შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყეული ღამეები[9]


12-09-2015, 00:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 290

სახლში,რომ დაბრუნდა ემოციების ქვეშ იყო.საშინლად უხაროდა ახალი ამბავი და ისეთი აღტაცებული იყო,რომ გამვლელები აკვირდებოდნენ,რა ხდება მის თავსო.ნინიმ კარები სიხარულით გააღო,მაგრამ მხოლოდ სიჩუმისას გაახსენდა,რომ მაია სამსახურში იყო და რვა საათზე რჩებოდა.მაცივრიდან წინა დღეს დამზადებული სადილი გამოიტანა და გააცხელა,შემდეგ უღიმღამოდ ჭამა და სამეცადინოდ გავიდა.ისევ ფანჯრისკენ ექცეოდა თვალები.ისევ უნდოდა ნელი ბებიას სახე დაენახა.“ეს უბრალოდ წარსულია“-გაიფიქრა გოგონამ და ჩანთა გახსნა.პირველად მათემატიკის წიგნი ამოიღო და პარაგრაფის კითხვას შეუდგა.ზუსტი მეცნიერებაც ესმის,საერთოდ ყველაფერის გაგებაშია და უმაღლეს შეფასებებს იღებს,მაგრამ ლიტერატურა მაინც განსაკუთრებულად უყვარს.ფილოლოგიურზე აპირებს ჩაბარებას,რაც ყველგან უფასოა და,ამიტომ სადარდებელი არ აქვს,დედას ფინანსურად შევაწუხებო.
ხუთი საათისთვის ტელეფონი აწრიალდა.დახედა და გაშრა,მისი ტანვარჯიშის მეგობარი ნენე ურეკავდა.რაც ერთად დადიან და ვარჯიშობენ უკვე წლებია და ერთმანეთს მშვენივრად ეწყობიან,მაგრამ დაქალები არასდროს ყოფილან.გაუკვრიდა,რომ ამდენი ხნის მერე გაახსენდა და სწრაფად უპასუხა.
-ნენე..-ხმაში აღელვება შეეტყო,მაგრამ არ შეიმჩნია.არ უნდოდა,რომ რაიმე ეგრძნო გოგონას..ეს მისთვის არ იყო,არ უნდოდა,რომ ტკივილი სხვისთვის მოეხვია თავს..თანაც ნენე როდიდან დაუახლოვდა!
-როგორ ხარ,ნინი?-ნენეს კარგად არ იცნობ.არ იცის რას ფიქრობს და რას გრძნობს,მაგრამ ხმაზე მიხვდა,რომ მისი ემოციურობის ეშინოდა,თუმცა ნინი ხომ ძლიერია და არაფერს იმჩნევს.
-კარგად,შენ? ცოტა ხანში გამოვალ და გნახავ..მომენატრა ტანვარჯიში-ხალისიანად უპასუხა მეგობარს,რომელმაც კისკისით უთხრა ერთად წავიდეთ,გამოგივლიო.ნენე საკმაოდ შეძლებული გოგოა,მშობლების მანქანა ემსახურება მძღოლითურთ.ნინი იუარა,არ მინდაო,მაგრამ გოგონამ აქვე ვართ და წაგიყვანთო,არ დაანება.
ნინიმ ტანსაცმელი გამოიცვალა,გაცრეცილი შორტი ჩაიცვა,რომელიც ცოტა ხნის წინ იყიდა თბილისი მოლში.ზემოთ უსახელო თეთრი მაისური გადაიცვა.ფეხზე კი კედები,რომლებშიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს.მართალია სექტემბერი იყო,მაგრამ ჯერ ისევ ცხელოდა.აბა,რატომ უნდა ჩაეხუთა საკუთარი თავი? წინა დღეს ჩალაგებული ჩანთა ზურგზე მოიკიდა და სარკეში ისევ ჩაიხედა.“არაუშავს“ მზერით გააღო კარები და ლიფტი გამოიძახა.
სადარბაზოში იყო,როცა ნენე დაინახა და გაიფიქრა,ყველა ეზოსა და სკამის დანახვაზე,ის მოხუცი რატომ მახსენდებაო,თუმცა მეგობრის გალაღებულმა სახემ ეს სულ გადაავიწყა.
-მომენატრე-მასთან მივიდა ნენე და ხელები მხრებზე შემოხვია..-ბოდიში,რომ არ სწრაფად უპასუხა და მანქანისკენ გაიხედა ნენემ.
სავარჯიშო დარბაზში მათი სიმაღლის,არც ისე ლამაზი ქალი ხვდებათ და გოგონებს კოცნის.ნინის ოჯახზე არაფერი იცის,თორემ,ალბათ,ჰკითხავდა.გოგონას არც უნდა,რომ რამე გაიგონს.ტერეზა მასწავლებელი მხიარულად უთითებს,გამიცვალეთო და თვალს უკრავს.
-ეს ქალი ყოველთვის ასეთი როგორაა-ხითხითით გადაჩურჩულებს ნენე ნინის და ჩაცმას იწყებს.ნინი ელასტიკებსა და უსახელო შავ ზედას სწრაფად იცვამს,ფეხზე „ჩასკებს“ ირგებს და კარებისკენ მიიწევს.
გაკვეთილი ჩვეულად მიდის ტერფების გახურებით იწყება და ორი საათი მიმდინარეობს.ნინი სულ ასე ეუბნება ყველას,ვინც ჰკითხავს როგორ ჩაიარა გაწელვებმაო.
-მამაჩემს მთელი წლის ცურვის აბონემენტები მისცეს.მართალია,არ არის საუკეთესო აუზი,რომელიც დიღომშია,მაგრამ ნახე..-ორ აბონემენტს ანახებს და უღიმის ნინის.ცოტა ხნის წინ მოიფიქრა,რამით წავახალისებო.არაბული უღიმის,შესანიშნავიაო,თავი ისე უჭირავს,თითქოს ვერ ხვდება მეგობრის განზრახვას.
-ერთი შენთვისაა,ერთ კვირაში დაბადების დღე გაქვს და მინდა გაჩუქო-იმიზეზებს ნენე და ხელკავით მანქანისკენ მიჰყავს.ნინი დაბნეულია,მაგრამ მაინც ართმევს ყოყმანის შემდეგ და მადლობას უხდის.
-აბა,ზეგამდე-ნინის სახლთან აჩერებინებს მძღოლს ნენე და გოგონას გულში იკრავს.ნინი აღტაცებული და გაკვირვებული გადმოდის მანქანიდან.საათს უყურებს და ცხრა ხდება,დედაჩემი მოსული იქნებაო და ლიფტს სიხარულით იძახებს.
ცურვაზე სიამოვნებით ივლის და თან ნენესთან ერთად.“ხომ შეეძლო სხვიისთვის მიეცა..“-ფიქრობს განაწყენებული.ის ხომ მუდამ გულჩვილი გოგონაა,რომელიც ყველა შესაძლო შემთხვევაზე ფიქრობს.“ალბათ,შევეცოდე..მამაჩემზეც გაიგო,ალბათ..“-ფიქრობს და ლიფტით ჩერდება.ნუგზარის უნიათობის ამბავი ხომ მთელ თბილისს მოედო.“ხალხს როგორ უყვარს ჭორაობა“-სახლის კარებს აღებს და დივანზე მჯდარ დედას ეხვევა.
-როგორ ჩაირა დღემ?-ინტერესით ეკითხება მაია და შვილის თავს მხარზე იდებს.ნინი უყვება უფასო სწავლის ამბავს,აბონემენტზე დაბადების დღეზე ვეტყვიო,ფიქრობს და თავის ოთახში გადის.
ქართულის გაკვეთილს კიდევ ერთხელ იმეორებს,როცა ელენე უვარდება ოთახში.
-შემაშინე?-წამიერად დგება ნინი სკამიდან და დაქალს ყოყაზე კოცნის.რაღაც კითხვა ვერ გავიგე და უნდა დამეხმაროო,იმიზეზებს ელენე,არადა,ნინის ნახვა უნდა,აშკარაა.
-შენ რა ბიჭივით იქცევი,რომელსაც გოგოსთან ყოფნა უნდა-ღიმილით ეუბნება ნინი და დაქალს ლოგინზე სვამს..-მეც მინდოდა,შენი ნახვა..რატომ ხარ ასეთი შეფარვითო?-გულში იკრავს გოგონას და სთავაზობს,კითხვებს გადაგიმოწმებო.
-ერთი მართლა ვერ გავიგე,არ გამიბრაზდე-ბუზღუნით ეუბნება ელენე.ის ნინისნაირი კარგი მოსწავლე არაა,არა,კი სწავლობს,მაგრამ მისნაირად მაინც არა.
ნახევარ საათში,როცა ყველაფერს აგვარებენ ელენე საყვარლად უყურებს და ცდილობს რაღაც უთხრას,მაგრამ მალევე იფიქრებს და კარებისკენ მიდის.
-ხვალ გნახავ-აცილებს ნინი და ლოგინზე წვება.ნენეს საქციელი აკვრივებს,მაგრამ მალევე ივიწყებს ამას.“თვითონ შემომაჩეჩა..“-საკუთარ თავს იცვას,არარა,რა მოხდა მეგობარმა მეგობარს ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა,თანაც უფასოდ ჰქონდა..
მეორე დღეს მაია სამსახურიდან ადრე ბრუნდება.შვილს სწრაფად კოცნის და ქუსლებიან ფეხსაცმელს იხდის.დაღლილ ფეხებს დინანზე კეცავს და ნინის ეძახის.
-დე,დღეს რაღაც საღამოა და უნდა წამოხვიდა..უფროსის სახლში იმართება..იმ კაცს თემური ჰქვია..-იწყებს მოყოლას ქალი.
-დედა,მერე მე რა გინდა?-ეკითხება გოგონა გაკვირვებული სახით,მაია კი პასუხოს,მარტო არ მინდა წასვლა და უნდა გამომყვეო.გოგონა ყოყმანობს,მაგრამ შემდეგ თანხმდება დედას.
-ტანსაცმელი არ გაქვს თუ ფეხსაცმელი-ხმაურიანად კოცნის მაიას და ტელეფონს პასუხოს,შვილს თვალებით ანიშნებს მოემზადეო.ნინიც გადის ოთახიდან და უღიმღამოდ იცვამს შავ მოტკეცილ კაბას.შორს იწევა და სიგრძეს ამოწმებს,ძალიან მოკლე ხომ არააო,შემდეგ მაკიაჟსა და თმებს თავიდან იკეთებს და ქუსლიან ფეხსაცმელს არჩევს.მგონი,ბოლოს ეს უკანასკნელი როდის ეცვა ისიც კი არ ახსოვს.ელენეს ურეკავს,დღეს გვიან დავბრუნდებიო და კლაჩს ხელში იღებს.
-ულამაზესი ხარ,ახლა მე მოვემზადები..მანამდე რამე ჭამე-სთავაზობს მაია და სწრაფი ნაბიჯით ტოვებს ოთახს.ნინი ფრთილად ჭამს სადილს და ტუჩსაცხს ისწორებს.
-დედიკო,რა ლამაზი ხარ..-უღიმის მაიას და კარებს აღებს...-წავედით?-დედა თავს უქნევს და ძალით იღიმის.მასაც ხომ ეზარება ეს წვეულებები.
ნინის მამის დაკარგვა მაინც და მაინც არ უგრძვნია,რადგან ამ აზრს დიდი ხნის შეჩვეული იყო,მაგრამ დედის ასეთი გატეხვა ძალიან უმძიმდა.მაია საოცრად შეცვლილიყო ამ ამბის შემდეგ.ისე დაწყდა გული,როგორც ნებისმიერ მოსიყვარულე ცოლს.მის განცდებზე ზეგავლენა კი მოახდინა ნუგზარის ბოლოდროინდელმა მდგომარეობამ,მაგრამ მაინც ვერ გადაფარა ბრაზმა ამდენი ხნის სიყვარული.ქალი ცდილობდა დაემალა ტკივილი გოგონასთვის,მაგრამ ამხელა გოგოს ვერაფერს აპარებდა.დედის თვალები ყველაზე წრფელი სარკე იყო ნინისთვის.
წვეულება უფროსის სახლში გაიმართა.როგორც ცნობილი იყო ნინისთვის,ამ კაცს თემური ერქვა.სახლი რომ ჩინებული იყო,ამას აფიშირება არც სჭირდებოდა.მისი პატრონიც კარგად გამოიყურებოდა,სტუმრებს ესალმებოდა ორმოცდაათ წლამდე სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი.“მგონი,ესაა დედაჩემის უფროსი“-გაიფიქრა და დედას გახედა,რომელსაც მუცელი საერთოდ არ ეტყობოდა.ცოტა ხნის წინ იყვნენ ექოსკოპიაზე.როგორც უთხრეს,ბავშვი ჯანმრთელია,ხოლო,რაც შეეხება,სქესს,არ იგებენ,სიუპრიზად ტოვებენ.
-გამარჯობათ,მაია-მიესალმა თემური,რომელიც ბაჩოს რაღაცას ეკამათებოდა.ეს ორნი,როგორც ჩანს,ერთმანეთთან კარგად არიან.სხვანაირად არც უნდა იყოს,ბაჩო ხომ უფროსის კომპანიაში წამყვანი ადვოკატია.
-გამარჯობათ,თემურ..-ეს ჩემი გოგონაა,ნინი-გააცნო ქალიშვილი და მიმტანს მოწოდებული სასმელი გამოართვა.ნინი უხერხულად იდგა.უხაროდა დედის წარმატება,მაგრამ ასეთი შეხვედრები ძალიან აღიზიანებდა.“რას მოვყავდი..“-ფიქრობდა გოგონა და გარემოს ათვალიერებდა.სტუმრებში ყველა თავდაჯერებული და ცხოვრებით კმაყოფილი ჩანდა-ეს გოგონას არ გამოჰპარვია.
რამდენიმე საათმა ძლივს გაირბინა უაზრო საუბრებსა და გაცნობებში.გოგონას უწევდა მოესმინა კომპანიის ხარჯებზე,თანამშრომლებზე,შემოსავალზე და ბიუჯეტზე,რომელიც რამდენიმე მილიონს შეადგენდა.
თემური მაიას რაღაცას ესაუბრებოდა.მეორემ მხარეს გაიყვანა და სასმელიც შესთავაზა,მაგრამ გოგონას ცუდი არაფერი უფიქრია.თანაც იცოდა თემურის ცოლი ჰყავდა,რომელიც მეორე კუთხეში ხვდებოდა სტუმრებს.დიდად არც დაინტერესებულა დედისა და მისი უფროსის საუბრით,პირიქით,გაუხარდა,რომ დედამისს უფროსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
სახლში გვიან დაბრუნდნენ და მთელი ღამის გათენებამ მოუწია,თანაც დილას ადრე ადგა და დარჩენილი დავალებები ბოლომდე მიიყვანა.შემდეგ ყველაფერმა ძველებურად ჩაიარა,თუ იმას არ ჩავთვლით,რომ მაიას შუაღამისას დაბრუნდა სახლში,რაღაც საქმეები მქონდაო.გოგონას ამისთვის კიდევ არ მიუქცევია ყურადღება,მაგრამ გულის სიღრმეში რაღაცის ძლიერ შერჭობას დროგამოშვებით გრძნობდა.
პირველი რამდენიმე დღე რაღაც ვერ იყო,მაგრამ შემდეგ ისევ დაუბრუნდა ძველებურ ცხოვრებას.ბოლო დროს სკოლაში უფრო დიდ ხანს ტოვებდნენ და ზედმეტი ფიქრისთვის დროც კი არ რჩებოდა.ეს ახარებდა კიდეც,მაგრამ თან გულს უღრნიდა,თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ ღამით აწუხებდა,როცა კოშმარს ნახავდა და ქოშინით წამოიწეოდა ლოგინიდან.
^^
-გი-ლო-ცავთ-კარები შეაღო თუ არა უამრავი სახე დაინახა,ზოგი მეოგაბარი და ზოგი კლასელი.შენიშნა.გაოცებული სახით შევიდა ოთახში და მადლობებით ჩააქრო ტორტი.
-წვეულებაა?-გადახედა ელენეს და შემდეგ ნენეც შენიშნა-როგორ მიაგენი-გადაკოცნა მეგობრები და საერთო მხიარულებაში ჩაერთო.
-დედაშენს გამოვართვი გუშინ გასაღები-ყურში ჩასჩურჩულა ელენემ და ტორტის დაჭრა დაიწყო.
საღამოს ზარის ხმა გაისმა.გოგონამ იფიქრა,დედა იქნებაო და გახარებული გაემართა გასაღებად,მაგრამ ხელში უცხო სახე შერჩა.დიდად არ დაკვრიევბია მოსულის გარეგნობას,ისე დაუძახა ელენეს,შენთან არიან,მგონიო.გოგონამ იუარა და სტუმრებთან გაბრუნდა.ნინი კი გაკვირვებული იდგა კარებთან და უცნობის რექციას ელოდა,მაგრამ ის უბრალოდ იღიმოდა.
-უკაცრავად,სად მიბრძანდებოდით?-გოგონამ სიჩუმე დაარღვია და უცნობის განათებულ სახეს შეხედა.“ვინ უნდა იყოს..“ მზერა მოაშორა და უკან გაიწია.
-მე დედათქვენის სამსახურიდან ვარ..-დაბნევა შეემჩნა ხმაში კარებში მდგომ მამაკაცს.ნინიმ,რამე არ გავუფუჭო დედასო და სახლში შემოიპატიჟა,მობრძანდითო.
-წვეულების მსგავსი რაღაც გვაქვს და ბოდიში-ზრდილობიანად შეიპატიჟა დედის კაბინეტში მამაკაცი და სკამზე დასვა-რამეს ხომ არ დალევთ?-ნანის სამსახურს დიდი მოწიწებით ეკიდებოდა.რაც არ უნდა ყოფილიყო,ეს მათ სჭირდებოდა და სხვანაირად მოქცევა არც კი შეეძლო.
-არაფერია..-მამაკაცს ხმაში იმედგაცრუება შეეპარა..-დაველოდები-ეტყობოდა,რომ სპეციალურად შედიოდა როლებში.
-დედაჩემს ხომ არ დავურეკო?-ჰკითხა ნინიმ და თითები ერთმანეთში გადახლართა.იმ წამს გაიაზრა,რომ მოსული საკმაოდ სიმპათიური უნდა ყოფილიყო,თანაც შესაშურად ძლიერი აღნაგობითა და მამაკაცურობით გამოირჩეოდა.სხეული არ უგავდა ბიზნესმენისას,ეტყობოდა,რომ ფიტნსითა და ვარჯიშით იყო გატაცებული.მერე აღნაგობაც უწყობდა ხელს,სიმაღლე,მამაკაცური გამოხედვა..“ამას რა აზრი აქვს..“-გაეღიმა გულში და პასუხს დაელოდა.
-გამახსენდა,რომ წასასვლელი ვარ.ალბათ,დედათქვენიც დაიგვიანებს-ფეხზე წამოდგა და ღიმილით გავიდა ოთახიდან.ნინიმ ჰკითხა,რამე ხომ არ გადავსცეო,მაგრამ მოსულმა იუარა და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა ზღურბლს.
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და ელენესთან მივიდა.მანაც დაინახა,განთავისუფლდაო და ღიმილით უპასუხა.
ბავშვები უკვე წასულები იყვნენ,მხოლოდ ელენე დარჩენილიყო,როცა ნანი შემოვიდა სახლში.შვილს მეორეჯერ მიულოცა დაბადების დღე და ღიმილით შეუთვალიერა სახე.
-ტორტს შეჭამთ?-ელენემ გაუღიმა მაიას და მაგიდისკენ ანიშნა.ქალმა თავი დაუქნია და გამოსაცვლელად გავიდა.
-მოდი ჩემთან,რამდენ რამეს გაუძელი..ყველაზე ძლიერი გოგო ხარ-ელენემ ხელები მოხვია ნინის და მხარზე თავი ჩამოსდო.
-დედაშენი როგორ არის?-მაიამ მხიარულად გაუბა საუბარი ელენეს,რომელიც გაღიმებული მიყრდნობიყო კედელს.
-კარგად,არაუშავს.მოგიკითხათ რამდენიმეჯერ,იქნებ ყავა დაგველიაო-ელენეს იმის თქვა უნდოდა,რომ დიდი ხანი არ ენახათ მათ მშობლებს ერთმანეთი.
-საღამოს საათებში მცალია და,როცა უნდა შემოიაროს.ახლა მეც ისეთი დატვირთული ვარ,რომ..ალბათ,გეტყოდა ნინი..-ჩანგალი ჩაასო ტორტს მაიამ.
-დიახ,როგორ არა-გაუღიმა გოგონამ..-ახლა უნდა წავიდე,ინერვიულებენ-დაემშვიდობა დედა-შვილს და კარებისკენ წავიდა.
ნინიმ კარები დაკეტა და დედას პირისპირ დაჯდა.უთხრა,რომ ახალგაზრდა მამაკაცი იყო მასთან მოსული.ქალმა უპასუხა,რაღაც ადმინისტრაციულ საქმეებზე იყოო,მაგრამ ნინის რაღაც ეჭვი შეეპარა მის პასუხში,ოთახში კამათის გარეშე დატოვა და დასაძინებლად წავიდა.
ღამით კოშმარი ნახა,თითქოს ჯუჯა კაცი მისდევდა,გრძელი ბრჭყალები ჰქონდა და უნდოდა მისთვის სახე დაეკაწრა.ამჯერად არ შეშინებია,სიზმარიაო და გაღვიძებულმა თვალები ისევ დახუჭა.
^^
-გუშინ რაღაც საქმეებზე გამოვგზავნე ჩემი ბიჭი-თემურიმ თავის კაბინეტში იხმო ქალი.
-დიახ,ჩემმა შვილმა მითხრა..
-თანაც ჩვენ რომ ვისაუბრეთ..ხომ ხვდებით?-თვალი ჩაუკრა ქალს და ფურცლები გევრდზე გასწია-რაღაც ცვლილებები შევიტანე და ამის გაცნობა უნდოდა თქვენთვის...-მოკლედ...-დაიწყო კაცმა და დაბნეულ მაიას მოწყეტით შეხედა.
_____
გკოცნით.

ფოტოებზე არიან ნინი და მაია.

წყეული ღამეები[9]
წყეული ღამეები[9]



№1 სტუმარი mari kopaadze

Dz Kai iyo momewona ^^ male Dade ra ❤❤❤❤❤

 


№2  offline წევრი TIME

vaime ra kargia,rogorc yoveltvis sainteresod wasakitxi tavi iyo♥♥♥(exla droulad dagiwere komentari:d wina tavze isev davagviane dawera:d)

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

mari kopaadze
Dz Kai iyo momewona ^^ male Dade ra ❤❤❤❤❤

TIME
vaime ra kargia,rogorc yoveltvis sainteresod wasakitxi tavi iyo♥♥♥(exla droulad dagiwere komentari:d wina tavze isev davagviane dawera:d)

მადლობთ..

 


მმმ რა კარგები არიან ველი მომდევნოს

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
მმმ რა კარგები არიან ველი მომდევნოს

love

 


აუ,კარგია ფოტოები რომ შეგოვთავაზე.ველი მომდევნოს ))

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
აუ,კარგია ფოტოები რომ შეგოვთავაზე.ველი მომდევნოს ))

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent