალური ადამიანის ქცევებით,რაზეც დედა გამუდმებით წუხდა და მეჩიჩინებოდა ჩემი უფროსი დისთვის მიმებაძა და „ხალხში გავრეულიყავი“.ვერეოდი კიდეც.სადაც მიდოდა მეც მივყვებოდი და საერთოდ ვერ ვხვდებოდი რატომ აკეთებდა იმას,რასაც აკეთებდა. საუბარი ბიჭებზე.ვგიჟდებოდი ამდენი როგორ შეიძლება ისაუბრო ერთიდაიმავე თემაზე,თანაც ასე აჟიტირებულმა.მისი დაქალები ხომ მასზე უარესები იყვნენ.მერე მივხვდი,რომ მხოლოდ ისინი არ იყვნენ ასე. ჩემი კლასის გოგოებიც ასე იქცეოდნენ.გულს მირევდა ეს ყველაფერი. მანამდე თუ ხალისით და ხმაურით გამოვირჩეოდი,სკოლის დამთავრების შემდეგ,ვერც შევამჩნე,ისე შემომეპარა სიბერე.მეცინება ამ სიტყვაზე,მაგრამ ასეა.შემდეგი 3წელი არ ჩამიბარებია არსად.წელს გავედი გამოცდებზე,ყოველგვარი მომზადების გარეშე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავირიცხე.
როგორც წესი,ჩუმად დავდივარ,ჩემთვის.ბევრ რამეზე ვფიქრობ და ალბათ ამიტომ აღარ ვიღებ ხოლმე ხმას.არადა სათქმელი არაფერი მაქვს არავისთვის.ვის რაზე უნდა ვესაუბრო ვერ ვხვდები.ბიჭებზე?ეს ჩემი თემა არაა.თანაც გამოუცდელი ვარ ამ საკითხში.არასდროს მყოლია შეყვარებული.არასდროს მიკოცნია ვინმესთვის.არასდროს მქონია სექსი.განა იმიტომ,რომ ჩემს ქალიშვილობას მომავალ ქმარს ვუნახავ. არ მიფიქრია ამ თემაზე სერიოზულად.რომ მყავდეს ვინმე ისეთი,რომელსაც ვენდობი და მომინდება მასთან ურთიერთობა,ალბათ მექნება კიდეც,მაგრამ საქმე იმაშია,რომ ასეთი არავინაა.თითქოს არც მაწუხებს ეს საკითხი,მაგრამ ბინძური აზრები მაინც მომდის ხოლმე თავში ზოგჯერ. მახსოვს,ერთხელ ჩემს დას რაღაცაზე ვეჩხუბე ძალიან და ბოლოს მომაძახა წადი სექსით დაკავდი ვინმესთან იქნება დაწყნარდეო. ადგილზე გავშრი,ვერაფერი ვუპასუხე.ეს ჩხუბი მან მომიგო(როგორც წესი,ბოლო სიტყვა ჩემია ხოლმე).ვისთან უნდა წავსულიყავი. რამდენიმესთან მქონდა ვითომდა რაღაც ურთიერთობა და ბოლოს მტოვებდნენ.უკანასკნელს ბექა ერქვა.მასთან თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი,რომ არაფერი სერიოზული არ იქნებოდა.მერე,თითქოს მომეწონასავით და ვუგებდით ერთმანეთს,მაგრამ ბოლოს მითხრა,რომ ვეღარ მიძლებდა.კისერზე არ ჩამოვკიდებივარ,თავის გზაზე გავუშვი და დიდად არც მიდარდია.ახლაც მარტო ვარ.
ხო,რაზე დავიწყე?ზღვაზე ვიყავი ასულითქო არა?!
ტაქსით ავედი და მერე ცოტაც ფეხით ვიხეტიალე.ტაქსის მძღოლმა საეჭვოდ გადმომხედა,რომ ვუთხარი გამიჩერეთქო.ალბათ იფიქრა“მსუბუქი ყოფაქცევის“ ვიყავი და ღამის „სამუშაოზე“ გავედი. გამეცინა, მაგრამ არაფერი მითქვამს.ან რა უნდა მეთქვა.ზაფხულის პირველი თვის მეათე დღე იყო.წვიმის შემდეგ გრილოდა.მე კი სიფრიფანა მაისურის ამარა,აწურული მხრებით დავბოდიალობდი.სანამ ზღვასთან ჩასასვლელს მოვნახავდი,გამვლელი მანქანებიდან ასიგნალებდნენ.არც გამკვირვებია. უხმოდ მივდიოდი,არც შემიხედავს მათთვის.მე ჩემს სტიქიაში ვიყავი,ყურსასმენებიდან საყვარელი მუსიკა მესმოდა ასე,რომ საწუწუნო არაფერი მქონია.ერთ-ერთ ჩასახვევთან ჩავედი.დავჯექი და მოვიკალათე.ის-ის იყო ამოვიოხრე,მეგონა მარტო ვიყავი,რომ ხესთან მდგარი მანქანიდან უცნაური ხმები მომესმა.მიხვდით?წყვილს სექსი ჰქონდათ გაჩაღებული.გულის რევის შეგრძნებამ დამიარა და მივხვდი იქაურობას უნდა გავცლოდი.აღმართთან მამრის ხმა დამეწია.
-ახლა არ თქვა ჩვენი ყურებისას გაათავე.-არ მივბრუნებულვარ,მაგრამ ფეხის ხმაზე მივხვდი მიახლოვდებოდა.სიარულს ავუჩქარე.გზაზე ასულმა თავი სამშვიდობოდ ჩავთვალე,რომ თმიდან დამითრია და წინ ამეხიდა.-არ შემოგვიერთდები?
-ჯერ ისევ ხვნეშიხარ,იქნება ჯერ სუნთქვა დაირეგულირო და მერე ამოიღო ხმა.ამაზრზენია.-ვეცადე ძალიან უხეში ვყოფილიყავი.
-იცი ასეთი მკვლელი და დეპრესიული სახე რატომ გაქვს?იმიტომ,რომ სექსი გაკლია.ერთი უკვე გავაბედნიერე,თუ გინდა შენც მოგხედავ.-ეცადა წელზე შემოეხვია ხელი,მაგრამ ამის საშუალება არ მივეცი და თითქმის სირბილით გავუყევი გზას.არ მინდოდა ჰგონებოდა,რომ შემეშინდა.არადა მართლა ასე იყო.ისიც კი ვიფიქრე საერთოდ,რატომ წამოვედითქო.
ისევ თმის მოქაჩვით გამაჩერა.
-ამ დროს,ასეთ ადგილებში სასეირნოდ არ იქნები გამოსული.სახლიდან გამოგაგდეს?-ცინიზმი იგრძნობოდა მის ხმაში.
-შენ წარმოიდგინე და ზუსტად სასეირნოდ ვარ გამოსული,მაგრამ როგორც ხედავ არ დამცალდა მარტოობით ტკბობა.ხოდა წავედი სახლში.-ჩემი თმა ძალით გამოვგლიჯე ხელიდან და ზურგით შევბრუნდი იმ იმედით,რომ ტაქსი გამოჩნდებოდა და სასწრაფოდ გავეცლებოდი იქაურობას.
-შენ რა მართლა დაძაბული ხარ ტო....
-მიდი რა,შენს გოგოს მიხედე-აღარ დავამთავრებინე სიტყვა.
-ჰააჰ რა სასაცილო ხარ-ხელები გადაიჯვარედინა და სახე დაუსერიოზულდა უცებ-სხვათაშორის ჩემი გოგო არაა.მისი ბიჭი იწვა ჩემს ყოფილთან და სამაგიეროს მოითხოვდა სიტუაცია,ხომ გესმის?!თან დაიძინა.
-არ მითხოვია შენი სევდიანი ისტორიების მოყოლა.ვინმე სხვასთან დაიცალე გული კარგი?მე არ მაინტერესებს-ნელ-ნელა ვანელებდი სიარულს,რადგან დავიღალე.ისიც მომყვებოდა ფეხდაფეხ.
-ამ დროს ვერსად წახვალ,რომელი საათია ეგ მაინც თუ იცი.ვინმე ჩაგტენის მანქანაში იცოდე.
მანქანები მართლაც აღარ დადიოდნენ.ტაქსიზე ხომ ზედმეტია საუბარი.
-როდის მერე ზრუნავ ჩემზე?იქნება მინდა,რომ ჩამტენონ მანქანაში.
-არაა,ეგ რომ გდომოდა დაფეთებული არ გამოიქცეოდი იქიდან.
-დაფეთებული არ ვარ .
-კი,ხარ.შენი თავისთვის რომ შეგახედა თავად დარწმუნდებოდი ამაში.
-დაახვიე რა.
-ოხო!შენ რა უზრდელი ყოფილხარ..დედამ არ გასწავლა ზრდილობა?
-კიი,საკმარისი ზრდილობა გამაჩნია მათთვის,ვინც იმსახურებს.კიდევ მასწავლა,რომ უცხოებს არ უნდა ვესაუბრო...და საერთოდ,რატომ მომყვები ადამიანო.წადი რა თავი დამანებე!მარტო რომ მინდა ყოფნა ასეთი რთული გასაგებია?-ბოლოს ძალიან ხმამაღლა გამომივიდა,ჩემი თავის გამიკვირდა.ისიც,ერთიანად შეტრიალდა და წავიდა.
ორიოდე წუთიც არ იქნებოდა გასული მანქანა რომ გაჩერდა ჩემს წინ.ბიჭებით იყო გამოტენილი.


პ.ს
ვიცი,რომ ძალიან ბევრი ისტორია იდება ყოველდღიურად აქ.ბევრი კარგია,ბევრიც საკმაოდ ნაცნობი სიუჟეტით,რომელიც ცოტა მოსაბეზრებელია.ხოდა არ მინდა ჩემიც მეორე ნაწილში შედიოდეს.მოკლეთ თქვით რამე,რომ ვიცოდე გავაგრძელო დადება თუ ტყუილად ვიწვალებ.ხო მართლა ეს პირველია ჩემგან...

By TeBe feel




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent